The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზეთ „ივერიისა რედაქტორ-გამომცემელი
ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზეთ „ივერიისა რედაქტორ-გამომცემელი

ღამბაშიძე დავით

წყარო: ჟურნ. „მწყემსი“, 1893, № 2,3

ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზეთ „ივერიისა რედაქტორ-გამომცემელი.

აგერ ხუთი-ექვსი წელიწადი იქნება, რაც ჩვენ მეფუტკრეობას მივყავი ხელი და, შეძლებისდაგვარად, ვიკვლევთ ფუტკრების ცხოვრებას, მათ მუშაობას და იმ სარგებლობას, რომელსაც ფუტკრები კაცს აძლევენ. კარგად რომ დააკვირდებით ფუტკრების ცხოვრებას, მათ წეს-წყობილებას, მათ ერთიმეორესთან დამოკიდებულებას, მათ გასაოცარ და ერთგულ მუშაობას, აღტაცებაში მოდიხართ, თქვენს განცვიფრებას საზღვარი არა აქვს და უნებლიეთ ამბობთ: ნეტავი როდეს მიაღწევს ხალხის განათლება იმ წერტილამდე, რომ კაცობრიობამაც მიბაძოს ფუტკრებს და მათი წეს-წყობილებისამებრ აწარმოოს თავისი მოღვაწეობა და ცხოვრება.

ჭეშმარიტად იტყვის სოლომონ ბრძენი: „წადი და ნახე, ზარმაცო, ფუტკარი და შეიტყე, თუ როგორი შრომის მოყვარეა ის, ამისათვის არის იგი ყველასაგან შეყვარებუი და სანაქებო, თუმცა იგი ღონით სუსტია“.

ფუტკრების თავი და ბოლო მათი დედოა. უიმისოდ ფუტკრებს ცხოვრება არ შეუძლიათ. უდედოოთ ფუტკრები იშლებიან, იქსარებიან და ცოტა ხნის შემდეგ სრულიად იმსებიან, მათ სკაში გამხმარი უთაფლო სარაჭების მეტს კაცი ვერ ნახავს.

ფრიად საყურადღებო და სასიამოვნო არის მუშა ფუტკრების ცხოვრების, მოქმედების და თვისებათა გამოკვლევა, მაგრამ არა იმდენად, რამდენათაც დედო ფუტკრისა. დედოს ცხოვრება, მუშაობა და თვისება მომეტებულად გასაოცარია. დედოსაგან იბადება მუშა ფუტკარი, იმისაგან იბადება მორიოდი და იმისგანვე! იბადება ახალი დედოც. თაფლის მომზადებასა და სარაჭის კეთებაში დედო არავითარ მონაწილეობას არ იღებს, მისი საქმეა მხოლოდ სკაში იყოს, სარაჭზე ისხდეს და მუშა ფუტკრებისაგან მომზადებულ სარაჭებში კვერცხები ჩასდოს ხოლმე. მუშა ფუტკრები ერთ გაწამაწიაში არიან: ისინი კრებენ სანთლის ცვილს სხვა-და-სხვა ყვავილებისაგან, აშენებენ სარაჭს და თესლის ჩასადებ სარაჭის ყუთებს. დედო კი ამ სარაჭებში სდებს კვერცხებს: მუშა ფუტკრების სათესლეში - მუშა ფუტკრის კვერცხს ჩასდებს, მორიოდი-მამალი ფუტკრის სათესლეში — მორიოდი, ფუტკრის თესლს და სადედოე ფუტკრის სათესლეში—დედო ფუტკრისას. ეს შეადგენს დედოს მუშაობას. ამის გარდა დედო არაფერს არ აკეთებს. როცა კვერცხებს ჩასდებს სარაჭებში, შემდეგ ერთ ადგილს ზის თავისთვის. არ იფიქროთ, რომ დედომ რამე შრომა გასწიოს მისგან დადებული კვერცხების და ამ კვერცხებისაგან ახლად გამოტეხილ არსებათა სასმელ-საჭმელზე. სრულებითაც არა. კვერცხების მოვლა და მათგან გამოტეხილ არსებათა საზრდოება მხოლოდ მორიოდი და მუშა ფუტკრების საქმეა. დედო არა თუ მათ საზრდოზე არ ზრუნავს, წინ რომ საჭმელი ჰქონდეს, თვითონ არ აიღებს, სანამ მუშა ფუტკარი თავისი ხორთუმათ არ მიაწოდებს მას საჭმელს. მაგრამ ყველამ კარგად იცის დედოს დანიშნულება, ყველას კარგად აქვს შეგნებული, რომ უდედოოთ მათი ცხოვრება შეუძლებელია, უიმისოდ ფუტკრებს არც სხვისთვის და არც თავისათვის თაფლის შეკრება არ შეუძლიათ. აუარებელი მტრები, რომელნიც ნიადაგ ჟღლეტენ ფუტკრებს მუშაობის დროს, ცოტას ხანში მთლად დაამსებდა მათ ოჯახობას, მაგრამ რამდენიც იხოცება, სამი იმდენი ახლად იბადება. ამ ახალი თაობის მშობელია დედო და ამიტომაც ყველა ფუტკრებისაგან იგი შეყვარებული და პატივცემულია. ყველა ფუტკარი მზად არის დედოსთვის თავი დასდვას. ფუტკრები ჩვენსავით უგნურები როდი არიან ამ შემთხვევაში. ფუტკარი არასოდეს არ იტყვის ჩვენსავით: „მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ დარჩენილაო, და ჩემს შემდეგ ყველა წყალს წაუღიაო. არა, ისინი ყოველთვის იმაზედ ზრუნავენ, რომ მათი ოჯახობა არ მოიშალოს, ცა მათი ოჯახობა არ შეირყეს და არ დაიმსოს. სიკვდილის მაგდენად არ ეშინია ფუტკარს. ვინც უნდა იყოს იყოს და რაც უნდა იყოს, თუ შეიტყო, რომ მათი ოჯახობის მტერია და მავნებელი, დაეტაკება და თავის პაწაწინა ისარს სტყორცნია, კარგად იცის, რომ იმ ისრის ხმარება და მისი სიკვდილი აუცილებელია, მაგრამ მტერს მაინც არ მოერიდება, ოღონდ თავისი ოჯახობა დაიფაროს მტრისაგან.


ვსთქვათ ფუტკრების ოჯახობა კარგად მოეწყო, ყველაფერი ბლომად აქვსთ და კიდეც ისე გამრავლდენ, რომ ძველ სკაში შევიწროებულად არიან და ხედვენ, რომ ყველას ერთად ცხოვრება არ შეუძლიათ, მაშინ მოამზადებენ ახალი დედოს კვერცხის ჩასადებათ ადგილს. დედო იმ წამსვე ჩასდებს დედოს თესლს. მუშა ფუტკრები ეხლა ამას მიესევიან და უელიან. როდესაც გაივლის რამდენიმე ხანი იმ სარაჭს, რომელშიაც ახალი დედოს თესლი სდევს, თავს გადუბეჭდავენ. თავის გადაბეჭდვა დედოკი სულ სხე:ნაირად იციან ფუტკრებმა და მხოლოდ ამით შეიტყობს დედო, რომ იქ სწორედ მეორე დედა უნდა გამოტყდეს. ამის შემდეგ ძველ დედოს განსვენება აღარ აქვს. შფოთავს, ბორგავს, ხშირად მიდის და ხედავს, ახალი დედა ხომ არ ამოდისო, მაგრამ ამ ადილს ახლად გამოტეხილი მუ მა ფუტკრები მიესევიან ბლომათ და ძველ დედოს აღარ აჩვენებენ. ძველი დედო გრძნობს, რომ ახალი თაობა გამრავლდა და ახალი თაობა უთუოდ ახალ დედოს მიეკედლება და ოჯახობა გამეყოფაო. უარესად შფოთავს, კვერ ცხის დებასაც დროებითად თავს ანებებს. ყოველივეს ღონით ემზადება, რომ ეს ახალი დედო მოკლას და ოჯახობა არ გაიყოს. ამისთვის მას სამი მარი შხამიანი ისარიც მზად აქვს. ამ იარაღს ხმარობს იგი მარტო ახალი დედის მოსაკლავად. თუ მიუშვეს, კიდეც მოკლავს. რა გაჭირვებაც უნდა მიადგეს დედოს სხვისგან, ის ამ იარაღს არ იხმარს, მაგრამ მეორე ახალი დედოს მოსაკლავად კი ნიადაგ მზად აქვს. ის :მ ის-ით არ ზოგავს არა თუ სხვა დედოს, არამედ თავის ნაშობს, მის ოჯახობაში მისგანვე გაჩენილსაც. მომზადდა ნიადაგი, მომზადდა ახალი თაობა, გამოტყდა ახალი დედო, დაიბადა ახალი მეთაური. ძველი დედოს მრისხანებას საზღვარი არა აქვს, იგიცდილობს, როგორმე მივარდეს და სული ამოაძროს იმ ახალდედოს. ის არაფრისთვის არ დაზოგავს მას, მაგრამ ახალი ფუტკრები, ახალი თაობა არას გზით არ უშვებს მას ახალს დედოსთან, რადგან კარგად იციან, რომ იმ ორში ერთი და ერთი უთუოდ მოკვდება და იყოს და რაც უნდა იყოს, თუ შეიტყო, რომ მათი ოჯახობის მტერია და მავნებელი, დაეტაკება და თა ვის პაწაწინა ისარს სტყორცნის. კარგად იცის, რომ იმ ისრის ხმარება და მისი სიკვდილი აუცილებელია, მაგრამ მტერს მაინც არ მოერიდება, ოღონდ თავისი ოჯახობა დაიფაროს მტრისაგან.

