The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა 1825-1896 წ. ნეკროლოგი

ბახტაძე ილია ხონელი

გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა 1825-1896 წ.

ნეკროლოგი

ერთი კვირაა, რაც დეპეშა მოგვიტანა სამწუხარო ამბავი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის გარდაცვალებისა. სანგრძლივმა ავათმყოფობამ ისე გატანა ყოვლად სამღვდელო, რომ ეს საშინელი ბოლო მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც ბედ შავმა ამბავმა ყველას გულში მწუხარება აღუძრა. გადადგა ასპარეზიდან შესანიშნავი პირი, გაქრა ძალა, რომლის ბადალი ძნელათ გამოჩნდება, დადუმდენ მაგენი, ეკლესიის კათედრიდან მრავალ-წლობით მქუხარენი, აღარ არის ერთი უუნიჭიერესი და ყოვლად შესანიშნავი მოძღვართ-მთაკარი საქართველოს ეკლესიისა.

არიან პირნი, რომელთაც მათი მოქმედება ბედისაგან თითქო წინდაწინვე აქვთ აღნიშნული. ეს ბედის წერა ეტყობა არამც თუ მათ ნამოქმედარს, მათი სულის ძლიერების ნაყოფს, არამედ იმ უცნაურათ გადახლართულ გარემოებათაც, რომელიც მათ ცხოვრების განთიადს თანა სდევენ. განსვენებული მღვდელმთავარიც ერთი ამ პირთაგანი იყო. შვილი ღარიბი მღვდლის გურიის ერთი ღარიბი სოფლისა, გლეხი შთამომავლობით, ცხოვრების საშუალებას სრულიად მოკლებული, ნამდვილი შვილი ბუნებისა, აღზდილი ერთ-ერთ იმერეთის ყოვლად მივარდნილ კუთხეში, შემთხვევით გზას იკვლავს და ადის უმაღლეს წერტილამდე ეკლესიის მსახურთა შორის. ბავშობის დროს შემთხვევით გაიცნობს ფელდფებელს, რომელიც სლავიანურ კითხვას ასწავლის, შემთხვევითვე შედის ჯერ თბილისის, მერე პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში და ბოლოს აკადემიაშიაც. აქ კი შემთხვევა უკანა დგება, აღარ მოქმედებს მის ცხოვრებაზე და ბედისაგან მიჩნეული ყმაწვილი კაცი სრულიად დამთავრებული მოღვაწეთ გამოდის ასპარესზე. 1849 წ. გერასიმე ქიქოძე ათავებს კურსს და ჩამოდის თბილისში სემინარიის მასწავლებლათ. ჯერ ინსპექტორისა და რექტორის თანაშემწის თანამდებობას ატარებს, მერე ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლისას და ყველგან ერთგულისა და თავის საქმის მოყვარული პედაგოგის სახელს იძენს. 1854 წ. ახალგაზდა მასწავლებელი მღვდლათ შედის და ორ წელს შემდეგ კი, როცა საშინელი უბედურება, ცოლისა და შვილების სიკვდილი, დაატყდა თავსა, ბერათ შედგება. ამ დღიდან გერასიმე ქიქოძეს მხოლოთ გაბრიელი ეწოდება და სრულიად მოკლე ხანში მოიხვეჭს იმ ალაგს და სახელს, რომელიც სიკვდილამდე შერჩა. იგი გორიდან 1860 წ. გადაყვანილ იქმნა იმერეთის ეპარქიის მმართველათ და 35 წლის განმავლობაში სიკვდილის დღემდე თავს სდგა თავის სამწყსოს დარეჯათ და არ ღალატობს მას არავითარი სიკეთის გულისთვის. მასში გამოიხატა სრული თავისებურებით გურული გლეხი, მტკიცე და მედგარი, გულის ტკივილით თავ-დავიწყებამდე მოევარფლი თავის მიწისა, მოყვარული თავის ღარიბ და სანდისჰან ფიცსელ მემამულეთა. მან უარ-ჰყო სურვილი დიდების შეძენისა და სიკერპით, სწორეთ მისგან შეთვისებული სიკერპით, აირიდა მრავალ გზით მიწოდებული სხვა და სხვა ღირსება, რომელიც კიდევ უფრო მაღლა ასწევდა საეპარქიო ასპარეზზე. სანგრძლივი ცხოვრების დასასრულამდე იგი რჩება იმავე მებრძოლათ, როკორც იშვა და როგორც ჩავიდა საფლავს. გასაოცარია ს სისრულე სასიათისა, ეს სიმტკიცე თავის თავისადმი, კლესიის თვით პირველ წმინდა მოძღვართათვის შესაფერი.

