The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართული ლიტერატურა


ქართული ლიტერატურა



ქართული ლიტერატურა

ლაისტი არტურ"

ქართული ლიტერატურა

წერილი არტურ ლეისტისა.

(Literatura Gruzinska, — Artur Leista. Ateneum, Marzee, 1884 r.)

შორეულ აღმოსავლეთის მხრით, კავკასიისა და შავს ზღვას შუა, ძველის კოლხიდის მშვენიერს ვაკეებზე სცხოვრობს პატარა ერი, რომლის წარსული ცხოვრება ბევრმა არ იცის და რომლის ეხლანდელ ცივილიზაციურ მისწრაფებათა დასავლეთი ყურადღებას არ აქცევს. ეს ერი ქრისტიანი ქართველები არიან, როგორც თვით უწოდებენ თავიანთ თავს. წარსული ცხოვრება ამ ერისა, რომლის რაოდენობა მილიონამდის ძლივს ადის, თავისის მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება დასავლეთის აზიის სხვა ტომებს ისტორიული როლი, რომელიც წილად ხვდა ქართველებს, ბაგრატოვანთა დინასტიის დროს და მათს მფლობელობის ჟამს კავკასის მთებიდამ არაქსამდის — არის ბრძოლა ისლამის გავრცელების საწინააღმდეგოდ. მრავალ საუკუნეთა განმავლობაში იცავდენ იგინი ამ ბუნებრივს ხიდს ევროპისა და აზიის შორის წინააღმდეგ სპარსთა, არაბთა და ოსმალთა, და ამ ხანგრძლივს ბრძოლაში მათ გამოიჩინეს უფრო მეტი სიმტკიცე და მედგრობა, ვიდრე ევროპიულ ჯკაროსნებმა პალესტინაში. მთელი პერიოდი ამ ბრძოლის წარმოადგენს ძლევა-მოსილობას ნამდვილის ქრისტიანულის რაინდობისას, რომლის უმთავრესი ხასიათი ძლიერ ჰგავს საშუალ საუკუნეთა ევროპის რაინდობის ხასიათს. ძველის საქართველოს ბრძოლის უმთავრეს მიზეზად და საბუთად იყო სარწმუნოების და მამულის დაცვა, ამიტომაც სამღვდელოება და რაინდობა იუო ორი დედა-ბოძი მათის საშუალ-საუკუნეოა საზოგადოობრივის წყობილებისა.

ამ ერს, თავისის სიმცირის გამო, არ ქონია გავლენა კაცობრიობის ისტორიაზე, მაგრამ თავის დანიშნულებას (მისსიას) კი ასრულებდა შეურეველად და სახელოვნად. ესევე შეიძლება ითქვას მათს გონებრივს მოღვაწეობაზე, რომელიც თუმცა ძვირფასია, ჭეშმარიტად, მაგრამ მაინც ვერ მოექცა საკაცობრიო განვითარების სალაროში და ვერც ერთს ლიტერატურის ისტორიაში ვერ დაიჭირა სათანადო შესაბამი) ადგილი. ეს არა თუ მარტო შეურაცხჟოფა არის პოეტისა და მწერლისა, არმედ საუურადღებო დანაკლისადაც უნდა ჩაითვალოს ამ ჩვენს დროში, როცა დასავლეთის შემოქმედობა და ცემულია. მე ამით ის კი არ მინდა კსთქვა, ვითომც ქართველთ მწიგნობრობა იმისთანა საუნჯეს შეიცავდევს, რომ შეეძლოს მთელი ქვეყნიერობის განცვიფრება მეთქი; მაგრამ რაც უნდა იყოს მასში მოიპოვება არა ერთი ობოლი მარგალიტი, ნამდვილად მშვენიერი და თავისებურის ღირსებით შემკობილი.

ეს ჩემი მიმოხილვა არის შემოკლებული ისტორია საქართველოს ლიტერატურისა, საქართველოს საზოგადო განვითარებასთან დაკაკშირებით და დაწუობილი კლასსიკურ დროიდგან, ვიდრე აქამომდე.

1 I

▲ზევით დაბრუნება

2 II

▲ზევით დაბრუნება