ვსთქვათ ფუტკრების ოჯახობა კარგად მოეწყო, ყველაფერი ბლომად აქვსთ და კიდეც ისე გამრავლდნენ, რომ ძველ სკაში შევიწროებულად არიან და ხედვენ, რომ ყველას ერთად ცხოვრება არ შეუძლიათ, მაშინ მოამზადებენ ახალი დედოს კვერცხის ჩაი სადებათ ადგილს. დედა იმ წამსვე ჩასდებს დედოს თესლს. მუშა ფუტკრები ეხლა ამას მიესევიან და უელიან. როდესაც გაივლის რამდენიმე ხანი იმ სარაჭს, რომელმაც ახალი დედოს თესლი სდევს, თავს გადუბეჭდავენ. თავის გადაბეჭდეა დედოსი სულ სხე: ნაირად იციან ფუტკრებმა და მხოლოდ ამით შეიტყობს დედო, რომ იქ სწორედ მეორე დედუ უნდა გამოტყდეს. ამის შემდეგ ძველ დედოს განსვენება აღარ აქვს. შფოთავს, ბორგავს, ხ მირად მიდის და ხედავს, ახალი დედა ხომ არ ამოდისო, მაგრამ ამ ადილს ახლად გამოტეხილი მუშა ფუტკრები მიესევიან ბლომათ და ძველ დედოს აღარ აჩვენებენ. ძველი დედო გრძნობს, რომ ახალი თაობა გამრავლდა და ახალი თაობა უთუოდ ახალ დედოს მიეკედლება და ოჯახობა გამეყოფაო. უარესად შფოთავს, კვერცხის დებასაც დროებითად თავს ანებებს. ყოველივეს ღონით ემზადება, რომ ეს ახალი დედა მოკლას და ოჯახობა არ გაიყოს. ამისთვის მას საშიშარი შხამიანი ისარიც მზად აქვს. ამ იარაღს ხმარობს იგი მარტო ახალი დედის მოსაკლავად. თუ მიუშვეს, კი დეც მოკლავს. რა გაჭირვებაც უნდა მიადგეს დედის სხვისგან, ის ამ იარაღს არ იხმარს, მაგრამ მეორე ახალი დედოს მოსაკლავად კი ნიადაგ მზად აქვს. ისრით არ ზოგავს არა თუ სხვა დედოს, არამედ თავის ნაშობს, მის ოჯახობაში მისგანვე გაჩენილსაც. მომზადდა ნიადაგი, მომზადდა ახალი თაობა, გამოტყდა ახალი დედო, დაიბადა ახალი მეთაური. ძველი დედოს მრისხანებას საზღვარი არა აქვს, იგი ცდილობს, როგორმე მივარდეს და სული ამოაძროს იმ ახალ დედოს. ის არაფრისთვის არ დაზოგავს მას, მაგრამ ახალი ფუტკრები, ახალი თაობა არას გზით არ უშვებს მას ახალს დედოსთან, რადგან კარგად იციან, რომ იმ ორში ერთი და ერთი უთუოდ მოკვდება და მოკვდება, რასაკვირველია, ახალი დედო, რადგან ძველ დედოს მონერხება, ღონე და შეძლება მეტი აქეს, ვონემ ახლად გამოტეხილს, თუმცა თესლით და ოჯანობისათვის ახალი დედო უფრო სასარგებლოა ძველ ზედ. თუმცა ყველა ფუტკარი დიდი პატივის. მცემელი: დელოსი, თუმცა ყველა მზად არის ემორჩილის მას და ემსახუროს, მაგრამ ამ შემთხევაში სრულებით არ ემორჩილებიან ძველ დედოს და საქმე იქნამდე მიდის, რომ ძველი დედო უნდა გაშორდეს თავისი ძველი შვილებით თავის ოჯახობას და თავის ჯადომ და სხვა ადგილას იცხოვროს. ასეც ხდება ხოლმე არა თუ ერთჯერ, არამედ რამდენჯერმე.

რამდენად ახირებული და კაცისათვის გაუგებარია ძველი დედოს სიძულვილი ახალი დედოსადმი, იმდენად გონივრული და ჭკუის სასწავლებელია მუშა ფუტკართა მოქმედება და საქციელი. ისინი კარგად გრძნობენ, რომ მარტო ერთადერთი მათი ოჯახობა არ კმარა ქვეყნისათვის. კარგად იციან, რომ დედო რამდენი სიბერეში შედის, იმდენად ურგებია ფუტკრების ოჯახობისათვის. იმათ კარგად იციან, რომ მათი ცხოვრება და კეთილ-დღეობა მარტო ერთ ოჯახობაზედ. ერთ დედოზედ არ უნდა იყოს დამოკოდებული. ამისათებს იგინი ნიადაგ ცდილობენ ფულ ტკრების ოჯახობა გამრავლდეს დ დედებიც თაჟიანთი აედე-თ. რამდენი უნდა ეცადოს ძველი დედო. ახალი დედის მოკვლას, მუშა ფუტკრები მას არ მოუშვებენ ახალ დედოსთან. ბოლოს საქმე იმ ზომამდე მიდის, რომ ძველი დედო თავისი ძველი მომ. ხოეებით ცალკე გადის და ახალი თაობა ახალი დედოთი იმათ ადგილს იჭერს და განაგრძობენ თავის ერთგულ მუშაობას თავისა და ქვეყნის სასარგებლოდ.

ხშირად ასეც მოხდება ხოლმე. რამდენიც უნდა ფარონ მუმა ფუტკრებმა ახალი დედო, ძველი დედო მიეარდება თაღის ნაშობ შეილს, თუმცა მისი გაზრდისათვის მას სრულებით არავითარი ზრუნვა არ გაუწევია და სიცოცხლეს უსპობს. ამის შემდეგ ძველი და ახალი ფუტკრები ირევიან ერთმანეთში და ზარმაცობაც მათში მალე იჩენს ხოლმე თავს. რაც უფრო ხანში შედის დედო, იმდენად იგი უძლურდება, სარაჭები ძელდება, დედო კვერცხებს უელარ სდებს. წინანდულად, ნამეტანი ჭამით სუქდება და ეს მისი სიმსუქნე საზარალოა მთელი ოჯახებისთვის. ნაცვლად მუშა ფუტკრებისა იგი ყრის მორიოდი მამული ფუტკრების თესლს, რომელნიც ფუტკრების ოჯახობისათვის წარმოადგენს მხოლოდ მუქთამჭამლების ბრბოს. ხშირი შემთხვევაა, რომ დედოს ან ერთი ფეხი, ან მეორე უფუჭდება, ან ფრთა ხდება და უვარგისი საზარალო ხდება ფუტკრების ოჯახობისთვის. ამისთანა შემთხვევაში ფუტკრები, თუ დედო ფუტკრის თესლი არის სადმე სკაში, ახალ დედოს იქიდამ გამოტეხენ და შენს ძველ დედის გარეთ ატუცვინებენ თავს. ერთი სიტყვით ფუტკრების ოჯახი ბაზში ნამეტნაეათ დაცულია უნცროს-უმფროსობა, მორჩილობა და პატიეის-ცემა, მაგრამ საზოგადო სა1 რგებლობაზედ რომ საქმე იქამდე მივა, იქ აღარ არის შებრალება და შეწყალება, იქ ყველა მზად არის მისთავის მსხვერპლად შესწიროს, ოღონდ მათ კეთილ დღეობას და მათ ცხოვრებას არა ეენოს რა.

მოხდება ხშირად ასეც. რაიმე შემთხვევით ფუტკრების ოჯახობა სუსტდება, მათ მუშაობას ნაყოფი არ მოაქვს. დედო მორიოდ უსარებლო ფუტკრებს ამრავლებს, ამ უსარგებლო მორიოდი ფუტკრების შეტყობა ძლიერ ადგილია. ისინი ხმამაღლად ბზუიან, მაგრამ მათი ბზუილისაგან არავითარი სარგებლობა არ გამოდის, ისინიც გამოდიან სკიდგან მუშა ფუტკრებივით, სხდებიან ხოლმე ყვავილებზე აქა–იქ, მაგრამ ტყუეილია, არც ფეხებით და არც თავის პატარა ჩინჩახეოთ მათ სკაში არა მაქვსთ რა. თავის ბზუილით ხშირად მხოლოდ ხელს უშ ლიან მუშა ფუტკართა, რაისა გამო ყველა ერთ გული მუშა ფუტკრები უბედურ დღეს მიაყენებენ მათ. ივნისის თვის დამლევსა, როდესაც თაფლი, შოენაგაძნელდება, ხოლმე ამ მუქთამჭამლების ბრბოს, უსარგებლო ბზუილა ფუტკრებს მთლად გამოყრიან გარეთ სკიდამ და ბოლოს ულებენ. თუ ვინიცობაა დედო მოუკვდათ ფუტკრებს და ახალი დედოს თესლი არა აქესთ, მაშინ ეს უპატრონო, უთავო ფუტკრები მიატოვებენ თავის სკას და სხვა ფუტკრების ოჯახობას შეუერთდებიან. კარგი გამჭრიახი მეფუტკრეც ასე იქცევა, როდესაც ხედავს, რომ ზოგიერთი ფუტკრების ოჯახობა სუსტია და მარტო ერთს აღარ შეუძლია ბოერება და ოჯახობის დაცვა.

ათ წელიწადზე მეტია, რაც ჩვენ თ. ილია ჭავჭავაძის და მისი სკის, მისი ორგანის „ივერიის“ მოქმედებას თვალ-ყურს ვადევნებთ და, უნდა მართალი გითხრათ, ყოველთვის იმისთანა გასაოცარ თეისებათა ეხედავთ მასში, რასაც თქვენ შენიშნავთ ფუტკრების და მათი დედოს ცხოვრებასა და მოქმედებაში.

როდესაც ქალაქ მცხეთაში მირიან მეფე მთელი თავის ხალხით მოინათლა, და გორის წვეროებზედ დიდი აყუდებული ორმუზდის და სხვა კერძები დააგორეს და დამტვრიეს; როდესაც კიევში ქრისტიანობის აღიარების შემდეგ დიდი კერპი პერუნიმდინარე დნეპრში ჩააგდეს, ხალხში მრავალნი პირნი მაინც კიდევ შიშით ძრწოდენ და დიდ უბედურებას მოელოდენ კერპთაგან ამისთანა მათი შეურაცხებისათვის. ასეთი გრძნობა და შეხედულება ხალხში ყოველთვის ყოფილა, არის და იქნება. მრავალნი პირნი ხალხისთვის სწორედ სათაყვანო კერპებად გამხდარან, თუმცა ამ პირთ იმოდენი სარგებლობა მოაქვსთ მათ გამაღმერთებელთათვის, რამდენი სარგებლობაც მოქონდა ქართველთათ ვის მცხეთის გორაკების წვეროებზედ აყუდებულ კერპებს. მაგრამ ზოგიერთები რაღაცა მანქანებით გამოუკვლეველნი, შეუტყობელნი რჩებიან და ზოგიერთებისათვის ნიადაგ სათაყვანო კერპებად გამხდარან... უკაცრავად, ჩვენს საგანს გარდავსცდით. ი. ჭავჭავაძეზე და მის ორგანზე დავპირდით მკითხველებს სიტყვას, ვასრულებთ კიდეც.

ვინ იტყვის, რომ ი. ჭ—ძეს და მის „ივერია“-ს . სარგებლობა არ მოეტანოს ჩვენი ხალხისა და მხარისათვის? ვინ იტყვის, რომ მისი დამუშავებული თაფლით, ცოტაც არის, არავის ესარგებლოს? მაგრამ კარგად რომ გამოიკვლევთ ილია ჭავჭავაძის ნიჭს, სწავლას, მის მდგომარეობას , შეძლებას, მის ბრწყინვალებას, შემდეგ თვალს გადაავლებთ მის სკას, მის ორგანოს „ივერია”-ს, დღიდგან მისი დაარსებისა, მაშინ და რწმუნდებით, რომ ის სარგებლობა, ის ნაყოფი არ მოუტანია თ. ი. ჭავჭავაძეს და მის სკას, რასაც ყოველი ქართველი უეჭველად მოელოდა მისგან. მართალია, თ. ილია ჭავჭა-აძეს ძლიერ ებრალება დაბალი ღარიბი ხალხი, მაგრამ ამავე დროს თავის ბრწყინვალებას აღმერთებს. გულით სურს დაჩაგრულთათვის ხმა ამოიღოს, დაჩაგრულთა წინ აღუდგეს, მაგრამ ისე, რომ ყველა დაჩაგრულნი თაყვანსა სცემდენ მას. ბ. ილია ჭავჭავაძეს სურს, რომ ყოველ ნასწავლ კაცს და საზოგადოების სარბიელზე მოღვაწეს მხარი მისცეს და თანაგრძნობა : გაუწიოს, მაგრამ იმ პირობით კი, რომ უთუოდ ეს მოღვაწე მისი ყურმოჭრილი ყმა, მორჩილი და მუ. სამსახურე მონა იქნეს. მას სურს, რომ გაჭირვებულთ შეეწიოს რამეს, მაგრამ ისე, რომ მის ფუფუნებითი ცხოვრებას არა დააკლდეს რა. მას სურს, რომ მხნე და გამბედავი პატრიოტი იყოს, მაგრამ ისე, რომ ბატონებმა არ შენიშნონ მას პატრიოტობა და რაიმე გაბედული სიტყვა. გულით და სულითა სურს თ. ილია ჭავჭავაძეს სხვა და სხვა დროგამოშვებით გამოცემათა გამრავლება ჩვენში, მაგრამ ისე, რომ მათი გამოწერა გარდა (ივერიისა” არავინ გაბედოს. სურს, რომ თავად აზნაურობის ბანკში მოღვაწეობის და მუშაკობის მსურველნი აღმოჩნდენ, მაგრამ იმ პირობით, რომ მას არავინ შეეცილოს ბანკის მმართველობის თანამდებობაში. ერთი სიტყვით, მას სურს, რომ ორ უფალს ემსახუროს და ორივეს ასიამოვნოს!.. ღმერთსაც თაყეანი სცეს და ე....საც! დიახ, ახირებული ხასიათია.

ილია ჭავჭავაძის და მისი ორგანოს „ივერიის“ ამისთანა ახირებულ და გასაოცარ საქციელთა და თვისებათა დაწვრილებით გამოკვლევა ჩვენ მიგვინდვია იმათთვის, რომელნიც უფრო დაახლოვებულნი არიან მასთან და სრული იმედია, რომ ზოგი სიცოცხლეში და ზოგიც შემდეგ დაწვრილებით გამოაშკარავდება. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ფაქტს დავა. სახელებთ ილია ჭავჭავაძის იმ ახირებულ და გასაოცარ თვისებათა დასამტკიცებლად, რომელნიც ჩვენ წინა სტატიაში უჩვენეთ მკითხველებს, როდესაც ფუტკოების დედოს შეადარეთ თ. ი. ჭავჭავაძე.

ამბობენ, რომ ილია ჭავჭავაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენში დრო-და-დრო გამოცემათა საქმეში. ამბობენ: იმან დაარსა „ივერია“, რომელიც აგერ 16 წელიწადია, რაც გამოდისო, თითქმის იმან შექმნა მკითხველი საზოგადოება ჩვენს საქართველოში ისე, როგორც აწრუნიმ— სომხის საზოგადოებაშიო. გავსინჯოთ, თუ რამდენათ მართალია ეს.

