The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჭეშმარიტება
ჭეშმარიტება

პუშკინი ალექსანდრე

ჭეშმარიტება

(პუშკინით)

ამას წინათა ბრძენნი ეძებდნენ
ჭეშმარიტების დავიწყებულ კვალს,
დიდხანს და დიდხანს იგინი ხსნიდნენ
მოხუცებულთა უწინდელთა აზრს,
და მას ამბობდნენ: ჭეშმარიტება
შიშველი ჭაში ჩვენ გვემალება.
ბეჯითად სვამდნენ რა ისინი წყალს,
ჰყვიროდნენ: აბა, აქ ვიპოვით მას.

და ვიღაცამ, კაცთ კეთილმყოფელმა,
ვგონებ რომ კიდეც ბრძენმა სილენმა,
მათ სისულელის დიდის მხილველმა,
წყლით და ყვირილით მობეზრებულმა,
ის უხილავი დაანება მათ...
პირველმან ღვინო ღრმად განიხილა,
და რა დასწურა სავსე ჯამი მთლად,
ჭეშმარიტება ძირში იხილა.

27 ივნისი,
1858 წ.

ტიარლევო

  ჭეშმარიტება

ხელნაწერი:
ავტოგრაფი M №17501 (C); U №108 (B).

ნაბეჭდი: თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ტფილისი, 1892, გვ. 21 (A). ივერია, 1899, № 109, გვ. 3 (D). ა. ს. პუშკინი. თხზულებანი, ტფილისი, 1899, გვ. 87 (Ε).

სათაურის ქვეშ: პუშკინით (AB).

ხელმოწერა: ილია ჭავჭავაძე (D).

თარიღი: 1858 წელს 27-სა ივნისს, ს. ტიარლევო (ABC); 1858 (A); (-D).

19. 4 კვალს] კვალთ. B. 5 ხსნიდნენ] სხნიდნენ D. 6 აზრს] აზრით D. 12 სილენმა] სილენმან B. ვგონებ] თითქმის E, ბრძენმა] თვით ბერ E. 13 მხილველმა] მხილველმან B. 14 მობეზრებულმა] მოქანცებულმან B, 17 მთლად] მთლათ B.