The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შენიშვნა უფ. ა.—ის რეცენზიაზე შესახებ პოემისა: „დიმიტრი თავდადეგული“

ვოლსკი გრიგოლ

შენიშვნა უფ. ა.—ის რეცენზიაზე შესახებ პოემისა: „დიმიტრი თავდადეგული“

ფელტონი

შენიშვნა უფ. ა.—ის რეცენზიაზე შესახებ პოემისა: „დიმიტრი თავდადეგული.“

უფ. ა—მა თავის „დიმიტრი თავდადებულის“ გარჩევაში უპოვნა ამ პოემას ისეთი ნაკლულევანება, რომლითაც „ხდება მისი მშვენიერება.“ ეს ნაკლულევანება, რეცენზენტის აზრით, გახლავსთ იმაში, რომ პოემის პირველი პირი დიმიტრი თავდადებული, ვერ იჩენს ხასიათის სიმტკიცეს, რომ ის რაღაც „უცნაური გმირია“. დიახ, თუ ხასიათი ვერ არი ნამდვილათ, გულთ-მისნურათ გამოხატული, თუ გმირი გმირათ ვერ უდგა მკითხველს თვალ-წინ, ეს იქნება დიდი, ძრიელ დიდი შეცოდება, დიდი წაბორძიკება პოეტის მხრით, რადგან პოეტობის უპირველესი და უარესებითესი პირობაა ხასიათისა ნამდვილათ, ბუნებურათ გამოხატვა, და აქ, ამ გამოხატვაში, გამოჩნდება ხოლმე, ერთი არაკისა არ იყოს, ვინაა ნამდვილი და ვინ ცრუ პოეტი თუ პოეტმა დიდი, სამაგალითო რამ გმირის გამოხატვა დააპირა და ამის მაგიერათ გამოუვიდა „შეცოდების ღირსი! მამაკვდავი, მამულისშვილისა და გმირის ხასიათის მაგიერ „გულ-შემატკივარი ხუცესის საქციელი,“ ეს, რაღა თქმა უნდა, ვერაფერი პოეტობაა, ეს იმას ემსგავსება, რომ თქვენმა მზარეულმა (უკაცრავათ მდაბიო შედარებისთვის) პიროჟნას გამოცხობა რომ დააპიროს და სუფრაზე კი მჭადი მოგართვათ. ყველაფერს ამაობაში, რასაკვირველია, ყვქლა დამეთანხმება.

მაშ თუ ილ. ჭაეჭავაძის გმირი ვერაფერი გმირა, ორში ერთი უნდა იყოს ან ილ. ჭ—ძე ვერაა ნამდვილი მხატვარი—პოეტი ან ამ უცნაურობას რამე ახსნა უნდა ჰქონდეს. უფ. რეცენზენტს ისევ ახსნის მოძებნა აურჩევია და ამ გაუგებარი უცნაურობის კლიტეს ჰპოვებს იმაში, რომ პოეტი ამბავს ბრმა მეფანტურეს მოაყოლებინებს, „მეფე დიმიტრი დიახაც გმირი და დიდი კაცი გამოვიდოდა,“ ამბობს უფ. ა— „თუ თვითონ პოეტს ეამბნა მეფის თავდადება, მაშინ შეეძლო გამოეთქვა და აეხსნა ყველა, რაც. დიმიტრის გულში უცნობი და მიუხედომელია(?), მაშინ მეფის საქციელი ცხადი და გასაგები იქნებოდა ჩვენთვის, რადგანაც პოეტი თვით გმირის გულთმისანია. მაგრამ რაკი პოეტი ბრმა მეფანტურეს უთმობს სიტყვას, იძულებულია თავის გმირი დაამდაბლოს(?). მეფანტურეს, დაბალ ხალხის კაცს არ ძალუცს(?) დიმიტრის გულისთანა გმირული გული იცნოს, ეს მეფე უბრალო კაცისთვის მეტათ მიუწდომელი(!) და მაღალი ტანისაა, მისი გულჩვილობა და მამაცობა ვერა თავსდება () მეფანტურეს გონებაში და იმიტომაც იმის ნაამბობით დიმიტრი გმირათ კი არ მოჩანს, არამედ მხდალ და გაუბედავ კაცად(!)“

