The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ფელეტონი (უკანასკნელი პასუხი)

ივანე მაჩაბელი

ფელეტონი (უკანასკნელი პასუხი)

თ. ჭავჭავაძემ კიდევ დაბეჭდა წერილი თავის გაზეთში (# 234) ჩემს წინააღმდეგ, რომელსაც წინასიტყვაობადაც ბროსეს პრემიის საქმე წაუმძღვარა და ბოლოშიაც იგივე მია - კერა, ცხადია, რა განზრახვითაც. ეს კიდევ ცოტაა, იქნება ეს საქმე დღეის იქით ყოველ დღე ამეორებინოს იქ, სადაც გაზეთის ,დაკვეთის“ პირობები აქვს დაბეჭდილი. დეე, გამოიჩინოს ამითი საზოგადო ქონებისადმი გულ-მტკივნეულობა, შეიმოსოს ქვეყნისათვის მზრუნველ რაინდის შესამოსელში, მორთოს გოდება რამდენიც სურდეს; დეე თუნდა განგებ დაივიწყოს კიდეც, რომ მე მკითხველს საზოგადოებას შევატყობინე მთელი ამ საქმის გარემოება და მასვე გავუსწორდები; დეე ბუკ-საყვირები მოი. მართოს ამ საქმის გასაზვიადებლად,– მე მასთან ამ საგანზედ სალაპარაკო ღარა მაქვს-რა.

სალაპარაკო აღარა მაქვს-რა იმ კაცთან, რომელიც ყოველს ჩემს საკითხს ან ყურს უყრუებს, ან სიტყვას ანზე აგდებს და განძრახ აქარწყლებს მის მნიშვნელობას. ეს სალაპარაკო აღარა მაქვს-რა იმ აცთან, რომელიც ჩემს სრულიად ანონიერს სურვილს, რომ მედიატოეთა სამართლით გარჩეულიყო ეს | აუსრულებელი დავიდარაბა და აწოილიყო საქმის ყოველივე გარემოეა— უარსა ჰყოფს და სამაგიეროდ კადრისის ლექსით და უკადრისად იტყვის გადაკვრით ვითომ და რააც საიდუმლო ამბებზე თავიდან შორებს ამ მისთვის უსიამოვნო პაუხის მოთხოვნას.

სწორე მოგახსენოთ, მე არ ვაპიებდი სრულიად ხმის გაცემას თ. ავჭავაძის უკანასკნელ ფელეტონზედ ა. თუ ვწერ კიდევ რასმე, ვწერ მხოლოდ ორის განზრახვით: ერთი, თხოვო მკითხველებს გულდადებით გადაიკითხონ მისი უკანასკნელი ფელეტონი, შეადარონ ჩემს წერილთან და თვითვე გამოარკვიონ სიმართლე და მეორე–დავასურათო, თუ რო. გორ ესმის ი. ჭავჭავაძეს მედიატორეთა სამართლის მნიშვნელობა.

აი, რა სიტყვებით ამბობს იგი უარს ამ სამართალში გამოწვევაზე:

მე თ. მაჩაბელთან არავითარი მოსარიგებელი საქმე არა მაქვს და ღვთით _არც არასოდეს მექმნება. თუნდ ეგეც არ  იყოს, ერთი ჰკითხეთ, ბანკის საქმეში სამედიატორო რა არის? ნუთუ ჰგონია ბანკი ან მისი, ან ჩემი კუთვნილებაა და ვინ რამდენი წილი უნდა ჩაიდოს, ამას მედიატორები გამოგვირკვევენ?.,ჩვენი მედიატორები ჩვენი კრება ბანკისა... თუ რამ სათქმელი აქვს თ. მაჩაბელს, იქა სთქვას და თუ მისი თქმული პასუხის ღირსი იქნე- ბა, პასუხს მიიღებს... მე ვთაკილობ ამის თანა ბავშვურ კამათობას და გამოწვევას - და სხვ.!!