1867 წელში ბ. გ. წერეთელმა დაარსა თბილისში ჯერეთ „დროება“ და რამდენიმე ხნის შემდეგ ჟურნალი „კრებული“. ამ დროს ილია ჭავჭავაძის სკაზე — „ივერიაზე“ არსად ბაიბური არ ყოფილა. რამდენიმე წლის შემდეგ „დროების დედორედაქტორად გახდა აწ უკვე განსვენებული სერგეი მესხი, რომელიც ხანგრძლივი და აუტანელი შრომაჯაფისაგან დასნეულ და უმკურნალო სნეულებით. შემდეგ მესხისა „დროების დედოდ—რედაქტორად შეიქნა ბ. ივანე მაჩაბელი. დატრიალდა მუშაობა. გამრავლდა მკითხველი საზოგადოება. გამრავლდნენ მუშაკნიცა.


ნუ დაივიწყებთ იმას, რომ 1877 წლიდამ ჩვენში არსებობდა ერთი სკა, რომელსაც სახელად ერქვა „ივერია” და რომელსაც დედოთ (რედაქტორად) ჰყავდა გ. თ. ილია ჭავჭავაძე. „ივერია“ რაღაცა ცუდ მთვარეზე დაიბადა. ჯერეთ თვიურად გამო დიოდა, მაგრამ მაინც გაჭივრებაში იყო, სცადეს ჟურნალის კვირეულ გაზეთად გადაკეთება, მაინც საქმეს არა ეშველა რა. დიდი თათბირობის შემდეგ განიზრახეს ორი სკის ერთად შეერთება და ორივე სკაში ორივე დედოს ერთად მუშაობა. მაგრამ მალე დარწმუნ დენ, რომ ორი დედოს ერთად მუშაობა ორ სკაში არ მოხერხდებოდა და „ივერიის” სკის საქმე მაინც ცუდად მიდიოდა. „ივერიას” არა ეშველა რა. მას არ მოეხმარა არც თვეობით, არც კვირაობით და არც სამთვეობით თითო ჯერ გამოცემა. აი სწორეთ აქ შეგიძლიათ კარგად დააფასოთ ილია ჭავჭავაძის მეთაურობა და რედაქტორობა დროგამოშვებითი სალიტერატურო ასპარეზზე. მართალია, «ივერია” არსებობდა, მაგრამ ვაი იმ არსებობას! თაფლი არსად იყო არათუ ხალხისათვის, თვით დედო შიმშილით კვდებოდა.

ნათქვამია: „ერთი კაცის უბედურობით მეორე. ბედნიერდებაო“. სწორეთ იმ დროს, როცა „ივერია” თ. ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით ამისთანა „სულთა ბრძოლის” მდგომარეობაში იყო, წაიქცა „დროების“ სკა და დაიშალა. ყველა მუშა ფუტკრები და მკითხველნი ცა წმინდას ქვეშ დარჩენ. მეტი ღონე არ იყო, უნდა შეხიზნოდენ მეორე სკას. „ივერია“ გადაკეთდა დღიურ გამოცემად და ეშველა კიდეც! კარზე მიადგნენ მუშაკნი და მკითხველნი, შეკრებილნი და შეძენილნი წერეთლის, მესხის და მაჩაბლისაგან. მომაკვდავი „ივერია” გაცოცხლდა და დაიწყო. მოღვაწეობა და მუშაობა...

ზემო ნათქვამისაგან ცხადად დაინახავს მკითხველი, თუ რა დიდი ღვაწლი მიუძღვის დღიურ გამოცემის „ივერიის“ საქმეში ბ. ი. ჭავჭავაძეს, და რამდენად საქფუძელიანია წარწერილობა გაზეთ „ივერიის” სათაურზედ 1877 — 1893 წ. დღიური გამოცემა „ივერია“ არსებობს არა 16 წელიწადი, არამედ 7 წელიწადი. მაგრამ არ გვჯერა, რომ ამდენი ხნის განმავლობაშიაც გაზეთ „ივერია“-ს ბევრად უმჯობესად არ წაეყვანა საქმე და გამრავლებია მკითხველთა საზოგადოება სხვა უფრო გამჭრიახე კაცის რედაქტორობით და თაოსნობით...

ი. ჭავჭავაძეს და მის ორგანოს „ივერიას” გასაოცრად ეჯავრება მეორე ქართული ორგანო და სხვა რედაქტორებისადმი მისი სიძულვილი სწორეთ თანასწორია ფუტკრის ძველი დედოს სიძულვილისა ახალ დედოსადმი. ამაზედ დაწვრილებით ბაასი ძლიერ შორს წაგვიყვანს, ვისაც ამაში ეჭვი აქვს, ურჩევთ ერთი თვალი გადაავლოს ძველი და ახალი „ივერიის“ საქციელს და ბრძოლას ქართულ სხვა გამოცემებთან და გვჯერა, რომ ამაში საკმაოდ დარწმუნდება. ჩვენ აქ სრულებით სახეში არ გვაქს ის პოლემიკური კინწლაობა და ბაასი, რომელიც ხშირად ასტყდება ხოლმე ქურნალ-გაზეთთა შორის, რომელიმე საგნისა და კითხვის გარდაწყვეტის შესახებ. არა, დილერიის დავას და კინკლაობას სულ სხვა სუნი უდის და სხვა გვარია. იქ ყოველი სიტყვა დაბეზლებაა. როდესაც იგი თავის გულის საწადელს მიაღწევს და რომელიმე გამოცემას ბოლო ეღება, მაშინ „ივერია” იმერულ მომტირალივით ერთ უშველებელ გოდებას და ფარისევლურ ტირილს მოჰყვება.

საჭიროდ არ მიგვაჩნია სიტყვა გავაგრძელოთ იმაზე, თუ რა ჩაიდინა „ივერიამ” „იმედის“ და „თეატრის“ შესახებ. მხოლოდ ორიოდე სიტყვას ვიტყვით „ცისკრის“ შესახებ. უკანასკნელ ხანებში, როგორც ყველამ იცის, განსვენებულმა ივანე კერესელიძემ მიიღო ნებართვა ჟურნალის გამოცემისა. ილია ჭავჭავაძე თავისი ორგანით აბორგდა, შეშფოთდა, იგრძნო რაღაცა შიში და მიჰყო ხელი განკიცხვას და დაცინვას. საწყალი ი. კერესელიძე მიწასთან გაასწორა. ვგონებ ყველას ახსოვს ი. კერესელიძის უკანასკნელი პასუხი „ივერიი“ -სადმი...მოისპო. ეს ახლად დაარსებული ჟურნალი. „ივერია“-ც დაცხრა. გარდაიცვალა ი. კერესელიძეც დიდ სისაწყლებში და გაჭირვებაში. სიკვდილის შემდეგ ილია ჭავჭავაძე განსენებულისათვის საზრდოს კრებავს. რომ იტყვიან, ალია შიმშილით მოკვდა და სიკვდილის შემდეგ ფლავს ტენიდინ პირშიო, სწორეთ იმასა ჰგავს „ივერიის“ საქციელი.

მაგრამ ვერ მოისვენა „ივერია“-მ „მწყემსის“ არსებობით. რაები არ ჩაიდინა ილია ჭავჭავაძის „ივერია“-მ „მწყემსი“.ს გამოცემის წინააღმდეგ. არ დაუზოგავს არც ლანძღვა, არც გინება და, თუ გნებავთ, არც დაბეზღება. როდესაც ერთი რუსული მოამბის გამოცემას აპირებდენ ზოგიერთები, მაშინ „ივერია“ ილია ხონელისათანა ერთად მიწასთან ასწორებდა „მწყემსი“-ს გამოცემას და ქვეყანას უმტკიცებდა, რომ ეს ახალი ჟურნალი ყოლიფრად კარგი იქნება „მწყემსთ“-ზედ როგორც შინაარსით, ისე მიმართულებით და მოთავე კაცებითო...