უკაცრავად არ ვიყო და მე გაკვირვებული ვარ, რა ლოღიკური მოსაზრებით და რანაირათ თავსდებიან თქვენს გონებაში ამისთინა აზრები, უფ. ა.! ბოდიშს ვითხოვ, რომ ასე უცებ პირდაპირ თქვენ მოგიბრუნდით.) თქვენ სცდებით ერთი იმაში, რომ ხედავთ უცნაურობას გაუგებრობას იქ, სადაც არაფერია არც უცნობი და არც გაუგებარი, მეორეთ თავის უცნაურს ახსნაშიაც. ამ პოემას კარგი, რიგიანი გარჩევა ეკადრება, მაგრამ საუბედუროთ „დროება“ ისეთი პატარა გაზეთია, რომ ჩემი სიტყვა მოკლე უნდა იყოს: მე ვეცდები ოღონდ თქვენი აზრის დარღვევას. თქვენ ამბობთ დიმიტრი მეფის „გონებაში მხოლოდ ერთი აზრია—მამულის დახსნაო და გულში ერთი გრძნობა — სიცოცხლის სიიყვარული.“ სწორი ბძანება; რაც უფრო გმირია კაცი, მით უფრო უყვარს მას ქვეყანა და სიცოცხლე! ხშირათ გმირული გული იწვის-იდაგვის ცხოვრების შემხედვარე, ხშირათ ისმის იმისგან მწარე, გულ-გამხეთქი გაკიცხვა, შეუბრალებელი კრულვა ამ წუთი-სოფლის, ხშირათ გადმოზდის მდუღარე, მწვავი ცრემლი, მაგრამ დიდათ შემცდარი იქნება ის და ცუდი გულთ-მისანი, ვინც იფიქრებს, რომ იმას სძულს, ეზიზღებაო წუთი-სოფელი და სიცოცხლეო, ან და, თუ უყვარს, ვერ არი გმირიო და ვერ შესწირავს ყოველს წამს საყვარელ სოფელს თავსაო. თქვენ ამბობთ, რომ, როცა ყეენის ბძანება მოუვიდა, მეფემ თვითონ ვერაფერი ვერ გაარიგაო, სხვას ეკითხებოდა, თითქო აქ გმირისთვის ფიქრი და არჩევანი შეიძლებოდეს, თითქო არ იყოს ცხადიო, რომ თავი უნდა შესწიროს. თუ მოიხმობს ყრილობას ისევე ნების გამოსაცხადებლათ და არა რჩევისთვის (კეთილი და პატიოსანი!) მაგრამაო. მეფე უფრო რჩევას ემორჩილება, ვიდრე თავის წადილსაო.

