![]() |
ქართული ლექსის ისტორია და თეორია |
აკაკი ხინთიბიძე
ქართული ლექსის ისტორია და თეორია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკაკი ხინთიბიძე ქართული ლექსის ისტორია და თეორია
წიგნი განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის, აგრეთვე ქართული ლექსით დაინტერესებულ მკითხველთათვის.
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
2009 ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში.
„ჭაშნიკი“
![]() |
1 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - სარჩევი |
▲ზევით დაბრუნება |
სარჩევი
წინასიტყვაობა
ლექსის ისტორია
1) ხალხური ლექსი
2) საერო ლექსი
3) სასულიერო ლექსი
4) დავით აღმაშენებლის ეპიტაფია
5) ჩახრუხაძე
6) „აგდულმესიანი“ თუ „არჩილ მეფის ქეგა"
7) რუსთველის სალექსო რეფორმა
8) გურამიშვილის სალექსო რეფორმა
9) ბარათაშვილის სალექსო რეფორმა
10) ილია, აკაკი, ვაჟა
11) გალაკტიონის სალექსო რეფორმა
ლექსის თეორია
I. რიტმული სტრუქტურა
1) რიტმის ცნებისათვის
2) მარცვალი და მახვილი
ვ) მუხლი
4) ცეზურა
5) გადატანა
6) მეტრი
ა) იზოსილაბური მეტრი
გ) ჰეტეროსილაბური მეტრი
გ) ვერლიბრი
II. ლექსთა სახეები
1) მთიბლური
2) იამბიკო
3) ფისტიკაური
4) ძაგნაპორული
5) ჩახრუხაული
6) რუსთველური
7) გურამული
8) გესიკური
III. რითმა
1. რითმის რაობა და გენეზისი
ა) რითმის დეფინიცია
ბ) რითმის გენეზჯისი
გ) ქართული რითმა მაიაკოვსკის ლექსის სტრუქტურაში
2. რითმის კლასიფიკაცია
ა) რითმის ფონიკა
ბ) რითმის აღგილმდებარეობა
ბოლორითმა
შიდარითმა
თავრითმა
გ) რითმის გრძლიობა
„ვაჟური" და „ქალური“ რითმა
ჭარბი რითმა
დ) რითმის აგებულება
შედგენილი რითმა ე) რითმის დაბოლოება
ვ) რითმის მორფოლოგია ზ) რითმის აზრობრივი დანიშნულება
თ) თეთრი ლექსი ვ. რითმის ხელოვანნი
ა) ჩახრუხაძის რითმა IV. სტროფი
კატრენის მესამე ტაეპი
V. სალექსო ფორმები 1) მყარი სალექსო ფორმები 3) უცხოური მყარი სალექსო ფორმები
ა) მუხამბაზი VI. ქართული ლექსწყობის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები
1) სილაბურობის თეორია ა) მამუკა ბარათაშვილი 2) სილაბურტონურობის თეორია
ა) ევგენი ბოლხოვიტინოვი ვ) ცალკეული დაკვირვებანი
VII. ქართული ლექსის ბუნება VIII. ლექსის ევფონია
I) ალიტერაცია IX. ლექსის ინტონაცია
1) ინტონაციის ცნებისათვის მითითებული ლიტერატურა
აკაკი ხინთიბიძის ძირითად ნაშრომთა ბიბლიოგრაფია
რედიფიანი რითმა
შეთავსებული რითმა
ბ) რუსთველის რითმა
გ) რუსთველიდან გურამიშვილამღე
დ) გურამიშვილის რითმა
ე) ბესიკის რითმა
ვ) რომანტიკოსთა რითმა
დ) რომანტიკოსებიდან გალაკტიონამდე
თ) გალაკტიონის რითმა
ი) ღადო ასათიანის რითმა
2) ეროვნული მყარი სალექსო ფორმები
ა) ჩარხებრმბრუნავი ლექსი
ბ) შერეული
გ) გალაკტიონის სტროფი
ბ) სონეტი
გ) ტერცინა
დ) ტრიოლეტი
ე) ოქტავა
ვ) ვილანელა
ზ) პანცონა
თ) პალინდრომი
ბ) იოანე ბატონიშვილი
გ) ანონიმი ავტორი
დ) თეიმურა% გაგრატიონი
ე) პლატონ იოსელიანი
ვ) დავით ჩუბინაშვილი
ზ) დავით რექტორი
თ) ლუკა ისარლიშვილი
ი) გრიგოლ ყიფშიძე
კ) იონა მეუნარგია
ლ) მოსე ჯანაშვილი
მ) ნიკო მარი
ნ) სილოვან ხუნდაძე
ო) გრიგოლ რობაქიძე
პ) პავლე ინგოროქჭვა
ჟ) ანდრეი ფედოროვი
რ) გივი გაჩეჩილაძე
ს) დავით წერედიანი
ტ) გიორგი წერეთელი
უ) ტოგო გუდავა
ფ) მიხეილ გასპაროვი
ქ) აპოლონ სილაგაძე
ღ) ქეთრინ ვივიანი
ბ) ლავრენტი არდაზიანი
გ) ნიკოლოზ გულაკი
დ) კოტე დოდაშვილი
ე) მელიტონ კელენვზერიძუ
ვ) შიო დავითაშვილი
ზ) იოსებ ყიფშიძე
თ) სერგი გორგაძე
ი) აკაკი გაწერელია
კ) პანტელეიმონ ბერაძე
ლ) როლანდ ბერიძე
2) ასონანსი
3) ონომასტი4კა და ევფონია
4) ალიტერაციის ინტენსივობა
5) ევფონიის სემანტიკური ფუნქცია
2) პოეტური ენა და ინტონაცია
3) რიტმი და ინტონაცია
4) ევფონია და ინტონაცია
![]() |
2 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - მითითებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
მითითებული ლიტერატურა
1. ალექსანდრე აბაშელი, პოეტიკა, ჟ. „ახალი ცისკარი“, 1915. 1.
2. ზაზა ალექსიძე, ატენის სიონის ოთხი წარწერა, 1983.
3. გიორგი არაბული, ომონიმური რითმა ძველ ქართულ მწერლობაში, „ლიტერატურული
ძიებანი“, XXI, 2000.
4. არისტოტელე, პოეტიკა, სერგი დანელიას თარგმანი, 1944.
5, ნიკა აგიაშვილი, ჭაბუკები დარჩნენ მარად, 1971.
6. ნინო აბესაძე, გრამატიკის საკითხები XIX საუკუნის ქართულ პერიოდულ გამოცემებში,
1960.
7. ლადო ასათიანი, ერთტომეული, 1979.
8. თეიმურაზ ბაგრატიონი, გვარნი ანუ საზომი ქართულისა ენისა სტიხთა, „ლიტერატურული
ძიებანი“, IV, 1948.
9. იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, 1936,
10. მამუკა ბარათაშვილი, სწავლა ლექსის თქმისა, 1981.
11. მამუკა ბარათაშვილი, თხზულებათა სრული კრებული, 1969.
12. თამარ ბარბაქაძე, ქართული ლექსმცოდნეობის ანოტირებული ბიბლიოგრაფია, I, 1993.
13. თამარ ბარბაქაძე, სონეტი ღვთაებრივი, იდუმალი, ჟ. „რიწა”, 1995, 3-4.
14. თამარ ბარბაქაძე, „სილაში ვარდი" და „ყვავილი... გავსილი სილით“, „კრიტერიუმი“,
I, 2000.
15. თამარ ბარბაქაძე, „გადიშალე, ჩემო თეთრო ქაღალდო”, „ჩვენი მწერლობა“, 2002.
22-28 ნოემბერი.
16. თამარ ბარბაქაძე, პლატონ იოსელიანი – ქართული ლექსის მკვლევარი, „სჯანი", IV,
2003.
17. ალექსანდრე ბარამიძე, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, 1945.
18. რევაზ ბარამიძე, ფარნავაზმან ძლიერ ჰყო ქვეყანა თვისი, 1999.
19. ჯონდო ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსი, 1979.
20. ჯონდო ბარდაველიძე, წინალიტერატურამდელი ქართული ლექსი, „ლიტერატურული
ძიებანი“, XIX, 2000.
21. პანტელეიმონ ბერაძე, ძველი ბერძნული და ქართული ლექსწყობის საკითხები, 1969.
22. პანტელეიმონ ბერაძე, რუსთაველის ლექსის რიტმი, „რუსთაველის კრებული", 1938.
23. პანტელეიმონ ბერაძე, მახვილი ქართულ ლევსში, თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე
მეცნიერულის სესია, 1957.
24. ნიკოლა ბუალო დეპრეო, პოეტური ხელოვნება (ქართული თარგმანი). 1998.
25. აკაკი გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1953.
26. აკაკი გაწერელია, ქართული ვერსიფიკაცია და რუსთაველის ლექსი, „ლიტერატურული
საქართველო“, 1972. 5.
27. აკაკი გაწერელია, ნარკვევები, პორტრეტები, ლექსმცოდნეობა, 1988.
28. აკაკი გაწერელია, ანდრეი ბელი და რიტმის პრობლემა, თსუ შრომები, ტ. V, 1936.
28. აკაკი გაწერელია, “ვეფხისტყაოსნის” პოეტიკის ზოგიერთი საკითხი, 1974.
29. დავით გამეზარდაშვილი, ნარკვევები ქართული რეალიზმის ისტორიიდან, 1953.
30. М. Л. Гаспаров. Современный русский стих, 1974.
31. Михаил Гаспаров, Дмитрий Сливняк. Новое издание классической поэтики,
«Литературная Грузия», 1985, No7.
32. ვალერიან გაფრინდაშვილი, თხზულებანი, 1990.
33, ალექსანდრე გვახარია, შინაგანი რითმის ისტორიიდან, „ძველი ქართული მწერლობის საკითხები",II, 1964.
34. ვაჟა გვახარია, მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, 1978.
35. სერგი გორგაძე, ქართული ლექსი, 1930.
36. სერგი გორგაძე, ქართული წყობილსიტყვაობა, კრ. „გრდემლი“ ,II განყოფილება, 1912.
37. Б. Гончаров. Звуковая организация стиха и проблемы рифмы, М., 1973.
38. დავით გოგოჭური, მელექსეობა ხევსურეთში, 1974.
39. ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი, I, 1979.
40. ტოგო გუდავა, მახვილის როლისათვის ქართული ლექსის სტრუქტურაში, „აღმოსავლური
ფილოლოგია“, IV, 1996.
41. ტოგო გუდავა, ქართული სალექსო სტრიქონის აგებულების ზოგიერთი
საკითხი, „ცისკარი“, 1974, 7.
42. მორის გრამონი, ფრანგული ვერსიფიკაციის მცირე ტრაქტატი, ქართული თარგმანი,
ხელნაწერი, 1965.
43. გივი გაჩეჩილაძე, მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები, 1958.
44. გივი გაჩეჩილაძე, ქართული ლექსი ინგლისურთან შეპირისპირებით,
„მნათობი“, 1967, 10.
45. ამბერკი გაჩეჩილაძე, ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან,
1952.
46. Ш. Давиташвили. Грузинское стихосложение, „Закавказье", 1918, No40.
47. პ დეფეი, რითმების ლექსიკონი, 1961, წინასიტყვაობა (ქართული
თარგმანი, ხელნაწერი).
48. თეიმურაზ დოიაშვილი, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები,1982.
48. თეიმურაზ დოიაშვილი, ლექსის ევფონია, 1981.
49. თეიმურაზ დოიაშვილი, ნიყმთხითიხიL 2000.
50. თეიმურაზ დოიაშვილი, სისტემა-პროცესი-ნორმა, კრ. „სჯანი“, IV, 2003.
51. А. Н. Веселовский. Историческая поэтика, 1940.
51ა. ვახტანგ VI, თხზულებები, 1947;
52. Katharine Vivian. Introduction to: Shota Rustaveli, The knight in Panther
skin, A free translation in prose by Katharine Vivian, London, 1997, pp. 13-33.
53. Katharine Vivian. Antologie de la poésie georgienne, V-XX sicles, production
et commentaires de Serge Tsouladze (Review in English). In: Revue des etudes
Georgiennes, 1985, 1, pp. 241-242.
54, ელენე ვირსალაძე, ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება (წინასიტყვაობა), 1958.
55. ნინელი თარგამაძე, სპარსული და ქართული მყარი სალექსო ფორმები,1990.
56. იზოლდა თევდორაძე, ქართული ენის პროსოდიის საკითხები, 1978.
57. ივანე იმნაიშვილი, ქართული პოეტური ენის საკითხები, 1966.
58. პაგლე ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954.
59. პავლე ინგოროყვა, ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, ჟ. „მნათობი",
1939, 4.
60. პავლე ინგოროყვა, რუსთაველის ეპოქის ლიტერატურული მემკვიდრეობა, „რუსთაველის
კრებული“, 1938.
61. А. Исаченко. Из наблюдений над «Новой рифмой», „Slavic poetics",
62. А. Карпов. Стих и время, М.,1966.
63. კათალიკოსი კირიონი და გრიგოლ ყიფშიძე, სიტყვიერების თეორია; III გამოცემა,
1920.
64. კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960.
64ა. კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, 1941.
65. კორნელი კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, II, 1981,
66. კორნელი კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, VIII, 1962.
67. მელიტონ კელენჯერიძე, სიტყვიერების თეორია, მესამე, შესწორებული გამოცემა,
1919.
68. გრიგოლ კიკნაძე, „ბახტრიონის“ რითმა, „ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი", 1972.
69. დავით კობიძე, ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი,1969.
70. Иржи Леви. Искусство перевода, М., 1974.
71. გიორგი ლეონიძე, „ჭაშნიკი", მამუკა ბარათაშვილის პოეტიკა, 1920.
72. ჟ. „ლეილა“, 1920, 2.
73, „ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი", 1995.
74. თამარ ლომიძე, ქართული რითმის ისტორიიდან, 1988.
75. Литературная энциклопедия, т.9, 1935.
76. И. М. Лотман. Анализ поэтического текста, М., 1972.
77. И. М. Лотман, Лекции по структуральной поэтике. «Труды по знаковым
системам». М., 1964.
78. В. Маяковский. Избранные произведения, 1953.
79. ნიკო მარი, Die georgische Sprache, Das neue Russland, 1929, No 5-6.
80. იონა მეუნარგია, ქართველი მწერლები, 1954.
81. გივი მიქაძე, ნარკვევები ქართული პოეტიკის ისტორიიდან, 1974.
82. გივი მიქაძე, მამუკა ბარათაშვილი, 1958.
83. «Мысль, вооруженная рифмами», 1983.
84. ნინო ნაკუდაშვილი, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში", „ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი“,
1995.
85. ნინო ნაკუდაშვილი, ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა, 1996.
86. ჟ. „პრომეთე“, 1918, 2.
87. სერგი ჟღენტი, ქართული ენის რიტმიკულ-მეთოდიკური სტრუქტურა, 1963.
88. В. Жирмунский. Теория стиха. 1975.
89. დარეჯან რამიშვილი, ლექსწყობის გამომხატველობითი შესაძლებლობების ფსიქოლოგიური
ანალიზი, „ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, VII, 1950.
90. გრიგოლ რობაქიძე, ბესიკი, გაზ. „საქართველო“, 1917, 263.
90ა. გრიგოლ რობაქიძე, ქართული ლექსი, გაზ. „საქართველო“, 1918, 15.
91. გრიგოლ რობაქიძე, სამი წერილი იარომირ იედლიჩკას, „ლიტერატურული საქართველო",
1995, 13-20 ოქტომბერი.
92. შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, პავლე ინგოროყვას რედაქციით და გამოკვლევით,
წიგნი I, 1970.
93. შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, კონსტანტინე ჭიჭინაძის რედაქციით და
გამოკვლევით, 1934
94. „სეტყვა მოვიდა, ქვა დახვდა“, ა. ცანავას რედაქციით, 1969.
95. აპოლონ სილაგაძე, ლექსმცოდნეობითი ანალიზის პრინციპების შესახებ, 1987.
96. აპოლონ სილაგაძე, მახვილის საკითხისათვის ქართულ ლექსში, „მაცნე, ენისა და
ლიტერატურის სერია“, 1986.
97. აპოლონ სილაგაძე, ძველი ქართული ლექსი და ქართული პოეზიის უძველესი საფეხურის
პრობლემა, 1997.
98. ვალერი სილოგავა, ბორენას წარწერიანი ლექსის გარშემო, „ლიტერატურული
საქართველო“, 1999, 15-22 იანვარი.
99. В.И. Сирус. Рифма в таджикской поэзии, 1953.
100. Н. Соколов. О словаре рифм Маяковского, ж. «Литературная учеба». 1938,
No10.
101. ნესტან სულავა, გიხაროდენ, ღვთისმშობელო მარიამ, „კრიტერიუმი“, 1, 1960.
102. Б. В. Томашевский. Теория литературы, 1931.
103. Б. В. Томашевский. Стилистика и стихосложение, 1959.
104. გალაკტიონ ტაბიძე, თორმეტტომეული, XII, 1975.
105. გალაკტიონ ტაბიძე, თორმეტტომეული, VII, 1975.
106. აკაკი ურუშაძე, ბერძნულ-რომაული და ქართული მეტრიკის საკითზები, 1980.
107. А. Б. Федоров. О путях и средствах передачи грузинского стиха, «Грузинские
романтики», 1940.
108. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, |, 1949.
109. ქართული პოეტიკის ქრესტომათია, 1954.
110. ქართული ხალხური სიტყვიერება, მეგრული ტექსტები, I, 1975.
111. ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.
112. შალვა ღლონტი, „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული ენის სპეციფიკურობის პრობლემა,
1961.
113. გრიგოლ ყიფშიძე, ქართული პროსოდიის გამო, „სახალხო გაზეთი",!1912, 658.
113ა. სიმონ ყაუხჩიშვილი, ეფრემ მცირე და ბერძნულ-ბიზანტიური
ლექსწყობის საკითხები, „უნივერსიტეტის შრომები”, ტ.2, XXVI , 1946.
114. იოსებ ყიფშიძე, 1914. Грамматика мингрельского (иверского) языка. СПб.,
115. აკაკი შანიძე, ფისტიკაურის ისტორიისათვის, „ლიტერატურული ძიებანი, II, 1945.
116. აკაკი შანიძე, ქართული ხალხური პოეზია (წინასიტყვაობა), 1931.
116ა. აკაკი შანიძე, ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, 1953.
117. გურამ შარაძე, ევგენი ბოლხოვიტინოვი – პირველი რუსი რუსთველოლოგი, 1997.
118. М.П. Штокмар. Рифма Маяковского, 1952.
119. მარუთა შუამდინარელი, რითმით აშორდიობა, გაზ. „ლომისი“, 1923, 26.
120. მიხეილ ჩიქოვანი, დავით გურამიშვილი და ხალხური პოეზია, 1955.
121. გრიგოლ ჩხიკვაძე, ქართული ხალხური სიმღერა, I, 1960.
122. დავით ჩუბინაშვილი, Малая грузинская грамматика, 1955 (რუსულ ენაზე).
123. სარგის ცაიშვილი, დავით გურამიშვილის თხზულებათა სრული კრებული
(წინასიტყვაობა), 1980.
124. „ძველი ქართველი მეხოტბენი", II, 1957.
125. „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია”,II, 1949.
126. შოთა ძიძიგური, ლიტერატურულ-ენათმეცნიერული ნარკვევები, 1974.
127. დავით წერედიანი, სვანური ლექსწყობის საკითხები, „ქართული ფოლკლორი“,IIL 1969.
128. აკაკი წერეთელი, თხზულებათა სრული კრებული, XI, 1960.
129. გიორგი წერეთელი, მეტრი და რითმა „ვეფხისტყაოსანში“,1973.
130. გიორგი წერეთელი, სემიტური ენები და მათი მნიშვნელობა ქართული
კულტურის შესწავლისათვის, მოხსენებათა კრებული, თსუ, 1947.
131. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული,!III, 1953.
132. კონსტანტინე ჭიჭინაძე, ალიტერაცია ქართულ შაირში, 1979.
133. ჯუმბერ ჭუმბურიძე, ქართული კრიტიკის ისტორია, I, 1974.
134. აკაკი ხინთიბიძე, ვერსიფიკაციული ნარკვევები, 2000.
135. აკაკი ხინთიბიძე, აკაკის ლექსი, 1972.
136. აკაკი ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის“ რითმათა სიმფონია, 1972.
137. აკაკი ხინთიბიძე, ბორენას საგალობელი და ბესიკის „სამძიმარი“, „ჩვენი
მწერლობა", 2003, 12-13 დეკემბერი.
138. აკაკი ხინთიბიძე, ლექსმცოდნეობის საკითხები, 1965.
139. აკაკი ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის“ პოეტიკიდან, 1969.
140. აკაკი ხინთიბიძე, პოეტიკური ძიებანი, 1981.
141. აკაკი ხინთიბიძე, პოეტური ხელოვების საკითხები, 1961.
142. აკაკი ხინთიბიძე, რამდენიმე დამატებითი ცნობა „არჩილ მეფის ქების“
სასარგებლოდ, გაზ. „კალმასობა“, 2002, 8.
143. აკაკი ხინთიბიძე, გალაკტიონის პოეტიკა, 1987.
144. აკაკი ხინთიბიძე, იაკობ შემოქმედელი, 1998.
145. აკაკი ხინთიბიძე, რითმა და ზმა, კრ. „სჯანი",II, 2001.
146. აკაკი ხინთიბიძე, ტერმინებისათვის: ზუსტი და არაზუსტი, „ვაჟური“ და „ქალური“
რითმა, კრ. „სჯანი, III, 2002.
147. აკაკი ხინთიბიძე, ფრანგული ალექსანდრიული ლექსის მოდელი ძველ ქართულ
ხელნაწერებში, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2004, 30. IV – 6.V.
148. აკაკი ხინთიბიძე, ქართული ლექსმცოდნეობა, 1999.
149. აკაკი ხინთიბიძე, ქართული საერო ლექსის გენეზისისათვის, „ძველი ქართული
ლიტერატურის პრობლემები", 2002.
150. აკაკი ხინთიბიძე, ქართული ლექსის ბუნებისათვის, 1976.
151. აკაკი ხინთიბიძე, ქართული ლექსის მკვლევარნი, „ჭაშნიკი“. ქართული
ლექსმცოდნეობის საკითხები“ , 1984
152. აკაკი ხინთიბიძე, ცეზურა ქართულ ლექსში და გურამიშვილის ვერსიფიკაცია, 1990.
153. В. Е. Холшевников. Основы стиховедения, М., 1972.
154. В. Е. Холшевников. Русская и польская силлабика и силлаботоника, «Теория
стиха», М.,1968
![]() |
3 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - აკაკი ხინთიბიძის ძირითად ნაშრომთა ბიბლიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
აკაკი ხინთიბიძის ძირითად ნაშრომთა ბიბლიოგრაფია
1, სამხრეთ საქართველო ქართულ საბჭოთა პოეზიაში, ჟ. „მნათობი", 1950, 7
2. მოწინავე საბავშვო მწერალი, ჟ. „მნათობი", 1953, 4.
3, აამირცხულავას პოეტური ეპოსი, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, VIII, 1953.
4. ძმობის ჩუქურთმა, „ლიტერატურული გაზეთი“, 1953, 46.
5. ი. გრიშაშვილის საბავშვო ლექსები, ჟ.„კომუნისტური აღზრდისათვის“, 1954, 2.
6. ი. გრიშაშვილის პოეტური ენა, კრ. „ლიტერატურული ძიებანი", IX, 1955.
7. ი. გრიშაშვილის პოეზია, თბ.,1955.
8. მონოგრაფია შ. დადიანის დრამატურგიაზე (თანაავტორი), ჟ. „მნათობი“,1956, 3.
9. კონფლიქტის საკითხისთვის ლირიკაში, კრ. ლიტერატურულიძიებანი“,
10. ი. გრიშაშვილი, თბ.,1956.
11. პოეტური მეტყველების რეალისტურობისთვის, „ლიტერატურული
გაზეთი“, 1956, 29.
12. შენიშვნები პოეტური ოსტატობის საკითხებზე, „ლიტერატურული გაზეთი”, 1957, 29.
13. ილია ჭავჭავაძის ლირიკის ფორმის საკითხები, „ი. ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული“,
თბ., 1957.
14. თანამედროვე ქართული ლექსის მეტრული წყობის შესახებ, კრ. „ლიტერატურული
ძიებანი" XI, 1958.
15. პოეტური ენის შესწავლისთვის, ჟ. „მნათობი“, 1958, 1.
16. რითმის ზოგიერთი საკითხი, კ. კეკელიძის საიუბილეო კრებული, თბ.,
1959.
17. მეორე პეონის ადგილი ქართულ ლევსწყობაში, კრ. „ლიტერატურული
ძიებანი“,XII, 1959.
18. И. Гришашвили. Тб., 1959.
19. ლექსის სურნელება, გაზ. „კომუნისტი“, 1959, 233.
20. მნიშვნელოვანი ნაშრომი პოეტიკაში, გაზ. „თბილისი“, 1960,.232.
21. ი. ჭავჭავაძე და გ. ტაბიძე, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება”, 1960, 8.
22. ქართული ლექსის ინტონაცია, ჟ. „მოამბე“, 1960, 3.
23. აკ. წერეთლის შეხედულებანი პოეტური ხელოვნების საკითხებზე, ჟ. „მნათობი“, 1960,
10.
24. ლექსწყობის გაუთვალისწინებლობის შედეგად, გაზ. „თბილისი“, 1960, 141.
25. აკაკი და პოეტური ოსტატობა, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1960, 140.
26. პოეტური ხელოგნების საკითხები, თბ.,1961.
27. გ.ტაბიძის რითმა, კრ. „ ლიტერატურული ძიებანი“, XIII, 1961.
28, გარდატეხის ეპოქათა მესიტყვე, გაზ. „თბილისი", 1962, 65.
