The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


„ივერიის“ ეკონომისტი / („ივერია“ 1882 წ. №VII და VIII, შინაური მიმოხილვა, გვ. 178-190)

ხუდადოვი ნიკოლოზ

„ივერიის“ ეკონომისტი

(„ივერია“ 1882 წ. №VII და VIII, შინაური მიმოხილვა, გვ. 178-190)

ხალხის უკონომიური ცხოვრება, თავის ისტორიულ მდგომარეობაში, უმორჩილება მკვიდრს და მტკიცე კანონს. ეს კანონი თხოულოის განვითარებას, ეკონომიური ცხოვრების ფართო და ვრცელს სამფლობელოს შესაბამად ახალ მოთხოვნილებათა, საჭიროებათა, რომელნიც იბადებიან ცხოვრებაში. ხალხის ცხოვრების საზოგადო პროგრესიულ მიმდინარეობას ნაბიჯ-ნაბიჯი თან მისდევს ეკონომიური განვითარება, თვით ეკონომიური ცხოვრება ხალხისა ერთი შტოა საზოგადო სოციალური ცხოვრებისა და ამ უკანასკნელთან ორღანიულად შეკავშირებული, გადაბმული. ასეთი შეხედულობა სუფევს ეხლა მეცნიერებაში, თუმცა წინად, მაგ., ძველ ქვეყანაში, როგორც ეკონომიურ სწავლას, ისე ეკონომიურ ცხოვრებას, კერძო, ოჯახური ხასიათი ქონდა. ძველმა ფილოსოფესბმა არ იცოდნენ ნამდვილი შინაარსი ეკონომიური სწავლისა. მხოლოდ ახალმა მეცნიერებამ გამოიკვლია ის ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენ ვუჩვენეთ. ამ ჭეშმარიტებას გვიმტკიცებს ისტორია ეკონომიური მეცნიერებისა, რომელიც, (ისტორია), მეორეს მხრით, ღაღადებს, რომ ხალხის ცხოვრებაში არსებობენ სხვა-და-სხვა დროს მრავალნი ეკონომიურნი მიმარლებანი, ერთს დროს უფლება ეკუთვნის ერთს რომელიმე სისტუმას, მეორე დროს — მეორე სისტემას და სხ. ამ მოვლენას ვხედავთ არა თუ მარტო ცხოვრებაში, არამედ თვით მეცნიერებაში, ეკონომიურ სწავლაში. ამ ზღუდეშიც თეორიას წინაუძღვის ცხოვრება, აზროვნებას – სინამდვიუ. როგორც ეკონომიური ცხოვრება ხალხისა. ეგრეთვე აწინდელი კონომიური მიმართულება თეორეთიული სწავლისა დაარსდა შემდეგ იმისა, როდესაც გამოიცვალნენ. მოისჰენ უწინდელი სისტემები, რომელთაც ეხლა მარტო ისტორიული მნიშვნელობა აქვსთ. გამორკვეული, ცხოვრებაში აღიარებული და განხორციელებული სისტემა თითქმის ყველა ხახის ცხოვრებაში მოიპოვება. ეკონომიურ მეცნიერებამ იცის სისტემა რომაელების ბერძნებისა, სპარსელებისა ინდოეთულებისა; ევროპაში ვხედავთ მერკატილიზმს, კოლბერტიზმს, ფიზიოკრატების სწაკლა და ურველ სისტემას თავის დროეიითი მნიშვნელობა აქვს. იგი იცვლება შესახვერად ცხოვრებისა, უტოვებს სამილოიულოს თავის მიუცილებელს მუმკვიდრეს. — ეკონომიურ ცხოვრების საზოგადო განწეობილებას თავი რომ დაანებოთ და ავიღოთ კერძო ეკონომიური მოვლენა, მაგ. მიწის მფლობელობა: საკუთრება. აქაც ყველა ხალხის ცხოვრება გვიჩვენებს განსაზღვროს სისტემას, ასეთს თუ ისეთს მიწის საკუთრების და მფლობელობის აგებულებას ძველ გერმანელებს არა ჰქონდათ მიწა განსაკუთრებული, მათ არ იცოდნენ — რა არის მიწის საკუთრება. ყოველ წლივ უფროსნი ოჯახს უნიშნავდნენ საკმაოდ მიწას, რომელიც ოჯახს მეორე წლობით ჩამოერთმევოდა. ინდოეთში, როგორც გვიამბობს ნაბური, მთელი მიწა ხე მწიფს საკუთრ ბას შეადგენდა. უწინდელ საქართველოში, საკუთრება დაწებდა შმდეგ, როდესაც დაარსდა სახელმწიფო. ჩვენ მაგალითების მო,ევანას არ გამოუდგებით და გავიმეორებთ მხოლოდ იმ აზრს. რომ თითქის ყველა ხალხს აქვს საკუთარი, განსაზღვრ ელი სტემა მიწის მფლობელობისა, საკუთრებისა.