„მწყემსი“ ამ ორ თავგასულ გამოცემათა „Hoвoe Обоз.“ ეს და „ივერია”-ს უმტკიცებდა, რომ სირცხელია გაზეთისათვის ბეზღობა და ქება კაცისა, რომელიც ჯერეთ არ დაბადებულა. მაგრამ ვინ ისმინა. ჰქონდა თუ არა უფლება ილია ჭავჭავაძის „ივერიას”, რომ უსული ჟურნალის გამოსვლით ჩვენი გამოცემა ეძაგებია? სრულებით არა. „Hoвoe Обоз.“-იე „მწყემსის” ნაკლულევანებად იმას სთვლიდა, რომ ამ გამოცემას რედაქცია სოფელში ჰქონდა და რედაქტორადაც სოფლის მღვდელი იყო, ნეტავი რა ნახა ილია ჭავჭავაძემ და მისმა ორგანმა „ივერია“-მ იქ დასაძრახავი. სურვილი გვქონდა ხალხს ემსახურებოდით. იმ დროს წავედით მღვდლად სოფელში, როდესაც სემინარიელი კი არა, ოთხ-კლასში სწავლა შესრულებულნიც კი არ კადრულობდენ სოფლის მღვდლად წასვლას, ჩავდექით ხალხში და შეძლებისამებრ ვმუშაობდით. „ივერიასЁ, იქნება ჰგონია, რომ სალიტერატურო ასპარეზზე ჩვენ მხოლოდ 1883 წელში გამოვედით. არა, ჩмენ შეძლებისა-და-გვარად სალიტერატურო ასპარეზზე ვშრომობდით დღიდან ცხოვრებაში გამოსვლისა. ვინ იყო კორესპონდენტი ქართულ გამოცემათა შორაპნის მაზ-იდამ 1867 წლიდამ თითქმის 1878 წლამდე? ჩვენ, თქვენი მორჩილი მონა, როდესაც შევხედეთ, რომ სასულიერო წო. დებას არა ჰქონდა თავისი ორგანო, რომელშიაც გულახდით გამოეთქვა თავისი გაჭირვება და დალხინება, როდესაც შევხედეთ, რომ ქალაქის შეძლებული და ნასწავლი მწყემსნი სრულებით არ ფიქრობდენ სამღვდელოების გონებითი განვითარებისა და სასულიერო ორგანოს დაარსების შესახებ, თავს! ვიდევით ეს ძნელი და ყველასგან იმ დროში შეუძლებელი საქმე. ღმერთი შეგვეწია და ეს მძიმე საქმე ! ადვილად შევასრულეთ. ცხადათ დაუმტკიცეთ ყველას, ის, რომ ოღონდ კაცმა გულით მოინდომოს საქმე, ოღონდ ერთგულად მოკიდოს საქმეს ხელი და, სახარების სიტყვისამებრ, თავის წადილს აღასრულებს, სადაც უნდა იყოს. ჩვენ გვგონია, რომ ამას ცხადათ ხედავს ყველა, რომელთაც თვალი აქვსთ ხედვად და ყური სმენად, მაგრამ ვერ ხედავს მხოლოდ თ. ილია ჭავჭავაძე და მისი „ივერია“. ჩვენ ცხადათ დაუმტკიცეთ ყველას უსაფუძვლობა იმ თავის გამართლებისა, რომ ვითომ სოფელში ცხოვრებისა გამო ლიტერატურას ვერ ემსახურებიან. ნუ თუ ჩვენ და ჩვენი ორგანი „მწყემსი“ ამითი ვართ დასაძრახავი და გასაკიცხავი?! ილია ჭავჭავაძე და მისი ორგანის (ივერიის ცრუ პატრიოტები „მწყემსი” -ს დამცირებას სცდილობენ იმით, რაც გაგებული და გონიერი კაცის თვალში ყოველგან საქებურად და თითქმის საკვირელადაც აღიარებული და მიჩნეულია, „სოფელშია რედაქცია და სოფლის მღვდელი რედაქტორად!“, რა არის აქ ცუდი? რა არის აქ დასაცინელი და საუგებელი? –

დღეს დარწმუნდა საზოგადოება, რომ ყოველივე წინასწარმეტყველება ილია ჭავჭავაძის გაზეთისა ხსენებული ახალი ჟურნალის შესახებ გამართლდა და, როგორც სურდა „ივერია” -ს, ისეც გამოდის ეს ჟურნალი... მაგრამ რა გასაკვირველია რომ ეს გამოცემა „მწყემსს“ სჯობდეს შინაარსით და მიმართულებით. „მწყემსს“ ჰყავს რედაქტორად და მოთავედ ერთად ერთი სოფლის მღვდელი და რამდენს წვალობს იგი მის გამოცემაზედ, ეს ერთმა - ღმერთმა უწყის და ამ ახლად გამოცემულ ჟურნალს ჯერეთ რედაქტორად ჰყავს მაღალ სასწავლებელში, სწავლა დასრულებული, თანაშემწედ მას ჰყავს კიდეც, ქალაქის დიდი ნასწავლი ქართველი მაგისტრი. ამათ გარდა მონაწილეობას იღებენ ამ ჟურნალში აუ რებელი მასწავლებელნი, ყველანი უმაღლეს სწავლამიღებულნი მათ შორის „ივერი“-ს შესანიშნავიაოქეოლოგი, ლინგვისტის ისტორიკოსი. რა გასაკვირველია, რომ ამდენი კაცის თაოსნობით და დახმარებით ეა ჟურნალი ბრწყინვალედ გამოდიოდეს და სჯობნიდე უბრალო სოფლის მღვდლის ორგანოს „მწყემსს“!..

ამდენ პირთ, რასაკვირველია, ადვილად შეუძლიათ შეიტყონ, სად რომელი პრიჩეტნიკი და სტაროსტა განწესდება, რუსეთის რომელ ეპარქიამი რომელი ეპისკოპოსი და ქორ-ეპისკოპოსი დაინიშნება, სად რომელ სასწავლებელში რამდენი შაგირდი გადვიდა შემდეგ კლასში და სად რომელმა მედავითნეებმა შეუცვალეს ერთმანეთს ადვილი სამსახურის სარგებლობისათვის. ჩვენ მარტო ერთი როგორ შევიტყობთ ყველა ამაებს?.. ესეც რომ არ იყოს, ზოგიერთებს ჩვენი გამოცემის პროგრამა კიდევ არ წაუკითხავს და ვერ გაუგიათ, ვერ შეუტყვიათ, რომ დანიშნულება ჩვენი გამოცემისა სხვა არის და არა ის, რომ საზოგადოებას პრივეტნიკებისა და სტაროსტების განწესება შეატყობინოს.

დიახ, ამ ბოლო დროს ილია ჭავჭავაძე და მისი ორგანი „ივერია“, თუ კარგად დააკვირდებით მასს, ძლიერ ცუდ თვისებას იჩენს არა მარტო დრო-და-დრო გამოცემათადმი, არამედ ცხოვრების სარბიელზე გამოსულ ზოგიერთ პირთა წინააღმდეგაც: ილია ჭავჭავაძეს და მის ორგანს „ივერიას“, როგორც ზემოთაც ვსთქვით, უყვარს ყველა მოღვაწე კაცი, საზოგადო. ცხოვრების სარბიელზედ გამოსული, მაგრამ იქ პირობით, რომ იგი მისი თაყვანისმცემელი და ყურმოჭრილი ყმა იყოს... მხოლოდ მაშინ იქნება ილია თქვენი თანამოაზრე, თანამგრძნობი და დამხმარე საკეთილო საქმეში, თუ თავდაპირველად ილიას დაეკითხე, მას სთხოვე რჩევა და რაიმე საქმის დაწყებაზედ აიღე მისგან ლოცვა-კურთხევა. ილია ჭავჭავაძის ამისთანა ათვისების დასამტკიცებლად ჩვენ მოვიყვანთ ორიოდე ფაქტს.

თფილისის გუბ. თავად-აზნაურთა ერთ კრებაზედ ბ. ი. მაჩა—მა კრებას განუცხადა სურვილი განსვენებული დ. ყიფ—ის სასაფლაოზედ ძეგლისა, ან და (თუ გნებავთ, ერთი დიდი სქელი ქვის დადებისა, რომ განსვენებულის საფლავი არ გადავიწყებულიყო და ბოლოს ამ ადგილას სხვა არავინ დაემარხათ. წინადადება მართლაც თავის დროზედ იყო გამოცხადებული. ილია ჭავჭავაძემ და მისმა ორგანომ „ივერიამ” კრინტი არ დასძრა ამ კითხვის შესახებ. რისთვის? მისთვის, რომ მა-ბელს წინდაწინ ლოცვა-კურთხევა არ მიუღია ილიასაგან ამ კითხვის წარმოთქმისათვის. თუ ეს არ არის მიზეზი, ალბათ მეორია შიში. შიშით და ხათრით არ ამოიღო ილიამ ხმა ამ საგანზე. თუ ასეა, მაშინ თ. ილია ორ წილად დამნაშავეა საზოგადოების წინაშე...

