The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მუშათა უძველესი ბიბლიოთეკა
მუშათა უძველესი ბიბლიოთეკა

მჭედლიშვილი ვანო

მუშათა უძველესი ბიბლიოთეკა

wyaro:  გაზეთi "წიგნის სამყარო". 1970 წლის 12 აგვისტოს. №15

თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშათა ბიბლიოთეკაში საღამოობით და შესვენებისას მუდამ ხალხმრავლობაა. ხშირად ეწყობა მკითხველთა კონფერენციები, ახალი წიგნების გარჩევა, დისპუტები, შეხვედრები მწერლებთან და წარმოების მოწინავე ადამიანებთან.

განსაკუთრებით აღსაღნიშნავია ლიტერატურული წრის საქმიანობა, რომელსაც პოეტი ვ. გორგანელი ხელმძღვანელობს, წრე უშვებს ხელნაწერ ალმანახს, ლიტერატურულ ფურცელს, მსჯელობს დამწყებ ავტორთა ნაწარმოებებზე, ახალ წიგნებზე, ხელოვნების საკითხებზე.

ბიბლიოთეკის მუშაკები ლ. აბაიშვილი, ე. ბერძენიშვილი, ლ. ლიპარტელიანი, ნ. ღიბრაძე აქტიურად ეხმარებიან კომკავშირლებს, რომლებიც ქარხნიდან ყამირ მიწებზე წავიდნენ სამუშაოდ. მათ 1300 წიგნი გაუგზავნეს. აქტივისტ დიასახლისებს ო. მერაბიშვილს, ზ. სედანოვას, მ. ბორნიკოვასა და სხვებს წიგნები მიაქვთ ავადმყოფებისა და პენსიუნერებისთვის, რომლებსაც ბიბლიოთეკაში მოსვლის საშუალება არ აქვთ. ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები არიან : სოცალისტური შრომის გმირი კ. ილურიძე, ხარატი ა. მარგველაშვილი, ზეინკალი ა. ნიკოლაიშვილი, დიასახლისი მ. ბალამწარაშვილი და სხვ.

მკითხველთა უკეთ მომსახურების მიზნით ქარხნის საამქროებში, საერთო საცხოვრებელში, სადგურ ლილოში და სხვაგან შექმნილია 19 მოძრავი ბიბლიოთეკა.
ეს ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში – 1902 წელს. მის გახსნას დაესწრო ილია ჭავჭავაძე და ფულადი შესაწირავი გაიღო წიგნების შესაძენად.

ახლა ბიბლიოთეკაში 50 000-მდე ტომია, რითაც 3000 მკითხველი სარგებლობს. შარშან მკითხველებმა 80 ათასამდე წიგნი წაიკითხეს.