ეკონომიურ ცხოვრებას რომ თავი დავანებოთ და ხალხის საზოგადო ცხოვრება გავშინჯოთ. ამ ზღუდეშიც ვპოვებთ იმ განვითარების კანინს, რომელიც არსებობს ეკონომიურ ცხოვრებაში. ხალხის სოციალური ცხოვრება შედგება სხვა და სხვა ხანებიდგან, პერიოდებიდგან. თვით სოციალური პროგრესი, სხვათა-შორის, წარმოადგენს ერთი სანიდგან გადასვლას მეორეში, მეორედგან — მესამეში და სხ. ხალხის ცხოვრას შეიცავს, მაგ, სამონადირო ხანას, სამწყევოს და სხ. იმ დროიდგან, როდესაც ხალხი უსახლებია ერთს ადგილას, ბინას იჩენს, მიწის მუშაობას ხელს კიდებს, იწყობა კულტურული ცხოვრება მაგრამ, როგორც ითხოვს ეკონომიური განვითარების კანონი კერძოდ და სოციალური პროგრესი საზოგადოდ, ხალხის ცხოვრება როდი ჩერდება მიწის მუშაობაზე. „მიწა და გუთანი“ არიან მხოლოდ პირველ დაწყებითნი ფაკტორები ეკონომიკური ცხოვრებისა, ისეთნი, როგორც ნადირობა, მწყევსობა და თუმცა შემდეგშიაც საპატივო ადგილი უჭირავთ ცხოვრების მოუდანზე, მაგრამ სხვა ფაქტორები გამოდიან სცენაზე და ბევრჯერ ეს უკანასკნელნი იკავებენ პირველს ადგილს, უპირატესობას არც შესაძლებელია, რომ „მიწა და გუთანი“ შეადგენდნენ ყოველთვის და ყოველგან დასაბამს და დასაწყისს ეკონომიური ცხოვრებისას დასაბამად და დასაწყისათ პირველ-დაწყებითი ფაქტორებათ იგინი არიან მხოლოდ მაშინ, როდესაც თვით სალხის ცხოვრება მარტივია, ხალხის ეკონომიურნი საჭიროებანი, მოთხოვნილებანი მცირედნი. რამოდენად ხალხის საზოგადო განვითარება წინ მიდის, იმოდენად ეს საჭიროებანი, მოთხოვნილებანი ვრცელდებიან მრავლდები ან, უწინდელ მოთხოვნილებათ ემატებიან სხვანი, ახალნი. ეს ეკონომიური მოვლენა არის შედეგი ზემოხსენებულის განვითარებისა, რადგანაც ეკონომიურ მოვლენათ მჭიდრო კავშირი აქვთ საზოგადო სოციალურ მოძრაობასთან ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ იმ აზრისა, ვითომ არ შეიძლებოდეს ხელოვნობით, განზრახვით ხალხის მარტივ ცხოვრებაში შეტანა ისეთი ეკონომიური მოთხოვნილებებისა, რომელნიც არ შეადგენენ პირდაპირ ნაყოფს მარტივი ცხოვრებისას. ჩვენ ბევრს მაგალითებს ვხედავთ „ეკონომიური პოლიტიკისას“. ჩვენ ვამტკიცებთ მხოლოდ იმ აზრს, რომ ეკონომიურ ცხოვრებაში მიწის მუშაობა თანდ-თან, ნელ-ნელა კარგავს უწინდელს თავის დიდს მნიშვნელობას და საპატივო ნაწილს მფლობელობისას უნებლიედ უთმობს სხვა ეკონომიურ ფაქტორებს, მაგ., ქარხნულ მრეწველობას, ვაჭრობას და სხ. ამას ცხადად ამტკიცებს ეკონომიური მეცნიერების ისტორია. არც შესაძლებელი იქნებოდა თვით ეკონოკიური პროგრესი, თუ ცხოვრების ბურჯათ, დასაბამათ და უმთავრესად ვაღვიარებთ „მიწას და გუთანს“. ეს პროგრესი კი არა, ერთ ხაზზე გაჩერება იქნება.

