The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბატ. ილ. ჭავავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი“

ესტატე ბოსლეველი მჭედლიძე ესტატე

«შრომის» ფელეტონი, 11 მაისს.

კრიტიკული მიმოხილვა.

ბატ. ილ. ჭავავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი

(ჟურნალი „ივერია“ 1883. №2)

ბატ. ილ. ჭავჭავაძეს უჭირავს ერთი უპირველსს ადგილთაგანი იმმწერალთა შორის, რომელთაც, თამამად შეგვიძლია ვსთქვათ, ფეხი ადგმევინეს ჩვენს თანამედროვე ლიტერატურას, ენას და თვით საზოგადოების მოქალაქობრივს გრძნობას და რომელნიც ბევრად თუ ცოტად, დღესაც ბელადობას უწევენ ჩვენს ლიტერატურას და ცნობიერს ცხოვრებას. აქ ამ საგაზეთო სტატიაში ჩვენ ვერ გავბედავთ (ილ. ჭავჭავაძის ლიტერატურულის მოღვაწეობის დაფასებას სხვა მწერლების მოღვაწეობასთან შედარებით. ეს თითქმის შეუძლებელადაც მიგვაჩნია დღეს, როდესაც ჩვენის მწერლების ნაწერები ერთად არც კი არის შეკრებილი და გამოცემული, რომ შესაძლებელი იყოს თვითოეულს მათგანზედ განსაზღვრულის, გარდაწყვეტილის და დაბოლოებითის აზრის შედგენა და თვითოეულის მათგანისათვის თავის შესაფერი, საკუთარის აღგილის მიცემა მწერლობაში. ჩვენ თუ აქ ილ. ჭავჭავაძის პოეზიის საზოგადო ხასიათი და მიმართულება ვუჩვენეთ მკითხეელებს, იმასაც ვიკმარებთ ამ ჟამად.

ბატ. ილ. ჭავჭავაძე იმ დროს დაბადებული და აღზრდილია, როდესაც ჩვენში ბატონყმობად წოდებული სრული მონობა სუფევდა და როდესაც ჩვენსა და რუსეთის ცხოვრებას ძვალი და რბილში ჰქონდა გამჯდარი ბატონ-ყმობის პრინციპი, ამათან ჩვენი პოეტი აღიზარდა რუსეთში სწორედ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიტერატურაში დიდი და მრავალ-მნიშნვნელობიანი მოძრაობა იყო, როდესაც ყირიმის ომის შემდეგ თვითონ მართებლობამ დაინახა და იგრძნო ძველის მოქალაქობრივისა და სოციალურის წყობილემათა უვარგისობა და მავნებლობა, თვითონ მართვებლობა დარწმუნდა მწარე გამოცდილებით და სხვა ხალხთან პირისპირ შეტაკებით, რომ ძველი წესი ერთობ ვიწრო კალაპოტი იყო და ამ კალაპოტში გამოჭედილის ცხოვრების განვითარება, პროგრესიული წინ-მსველელობა ყოვლად მოუფიქრებელი საქმე იყო, მაშინ მართებდნობამ მიჰყო ხელი სხვა და სხვა რეფორმებისათვის მზადებას და რადგან გული დააჯერა იმაზედ, რომ მარტო ვერას გახდებოდა, მუხრუჭიც მოუშვა კერძო ინიციტივას, თაოსნობას და თითქმის პირველად აამუშავა საზოგადოების ტვინი საზოგადოებრივს საქმედ, საზოგადოებრივ ცხოვრებაზედ და ამ ცხოვრებას სხვა რიგად მოწყობაზედ. ეს წარმოადგენდა ბედნიერს დროს რუსეთის მოწინავე, აზროვანის საზოგადოებისათვის, რომელიც ძალუმად დაეწაფა მისდამი მინიჭებულს ფიქრისა და ფიქრთა გამოთქმის უფლებას და რომელმაც ლიტერატურის საშუალებით დაუწყო ცხოვრებას ღრმა ანალიზი. დაიწყო უწყალო დევნა და უკუთქმა თანამედროვე ცხოვრების დამყაყებულ და დრო-გადასრულ მოვლენათა, რომელნიც, როგორც ერთგულნი დარაჯნი წარსულის უმსგავსოებისა, ხელს უცარავდენ ახალ წყობილებათა შემოღებას და დამკვიდრებას ცხოვრებაში.

