The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მძინარე ქალი


მძინარე ქალი

მე შენ დაგყურებ
მშვიდ მძინარესა
და დავტრიალებ
შენს ბროლის მკერდსა;
მესმიხ მის რხევა
შუქშესხმულისა
და ნელი ღელვა
წრფელის გულისა.
აგწითლებიან
ნაზი ლოყები,
ღიმილით თრთიან
ტუჩთა ლალები;
წრფელი გაქვს ძილი,
ვით ხილვა ცისა,
ზედ გადგა ჩრდილი
ანგელოზთ ფრთისა.
შენ თვითან წრფელსა
წრფელიც გაქვს ფშვენა,
ნეტა მის ბედსა,
ვისიც ხარ შენა!..


19 ივნისი, 1860.

 

ხელნაწერი:

U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 105 (B).

ნაბეჭდი:

ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 4. გვ. 79 (C); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 138 (A); ჩანგი შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 381 (D); სალხინო სახანდარი ანუ უქმ-დროების შემაქცევარი სიმღერების კრება ძველთა და ახალთ მწერალთა, შედგენილი და შეთხზული გ.ი. სკანდარნოვისაგან, გამოცემე მე-4, ტფილისი, 1895, გვ. 160 (E).

თარიღი:

1859 A, 19 ივნისი 286 B.

B - ში ტექსტი მელინითაა ნაწერი, ფერგადასულია. 3 დავტრიალებ] დავსტრფიალებ BC, დავსტრიელებ DE. 4 შენს] შენ B.

ლექსს ვათარღებთ ავტოგრაფის მიხედვით.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსი დათარიღებულია 1860 წლის 10 ივნისით (სარჩევში, გვ. II).