ეს გახლავთ მიზეზი უარისა. მე თურმე ბანკის გაყოფა მინდოდა თ. „ჭავჭავაძესთან, შუა კაცებს ვირჩევდი და რად დამყაბულდებოდა ამისთანა ბავშვურ წინადადებაზე ეს ბუმბერაზი ჩვენის ლიტერატურისა, მ. ეს დარაჯი ჩვენის კეთილ-დღეობისა, - ეს საყოველთაო მზრუნველი, რომ | ვსაზოგადოების ავლა-დიდებას არავი-ა: თარი ზიანი არ დაემართოს. როგორც: არ უნდა ეთაკილნა ამისთანა ბავშვური კამათობა, მედიატორეთა სამარ-რ თალში გამოწვევა და აკი თაკილობს კიდეც.

მართალია, ის არა თაკილობს ჩაჩუმებას ყოველ ჩემ საკითხზე, რის პასუხიც ვერ მოუძებნია თავის სალანძღავ კარაბადინში, -

და მედიატორეთა სამართალში გა-ბმოწვევას-კი თაკილობს!

ის არა თაკილობს იმას, რომ სხვის ნაწერი, სხვისგან ხელმოწერილი მე  მომაწერა და დღესაც კიდევ მიკიბმოკიბული გზით ცდილობს მე მომახვიოს თავზედ, თუმცა თვით იმისაგანვე ამონაწერი სრულიად სხვას ამტკიცებს, –

და მედიატორეია სამართალში გა-| მოწვევას-კი თაკილობს!

 ის არა თაკილობს იმას, რომ ხელმმოუწერელი წიგნის (ბროშიურა: „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“, გამოცემული 1892 წ.) ავტორობა მე მომაწეროს, თითო სიტყვა და ფრაზა იქიდგან ამოჰგლიჯოს, ერთიერთმანეთთან დაუკავშირებლად და საზოგადოებასთან მაბეზღოს,-აი მაჩაბელი როგორ უმართებულად გიხსენიებდაო,– 

და მედიატორეთა სამართალში გამოწვევას-კი თაკილობს!

ის არა თაკილობს გულთა-მხილაობას და ფსევდონიმების გამოცნობას, ის, რომელიც თავისავე „ივერიაში“, ასე ცხარედ ჰკიცხავდა ამ გვარ საქციელს ერთის მწერლისას:

„ეს „მართებული“ მწერალი თავის მოკამათის ფსევდონიმსაც ფარდასა ჰხდის, მართებულობის ამ ერთად-ერთს ყველასათვის წმინდად და ხელ-შეუხებლად აღიარებულს წრესაც ლახავს და დაურიდებლად აბიჯებს ზედა...“ (გაზ. “ „ივერია“, # 170, 1891 წ.)

და ეხლა, რაკი გაჭირება დაადგა, თვითვე ცდილობს ფსევდონიმის გამოცნობას და იმართებულობის ამ ერთად-ერთს ყველასათვის წმინდად და ნელ-შეუხებლად აღიარებულს წრესაც ლახავს და დაურიდებლად აბიჯებს ზედა“.

ამას არა თაკილობს,–

და მედიატორეთა სამართალში გამოწვევას კი თაკილობს!

ის არა თაკილობს იმას, რომ წი|ხლი ჩასცხოს თავისს ნაამხანაგარს, ოდესმე მისთვის თავგამოდებულს, რომელიც პასუხის მიცემის ღონეს მოკლებულია და რომელზედაც ჯერ სამართალს მსჯავრი არ წარმოუთქვამს; არა თაკილობს ამას, ოღონდ ამითი მე როგორმე ცილი დამწამოს და გამაწბილოს,–

და მედიატორეთა სამართალში გა მოწვევას-კი თაკილობს!

ის არა თაკილობს მისგანვე დაბეჭდილ მისივ ნათქვამის გადასხვაფერებას, და როდესაც ერთსა და იმავე საგანზედ ორი სრულიად ერთი-ერთმანეთის წინააღმდეგი მისგან წარმოთქმული აზრი წარვუდგინე, ამ სახით თავის გამართლებას: მე პალატის გარდაწყვეტილება მოვიწონე და ვაქე და არა მაჩაბლის რედაქტორობაო. (?!)| (სცანით ყველამ ეს ახალი ამბავი: ქ. თბილისში აღმოჩენილა უმაღლესი ინსტანცია სასამართლოსი, რომელიც პალატის გადაწყვეტილებას „იწონებს და აქებს“) ან ერთი ჰკითხეთ, ჩემს ქებაზედ ან ჩემის რედაქტორობის ქებაზე ვინ რას ამბობდა ჩემს წერილში, რომ. ამ სიტყვას ჩაჰფრენია და ცდილობს ამითი ფონს როგორმე გავიდეს!

