The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბედა მქადაგებელი 
ბედა მქადაგებელი

პოლონსკი იაკობ

ბედა მქადაგებელი 

გეტესი

საღამო არის, სხივნი მზისანი
გადმოიშალნენ მთისა მწვერვალზედ,
დაშვებულ მზისგან ჩრდილნი ხისანი
გადმოწვნენ გრძლადა დედამიწაზედ.
ყრუთ არის ველნი, ველურად ტყენი,
სრულად მდუმარებს მთა თუ ბარია,
შეჰფარებიან ბუდეს ფრინველნი
და ხმაურობა მთლად მიმწყდარია.
მხოლოდა ფიჭვნი დიდის ხნისანი
ნელის ქარითა ძლივს ირხევიან,
ხავსით მოსილნი წვეტნი კლდისანი
ძირს გაშლილს ვაკეს გადმოსცქერიან.
ყრმაზედ მინდობილ უძლურ ხელითა,
ქარით დაჭმუჭვნილ სამოსელითა,
უდაბურს ბილიკს შიშველის ფეხით
ქვაყრილსა გზასა ბარბაცით, რყევით,
უსინათლო და მოხუცებული,
ვიდოდა ბედა ჩაფიქრებული.
გარნა ყრმამ თვალი მოჰკრა ტყეში ხილს...
დაიღალა, თუ ბუდას ატყუებს, –
„მოხუცო, – რქვა მან, – სვლა აღარ ძალმიძს,
ღონე აღარ აქვს დაღალულ მუხლებს...
ცოტას ვისვენებ, და შენ, თუ გწადდეს,
უქადაგე ხალხს ღვთისა დიდება...
მაღლობით უკვე მწყემსებმა გნახეს
და აგერ შენს გარს ხალხიც გროვდება,
აგერ წვრილ-შვილით დედა-მამანი...
უთხარი იმათ სწავლა-მოძღვრება
ჯვარცმულის ღვთისა, ვინცა ტანჯვანი
ჩვენის ცოდვისთვის ნებით ინება“.
მსწრაფლ სასოებით, სიწმინდით, მადლით
გამოუშქუდა სახე მოხუცსა
და მოსეკდა სიტყვა ღვარებრ მის ბაგით
მთა-ბარს უდაბურს და უკაცურსა.
ვითარცა წყარო, ქვათა ძარღვისა
ამომხეთქი და გამაპობელი,
ისე ნაკადი სიტყვის მაღლისა
მის ბაგით იყო გადმომდენელი.
და ზეგარდმო შთაგონებითა,
რაღაც დიდებით, მოსვენებითა
სიტყვა სიტყვაზე იყო მდინარი...
უღმრთოთ მის მსგავსი სიტყვა არ არი!
თითქო თვით ზეცა მის ნეტარებით
გამოეცხადა მოხუცს იმ დროსა
და უკვდავების მშვენიერებით
დაენახვა მას, უსინათლოსა.
თოვლივით თეთრსა მის წვერს და თმასა
მთისა ნიავი შლიდა და სძრავდა,
ცისკენ პირ-ექმნა მის გამქრალ თვალსა,
თითქო სინათლე მხოლოდ იქ აქვნდა.
ჩაესვენა მზეც, ყვითლად მღვიმარე,
ბინდის სიომა ტყე-ველს დაბერა,
ამოკაშკაშდა ცაზედაც მთვარე
და კლდენი ვერცხლის ფრადა დაჰფერა.
ჰქადაგობს ბედა... და მოესმა ხმა,
სიცილით, ხელ-კვრით ეუბნება ყრმა:
„დროა, წავიდეთ... დაღამდა... კმარა,
აღარვინ არის ეხლა შენს გარსა,
ყველა წავიდა – დიდი, პატარა,
დროა, გავუდგეთ ჩვენც ჩვენსა გზასა“.
დადუმდა ბედა შეწუხებული,
გზას გაემართა თავჩაღუნული;
დადუმდა რა ის, კიდით კიდამდინ
ქვანი მისძახდნენ პასუხად: „ამინ!“


23 აგვისტო,
1858 წ.

პეტერბურგი

  ბედა მქადაგებელი

ხელნაწერი: ავტოგრაფი U №108 (B); ასლი U №217;

ნაბეჭდი: ცისკარი, 1859, №1, გვ. 1-3 (C); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ტფ., 1892, გვ. 34-36 (A); ვ. აბაშიძე, ჩანგი, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 311-314 (D); ვ. აბაშიძე, ჩანგი, გამოცემა მე-4, ბათომი, გვ. 260-262 (E);

სათაურის ქვეშ: გეტესი (AB).

ხელმოწერა: თ. ილია ჭავჭავაძე (D).

თარიღი: 1858 , (A); 1857-სა წელსა 23 აღვისტოს, ს. პეტერბურღი (D). 1858 მარიამობისთვის 25-ს. ს. პეტერბურღი (B).
ამ ლექსის ავტორად ილიას მიერ შეცდომითაა მითითებული გეტე (გოეთე) სინამდვილეში ლექსი ეკუთვნის იაკობ პოლონსკის, რომელიც ავტორს 1844 წელს დაუწერია. (იხ. ი. კენჭოშვილის – ილია ჭავჭავაძის ერთი პოეტური თარგმანის გამო, „ლიტერატურული გაზეთი“, 1961, 7 აპრილი).