ამაზე მიბოძეთ ნება მოგახსენოთ რომ თქვენ სრულიად ვერ გიცვნიათ და დაამახინჯეთ პოეტისაგან გამოხატული დიმიტრი. დიმიტრი არ იყო ერთი იმ დესპოტთაგანი რომელსაც შეეყარა კრება ოღონდ თავის ნების გამოსაცხადებლათ იმის დაუკითხავათ, თუ რა აზრისანი არიან დიდებულნი და მღვდელ-მთავარნი, ის იხმობს წარჩინებულ დიდკაცობას, უხსნის გარემოებას და ეკითხება რჩევას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის დაემორჩილება რჩევას. დასტურიც, გარდა მღვდელ-მთავარისა, ყველა ევედრება დარჩენას, სირცხვილის ჭამათ მიაჩნია მეფის გაცემა და თუმცა გრძნობს, რომ ვერას გავა, მზათაა შეაკვდეს გმირულათ მამულის მტერს. მეფე (ცხადათ, გარკვევით აღიარებს თავის აზრს, და ყრილობაც დაღონებით ემორჩილება, რა არი აქ გაუგებარი, რაშია ხასიათის სისუსტე, მხდალობა, გაუბედიობა?! პირიქით, კრებას რო დამორჩილებოდა, უნდა დარჩენილიყო, და ან სადაურია, საქართველოს მეფე კრებას ემორჩილებაო?! „ერთს აზრს დაუპყრია მისი გონება—საქართველოს სიკეთე და მეფე ვერ მიმხვდარა, რომ ის მაინც მამულს ვერას უშველის თავის შეწირეით, რადგანაც მეფის დაღუპვა და სამეფოისა ერთია; ხალხი თავის მეფის გამცემი თავის უძლურებას აჩენს და მას იგივე დღე მოელის, რაც ბატონს გადახდაო," ამბობთ თქვენ. მიკვირს და გამკვირებია რათა ბძანებთ ამას, ბატონო! აქ რამდენიც აზრია, იმდენი შეცდომა. საქმეც იმაშია, რომ გარემოებისა და ვიღაც ხეპრე დესპოტის კაპრიზის წყალობით ორში ერთი უნდა მომხედარიყო: ან მეფეს შეეწირა თავი, ან ქვეყანას ადენოდა ნაცარ-ტუტა: ვინ მოგახსენათ, რომ მეფის დაღუპვა და სამეფოისა ერთიაო? ისტორიაში ძრიელ ხშირათ სულ წინააღმდეგი ხდება ხოლმე გადაშალეთ ისტორიის პირველი ფურცლები მოიგონეთ საბერძნეთის ძველი ისტორიდან მეფე კოდრის თავ-გაწირვა და დამეთანხმეთ, რომ თქვენი აზრი ვერც საზოგადოთ და ვერც რჩეული პოემისთვის განსაკუთრებით ვერ აუვა კრიტიკას. რომ „ხაალხი თავის ბატონის გამცემი თავის უძლურობას აჩენს“, ამაში ყველა დაგეთანხმებათ და იმის კი რომ „მას იგივე დღე მოელისო, რაც ბატონს გადახდაო, რა მოგახსენოთ!

ერთიც უკანასკნელი „უცნაურობა“. „დიმიტრი თუმცა კეთილი და რბილი გულის კაცია — არავინ არ უყვარსო აცხადებთ თქვენ: „ის არავის ესალმება. წასვლის დროს, არც დედა, აგონდება არც ცოლ-შვილიო“ ერთხელ კიდე. ვიმეორებ, რათ იჩენთ უცნაურს იქ, სადაც არაფერია უცნაური! კაციაო. და გუნება: ვის ხუცესი მოსწონსო და ეის ხუცის ცოლიო, ერთი იტყვის, რატომ დედას არ გამოეთხოვაო, მეორე–ცოლი რათ არ გადაპროშტაო, მესამე-მეძებრებს უნდა გამომშვიდობებოდეს და მეასე—ხატებსაო... მას ადამიანის გემოზეა, და პოეტი ყველას ვერ გაწვდება. განა გმირისთვის მოიძებნება თავის ხალხზე უსაყვარლესი სათრფო და მეგობარი? მაზედ უკეთესი გამომშვიდობება და სიყვარულის გამოცხადება, რომელსაც მეფე უცხადებს ხალხს, განა შეიძლება კიდე?! არა, ღმერთმანი, უცნაურია თქვენი კრიტიკა, უცნაური! ძალას ატანთ პოეტს, რომ მას მაინცა-და-მაინც ამისთანა გამოთხოვება უნდა გამოეხატაო... პოეტმა ამოარჩია რამოდენიმე საუკეთესო წუთი (მომენტი) თავის მხატვარ-პოეტური მიზნისთვის: ქვეყნის დიდ-კაცობასთან თათბირი, ხალხთან გამოთხოვება, გამოგზაენილს ჯართან, შეყრა, ყეენის წინაშე წადგომა, სატყვეოში ყოფნა და თავ-საკვეთი მოედანი. როგორ თუ გმირი არაა ის მეფე, რომელსაც დარჩენას ევედრება მთელი ხალხი, რომლის გულის- თვის სამარეში ფეხ-ჩამდგარი მოხუცი, როგორც მთელი ხალხის სურვილის და გრძნობის გამომთქმელი, მზათ არის შვილები მტერს შეაკლას და რომლის რკინა გული (თუმც სტირის ოდა ვაებს) უცვლელათ ადგია ერთხელვე გადაჭრილ-გამოზომილს აზრს?! მან კარგათ იცის, რა თავდადებასაც იჩენს, მან იცის, რა მეფეცაა ის თავის ხალხისთვის, და სწირავს თავს სწორეთ გმირულით. ის თვითონ ევედრება მხლებლებს ნუ გააჯავრებენ ჯარს და ნუ გამოიღებენ ხელსაო, თუ ვინიცობაა რამე უკადრისობა აკადრეს. ის გმირულათ, ნამდვილ მეფურათ უპასუხებს ამაყ ყეენს; ის მაღალ-სულოვნ ნებით აღსავსე რკინა-გული ეუბნება უარს, როგორც მაუდურებას, ერთგულ მხლებლებს, რომელთაც, როგორც არაგმირებს, ვერ უცვნიათ თავის გმირი მეფე, თუ დააპირეს მისი გულის გატეხა: ოღონდ ჰე, უკანასკნელათ ტანჯულწამებულმა, ღონე-მოხდილმა ხორცმა კინაღამ სძლია მაღალ სულს და დაამტკიცა, რომ რაც უნდა გმირი ადამიანი იყოს, ადამიანი მაინც ადამიანათ რჩება. უბრალო სიკვდილის შვილსა და წამდვილ გმირს ‛მუა ამ შემთხვევაში ის განსხვავებაა, რომ გმირი გმირობას მაინც ბოლომდე გაიტანს, მაშინ როდესაც უბრალო. მამაკედავი მოულოდნელათ, საცოდავათ იჩენს, რომ წუთი-სოფელს. მაინც ეერ მოსცილდება...