„ივერიის“ ეკონომისტს, შინაურ მიმომხილველს ჰგონია, რომ ჩვენი ხალხის (სხვა ხალხისაც) ბედნიერება და სიკეთე დამყარებულნი უნდა იყვნენ „მიწის მუშაობაზე“ კიდევ „ვიტყვით (ბძანებს კიდეც ჩვენი ეკონომისტი!), რომ ჩვენი ძალ-ღონე, ჩვენის ცხოვრების და ვინაობის ბურჯი. ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი. ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე და გუთანია... სხვა ყოველივე ფუჭია და წარმავალი საქმე მიწაა და გუთანი“ („ივერია“ 1882 წ. No VII და VIII, გვ. 179). როდესაც ეკონომისტი თავმოწონებით და დაჯერებით ამბობს ამ სიტყვებს, მას არ მოჰყავს არავითარიმე საბუთი, ეკონომიური მოსაზრება ტეზისის დასამტკიცებლად, თუმცა საბუთი და მოსაზრება ძლიერი საჭირონი არიან, საქმე იმაშია, რომ ეკონომისტს არ ესმის ის სწავლა, ის თეორია, რომელსაც ქადაგებს, მან არ იცის, რომ იგი (სწავლა) დიდიხნის ხავსმოკიდებულია და დაობებული. მიმომხილველს ალბად დავიწყებია, რომ მისი თეორია კაცმა შეიძლება იპოვნოს მეცნიერების არხივში და არა აწინდელ პოლიტიკურ ეკონომიაში. შორს რომ არ წავიდეთ, ძველ ფილოსფოზების სწავლას რომ ავცილდეთ, დავიწყოთ იქიდგან, რომ ისევ ნეტარ ხსენებულის ჰერნის მეოთხეს მინისტრს სიულლის მიწის მუშაობა მიაჩნდა ძუძუთ, რომლითაც იზრდებაო სახელმწიფო. მიწის მუშაობის შემდეგ პირუტყვთ მოშენება იყო, მისი აზრით, მეორე ძუძუ სახელმწიფოსათვის. სიულლის სწავლა განიმეორეს ფიზიოკრატებმა კენეს პირით. კენე ბძანებდა კიდევ, რომ ხალხის სიმდიდრეს შეადგენს წმინდა შემოსავალი მიწისა და სხვა კი არაფერი. აქ საჭიროა შევნიშნოთ, რომ კენეს სწავლა იყო უარ-ყოფობა ცალმხრივი მერკანტილური სისტემისა და თითონ კეთილშობილი ექიმი-ეკონომისტი არ ასცდა იმ შეცთომას, რომელსაც ებრძოდა — ცალმხრივ შეხედულობას ხალხის ეკონომიურ ცხოვრებაზე. შემდეგმა ცხოვრებამ გაამტყუნა როგორც სიულლის, ისე ფიზიოკრატების სწავლა. საფრანგეთის ეკონომიურ ცხოვრებაში, მიწა-გუთნის გარდა, დიდი მნიშვნელობა მიეცათ სხვა ეკონომიურ აქტორებსაც ამ ფაქტორების ასპარეზზე ამოსვლით საფრანგეთმა როგორც ჩვენ მკითხველსაც ეცოდინება, არა თუ დაკარგა რამე, არამუდ დიდად ისარგებლა; მიწა გუთანს გვერდით მოუდგნენ ახალნი ფაქტორები; მათ შეკავძირება. ააღორძინა, ააუვავა ეკონომიური მდგომარეობა სახელმწიფოსი, მთელი ხალხისა რასთვის და როგორ მოხდა ეს საურადღებო მოვლენა? ხალხის საზოგადო ეკონომიური ცხოერესა მოსავს სხვა და-სხვა