10. 3 საღამო არის] იყო საღამო BCDE. 4 გარდმოიშალნენ] გარდმაშლილ იყვნენ BCDE. 6 გადმოწვნენ გრძლადა დედამიწაზედ] გატყორცნილ იწვნენ გრძლათა მიწაზედ BCDE. 7 არის] იყვნენ BCDE. 8 მდუმარებს მთა თუ ბარია] ჩუმობდა გარშემო (გარშამო B) არე BCEF. 9 შეჰფარებიან ბუდეს ფრინველნი] სადგომს არიან ფარულ ფრინველნი BCDE. 10 და ხმაურობა მთლად მიმწყდარია] და რაღაც ძილში არს არე-მარე BDE. 11 მხოლოდა] ხოლოთა B. მხოლოდ E, დიდს ხნისანი] დიდ-ხნის მცხოვრებნი E. 19 ირხევიან] ირხეოდნენ BDE. 13 ხავსით მოსილნი წვეტნი კლდისანი] ჭაღარად ქმნილნი დიდრონი კლდენი BCDE. 14 ძირს... გადმოსცქერიან] მოსილნი გინგლით გარმოშვენოდნენ BCDE. 15 ყრმაზედ მინდობილ ∼ BCDE. 19. ქვაყრილსა... რყევით] გარიყულს გზაზედ კანკალით, რყევით BCDE. 19 უსინათლო და... ჩაფიქრებული] ვიდოდა მძიმედ, ჩაფიქრებული, ბრმად ქმნილი ბედა მოხუცებული E.

11. 1 ყრმამ... ხილს] ყრმა იგი, მის წინამძღვარი BDE. 2 დაიღალა... ატყუებს] იძალა E, დასუსტდა, კენკრათ ჰსურს გემოვნება BCDE, თუ ბედა ჰყვანდა მოსატყუარი+E. 3 რქვა] ჰრქვა E, სვლა აღარ ძალმიძს] მსურს მოსვენება BDE. 4. ღონე... მუხლებს] მე შევისვენებ, გრძელ გზითა ძალ მწყდა BDE. 5 შენ თუ გწადდეს] თუ გსურს BCDE. 6 უქადაგე... დიდება] იწყე შენ ქადაგება BDE.] 7 უკვე] მრავალთა E. მწყემსებმა გნახეს] მრავალთა მწყემსთა BDE. 8 შენს გარს ხალხიც] აგერ ხალხიც გზაზედ E, გარს] გზაზედც BD. 9 წვრილ-შვილით დედა-მამანი] შვილებით თვითვე დედანი BDE. 10 უთხარი] უთხარ E, იმათ სწავლა-მოძღვრება] უფლისა, ღვთისა დიდება B; მათ ღვთისა ჩვენის დიდება E. 11 ღვთისა] მის ძის BDE. 13 მსწრაფლ] მყისვე E, სასოებით] ზენარის BDE, სიწმინდით E. 14 გამოუშუქდა სახე მოხუცსა] მოხუცსა სახე გამოუბრწყინდა BDE. 15-16 და მოსკდა... უკაცურსა] ძლიერის სიტყვით და ხმითა მაღლით ზეციერს აზრსა ნათლად ხედვიდა BDE. 17 ვითარცა] და როგორც E. 18 ამომხეთქი] აღმომხეთქი BE. 19 ისე ნაკადი] ზვირთნი ცოცხალთა B, ცოცხლადა DE. 21 და ზეგარდმო] ზეგარდმოი B. 25 თვით... ნეტარებით] იმ მოხუცს დროს დიდებით E, წარუდგა ცა სრულ მშვენებით BD, თვალწინ წარუდგა ცა თვის მშვენებით E. 26-29 გამოეცხადა მოხუცს... თმასა] ხელნი ცახცახით და მოწიწებით, ზე აღემართა მის თეთრსა თმასა BDE. 30 მთისა... სძრავდა] ცელქი ნიავი ალერსით სძრავდა BDE. 32 აქვნდა+ გამშრალ თვალთაგან ცრემლნი სცვიოდნენ, ცრემლნი სიწმინდის გარდმოსცვიოდნენ E, მხოლოდ] ხოლოთ BE. 33 მზეც] მზეცა B. 34 ბინდის... დაჰბერა] მწუხრის სიგრილემ ხეობას ჰბერა BDE.

12. 1 მოკაშკაშდა ცაზედაც მთვარე] მოწმენდილს ცაზედ სცურავდა (მასხლტოდა E) მთვარე BDE. 2 და კლდენი დაჰფერა] და თვის მკრთალ (მცხრალ E) სხივით მთათა დასცქერდა BDE. 4 ეუბნება] ეტყოდა E. 5 დროა... გარსა] გყოფნის! წარვიდეთ! აღარვინ არ არს! BDE. 7-8 ყველა წავიდა... გზასა] მზის მაგიერად ვჭვრეტთ მთვარეს მცხრალსა E. 9 შეწუხებული] თავ-ჩაღუნული BDE. 10 თავჩაღუნული] შეწუხებული BDE. 11 კიდამდინ] კიდემდინ E. 12 პასუხად] პასუხათ B.