უნებლიედ გვაგონდება ი. ჭავჭავაძის ერთი საქციელი განსვენებულის ყი−ნის გვამის თფილისში შემოსვენების დროს. ერთ ადგილას წინ გადაგვეღობენ გზაში და არ გვიშვებდენ.თითქმის ყველა ჩვენი პუბლიცისტები კუბოსთან იყვნენ. ილია შორს მიიმალა, გაიარეს და შლილ გზაზე. ილია სხვა გზით წავიდა, მოერიდა, მაგრამ ვის? და რას? - დღესეც ვერ შევიტყეთ. განა არ შეეძლო ორიოდე სიტყვაც ეთქვა ილიას ყ— ის საფლავზედ? განა არ იყო რამე სათქმელი ყ—ნის საფლავზედ? სათქმელი კი იყო, მაგრამ აკაკის გაბედულება უნდა ჰქონოდა კაცს და მაშინ იტყოდა რამეს...


1890 წელში ჩვენ დავიწყეთ კეთილ-მწებებელ პირთაგან შეწირულების შეკრება მეფის დავით აღმაშენებლის საფლავზე სამლოცველოს გასანახaლებლად და შესაფერი ნამატურის ასაგებად მის საფლავზე და მთავარმოწამეთა დავით და კონსტანტინეს გვამთათვის რიგიანი კუბოს მოსაპოებლად. ამ საგნის შესახებ ჩვენ შემდეგი მოწოდებითი წერილით მივიქეცით ილია ჭავჭავაძის და მისი გაზეთის „ივერიისადმი“:

„მეფის დავით III აღმაშენებელის ღარიბულს საფლავზე გელათის მონასტერში შესაფერის სამლოცვველოს დანამატურის უმექონლობამ და მეტად უბრალო კუბომ ჩვენ დიდთა და წმიდათა მოწამეთა არგვეთის მთავართა, ძმათა დავით და კონსტანტინეთა მოწამეთის მონასტერში დიდი ხანია აღძრა ჩვენში მხურვალე გულის წადილი-როგორმე აგებულიყო, დავითის საფლავზე შესაფერი სამლოცველო და ჩვენ მოწამეთა წმ. დავით და კონსტანტინეს გვამთათვის გაკეთებულიყო შესაფერი კუბო, ამ მიზნით 31 მარტს ამა წლისა ჩვენ მივართვით მისს ყოვლად უსამღვდელოესობას, იმერეთის ეპისკოპოსს გაბრიელს მოხსენება და ვსთხოვეთ ლოცვა-კურთხევა და ნებართვა ამ წმიდა საქმეზედ. ყოვლად სამღვდელომ კეთელ-ინება და გვიბოძა თვისი კურთხევა და ნებართვა მოგვარება კეთილძნებელ შემწირველთაგან შესაწირავი აქ საქები საქმის განსახორციელებლად”.

„აწ, გიგზავნით რა თქვენ მოწოდებას და ხელს მოსაწერ ფურცელს, — სრული იმედი გვაქვს, რომ არ დაიშურებთ თქვენის საშუალებიდან შეძლებისადა-გვარად წვლილის შემოწირვას ამ წიდა საქმისათვის, რომელიც უძველად თქვენთვისაც ისეთივე ძვირფასია და სანატრელი, როგორც ჩვენთვის, — და აგრეთვე მოიწვევთ შეწირულებისათვის თქვენ ნაცნობთა, მახლობელთა და ხელქვეითთაცა, რათა ნაჰდვილ და მალე დაგვირგვინდეს ეს საქმე”.

წარმოიდგინეთ ჩვენი გაკვირვება, რომ თ. ილია ჭავჭავაძემ და მის რედაქციაში მოსამსახურეთა არავითარი ყურადღება არ მიაქციეს ჩვენს თხოვნას და მოწოდებას! შეიძლება ჩინეთში ყველასაგან მტკიცედ აღიარებული წინაპართა დიდი პატივისცემა და დიდი პატივისცემით შემკობა მათი საფლავისა ილია ჭავჭავაძეს და მის ორგანოს „ივერია”-ს არ ესმის და უარსჰყოფენ. შეიძლება ილია ჭავჭავაძეს და მის „ივერია” -ს როგორც სიცოცხლეში ისე სიკვდილის შემდეგ კაცის აღარა სწამა რა და მათი პატივისცემა და საფლავებზედ ძეგლების შენება უსარგებლოდ და უადგილოდ მიაჩნია. თუ ასეა, მაშინ ჩვენ არა გვეთქმის რა; არავის არა აქვს უფლება მათ ძალა დაატანოს და მოსთხოვოს რაიმე შეწირულება წარსული დროის მოსაგონებლად.

მეორე მხრით ილია ჭავჭავაძის მოქმედებას რომ დააკვირდებით, მისი საქციელი სულ სხვას გეუბნება. აბა დააკვირდით, რა დიდი ჭაპანწყვეტით კრებას ის დ. ბაქრაძის, დურგლის დავითაშვილის, ბარათაშვილის და ჟო—იას ძეგლებისა და ფონდებისათვის შეწირულებას. ყველას ახსოვს, თუ როგორ სთხოვდა ამას წინედ ილია ჭავჭავაძე „ივერიი“-ს რედაქტორს თ. ილია ჭავჭავაძეს სამი მანეთის მიღებას და გაზეთში გამოცხადებას, რომ ყველას შეეტყო, აი ილია ჭავჭავაძემაც კი დაიკვეთა ჟორდანიას ხრონიკებიო. განა ილია ჭავჭავაძეს არ შეეძლო, რომ 3 მანეთი, და თუ გინდ მეტიც, აეღო და მიეცა ხელში ბატ. ჟორ–ის და ეს საქვეყნოდ არ გამოეცხადებია? ეჭვი ხომ არ ჰქონდა რედაქციაზე?! მაგრამ არა, ილია ჭავჭავაძე აქ რიგიანად მოიქცა. დარწმუნებულია ყველა, რომ ილია ჭავჭავაძემ ყველაფერი იცის, მაგრამ ქრონიკებს მაინც ყიდულობსო. სხვები იფიქრებენ, თუ კი ილია ჭავჭავაძე ყიდულობს, ალბად კარგი რამ არია და საზოგადოებაც, რასაკვირველია, არ დაიშურებს 3 მანეთსო. საზოგადოებაში დღეს ერთნაირი წაბაძვის სნეულებაა გავრცელებული, რომელზედაც შემდეგ ნომერში გვექმნება სიტყვა. ამ მოვლენას ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება.

გვიკვირს და ვერ აგვიხსნია, თუ რატომ დაიშურა ილია ჭავჭავაძემ 1 მანეთი ან ერთი აბაზი მეფე დავით აღმაშენებელის საფლავის გასამშვენებლად? 1888 წელში მათ იმპერატორებით დიდებულებათ, მემკვიდრეს დიდ მთავარს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძეს და სხვათა მიუძეხით წინ დავით აღმაშენებელის საფლავზედ, რადგან სურდათ ამ საფლავის ხილვა. ყველანი გაოცდენ, როცა ნახეს ისე შეუფერებლად და ღარიბად ამისთანა შესანიშნავი კაცის საფლავი. ზოგიერთებმა კიდეც სთქვეს: „ბრალი არ არის, რომ შთამამავლობა ამის მეტ პატივს არ სცემდეს ამ შესანიშნავ მეფესაო, რომელმაც მთელი საქართველო დაიხსნა გათათრებისა და აოხრებისაგანო? როგორ მოგწონთ, მკითხველნო, ეს სიტყვები?... ამაზე მეტი სასირცხო იქნება რამე კიდევ...

ილია ჭავჭავაძე და მისი ორგანო „ივერია“ იქნება დიმიტრი ბაქრაძის და თ. ჟ-ის ღვაწლს მამულის წინაშე უფრო აფასებდეს, ვინემ დავით აღმაშენებელის და არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესას. დ. ბაქრაძემ მართალია რამდენიმე ისტორიული და არქეოლოგიური ცნობანი შეგეძინა, და ბ. ჟორდანია ქრონიკებს გვპირდება, რომელიც ჩვენ წინაპართა თავგადასავალს თვალის წინ აგვილაპლაპებს. მაგრამ გვიკვირს, დავითაშვილმა რაღა ამისთანა ღვაწლი ჩაიდინა მამულის წინაშე, რომ მისი ძეგლისათვის ფულებს აგროვებს „ივერია” და დავით აღმაშენებელისათვის ერთ გროშსაც არ იღებს? ამაზე მეტი ჭკუა-გონების არევ-დარევა იქნება! ჭეშმარიტად ბრძანებს სახარება: „ვაი თქვენ და, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ ცუდათ ასწავებთ და ცუდათ იქცევით”, რომელი უდიდესია? ის, რომელმანც გადმოწერა ეკკლესიის კედლიდამ რამდენიმე წარწერილობა, თუ ის, რომელმანც აღაშენა ეს ეკლესია და წარწერა მაზედ თავის ხელით? რომელი უდიდესია, ის, ვინც აღწერა წამება ქრისტეს სარწმუნოებისათვის დავით და კონსტანტინესი, თუ თვით ეს წამებულნი მოწამენი?