29. ქართული ლექსის მშვენება, გაზ. „თბილისი“, 1962, 171.
30. გალაკტიონის ერთი ლექსის გამო, გაზ. „თბილისი“, 196, 65.
31. ევფონიის ინტონაციური დანიშნულება, კრ. ლიტერატურულიძიებანი", XIV, 1962.
32. ერთი მოსაზრების გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 196, 31.
33. ლექსის დამოუკიდებელი სახეობა, ჟ. „მნათობი“, 196ქ, 2.
34. ქართული ლექსის კლასიფიკაციისთვის, კრ. „ლიტერატურის თეორიისა და ესთეტიკის
საკითხები", I, 1963.
35. აკაკის ლექსთა სახეობანი, ჟ. „მოამბე“, 1963, 4.
36. აკაკის ლექგსწყობის თავისებურებანი, ჟ. „მაცნე“, 1964, 4.
37. აკაკის მელოდიებიდან. ჟ. „სკოლა და ცხოვრება", 1964, 10.
38. აკ. წერეთლის თხზულებათა გამოცემის გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“,
1965, 6.
39. ლექსმცოდნეობის საკითხები, თბ.,1965.
40. გადატანა აკაკის ლექსში, კრ. „ლიტერატურის თეორიისა და ესთეტიკის საკითხები“,
II, 1965.
41. ლიტმცოდნეობის ტერმინთა მოკლე ლექსიკონი (თანაავტორი), 1966.
42. რუსთველური, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1966, 19.
43. გ. ტაბიძე, „ატმის ყვავილები“ (შემდგენელ-რედაქტორი, წინათქმის ავტორი), თბ.,
1966.
44. ქართული პოეტიკა – ჩვენი საზრუნავი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“,1967, 47.
45. სონეტისათვის, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო“, 197, 18.
46. ლექსის თეორია, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო", 1968, 32.
47. შევადგინოთ „ვეფხისტყაოსნის“ რითმათა სიმფონია, 1969. 19.12. თანაავტორი).
48. გრიშაშვილის ლექსი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1969, 17.
49. ქართული რითმა მაიაკოვსკის ლექსის სტრუქტურაში, კრ. „ლიტერატურული
ურთიერთობანი" ;II, 1969.
50. რა სახეობა იქნება? ჟ. „მაცნე“, 1969, |.
51. მუსიკა, გრძნობა და სილამაზე, ჟ. „ცისკარი“, 1969, 2.
52. Грузинская рифма и поэтика Маяковского, ж. "Литературная Грузия". 1969,
No7-8.
53. ძველეარლელი ლექსი, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო“, 1969
54. „გეფხისტყაოსნის“ პოეტიკიდან, თბ., 1969.
55. კ. ჭიჭინაძე – ქართული ლექსის მკვლევარი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“
,1970, 31.
56. სტილის ძიება XXს.-ის 20-იანი წლების ქართულ პოეზიაში, კრ. „ქართული საბჭოთა
ლირიკის ნარკვევები", 1970.
57, მხატვრული ანალიზის საკითხისთვის, ჟ. „ქართულიენადა ლიტერატურა სკოლაში", 1971,
2.
58. თანამედროვე ლექსის საზომებისთვის, ჟ. „მაცნე“, 1972, 2.
59. აკაკის ლექსი, თბ., 1972.
60. ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ (თანაავტორი), თბ. 1972.
61. Исследования по теории стиха, ж. "Литературная Грузия", 1972, No12.
62 დავის საგანია სონეტი, კრ. ლიტერატურული ურთიერთობანი“, 1972.
63. „ვეფხისტყაოსნის“ რითმათა სიმფონია, თბ., 1972.
64. ლიტერატურის თეორიის საფუძვლები (თანაავტორი), თბ., 1972, 1978, 1986.
65. Пути развития грузинского стиха, ж. "Литературная Грузия", 1973.No4.
66. სტილისტიკური დაკვირვებანი გალაკტიონის პოეზიაზე, ჟ. „ქართული ენა და
ლიტერატურა სკოლაში“, 1973, 2.
67. ფიქრები თანამედროვე ვერსიფიკაციაზე, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1973,
24.
68. Основоположник современной грузинской поэтики, ж. литературная Грузия",
1973, No10
69. ეპითეტი გალაკტიონის პოეზიაში, ჟ. „კრიტიკა“, 1973, 5.
70. რეფორმატორი ქართული ლექსისა, გაზ. „კომუნისტი“, 1973, 245.
71. გ. ტაბიძე, „არტისტული ყვავილები“. აღდგენითი გამოცემა რითმის ლექსიკონით,
ბათუმი, 1974.
72. ინსტრუქცია გ. ტაბიძის რითმის ლექსიკონის შესადგენად, თბ.,1974,
73. ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა (თანაავტორი), თბ., 1975.
74. „დრო, დრო აღნიშნე“, ჟ. „კრიტიკა“, 1975. 6.
75. ძველი და ახალი რითმა, ჟ. „მნათობი“, 1976, 5.
76. რუსთველური შიდარითმა, ჟ. „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1976, 4
77. რითმის სიკეთე, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო", 1976, 35.
78. ქართული ლექსის ბუნებისათვის, თბ., 1976.
79. მეგრული ლექსი, ჟ. „ცისკარი", 1976, 11.
80. აზრისა და ფორმის ერთიანობა, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1977. 24.
81. Новейшая реформа грузинского стиха, ж. "Литературная Грузия", 1977,No4.
82. ქართული ლექსის უახლესი რეფორმა (გერმანულ ენაზე), კრ. „საქართველო“, 1977.
83. ქართული ლექსის განვითარების გზა, თბ., 1979.
84. გალაკტიონის რითმა თორმეტტომეულში, ჟ. „მაცნე", 1979, 4.
85. ლექსმცოდნეობის კონფერენციაზე, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1979.29.V.
86. კ. ჭიჭინაძე, ალიტერაცია ქართულ შაირში (შემდგენელ-რედაქტორი,გამოკვლევის
ავტორი), თბ., 1979.
87. მესამე გამორიცხული, ჟ. „კრიტიკა“, 1979, 5.
88. აკაკის ლექსი, გაზ. „კომუნისტი“, 1980, 10, VI.
89. „წამების წყნარი წარმავალობა“, გაზ., ლიტერატურული საქართველო“, 1981, 40.
90. „ნარგიზოვანის“ სტრიქონები ხალხურ სიმღერაში, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება", 1981, 4.
91. ქართული ლექსმცოდნეობის ფუძემდებელი, გაზ. „კომუნისტი“, 1981, 22.IV.
92. Чашники - 250. ж." Литературная Грузия", 1981, No6.
93. ერთი სიმღერის ისტორიიდან, გაზ. „ლენინის დროშა“, 1981, 66.
94. ქართული ლექსმცოდნეობა 60 წლის მანძილზე, ჟ. „მაცნე“, 1981, 4.
95. „ვეფხისტყაოსნის“ რიტმული ვარიაციებიდან, ჟ. „ცისკარი", 1981,3.
96. ჭაშნიკი ქართული ლექსმცოდნეობისა, მამუკა ბარათაშვილი, „სწავლა
ლექსის თქმისა”. ქართულად და რუსულად (რედაქტორ-შემდგენელი), თბ., ·
97. პოეტიკური ძიებანი, თბ., 1981.
98. „რითმა ყოველთვის ხმალში იწვევს...", ჟ. „კრიტიკა“, 1982, 1.
99. პაპის ნათქვამი მთიბლური, გაზ. „ ლიტერატურული საქართველო", 1982, 26.I.
100. გალაკტიონის რითმის ლექსიკონი ხელნაწერი, 1982 წ.
101. პოეტის რითმის ლექსიკონი, გაზ. „კომუნისტი", 1982, 8.XI.
102. გრიგოლ რობაქიძის სონეტები, ჟ. „რინა“, 1983, 3.
103. იაკობ შემოქმედელის ვერსიფიკატორული ძიებანი, ჟ. „მაცნე“, 1983, 3.
104. საერო პოეზიის სათავეებთან, გაზ. „კომუნისტი", 1984, 173.
105. ქართული ლექსის მკვლევარნი, კრ. „ჭაშნიკი, ქართული ლექსმცოდნეობის საკითხები“,
თბ., 1984.
106. კოჭლი სონეტი, ჟ. „მაცნე“, 1985, 2,
107. ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები, ჟ. „კრიტიკა“, 1985, 4.
108. Хромой сонет в грузинской поэзии, „Гармония противоположностей", Т6., 1985.
109. ბესიკის „ცრემლთა მდინარეს" მეტრისათვის, კრ. „ქართული ლექს- მცოდნეობა“, თბ.,
1985.
110. იაკობ შემოქმედელი, თბ., 1986წ.
111. საჭიროა საკადრისი მეცნიერული ახსნა, გაზ. „თბილისი", 1986.109. 112.