აქაც, ჩემის აზრით, საქებურმა პოეტმა გამოიჩინა კაცის გულის ნამდვილი ცოდნა და მხატვარ-პოეტური გულთმისნობა. ნუ დამარწმუნებთ, რომ დიდს. რომაელს ბრუტს (თუ კი ის ჭეშმარიტი გმირი იყო და არა ფანატიკოსი) ხელი არ უკანკალებდაო, როცა ხანჯალს იცემდა გულში. იულიუს კესარი დიდხანს დადიოდა ჩაფიქრებული თავის ბანაკში, სანამ გადააბიჯებდა რუბიკონს. ოღონდ იმ შემთხვევაში დაგეთანხმებით მე თქვენ იმაში, რომ ილ. ჭავ—ძის დიმიტრი თავდადებული ვერა გმირი, თუ კი თქვენ იტყვით, რომ ის არ არის გმირობა, როცა კაცი შვრება იმას, რაც უნდა ჰქნას კაცურმა კაცმა, როცა სწირავს. თავს იქ, საცა უნდა შესწიროს. ერთი სიტყვით თქვენგან შემჩნეული ამ პოემის ნაკლი მდგომარეობს მეფის ხასიათის გაორაებაში და შეუსრულებლობაში (двойственность и невыдержка). მაგრამ ამაში ცდებით, და პირველი პირის ხასიათი მთელ პოემაში ერთიანი დაინერთნაირათ შესრულებულია. რაც შეეხება იმას, რომ პოეტი მეფანტურეს უთმობს სიტყვას, ეს ერთი იმ ხერხთაგანია, რომელსაც ხმარობენ პოეტები პოეზიის გაჩენიდამეე. მაგრამ ეს სულაც არ გაძლევსთ ნებას, რომ თავგანწირული, სამაგალითო გმირი „გულშემატკიერ ხუცესათ“. გამოახატვინონ და ამგვარათ სულ წინააღმდეგი შთაბეჭდილება დაბადონ მკითხველის გონებაში. თქვენი რა ვიცი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოემის კითხეაზე არა ერთს და არა ორს მკითხველს აებუძგა თმა და რჟოლა გაურბინა, ტანში. თვითონ პოეტს რომ ეამბნა მაშინ შეეძლო გამოეთქვა და აეხსნა ყველა, რაც დიმიტრის გულში უცნობი და მიუხედომელიაო“, ამბობთ თქვენ. ერთი, რომ აქ (ვიმეორებ კიდე) არაფერია არც უცნობი და არც მიუხედომელი და მეორე — დიდი შეცდომაა ამ შემთხვევაში თქვენის მხრით პოეტისა და მეფანტურესი გაცალ-ცალკევება. აქ ეს ორი პირი განუსაზღვრელი და განუყოფელია, და პოეტი, მეფანტურეც რომ თავიდამ მოეცილებინა, ერთს ნამცეცს არ აგიხსნიდათ და არ გამოთქვამდა იმაზე მეტს, რაც ახლა არის გამოთქმული. პოეზიის ამგვარ დარგში, რომელსაც ეკუთენის პოემა, რაც უფრო უჩინარია პოეტი, რაც უფრო ნაკლებათაა მისი პირადი ახსნა და გამოთქმა, მით უფრო დიდი ღვაწლი მიუძღვის პოეტობის წინაშე. აქ პოეტი კი არა, არამედ თვით გმირის ხასიათი, საქციელი, თვით იმ გარემოებათა ბრუნვა, რომელშიაც ჩააყენებს პოეტი თავის გმირს, უნდა გვეუბნებოდენ გვიმხელდენ უჩინარი პოეტის აზრს, ახსნას, იდეას და სუყველაფერს, რაც გნებავსთ. თქვენ ძრიელ ცუდი აზრი ჰქონიათ შედგენილი დაბალი ხალხის პოეტურ ნიჭზე, თუ გგონიათ, რომ მისი გონება ვერ გაიგებს, ვერ მიწვდება გმირის გულს, უნებურათ დაამდაბლებს და, როცა ლომის გამოხატვას დააპირებს, კატა გამოუვა ხოლმე.