ორი საგანი მოქმედებისა, ორი მისწრაფება გულისა და ბუნებისა ასურათებს მას, როგორც საზოგადო მოღვაწეს, — ეს არის შკოლა და კათედრა. ამ საგნებს უერთგულა მან თავდავიწყებამდე, ფანატიკოსობამდე. მათზე დაამყარა თვისი დიდება, რომელსაც ერთ დროს გარს საოცრათ ბრწყინვალე შარავანდედი ეფინა. როგორც კაცმა ღრმათ განათლებულმა, თავის თავზედვე შკოლის ზედმოქმედების გამომცდელმა, მცოდნემ თავის ქვეყნისამ და მტერმა მასზე შემოხვეულ სიბნელისამ, თავის მოქმედების პირველ ნაბიჯებიდანვე შეატყო, რა იყო მისი დანიშნულება. თუ გერასიმე ქიქოძე კარგი მასწავლებელი იყო და ღირსეულათაც მიაჩნდათ, ასე ბერმა გაბრიელმა მას ამ ასპარეზზედ გადაამეტა. ეპისკოპოსო მის დროს იგი ეკლესიასა და შკოლას ერთმანეთში არ არჩევდა, არ იცოდა, სად თავდებოდა ერთი და იწყებოდა მეორე. ორივე მისთვის თანაბრათ წმინდა საგნები იყო, ორივეს თანაბარი ერთგულებით ემსახურებოდა. დანიშნეს თუ არა იმერეთის ეპარქიის მმართველის მაღალ ადგილზე, მოიარა დაბა-სოფლები და ყველგან შკოლები გაახსნევინა. სადაც კი შეხვდა რაიმე ძალას, ამ საქმისათვის გამოსადეგს, გამოიყენა კიდეც. ათობით და ოცობით ფუძნდება საეკლესიო — სამრევლო სკოლები მღვდლებისა და დიაკვნებისაგან განაგებნი, ყოვლად სამღვდელო ყოველ წელიწადს ათვალიერებს მათ, ხანდისხან წელიწადში რამდენჯერმე რევიზიას უკეთებს, შეგირდებს ეგზამენს აჭერინებს, პურს უგდებს სწავლის წარმატებას. თავის სოფელშიაც თავის ხარჯით აარსებს სამაგალითო შკოლას, შველის ფულათაც, სადაც კი შესაძლოა, აჯერებს და ამტკიცებს ამ საქმეში როგორც მოძღვართ, ისე მათ სამწესოს. იგივე ჯარსებს სასულირო სასწავლებელს ქუთაისში და აღძრავს ლაპარაკს აქვე სასულიერო სემინარიის დაფუძნებაზე. ამ უკანასკელ თავის სანატრელს სწირავს იგი დიდ შრომას დაუღალავ ღვაწლს მრავალი წლის განმავლობაში და, ვაი, რომ მხოლოთ სიცოცხლის უკანასკნელ ჰხედავს განხორციელებას თავის ოცნებისას. მაინც და მაინც დაბრკოლება ხელს ვერ უშლის და ავათმყოფიც კი, სნეულებით დატანჯული, ცდილობს თავის საყვარელი საქმის დამთავრებას. ეს იყო მისი უკანასკნელი კეთილი საქმე თავის სამწყსოსადმი, რომელსაც, იმისი ღვაწლით, რასაკვირველია, საუკუნოთ გულში ექნება ჩაბეჭდილი.