ლიტერატურის საშუალებით მთიდგან გადმოვარდნილს ნაკადულსავით მოასკდა რუსეთის ცხოვრებას ცოცხალი აზრები. ახალი შეხედულება ქვეყნიერობაზედ, საზოგადო წოდებათა, წევრთა დამოკიდებულებაზედ მოქალაქის დანიშნულებაზედ. ამ ლიბერალურმა გაცხარებულმა მოძრაობამ რუსეთის ცხოვრება, რასაკვირველია, ძირიანად ვერ შესცვალა, რადგან ამას დრო სჭირდებოდა, მაგრამ ეს კი ქნა მაინც, რომ აღზარდა ახალს აზრებში და გასწრთვნა ბრძოლისათვის ამ აზრების გასატარებლად და განსახორციელებლად რეაულს ცხოვრებაში მთელი დასი მოღვაწეთა, რომელნიც ერთის ენით აალაპარაკა, ერთის წადილით და მოსწრაფებით აცხოვრა და ერთისა საქმისათეის აუტოკი გული და მაჯის ცემა...

ამ მოძრაობის შეესწრნენ რუსეთში და მის გავლენის ქვეშ, აღიზარდნენ ჩვენის მწერლობის უკეთესი წარმომადგენლები, რომელთაც ჩვენშიაც გამოუცხადეს სასტიკი ომი ცხოვრების ძველ წესებს, ბატონ-ყმობის წამბილწველს და ადამიანის პირუტყვულად გარდამქცევს ზეგავლენას.

ამ სასიკეთო გამაძლეირებელს მოძრაობას როგორც რუსეთში, ისე ჩვენშიც აღუჩნდენ, რასაკვირეულია, მოწინააღმდეგენი, რომელთაც სრულად არ ჰქონდათ შეგნებული ახალის მოძრაობის დედააზრი, ან და ჰქოდათ გაგებული, მაგრამ არ უნდოათთ, რომ ცხოვრებას ძველის გზისათვის ეღალატნათ და მათთეის ზურგი შეექციათ.

შესანიშნავია, რომ ამ მოწინააღმდეგეთა შორის ითელებოდა არა ერთი და ორი ბევრად თუ ცოტად შეგნებული და მამულის თავისებურად მოყვარე ქართველი, რომელიც ახალის თაობის, ან და „შვილების“ ბრწყინვალე აზრებს ხალხის გამრყვნელად. ჰხადოდა, უსასოებისა და ურწუნოების გამავრცელებლად და რომელიც ყველა შვილებზედ განურჩეველად. ასე მოსთქვამდა;

ვაი საბრალოს,
ჩვენს საქართველოს,
თქვენ დაებეთ მას სადილად!...

ამ “შვილებთა“ შორის, რომელთაც ქირდვით ეკითხებოდენ:

სადღაც მიმალვით
რას ჰროტავთ, ჰკნავით,
გაბოროტებით რათა ჰსწყევთ მამათ? ...

ერთი თვალსაჩინო ადგილთაგანი ეკავა პოეტს ილ. ჭავჭავაძეს, რომელსაც საკმაოდ მოსდევდა როგორც, თავის გარემო ცხოვრების ცოდნა, ისე ლიტერატურული ნიჭიც. მისი „კაცია-ადამიანი“. „გლახის ნაამბობი“, „აჩრდილი“, „ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ და ათასგვარი წვრილი ლექსები ერთსა და იმავეს დასტრიალებენ თავს, ერთსა და იმავე ცხოვრების გვიხატავენ სხვადასხვა მხარით და ერთსა და იმივე ჰუმანურს აზრებს ავრცელებენ საზოგადოებაში...

