The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გიყვარდეს!

გიყვარდეს!

- კაცო, გიყვარდეს! -
ცათ შთამომძახეს,
როს მათ დამბადეს.
ყველგან ეს სიტყვა
ლამპრად წინ მიმყვა
და ქვეყნად ჩემს სვლას
ჰსცემდა წმინდ ნათელს.
მისთვისც გეტყვი ძმას:
შენცა გიყვარდეს!...

1858-სა წელსა, 23-სა ივნისს,
სოფ. ტიარლევო.

  ხელნაწერი: M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 16 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 45 (C).

ნაბეჭდი:

თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 19 (А).

თარიღი:

1858 А; 23 ივნისს, 1858-სა წელსა, სოფ. ტიარლევო B; 1858-სა წელსა, 23-სა ივნისს, სოფ. ტიარლევო С.

54. 5 ლამპრად] ღმერთათ BC. 7 ჰსცემდა] სცემდა B. 8 მისთვისც] მისთვის B.

ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავთ C-ს დათარიღების სტილს.