თუ გაბრიელ ეპისკოპოსი საკვირველი იყო, როგორც პედაგოგი, როგორც ორატორი იგი იყო სწორეთ მსმენელთა გულის წარმტაცი. რომ ვთქვათ, იმის ქადაგებათ ეღირსათ ინგლისურ ენაზე გადათარგმნა და სასულიერო მჭევრ-მეტყველების მცოდნენი და მოყვარულნი გაოცებაში მოჰყავდათ, კიდევ ცოტა იქნება. უნდა გენახათ, როგორ მოქმედებდა ეს ქადაგება მათზე, ვის სასმენლათაც იგი ამბობდა. მას მხოლოთ ერთი აზრი ჰქონდა ხოლმე წინ გამოსახული, ქადაგებდა მხოლოთ მოყვასთა სარგებლობისათვის და არა საკუთარი პატივ-მოყვარეობის დასაკმაყოფილებლათ. ამ არა ჩვეულებრივმა სიტყვის მეფემ შეიმუშავა თვითვე თავისი სა. კუთარი ენა, ენა ბრწყინვალე, თავისებურებით შესანიშნაკი. მისი სიტყვა იყო ყოველთვის სადა, ძლიერი, საგნის პირდაპირ ნიშანში ამომღები და მსმენელთა აღმფრთოვანებული. ის თითქოს არც კი ქადაგებდა, არამედ საუბრობდა, მაგრამ საუბრობდა ისეთი სიცსოველით, გატაცებით და ბევვითი ძლიერებით, რომ მსმენელნი ვეღარ აღწევდენ თავს მის შთაბეჭდილებას. მეორე, არა ნაკლებათ შესანიშნავი თვისება ამის ქადაგებათა ის იყო, რომ საკვირველი სიმკვირცხლით ყოველ საზოგადო მოვლენაზე სმა უნდა აღემაღლებია. გაბრიელ ეპისკოპოსი თავის დღეში ცუდ-უბრალოთ, ლაპარაკის გულისთვის არას იტყოდა. მას ყოველთვის სახეში ჰქონდა ესა თუ ის დღიური ვარაში, სინჯავდა დაწვრილებით ამა თუ იმ მოვლენას, რისხვით თავს ეცემოდა აღმოჩენილ ბოროტებას... ამიტომ თავის ქადაგებაში ბოროტსაც ჰკიცხავდა და თან სამწყსოს სიმართლეს ასწავლიდა. მისგან კიცხვა მაშინ უფრო ძლიერი იყო, როცა გარემო ცხოვრება უფრო მეტ საბუთს აძლევდა. ბევრს ახლაც უნდა „სოვდეთ სახელოვანი სიტყვა წარმოთქმული გლესთა განთავისუფლების წინათ, რომელმაც კინაღამ იმის სიცოცხლე შეიწირა. მხოლოთ გურულმა გამბედავობამ გადაარჩინა ამ ხიფათს. თვით ამ სტრიქონების დამწერს მახსოვს ერთი მისი შესანიშნავი სიტყვათაგანი, მიმართული ეკლესიაში დამსწრე ქუთაისის მაღალ საზოგადოების ქალთადმი. საუცხოვო რამ იყო იგი აღჭურვილი თავის აღტყინებული მრისხანებით და დამცინავი კილოთი გამომჟღავნებელი ფუფუნებით ცხოვრების მავნებლობისა. ისე ხელოვნურათ დახატა მან იდეალური სახე უწინდელი ქართველი ქალისა, ოჯახისა და დედობრივი მზრუნველობისათვის თავგადადებულისა, ისე ცხოვლათ წინ წაუყენა მათი აჩრდილი ქალებისა და სამხიარულო საღამოების გმირ ქალთა, რომ მისგან დახატულმა სურათმა მსმენელთ ჟრჟოლა მოჰგვარა. განკიცხულებმა აღარ იცოდენ, რა ექნათ, ეკლესიაში სირცხვილით ერთიერთმანეთს ეფარებოდენ და მისი სიტყვა კი იუპიტერის სიტყვისამებრ, კათედრიდან ჰქუხდა და ელავდა. ყველას ახსოვს აგრეთვე მისი მოკლე, მაგრამ დიდ მნიშვნელოვანი, მაშინვე ტელეგრაფით გადმოცემული სიტყვა, რომლითაც მიმართა ღვთივგანსვენებულ მეფეს—მშვიდობის მყოფელს, ქუთაისში მიბძანების ჟამს. განსვენებულმა იმპერატორმა ჯეროვანათ დააფასა ეს მისი სიტევაც და თვით მხცოვანი მღვდელ-მთავარიც. მეორე დღესვე, გელათის მონასტრის დათვალიერების დროს, ესტუმრა იგი ღარიბ სენაკს მკაცრი ბერისას და ხელმწიფე ასორმოცდაათი მილიონის სულისა ისე ექცეოდა თავისავე ქვეშევრდომს, როგორც მოსიყვარულე და პატივის-მცემელი შვილი.