ფაქტორებს, ელემენტებს. რომელთ მორის არსებობს შინაგანი კავშირი, არმონია, მართალია. ბეგრჯერ ამ კავშირს. არმონიას ვითომც ვერ ვხედავთ. ბევჯერ ის იკარტება. მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც ჩნდება, ასულდგმულებს სხვა და სხვა ეკონომიურ ფაქტორებსა, ელემენტებსა, მიწის შემუშავების განკეთილება ზედ-მოქმედობს სხვა ეკონომიურ ფაქტორებზე, აუჯობესებს მათ, აძლევს ძალას; მეორეს მხრით, სხვა ეკონომიურ ფაქტორებსაც (მაგ., რომელიმე შემუშავებითი მრეწველობა ზედ მოქმედება აქვსთ «მიწა გუთანზე. მაგალითი მინაგანი კავშირისა, ჰარმონიისა ეკონომიურ ფაქტორებთა შორის შეიძლება მკითხველმა დაასახელოს არა ერთი და ორი. ამ გვარი მაგალითის ეკონომიური სინამდვილე წარმოადგენს მრა ვალს. ზოგიერთა ეკონომისტებს (მაგ., უ. ბასტიას ეკონომიური ჰარმონიები) გონიათ, რომ, როგორც ეკონომიური ფაქტორების შორის, ეგრეთვე მწარმოებელთა და მომხმარებელთა შორის სუფევს ჰარმონია და ეს უკანასკნული არის მიზეზი, რომ ეკონომიური სიკეთე. ბევრად თუ ცოტად, სამართლიანად იყო ივა იინება საზოგადოებაში. მკითხველს ეცოდინება ის შმაგიანი პოლემიკა, რომელიც ოდესმე გაიმართა პრუდონის და ბასტიას ორის, ეცოდინება, რასაკვირველია, — რომელი მათგანი დარჩა გამარჯვებული ზოგნი კიდევ ბასტიას იქით მიდიან და ამტკიცებენ რომ ჰარმონია სუფევს სხვა და სხვა ხალხების ეკონომიურ ცხოვრებაში და მთელი კაცობრიობის ეკონომიკური ცხოვრება აშენებულია ამ ჰარმონიში. ამ სწავლის თვალით რომ შევხედოთ ეკონომიურ ფაქტორებს, უნდა დავასკვნათ, რომ ჰარმონია სუფევს არა თუ მარტო ერთი ხალხის ეკონომიური ცხოვრების ფაქტორების შორის, არამედ ამ უკანასკნელთა და სხვა ხალხების ეკონომიურ ფაქტორების შორის უეჭველია. ამ ჰარმონიას ცოტად თუ ბევრად უშლიან ხალხთა შორის ბაჟი, ტარიფი, პროტექციონიზმი, ასეთი თუ ისეთი მამართულება ნაციონალური ეკონიმიისა და სხ. ჩვენ ხალხთა ჰარმონიის განხილვას არ გამოუდგებით. ჩვენ კიდევ ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ეკონომიურ ფაქტორების შორის არსებობს ჰარმონია. აწინდელი ეკონომიური პროგრესი ევროპისა. სხვათა შორის, დაფუძნებულია ამ ჰარმონიის ცხოვრების კანონათ განხორციელებაზე, მის ხელის შეწეობაზე. როგორ და რა ნაირად მოხერხდებოდა ეს პროგრესი, თუ „მიწა - გუთანი“ იქნებოდა მხოლოობითი ეკონომიური ფაქტორი და ან რომ ხალხის ცხოვრებაში ვხედავთ ამ პროგრესს, თუ კი ხალხს მარტო მიწა-გუთნისათვის მოუკიდნია ხელი? –

