The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


თავის გამართლება ასეთი უნდა! (პასუხათ თ-დ ილია ჭავჭავაძეს

მახარაძე ფილიპე

თავის გამართლება ასეთი უნდა! (პასუხათ თ-დ ილია ჭავჭავაძეს

წავიკითხე თ-დ ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი, რომელიც გაზ. „ივერიის“ რედაქციას ცალკე გამოცემათ დაუსტამბავს თავის სასახელოთ, და სწორედ მოგახსენოთ გაოცებული დავრჩი. ჩემ გამოზდაში ბევრი რამ წამიკითხავს, ბევრი სისაძაგლე მინახავს ჩემი თვალით, ბევრი კიდევ სხვებისგან გამიგონია, მაგრამ ჩემ დღეში ამისთანა არც ჩემი თვალით მინახავს და არც სხვებისგან გამიგონია. წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც მთელი თავისი ძალ-ღონით, მთელი თავისი არსებით მოწადინებულია მეორე პირი ლაფში ამოსვაროს, სახელი გაუტეხოს, დაამციროს, მიწასთან გაასწოროს, რომ თავისი თავი ყოვლად პატიოსან, უმანკო არსებათ დასახოს, და ნამდვილათ კი მხოლოთ თავისივე თავს ამცირებდეს, მიწასთან ასწორებდეს, თავისივე თავს სამარეს უთხრიდეს. აი ასეთ საქმეს ჩადის საქართველოს სასიქადულო მწერალ-პოეტი თ-დი ილია ჭავჭავაძე! მტერი იმას ვერ უზამდა, რაც მან თავის თავს უქნა. მისი უშველებელი წერილი, თან ვის გასამართლებლათ დაწერილი, „ივერიის“ გულუხვი გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობის წყალობით აღბეჭდილი, თავის გამართლება კი არაა, არამედ უსასტიკესი საბრალმდებელო ოქმია თავისივე ხელით შედგენილი და ხელმოწერილი. ეს არის თავისივე ხელით თავის მოკვლა. თ-დ ი ჭავჭავაძის წერილში არც ერთი წინადადება, არც ერთი სიტყვა არაა, რომელიც მას არათუ ბრალდებიდან ათავისუფლებს, არამედ ამ ბრალდებას რამოდენიმეთ მაინც უმსუბუქებდეს! ეს მეტათ გასაოცარია, მეტათ დაუჯერებელი ამბავია! ქათამმა ჩხრიკა, ჩხრიკა და თავის დასაკლავი დანა გამოჩხრიკაო, — სწორეთ ამაზე ითქმის. როგორ მოხდა ეს, რა თქვა თ-დმა ჭავჭავაძემ თავის საპასუხო წერილში? – უნებლიეთ შეგვეკითხება ის, ვისაც ხსენებული წერილი არ აქვს წაკითხული.

საქმე ის არის, რომ თ-დ ჭავჭავაძემ არა თუ ვერ დაარღვია ის, რასაც მას „მოგზაურის“ კორესპონდენტი აბრალებდა, არამედ თავის წერილის მეოხობით, ეს ბრალდება მან კიდევ უფრო გააძლიერა, მის დასამტკიცებლათ უფრო მეტი ფაქტები გამოაჟღავნა, ე. ი. იმაზე მეტი, რაც ჩვენ კორესპონდენტს ჰქონდა დასახელებული; თ-დ ჭავჭავაძემ უფრო დაწვრილებით გვამცნო, თუ რა ნაირი განწყობილება არსებობს მასა და გლეხებს შორის, თუ მას როგორი წესი შეუმუშავებია, და ცხოვრებაში განუხორციელებია; ერთი სიტყვით, ყოველივე ის, რაც მან თავის გასამართლებლათ მოიყვანა, „მოგზაურში“ დაბეჭდილი კორესპონდენციის დამატება და განმარტებაა. ცნობილია, რომ ნაწერით რამდენიმეთ იცნობება თვით დამწერი; თუ ყოველთვის ეს ვერ მართლდება, ეს იმიტომ, რომ, წლევანდელ საზოგადოებაში ავტორი უფრო ხშირათ ნებსით თუ უნებლიეთ მალავს თავის ნამდვილ აზრს და შეხედულებას, თავის ნამდვილ სურვილს და გულის წადილს. თ-დ ილია ჭავჭავაძეს ჩვენ აქამდისაც ვიცნობდით, თუ რა „კაცური კაცი“ ბრძანდება ის, რას ემსახურება, რა შეადგენს მის სულისკვეთების საგანს, მაგრამ არც ერთ თავის ნაწარმოებში მას არ დაუნახვებია საზოგადოებისთვის თავისი შინაგანი „მე“ ისე, როგორც „ივერიის“ № 68-ში დაბეჭდილ წერილში. აქ ჩვენ იმ ჭავჭავაძესთან გვაქვს საქმე, რომელიც სინამდვილეში არსებობს: აქ იგი გველაპარაკება ჩვენ, როგორც კერძო საკუთრების იდეოლოგი, როგორც მემამულე, რომელიც ყოველი ფეხის გადადგმაზე მზათ არის იარაღით ხელში დაიცვას თავის ინტერესები, მართალია თ-დი ილია ჭავჭავაძე აქაც შიგა და შიგ ძველ ოინებს ხმარობს, წამდაუწუმ ზნეობაზე, კაცურ კაცობაზე, სამარლიანობაზე და სხვა ამგვარობაზე გაიძახის, მაგრამ ყველაფერი ეს აქ მეტათ უადგილო და უხერხულია. ილია ჭავწავაძე როგორც საქართველოს სასიქადულო მწერალი, ავტორი «გლახის ნაამბობის», «კაცია ადამიანის», «გლახა ჭრიაშვილს, „კაკო ყაჩაღის“ და სხვათა, სრულებით დაუჩრდილავს თილია ჭავჭავაძესვე, როგორც მემამულეს. ამიერიდან ქართველ მკითხველს საქმე ექნება არა „ზევით დასახელებულ ნაწარმოებთა ავტორთან, არამედ ქართველ მემამულესთან, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე მხოლოთ იმისათვის მოუნდომებია, რომ გლეხები ეყვლიფა და ეტყავებია. ჩვენ არა გვგონია, საქართველოს მიწაზე მოიპოვებოდეს მეორე ისეთი სასტიკი მემამულე, რომელსაც ასე ულმობელათ მიყავდეს ცხოვრებაში გლეხების გაყვლეფის სისტემა. “

თ-დი ჭავჭავაძე დიდი რიხით აცხადებს, რომ იგი კერძო საკუთრების მოტრფიალეა. ამიტომ რა გასაკვირალია, რომ ის დიადი მოძრაობა, რომელიც დღეს ჩვენ თვალწინ ხდება, რომლის მოწამენი დღეს ჩვენ ვართ და რომელიც მიმართულია დღევანდელ უსამართლობის წინააღმდეგ, დღევანდელი ძირითადი სოციალური უკუღმართობის მოსასპობათ, მას მეტათ აღონებს და ძლიერ აწუხებს. ჩვენი თავადი დიდი გულისა წყრომით ამობს: „კაცმა დიდი მწუხარებით უნდა შეხედოს იმისთანა ამბავს, როცა კაცს სხვა საბუთი არ მიუძღვის იმის გარდა, რომ მე ცოტა მაქვს და შენ ბევრი და ამატომ შენ უნდა წაგერთვას და მე მომერთვასო“. — კერძო საკუთრება სამართლიანათ თუ უსამართლოთ- განაგრძობს ჩვენი ბრძენი მწერალი — ჩვენდა საბედნიეროთ (მემამულეების, უეჭველია). თუ საუბედუროთ (აქ ალბათ გლეხები უნდა ყავდეს მხედველობაში ჩვენ მგოსანს!) ჯერ კიდევ დიდხანს იქნება დიდ პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს იაფათ არ დაუვდებაო“ *

როგორც ხედავთ, სახელოვანი მგოსანი დიდი მომხრეა კერძო საკუთრების, მაგრამ თავის აზრის დასამტკიცებლათ ვერავითარი საბუთი ვერ გამოუნახავს. ნუ თუ კერძო საკუთრების გამართლება იმით შეიძლება, რომ იგი „ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდ პატივში?“ შესაძლებელია დავეკითხოთ თ-დ ჭავჭავაძეს: ვისი მხრით იქნება დიდ პატივში კერძო საკუთრება? თუ თქვენისთანა მსხვილი მემამულეების და ბურჟუა კაპიტალისტების მხრით, რომლების ხელში თანდა-თან გროვდება წარმოების საშუალებანი და იარაღნი, ეგ კიდევ ვერაფერი საბუთია ჯერ_ ძო საკუთრების გასამართლებლათ. ან რაში მოუნდა ახლა თ-დ ჭავჭავაძეს კერძო საკუთრების დაცვა და გამოსარჩლება? — განა ჩვენთვის საეჭვო იყო, რომ იგი, როგორც მსხვილი მესაკუთრე და მემამულე, კერძო საკუთრების თავგამოდებული მომხრე იქნებოდა? «მოგზაურის» კორესპონდენტი მას სრულებით არ შეხებია, როგორც კერძო საკუთრების იდეოლოგს. მან გამოაქვეყნა მხოლოთ რამდენიმე გულის ამღვრევი და აღმაშფოთებელი ამბები, რომლებიც ახასიეთებენ თ-დ ილიას, არა როგორც კერძო მესაკუთრეს, არამედ როგორც ადამიანს. ჩვენ სავსებით გვესმის მისი გაბრაზება დღევანდელ მოძრაობის გამო. მართლაც და, კაცი მთელ თავის სიცოცხლეში იმას გამო. მართლაც და, კაცი მთელ თავის სიცოცხლეში იმას ცდილობდა, რომ თავისი ბატონობა განემტკიცებია, რომ რაც შეიძლება მეტი წილი გლახის ნაოფლარისა“ ჩაეგდო. ხელში, რისთვისაც იგი გლეხკაცობას ყოველგვარ შევიწროებას აყენებდა, რისთვისაც იგი ადაფერს არ ზოგავდა, ოღონდ კი თავის მიზანი განეხორციელებია და ახლა ხედავს, რომ ყოველივე ეს იფუშება, ყოველივე მისი მეცადინეობა იკარ| გება. განა ასეთი ადამიანი შესაბრალისი არ არის. „რა სიმართლე, რა საბუთი აქვს გლეხ-კაცს, რომელიც არც ხიზანია თქვენი, არც ნათესავი, რომ თქვენ მამულზე ხელი გაიწოდოს, მაშინ როდესაც კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვა-კუთხედათ უდევს არამც მთელ საზოგადოებურ წყობას რუსეთისას, არამედ მთელ ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწაზეო“. დავამშვიდებთ თ-დ ი. ჭავჭავაძეს, რომ გლეხები ჯერ არ იწვდიან ხელს სხვის მამულზე, ისინი ჯერ ჯერობის თხოულობენ მხოლოთ იმ უსამართლობის გასსწორებას, რომელიც მებატონეებმა ჩაიდინეს ეგრეთ წოდებულ გლეხების გათავისუფლების დროს. მაგრამ განა გლეხებს უფრო მეტი სიმართლით არ შეუძლიათ მიმართონ თქვენისთანა მემამულეებს ასეთი სიტყვებით: რა სიმართლე, რა საბუთი გაქვთ, რომ თქვენ ჩაგიგდიათ ხელში ამოდენა სიმდიდრე, ამოდენა მიწა-ადგილი, როცა ჩვენ ფეხის დასადგამი მიწა არ მოგვეპოვება. ვეკითხებით თ-დ ილიას: რომელი მხარე იქნება მაშინ უფრო მართალი? რომელ მხარეს ექნება უფრო მეტი საბუთი? ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისგან ამ კითხვაზე, როგორც სხვებზე, გადაჭრილს, სწორ და ნათელს პასუხს ვერ მივიღებთ: იგი ან სამართლიანობის, დანდობას ამოეფარება, ან კაცთა ადამიანურ ცხოვრებას და ამით გაათავებს საქმეს. ამიტომ უმჯობესია დავანებოთ მას თავი, როგორც კერძო საკუთრების ვაგლახ იდეოლოგს და გადავიდეთ პრაკტიკულ სფეროში, სადაც იგი ახორციელებს კერძო საკუთრების პრინციპს და სადაც იგი მართლა რომ თავის ადგილზეა. ამ სარბიელზე მას იშვიათათ ეყოლება ბადალი. მას წარბ შეუხრელათ გაყავს ცხოვრებაში მთელი თავისი სისასტიკით კერძო საკუთრების პრინციპი. მან არ იცის რას ქვია გაჭირებული კაცის შებრალება. თუ კერძო საკუთრების პრინციპის დაცვაზე მიდგა საქმე, იგი მზადაა მას სანაცვალოს ყოველივე, დაკარგოს სინიდისი, პატიოსნება, და პრინციპს კი არ უღალატებს. თუ გნებავთ ეს ერთნაირი რაინდობაა, მაგრამ რაინდობა დაბალ-ხარისხის, რომელსაც მიზნათ თავის პირადი სარგებლობა აქვს და სხვისი დაჩაგვრა. რაში იხატება თ-დ ილია ჭავჭავაძის ასეთი მოღვაწეობა? ამის დასახასიეთებლათ ჩვენ გავჩერდებით მხოლოთ ორ მაგალითზე. ჩვენი აზრით, ეს ორი მაგალითიც საკმარია ილია ჭავჭავაძის პრაქტიკულ მოღვაწეობის დასახასიეთებლათ, თუ როგორ ექცევა ან რა დამოკიდებულება აქვს მას გლეხებთან. ეს ორი გარემოება — ჩვენ კორესპონდენტსაც ჰქონდა: აღნიშნული, მაგრამ უნდა შევნიშნოთ, არა ისეთი სისრულით, არა ისეთი სისწორით, როგორც ეს თითონ ილია ჭავჭავაძემ გაგვაგებია თავის საპასუხო წერილში. ეს ორი მაგალითი ასეთია: ერთი შეეხება იჯარით გაცემულ მიწებიდან ღალის აღებას და მეორე საძოვარ ადგილებზე დაწესებული გადასახადს. დავიწყოთ პირველიდან:

აი რას გადმოგვცემს თვით ავტორი:

,,იმ ხუთ სოფელში, რომელნიც საგურამოს შეადგენენ, სულ სახელმწიფო გლეხნი დგანან და იქა ხვნენ და თესენ, საცა მამულის პატრონს მოურიგდებიან. ამ სოფლებში დიდი <b>ხნიდან დაწესებულია, რომ ვინც ვის მამულს მოხნავს, მამულის, პატრონს მეოთხედი უნდა აძლიოს და თავის მემამულეს კალოზე მიუტანოს.

,,ამ მეოთხედის დათვლა-მატანა, ათეულების ადგილობრივი შეფარდება და სხვა ამისთანა მრავალი მიზეზიანი საქმეა და ხშირათ ამ <b>სარბიელზე ჩხუბი და დავიდარაბა მოსდით მოურავს და გლეხს ერთმანეთში</b>. ნუ დაივიწყებთ იმ გარემოებას, რომ ერთსა და იმავე მიწაში, ნამეტნავათ თუ ცოტაოდენათ მოზრდილია, შესაძლოა თავიდან ბოლომდე ერთნაირი ძნა არ იყოს, ხშირათ თავ| ში კარგი, პურიანი ინ ძნაა და სხვილი, შუა წელში ან ბოლოში, ნაკლებია, გამცდარია, პურ-ნაკლებია და ამის გამო კათეულები ხშირათ ერთსა და იმავე ფარდისანი არ არიან...

,,საკმაოა მარტო ეს გარემოება დავიყენოთ თვალ წინ და მასთან ერთათ ისიც, რომ ძნებს ცალცალკე დადგმულ ათეულებათა იუო- ფენ ერთმანეთთან შეფარდებით, რომ მივხვდეთრამდენი ხიფათი მოსდევს ამ მეოთხედობას, თუ მოურავი ან გლეხკაცი ერთმანეთს გადაეკიდებიან და ერთმანეთის ჯავრის მიერას მოიწადინებენ.

ყველა ამაების თავიდან ასაცილებლათ თ-დ ი. ჭავჭავაძეს დაუწესებია:

,,მოურავმა იქავ, საცა მეოთხედს მიითვლის, ბარათი აძლიოს, ვისგან რა ერგო და თითონაც დავთარში ჩაიწეროს, იქავ თავის თვალწინ ურემზე დაადებინოს, რომ ძნები არ შეცვალონ, და ისე გამოისტუმროს. გლეხ-კაცი რომ კალოზე მეოთხედს მოიტანს ძნის მიმღებს ხსენებული ბარათი უნდა ჩააბაროს და ამ ბარათით უნდა მიუთვალოს“...

აი ასეთია თ-დ ილია ჭავჭავაძის მიერ შემოღებული წესი, რომელიც თითონ მან გაგვაცნო. თუ მას დავუჯერეთ, ,,დიდ ნაწილს გლეხ-კაცობას ეს ნებაყოფლობითი (?!) წესი მოუწონებია თ-დ ილიასთვის, და მიუღია“. ასე გვეუბნება ჩვენი ავტორი, მაგრამ შემდეგ იგი ამის საწინააღმდეგო ფაქ• ტებს გადმოგვცემს. „ბევრი ვეცადეო, გვეუბნება იგი, ეს უბრალო და უმანკო (?!) წესი არავისთვის დამერღვევინებია, მაგრამ ვერა რას გავხდი. წელიწადი ისე არ გაივლიდა, რომ შიგა და შიგ ხან ერთს გლეხს არ შეეშალა, ხან მეორეს. აქ ყურის მოყრუება წესის სრულიათ დაფუშვას მოასწავებდაო“, და ამიტომ თ-დ ილიას სასტიკათ მოუვლია საქმისთვის ხელი. "ჩვენ ის გვაკვირვებს მხოლოთ, ამ დრაკონისებურ წესს თ-დმა ილია ჭავჭავაძემ ნებაყოფლობითი და უმანკო როგორ უწოდა! თუ ეს ნებაყოფლობითი და უმანკო იყო, თუ გლეხ-კაცობის უმეტესმა ნაწილმა იგი მოუწონა ჩვენ თავადს, რიღასთვის ამბობს იგი, რომ ბევრი ვეცადე ეს წესი არავისთვის დამერღვევინებინა, მაგრამ ვერარას გავხდიო!“ და მართლაც, განა შესაძლებელია თუ არ ძალდატანებით და თუ ამ სასტიკი ზომებით იმ წესის შესრულება, რომელიც თ-დ ჭავჭავაძეს შემოუღია? აშკარაა, რომ ამ წესით გლენ-კაცს მოხვნა, დაფარცხვა და მომკა ბევრათ უფრო იაფათ დაუჯდება და ბევრათ უფრო ადვილათ შეასრულებს, ვინემ მთელი იმ პროცედურის შესრულება, რომელიც ილია ჭავჭავაძეს შემოუღია. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმეთ წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: გლეხმა მოსავალი მოიყვანა და მომკა, მას მხოლოთ მეოთხედის ჩაბარება დარჩენია მემამულესათვის. აი აქედან იწყება მისი ტანჯვა. ჯერ ის უნდა ელოდოს მოურავს; ამას მარტო ერთ და ორ გლეხთან ხომ არ უჭირავს საქმე, არამედ ოცს, ორმოცს და შეიძლება კიდევ მეტთან. ახლა იგი რო „დის მოისურვებს ჩვენ გლეხთან მოსვლას; მერე ძნების შეფარდებით გაყოფას, ბარათის ჩაბარებას, ურემზე დადებას და მემამულეს კალოზე გასტუმრებას. მეორე პროცედურა გლეხს აქ მოელის, ჯერ ბარათის ჩაბარება ძნის მიმღებისათვის, შემდეგ ურმის დაცლა. ეს არის მთელი სისტემა, რომელშიაც უბრალო რამის გამოშვება ან დავიწყება ერთ დავიდარაბას და ალიაქოთს იწვევს, რაც დაუსჯელათ არავის არ ეპატიება. აქ ჩვენი მგოსანი მეტის მეტ ულმობელობას და შეუ— ბრალებლობას იჩენს. ბოლოს და ბოლოს უმეტეს შემთხვე- ვაში აქ საქმე იმით თავდება, რომ გლეხს მეოთხედის სახით მთელი მოსავალი ხელიდან ეცლება: ან იქვე კალოზე უფუქდება და უოხრდება ან კიდევ რაც მეოთხედს გადარჩება მოურავების ჯიბეში მიდის. აი ამას უწოდებს კაცთ მოყვარე - მგოსანი უმანკო და უბრალო წესს, რომელიც გლეხებმა — მომიწონესო! ნუთუ ჩვენი მგოსანი ისე გულუბრყვილო ბრძანდება, რომ მეტი არ ესმის? მაგრამ მისი გულუბრყვი• ლობა ძნელი დასაჯერებელია. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. იგი თავის წერილში, სხვათა შორის მჭბობს, რომ მხოლოთ ორი შემთხვევა იყო, როცა გლეხებს ეს დუმანკო წესი დაურღვევიათ. როგორ მოხდა ეს? თ-დი ჭავჭავაძე გვეუბნება, რომ ისე წელიწადი არ გაივლიდა, რომ ხან ერთს და ხან მეორეს ეს წესი არ დაერღვიათ, და იქვე ამბობს, - რომ ასეთი შემთხვევა მხოლოთ ორი იყოო. დავუჯეროთ თ- დ ილია ჭავჭავაძეს ეს დაუჯერებელი ამბავი. ვთქვათ, რომ მხოლოთ ორი შემთხვევა იყო, როცა მან ურ— მით მატანილი ძნა უკან გააბრუნა. ერთი ასეთი შემთხვევა - შარშან თუ შარშან წინ მომხდარა, რასაც თ-დი ჭავჭავაძე შესაბრალებელი კილოთი მოგვითხრობს და თანაც კითხულობს: მაშ რა მექნა? როგორ უნდა მოქცეულიყავ? ამოდენა ხნის ნაღვაწი, წვითა და დაგვით აშენებული შენობა ინგრეოდა, თუ დადებულ ურემს უკან არ გავატანდი და მეც უკანასკნელ ზომას მივმართე. ასე გეგონებათ, თ-დ ჭავჭავაძის მხოლოდ ის აწუხებდა, რომ-წესი არ დარღვეულიყო, კანონი შესრულებულ| იყო. რა უყოთ რომ ამის გამო, ვიღაც გლეხი Gხვერპლი შეიქნებოდა. Fiat just tia, pereat inindus! ოღონდ წესი შესრულდეს, და თუ გინდ მთელი ქვეყნიერება დაინგრეს! და აი ამას შემდეგ თ-დი ილია ჭავჭავაძე გამოდის და დაურცხვენელათ ადამიანის ხელშეუხებლობაზე, პიროვნების პატივის ცემაზე და სამართლიანობაზე ლაპარაკობს. ის, ვინც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ადამიანის პიროვნებას (შეიძლება თ-დ ჭავჭავაძეს გლეხი ადამიანათ არ მიაჩნია)! ფეხ ქვეშ თელავს და ჯიჯგნის, იმის პირიდან ასეთი სიტყვების წარმოთქმა ყველა პატიოსან ადამიანში მხოლოთ ზიზღს იწვევს. ჩვენ ეხლა კარგათ გვესმის, თუ ასე ძალზე რისთვის იჭაჭებოდა თ-დი ჭავჭავაძე, როცა საქართველოს ავტონომიის შესახებ სჯა-ბაასი ჰქონდა ქართველ თავად-აზნაურობას. ჩვენ ახლა კარგათ ვიცით, თუ რას ნიშნავდა იმის სიტყვები, რომ ყველა კანონებს აქ, ადგილობრივ. უნდა ვწერდეთო. კაი თქვენ დაგემართებათ, კარგ კანონებს დაუთესდით თქვენ მუშა ხალხს!