ამ მოთხრობებმა და პოემებმა ჩვენს ლიტერატურაში დაიწყეს სრულიად ახალი ხანა და ამას გარდა თითქმის გარდააცილეს თავს ჩვენს მწერლობას მიმბაძველობითი მიმართულება, რომელიც ყოველთვის თანამორბედია ახლად ფეხადგმულის ლიტერატურისა. გარდააცილეს, რასაკვირველია იმდენად რამდენადაც კი შესაძლებელი იყო ეს, როდესაც ჩვენი მწერლები აღიზარდენ მეთქი რუსეთის განვითარებულის ლიტერატურის გავლენის ქვეშ და როდესაც თვით ჩვენში მწერლობამ თავ–და–პირველად ამოიღო ხმა იმ საგნებზედ, რომელზედაც შრომობდა ინ დროს რუსეთის ლიტერატურა და დაუწყო გატარება ცხოვრებაში იმ იდეათა და პრინციპთა, რომელთაც ქადღაგებდა რუსეთის ლიტერატურა.

მაგრამ გათავდა ბატონყმობაც და გახდა იგი ისტორიულ მოვლენად დადგა სხვანაირი ბატონ-ყმობა, ცხოვრება ახალს პირობეში ჩადგა, საზოგადოებას სხვა გამოსაკვლეველი და გარდასაწყვეტი კითხეები წარმოუდგა თვალ–წინ, – ილ. ჭავჭავაძისა და მისის ამხანაგების პოეზიას თითქო მასალა გამოელიაო. მათი როლი, როგორც თანამედროვე ცხოვრების გამომთქმელის პოეტებისა, თითქოს გათავდაო. ილ. ჭავჭავაძემ თითქო ვეღარ იპოვა გარშემორტყმულ ცხოვრებაში საგანი თავის პოეზიისათვის დ და მიაწვა ისტორიას, წარსულს და ახალი ცხოვრებიდგან ტიპების გამოხატვა კი მიანდო უნიჭო მწერლებს, დასწერა მან „დედა და-შვილი“, „დიმიტრი თავდადებული“, სადაც სწორედ ისე, როგორც მის პოეტურ ნიჭს ეკადრებოდა, გამოსატა მან მამულისადმი ღრმა, თავდავიწყებული სიყვარულ ჩვენის მამებისა. და ამით მისცა მან ხმა საზოგადოებაში გაღვიძებულს პატრიოტულს გრძნობას და მისცა ცოცხალისა და მართალი ტიპების დახატვით, და ამ ტიპებში ნამდვილ პოეტურად გამოკვანძა მან ამ ბატიოსანისა და უმაღღლესის გრძნობის იდეალი თავისის ისტორიულის ტიპებით, ნიჭიერმა პოეტმა მიაპყრა საზოგადოების თვალი ჩვენის წასრული ცხოვრებისადმი და მათი პირით თითქო უთხრა საზოგადოებას

Добудь изъ отеческих гробовъ
святой огонь тот сердца цылъ
Которий ихъ животвориль!

და მართლაც, რამდენადაც კი შესაძლებელია, რომ ერთი კაცი, თუნდ ძალიან ნიჭიერიც, გახდეს მიზეზი ეროვნულის გრძნობის გაძლიერებისა, ილ. ჭავავაძემაც შესძღვნა ჩვენს ცხოვრებას ამ მხრით თავისი „წვლილი“...

ჩვენში, მგონია, ყოველს მწერალს ლექსის წერით აღუდგამს ენა და დაუწყია ტიკტიკი. ლექსების წერა განსაკუთრებით ამ უნასკნელს წლებში სნებასავით გადამდებ მოდად შემოვიდა ჩვენში. შეუმკობელი აღარა დაგვრჩენია რა: ვესიყვარულებით „წყალს“ და „ღეინოს“, ვესიყვარულებით „რკინისა და ქართველ ჭრიჭინა ურემს“, ლექსად გარდაგვაქეს ძველი და ახალი ამბავი, არაკი და ზღაპარი; ვლექსავთ ისტორიულის ამბებს. თუნდაც ამით თვითონ ამბავს პროზის დაღი ღრმად აჩნდეს. იწერებიან უშველებელი პოემები ჩვენის წარსულის ცხოერებიდგან, თუნდაც ამ პოემებში არც წარსული იხატება და არც აწმყო, და იმდენად შეესაბამება იქ გამოყვანილი სურათები ჩვენს წასრულს, როგორც ყოველის სხვა ხალხის წარსულს. მხოლოდ ის გვაკლია, რომ ვინმემ დაგვიწეროს ქართლოსიადა და გაგვილექსოს დიდებულიძეების არითმეტიკა და საღმთო სჯული...