შემდეგ იმ ნეტარებისა, რომელიც „მიწა გუთანს“ თან მოსდევს, ჩვენი ეკონომისტი, რასაკვირველია, დიდს უბედურებას, თითქმის ქვეყნიურ მწუხარებას უქადის იმ ხალხი რომლის წარმომდგენლებსაც მიწა, შეძლებისამებრ, განაწილული, მარიგებული არა აქვსთ „ივერის“ ეკონომისტის სატყვებით, რომელმა ერმაც ეს ვერ მოახერხა. გაქარწყლდა და მტვრად აიგავა. „დიდს ისრაილს"), დიდს საბერძნეთს, დიდს რომს სრულებითაც არ მოეღო ბოლო იმ მიზეზით, რასაც გვიწერს ჩვენი ნეტარ ხსენებული ეკონომიური თეორიის მღაღადებედი. თუმცა დიდი უმეცრება იქმნება რომელიმე ხალხის ბოლოს დაცემა აიხსნას მარტო იმით, რომ მცხოვრებლებს, შეძლებისამებრ, არა ქონდათ მიწა მორიგებული.

* „ივერიის“ ეკონომისტს ალბად დავიწყებია, რომ ებრაელებს უფრო სამართლიანად ჰქონდა გაწყობილი მიწის საკუთრება და მფლობელობა ვიდრემდისინ აწინდელ ევროპიელებს. მათი მიწის საკუთრება და მფლობელობა ბევრით მოგვაგონებს რომაელების „ემფიტევტიკურ უფლებას“. ორმოცდა ათის, ე. ი. იუბილეის შემდეგ გამყიდველს თავის მამული უნდა უკანვე მისცემოდა. (წიგ. ლევიტელთა, XXV). ეკონომისტო, არც მანგრე ხელის აღება ვარგა „დიაკვნურს“ სწავლაზე.

მაგრამ მაინც უნდა შევნიშნოთ, რომ მხოლოდ მიწის განაწილება და მორიგება არ არის ყოვლად გამკურვნელი მალამო ხალხის კეთილ დღეობისათვის. საქმე იმაშია, რომ, მიწა-გუთნის გარდა ეკონომიურ ცხოვრებაში მოქმედებენ, ბრუნავენ სხვა ფაქტორებიც და ხალხის ბედნიერების ათვის, „არა ბოლოს მოღებისათვის“, არა ნაკლებად საჭიროა ამ ფაქტორებისაც სამართიანად განწყობა.

ძველ ქვეყანაში (ავიღოთ რომი, საბერძნეთი) ხალხის ეკონომიური აგებულობა, განწყობილება მარტო იმითი კი არ იყო ცხოვრების დამამხობელი, რომ არსებდა (რომში) ესრედ წოდებული სისტემა ლატიფუნდიისა (როდესაც ერთს პირს დიდი მამული აქვს და ბევრი ხელცარიელად რჩება), არა — უმთაერესი მიზეზი იყო მიწის შემუშავება მონების ხელით და ვიწრო წოდებრივი ხასიათი, მიმართულება ყოველგვარი მრეწველობისა. ლატიფუნდიას მანგრე რიგათ დიდი მნიშვნელობა არა ჰქონია, თუმცა კი ერთი კლასიკური მწერალი იძახდა: „ლატიფუნდიამ ბოლო მოუღო რომს. რასაკვირველია, ზემოდ ნაჩვენების გარდა, სხვა გარემოებანიც იყვნენ, მაგრამ ამათზე აქ არას ვიტყვით. ძველს ქვეყანას რომ თავი დავანებოთ და ახალი ავიღოთ. მაინც ისევ ჩვენი აზრი მართალი გამოდგება. მიწა - მამული საფრანგეთში პატარ-პატარა ნაწილებად დაიყო. თითქმის ყველამ, ქალაქის მცხოვრებელმა და სოფლელმა, შეიძანა მამული. თვით ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსმა აღიარა კანონათ ეს მიწა-მამულის დანაწილება, „შეძლებისამებრ ყიდვა-გაყიდვა წინააღმდეგ საფრანგეთისა, ინგლისში ვხედავთ ლატიფუნდიას; თვით ინგლისულების „მაიორატობა“ ამ ლატიფუნდიის დასაცველად არის დადგენილი.

და ვითომ რაო? ნუ თუ „ივერიის“ ეკონომისტს ჰგონია. რომ ინგლისი „მიწასთან გასწორდება, გაქარწყლდება და მტვრად აიგვება“, საფრანგეთი კი სამოთხედ გარდაიქცევა, თუ კი ჯერ არ არის გადაქცეული?! აბა ამისთანა აბსურდს როგორ ვუძღვნით ეკონომისტს, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს აბურდი ლოღიკური დასკვნაა იმის სილლოღიზმიდგან. რუსეთში (ბევრს ადგილას) გლეხობას მიწის საკუთრება აქვს. იქ ვხედავთ საზოგადო მფლობელობასაც. უმთავრესი მიზეზი ჩვენი ეკონომისტის შეცდომილებისა უნდა მოვძებნოთ იმა ჰი, რომ იგი ესარჩლება დავიწუებულს თეორიას და ეს კიდევ არა... ფერი — სრულიად ვერ ზომავს სიღრმეს და სიგანეს ამ თ რიისას. მას რომ ეს სიღრმე და სიგანე გაეზომა, უეჭველია, საბუთებსაც მოიუვანდა. თითონ ეხლაც ეკონომიურ მეცნიერებაში ბევრი მოაპოვებიან მწერლები, რომელნიც ორ ნაწილად, პარტიად განიყოიფებიას: ერთი პარტია ამტკიცებს და, რასაკვირგ ლია, საბუთებიც მოუავს, რომ უფრო სასარგებლოა, როდესაც დიდი მამული შეადგენს კერძო პირის საკუთრებას. მ ორე პარტია აღიარებს სულ წინააღმდეგ სწავლას — მიწა რომ წვრილ-წვრილ ნაწილად იყოს ხალხშიო, უფრო კარგი იქნება ../ჩვენ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ კითხვის ( სასნელად საჭიროა ჯერ იმის განმარტება როგორი ივო „იურიდიკული აგებულება მიწის ხალხის ცხოვრებაში; მერე შეიძლება მკითხველს ვუწინასწარმეტყველეოთ, რომ მარტო ამ გვარი საკუთრების აგებულობა გადაჭრით ვერა ღსნას ეკონომიურ პრობლემას. რადგანაც ეკონომიურ ცხოვრებაში მოქმუდობენ სხკა ფაქტორებიც, იგინიც უნდა განიწყონ წესიერად, სამართლიანად. მხოლოდ ამ გზით შეიძლება დამეარდეს სანატრელი ეკონომიური წეობილება.

ჩვენ ვამობთ, თქვენ მხოლოდ მაშინ დარწმუნდით, რომ ჩვენ დროს ფიზიოკრატების სწავლა აღარ გამოდგება და სულ ცოტა, ნაცარ-ქექიაობს ის, რომელიც მას ორთავე ხელებით ეჭიდება...

მიწის და გუთნის შემდეგ ეკონომისტი სჯის ვაჭრობაზე, ბაასობს სიმდიდრეზე სამწუხაროდ, აქ ეკონომისტის აზრები დაულაგებულნი, არეულ-დარეულნი არიან. იგი არა ღსნის — რა არის ვაჭრობა, რა არის სიმდიდრე. აქ მკითხველი ვერაფერს გაიგებს. რაც უნდა ეცადოს, ვერ გაარკვევს — რომელ სკოლას უკუთკნას «ივერიის» ეკონომისტი.

არც ერთი ტურმნი, არც ერთი ცნება ეკონომიური მას განსაზღვრული არა აქვს. მაგ., ეკონომისტს რომ შესწავლა — რას ნიშნავს ცნება სიმდიდრე. მას რომ ესმოდეს ამ ცნების ისტორიული თავგადასავალი და აწინდელი ელმენტები „სიმდიდრისა“. ეკონომისტმა რომ იცოდეს ბუნება ვაჭრობასა, რომ იცოდეს — რა არის შინაგანი ვაჭრობა, რას ნიშნავს ხალხთა შორის ვაჭრობა და სხ., აბა ამას ხომ აღარ იტყოდა: ვაჭრობაც. რასაკვირველია, საჭიროა ერის ცხოვრებისათვის — იმოდენად, რამოდენათაც იგი ეზიდება საქონელს* იქიდამ. საცა მეტია, იქ, საცა უჭირთ და ამ გზით შველის სიმდიდრის მოფენას და მორიგებას ყოველგან; ხოლო ვაჭრობა, წესიერადაც გაწყობილი, ამის მეტს სამ ახურს ვერ გაუწევს ადამიანსა“ აბა მეტი სამსახური რაღა საჭიროა, თუ კი ვაჭრობა შველის სიმდიდრის მოფენას და მორიგებას ყოგელგანა! ჩვენი ხალხიც ამ სიმდიდრის მოფენას და მორიგებას ელტვის; ოღონდ კი ისე იყოს, როგორც ეკონომისტი გვაუწყებს ან ვინ არ იცის — რამოდენი სიმდიდრე მოიგინეს და მოარიგეს ინგლისელებმა ინდოეთში! და თქვენ, უგუნურნო ეგვიპტულნო და უუგუნურესო არაბი, რისთვის აჯანყდით, რათა არ შეისმინეთ „ივერიის“, ეკონომიური ჭეშმარიტება, რომ ევროპიის ვაჭრები მოარიგებდნენ თქვენ სამშობლოში სიმდიდრეს!?