* * *

წინა წერილში ჩვენ გავეცანით იმას, თუ რა „უმანკო“ წესი დაუდგენია თ-დ ჭავჭავაძეს გლეხებისაგან ღალის აღების საქმეში. მაგრამ ამ წესის დახასიათება სრული არ იქნებოდა, თუ რომ თ-დ ჭავჭავაძეს იქვე არ შეეტყობინებია ჩვენთვის საბალახეს საქმეც, რაშიაც ჩვენ თავადს არა ნაკლებ „უმანკო“ წესი დაუდგენია. აი რას გვეუბნება იგი ამის შესახებ:

„საგურამოში, რომლის წრეში ხუთი სოფელია, გლეხ-კაცები სხვა-და-სხვა მემამულის ტყესა და მინდორს ხვდებიან საქონლის საძოებლათ, სხვათა შორის ჩემსა და ჩემის მეუღლის თავისუფალ მამულებსაც. დიდის ხნოს დაწესებულია, რომ ვინც სხვის შამულს მოხვდება (რა ძალიან ადვილია, ვინიიდგან გლეხ-კაცს გასაქანი იშუიათათ აქვს!) საბალახეთ, მამულის პატრონს უნდა აძლიოს თვეში ერთი შაური თითო სულს საქონელზე ე. ი. წელიწადში სამი აბwზი, სოფ. წიწამურას გარდა, საცა თითო სულზე თითო მანეთის იხდიან წელიწადში, რადგანაც საძოვრათ უფრო — კარგი მამულია და ქალაქზე უფრო ახლოა, მაშინ როდესაც მთიულები და სხვა შორიდან მორეკილ საქონლის პატრონები, სულ ცოტა რომ ვთქვა ქქეს–შვიდ აბაზს და ზოგჯერ ორ მანეთსაც იძლევიან. თითო სულზე საბალახეს, ისიც შემოდგომის და ზამთრის ხუთ-ექვს თვეში და არა შთელი წლის განმავლობაში“.