ეს მოვლენა, რასაკვირველია, ამტკიცებს მხოლოდ ჩვენს გონებით სიყმაწვილეს, ჩვენის ტვინის დაუმთავრებლობას.

მკითხველი ნუ იფიქრებს, რომ ჩევნ აქ მარტო იმ ახალს ცრუ-პოეტებზედ ვლაპარაკობდეთ, რომელთაც „იმედში“ და „დროებაში“ დაუდგამსთ საბუდრები და რომელთა სახელი ლეგიონ არა. ჩვენ ვამბობთ იმისთანა მელექსეებზედ, რომელნიც დიდის ხნიდგან გვიჭედავენ ყურებს თავიანთის „მოშლილთა ზანგთა სიმებისშ პარტყი-პურტით და რომლის მსგავსებზედაც უკვდავმა შოთამ სთქვა:

განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო“, უცილობლობს ვითა ჯორი.

ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ომ მწერალთა შესახებ, რომელნიც უხუმრად ეუბნებიან მკითხველებს: „ჩვენ პოეტები ვართო და სხვებიც ასე გვიწოდებენო“, მხოლოდ მიტომ, რომ კარგი ხანი გასულა, რაც სულგრძელსა და ლიტერატურულ გემო გაუხსნელს საზოგადოებას ბედნიერება აქვს მათის ლექასების კითხვისა. ამ მელექსეთა შორის, რომელთ ნაწერებშიაც თუდაც

Все тотъ-же блескъ, все тотъ-же светъ,
Но неть тепла, но жизни нетъ!..

ჩვენი შეხედულობა ბატ. ილ ჭავჭავაძეზედ რომ უფრო ნათლად გავაგებინოთ მკითხველს. ეხლავე უნდა აღვიაროთ, რომ პოეტს თხზულებათა შორის ჩვენ იმისთანა თხზულებას ვაძლევთ უპირატესობას, რომელშიაც მშვენიერს ლექსს გარდა, ხელოვნურად დაწერილს სურათებს გარდა ვპოულობთ რომელსამე ხელოვნურადვე თვიდგან ბოლომდის გატარებულს იდეას, აზრს იმ პოეტს ჩვენ ბევრად არ ვაფასებთ, რომელიც მარტო მოვლენის გარეგანის მხარით, ზედაპირით სარგებლობს თავისის პოეტურის ნაწარმოებისთვის, რომლის პოეტური ნიჭი საზოგადოებრივის ცხოვრების განცალკევებულს მოვლენათა შორის ვერ ჰპოებს ერთს დაფარულს დედა-აზრს და ამ დედააზრს ვერ გარდასცემს მკითხველს სურათებად დახატულს...

პოეტი შობილი უნდა იყვეს, რასაკვირველია; მას უხვის ხელით უნდა ჰქონდეს მიწყული ბუნებისაგან მდიდარი წარმოდგენა, მრავალ-გვარი ფანტაზია; მაგრამ მარტო ესეც არ კმარა. ნამდვილის პოეტისათვის, რომელიც დაუდგენია ქვეყნიერად ცასა განსაკუთრებით ახლა, როდესაც პოეზიისაგან მარტო ფორმას კი არა, აზრსაც ითხოვენ; არამედ მიუცილებელს საჭიროებას წარმოადგენს მისთვის აგრეთვე გონებითი ძალაც, რომ თვითონ მისს ფანტაზიას და ამ ფანტაზიის წყალობით ტილოზედ გადმოტანილს სურათებად განკერძოებულს მოვლინებებს აზრი მიეცეს და ამ სურათებმა საგრძნობელი, რეალური სარგებლობა მოუტანოს საზოგადოებას, უამისოდ პოეტი მხოლოდ სასიამოვნო, დროს გასატარებელი საკითსავი იქნება, რომელიც წაკითხვისათანავე დაავიწყდება მკითხველს....