გალაკტიონის სტროფი, ჟ. „კრიტიკა“, 1986, 5.
113. გალაკტიონის პოეტური სახეები, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, I,
1986.
114. იონა მეუნარგიას ერთი შენიშვნის გამო, გაზ. „ლიტერატურული სა- ქართველო“,1987.
12.V.
115 Tlo3TIMHECKHe Ila pauleli. K. “TepaTypHag [pysuta", 1987, N8, 116.
გალაკტიონის პოეტიკა, თბ., 1987.
117. ილიას ნატვრა და იმედი, კრ. „ილია ჭავჭავაძე −150“, თბ., 1987.
118. გურული იუმორისტული ლექსი, გაზ. „ლენინის დროშა“, 1988, 132.
119. ასამაღლებელი ხმა, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1988, 2. IV.
120. ცეზურა ქართულ ლექსში, ჟ. „მაცნე“ 1988, 1.
121. ცეზურა ლუწ და კენტმარცვლიან საზომებში, ჟ. „მაცნე“, 1988, 2. 122. ზოგჯერ
თქმა სჯობს, გაზ. „თბილისი“, 1989, 270.
123. „სიძველისადმი გრძნობა, პატივი“, გაზ. „კომუნისტი“, 1989, 96. 124.
ცოტნე-ბიჭები და პატარა ამორძალები, გაზ. „ახალგაზრდა კომუნის- ტი", 1989, 60.
125. კამათი უსათუოდ საჭიროა, ჟ. „სკოლა და ცხოვრება“,1989, 1. 126. ამაყი ნება,
გაზ. „თბილისი“, 1989, 101.
127. გურამიშვილის ერთი სტროფის ისტორიისთვის, გაზ. „სახალხო გა- ნათლება", 1990,
1.
128. ციმბირის მიწაში, გაზ. „ალიონი“, 1990, 46.
129. ცეზურა ქართულ ლექსში და გურამიშვილის ვერსიფიკაცია, თბ., 1990.
130. „აქა ისმენენ ბესიკისას მღერას ციურსა“, ჟ. „ლიტერატურა და ხელოვ- ნება".
1990, 1.
131. „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ალმ. „ქართული მწერლობა“, 1990, 2.
132. საუბრები აკაკის პოეტურ ხელოვნებაზე, ჟ. „კრიტიკა“, 1990, 5. 133. „ეს არ არის
საქართველო“, ჟ. „დროშა“, 1991, 1.
134. ლომფერი შემოდგომა, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1991, 1. XI.
135. გრ. ორბელიანის მუხამბაზი „გინდ მეძინოს", ჟ. „ლიტერატურა და ხელოვნება“,
1991, 6.
136. „ლექსს აქვს თავისი კანონები“, ალმ. „მარიოტა“, 1991, 2.
137. „ლექსით და მერე რა ლექსით", ჟ. „ლაშარი“, 1991, 1.
138. „გულანის“ პოეზია, გაზ. „ლიტერატურული. საქართველო", 1992, 27.
139. ნიღბით და უნიღბოდ, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1992, 20.XI.
140. · გალაკტიონი თუ ცისფერყანწელები, თბ., 1992,
141. „გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი“, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა", 1992, 12.XII.
142. ქართული ლექსმცოდნეობა, ლექციების კურსი, თბ., 1992.
143. B MacKe II He3 Hct, K. " JlisrepaTypHaa Tpy3H", 1992, NNo6.
144. ზღვა, მერი, აფხაზეთი და ასპინძა, გაზ. „ლიტერატურული საქართვე- ლო“,
1993.2.VII.
145. დედაენის სადიდებელი, გაზ. „სიტყვა ქართული“, 1993, 7.
146. გალაკტიონის წვლილი?! გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1993, 1.X.
147. ი. ჭავჭავაძის ჭაბუკი ჭირისუფალი, გაზ. „ერთობა“, 1993, 30.VI. 148. პოეტიკა
დიდი პოეტის თვალით, ჟ. „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1993, 1.
149. აკაკის ვერსიფიკაციის შესწავლის ისტორიიდან, „აკაკის საიუბილეო კრებული", თბ.,
1993,
150. აკაკი და მამია გურიელი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 1993, 12.III.
151. ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი (თანაავტორი და შემდგენელ-რედაქ- ტორი), თბ., 1995.
152. „მას გახელილი დარჩა თვალები“, ჟ. „მნათობი“, 1995, 5-6.
153. ლექსის კითხვის ხელოვნება, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1995, 8.
154. ანა დედოფალი, გაზ.„საქართველო“, 1997, 1.
155. ნახევარხმოვანი - „ვეფხისტყაოსანში", გაზ. „კალმასობა",1997,9.VI.
156. მამია გურიელი – პოეტი და დეკლამატორი, ჟ. „ცისკარი" 1997, 7.
157. „ჭაშნიკი – 250", ჟ. „მნათობი", 1997, 6.
158. გურამიშვილის საგალობლებიდან: „სხვა ხმა“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“,
1997, 4.VII,
159. პოეტიკა და ტექსტოლოგია, „ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის შრომები“, I, 1997.
160. ქართული ლექსმცოდნეობა (II გამოცემა), თბ., 1997.
161. „აბდულ-მესიანისა“ და „არჩილ მეფის ქების" იგივეობისთვის, გაზ. „ბურჯი
ეროვნებისა", 1997, 11,
162. იაკობ შემოქმედელი (II გამოცემა), თბ., 1998.
163. დაბალი შაირიდან მაღალზე გადასვლის ხელოვნება „ვეფხისფყაოსანში“, გაზ.
„კალმასობა“, 1998, 2.
164. მე და ღამე, კრ. „ქართული ლიტერატურა", 1998, 1.
165. გამოთხოვება ძველ საქართველოსთან, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1998,
144-147.
166. აუცილებელი განმარტებანი, გაზ. „კალმასობა",1998წ. 15, 1999, 1,2.
167, ბუალო, „პოეტური ხელოვნება“, ქართული თარგმანი, (წინასიტყვაობა),
თბ.,
168. ნოდარ დუმბაძის დიალექტი, ალმ. „გუბაზოული“, I, 1998.
169. ოცმარცვლიანი სტროფი „ვეფხისტყაოსანში“, უჟ. „მნათობი“, 1998,
170. მთელი ხანა წიგნისა „CIმი გსX ჩ6ს(5“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1998,
20.XI.
171. გ. ტაბიძის პოეზია დიმიტრი ბენაშვილის თვალთაზედვით, გაზ. „კალმასობა". 1998,
10.
172. შაირი თუ ფისტიკაური, ჟ. „მაცნე", 1998, (1-4.
173. შეხვედრა სიყვარულთან, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1998,
18.VI,
174. მოაზროვნე მეცნიერი და მომხიბლავი ადამიანი, კრ. „გრიგოლ კიკნაძე" თბ., 1999.
,
175. „არტისტული ყვავილები" – 80, კრ. „ლიტერატურათმცოდნეობის
აკადემიის შრომები“,II, 1999.
176. ილია და გალაკტიონი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1999, 14.
177. სულხან-საბა ორბელიანი – ვერსიფიკატორი, ალმ. „მწიგნობარი" 1999, 5. ,
178. გახსენება, ალმ. „გუბაზოული", II. 1999.
179. ვაჟა-ფშაველასთან შეპასუხება რომ გაბედო..., გაზ. „კალმასობაბ 1999, 8. ,
180. ალიტერაციის ინტენსივობა, კრ. „სჯანი“, I, 2000.
181. მივხედოთ ჩვენს ენას, გაზ. „მშვიდობა ყოველთა“, 2000. 117.
182. აკაკის სალექსო ფორმები, „აკაკის კრებული“, I, 2000.
183. სტროფის სემანტიკური სტრუქტურისათვის გალაკტიონის პოეზიაში გაზ. „ლიტერატურული
საქართველო“, 2000, 12. ,
184. „რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა, ჟ. „მნათობი“ 2000, ვ-4,
185. „რა ენა წახდეს“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2000 39 186. წვიმა, გაზ.
„ლიტერატურული საქართველო“, 2000, 22IX... ”.
187. ვერსიფიკაციული ნარკვევები, თბ., 2000.
188. მერის მოტივი, გაზ. „ახალი ეპოქის" დამატება „ჩვენი მწერლობა“, 2000, 17.XI.
189.გალაკტიონ ტაბიძე, მერი (შემდგენელ-რედაქტორიდა წინასიტყვაობის ავტორი), თბ.,
2000.
190. ქართული ლექსმცოდნეობა (III გამოცემა), თბ., 2000.
191. ლექსი და საგანთა მუსიკა, გაზ. „ახალი ეპოქის“ დამატება „ჩვენი მწერლობა“,
2001, 23.II.
192. „ეპიტაფია დავით აღმაშენებლისა“, კრ. „კრიტერიუმი“,II, 2001.
