The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


რედაქციისაგან

ჭავჭავაძე ილია

რედაქციისაგან

ბოდიშს ვიხდით მკითხველის წინაშე, რომ პირველმა ნომერმა ასე დაიგვიანა. ჩვენი ბრალი არ არის ეგა. უფ. ენფიანჯიანცმა, რომელსაც ჩვენ წერილით შევეკარით, რომ სტამბა უნდა მზათაჰქონოდა პირველს ნოემბრამდე, ვერ აგვისრულა პირობა. ნოემბრის მაგიერ, თორმეტს იანვარს მოუვიდა პეტერბურგიდამ ასო და მეორე დღესვე დავიწყეთ ბეჭვდა; ასე ავჩქარდით, რომ შიგა და შიგ კორეკტურის შეცდომებიც გამოგვევრივა, და «დამატებისათვისაც» ამ ნომერში თავი უნდა დაგვენებებინა. რაკი პირველმა ნომერმა ასე დაიგვიანა, ცხადია რომ ამის გამო, დანარჩენი ნომრებიც დაიგვიანებენ. ჩვენ, რასაკვირველია, ვეცდებით, დაკარგული დრო დავიბრუნოთ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მაინც ჟურნალი თავის დროზედ გამოდიოდეს.