ამას გარდა ის საყურადღებო გარემოებაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ პოეზიის (საზოგადოდ რომ ავიღოთ სამღთო დანიშნულება იმაში მდგომარეობს რომ გააცნოს მკითხველი რეალურს ცხოვრებას, მისს ავსა და კარგს და გააცნოს არა მშრალად, ლოღიკურის მსჯელობის, დიალექტიკურის საშუალებით, არამედ პორტრეტებისა და ტიპების დახატვით, რომელნიც უნდა გახდენ კერძო მოვლენათა ერთად თავმომყრელ ფოკუსად. მაგრამ ამ საგანს პოეტი მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როდესაც იგი მდიდარ ფანტაზიასთან ერთად ჰფლობს გამკვეთის, მდიდარის გონებითის ძალით, როდესაც იგი შეიარაღებულია მოვლენათა ღრმა ანალიზის ნიჭით.

ბატ. ილ. ჭავჭავაძე თუ ფანტაზიით რამდენადმე დაუვარდება ვისმე, მის მაგიერ გონებითის ძალით, გონებითის ანალიზით და მოვლენათა ტიპებრის გამოთქმით იგი თითქმის ყველას ბატონობს. დიდებული სურათია გამოკვეთილი თ. გრ. ორბელიანის შემდეგს რამდენსამე სიტყვაში:

სად მთანი ყინვის გვირგვინით არიან ცადმდე ასულნი
და მდინარენი ზახილით ზვირთის ზვირთებზე მსროლელნი;
უფსკრულნი - ჩაბნელებულნი, კლდენი - თვალ-გადუწვდენელნი,
სად მონადირე ჰსდევს ჯიხვსა და მის ქვეშ ჰვლენან ღრუბელნი.

მაგრამ ამაზედ ნაკლებს სურათებს აღარ წარმოადგენენ ჭავქავაძის ნაწერების ზოგიერთი სურათები, იმ განსხვავებით, რომ სადაც გრ. ორბელიანი თავისის სამხატვრო კალმის ერთის გაქნევით ჩამოასხამს დიადს სურათის, იქ ილ. ჭავჭავაძე ორჯერ და სამჯერ გაჰკრავს. იმავე კალამს... მაგრამ აიღეთ ახლა ილ. ჭაეჭავაძის სურათების შინაგანი მხარე, არსება მათი, ნახეთ მისი ტიპების სისრულე, სიგრძე და სიგანე, მათი დასრულებულება და ცხოვრებასთან სინამდვილე!.. რომელი პოეტური ნაწარმოებიც უნდა აიღოთ ამ პოეტის, „კაცია=ადამიანი“ იქნება თუ „გლახის ნაამბობი“, „სურათები ყაჩაღის ცხოვრებიდგან“, თუ „აჩრდილი“, „დიმიტრი თავდადებული“ თუ „დედა და შვილი” ყველგან. შეხვდებით ხელოვნურად გამოყვანილს ტიპებს, რომელნიც პირდაპირ ჩვენის ცხოვრებიდგან არიან ამოღებულნი; მგონია, არ შეეცდეთ, ვსთქვათ, რომ ჩვენს მწერლობაში ილ. ჭავჭავაძე თითქმის ერთადერთი პოეტია, რომელსაც ცხოვრების განცალკევებულ მოვლენათა შეკრება, მათში შინაგანის კავშირის გამოძებნა და მათგან ერთის სასტიკად განსაზღვრულის ტიპთა სურათის გამოქანდიკება შეუძლიან... სხვაგან, თითქმის ყველგან, ჩვენ ვატყდებით აწაწკინა ტიპებს, პორტრეტებს, ხშირად ავტორისაგან გაუგებლებს, რომელნიც არიან გამოყვანილნი გაუთავებლად, ჭრელად, აჩრდილად და რომელნიც თან დაშორებულნი არიან ცხოვრებაზედ და რეალურ სინამდვილეს მოკლებულნი...