როგორც ხედავთ, საბალახეს საქმეც ჩვენ შწერალ თ-დს შვენივრათ ჰქონდა მოწყობილი! მართალია თ-დი ქავჭავაძე აქ დაწვრილებით არ შედის საქმის განხილვაში; იგი არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ რა გზით, გლეხების ნებაყოფლობით თუ მათზე ძალდატანებით გაიყვანა მან ეს წესი ცხოვრება ში. თ-დი ჭავჭავაძე ხმასაც არ იღებს იმაზე, გაუწიეს ამ ნიადაგზე მას გლეხებმა წინააღმდეგობა, და თუ გაუწიეს, რა ღონე იხმარა, რა სასჯელის მიმართა, რომ თავხედი გლეხი მიწასთან გაესწორებია და მთელი თავისი ულმობელობა გამოეჩინა. უამისოთ ხომ მთელი მის მიერ დადგენილი წესი სულ ერთიანათ დაინგრეოდა! მაგრამ თ-დ ჭავჭავაძეს ერთი ჩვენი სამხილებელი საბუთი აქვს ხელოში, და ამაზე კი დიდი რიხო-გარძახის: მე თვეში ათ შაურს კი არ ვახდევინებ გლეხებს თითო სულ საქონელზე, არამედ მე თთვეში მეტრი სიმე. შაური მაქვს დადგენილი თითო სულ საქონელი-კო, კ, გი) წელიწადში სამი აბაზი, გარდა სოფ. წიწამურისა, სადაც თითო სულზე თითო მანეთს იხდიან წელიწადშიო. ხომ ხედავთ, რა გულმოწყალე და სითნოებიანი ყოფილა თავიდი ილია! ადვილი სათქმელია წელიწადში თითო სულ საქონელზე სამი აბაზის და ერთი მანეთის გადახდა, მარტო იმისთვის, რომ გლეხ-კაცის საქონელი სხვადასხვა მემამულის ტყეს და მიწას ხვდება! მაგრამ საქმე მარტო ამით როდი თავდება. როგორც მოგახსენეთ, თ-დი ჭავჭავაძე დაწვრილებით როდი შეეხო ამ საკითხს, მაშინ როცა ეს საკითხი მეტად რთულია და განსაკუთრებით გამეორებას თხოულობს. როგორც ცნობილია, გლე" ხების განთავისუფლების დროს უდიდესი უსამართლობა ამ საქმეში ჩაიდინეს მთავრობამ და სათავად-აზნაურო კომიტეტი მა. გლეხებს სრულებით ჩამოაცალეს როგორც საძოვარი ადგილები, ისე საჩეხი ტყე, რომლებითაც ისინი ბატონ-ყმობის დროს სარგებლობდენ. ყოველივე ეს მებატონეებს მიისაკუთრეს: ფლობდეთ და სარგებლობდეთო! ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მებატონეებს გადასახადი უნდა დაედვით, თუ ვინიყობაა გლეხის საქონელი მათ მიწაზე მოსძოვდა. უამისობა კი ყოვლად შეუძლებელი იყო, ვინაიდგან გლეხებს საძოვარი მიწები ჩამოართვეს. ეს გარემოება ერთი იმ რინთაგანი იყო, რომლის საშუალებით გლეხები ისევ ძველ მებატონეებს ჩაუ | გდეს ხელში გასაყვლეფათ. თუმც საგლეხო წესდება აქ ერთნაირ საზღვარს უდებდა მემამულეს, მაგ., მემამულეს უფლება ეძლეოდა საბალახე დაეწესებია მხოლოთ ისეთ ადგილებზე, რომლებიც განსაკუთრებით საბალახე ადგილებით არიან ცნობილი, და არა უმეტეს 25 კაპ. თითო სულ საქონელზე და ისიც თუ გლეხს შვიდ სულზე მეტი საქონელი ეყოლებოდა, მაგრამ ცხოვრებაში მხოლოთ მემამულეს სრული თვითნებობა გამეფდა; აქ ყოველივე მემამულეს სურვილზე და ნებაზე დარჩა დამოკიდებული, მემამულე როგორც სურდა ისე ექცეოდა გლეხს. ყოველივე დამოკიდებული იყო მის პირად სურვილზე და მის მოთხოვნილებაზე, რაც, რასაკვირველია, ყოველთვის საკმარისით ფართო იყო. აქ საძოვარსა და საყანე, ე. ი. სახნავ მიწებს შორის განსხვავება აღარ არსებობდა: თუ კი გლეხის საქონელი „მემამულის მიწის მოხედებოდა“ (ასე გვეუბნება თ-დი ჭავჭავაძე), სულ ერთია, მემამულეს მიერ დადგენილი გადასახადი უნდა ეხადა. თუ ვინმეა ჩვენ ში ისეთი, რომელსაც სავსებით განეხორციელებიოს ცხოვრებაში ეს თვითნებობა, ერთი ამათგანი უეჭველათ თ-დი ილია ჭავჭავა“ ძე უნდა იყოს. მისი თვითნებობა ჯერ იმაში გამოიხატება, რომ იგი ხუთი შაურის ადგილას სამ აბაზს და ერთ მანეთს ახდევინებს. შემდეგ, როგორც ჩვენი კორესპონდენტი გადმოგვცემს (იხ. „მოგზ.“ № 18), თ-დი ჭავჭავაძე საბალახეს ისეთ მიწაში ახდევინებს, რომელიც განსაკუთრებით საბალახოთ კი არ ითვლება, არამედ სახნავ მიწათ, ე. ი. „იმ მიწაში, რომლიდანაც მემამულეს მეოთხედი თავისი ზურგით შინ მიირთვეს“, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. „უფრო მეტი სავალალო ის არის, ამბობს თ-დ ჭავჭავაძის-მიერ ათვალწუნებული კორესპონდენტი, რომ საგურამოელი მებატონეების მიწები ერთმანეთშია არეული დომხალივით და რამდენიმე დღიური რომ - აქ ილია ჭავჭავაძის არის, რამდენიმე დღიური იმის გვერდზე გივი სტაროსელსკის ეკუთვნის, მერე ზალიკო გურაში შვილის, ტატო ცოცი შვილისა და ტუტუზა სტაროსელსკისა... ასე რომ ხსენებული საბალახე, ერთსა და იმავე დროს ყველა აქ მოხსენებულ მებატონეებს უნდა სათითაოთ აძლიოს. აქედან თქვენ ადვილით წარმოიდგენთ, თუ რა უჯდება გლეხს მარტო საბალახეს გადახდა ერთ სულ საქონელზე წლის განმავლობა ში, და ისიც არა მთელ წელს, არამედ რამდენიმე თვის განმავლობაში, რადგანაც საგურამოში ზამთარი საკმარისად სუსხიანი და ხანგრძლივია, და ამიტომ საქონელი უმეტეს ნაწილათ გომურ-ში ჰყავთ შემწყვდეული ხმელ საჭმელზე. ეს არის ნამდვილი ცარცვა-გლეჯის სისტემა, რომლის მსხვერპლი გლეხია და სხვა არავინ. თ-დ ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, შეუძლია თავი იმით იმართლოს, რომ ეს ჩემი და ჩემი მეუღლის თავისუფალი მამულია, და ვის რა უფლება აქვს ამაზე ხმა ამოიღოსო. ჩემ საკუთარ მამულს მე როგორც მსურს ისე მოვიხმარებ, ამის და მის უფლება არავის არ უნდა ჰქონდესო. ვთქვათ, რომ თ-დი ჭავჭავაძე ცამდე მართალია, მაგრამ ერთი ამაზე გვიპასუხოს: საგურამოელ გლეხებს რომ მეტი მიწა-ადგილი ჰქონდეთ, რაც დღეს აქვს, ე. ი. ისინი რომ ნაკლებათ საჭიროებდენ მის „თავისუფალ“ მამულში, იგი ასეთ პირობებში ხომ ვეღარ მისცემდა გლეხებს მიწებს? ე. ი. სხვა . სიტყვებით რომ ვთქვათ, სარგებლობს თუ არა იგი დღეს საგურამოელ გლეხების გაჭირვებული მდგომარეობით და უმატებს - თუ არა ღალას იმის კვალობაზე, თუ რამდენად მწვავდება გლეხების გაჭირვება? ჩვენ დავინახავთ, რომ თ-დ ილია ჭავჭავაძის მიერ დადგენილი წესი გლეხების ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაზეა დაყრნდობილი, რომ ამ წესს სამართლიანობა და კაცთ-მოყვარეობა არ უდევს საფუძვლიათ, ეს თავისთავათ აშკარაა, მაშ ჩვენ რადას გვიკიჟინებს თავადი ჭავჭავაძე «მოგზაურის” კორესპონდენტმაც ხომ მხოლოთ ეს ფაქტი აღნიშნა!

