The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ერთხელ ვიყავ ბედნიერი

* * * (ერთხელ ვიყავ ბედნიერი)

ერთხელ ვიყავ ბედნიერი
ყმაწვილ-ყრმობის სილაღითა
მიყვარდა მე . . . . . . . . .

[1860 – 1861 წწ.]

 

ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ 102. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ფრაგმენტი არ არის დაბუჭდილი და არც მოხსენებული.

“ერთხელ ვიყავ ბედნიერი...” რამდენიმე სხვა ფრაგმენტთან ერთად დაიბეჭდა 1925-1951 წლების გამოცემებში, თარიღით, - “[1860 წ.]” დათარიღებასთან დაკავშირებით, მითითებული გამოცემების სარედაქციო შენიშვნებში ნათქვამია, რომ ეს ფრაგმენტი, ცხადია, 1860 წელს განეკუთვნება, რადგან “ჩაწერილია ავტოგრაფის იმ ნაწილში, რომელიც 1860 წლის შავებს წარმოადგენს” (იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. 1, 1951, გვ. 436).

შესაძლებელია, ფრაგმენტი 1860 წელს დაიწერა, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ იგი 1861 წელს იყო დაწერილი, რამდენადაც ზემომითითებულ ავტოგრაფულ კრებულში “ერთხელ ვიყავ ბედნიერი” ჩაწერილია არა 1860 წელს დაწერილ ნაწარმოებებთან, არამედ 1860 და 1861 წელს დაწერილ ნაწარმოებებს შორის, - 1860 წელს დაწერილი ნაწარმოებების შემდეგ და 1861 წელს დაწერილი ნაწარმოებების წინ (დასახელებული ავტოგრფული კრებულის აღწერილობა იხ. შ. გოზალიშვილის ნაშრომში “ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები”, 1951, გვ. 26 – 38).

ზემოთქმულიდან გამომდინარე ლექსს მიახლოებით ვათარიღებთ: [1860 – 1861 წწ].