სამწუხაროდ, ამისთანა აზრიანი და ნიჭიერი პოეტი ერთობ იშვიათად ჰკაზმავს პარნასის რაშს, ერთობ ძვირად გვაღირსებს ხოლმე კალმის ნაწარმოებს. ამის მიზეზის გამოკვლევას ჩვენ აქ ვერ შეუდგებით. ვიტყვით მხოლოდ, რომ ზოგისაგან გამოთთქმული აზრი, რომელიც ამის მიზეზად აღიარებს იმას, რომ ჩვენში ლიტერატურული შრომა უზრუნველყოფილი არ არისო, უსაბუთო აზრად მიგვაჩნია ბატ. ილ. ჭავჭავაძის შესახებ. საქმე არც იმით აიხსნება მაინცა-და-მაინც, რომ ვსთქვათ, ჩვენი ცხოვრება პოეზიას საკმაო მასალას არ აძლევსო. ჩვენ ჭკუაზედ ახლოს უფრო ის მიგვაჩნია, რომ ცხოვრება ყოველთვის მისცემს საქმიანს და შინაარსიანს პოეზიას საკმაო მასალას. თუ კი თვითონ პოეტი არ ჩამორჩენია ცხოვრებას, მის მოთხოვნილებას, თუ პოეტს აქვს საკმაოდ დაკვირების ნიჭი და მასთან ერთად თუ მისი შემოქმედებითი ძალი უფრო მომქმედია და მრავალ-გვარი. ჩვენ ისიც გვგონია, რომ, რამდენადაც ჩვენს პოეტებს ვიცნობთ ზოგიერთი ამ პირობათაგანი აკლია განსაკუთრებით დღევანდელის ცხოვრების ცოდნა და შემოქმედებითის dლის სისუსტე და მრავალ-გებრობა, ამით აიხსნება, რომ ზოგიერთი მათგანი ერთა და იმავეს. იმეორებს და ზოგი სულ წარსელში ჩხრეკს მასალას...

აი, თუნდ ავიღოთ ბატ. ილ ჭავჭავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი» და ვნახოთ, თუ რამდენად ეტყობა მას, ამ ნიჭერს პოეტს, ეს ნაკლულევანება.

ამ პოემაში არის გამოყვანილი „წუთის-სოფლიდგან განყენებული დაყუდებული მეუდაბნოე, რომელსაც

საიქიოსთვის ეს სააქაო
დაუთმია და განშორბია.

ამ განდეგილს ცოდვის სადგურის“ დედამიწისათვის, ამ „ბოროტის სამეუფოსათვის“ ზურგი შეუქცევია და განუდევნია გულიდგან «მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი და „ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს“ შეკედლებია.

განდეგილა და ამ ყინულებში
სულ მარტოდ-მარტო დაყუდებულა
და გვამი მისი ცოდვილთ ფიქრთაგან
იმ დღიდგან აღარ შეძრწუნებულა.
განუდევნია გულიდამ ყველა
მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი,
რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა
სულით განწმენდილ და განბანილი.
დღე-და ღამ ლოცვით, გოდებით, გვემით
ხორცი სულისთვის უწამებია.
და ვით ჭურჭელი იგი წყმედილი -
ცრემლით ურეცხავს, უსველებია.

აი ამ განდეგილს სოფლისგან, რომლისთვისაც ყოველი ხორციელი „გულის თქმა“ დამარხულა და განსვენებულა, შეახვედრებს პოეტი ერთს მმეენიერს მწყემსს ახალგაზდ-ქალს, რომლის სიტურფის შექმნას სცდილანო თითქო სიყვარული და ნეტარება.

თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდა
ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა.
მის თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით,
გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!..
დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობას
თვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს.

ერთის მხრით ვხედავთ სიცოცხლით სავსე ყმაწვილ–ქალს, ხოლო მეორეს მხრით განდეგილს. რომელსაც თვით ცხოვრებაც ცოდვად მიაჩნია. მაგრამ ამ ორის თავიანთის მიმართულებით და წადილებით წინაღმდეგის არსების მეხვედრა და ამ შეხვედრის შედეგი მეუდაბნოესათვის შესანიშნავის სინამდვილით არის გატარებული თავიდგან ბოლომდის...

„მწყრალი, გულმშრალი, და უცოდველის გულის ტკივილით ... მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა ძლევით-მოსილსა და განდიდებულის ბერის მონადირება ყმაწვილ ქალის სიმშვენიერისაგან, თვითონ განდეგილის სულისა და გულის, მისის ახალს გრძნობების პსიხოლოგიური ანალიზი თითქმის შეუდარებელია ჩვენს პოეზიაში. თუდაც „ხორციელი გულის თქმა ყველა დამარხული და განსვენებული“ კი ჰქონდა განდეგილს, მაგრამ მინდვრის შველივით ყელ-მოღერებულის ქალის მშვენიერებამ თავისი ჰქნა მანაც; ციდამ წამოხეთქილს ნიაღვარსავით მოაწვა დაყუდებულის გულს ახალი ვნება, როდესაც მას ეჩვენება:

ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,
სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,
..............

