The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შინაური მიმოხილვა

ნიკოლაძე ნიკო

შინაური მიმოხილვა

მწერლობის საჭირო მასალა. — ქართველს კაცს ხელმძღვანელი აკლია.— ჩვენი მწერლობის ამაგი.—საზოგადოებამ მწერლობას გაასწრო ზრდაში.ორი ტიპი გაზეთებისა. — ჩვენ პარტიული გაზეთები გვეჭირვება ეხლა. — მათი ავი და კარგი.—აშკარა ბრძოლა კი არა, მელური ჰრყვნის მწერლობას. —მობრძანდით, იბრძოლეთ!

ჩვენი „შინაური მიმოხილვის“ უმთავრესი საგანი — როგორც მკითხველი ადვილად შეამჩნევდა — ჩვენის ზრდისა და წარმატების გამოკვლევაა — რა ძალა, გზა და იარაღი უნდა ამ წარმატებას, რომელი გვაშორებს და რომელი გვაახლოვებს,— სულ ამაზე გვაქვს თვალი მიჩერებული. იმ ძალთა შორის, რომელნიც ერს ზრდიან და ამაღლებენ, მწერლობას ერთი უპირველესი ალაგთაგანი უკავია. სხვა, უფრო განვითარებულ, ქვეყნებში ბევრი სხვა იარაღი აქვს ერს, მწერლობაზე ბევრად უფრო ძლიერი და ადვილად სახმარი: სრული თვით-მმართველობა, წარმომადგენლობა, ერილობანი და სხვ. და სხვ. ჩამოქვეითებულ ქვეყნებში კი, საცა თითქმის ერთიანად დახშულია ყოველი სხვა გზა განვითარებისა, მწერლობა ერთად-ერთი იარაღია საზოგადო სიკეთის დაცვისა და შემატებისთვის. ჩვენც ამ მდგომარეობაში გახლავართ, როგორც მოგეხნენებათ. მაშასადამე, დიდად საჭიროა მოვიკითხოთ ხოლმე, თუ როგორ ვხმარობთ ამ იარაღს, ვხმარობთ, თუ არა, ჩვენის საჭიროების დაგვარად, ვუახლოვდებით, თუ არა, მისის შემწეობით ჩვენს მიზანს, და სხვ.

ამგვარ გამოკვლევას სულ სხვა საგანი აქვს, ვიდრე კრიტიკას. სალიტერატურო კრიტიკა საკუთრივ სამწერლო საგანსა და კერძოობას სინჯავს: ნიჭს, ცოდნას, ხელოვნებას, ზნეობას, გავლენას და სხვ. ჩვენი საგანი კი სულ სხვა გვარია: როგორს მწერლობას მოითხოვს, ჩვენდა სასიკეთოდ, ჩვენი ეხლანდელი მდგომარეობა? რამდენად შეეფერება ამ მოთხოვნილებას ჩვენი ახლანდელი მწერლობა? ეს საკრიტიკო კი არა, საპოლიტიკო მსჯელობაა მწერლობაში.

სხვა ქვეყნებში, საცა ერის ბედი მისხ უმჯობესხ წარმომადგენელთა ხელშია, უმთავრესი გონებრივი გავლენა ხალხსა და საზოგადოებაზე თვით ამ წარმომადგენლებს აქვთ, და არა მწერლებს, ანუ მწერლობას. იქ მწერლობა მარტო გამავრცელებელია პოლიტიკისა და მეცნიერების მოღვაწეთა, ანუ მოთავეთა, შეხედულობისა. მაგრამ იქაც ვხედავთ, რომ უპირველესი მეთაურები, უპირველესი მეცნიერები პირდაპირს მონაწილეობას იღებენ მწერლობაში, თვით გაზეთებსა და ჟურნალებსა ბეჭდავენ, თვითვე სწერენ შიგ, ან თვითვე გამოდიან და ხელმძღვანელობენ მწერლობის ორგანოს. იქაც მწერლობა ისეთი აუცილებლად საჭირო იარაღია, ურომლისოდაც ერს გზა და კვალი დაებნევა, ზნეობრივი ერთობა დაეკარგება. თუ ასეა ისეთ ქვეყნებში, საცა ყველასაგან ცნობილ და სახელმწიფო ძალით აღჭურვილ მეთაურებსაც კი საჭიროდ მიაჩნიათ მწერლობაში შრომა, თვისის მიმართულების დასაცველად და გასავრცელებლად ერში, რაღა ითქმის ჩვენზე?\\უმეტესი ნაწილი ჩვენის არა თუ ერისა, თვით წარჩინებულ საზოგადოებისა, ყოველგვარ ზნეობრივ, გონებრივ და საპოლიტიკო ხელმძღვანელობას მოკლებულია, როცა დედა-მიწაზე რამე ახალი და დიდ-მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება, ყოველმა იტალიელმა, ინგლისელმა, გერმანელმა, უნგრმა და სხვ. და სხვ. იცის, ვისკენ მიაპურს თვალი და ყური, რომ გაიგოს: რა თვალით უნდა უცქეროდეს ამ ახალ მოვლენას; სიკეთეს, თუ სიავეს, უნდა მოელოდეს მისგან თვისის მამულისათვის; რა უნდა ჰქნას თვითონ, და რა გზას დაადგეს, მისის სიკეთის მოსახმარად და ვნების ასაცდენად, და სხვ.

ყოველ ცისამარა დილას რჩეული გაზეთი მოუტანს მისის ქვეყნის უმჯობეს, ნარჩევ წარმომადგენელთა და მეცნიერთა აზრსა და გადაწყვეტილებას ამ ასალის მოვლენის შესასებ. რასაკვირველია, ამისთანა კაცს არც გზა დაებნევა, არც სამშობლო ინტერესების დაცვა გაუჭირდება. რასაკვირველია, კიდევ, ამისთანა ქვეყნებში ერთი დედა აზრი სუფევს, ერთი მიმართულება, ერთი ერთობა, ის ერთობა, რომელიც ქვეყნის ძალ-ღონეა და რომელიც მთელს მხარეს სასელს სძენს, და კერძოდ ყოველს მის შკალს კი — კეთილდღეობას მატებს. ჩვენში კი, მიბრძანეთ, ვისუნდა მიმართოს ჩვენებურმა გონიერმა და სვინიდისიანმა მამულის მოუვარემ, სადმე კახეთში, ლეჩხუმში თუ სამურძაჟანოში მშრომელმა კისა აქვს ჩვენში—გინდ სხვაგან — დრო და საშუალება საკუთრივ თავისთავად თვალ-ყური ადევნოს დღევანდელს ცხოვრებას, და თავისთავადვე რიგიანი აზრი შეიდგინოს ყველა მის ახალ-ახალ მოვლენაზე? ვისი მეცნიერება, გამოცდილება, მეცადინეობა გაუწვდება ამ შრომას, რომელსაც სხვაგან ოცი დახელოვნებული მცოდნეს შეერთებული მუუაითობაც კი ძლივს ასდის? და რაკი ჩვენში სრულიად არავის არ შეუძლია კერძოდ, ცალკე, რიგიანად უკვირდებოდეს თანამედროვე ცხოვრებას და თვისის ქვეყნის მდგომარეობას, არც არსად ისეთი ორგანო მოგვეძევება ამ საჭიროების დასაკმუოფილებლად, როგორიც განათლებულ ერთა დღეს ყველგან საკმაოდ აქვთ, ცხადია, რომ ჩვენებურს კაცს თვალ-ყური ახვეული, დახშული უნდა ჰქონდეს და საქმის მიგნებაც უნდა უჭირდეს ეველაფერში, რაც შეეხება ამ დროის საპოლიტიკო ცხოვრებას, ზრდას, წარმატებას და საჭიროებას. ჯერ ერთი ეს, რომ ახალ მოვლენათა ამბავიც თუ მიუვა, ისიც ათასში ერთი, გადაკრულ-გადმოკრული. მეორე ის, რომ მისის მნიშვნელობის ამხსნელად არავინა ჰყავს, და მესამე ის, რომ არევდარევით გაგონილ მოვლენაზე, ჯეროვან ახსნის, შეხედულების, მიმართულების უქონველად, თვითეული კაცი სხვა-და-სხვა გვარად სჯის და მთელს ქვეყანას, ამის გამო, აღარაფერი საერთო, საზოგადო აზრი არაფერში არ მოეძებნება — ჩვენის დაფანტულობის, ჩვენის უაზრობის, ჩვენის უპატრონობის დედა-მიზეზი ეს გახლავსთ, თუ მისი ფესვის გამოკვლევა გნებავთ. ამ მიზეზითაა, რომ ჯერ, მართალი რომ სთქვას კაცმა, ერიც არ დაგვერქმის...

თვითეული ჩვენგანი, ვინც უნდა იყოს, მღვდელი თუ ერისკაცი, თავადი, თუ გლეხი, შემძლე, თუ ღარიბი, გრძნობს ეხლანდელ გარემოებათა გაგება-გაცნობის საჭიროებას. უწინდელს დროში ამინდის მეტი როდი რამ აიფიქრებდა კაცს. მისი ავი და კარგი ამინდზე— ესე იგი ღმერთზე—იყო დამოკიდებული. კაი ამინდი კარგს მოსავალს მისცემდა, ცუდი—ცუდს. დღეს ხშირად მოხდება ხოლმე, რომ კაი მოსავალს ცუდი გასავალი აქვს, რის გამოც ცხოვრების საშვალება გვიმცირდება. ხშირად ისეც მოხდება ხოლმე, რომ მოსავალიც გვარიანია, გასავალიც— რიგიანი, მაგრამ ოჯახს მაინც უბედურება სთრგუნავს: აქ შვილი გამოაგდეს სასწავლებლიდან, იქ სამსახური ვერ იშოვა გამოზრდილმა და სხვ. და სხვ. რისგან მო-გვდის ესეები? ამ საგანმა ყველა დაგვაფიქრა, ყველა აღგვაშფოთა, ყველა მიგვახვედრა, რომ მარტო ამინდზე როდი ყოფილა დამოკიდებული ადამიანის ბედი. ბევრ სხვა გვარ შემთხვევით შევიგნეთ აგრეთვე, რომ ზოგიერთი რამ საკუთრივ მიტომ გვჭირს, გვჭირს ან გვემართება, რომ ქართველები ვართ, და სხვ. აქედან სწარმოებს საყოველთაო ხალისი გაზეთების კითხვისა. მაგრამ, როცა ჩვენი კაცი რუსულს თუ უცხო გაზეთებს აკვირდება, მალე გრძნობს, რომ საკუთრივ მის გულის ტკივილს, მის დარდს და ნაღველს არც ერთი პასუხს არ აძლევს, არ აკმაყოფილებს. იმათ თავიანთი დანიშნულება აქვთ, რომელსაც ასრულებენ კიდეც, კარგად თუ ავად. სულ სხვა დანიშნუდება უნდა ქონდეს ქართულს მწერლობას, რომელიც ქართველ მკითხველის ხალისს უნდა აკმუოფილებდეს, ქართველობის ინტერესების სასწორზე უნდა სწონიდეს თანამედროვე ცხოვრების მოვლინებას, ქართველის წარმატების მოდარაჯე და გზის მაჩვენებელი უნდა იყოს, და სხვებს ქართველობის სახელით უნდა აძლევდეს პასუხს. მტერი და მოუვარე უნდა მიეჩვიოს იქ ეძიოს ქართველობის აზრი, გამოკვლეული, აწონილი, შეუცდომელი. რასაკვირველია, ეს აზრი უნდა იყოს ნარჩევი, მოწინავე, აზრი და მსჯელობა უმჯობეს მეთაურთა, თუ გვინდა, რომ მოუვარე არ შესცდეს და მტერმა არ დაგვძრახოს. ამისთანა ჟურნალ-გაზეთები აქვს ყოველს მშრომელს ერს, წარმატების გზაზე დამდგარს. ჩვენ კი?...

ამ მხრივ ჩვენ ერთობ დაქვეითებულნი ვართ სხვებთან შედარებით.

ჩვენს ჟურნალ-გაზეთებს, და, საზოგადოდ, მთელს ჩვენს მწერლობას, ეჭვი არ არის, დიდი ამაგი მიუძღვის ქართველობის წინაშე. ენის შემუშავებასა, ეროვნულ გრძნობის აღძვრასა, სინათლისა და სიმართლის გავრცელებაში დიდი წილი უდევს. უცხოული კინმე განვითარებული კრიტიკოსი ეხლანდელ ჩვენს მწერლობას რომ დაუკვირდეს, არც კი დაიჯერებს, რომ, სულ ორმოც და ორი წელიწადი არ გასულა მას აქეთ, რაც პირველი წიგნი პირველი ქართული ჟურნალისა გამოვიდა 1852 წ. ვინც ეხლანდელ ჩვენს ჟურნალ გაზე თებს იმასთან შეადარებს, თუ რა იყო ჩვენი ჟურნალ-გაზეთები ამ ოც და ხუთის, ამ ოცის, ამ თხუთმეტის წლის წინად, 1869 წ. ან 1874, ან 1879 წ. ის, უეჭველია, დიდს წარმატებას შენიშნაკს, დიდს დაწინაურებას დაინახავს. ლიტერატურულ, კრიტიკულ, პედაგოგიურ და ბევრ სხვა მხრივ ჩვენმა მწერლობამ დიაღაც დიდად წაიწია წინ ამ უკანასკნელ ხანებში. ღვთის მადლით, პოეტებიც ბევრი გკუავდა, ბელეტრისტებიც, კრიტიკოსებიც, ისტორიის მწერლებიც, პედაგოგებიც და პუბლიცისტებიც. მათის მკითხველების რიცხვიც გამრავლდა, მათი გავლენაც გავრცელდა. ეს უეჭველია. მაგრამ აქ ჩვენ კრიტიკულ მსჯელობას კი არ კამუარებთ თანამედროე ქართულ მწერლობაზე, მარტო იმას კიკვლევთ,ჩვენი ქვეყნის ეხლანდელი საპოლიტიკო. მდგომარეობა და საჭიროება როგორს მწერლობას მოითხოვს, ან რამდენად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას თანამედროვე ჩვენი მწერლობა? ვინც ამ თკალით დააკვირდება ქართულ საზოგადოებას და ჟურნალ-გაზეთებს, მაშინვე იმას დაასკკნის, რომ ქართულ მწერლობაზე ბევრად უფრო მეტი ზრდა ქართველ საზოგადოებას დამჩნევია, და რაც ამ საზოგადოებას განსაკუთრე ბით ეჭირვება მწერლობაში, იმას ჯერ კიდევ ვერ პოულობს შიგა: საპოლიტიკო, საზოგადოებრივს ხელმძღვანელობასა.

რასაკვირველია, ეს ნაკლი თვით მწერლობის ბრალი როდია. იმდენად, რამდენადაც მწერლობა კერძო კაცთა ნაშრომს წარმოადგენს, ქართულ მწერლობასაც დღეს ჩვენში სრულიად დაუმთავრებია თავისი ღვაწლი, საზოგადოება კერძო რედაქტორებისაგან, კერძო მწერლებისაგან — სვინიდისით რომ განვსაჯოთ — ვერც კი მოითხოვს იმაზე მეტს, რასაც ქართველი რედაქტორი, ქართველი მწერალი აძლევს. როცა ჩვენს ქვეყანაში განათლება გავრცელდება და როცა განათლებულები გაიგებენ, თუ რამდენად მძიმე და ძნელი უოფილა ჟურნალისტის შრომა და ღვაწლი, მაშინ —თქმა არ უნდა—ძეგლ-მატურების ღირსად ჩასთვლიან იმ მოღვაწეებს, ვისაც უარარაოდ, არარაისაგან, მარტოხელობით, შეუქნიათ, დაუარსებიათ ჩვენში და შესამჩნევ იარაღად გაუხდიათ ის ძვირფასი და აუცილებლად საჭირო ძალა, რომელსაც ქართული ჟურნალისტიკა ჰქვია — ვიმეორებ, ქართველმა რედაქტორებმა და მწერლებმა ქმნეს, რაც შეეძლოთ — და მეტიც — ქართველის მწერლობის ასამაღლებლად და გასაძლიერებლად. რაც ცარიელის ხელით, ნიჭით, შრომით თუ თავ-განწირვით შეიძლებოდა ექმნათ, ქმნეს. მაგრამ დღევანდელი ქართველი საზოგადოების მოთხოვნილება ჟურნალ-გაზეთებისაგან იმდენად დიდი და ვრცელია, იმდენად დიდი და ვრცელი უნდა იყოს, რომ მარტო ხელი მწერალი, რაგინდ უმაღლესის ნიჭის პატრონი იყოს, რაგინდ თავ-განწირული იყოს, ვერ აასრულებს, ვერ დააკმაჟოფილებს ამ მოთხოვნილების მეასედ ნაწილსაც, არა თუ მის ნახევარს. ამ მოთხოვნილებას დღეს კერძო კაცი ვეღარ გასწვდება: მარტო რიგიანი ორგანიზაცია, მტკიცედ დამკვიდრებული შეერთებული ღონე და შრომა გაუძღვება.

სალიტერატურო ჟურნალებსა და, საზოგადოდ, მწერლობის სალიტერატურო კერძოობაზე სულაც რომ არ ვილაპარაკოთ, და მარტო საპოლიტიკო გაზეთებს რომ მივაქციოთ ყურადღება, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გაზეთები ორნაირია. ზოგი გაზეთი პარტიულია: მისი დანიშნულება და შინაარსი, მისი სიკეთე და ძალა ის არის, რომ ის ერთ და ერთ მომქმედ პარტიის აზრის გამომთქმელია ყოველგვარ საგანსა და მოვლენაზე, რომელიც კი ქვეყნის თვალ-წინ მოხდება. ამგვარი გაზეთი თვისის პარტიის პროგრამას და მოქმედებას იცავს, და წინააღმდეგ პარტიების საქციელს თუ აზრს ებრძკის. თვითეულ პარტიას თავისი გაზეთი, თავისი ორგანო აქვს, რომელშიაც მტერი და მოყვარე ეძებს და პოულობს ამ პარტიის შეხედულობას ყველა საზოგადო საქმეზე თუ მოვლენაზე. ამგვარ პარტიულ ორგანოების არსებობა დიდად საჭირო, დიდად სასარგებლოა ქვეყნის ზრდისა და წარმატებისთვის, რადგანაც საზოგადოება ამ აზრების შეხლა-შეტაკებით ეჩვევა ჭეშმარიტების გამოკვლევას და სწორე გზის არჩევას. ზოგი გაზეთი კი შინაურ პარტიების ბრძოლაში როდი ერევა, ზემოდან დასცქერის მათს მოქმედებას და მსაჯულობასა კისრულობს მათის სიმართლისას, სამშობლოს ინტერესების სახელით. ორივე ეს ტიპი გაზეთებისა განირჩევა ერთმანერთისგან მარტო შინაურ საქმეების განსჯით. რაც კი შეეხება უცხოეთის ცხოვრებას, უცხოეთთან დამოკიდებულებას, ორისავე ტიპის გაზეთები თითქმის სრულიად ერთნაირად სჯიან საქმეს. ამ მსრით მკითხველი ხშირად ვერც კი დაინახავს განსხვავებას, არა თუ სხვა-და-სხვა ტიპის გაზეთს შუა, თვით მოპირდაპირე და ნიადაგ მებრძოლე ორგანოთა შორისაც კი. მონარქიული, რესპუბლიკური, რადიკალი და ნეიტრალი გაზეთები საფრანგეთში სრულიად ერთნაირად, ერთისა და იმავე კილოთი სწერენ გერმანიასა, ინგლისხ, იტალიასა და რუსეთზე, აგრეთვე როგორ ინგლისში— ლიბერალური, კონსერვატული და ობიექტიკური გამოცემანი ერთნაირად სჯიან ხოლმე უცხოეთზე. საზოგადოდ მიღებულია ყოველგან, უმეტეს ნაწილ შემთხვევაში, რომ შინაურობაში გინდ ვიბრძოდეთ, ერთისა და იმავე აზრისა, შეხედულებისა და საქციელის მომხრენი უნდა ვიყვნეთ უცხოელების შესახებაო...

ამგვარია ყოველგან საპოლიტიკო მწერლობის ხასიათი და ვითარება შევადაროთ ახლა მას ჩვენებურის მწერლობის მდგომარეობა. გვაბადია პარტიული ორგანოები? ვერავინ იტევის, რომ პარტიები არ გვყავდეს, გამწარებით, დაუზოგველად მებრძოლნი ერთი მეორის წინააღმდეგ. მიბრძანეთ, რომელი ორგანო გაგვაჩნია, მათის პროგრამების, მთის განზრახვის, მსჯელობის, აზრის, კრიტიკის გამომთქმელი? წაგიკითხავთ როდისმე, სადმე, ქართულად, გინდ დამჯდარი, გინდ გაკრული აღსარება, თუ კრიტიკა, ერთისა თუ მეორე პარტიის მოქმედებისა, განზრახვისა, წინადადებისა, და სხვ.? შინაურ საქმეებში ჩვენი მწერლობა ნიადაგი და ერთიანად მუნჯია და სულ სმას არ იღებს ყველა ჩვენს საზოგადო გარემოებასა და უთანხმოებაზე. ოცის წლის შემდეგ რომ კინმე ჩვენს ეხლანდელს გაზეთებს ჩაუჯდეს, ჩვენის პარტიების ბრძოლის გამოსაკვლევად, მის ნიშანსაც ვერ იპოვნის ჩვენს გაზეთებში. არც ერთი საზოგადო კითხვა, არც ერთი საგანი ჩვენი ვითომ პარტიების უთანსმოებისა თუ შეტაკებისა არ ისინჯება ჩვენს მწერლობაში, არ ირჩევა, არ ხდება მის მსჯელობის საგნად, ისე რომ სალხი ბრძოლას კი ხედავს, კენჭის რახა-რუხს კი ესწრება, მაგრამ მის საგანს ვერ ხედავს, ვერ იგნებს, ვერ ითვისებს. ამის გამო არც ამ ბრძოლას, არც, საზოგადოდ, ჩვენის შინაურის საქმეების მსვლელობას, არა აქვს მასზე არავითარი გამწვრთნელი და ამაღორძინებელი გავლენა, მისთვის ეს ბრძოლა გონებისა და პოლიტიკის სკოლად კი არა, უბრალო სეირად არის გადაქცეული, როგორც უწინ კრივი, ან ჭიდაობა და ჯირითი იყო. ეს უწინდელი სეირი შესაფერი იყო იმ დროის ვითარებისა, რადგანაც მაშინ მამულის სამსახური და დაცვა ბუმბერაზობას თხოულობდა, და ბუმბერაზობას „საბუმბერაზო თამაში“ აჩენდა და ზრდიდა, ეხლანდელი სამსახური კი მამულისა სულ სხვა რიგ განვითარებას მოითხოვს და ამ განვითარების ასპარეზს როდი აძლევს ქართველს კაცს დღევანდელი ქართული მწერლობა თანამედროვე ბრძოლის საგნების საფუძვლიან გამოსახვით და გარჩევით.

— როგორო, — შემომიტევს მკითხველი,—ნუ თუ არ გვეყოფა ეხლანდელი პოლემიკა, კრიტიკების წერა ერთმანერთზე, ერთისაგან მეორის თრევა და გინება? იმის მაგიერ, რომ მწერლობაში მშვიდობიანობის შემოღება ისურვო, იმას სჩივი, რატომ შიგ ბრძოლა არ არის გაცხარებულიო!

მოგეხსენებათ, რა არის ომი, განსაკუთრებით ომი სამშობლოს ინტერესების დასაცველად. მოგეხსენებათ, რომ ეს ომი ღირსეული, დიდებული საქმეა. — მოგეხსენებათ, აგრეთვე, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ჩინებული ახალგაზდა, უსაქმობის გამო, ხშირად იშივშლებს ხოლმე ხანჯალს პატიოსან სმა-ჭამის დროს, და ყოვლად-უმიზეზოდ, სრულიად უბრალო ანჩხლობით, სჭრის ან კლავს თავისხ მეზობელს, მოძმეს, ხშირად ნათესავსაც — ესეც ბრძოლა და სისხლის ღვრა გახლავს, და ისიც, რომელიც ომის დროს იმართება, მამულის დასაცველად. მაგრამ ნუ თუ ერთნაირად სანდომი, სასარგებლო და0020სასახელოა ორივე ეს სისხლის-ღვრა? აგრეთვეა სამწერლო ბრძოლის საქმეც. პარტიულ ბრძოლაშიაც იღვრება მელანი, და უმნიშვნელო. მწერლებს შუა პირად კინკლაობაშიაც უმნიშვნელოვე საგნებისათვის. აქაც, და იქაც, პოლემიკა იმართება, პასუხისათვის პასუხი იწერება, მოისმის დაცინვა, შემუსვრა, იქნება მკვახე სიტყვაცი იქნება ლანძღვაც. მაგრამ შედეგი კი ერთი და იგივე არ გასლაკს ქვეყნისა და მისის მომავლისათვის. პირველი ბრძოლა, პარტიული, საგნიანი, აზრ-მოსილი ნათელსა ჰფენს ქვეყანაში, სწორს გზას აჩენს, საზოგადო აზრსა ზრდის და აძლიერებს, ერთობას აფუძნებს, მაშინ, როდესაც მეორე, პირადი,უმიზნო, მარტო მდაბიო და კერძო ყვინჩილაობაზე დამყარაბული, ადამიანის ხასიათს რეკნის მხოლოდ, ადამიანს ამდაბლებს ქვეყანაში, სახელს უტეხს მწერლობას...

ამ თვალით რომ შევხედოთ ჩვენს მწერლობას, ვნახავთ, რომ შიგ პარტიული ბრძოლა ჯერ კიდევ ალაგს ვერ პოულობს, რადგანაც პარტიების მეთაურები და ორგანიზაციები ვერ ბედავენ ჯერ მწერლობის ასპარეზზე გამოსვლას და თავიანთ იდეალების, პროგრამის, თუ კრიტიკის ნათლად და გარკვევით გამოთქმას მთელის ქვეყნის წინაშე. ამ პირდაპირი მოქმედების მაგიერ—რომელიც მარტო შეეფერება რიგიანს მომქმედს და რიგიანს პარტიას—ჩვენ ვხედავთ, რომ მწერლობაში პარტიული ბრძოლა იპარება ხოლმე მალულად და ქურდულად, უკანა კიბიდან, სხვა-და-სხვა გვარ ოინებით. ყოველთვის, ყველა მხრივ, ამ ქურდულ შეპარვას ერთი და იგივე ხასიათი აქვს: მოწინააღმდეგეს პირადობის გმობა—„უპატიოსნო კაცია, ქურდიაო“. თითქო არც სხვა იარაღი გვქონდეს, არც სხვა ნაკლი გვეცხოს, არც სხვა მსარეების შეგნება შეგვეძლოს. ამის გამოთქმასაც ვახერხებთ მარტო ფარულად, გადაკვრით, თვალის ქნევით, ინსინუაციით, და არა პირდაპირის პატიოსნურის გამტჟუნებით, ფაქტების დასახელებით, როგორც შეეფერება ღირსეულს ბრძოლას საზოგადო ასპარეზზე თვით პირად საგნების შესახებ. თითქმის მთელი ჩვენი ვითომ ბრძოლა მწერლობაში აი ამ საურთიერთო ცილისწამებაში მდგომარეობს, და თან ისეთს უსაგნო ცილისწამებაში, რომ მკითხველს, მწერლობასთან ახლოდაც მდგომს, არც კი ესმის, თუ ვის ან რას აბრალებენ. გრძნობთ მხოლოდ ავს სუნს, მძოკრის სუნს, რომელიც თან-და-თან მთელს არე-მარეს ედება..

რადგანაც პარტიები გვყავს, რადგანაც მათს შორის ბრძოლა გაჩაღებულია— კენჭის ყრის დროს—მათი პირდაპირი მოვალეობაა, მათი პატიოსნების ვალია — მწერლობაშიც იქონიონ ღირსეული ორგანოები თავიანთ მიმართულების და შეხედულების დამცველად და გამომთქმელად. თვით ამ პარტიებისათვისაა სამარცხვინო ის გარემოება, რომ მწერლობაში, აზრების რიგიანი და პატიოსანი ბრძოლის მაგიერ სადავო საგნებზე, ბავშვური კინკლაობა ან მდაბიო. ლანძღვა პოულობს ხოლმე ადგილს. პარტია, რომელიც საჭიროდ არ სთვლის ქვეყნის წინ ნიადაგი იქონიოს მისის აზრის, მიმართულების და შეხედულობის გამომთქმელი და გამავრცელებელი ორგანო, ღირსიც არ არის პარტიის სახელისა. ის უბრალო ბრბოს ადგილის თუ ჯამაგირის მეძიებლებისა, რომელსაც არც საკუთარი პლანი ჰქონია საზოგადო საქმეების დაწყობისა, არც ახალი მიმართულების დამყარება შესძლებია ქვეყნის შრომასა და მოქმედებაში. თვითონ პარტია, თავისი შტაბითა და მეთაურებით, უნდა უვლიდეს თავისხ საკუთარს ბეჭდვის ორგანოს, ისე რომ შიგ დაუფიქრებელი ან განუზომელი არა იბეჭდებოდეს-რა, თორემ მისი შეცდომა თუ ჩირქი მთელ პარტიას ავნებს და მოეცხება. ამ გვარად, საშინაო საპოლიტიკო ცხოვრებისთვის, მას შემდეგ, რაც პარტიობა იმართება ქვეყანაში, მწერლობა, უმრავლეს შემთსვევაში მაინც, კერძო პირის დაწყებად და საქმედ კი აღარ ჩაითვლება, როგორც თავდაპირველს პერიოდშია ხოლმე, არამედ გადაიქცევა პარტიების აზრების გამომთქმელად, და იმართვის „დასის წესით“. თვითეულს გაზეთს, საკუთრივ რედაქტორს და თანამშრმლებს გარდა, მმართველად ცალკე საბჭო ჰყავს, რომელსაც შეადგენენ პარტიის უმთავრესი მეთაურები. ისინი, რასაკვირველია, სტატიებს კი არა სწერენ, მართტო იმ უმთავრესხ საგნებსა და საკითხავებს სჯიან და სწყვეტენ, რომელზედაც გაზეთის მიმართულებაა დამოკიდებული. როცა ჩვენს გაზეთებსაც ეღირსება ამგვარი წეობილება, ამ გარემოებით არა თუ მარტო მწერლობის ხასიათი ამაღლდება, დღევანდელთან შედარებით, არა თუ მარტო გაზეთების შინაარსი გაუმჯობესდება, თვით ჩვენს პარტიულს ბრძოლასაც მადლი მიეცხობა. შემდეგ ამისა საზოგადოებას მარტო გამოკვლეული, განსაზღვრული, წინად-აწონილი აზრები და ღონისძიებანი მოხსენდება, მართლადაც ღირსი მისის უურადღებისა, გაჩხრეკისა და მსჯელობისა, და არა დღევანდლებურად ყველაფერი, რაც კი გაუელვებს თავში სხვა-და-სხვა კრების დამსწრეს...

— ალბად მწერლობის ღირსების დამდაბლება გისურვებიაო, მეტყვის მკითხველი, თუ თანახმა ხართ, რომ მწერლობა პარტიების ადკოკატობას შეუდგესო. ჩემის აზრით, მწერლობა პარტიების ადვოკატი კი არა, მსაჯული უნდა იყოსო.

თუ ასე გსურთ, ჩემო ბატონო, ვინ გიშლით ისეთი ორგანო დაარსოთ მწერლობისა, რომელიც არც ერთს პარტიას ეკედლებოდეს, არც მეორეს, და ყოველთვის პირუთვნელ მსაჯულად გამოდიოდეს მათის ბრძოლისა და მოაზრებისა? ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, თუ ისურვებთ და შევძლებთ ამგვარ ორგანოს დაარსებას და გაძლიერებას. ხოლო ჩემი ანგარიში და მოვალეობა საუმჯობესო იდეალების ხატვაში კი არ მდგომარეობს: ოცნებით ქართველო-ბა უჩემოდაც ერთობ მდიდარია. მარტო შესაძლო, დღეკანდელი მდგომარეობის შესაფერი და მოსახდენი ღონისძიებანი უნდა კეძიოთ, თუ არ გვსურს დრო ლაყბობაში გავატაროთ. დღეს ჩვენი საზოგადოება — ქართლ-კახეთშიაც, იმერეთ-სამეგრელოშიაც, — ისეთს მდგომარეობაშია, რომ ქართული გაზეთისათვის უპარტიობა გვიანაც არის, და ადრეც. ღვთის მადლით, გამოვიდა ეს ჩვენი საზოგადოება იმ თავდაპირველ ბავშვურ მდგომარეობიდან, როცა ორიოდ-სამი კაცის მეტი არც კი არავინ იღებდა ღრმა და გულწრფელ მონაწილეობას ქვეყნის ბედისათვის ზრუნვაში, ქვეყნის საქმეების მართვაში. დღეს ამ საქმეებზე ბევრს აქვს მტკიცედ შედგენილი აზრი და შეხედულობა. დღეს მათი წაუვანა და მართვა ზოგს ასე სურს, ზოგს ისე, და ყოველდღე უფრო და უფრო მატულობს, როგორც საგანი საზოგადო მსჯელობისა, ისე რიცხვი ამ საგანზე მსჯელობის მსურველთა. ამ მიზეზით ქართული გაზეთი, რომელიც გვერდს აუვლის ამ კითხვებზე სჯას, რომელიც მათზე ყველაზე თავისხ გადაჭრილს, დასაბუთებულს აზრს თუ გადაწყვეტილებას არ გამოსთქვამს, სამუდამოდ უგავლენო იქნება დღევანდელს ქართველობაზე. რაგინდ მარდად აავსოს ამგვარმა გაზეთმა თავისი ფურცლები ახალ-ახალის ამბებით და ცხელ-ცხელი შენი შვნებით, ყოველი ქართველი, რომელსაც კი გული მართლა შესტკივა საზოგადო საქმეებისათვის, მარტო სასეიროდ თუ იკითხავს იმას, მეტად არა. როგორც კი ამნაირ გაზეთს გვერდით ამოუდგება პარტიული გამოცემა, რომელსაც გარდა ახალის ამბებისა, ნიადაგ მზა-მზარეული ექნება გადაჭრილი მსჯელობა ყველა თანამედროვე საკითხებსა და მოვლინებაზე, მკითხველების უმრავლესობა მაშინვე არჩევს და შეითვისებს ამ უკანასკნელს, რადგანაც შიგ მართლა ძალა, მართლა ცოდნა იქნება მოთავსებული... შემდეგ კი დროთა ვითარებისაგან, ქართველი მკითხველი დახელოვნდება, გამოიცდება, გაიგებს, რომ პარტიული გაზეთები ხანდისხან, ხშირადაც, ჭეშმარიტებას ხან ერთს კუთსეს მოჰკვნეტენ, ხან მეორეს, ხან ოთხივეს. მაშინ საზოგადოებაში თან-და-თან გამრავლდება ისეთების რიცხვი, ვისაც პარტიის ინტერესზე უფრო მაღლა ჭეშმარიტების და სამართლიანობის კანონი მიაჩნიათ. აი, როცა ამათთანა მკითხველების რიცხვი რამდენსამე ათასს კაცს შეადგენს, მაშინ, მარტო მაშინ, შესაძლო შეიქნება ჩვენში, პარტიულ გაზეთებს გარდა, მიუდგომელი და პირუთვნელ ორგანოს დაარსება. ჩვენ ჯერ შორსა ვართ ამისთანა დროზედ*. თუ საფრანგეთში ან ინგლისში ამგვარი გაზეთები ძლივს სწარმოებენ დღეს, არც ჩვენ გვიშავს რამე, თუ უიმათოდ გავძლებთ. ჩვენთვის დღეს ბევრად უფრო საჭირო, სასურველია პარტიული გაზეთების რიგიანად დაარსეაბა, ისე, რომ მკითხველი საზოგადოება, ამ გაზეთების ნაწერის შედარებით და სასწორზე აწონით, თავისთავად შეეჩვიოს ჭეშმარიტის მსჯელობის შედგენას საზოგადო საქმეებსა და საზოგადოების მეთაურებზე, თუ მომქმედებზე.

* საჭიროდ მიგვაჩნია შევნიშნოთ ჩვენს პატივცემულ თანამშრომელს, რომ, ჩვენის აზრით, თუმცა სასურველია პარტიული გაზეთების ქონვა ჩვენში, რათა პარტიებს შორის ბრძოლა სწარმოებდეს აშკარად, საჯაროდ და არა ფარულად და ენატანიობით, მაგრამ მარტო პარტიული გაზეთების არსებობა მავნებელად მიგვაჩნია, თუ იმავე დროს დამოუკიდებელი ორგანოებიც არ გვექნება. უამისოდ შესაძლოა, როგორც თვით ავტორიც ბრძანებს, მეტად «ხშირად ჭეშმარიტებას ხან ერთი, ხან მეორე და ხან ოთხივე კუთხეც მოეკვნიტოს“. (რედ.)

როცა საზოგადოების თვალში გაზეთის სიტყვისა და მსჯელობის პასუხის-მგებელად კერძო და უცნობი მწერალი კი არა, მთელი დიდი პარტია გამოვა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ, ადრე თუ გვიან, ეს გარემოება უეჭველად გაამდიდრებს და გააუმჯობესებს გაზეთის შინაარსხ. დღეს ჩვენი გაზეთები ღარიბულად, მათხოვრულად სცხოვრობენ. მიბაძვაა მათი ხასიათი; შემთხვევაა მათი მეუფე. არავითარი ნივთიერი საშუალება არა აქვთ ისე შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ქართველობის წინაშე, როგორც სურთ ან საჭიროდ მიაჩნიათ მათ მოღვაწეებს. გაზეთი დღეს მარტო მწერლის მოღვაწეობით ან თავ-დადებით კი ვერ წამოდგება ფეხზე. ამას დიდი საშუალება უნდა, ფული, ხელის გამართვა. რამდენისამე წლის განმავლობაში უნდა აყაროს ფული გამომცემელმა თავისხ გაზეთს, თუ უნდა, რომ ოთხი, ხუთი, ექვსის წლის შემდეგ მისი გამოცემის შემოსავალი გასავალს უდრიდეს. რომელს ჩვენს მწერალს აქვს საშულება ამგვარ ხარჯს გაუძლოს იმ დღემდე, სანამ ქართველობა გაზეთს გაიცნობს, შეითვისებს და დაიბარებს რამდენსამე ათასხ ეგზემპლიარებად? როგორც უცხოეთში, აუცილებლად საჭიროა, რომ ჩვენშიაც შეერთებულის თანხით, შეერთებულის შრომით ავამაღლოთ ჩვენი ჟურნალისტიკა იმ სიმაღლემდე, რომელიც შეეფერება ეხლანდელ ჩვენის საზოგადოების საჭიროებას და სარგებლობას. იმ ორ-სამ პარტიას, რომელნიც გვყავს, ადვილად შეუძლიანთ გამოიღონ ხელი და ეს საქმე ისე გამართონ, როგორც მათს საკუთარს ინტერესხ შეეფერება ქართველს საზოგადოებას მეტი არაფერი სჭირია, ჯერ-ჯერობით, გარდა ამისა, რომ იმათ, ვინც მის მეთაურობას სჩემობენ, ვინც ეძებენ მისის ნდობისა და სიუვარულის ღირსნი შეიქმნენ, ვინც მზად არიან ხელმძღვანელნი და გადამწყვეტი გახდნენ ყველა მისის საქმეებისა, იმ პირებს თუ პარტიებს დაავალოს სელმძღვანელობა ჩვენის მწერლობისა, ჩვენის ჟურნალ-გაზეთებისა, ჩვენის ორიოდე გაზეთისა. რაკი საზოგადოება ამას მოსთხოვს ჩვენს პარტიებს, და მტკიცედ მოსთხოვს, მწერლობას არა თუ საშვალება მიეცემა, უკეთესად შეასრულოს თავისი კალი და დანიშნულება, მაშინვე ბლომად შეეძინება საკმაო. გონებრივი და ზნეობრივი ძალა. რაც კარგი და თვალსაჩენი რამ ექნება პარტიას, ყველაფერს მწერლობისკენ მიმართავს, თვისის გონებრივისა და ზნეობრიკის ძალის თუ სიმდიდრის გამოსაჩენად ქვეყნის წინაშე. თვითეული შეცდომა პარტიულის გაზეთისა სირცხვილით გააწითლებს პარტიის მეთაურებსა და მომხრეებს. ყველანი ეცდებიან მეორეჯელ აღარ შერცხვენ, და სხვა და სხვა. მალე საქმე ისე მოიმართება, რომ, რაც კი რამეა ჩვენს ქვეყანაში ღონიერი, ყველა ასე თუ ისე მიიღებს მონაწილეობას მწერლობის აღორძინებასა და გაძლიერებაში. მარტო მაშინ ვეღირსებით ამ იდეალს, რომელიც არასოდეს არ უნდა გვავიწყდებოდეს: მწერლობა, როგორც საზოგადო საქმეების მართვა, მარტო მანამდეა ქვეყნისთვის სახეირო და სასიქადულო, სანამ ერის უმჯობესხ, უნიჭიერესხ შვილებს აბარია... რომ, რაკი პარტიები პასუხისმგებლები შეიქმნებიან ხალხის თვალში თავიანთ გაზეთების ხასიათის და შინაარსისა, ისინი მწერლობის ხელმძღვანელად წინ წამოსუენებენ უმჯობესხ მწერლებს, და მათ, ღვაწლის შესასრულებლად, საკმაო. საშკალებასაც დაუმზადებენ, შესაფერს ასპარეზსაც მიუჩენენ.

დღეს ერთობ შორსა ვართ ამ სურათზედ. როცა ჩვენში სააზნაურო ბანკები გაიმართა, 1876 წ., ზოგიერთმა მათმა მომქმედმა პირმა განიზრახა ბეჭდვის ორგანოს შეძენა. ამ განზრასვის ნაყოფი გახლავს „ივერიის“ დაარსება 1877 წ. მაშინვე „დროებამ“ ის აზრი გამოსთქვა, რომ თუ პირდაპირობით და პატიოსნად არ იქნა ეს საქმე წარმოებული ჩვენში, შესაძლოა მწერლობა გაირყვნესო. დღეს, რასაკვირველია, ვერავინ იტყვის, რომ გარყვნილება მორეოდეს ჩვენს მწერლობას, ბანკების გამოისობით. მაგრამ ვერც იმას უარყოფს ვერავინ, რომ გვარიანად არ გადეხაროს ქართული გაზეთების სასიათი იმ ფარულს გავლენას, რომელიც ბანკის ბრძოლას მწერლობაზე აქვს ჩვენში. ბანკის საქმე, მისი მართვა, ბანკში სამსახურის ძებნა, იქ შესვლის თუ დარჩენის სურვილი საძრახი და სამალავი როდია, რომ ესე ყოველივე მწერლობაში პირ-და-პირ, პირახდით, ნათლად არ ისინჯებოდეს. მწერლობას ამგვარი სჯა არა თუ არ ამცირებს, კიდეც ამაღლებს და აძლიერებს, როგორც ყოველი შრომა, ქვეყნისათვის გამოსადეგი. საჭიროა მხოლოდ, რომ აშკარად, ნათლად, პირასით განისჯებოდეს ამგვარი საგანი მწერლობაში, და არა ქურდულად, გადაკვრით, ვითომ სულ სხვა ღრმა საგნებზე იყოს მსჯელობაო, ვითომ პარტიული ბრძოლა კი არ მოქმედებდეს აქ, არამედ ლიტერატურული კრიტიკა ან სხვა ამგვარი მაღალი განზრახვა. გარყვნილება მწერლობისა ის კი არ არის, რომ ბრძოლაში გაერიოს: მთელი ქვეყნის მწერლობა მეტს არას აკეთებს, ამ ბრძოლას გარდა. გარყვნილება ფარული საქციელია, როცა მწერლობა მკითხველს საზოგადოების წინაშე თავს მოიკატუნებს, ბრძოლა რა ჩემი საქმეაო, ბრძოლაში ხელს როგორ გავისვრიო, უფრო უმაღლეს საგნებს ვემსახურები, მარტო ჭეშმარიტების ძიებაში ვარ, მარტო შენის სიკეთით ვხელმძღვანებლობო და სხვ., და საქმით კი ან ყოველ თავისხ სიტყვას, ან უმთავრესხ საგნებზე თავისხ მსჯელობას კენჭობიას ინტერესხ უქვემდებარებს. ეს ფარული, ქურდული, მელური საქციელია მწერლობის გარყვნილების ბუდე და წყარო. ღმერთმა აშოროს ქართულ გაზეთებს ეს მართლაც სათაკილო და მომშხამველი საქციელი. ის მარტო იმ გარემოების მაჩვენებელია, რომ ჩვენ საზოგადოების ეხლანდელი მდგომარეობა მოითხოვს მწერლობის გარევას საზოგადო საქმეების მართვაში და იმ ბრძოლაში, რომელიც ამ მართვის გამო გამართულია ჩვენში. რაკი, ჯერ-ჯერობით, პარტიები ვერ ახერხებენ თავიანთ ბრძოლის გადატანას ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზედ, აქა-იქ ძალა-უნებურად შეიპარება ხოლმე ბრძოლის აუცილებელი თვისება ხან ერთს გაზეთში, ხან მეორეში. შეპარვა, რასაკვირველია, სწარმოებს ბნელაში, მალულად, ათასგვარის მიხვევ-მოხვეკით და კუდის-ქიცინით. ჭიშკარი დაკუფულოთ ბრძოლას, დავუთმოთ მას უმჯობესი ალაგი ჩვენის მწერლობისა, თუ გვსურს ჩვენის ღირსების დაცვა და საზოგადო ინტერესის სიკეთე. ვნახოთ, ვისრა აქვს სათქმელი.