მადლობა ღმერთს, ილია ჭავჭავაძის და „ივერი“-ის დაუხმარებლადაც საკმაო წვლილი შეიკრიბა ამ კეთილი და სანაქებო საქმისათვის. დღეს ამ საგნის შესახებ სახელმწიფო ბანკში გვაქვს 1700 მ, და, იმედია კიდევ საკმაო ფული მოიბოჭება ქართველობაში...

ერთი შენიშვნაც კიდევ და გავათავებთ. 1892 წელში „მწყემსი”-ს უკანასკნელ ნომერში ჩვენ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველებს ჩვენს სიცოცხლეში შესანიშნავი წამები: ჩვენი დაბადებიდამ 50 წლის შესრულება, 25 წლის მღვდლად და ბლაღოჩივად მსახურება, 25 წლის შესრულება დღიდგან ქორწინებისა და როგორც ყველა ამაზედ უმეტესად შესანიშნავი 10 წ. შესრულება დღიდგან ჩვენი ორგანის ,,მწყემსი“-ს არსებობისა. მადლობა შევსწირეთ ღმერთს დღემდის მონიჭებული დღეგრძელობისათვის და შეძლებისადაგვარად შრომისა და თავის მოვალეობათა აღსრულებისათვის. ამასთან მადლობა შევწირეთ ჩვენს მკითხველ საზოგადოებას, რომელიც თავის ზნეობითი დახმარებით და თანაგრძნობით ჩვენ ყოველთვის ხელს გვიმართავდა და გვეწეოდა ჩვენი მძიმე მოვალეობის აღსრულების საქმეში. რა ნახა აქ ილ. ჭავჭავაძის „ივერია”-მ საუგებელი და გასაკეცხი? ნაცვლად თანაგრძნობისა და კეთილშობილურად მოკითხვისა და მოსალმებისა უშველებელი ტბა წამოამთხია „ივერია”-მ უზრდელი და რეგვნული ლანძღვა-გინებისა, დაცინვისა და სამღვდელო ხარისხთა ქირდად აღებისა (იხილე ,,ივერია“ 30 დეკემ. 1892 წ.). რისთვის? ათი წელიწადი სალიტერატურო ასპარეზზე კაცი ემსახურო, (ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენ შეძლებისა-და-გვარად ჩვენი თანამშრომლობა არასოდეს არ მოგვიკლია არც ერთი ქართული გამოცემისათვის 1867 წლიდამ). 10 და 20 წელიწადი ის ტანჯვა-წვალება გაიარო კაცმა, რაც ყოველ კაცს კალმის ხელში ამღებს აუცილებლად მიადგება, 25 წელიწადი შეძლებისადაგვარად ერთგულად ემსახურო კაცი მიყრრუებულ სოფელში შენს მამულს, შენს მოძმეთა, სარწმუნოებას, და კეთილზნეობის დამყარებას, ერთგულად ებრძოლო სიბნელეს, მტარვალობას და უსამართლოებას, განა მართებულია, რომ ეს ღვაწლი, ეს შრომა ასე დაცინვით, ასე ლანძღვით მოიხსენოს კაცმა? არ იფიქროთ, რომ ჩვენც არ შეგვძლებოდეს ქალაქის ადგილას თანამდებობის შოვნა, არა, პირიქით წინადადებას გვაძლევდენ გადავსულიყავით და გვპირდებოდენ კარგ და შემოსავლიან ადგილს, სადაც უმეტესად უზრუნველი ვიქნებოდით და ბევრად უჯაფოდ შეგვეძლო ცხოვრებაც. მაგრამ არა, კაცი სოფელშიაუფრო საჭირო საზოგადოებისათვის. ამ აზრით აღჭურვილმა უარი ვყავით დიდ ჯამაგირსაც, დიდ ადგილსაც და ქალაქის ფუფუნებით ცხოვრებასაც. ჩვენ დაუმტკიცეთ ყველას, რომ კაცს მამულის სამსახური ყოველს ადგილას შეუძლია. ჩვენ დაუმტკიცეთ ყველას, ვგონებ, რომ სოფელი კი არ აყრუებს” კაცს, თვითონ კაცია მიზეზი თავისი გონების დაბნელებისა და გამოყრუებისა და არა სოფელი და სოფლური ცხოვრება. ოცდახუთი წელიწადი ჩვენი მსახურებისა ნიადაგი ბრძოლაა ამ წუთის სოფლის წაღმა-უკუღმა ტრიალთან და, მადლობა ღმერთს, ჩვენმა შრომამ ფუჭად არ ჩაიარა, ჩვენმა შრომამ შეაჩვია სოფელი კითხვას, დაახლოვა ჩვენი მოძმენი ერთმანეთს და გააგებინა თავიანთი გაჭირვება და დალხინება. მოგვყავს ჩვენ ჩვენი სიტყვების დასამტკიცებლად მთელი საზოგადოება და სამღვდელოება საქართველოსი. ოც-და-ხუთი წლის ასეთი სამსახური კაცისა და ღვაწლი განა რიგია, რომ ასე ყბად ასაღებად, წყალ წასაღებად მიიჩნიო? არა და არა. მაშ რას უნდა მივაწეროთ თავადი ილია ჭავჭავაძის და მისი „ივერიის” ასეთი მიუტევებელი საქციელი? იმას, რომ ი. ჭავჭავაძე, რედაქტორი-გამომცემელი „ივერიისა“ დაბერდა, დასუსტდა და, თუ გნებავთ, გამოფიტდა კიდეც. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ არა თუ მარ. ტო ჩვენი, არამედ მთელი სამღვდელოების ლანძღვა-გინება და ქირდვა მისი ორგანოს „ივერიისაგან“. ალბათ მკითხველებს ახოვსთ, თუ რას სწერდა წარსულ წელში და წინეთაც სამღვდელოებაზედ „ივერია“. სამღვდელოება შედარებული იყო სოფლის მარტირუზა და მიკირტუმა ვაჭრებთან. „ჩვენი დიაკვნები, ამბობდა „ივერია”, მსუნაგებიაო და მღვდლებს რომ ხალხის არ ეშინოდესთ, დიდმარხვაში ღორის ლურთებს, ბეჭებს და ბოზბაშებს გიახლებიანო“. ესღაა საჭირო ჩვენი დაჩაგრული სამღვდელოებისათვის? შეიძლება ასეთი ქირდვა სამღვდელო წოდებისა? ნუთუ ფიქრობს ი. ჭ-ძე, რომ ბედნიერი ყოფილიყოს როდისმე საქართველო სამღვდელო წოდებას მოკლებული? ნუ თუ ჰგონია ილია ჭ-ძეს, რომ საქართველომ წინ ბიჯი წადგას და ბედნიერი ცხოვრება იხილოს, თუ სამღვდელოება არ იქნა მისი მეთაური?. 12 მოციქულში 1 იუდა გამცემელი იყო. რასაკვირველია შეიძლება, რომ ამდენ სამღვდელოებაში ორი-სამი კუზიანი იყვეს, მაგრამ მთელი სამღვდელოება ასე გაკიცხოს კაცმა, არ შეიძლება. არ შეშვენის ქართველს ასეთი ქირდვა.

შეიძლება თ. ი. ჭ—ძემ სთქვას, რომ ის სრულებით არ იღებს მონაწილეობას, რაც მის ორგანოში იწერება. მაგრამ არა. ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ ოსტატურად იქცევა ზოგიერთ შემთხვევაში ი. ჭ -ძე. თვითონ მიეფარება, ვითომ და მე არაფერ შუაში ვარო, თავის ორგანოს კი გადუშლის ვიღაცა ბიჭბუჭა მწერლებს, რომელნიც თავის სახელის გამოცხადებასაც კი ვერ ბედავენ, და რასაც ეს ყმაწვილები, მისი ყურმოჭრილი ყმები „აბრები“, „კოჭები“, „ორანები“, „ჩიორები”, „სკვინჩები”, „ბუზები), „ბზიკები”, „ახნაზაროვები” „აფიშორათ” ნამყოფნი მოისურვებენ, იმას სწერენ და ილან. ძღებიან. ჩვენ არა გვჯერა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს შენიშნული ი. ჭ-ის ამისთანა (მალულბიას” თამაშობა. ეს მალულებია ამ ბოლო დროს მაინც ცხადათ ჩნდება.