თითქო თვით მადლსა შვენებისასა
თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია
და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,
სული მის ღაწვზედ დაულევია.

ამისთანა უბადალო, ზეციურს მომხიბვლელს ტრფობას, რასაკვირველია, უნდა აღეძრა განდეგილში გრძნობები და ჰქონოდა მაზედ ის გავლენა, რომელიც არის გამოთქმული პოემაში. ნამდვილი პოეტური ალღო ყოველთვის შენიშნავს ამ ზე-გავლენას და თუნდ ნამდვილს განდეგილაც, ამ ცხოვრებაზედ. ხელ-აღებულს, არ ჩააყენებს ყალბს მდგომარეობაში და არ წაართმევს ხორციელის ადამიანის გულსა და გრძნობას. საყურადღებოა პოეტის შემდეგი შენიშნვნა:

… მოდი გულს უთხარ,
კარგს სამახავზედ რად ხარ -თქო ხარბი!

ყმაწვილის ქალის სიმშვენიერით, ტყვე-ქმნილის განდეგილის სულიერი ქენჯნა და ყოყმანი, როდესაც იგი თავს დასდგომია ცეცხლ-პირს მიძინებულს ქალს, რომლის ტურფა სახესაც ცეცხლის შუქი თვით საყვარელსა ზედ დაჰხაროდათ, იმ გვარის ფსიხოლოგიურის ანალიზით არის გამოხატული, რომელიც მოსალოდნელია მხოლოდ ღვთისგან ცხებულის პოეტისაგან. ჩვენ რომ ეს პსიხოლოგიური მომენტი გარდავსცეთ მკითხველს და აგრეთვე ის, თუ რა სულიერი ტანჯვა გამოსცადა განდეგილმა, როდესაც თავის გულის-თქმა მომაკვდინებელ ცოდვად დ ღვთის გმობად აღიარა. ხუთი-ექვსი თავი უნდა ამოვსწერონ პოემიდან. ეს შეუძლებელია და რამდენიმე მარგალიტს კი ამოვიღებთ... აი, თუნდ ამას:

ფეხი წინ წადგა...არ იცის კი რად?
ქალს კვლავ ეძინა ნეტარის ძილით,
ძილში ჩაყოლილს ფიქრს, თუ ოცნებას
ბაგე გაეპო ლაღის ღიმილით.
იმა ღიმილის გრძნეული ჯადო
ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა
და იმა წვევის მაცდურებასა
ზე-არსთა ძალიც ვერ გაუძლებდა...
და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც...
და დაიხარა თავი თუ არა,
უცებ გაშეშდა...

ეს იდუმალი ხმა, რომელიც ჩასძახის ცოდვილის გულის- ვნებით ძლეულს განდეგილს: „წაწყმდი თუ არაო“ და რომელიც იმის მკვდარს გულში გახარებული გაჰკივის: «დაგძლიე თუ არაო!” ეს ხარხარი, ეს დაცინვა, ღვთის მშობლის ხატის „ცოდვილ სახედ გარდაჰქმნა“, ეს სურათი”

პირჯვარი უნდა, ხელი არ ერჩის,
ლოცვის თქმა უნდა-ენა ებმება,
ხატის ხილვა სწყურს და იგივ...იგივ...
ქალი ჩვეული თვალთ ელანდება!

ეს სულისგანტევება ბერის, როდესაც ლო ცვანი აღარ დაიჭირა მზის სხივმა, სულ ეს შესანიშნავია, როგორც სინამდვილით ისე ხელოვნურის გამოხატულებითაც. ჩვენ ზევითაც გვითქვამს, რომ სულის მოძრაობასა ღრმად გაგებაში, გრძნობათა ფსიხოლოგიურს ანალიზში და ამ სულის მოძრაობისა და გრძნობების, ადამიანის შინაგანი, ასე ვთსქვათ, ქვეყნის გამოხატვა ილ. ჭავჭქავაძეს ძნელად თუ ჰყავსო. ბადალი ჩვენს მწერლობაში და ამ აზრს ამტკიცებს აშკარად, სხვათა შორის, მისი ახალი პოემა „განდეგილი“, რომელშიაც, ჩვენის აზრით, მთლად გაშლილა პოეტის მდიდარი ნიჭი.

