1904 | ||
1904 22 მარტი | ||
მზარეულად აჰყავს გიორგი ქორჩაშვილი.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი №57, ფ. 4. პირთა ანოტაციები: ქორჩიშვილი გიორგი ილია ჭავჭავაძის მზარეული საგურამოში 1904 წლის 22 მარტიდან 1905 წლის 1 თებერვლამდე |
|
|
|
|
1904 15 ივლისი თბილისის ქალაქის გამგეობას წარუდგენს ერთსართულიანი სახლის პროექტს და სთხოვს მის დამტკიცებას.
|
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 192, აღწ. 8 ა, საქ. 7983; „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 265; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 238, 488-489. |
|
|
|
1904 27 ივლისი | ||
ხელს აწერს ალექსანდრე როინიშვილის მიერ ქშწ-კგ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი ფოტოატელიეს სამი წლით იჯარით გადაცემის დოკუმენტს, რომელსაც ნოტარიალურად ადასტურებს ილია წინამძღვრიშვილი.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, 1-25. დოკუმენტი: პირთა ანოტაციები: როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898) პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა მოძრავი გამოფენები. წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე
(1834-1920) აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია
ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ
წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა. |
|
1904 16-17 დეკემბერი |
||
არქიტექტორი წერს დასკვნას, რომ ილია ჭავჭავაძის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი შეესაბამება თბილისის ქალაქის საბჭოს დადგენილების მოთხოვნებს და გამგეობა გასცემს მისი მშენებლობის უფლებას.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 192, აღწ. 8 ა, საქ. 7983. |