193. რითმა და ზმა, კრ. „სჯანი",II, 2001.
194. გიორგი ლეონიძე – პოეტი და პიროვნება, კრ. „გიორგი ლეონიძე“, თბ., 2001.
195. სიტყვათა სილაბური წონასწორობიდან სიყვარულის ჰარმონიამდე, ჟ. „მნათობი“,
2001, 5-6.
196. სიმართლის წიგნი, გაზ. „ახალი ეპოქის“ დამატება „ჩვენი მწერლობა", 2001,
.22.VI.
197. ომახიანი მწერალი და მეცნიერი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2001, 21.XII.
198. „ვეფხისტყაოსნის“ ენა თანამედროვე მეტყველებაში, კრ. „წინ, რუსთველისაკენ!“
თბ., 2001.
199. „მშვიდობის წიგნის“ ინტერპრეტაციისთვის, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, XXI,
2001.
200. ერთი სატრფიალო რომანსის გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2002. 22.III.
201. ტერმინებისათვის: ზუსტი და არაზუსტი, „ვაჟური“ და „ქალური“ რითმა,
კრ.„სჯანი“,III, 2002.
202. ქართული საერო ლექსის გენეზისისათვის, კრ .,ძველი ქართული მწერლობის
პრობლემები", 2002.
203. გალაკტიონის დღის ისტორიიდან, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 2002, 188.
204. დაბინდულ ქლიავისფერი მთები, გაზ. „ლიტერატურული საქართველო". 2002, 4.
205. „ბასიანის ბრძოლის“ ავტორი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 2002. 15.XI.
206. რამდენიმე დამატებითი ცნობა „არჩილ მეფის ქების“ სასარგებლოდ, გაზ.
„კალმასობა“, 2002, 8.
207. გალაკტიონი. ლიტერატურა თანამედროვე კარცერ-ლუქსისათვის, შემდგენელი და
წინასიტყვაობის ავტორი, თბ., 2002.
208. ეფემერების ეროვნული დაკონკრეტება, კრ. „გალაკტიონოლოგია", I, 2002.
209. ჩახრუხაძის რითმა, კრ. „ლიტერატურული ძიებანი“, XXII, 2002.
210. „რითმა ლამაზი ოქროს ფასია“, ჟ. „მნათობი", 2002, 11-12
211. იონა მეუნარგიას ღვაწლი, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 200ვ, 28.I.
212. კატრენის მესამე ტაეპი, გაზ. „კალმასობა“, 2003, 1.
213. „მივალ გურიაში, მარა“, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 200ქ, 58.
214. ქართული ლექსი, თბ,, 2003.
215. „შფოთიანი ტფილისი“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2003. 25.IV.
216. „ეღირსებაო ლუხუმსა“, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 2003, 177.
217. გალაკტიონი. 15 ლექსი და ერთი პოემა, თბ., 2003,
218. ბესიკის რითმა, კრ. „სჯანი“, IV, 2003.
219. რომანტიკოსთა რითმა, „ლიტერატურული ძიებანი", 200ქ, XIV.
220. მუხრანული, გაზ. „ლიტერატურული საქართველო", 2003, 7.XI.
221. ძირძველ ქართულს არ ახასიათებდა სიტყვათშემოკლებანი, გაზ. „საქართველოს
რესპუბლიკა“, 2003, 16.X.
222. როგორი მახსოვს იგი? კრ. „გალაკტიონოლოგია", II, 2003,
223, ბორენას საგალობელი და ბესიკის „სამძიმარი“, გაზ. „ახალი ეპოქის"
დამატება „ჩვენი მწერლობა", 2003, 12. XII.
224. გალაკტიონის სამყაროში, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 2001, 7.XII.
225. ერთხელ კიდევ და უკანასკნელად აბრევიატურების გამო, გაზ. „საქართველოს
რესპუბლიკა“, 2004, 11.
226. „გალაკტიონის რითმის ლექსიკონი“, ბოლოსიტყვაობა, კრ. „სჯანი“, V, 200.
227. მოგონებანი გალაკტიონზე, თბ,, 2004.
228. ადონისური მეტრი „ვეფხისტყაოსანში“, „რუსთველოლოგია“,III, 2004.
229. დადგა დრო გალაკტიონის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემისა, „კალმასობა“,
2004, 2.
230. ლექსი და სიმღერა, გაზ. „24 საათი“, 2004. 12. XI.
231. ფრანგული ალექსანდრიული ლექსის მოდელი ძველ ქართულ ხელნაწერებში, გაზ.
„ლიტერატურული საქართველო”, 2004. IV.
232. „ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც“, გაზ. „ქართული კულტურა", 2005.17.IX,
233. აფხაზეთი, გალაკტიონი და ოქროს ლირა.
234.წინათქმა გალაკტიონის გამოუცემელი „რჩეულისათვის“, 2005.
235. შემოდგომა შეუდარველი, ჟ. „არილი“, 2005, 1.
236. რუსთველის „ტკბილქართული" და გალაკტიონის ალიტერაციები.
გაზ. „ ლიტერატურული საქართველო“, 2005. 28.I.
237. პოეტები და ყვავილთა სიმბოლიკა, „მწერლური ცხოვრება“, 2005, 5.
238. ბარათაშვილის მეტრიკა, კრ. „სჯანი“, VI, 2005.
239. ენაშემკული და კურთხეული, „კალმასობა“, 2005, 8.
240. „ზედმეტი“ ლექსი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2005. 9.XII.
241. რითმათა ტაში, „კალმასობა", 2005, 2.
242. თოვლის სიმბოლიკა გალაკტიონის პოეზიაში, „ლიტერატურული.
ძიებანი“, XXVI, 2006.
243. მოცარტი, ბეთჰოვენი და გალაკტიონის რითმის მუსიკა, გაზ. „ლიტერატურული
საქართველო“, 2006. 19.V.
244. მოგონებანი გარდასულ დღეთა, „კალმასობა“, 2006, 1-2-3-4.
245. ანა კალანდაძის ახალი წიგნის გამო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2006, 8.
IX.
246. ილიას კალამი, „კალმასობა", 2006, 6.
247. უსახლკაროდან მახარხარომდე, „მწერლის გაზეთი“, 2006, 9.
248. მოგონებანი გარდასულ დღეთა, თბ,, 2006.
249. სულიკო – ცად ასულიყო, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2007,19.I.
250. მოუარეთ საქართველოს, „კალმასობა", 2007, 1.
251. ჰიატუსი ქართულ ენასა და ლექსში, „სჯანი", VIII, 2006.
252. დიდგორი და ნარცისი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2007. 25. V.
253. მოგონებანი გარდასულ დღეთა, თბ,, 2008, მეორე შევსებული გამოცემა.
254. ქართული ლექსის ისტორია და თეორია. თბ., 2009.
![]() |
4 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინასიტყვაობა
ქართული ლექსის ფენომენი ისევე უნიკალურია, როგორც ქართული ენის. მისი კვლევაც
ადრევე უნდა დაწყებულიყო, იოანე ზოსიმეს ქართული ენის ქების დროიდან (X საუკუნე) –
რუსთაველის პოემის შემდეგ მაინც (პრო ლოგის პოეტიკა). მამუკა ბარათაშვილის „სწავლა ლექსის თქმისა" ქართული ლექსის კვლევის გვიანდელი
ეტაპია. ადრინდელი პო ეტიკური ძიებანი დროთა უკუღმართობას შეეწირა. აკაკი განერელიას და გიორგი წერეთლის ფუნდამენტუ რი ნაშრომები XX საუკუნის შუა
წლებშია შექმნილი. წინამდებარე მონოგრაფია ქართულ ლექსზე ჩემი ხან გრძლივი ფიქრისა და განსჯის
ნაყოფია. მას წინ უსწრებდა ნიგნები: „პოეტური ხელოვნების საკითხები“, „ლექსმცოდ ნეობის საკითხები", „ქართული
ლეესის ბუნებისათვის", „ქართული ლექსის განვითარების გზა“, „პოეტიკური ძიებანი“,
„ცეზურა ქართულ ლექსში,“ „ვერსიფიკაციული ნარ კვევები“, „ქართული ლექსმცოდნეობა“ –
ლექციების კურსი, „ქართული ლექსი“ – სასკოლო სახელმძღვანელო და სხვ. მონოგრაფიაში ლექსწყობის საკითხები ყოველთვის პროპორციების დაცვით არ არის
ნარმოდგენილი. ზოგი ერთი, რომელიც სხვა მკვლევართა მიერ იყო შესწავლილი და ჩემს
თვალსაზრისს ეთანხმებოდა, ანდა იმდენადაა ცნობილი, რომ ხელმეორე განხილვას აღარ
საჭიროებდა, შეკუმშულია, ხოლო უფრო დიდი ადგილი ეთმობა სა კუთრივ ჩემ მიერ
გაანალიზებულ პრობლემებს. ქართული ვერსიფიკაციის კვლევის ისტორია, ცალ კეულ ავტორთა შეხედულებანი ჩვენი
ლექსწყობის ბუნე ბაზე წარმოდგენილია თავში – ქართული ლექსის სილაბურობისა და
სილაბურტონურობის თეორიები. შედარებით ვრცლადაა განხილული ქართული რითმა, რაზედაც საგანგებო გამოკვლევა არ
არსებობს. წიგნში ქართული რითმის ხელოვანთა ერთგვარი პორტრეტებიცაა მოცემული. იმდენად რთული და მრავლისმომცველია ქართული ლექსის ისტორიისა და თეორიის
პრობლემატიკა, რომ ალბათ არაერთი საკითხი კვლავ გაურკვეველი ან ახლებურად
გადასაწყვეტი დარჩა, რაც ლექსმცოდნეთა ახალ-ახალ თაობებს ელის.