ჭეშმარიტათ ჩაქრა დიადი ვარსკვლავი და იმერეთი, ვეღარ იხილავს მალე ამ გვარსავე ბრწყინვალებას. მაგრამ შეურაცხება იქმება თვით განსვენებულის ხსოვნისათვის თუ არ ვიტყვი, რომ ნათელს ყოველთვის თან თავის– ჩრდილიც მოსდევს. გაბრიელ ეპისკოპოსი, პირი ყოვლად განათლებული თავის დროის შესაფერათ, ჩინებული პედაგოგი, გასაოცარი ორატორი, ვერ იყო ადმინისტრატორი, რაც უნდა ილაპარაკონ იმის თაყვანის-მცემელთა ამისათვის მას აკლდა ის სულის სიმშვიდე, ბუნების თანაბრობა, ის პირუთვნელობა თავის თავისა და სხვათადმი, რაიც კაცს სიფრთხილეს აჩვევს. ცხოველი, გატაცებული ხასიათი, თავის დროზე ვერ დამშვიდებული ადრე დაკარგული დედის ალერსით, მამის მკაცრი სასიათი, ბავშობისას სასტიკი აღზრდა და ბოლოს ცოლ-შვილის, უბედურება, თავს მაშინ დანატეხი, როცა მისი ძალა და იმედი ის იყო მთლათ იფურჩქნებოდა, — ეს ყველაფერი თითქო ხელს უწყობდა ასეთი ბუნების შექმნას. თითქმის შეუძლებელათ მიაჩნდათ მასთან საქმის დაჭერა ძალიან მძიმე ხასიათის გამო, მისი მკაცრი (деспотическая натура) ხასიათი წინააღმდეგობას ვერ იტანდა და ხშირათ იქცეოდა ისე, რომ სამართლიანათ ეწოდა მას სახელი „მებრძოლი ბერისა“. ის ყველაზე ეჭვიანობდა, ყველას ერჩოდა, ყველასთან საომარ ფეხზე იდგა.

მაგრამ დეე სამშობლო მიწამ მოგვცეს უხვათ ამ გვარნი შვილნი, რომელთაც მრავალი მიტევება, რადგან მრავალკეცი იყო მათი სიყვარულიც. ნაკლულევანება და ვიწყებას მიეცემა, ღირსება კი არ გაქრება და განსვენებული მღვდელ მთავარი, რომლის ნაშთი ჯერ კიდევ მიწას არ დაუფარავს, ცხოვლათ დარჩება შთამომავლო. მის ხსოვნაში ისე, როგორც ასურათებს მას მისი მოქმედება ქვეყნისა და სამწყსოს სასარგებლოთ.