თუ ეს ასეა, მაშ რაღა საბუთი ჰქონდა თ-დ ილია ჭავჭავაძეს ასეთი უშვერი ლანძღვა-გინებით დაჯილდოებია ჯერ კორესპონდენტი და მერე ის ორგანო, რომელმაც პირველიმა გამოაქვეყნა ჩვენი მწერალ-მემამულეს „საქმენი საგმირონი“? ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით, რომ საქართველოს სასიქადულო მწერალს, ან საგურამოს ცნობილ გმირს, ლანძღვა-გინება ში, სხვისი პიროვნების გაბიაბრუება ში ბადალი არ ჰყავდა, მაგრამ რაც მას ამ მხრით წინეთ ჩაუდენია, ის მონაგონიც არ არის იმასთან, რასაც იგი ახლა ჩადის. წარმოიდგინეთ: თდი ქავჭავაძე, როგორც კორესპონდენციის ავტორს, ისე «მოგზაურის» რედაქციას ბეზღობას წამობს, ჯაშუშობას გვაბრალებს, არც მეტი არც ნაკლები, მაგრამ რაში იხმარება ეს ჯაშუშობა? ორში ერთი ან კორესპონდენციაში მოთხრობილი ამბები ტყუილია, განზრახ გამოგონილი, ან მართალი, მაგრამ იმათი გამოქვეყნება საჭირო არ იყო, რადგანაც ეს თ-დ ჭავჭავაძეს, საქართველოს დიდებულ მწერალს, ეხებოდა, რომ ყველა ის ამბები, და კიდევ მრავალი სხვა, მართალია, და არა განზრახ გამოგონილი, ეს დღეს, ვგონებ არავისთვის საეჭვო აღარ არის. მაშ დაგვრჩა გადასაწყვეტათ მხოლოთ ერთი საკითხი: საჭირო იყო თუ არა იმ ამბების გამოქვეყნება? თუ თ-დ ქავჭავაძეს დავეკითხეთ, ის, რასაკვირველია, გადაჭრით გვეტყვის, რომ ეს საჭირო სრულებით არ იყოო. ვთქვათ, რომ ყოველივე ეს შესაძლოა და კისრადაც მიდვია, გვეუბნება იგი სხვათა შორის ძნის ისტორიის შესახებ,— მაგრამ ნუ თუ ეს ამბავი, თუნდაც გლეხის მიერ ნაამბობი, ისეთი რამ არის, რომ კაცმა კაცი გასაბიაბრუებლათ გაიმეტოს? რასაკვირველია, აქაც, როგორც სხვა რამეებშიაც ჩვენი და თ-დ ილია ჭავჭავაძის შეთანხმება ყოვლათ შეუძლებელია და მართლაც განა შესაძლებელია, რომ ის, ვინც მთელი 26 წლის განმავლობა ში პრესის დანიშნულების იძა ში ხედავდა, რომ სიმართლისათვის გზა აექცია, ჭეშმარიტება დაეფარა, ჩვენ გვეთანხმებოდეს პრესსის დანიშნულებაში? განა შესაძლებელია, რომ ის, ვინც ხალხს „ნულები“ უწოდა, ისე უყურებდეს პრესსას, როგორც ჩვენ? მაგრამ საქმე ის არის, რომ თ-დ ჭავჭავაძეს თავის თავი საქართველოს „ზურჯარ“ მიაჩნია, და ამიტომაც მოჩვენებია, რომ მას ადვილა“ ექრა: ვინ შეეხებოდა. თ-დ ჭავჭავაძის ნაწერებში ხშირად შეხვდებით მაღალფარდოვან სიტყვებს ადამიანურ ღირსებაზე და კაცურ-კატობაზე, მაგრამ მისი საქციელიდან გამოდის, რომ ყოველივე ეს მხოლოთ მისთანა თავადების მონოპოლია უნდა იყოს და სხვა არავისი. თუ ეს ასე არ არის, მაშ რისთვის ეჭივრება, რისთვის აწვება მას ბოღმა, როცა გლეხკაცს ესარჩლებიან გაუმაძღარ მემამულეების წინააღმდეგ? ან შესაძლებელია, მას, როგორც მემამულეს, როგორც მესაკუთრეს, გლენ-კაცობისათვის შევიწროება არ მიუყენებია? თი-დ ჭავჭავაძეს ამის უარყოფა ხომ ამიერიდან აღარ შეუძლია?

ახლა მკითხველს მივმართავთ: ნუ თუ ბეზღობა და ჯაშუშობაა ყოველივე ის, რაც ჩვენ ილია ჭავჭავაძის შესახებ გამოვაქვეყნეთ? ნუ თუ ანტიმენტალური მოთხრობების და წერა საკმარისია, რომ მის დამწერს ყოველივე სისაძაგლე ეპატიოს და ამის შესახებ პრესსამ ხმა არ ამოიღოს? თუ დიდს ვერ მოვთხოვთ ზნეობას, პატარა როგორღა უნდა მოვთხოვოთ? ან შეიძლება უსამართლობის გამომჟღავნებას მხოლოთ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ მას უბრალო მომაკვდავი ჩადის, და არა ილიასებური „დიდბუნებოვანი“ გვამი? ახლა გადავიდეთ ფაქტებზე.