მე აქ არ შევდივარ მდაბიო ხალხის უხელოვნური პოეზიის გარჩევაში, მაგრამ იმას კი მოგახსენებთ, რომ პირიქით უბრალო ხალხის პოეზიური ნაწარმოები არასოდეს არ ჩამორჩებიან უკან ასე დარქმეულს ხელოვნურ პოეზიას წმინდა პოეზიური ელემენტებით. ხალხი ვერ აგიწყობსთ ლექს, გამოიჩენს თავის გამოუცდელობას, უხელოვნობას, გარეგან ფორმაში, გამოიჩენს სიღატაკეს, ვიწროობას მაღალ და ფართო იდეებისა ფრენაში, აურევ-დაურევს ისტორიულ პირებს და გარემოებას, ხან-და-ხან სიცილსაც მოგგვრისთ, თუ გნებავთ, თავის ბავშური შეხედულობით, მაგრამ ნუ იტყვით, რომ იმან გმირი დაამდაბლოს და სახელოვანი მამულის შვილი გამოხატოს ისე, რომ ის ემსგავსოს მტირალა ხუცესს, მხდალ და გაუბედავ კაცს. მე გთხოვთ მოიგონოთ ლერმოტოვის ჩინებული ლექსი: „ Пѣсня про царя Ивана Васильевича и купца Калашникова“. აქაც პოეტი უთმობს სიტყვას მეფანტურეს, და თქვენ, თუ გააყოლებთ პარალელს ამ ორ ლექს შუა, უთუოთ ლერმონტოვსაც შესწამებთ ნაკლულეეანებას: ივანე მრისხანეს ხასიათი ვერ გამოხატა რიგიანათო, როგორ თავსდეაბა თქვენს აზრში ის უცნაური გარემოება, რომ მეფანტურე, დაბალი ხალხის კაცი, რომლისთვინ გმირული გული მეტათ მიუწვდომელია“, ხან-და-ხან, წარმოსთქვამს ამგვარ აზრს:

„გულის სილბო სიტურფეა,
თუ კაცია სხვაფრივ ლომი.
მართალს ვაჟ-კაცს ის ამშვენებს,
როცა გულითაც ლბილია,
რკინის კაცის თვალში ცრემლი
დიდ-სულოვნების შვილია“.
 

მაგრამ უბედურებაც ესაა, რომ თქვენ ვერ ხედავთ აქ ვერაფერი წინააღმდეგობას, ვერ მიწვდარხართ აქ გამოთქმულს მაღალს და სამღვთო აზრს და იმიტომაც მთელი პოემა ყირაზე შეათამაშეთ. ყველაფერში, ყველაფერში და გმირული გულის გაგებაში არ არის ისეთი განსხვავება „დაბალ“ და „მაღალ“ ხალხს შუა, როგორიც თქვენ პოვეთ.

გრ. უმწიფარიძე