![]() |
5 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ლექსის ევფონია |
▲ზევით დაბრუნება |
VIII. ლექსის ევფონია
ლექსისა და პროზის განმასხვავებელ ნიშანთაგან ევფონია ერთ ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი ლექსის კუთვნილებაა და არა პროზისა.
ევფონია, ბგერწერა, ინსტრუმენტირება სინონიმური ცნებებია და ლექსის კეთილხმოვანებას ნიშნავს.
ევფონიას თავისი სახეები, ფორმები აქვს. ყველაზე ძირითადი და არსებითია თანხმოვანთა განმეორებანი (ალიტერაცია) და ხმოვანთა განმეორებანი (ასონანსი). აღსანიშნავია, აგრეთვე, მსგავს ბგერათა ერთობლიობა და ბგერათ მიმბაძველობა, ანუ ონომატოპეა.
ლექსის ევფონია ენის ფონეტიკურ მონაცემებს ეფუძნება. ფონეტიკური თვალსაზრისით ენები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. არსებობს კეთილხმოვანიდა ნაკლებად კეთილხმოვანი ენები.თუმცა ამა თუიმ ენაზე მოსაუბრე ადამიანისთვის მშობლიური ენა ყველაზე უფრო კეთილხმოვანია. ამ შემთხვევაში სუბიექტური ფაქტორი მოქმედებს. თუმცა არც ობიექტურის გამორიცხვა არ შეიძლება.
თეიმურაზ პირველის სიტყვები: „სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი“ და „მძიმე არს ენა ქართველთა“ ანტიპატრიოტულ, კოსმოპოლიტურ გამონათქვამებად არ უნდა მივიჩნიოთ.
პარსული ენა, მართლაც, ტკბილი და მუსიკალურია, ხოლო ქართულს ორი პოლუსი აქვს: სიმსუბუქე და სიმძიმე. ისეთი სიტყვგის გვერდით, როგორიცაა საამო, გვაქვს გვბრდღვნის და გვფრცქვნის. ეს პოეზიაშიც გადავიდა. შდრ. ერთის მხრივ: „შესვი, გაამოს“ (ნ. ბარათაშვილი), „იით მოაიავებს" (გ. ტაბიძე) და, მეორეს მხრივ: „განძრცვილვარ გრძნობით“ (ი. ჭავჭავაძე), „ხელებ ჯღრდესავით ჰკიდია" (ვაჟა-ფშაველა).
ქართულ ენას ახასიათებს, როგორც რუსთველი იტყოდა: „სილბო ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა“. აკაკი შანიძეს „ქართული ენის გრა მატიკაში“ მოტანილი აქვს ვაჟას ერთი სტრიქონი: „ღმერთს სთხოვდნენ ცოლ-ქმრის დღეგრძლობას", სადაც 8 ხმოვანთან 26 თანხმოვანი იყრის თავს. აკაკის ლექსის სტრიქონებში, პირიქით, თვალსაჩინოა თანხმოვანთა სიმცირე:
სიტყვებში თანხმოვანთა სიმრავლე ხელსაყრელ პირობას ქმნის ლექსის ბგერწერული მრავალფეროვნებისათვის.
ჩვენს ზეპირსიტყვიერებაში ანდაზები, გამოცანები, შელოცვები ბგერათა ჰარმონიით გამოირჩევა და მთელი ქართული პოეზია კეთილხმოვანი ჟღერადობის საუკეთესო დადასტურებაა.
![]() |
5.1.1 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ლექსის ევფონია - ალიტერაცია |
▲ზევით დაბრუნება |
1) ალიტერაცია
ალიტერაცია ეწოდება სტრიქონებში ერთი და იმავე ან მსგავსი თანხმოვანი ბგერების გამეორებას. ლიტერა ასოს ნიშნავს. ალი ტერაციას თავისი სახეები აქვს, რომელთაგან ყველაზე მარტივია ბგერათა წყვილეულების განმეორება: „ცვარნი ციურნი“, „უგნურმა თაგუნამ“ და სხვა.
უფრო საყურადღებოა ალიტერაციული სამეულები: „მტერსა მოყვრულად მოსულსა“ (აკაკი), „ჭორმეშელ ჭიელ ბიჭებსა“ (ვაჟა).
აღსანიშნავია ე.წ. კიბური ალიტერაციები, როცა ერთი სტრიქონის ბოლო ბგერწერითი ხერხით უკავშირდება მეორის დასაწყისს:
ჩვენ ხომ სიმების სისუსტემ
სინათლე დაგვიბნელაო.
(აკაკი)
შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,
ქორონიკონის კენტი და ლუწი.
(ი. გრიშაშვილი)
ზოგჯერ ალიტერაცია ჯაჭვისებურია: სტრიქონის პირველი სიტყვა ერთი და იმავე თანხმოვნით მეორესთანაა შეკრული, მეორე – მესა მესთან:
ბაღი შეღმა შე-რე-შენდა.
(რუსთველი)
როგორც ვხედავთ, სიტყვა ბაღი თანხმოვნით დაკავშირებულია სიტყვასთან შეღმა,ხოლო ეს უკანასკნელი შეკომპლექსით – სიტყვასთან შე-რე-შენდა. ანალოგიურია – „პატარა ჩიტი ჩიოდა“ (აკაკი).
ხშირად ერთი და იმავე თანხმოვნის განმეორება ვერ ეტევა სტრი ქონის ფარგლებში და მეორეშიც გადადის. მაგრამ უფრო დამახასიათე ბელია სტრიქონთა ალიტერაციული განსხვავებულობა: ერთ სტრიქონში ერთი თანხმოვანი მოძრაობს, მეორეში – განსხვავებული ჟღერადობის მეორე თანხმოვანი და ორტაეპედი კონტრაპუნქტის პრინციპზე იმართება:
აბა, რას ბრძანებ, ბატონო,
გიჟი გგონივარ განაო.
(აკაკი)
ბ-ს ხმოვანება გ-ში გადადის.
ვაჟას სტრიქონებში ბ, რ თანხმოვნებს მათგან კიდევ უფრო დაშორებული ხ თანხმოვანი ენაცვლება:
იზიარებდა ბებრის დარდს
სახის შაჭმუხვნით ხმელითა.
![]() |
5.1.2 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ლექსის ევფონია - ასონანსი |
▲ზევით დაბრუნება |
2) ასონანსი
რითმაში ასონანსი არაიდენტური რითმის სახეობაა, ხმოვანთა იგივეობას და თანხმოვანთა ნაწილობრივ სხვაობას ეწოდება. ბგერწერის დროსკიასონანსი ერთიდაიმავე ხმოვნის განმეორებაა. განსაკუთრებით ხშირია ა-ს ასონანსი:
ალვის ხე აყვავებულა,
ამშვენებს არე-მარესა.
(აკაკი)
აღსანიშნავია ო ხმოვნის განმეორება:
ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო.
(გალაკტიონი)
ე ხმოვნის განმეორება:
ერთადერთად, ქვეყნის ღმერთად
გაჩენილო, უებარო.
(აკაკი)
უ ხმოვნის განმეორება:
უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო.
(რუსთველი)
ი ხმოვნის განმეორება:
სიბრძნე, სიმდიდრე, სიუზეე, სიყმე და მოცალეობა.
(რუსთველი)
ამ შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, ხმოვნებთან ერთად თან ხმოვნებიც (ს) მეორდებიან. ამას ალიტერაცია-ასონანსი ეწოდება. ანალოგიურია:
როს დავბერდი, დავუძლურდი, სახე დაჭკნა, დამეღარა.