როგორც ზევით ვამბობდით, თ-დი ჭავჭავაძე „მოგზაურის“ რედაქციას და მის კორესპონდენტს ცილის წამებას, ბეზღობას და ჯაშუშობას აბრალებს. ამიტომ საჭიროა ნათლათ დავანახვოთ მკითხველს, თუ ვინ ადგას სისტემატიურათ ბეზღობის, ცილისწამების და ჯაშუშობის გზას, „მოგზაურის“ კორესპონდენტი, სხვათა-შორის, თ-დ ჭავჭავაძეს იმას აბრალებდა, რომ მან (ე. ი. ჭავჭავაძემ) გლეხების მოსძრაობის ჩასაქრობათ და თავის სახლი-კირის დასაცავათ მთავრობას ჯარი თხოვაო, თოდი ჭავჭავაძე ამაზე უარს ამბობს: მე ჯარის გამოწვევა არავისთვის არ მითხოვნია და თუ ეს მართალია კორესპონდენტს შეუძლია მთავრობის რომელსამე კანცელარიაში შეამოწმოს, თუ იქ სადმე ჩემ თხოვნას იპოვნის ამის თაობაზეო. გულუბრყვილო მკითხველი ასეთ განცხადებას ნამდვილ სიმართლე მიიღებს და ჩვენ კორესპონდენტს გაამტყუნებს. მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროთ, იგივე ჭავჭავაძე რამდენიმე სტრიქონის ქვევით მოგვითხრობს, რომ რადგანაც მის აუარებელი ქონების და სახლ-კარს გლეხების მხრით მკლება და განადგურება მოელოდა, მან დეპეშით მაზრის უფროსს მიმართა, რომელსაც შველას და დახმარებას თხოვდა გლეხების წინააღმდეგ. თ-დ ჭავჭავაძის შიში უსაფუძვლო გამოდგა, რადგანაც გლეხებს ფიქრშიაც არ მოსვლიათ თ-დ ჭავჭავაძის სახლ-კარის აკლება,მაგარი ეს კი არ არის, არამედ ის რომ თ-დ ჭავჭავაძემ გლეხები დააბეზღა, ჯაშუშობი გასწია თავისი ნივთიერი ინტერესების გულისათვის. საკვირველი ის არის თუ რა ოინბაზობით მართლულობს თავს ჩვენი თავადი: მე მაზრის უფროსისათვის ჯარის გამოგზავნა არ მითხოვნიაო. საქმე ის არის, რომ მან შაზრის უფროსს აცნობა, გლეხები აკლებას მიპირებენ და რამე მიშველეო, მაზრის უფროსს შეეძლო სრულებით არავითარი დახმარება არ გაეწია თ-დ ჭავჭავაძისთვის, ამით მაინც არსებითათ მისი ბეზღობა არ ირღვევა. მაგრამ ნუ კი იფიქრებთ რომ ჩვენს სახელოვან მგოსანს, ბეზღობა და ჯარის მიწვევა სამარცხვინო ხელობათ მიაჩნდეს: ,,ამას იმიტომ კი არ ვამბობ, გვეუბნება ჩვენი თ-დი, - რომ ჯარის მოწვევა ძალმამრეობის და ერთმანეთზე მისევის დასაწყნარებლათ, რაკი სხვა გზა არ არის, <b>სამარცხვინო რათმე მიმაჩნდეს, პირიქით“</b>... და თუ საზოგადოთ ერიდება ამ ღონის-ძიებას ჩვენი სახელოვანი მწერალი, ეს მხოლოთ იმ მოსაზრებით, რომ გლეხობისაგან მას დიდი შემოსავალი აქვს, გლეხობა მისთვის კარგი სათალი დუმაა. მაგრამ ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ჯაშუშობის ასპარეზზე მარტო ამით ხომ არ თავდება. სამწუხაროთ ჯაშუშობის როლი მას ზედმიწევნით აქვს შესწავლილი და შესისხლხორცებული. ან რასა სწერს მართლაც რომ მაბეზღარა თავადი: ,,არც მითხოვნია და არც მოვითხოვ (ჯარზეა ლაპარაკი), <b>თუ ჩვენის ავტორის </b> (კორესპონდენტის) და <b>„მოგზაურის“ წყალობით, ზედ მოსევა ჩემზე გლეხისა არ მოხერხდა და ან ერთმა და ან მეორემ საქმე ისე არ გამიხადეს, რომ მათ მიერ მოსეულს და ასისინებულ გლეხკაცობას მტრულად არ დაუხვდეო“.</b> ამაზე მეტი ბეზღობა, ჯაშუშობა და ცილისწამება შეუძლებელია! ჩვენ არა გეგონია, რომ ამაზე მეტი ბეზღობა ოდესმე ჩაედინოს ბეზღობაში და ჯაშუშობი ში განთქმულ გრინგმუტს, შეშჩერსკის, კომაროვს და თუ გინდ პალმს! ჩვენ აქ მკითხველს აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ ვისი დაბეზღებით დაატუსაღეს იმ ნუთი წლის წინეთ გაზ. „ივერიის“ ასოთ-ამწყობები. ამას ჩვენი მკითხველი უფრო დაწვრილებით შეიტყობდა „მოგზაურში“, დასტამბულ წერილიდან, (იხილე „მოგზაური“. № 1). და თუ ყველა ამის შემდეგ თდ ილია ჭავჭავაძეს კიდევ მოუცლია პრესისადმი პატივისცემაზე, ზნეობაზე, პიროვნების ხელუხლებლობაზე, ადამიანურ ღირსებაზე, საკუთრათ სამართალზე, კაცურ კაცობაზე და სხვა ამისთანაზე ეგრე ილაპარაკოს, იმას კიდევ-ღა შეუძლია თავის ნაწერებში გლეხებს გამოე სარჩლოს, დაბეჩავებული ცხოვრებაზე ცრემლები ღვაროს, თავისუფლებაზე იმღეროს? განა ეს არ არის დაცინვა? განა ეს არ არის თავისი თავის სასაცილოთ აგდება? გეკითხებით თ-დო ილია: ამას შემდეგ ვისზე უფრო იო ქმის: ,,წმიდა სახელი და დანიშნულება პრესისა მზვრათ უქცევია, ადამიანობა და ადამიანი ბეზღობის და ცილის-წამების საგნათ გაუხდია და დიდი მოძღვრება ადამიანის ხელუხლებლობისა მარტო თავის სახეიროთ, თავის საფარველათ გარდაუქნია“? ჩვენზე თუ თქვენზე?

ამით ვათავებთ დღეს-დღეისობით საუბარს ილია ჭავჭავაძის შესახებ. შეგვეძლო კიდევ ბევრი გვეთქვა მის შესახებ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამითაც მოვაბეზრეთ მკითხველებს თავი იმ დროს, როცა სხვა უფრო საინტერესო კითხვები თხოულობენ განსჯა-განმარტება. მხოლოთ აქ კიდევ ერთი სამწუხარო გარემოება უნდა აღვნიშნო, როგორც მოგეხსენებათ ,,დემოკრატობით განთქმულმა ,,ივერიამ“ ძლიერ ეჭვის თვალით შეხედა „მოგზაურში“ დებეჭდილ კორესპონდენციას ილია ჭავჭავაძის შესახებ და თითქმის წინდაწინვე უარყო მისი საფუძვლიანობა, და თვით ილიას მიმართა თხოვნით: დაამტკიცე იმის უსაფუძვლობაო. გავიდა ხანი, და ილიამაც შეუსრულა თხოვნა განახლებული „ივერიას“, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლა; თითქო ძმარი ჩაუსხ ცეცხლში: ბრალდება არა თუ ვერ დაარღვია, არამედ კიდევ უფრო გაადიდა და. ზედმეტი ფაქტები გადმოგვიყავა „ივერიისვე“ ფურცლებზე. ახლა რაღას ფიქრობს ნეტა დინჯი და წინ-დახედული „ივერია“, ეტყობა ძველი კერპების თაყვანისცემას ჯერ იქ მაგრათ აქვს ფესვები გამდგარი.