The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1906
1906    
     
1906 2 მაისამდე    
     
 რუსეთის სახელმწიფო საბჭოში არჩევასთან დაკავშირებით პეტერბურგში გამგზავრების წინ, თსს ბანკის თანამშრომლები და საზოგადო მოღვაწეები თბილისში, „ედემის ბაღში“ (ამჟამინდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე) უმარ[1]თავენ წვეულებას. წვეულების შემდეგ იღებენ ჯგუფურ ფოტოს რესტორნის მეპატრონესთან, ოფიციანტებთან და მუსიკოსებთან ერთად

  წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი, 2-3826; გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე), ტ. 2, თბ., 1990, გვ. 432.

ფოტო

ილია ჭავჭავაძე ზის პირველი რიგის შუაში, ახურავს შავი ცილინდრი და ხელჯოხზეა დაყრდნობილი.

 

სხედან (მარცხიდან):

 

კ. მაყაშვილი,

გ. საყვარელიძე,

ლ. ჩერქეზიშვილი,

ნ. მესხიშვილი,

ნ. ცხვედაძე,

მ. ბაგრატიონ-გრუზინსკი,

 მიხაილოვი,

ი. ჭავჭავაძე,

ი. გოგებაშვილი,

მ. ვეზირიშვილი,

კ. ნასიძე,

საათნაზოვი,

რ. ღვამიჩავა;

 

I რიგში დგანან:

 

ა. ფურცელაძე,

გ. ჯავახიშვილი,

ორბელიანი,

კ. აფხაზი,

უცნობი პიროვნება,

ალ. ქართველიშვილი,

 გ. დუბინი,

ალ. გიჟიმყრელი,

ი. რატიშვილი,

ზ. მაღალაშვილი,

ნ. ჯორჯაძე,

ნ. ერისთავი,

ციციშვილი,

ლ. მესხიშვილი,

ე. ანტონოვსკაია,

ნ. გულაძე,

ლ. კობახიძე;

 

II რიგში დგანან:

 

კ. ქართველიშვილი,

ალ. საგინაშვილი,

ი. კორინთელი,

რ. ციციშვილი,

აბაშიძე,

ყაზახიშვილი,

გ. ჯაჯანაშვილი,

ბ. მჭედლიშვილი,

მოროტაძე,

მ. არჯევანიძე,

ს. კლდიაშვილი.

 

წამოწოლილები არიან:

 

გ. კლიმიაშვილი,

გ. გარაყანიძე;

 

უკანა პლანზე:

 

“ედემის ბაღის” მეპატრონე (მოაჯირზე დაყრდნობილი)

 

ოწია მაჭავარიანი

 

ოფიციანტები და მუსიკოსები.

   
მეუღლესთან ერთად, მიემგზავრება პეტერბურგში სახელმწიფო საბჭოს პირველ სესიაში მონაწილეობის მისაღებად.

  წყარო

გაზ. „შრომა“, 1906, № 24.

ფოტო

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
     
1906 6 მაისის შემდეგ    
     
სახელმწიფო საბჭოს წევრებთან ერთად ნევის პროსპექტზე მდებარე ატელიეში იღებს ფოტოს. ილია ჭავჭავაძე არის მჯდომარეთა შორის, მარჯვნიდან მეორე. ფოტოზე აღბეჭდილები არიან: ვლადიმერ ვერნადსკი, ვიაჩესლავ კუგუშევი, დიმიტრი ბაგალეი, ნიკოლოზ შიშკოვი, ალექსანდრე ლაპო-დანილევსკი, ლეონიდ იუმაშევი, გუსტავ ვიკოვსკი და ალექსანდრე პერელეშინი.

 

  წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი, 2-3808

ფოტო  

ფოტოატელიე „რ. შარლი“

პირთა ანოტაციები:

ვერნადსკი ვლადიმერ ივანეს ძე (1863-1945)

რუსი აკადემიკოსი, მინერალოგი, გეოქიმიკოსი და საზოგადო მოღვაწე, სახელმწიფო საბჭოს წევრი.

კუგუშევი ვიაჩესლავ ალექსანდრეს ძე (1863-1944)

რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, რუსეთში საერობო მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე, კონსტიტუციურდემოკრატიული პარტიის წევრი.

ბაგალეი დიმიტრი ივანეს ძე (1857-1932)

პროფესორი, ისტორიკოსი, ხარკოვის უნივერსიტეტის რექტორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

შიშკოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1856-1910)

რუსი მეცნიერი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

ლაპო-დანილევსკი ალექსანდრე სერგის ძე (1863-1919)

რუსი ისტორიკოსი, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი, არქეოგრაფიული კომისიისა და რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

იუმაშევი ლეონიდე ვიქტორის ძე (1863-1920)

ვიატკის გუბერნიის ერობისა და რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

ვიკოვსკი გუსტავ ბიკენტის ძე (1860-1940)

მედიცნის დოქტორი, სამოქალაქო მრჩეველი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

პერელეშინი ალექსანდრე ვასილის ძე

კოსტრომის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი.