The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გ. აბხ [აზს]

გ. აბხ [აზს]

ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი,
ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე,
აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი,
ტანჯვის ნუგეში მას შთააგონე.
ღმერთო!... მოჰმადლე მადლი ზეცისა,
შთაბერე ყრმასა ძლიერი სული,
რათა შეიქმნეს თავის ერისა
მოძმე ერთგული და მოყვარული.
ღმერთო!.. თან სდევდე უსუსურს ბავშვსა,
რომ დღენი ისე არ დაელიოს,
მინამ ტანჯვისა ცრემლი თვის ხალხსა
ცოტათი მაინც მან არ მოსწმინდოს.

1863 წ.

 

ნაბეჭდი:

ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 7, გვ. 40 (B); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 140 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, მე-2 გამოცემა, ტფილისი, 1892, გვ. 110 (C); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, მე-4 გამოცემა, ბათომი, 1900, გვ. 131 (D); ლექსები ილია ჭავჭვაძისა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 12.

სათაური:

: მძინარე ყმაწვილის CD.

თარიღი:

1863 A.

ხელმოწერა:

*** B; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) CD.

3 აღუხსენ] აღუხვენ CD. 6 შთაბერე ყმასა] შთაჰბერე მაგას B. 7 შეიქმნეს] შეიქმნას C. 9 სდევდე] ზდევდე B. 11 მინამ] ვიდრემდი B, ვიდრემდის CD. 12 მან არ მოსწმინდოს] მანც არ მოჰსმწინდოს B.

 ლექსი დათარიღებულია A ნაბეჭდის მიხედვით.

გ . აბხ : გიგო აბხაზი, ილიას უფროსი დის - ნინო ჭავჭვაძე-აბხაზის შვილი