მართალია, წინეთ ხშირად გვესმოდა ი. ჭ–გან: მამულო! მამულო! მაგრამ დღეს, და ღმერთთან სწორი სჯობს, წინეთაც ნიადაგ თავის ფუფუნება, თავის გამდიდრება, თავის ბატონობა და კეთილი ცხოვრება ჰქონდა სახეში!..

იმან დაიკვეხოს მამულის სიყვარულობა, მოძმეთა კეთილდღეობაზედ ნიადაგი ზრუნვა, რომელიც თავისი მიუდგომელი და პირდაპირი სიტყვით ყველა ზემო ჩამოთვლილ ფუფუნებითი და ბატონობით ცხოვრებას მოკლებულია. იმან დაიქადოს მამულისშვილობა და მოძმეთა ერთგულება, რომელიც ყოველთვის მოძმეთა გაჭირვების დროს ნიადაგ ხმას აღამაღლებს უშიშრად, როგორც ერთგული დარაჯი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა. განა არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც „ივერიას“ ხმა უნდა გამოეღო, თუ გინდ იმ კითხვების შესახებაც, რომელზედაც „მწყემსი“ გაბედულად და ხმამაღლად არა ერთჯე ღაღადებდა? ერთად ერთ საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთს განა დაეტევა მასალა? რას შვებოდა ამ დროს ი. ჭ—ძე და მისი „ივერია“? ი. ჭ-ძე ამ დროს დიდი თავმოწონებით „ივერია“- ში მოგვითხოობდა ბისმარკის და კაპრივის პოლიტიკას, გლადსტონია და სალიბიურის პოლიტიკურ მიზნებს, საფრანგეთის კეთილგანწყობილებას სხვა სახელმწიფოებთან, დაწვლილებით მოგვითხრობდა, თურას ფიქრობს ავსტრია ბოსნიაზე, კომბურღი ვისქალს ირთავს და სულთანს რამდენი ეხარჯება ჰარამხანის შენახვაზეო, ი. ჭ— ძის „ივერია“ დაწელილებით მოგვითხრობს, თუ რამდენი ეხარჯება გერმანიას ჯარების შესანახავად, სათათრეთს დარდანელის გამაგრებაზე, ავსტრიას —ბოსნიის და ჰერცოგინიის ოკუპაციისათვის და ინგლისს ფლოტისათვის. გაზეთი რჩევას აძლევს ამ სახელმწიფოებს, რომ ყაირათობა დაიკავონ და ხარჯი შეუმოკლონ ხალხს. ამისთანა პოლიტიკის და ეკონომის კაცებს ის კი ვერ მოხერხებიათ, რომ ვალში ჩაფლულ თავად-აზნაურთ მათი მამულების გაყიდვის შესახებ რვა-ცხრა სიტყვის განცხადების დაბეჭდეაში 8 მან. არ გამოართვან. მაგრამ ამაზედ როგორ რამეს იტყვის ი. ჭ—ძე და „ივერია“, რადგანაც ამ საცოდავ მოვალეთა განცხადების დაბეჭდვაში, რომელთა დაბეჭდვა, ერთი ათად ნაკლებ შესალებელია, კარგა ბლომაფულებს იღებს „ივერიის! რედაქცია ორი ბანკითგან...

ვისთვის არის საჭირო, ევროპის პოლიტიკაზე რომ უშველებელ გაჭრელებულ სტატიებს სწერენ? ნუთუ ი. ჭა—ძე თავის მკითხველებს ვერ იცნობს? სწავლა მიღეელი ქართველები, დარწმუნდით, ევროპის პოლიტიკაზე „ივერიის“ დაწერილს არ დასჯერდებიან, რადგან რუსულ გაზეთებში უფრო მეტი იწერება პოლიტიკის შესახებ. ისეთ მკითხველებს, რომელთაც სწავლა არ მიუღიათ, დარწმუნდით, რომ ბისმარკი, კაპრივი, გლადსტონი და სალისბიურის პოლიტიკა და მართულება არ ეინტერესებათ...

აქ ერთი ამბავი მაგონდება. ერთხელ განსვენებული თ. დ. გურიელი თავმოწონებით მოუთხრობდა შეკრებილ სტუმრებს თუ როგორ მიიწვია იგი იმპერატრიცა ევგენიამ პარიჟშ ი და რა მშვენიერად გაუმასპინძლდა. იქ დასწრო ამ დროს განსვენებული. ეპ. კალანდაძე და უთხრა თავმომწონეთავადს:

— ბატონო დიმიტრი, და მშვენიერ საჭმელებს მოგართმევდნენ იქ. მე ვგონებ, სადილზე ეკლიპტიკას და ეკვატორსაც მოგართმევდენ საჭმელად...

— ყოველნაირი საჭმელები იყო, ბრძანა თავმომწონე დიმიტრიმ. ეგ საჭმელები მესამე პორციათ მოგვიტანეს... მართლაც და გემრიელი ყოფილა.

შეიქნა აქეთ იქით ფხე! ფხუ! ფხუ!

გაზეთის ზოგიერთმა მკითხველმა თავის ბოქაულის სახელი არ იცის და შენ გაუჭრელე მას სალის ბიურის და კაპროვის პოლიტიკის მიმართულებაზედ სტატიები და ბევრს გაიგებს!..

დასკვნა. იცით, მკითხველო, თუ რამ გვაიძულა ამ სტატიის დაწერა? მიზეზები ბევრია და უმთავრესად ი, ჭავჭავაძის და მისი ორგანოს „ივერიის“ კეთილ-დღეობის, კეთილ-წარმატების და ჭეშმარიტ გზაზე დაყენების სურვილმა.

ხშირად მოხდება, რომ თუ სკაში საკმაო საჭმელი აქვსთ ფუტკრებს, ადვილად ზარმაცდებიან, ზანტდებიან როგორც დედო ისე მუშა ფუტკარნი. დახელოვნებული მეფუტკრე ამისთანა სკას შეახანხალ-შემოახანხალებს. ფუტკრები და დედოც ხელახლავ მიყოფენ ხელს მუშაობას და ზარმაცობა მათში ისპობა. ეს ხერხი, გარწმუნებთ, ი. ჭავ−ძეს და „ივერია“-საც ძლიერ მოუხდება. სრული იმედია, რომ „კვალი“ მაინც კარგად გამოაღვიძებს ამ გაზეთს.

დღეიდამ ჩვენ გადაჭრით ვითხოვთ თ. ი. ჭავჭავაძისაგან, რომ მის ორგანოში თუ რაიმე იქნება დაბეჭდილი, ვისგანაც და რა შინაარსისაცა უნდა იყოს დაწერილი ჩვენ და ჩვენი გამოცემის შესახებ, უთუოდ დამწერის ნამდვილი სახელით და გვარით იყოს ხელმოწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ბ. ილიასთან გვექმნება საქმე და პასუხისმგებელიც იგივე იქნება. ჩვენ ამას ვითხოვთ მისთვის, რომ თ. ი, ჭავჭავაძის ორგანოს მწერლების „აბრების“, „ჩიორების“, „ვერმიცანაშვილების“, „სენეკსების“, „მწარიების“, „წკიპურტების“, „ორანების“ და „აფიშორად“ ნამყოფი „ახნაზაროვებისა“ და სხვათა მრავალთა ნამდვილი სახელი და გვარის გამოცხადება ჩვენ უპასუხოთაც საკმაოდ დაარწმუნებს საზოგადოებას მათ არარაობასა, უსუსურობასა, უგნურობასა და უზრდელობაში. ტალახის სროლა ღობეს ამოფარებით საზიზღარ საქციელად არის მიჩნეული ყველასაგან და ურჩევთ ი. ჭავჭავაძეს და მის ორგანს „ივერია“-ს მოერიდოს ამისთანა საქციელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვარწმუნებთ მას, რომ იგი, როცა იქნება, პასუხს აგებს.

დ. ღა−მე.

27 იანვარს 1893 წ.