The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


(ახალი ამბავი) გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალება
გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალება (ახალი ამბავი)

 

ჭავჭავაძე ილია

ახალი ამბავი

 გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალებ

* * *

ხვალ ქვაშვეთის ეკკლესიაში |გარდახდილ იქნება გორის ეპისკო|პოსის ალექსანდრეს მიერ პანაშვიდი განსვენებულის იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის სულის მოსახსენებლად. პანაშვიდზე დასასწრებლად მოწვეულნი არიან დამფუძნებელნი და წევრნი წერა-კითხვის გამავრცე ლებელ საზოგადოებისა, რომლის განსვენებული ყოვლადუსამღვდელოესი საპატიო წევრად იყო. იმავე „საზოგადოების“ გამგეობას აურჩე ვია სამი წარმომადგენელი, რომელნიც პარასკევს მიდიან ქუთაისს გან სვენებულის ეპისკოპოსის დასაფლავებაზე დასასწრებლად.

* * *

როგორც დეპეშით იუწყებიან ქუთაისიდამ, განსვენებულს იმერეთის ეპისკოპოსს გაბრიელს 3 თებერვალს გაასვენებენ, ხოლო დასაფლავებით როდის დაასაფლავებენ, ეს ჯერ არ ვიცითო.

* * *

ნუხიდამ დეპეშით გვატყობი ნებენ, რომ იქაურს ქართველთ გუშინ-წინ გარდაუხდიათ პანაშვიდი განსვენებულის გაბრიელ ეპისკოპოსის სულის მოსახსენებლად.