ეს ხომ ასეა. მაგრამ თვითონ ამ გვარის პოემის გამოჩენა ჩვენს ლიტერატურაში და ასე ვსთქვათ, წმიღა ფსიხოლოგიურის კითხვის შემუშავება პოეზიაში რის მომასწავებელ ნიშნად უნდა მივიღოთ... უნდა შევნიშნოთ, რომ ეს პოემა თითქოს ახალს ხანას იწყებს, ილ. ჭავჭავაძის პოეტურს მოღვაწეობაში. ამ პოემიდგან ჩანს, რომ ჩვენმა ერთმა უკეთესმა პოეტთაგანმა თითქო მიანება თავი ცხოვრებითის კითხვების გამოხატვას პოეზიაში, თითქო თვითონ ცხოვრებასაც შეაწყრა და მის ავსა და კარგს გვერდი აუქცია!.. მართალია, საწუთროზედ მდურვა, ცოდვის სადგურის დედამიწისაგან განდეგილება, დაღონებული კილო ნაღვლიანის კვნესა ახალი. მოელენა. არ არის ჩვენს ლიტერატურაში, არამედ დაჰყოლია მას. ჩვენის კლასიკურის პოეტის ნ. ბარათაშვილის „მერანი“ სხვა რა არის, თუ არ ჩამოსხმული „კვნესა გულსა“ და „განწირულის სულის კვეთება“, თუარ მთლად ამ ცხოვრებისადმი გულ-გაცივებულის, მაშვრალის, ოხვრა-გოდება?.. ახლა გაიხსენეთ მისივე «სული ობოლი", გაიხსენეთ მისი მდურვა ამა სოფლისადმი და ჩივილი, ცრუ და მხუთალის სოფლის მოძაგება, იმის გულში დასადგურება სევდისა და წყვდიადისა, მისი ობლობა, მწირობა, მიუსაფარბა? ამ გრძნობებს ვერ წაუვიდა ვერც მეორე პოეტი. გრ. ორბელიანი, რომელიც თავის გულს გრძნობდა უდროოდ მწარედ დამჭკნარს და თავის თავს უდროოდ დაბერე- ბულს, რომელსაც „ხვალე აღარ სწამდა, ვითარცა ღამეში მაცდური სხივია, და რომელიც მწუხარებით მზერდა მომავალს და სწყყელიდა «ფუჭედ წასულთა“.

ამ გვარი მიმართულება ჩვენის პოეტების მუზისა, ვამბობთ, ახალი ამბავი არ არის ჩვენს მწერლობაში, მაგრამ ჯერ ისე ტიპიურად, პრინციპიალურად არ გამოხატულა, როგორც გამოხატულია „განდეგილში“. ბატ. ჭავჭავაძისს პესსიმისტურს შეხედულებას საქათ ოზიდი, სამზღვარი არა აქვს თავ, III), ამ შეხედულებასთან ღმერთმა შეარცხვინოს თვითონ ბაირონის აზრიც, რომელსაც ბუნება იმდენად მშვენიერად და სრულად მიაჩნდა, რამდენადაც ადამიანი მდაბლად და ბოროტად.

ამ გვარს ფაქტს, ჩვენ ლიტერატურაში და ცხოვრებაშიაც კი აქვს, რასაკვირველია, თავის გამამართლებელი საბუთი, მაგრამ ამას მაინც ვერ დავარქმევთ ჩვენის მწერლობის ფეხის წინ წადგმას. პირიქით, ძალიამ სამწუხარო იქნება თუ ჩვენ ამ ნიჭიერმა პოეტებმა რეალურს ცხოვრებას, როგორც ერთს, რაიმე ჭირიანს თვალი აარიდვა და განსვენება ეძიეს „განდეგილისთანა“ პოემებში... ჩვენი ლიტერატურა თუ ამ გზას დაადგა, უკანა რიცხვით ლაპარაკს თავის დღეში ვერ ასცილდება!...

ბოსლეველი