The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მეცა მქონია

*** (მეცა მქონია)

 

(მიბაძვა ჰეინესი)

მეცა მქონია კარგი მამული!..
თურმე სუფევდა იქ სიყვარული,
თურმე იქ ჰფრენდა ბედი მღიმარი, -
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!
თურმე იქაცა ბრწყინავდნენ დღენი,
იქაც სცხოვრობდნენ ერთგულნი ძენი,
ღია ჰქონიათ მაშინ ცის კარი, -
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!

1859-სა წელსა, 19-სა იანვარს,
ს. პეტერბურღი

   ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 19 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 38 (C).

ნაბეჭდი:

«კრებული», 1871, № 4, გვ. 128 (D); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 144 (A).

სათაურის მაგიერ:

მიბაძვა ჰეინისადმი B; (მიბაძვა ღეინესადმი) CD.

თარიღი:

19 იანვარი, 1859-სა წელსა, ს. პეტერბურღი B; 1859-სა წელსა, 19-სა იანვარს, ს. პეტერბურღი C; 1859 წ., პეტერბურღი D; 1871 (სარჩევში-1863) A.

ხელმოწერა:

*** D.

 2 სუფევდა] სცხოვრებდა BCD. 4, 8 კია ეს] კი ეს არს B. 6 სცხოვრობდნენ] სცხოვრებდნენ B. 7 ღია ჰქონიათ მაშინ ცის კარი] თურმე ეპოვნათ ძმობით ცის კარი B, თურმე გაეღოთ მაშინ ცის კარი CD.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ (1914 წ.) გამოცემაში ეს ლექსი მოთავსებულია ორიგინალურ ლექსთა შორის, 1925-1951 წლების გამოცემებში კი თარგმანებშია გადატანილი. რადგანაც ლექსი არის «მიბაძვა ჰეინესი» (კერძოდ, მიბაძვა ჰაინეს მესამე ლექსისა ციკლიდან «უცხოეთში») და არა ჰაინეს ლექსის თარგმანი ან გადმოკეთება, ამიტომ ჩვენც იგი ორიგინალურ ლექსთა შორის მოვათავსეთ (სპეციალურად ამ საკითხზე იხ. ალ. კალანდაძე, ნარკვევები ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან, თბ., 1965, გვ. 338-339; დ. ლაშქარაძე, გერმანული კლასიკური ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში, თბ., 1981, გვ. 104-105).

ლაქსი დავათარიღეთ BC ავტოგრაფების მიხედვით; C-ს დათარიღების სტილს.