The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1859

1859

     

1859 ზაფხული

თბილისის გიმნაზიის დარბაზში დგამს ცოცხალ სურათებს „ძველი აღთქმიდან“ და> „მეფე ლირიდან“. მონაწილეობენ: მისი და ელისაბედი, ნათესავი ნიკო ჭავჭავაძე,> ელენე ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა, გიორგი XII-ის შვილიშვილი – ვერა> ბაგრატიონ-გრუზინსკაია-სვიატოპოლკ-მირსკისა, ალექსანდრე ჭავჭავაძის> ქალიშვილი სოფიო და ვაჟი დავითი, გრიგოლ ორბელიანის ბიძაშვილის – ბარბარე> იაკობის ასულ ორბელიან-ოპოჩინინის ქალიშვილები, გაბრიელ სულხანიშვილი> და სხვები. მეფე ლირის როლს თვითონ კითხულობს. წარმოდგენის შემდეგ იღებენ> ერთობლივ ფოტოს. 

 

წყარო:

პეტრე უმიკაშვილი, „ჩვენის თეატრის თავგადასავალი“, ივერია, 1899, №210, გვ.2; შატაკიშვილი რეზო, ერთი კეთილი საქმის შესაწევრად. ილია, აკაკი, ვაჟა ქართულ თეატრშიდა ქართული თეატრისთვის, „ქართული უნივერსიტეტი“, 2009. 17-23 სექტემბერი, № 31, გვ.12; გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 107-i.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

ბაგრატიონ-გრუზინსკაია-მირსკისა ვერა ილიას ასული (1840-1903)

გიორგი XII ის ვაჟის, ილიას ქალიშვილი და კასპიისპირა მხარის ჯარების შტაბის უფროს ნიკოლოზ ივანეს ძე სვიატოპოლკ-მირსკის მეუღლე.

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)

რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.

ჭავჭავაძე-ნიკოლაისა სოფიო ალექსადრეს ასული (1833-1862)

პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის უმცროსი ქალიშვილი. მისი მეუღლე ფინელი ბარონი ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი იყო კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი.

ჭავჭავაძე დავით ალექსანდრეს ძე (1818-1884)

პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, 1853-1856 წლებში ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას. ცოლად ჰყავდა გიორგი XII-ის შვილიშვილი – ანა ილიას ასული ბაგრატიონ-გრუზინსკაია.

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ორბელიანი ბარბარე იაკობის ასული – (დაბად. 1820)

გენერალ ალექსეი პეტრეს ძე ოპოჩინინის მეუღლე.

სულხანიშვილი გაბრიელი იასეს ძე (1835-1879)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.

ფოტო

ილია ჭავჭავაძედგას უკანა პლანზემარჯვნიდან მესამე.

     

პეტერბურგის ქართველ სტუდენტებთან ერთად იღებს სალონურ ფოტოს. 

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი,ფოტოკოლექცია, № 4413-i.

ფოტო

ილია ჭავჭავაძე არის მარცხნიდან მეორე.