The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ციცაბი კლდე
ციცაბი კლდე

ლერმონტოვი მიხეილ

ციცაბი კლდე

(მ. ლერმონტოვით)

ღამე ათია ნისლმა სუბუქმა
ახოვან ციცას კლდისა გულზედა;
დილაზე გაჰკრა მან მხიარულმა
მიმოთამაშით ცის ლაჟვარდზედა,

მაგრამ მის კვალი სველი ბეჭდადა
დარჩა მოხუცის კლდისა ნახეთქში.
იგი მარტო დგას: ჩაფიქრდა ღრმადა
და ნელა სტირის სავერანეში.

4 აგვისტო 1860 წ.

პავლოვსკი

  ციცაბი კლდე

ხელნაწერი: ავტოგრაფი U №108 (A); M №17501 (ორი დასრულებული ვარიანტი) (BC).

თარიღი: 4 აგვისტო (ABC).

სათაური: „კლდე“ (BC).

1 სუბუქმა] ლამაზმა C. 2 ახოვან... გულზედა] დიადის კლდისა მაგარ გულზედა BCD. 3 გაჰკრა... მხიარულმა] ადრე გაუდგა გზასა C. ადრე გაჰკრა სუბუქმა D. 4 მიმოთამაშით] მიმოთამაშე C. 5 მის... ბეჭდადა] კი დარჩა მოხუცისა კლდის C. კი სველი კვალი ბეჭდადა D. 6 დარჩა... ნახეთქში] ნახეთქში მისგან სველი ნავალი C. 7 იგი] კლდე D. 8 სივერანეში] სავერანებში B. ის უდაბნოში D.