დიაღ, ყოველსავე ამას არა თაკილობს.

და მედიატორეთა სამართალში გამოწვევას კი თაკილობს და მიბრძანებს: ნუ თუ ჰგონია მაჩაბელს, ბანკი ან მისი, ან ჩემი კუთვნილებაა და ვინ რამდენი წილი უნდა ჩაიდოს, ამას მედიატორები გამოგვირკვევენო?

ნუ თუ ჰგონია მართლა თვით თ. ჭავჭავაძეს, რომ ასს იმის მკითხველიში თუნდ ერთი მაინც მოიპოვებოდეს იმისთანა, რომელსაც არ ესმოდეს, თუ რა აზრით არის ყველა ეს ნათქვამი?! თუ ასე ჰგონია და თუ თითონაც არ ესმის მედიატორეთა სამართლის მნიშვნელობა, მაშინ მე ავუხსნი, რაც მინდოდა გამომერკვია და რისთვისაც ვითხოვდი და დღესაც ვითხოვ მედიატორეთა სამართალს:

ამ სამართალს დავუყენებდი წინ მთელს თ. ჭავჭავაძის მოღვაწეობას ბანკის საქმეში და მასვე თვალსაჩინოდ დავ ნახვებდი, – თ. ჭავჭავაძეს მიაჩნდა თავისა და თავის მოყვასთა კუთვნილებად ეს ბანკი, თუ მე მიმაჩნდა, მე, რომელიც ვცდილობდი შეძლებისამებრ იქ დაბუდებული ნათლიმამობა და მოყვასობა მომესპო.

ამ სამართალს მივანდობდი გარდაწყვეტას და საბუთად თვით თ. ჭავჭავაძის დაბეჭდილ სიტყვებს წარვუდგენდი იმის დასამტკიცებლად.— თ. ჭავჭავაძეს ესმოდა რამ იმ საქმისა, რომელზედაც რიხითა და გრგვინვით ქადაგებდა, თუ იმის სიტყვებში იოტის ოდენა ცოდნაც არ იყო და ამ უმეცრების გზაზედ დადგომით რაოდენი ზარალი მოუტანა ბანკს.
 

ამ სამართლით დავუმტკიცებდი, თუ როგორ წლითი-წლობამდე თვალს უხვევდა საზოგადოებას და თავის უმეცრებას პილპილ მოყრილი სიტყვებით ფარავდა; თუ როგორ უმართებულოდ იხსენიებდა თავისავე გაზეთში იმ კრებას ბანკისას, რომლის მოსარჩლედაც ეხლა იგი გამოდის. დავუმტკიცებდი, თუ პირადად ჩემს წინააღმდეგ რა ცილისწამებას აბეჭდვინებდა თავისა და სხვის გაზეთებში, აწოდებდა მოგონილ ამბებს მისგანვე| შეთხუზლს და მთელის გამგეობისაგან კვერ-დაკრულს.

თუ მაინცა და მაინც არ დაიშლი|და თ. ჭავჭავაძე და მოიწადინებდა იმ წიგნის გახსენებას, რომლის ავტორის გამოცნობასაც ასე „მართებულობის წესის შელახვითა“ სცდილობს, მე მზად ვიყავ იმავე სამართლის წინაშე თავიდან ბოლომდე, ანიდან ჰოემდე გამერჩია ის წიგნი და დამემტკიცებინა ყოველივე მასში წარმოთქმულის სიმართლე.