* სჩანს, „ივერიის“ ეკონომისტს „საქონელი“ და „სიმდიდრე“ ერთი და იგივე ცნებათ მიუღია. თუ მას სიტყვა „საქონელი“ მიაჩნია როგორც ნივთიერი ნაწარმოები, მაშინ მომხრეებსაც იპოვნის, მაგრამ ისეთ მომხრეებს, რომელთაც ეხლა მნიშვნელობა არა აქვსთ იმ ცნების განმარტების შესახებ, რომელზედაც ვლაპარაკობთ.

„რადგანაც ისტორიას და ჩვენთა მამა-პაპათა მხნეობას და თავ განწირვას ეს ორი ძვირფასი განძა (ისევ მიწა და გუთანი!) ჩვენთვის შეურჩენია, რადგანაც საპოლიტიკო და საეკონომიო ყოფა-ცხოვრება ამ ორის საგნით სულდგმულობს (განა მარტო ამ ორი საგნით?), ამიტომაც ყოველი წარმატება, ყოველი წინ წადგმული ბიჯი ამ ორ საგნის მიმართ. ჩვენთვის დიდის ყურადღების ღირსი უნდა იყოს. უეჭველია, რომ დიდის ყურადღების ღირსი უნდა იყოს, მაგრამ დიდი შეცდომილება იქნება ჩვენის მხრით, თუ ჩვენ დიდს ყურადღებასაც არ მივაქცევთ ეგრეთვე სხვა ეკონომიურ ფაქტორებსაც. უკანასკნელნი მოქმედობდნენ ჩვენ წარსულს ცხოვრებაში: იგინა გვერდით უდგნენ მიწა-გუთანს, მასთან ჰქონდათ კავშირი, შეერთებული ძალით მიჰყავდათ მოძრაობაში მთელი ორგანიული აგებულობა ჩვენ ეკონომიური ცხოვრებისა, წესიერად განწყობა მათი მეტად საჭიროა, არა ნაკლებ „მიწა გუთნისა“ და „ივერიის“ ეკონომისტს ღაღადება, რომელიც ითხოვს, მიწა გუთნის გარდა, სხვა ეკონომიური ფაქტორების აღორძინებას და ბევრჯერ იმ გზით, რომელიც დროებით თვით ხალხის კეთილდღეობას აზიანებს.

ამ ნაირი ზაანი მოაქვს, მაგ პროტექციონიზმს დიდს ბაჟს, როდესაც ედება საქონელს, გასასყიდველად წამოღებულ უცხო ადგილას და სხ., მაგრამ ეს დროებითი დანაშაულობაა ადვილად შესანდობელია რადგანაც ამას კეთილი და სასარგებლო მიზანი უძევს წინ. ჩვენ იმას არ ვამბობთ, ვითომ ყველა ეკონომიური ფაქტორის შექმნა და აღორძინება შეიძლებოდეს ხალხის ცხოვრებაში, რა წინააღმდეგს ამბობს თეორია და სინამდვილეც იქმნება კიდეც, ჩვენში, სხვა და სხვა გარემოებათა და მიზეზებთა მეოხებით, უპირატესობა უნდა დარჩეს მიწა-გუთანს, მაგრამ მარტო უპირატესობა და სხვამ არ რაცხავს სხვა ეკონომიურ ფაქტორებს, მათ აღორძინებას ხომ არა სთვლის შეუძლებლად. რუსეთში უპირატესობა ეკუთვნის ერთს ეკონომიურ ფაქტორს — მიწა გუთანს, მაგრამ რაო? იქ შეუჩერებლივ ცდილობენ სხვა ფაქტორების აღორძინებას, ცდილობენ და კიდეც აკეთებენ საქმეს. ჩვენ კი ჩვენთვის სხვა რამე რისთვის არის საჭირო, თუ კი ღმერთმა მიწა გუთანი შეგვარჩინა. ხვნა-თესვა, ღამის მეხრეობა — ჯერ ამაზე ზევით არ მიდის ჩვენი ეკონომიური იდეალი!

ნ. ხ-ი.