დასასრულ, იმ სამართალს მივანდობდი იმის გამორკვევას, თუ როგორ მოიქცა ჩემ შესახებ ბროსეს პრემიის და გაზეთის ვალების შესახებ და მივანდობდი სხვას კიდევ ბევრს, რომელთანაც ყველა ზემონათქვამი იქნება არაფრად გამოჩენილიყო. თავის მხრით თ. ჭავჭავაძეს შეეძლო, რა ბრალიც სურდა ის ბრალი |წარმოედგინა ჩემს წინააღმდეგ და მაშინ საზოგადოება ცხადად დაინახავ! და ყველას სიმართლეს და სიმტყუნეს და ავად თუ კარგად მოისპობოდა ეს გამწვავებული განხეთქილება ჩვენს საზოგადოებაში, რომლის მოსპობის მონატრენი ყოველთვის ვყოფილვართ და ვართ.

მაგრამ თ. ჭავჭავაძე თაკილობს ამისთანა ბავშვურ კამათობას და გამოწვევას და წამლად ამას გვირჩევს: „ჩვენი მედიატორები ჩვენი კრებაა ბანკისა... თუ რამ სათქმელი აქვს მაჩაბელს, იქა სთქვას და თუ მისი თქმული პასუხის ღირსი იქნება, პასუხს მიიღებსო.“

ჯერ ერთი ეს ვიკითხოთ, შესაძლებელი კია ყველაფრის გამორკვევა ბანკის საზოგადო კრებაში? შესაძლებელია ხუთას-ექვსასმა კაცმა ორსამ დღეში შეითვისოს, გაიცნოს და მსაჯულადაც გამოდგეს იმისთანა საგნებში, რომელიც თვით ბანკის უფროსს ცხრამეტ წელიწადში ვერ შეუგნია? მაგრამ მანც ამის მიუხედავად თვით ჩვენვე რამდენჯერმე მივმართეთ საზოგადო კრების მსჯავრს, მივმართეთ მაშინ, როდესაც მრავლისაგან უმრავლესს ყოველი სიტყვა თ. ჭავჭავაძისა უცილობელ ჭეშმარიტებად მიაჩნდა და ხოტბა-ქების ტაშს უკრავდა; როდესაც ყოველი მისი მოწინააღმდეგე დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ხმა მისი დარჩებოდა ხმად მღაღადებელად უდაბნოსა შინა. არ მოვერიდეთ უეჭველს დამარცხებას იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე თავს გაიტანდა და პირ-მოთნეობას, საქმის გაურჩევლად თაყვანისცემას შემთხვევით გაძლიერებულთადმი ბოლო მოეღებოდა.

ჩვენ თითონ ვამბობდით სხვათა შორის ამ კრებაზედ ჯანდიერების მამულის წინ-დაუხედავად გაყიდვის გამო:

ჩვენ თითონ მივმართეთ მეთქი კრებას, როგორც უმაღლეს სამსჯავროს, მაგრამ თვით ისინი, რომელნიც ეხ ლა კრებას ებღაუჭებიან, მაშინ საბუთებს მოკლებულნი ყოველ ჩვენს სიტყვას პირადობას აწერდენ და კინკლაობად, ერთმანერთის წეწვაგლეჯად იხსენიებდენ.

„აქ საქმე ის კი არ არის რომ ასეთი ამბავი ჯანდიერს დამართებია, რადგანაც შეიძლება ხვალ მეორეს დაემართოს, ზეგ მესამეს და სხვა. კრება უმაღლესი ს ამ საჯულოა და ამ კrებამ უნდა გამოსთქვას თავისი აზრი, შესაწყნარებელია ასეთი საქმე თუ არა“ („ივერია“ #110 1892 წ.)

და თ. ჭავჭავაძე კი ამას გვიპასუნებდა:

„ის ნროცა ეს თ. ჯანდიერების საქმე წამოაყენეს, აქ საქმეებში ჩახედული კაცი ყოველთ უწინარეს ამას იკითხავდა, კრებას რა ხელი აქვს ამისთანა საქმეებთან?.. რაკი ნებას მივცემთ, ვისაც რა სურს, იმაზე ილაპარაკოს და მოახდინოს კრება, ერთმა და ორმა კაცმა, შორს-კი ჩვენგან ამისთანა კაცები, რომ მოინდომოს ჩვენ– სასაცილოდ აგდება, ეს უწესოება მიზეზს მის ემს, გზას გაუხსნის ჩვენდა სასაცილოდ აგდებისას. („ივერია“, # 110, 1892 წ.)

მეორე შემთხვევაში, როცა საბუ|თებით, და მხოლოდ საბუთებით ხე|ლში კრებაზედ დავუმტკიცეთ თ. ჭავჭავაძეს რომ მას სრულიად არ ესმოდა მნიშვნელობა კონვერსიისა და ვერც მოახერხებდა ასე მომზადებული მის დაბოლოებას, მან ჩვენის საბუთების გამტყუნების მაგიერად, ეს წარმოსთქვა.

„დიდად სამწუხაროა, რომ კრება საქმისათვის მოწვეული, უსაქმო საგნებზე ლაპარაკით, იძულებულნი ვართ, მოვაცდინოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ შო რის უმართებულო (?!) სიტყვის სროლას პირადობით გამოწვეულს, ადგილი აქვს და არც ერთი კრების წევრთაგანი სარჩლს არ უწევს ღირსებას კრებისას, რომელსა საქმე უნდა უნდოდეს და არა წეწვა-გლე ჯა ერთმანერთისა.“ („ივერია“ # 42 1893 წ.).

მისნი მომხრენი ფრიად გავლენიანნი და ყველასაგან პატივცემულნი პირნი კვერს უკრავდენ თ. ჭავჭავაძეს და ცდილობდენ უსიამოვნო გარემოებიდამ მის დახსნას შემდეგის სიტყვებით:

„რა უბედურებაა, რომ სამი დღეა აგერ ვზივარ და ვისმენ ი' ეთს ლაპარაკს, რომელიც სრულიად არ არკვევს საქმეს. ვერ გამიგია, რა საჭიროა ასეთი კინკლაობა, კერძოობისა და პირადობის შესახები, ლაპარაკი. ჩვენ ხომ მოსამართლენი არა ვართ, რომ ან ეს გავიკითხოთ, ან ისა. («ივერია) # 42, 1893 წ.)

დიაღ, ასე და ამა პირსა ზედა: როცა ჩვენ მედიატორეთა სიმართ ლით გვინდა სიმართლის გამორკვევა, კრებაში გვიწვევენ და გვეუბნებიან, — ჩვენი მოსამართლე ბანკის კრებააო და როცა იმავე კრებაში ვცდილობდით უსამართლობასთან და უმეცრებასთან შებრძოლებას, ჩვენს სიტყვებს აწერდენ პირადობას, ერთი ერთმანეთთან კინკლაობის სუ|რვილს, გვაჩუმებდენ და გვეუბნე"ბოდენ, ჩვენ ხომ მოსამართლენი არა,

მაგრამ ჩვენ ყოველთვის დარწმუ|ნებულნი ვიყავით და ვართ, რომ ამ |გვარის ხერხებით, ამ გვრის წაჯეგუკუჯეგობით სიმართლეს სამუდამოდ |ხელს ვერავინ დააფარებს, ადრე თუ |გვიან თვალსაჩინოდ გამოაშკარავდება |და კრება იქნება თუ გაზეთი ამ სი|მართლის გამოსარკვევი ასპარეზი, იგი მაინც თავისას გაიტანს, მაინც სახლში შემოგვეჭრება, კარიც და |ფანჯრებიც რომ ცხრა-კლიტულით დავუკეტოთ. ამ ჟამად-კი დროა ამ საგანზედ თ. ჭავჭავაძესთან მოვსპოთ ყოველივე ბაასი, რადგან ის „თაკილობს ამ ბავშურ კამთობას და გამოწვევას, დიაღ თაკილობს და ღმერთმა ტკბილად შეაბეროს იგი ამ თაკი|ლობის გრძნობასთან, ჩვენ-კი შორს |გვამყოფოს დღესაც და კვლავაც ასეთს მდგომარეობასთან, რომელსაც „თაკილობის“ მეტი აღარა შერჩენია-რა.

 

 

. მაჩაბელი 6 ნოემბერი. 1893.