(აკაკი)
ალიტერაცია-ასონანსს დიდი ფუნქცია აქვს დაკისრებული „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ სტრუქტურაში, რაც საგანგებოდ გამოიკვლია კონსტანტინე ჭიჭინაძემ. ალიტერაციის ძარღვი შეუწყვე ტლად მიჰყვება პოემას. ვერ ვნახავთ სტრიქონს, სადაც მარტივი ალიტერაცია მაინც არ იყოს. პოემის დასაწყისში– „რომელმან შექმნა სამყარო" ერთმანეთს თანხვდებიან ბგერათა კომპლექსები: მან მნა (რომელმან შექმნა) და რო-რო (რომელმან... სამყარო). გამყოლი ალიტერაციით გამოირჩევა სტრიქონი: „ბროლ-ბადახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა“, რომლის ყველა სიტყვა სტრიქონის საერთო ჰარმონიაშია ჩართული. დამახასიათებელია პრეფიქსების განმეორებაც.
ხშირად რუსთველი სტრიქონებში სიტყვებს ბგერათა ჰარმონიის მიხედვით ალაგებს ისე, რომ მათი ადგილგადანაცვლება შეუძლებელია. აღსანიშნავია, კერძოდ, მიჯნურის თვისებათა ჩამოთვლა: „სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა“. მიჯნურის დახასიათებაში პირველი ადგილი სიბრძნეს არ უნდა სჭეროდა. უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა სიყმე, მაგრამ ამ სიტყვით რომ დაეწყო ჩამოთვლა,მომდევნო სიტყვასთან ბგერწერული კავშირი შესუსტდებოდა, მოიშლებოდა რ ბგერის ალიტერაცია, რასაც სიტყვა სიბრძნე ჰქმნის (სიბრძნე, სიმ დიდრე), ისევე როგორც მუსიკალურ ეფექტს ქმნის სიყმე სიუხვეს შემდეგ (ყ და ხ მონათესავე ბგერებია). ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მეორე სტრიქონში, სადაც მიჯნურის თვისებათა ჩამოთვლა გრძელდება, არსად არ გვხვდება ხმოვანი ი, რომელიც ამ სტრიქონში ბგერათა ჰარმონიას ქმნიდა. მას ე ხმოვანი ცვლის, „ენა, გონება, დათმობა, მძლე თა მებრძოლთა მძლეობა“.
ანალოგიურია ცის მნათობთა ჩამოთვლის თანმიმდევრობა: „მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან“.
ამ სტრიქონებში, კ. ჭიჭინაძის თქმით, არ შეიძლება არც ერთი მნათობის ადგილიდან დაძვრა, ისე არიან ისინი ბგერითი სამაგრებით ერთმანეთთან დაკავშირებულნი.
„ვეფხისტყაოსნის“ მუსიკალური ენის დახასიათების მიზნით კ. ჭიჭინაძე ერთმანეთს უდარებს რუსთველის, თეიმურაზ პირველის, არჩილის, გურამიშვილისა და ბესიკის ერთი და იმავე საზომით დაწე რილ ლექსთა თანაბარი რაოდენობის სტრიქონებს და გამოჰყავს ე.წ. ალიტერაციის კოეფიციენტი. რაც უფრო ხშირია თანხმოვანთა განმეორება, მით უფრო ნაკლებია სტრიქონებში მათი რაოდენობა (განმეორებული თანხმოვნები აკლდება) და დაბალია ალიტერაციის კოეფიციენტი, შერჩეული მასალის ანალიზის შედეგად ალიტერაციის ყველაზე დაბალი კოეფიციენტი აღმოაჩნდა რუსთველს, შემდეგ გურა მიშვილსა და ბესიკს.
ბგერათა ჰარმონიული თანხმობის ბრწყინვალე ნიმუშები გამოავ ლინა აკაკის, ვაჟას და გალაკტიონის ალიტერაცია-ასონანსების შესწავლამ.
ერთი და იმავე ხმოვანთა და თანხმოვანთა განმეორებასთან ერ თად, აკაკისთვის ნიშანდობლივია მსგავს ბგერათა ერთობლიობა, რაც ერთიან, სასიამოვნო ჟღერადობას ქმნის, თუმცა ცალკეული ბგერების განმეორებით არ იქცევს ყურადღებას.
ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა,
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა.
მსგავსი აკუსტიკა, პირველ რიგში, ხმოვანთა სიმრავლითაა გა პირობებული. ამ სტროფის 32 მარცვალში 29 თანხმოვანი მონაწი ლეობს, ე.ი. ხმოვნები გაცილებით ჭარბობს თანხმოვნებს და ხმოვანთა დომინანტობა სტროფს გაბმული ჟღერადობის ხასიათს აძლევს. ამასთან ერთად, არანაკლები მნიშველობა აქვს თანხმოვანთა ხასიათს და ურთიერთმიმართებას. ხმოვნების, როგორც მჟღერი ბგერების, გვერდით მჟღერი თანხმოვნები იყრის თავს.
ბგერათმიმბაძველობა ანუ ონომატოპეა ევფონიის ყველაზე მარ ტივი სახეა და გულისხმობს ბუნების მოვლენათა ბგერით მიბაძვას, რაც ხშირია პოეზიაში. შდრ. ა. აბაშელის „სსსს... სისინებს სიო, შშშშ... შრიალებს ისლი". ამგვარივეა „ქარი ქრის“, „ფრინველი ფრენს“ და სხვა. დოლის ცემის იმიტაციაა: „ამ პატარას, იმ პატარას“:
დოლი მღერის, ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას.
(ილია სიხარულიძე)
![]() |
5.1.3 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ლექსის ევფონია - ონომასტიკა და ევფონია |
▲ზევით დაბრუნება |
3) ონომასტიკა და ევფონია
ალიტერაცია-ასონანსს ხშირად მიმართავენ პოეტურ ეპოსში პერსონაჟთა სახელების (ონომასტიკა) გახმოვანების მიზნით, რაც ხელს უწყობს პერსონაჟთა დახასიათებას. ეს, ამავე დროს, თხზულების კომპოზიციასთანაც არის დაკავშირებული.
ტარიელის პირველი გამოჩენა „ვეფხისტყაოსანში“ ამ სახელში შემავალი ბგერების გამეორებითაა შემზადებული (85-ე სტროფი). განსაკუთრებით მდიდარ მასალას იძლევა ამ მხრივ ვაჟა ფშაველას პოემები.
„გველის მჭამელში“ მინდიას ხსენებას წინ უძღვის მშვიდია-დიდია ჰკიდია რითმით გაწყობილი პასაჟი, როგორც აკუსტიკური სამზადისი მთავარი გმირის სახელის მოსასმენად.
„სტუმარ-მასპინძლის“ გმირთა ჰარმონია, ჯოყოლა-აღაზა-ზვიადა ურის სულიერი თანხმობა, რაც ნაწარმოების დედააზრს წარმოადგენს, ამ სახელების ფონეტიკური მსგავსებითაც არის განმტკიცებული – ჯოყოლა, აღაზა, ზვიადაური (– ყ, ღ, ზ თანხმოვნები). პოემის მეოთხე სახელდებული პერსონაჟი მუსა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ჰარმონიულ სამებას, მისგან სახელის ფონეტიკური შედგენილობითაც განსხვავებულია.
ონომასტიკის ევფონიასთან დაკავშირებით საინტერესოა შემდეგი დეტალი. ნადირობიდან დაბრუნებულ ქისტ ჯოყოლას გზაში შეხვდება ქისტების დაუძინებელი მტერი ხევსური ზვიადაური, რომელსაც ჯოყოლა პირადად არ იცნობს. როცა სახელს ჰკითხავს, ზვიადაური იცრუებს („იცრუა ზვიადაურმა, თვისი სახელი დამალა“), რადგან ამ სახელს ქისტეთში იცნობდნენ. მაგრამ რა სახელიდაირქვა მან? – „ნუნუა მქვიან, ძმობილო". ზვიადაურს რომ ეთქვა, მაგალითად, ზეზვა მქვიაო, სახელთა ჟღერადობის მსავსებით, შეიძლებოდა ჯოყოლას ეცნო იგი, მაგრამ მან დიამეტრულად საპირისპირო ჟღერადობის სახელი მოძებნა – ნუნუა.
ევფონია ვაჟასთვის საგანგებო დანიშნულების პოეტური ხერხია. ამიტომ არის, რომ „ეთერი“, რომელიც მხატვრული თვალსაზრისით ვერ უტოლდება სხვა პოემებს, ევფონიურადაც ღარიბია.
მეორე მხრივ, ეს პოეტური ხერხი ყველა შემთხვევაში ერთნაირი სიძლიერით არარის ამოქმედებული. აგტორინაწარმოების სტრუქტურის ხან ერთ ელემენტს წამოსწევს და მას აკისრებს მთავარ ფუნქციას, ხან კი – მეორეს. კერძოდ, ნათელი ხდება, რომ პოემაში „გოგოთურ და აფშინა“ ვაჟა იმთავითვე ევფონიური მხარის მაქსიმალური მოწესრიგების გზას დაადგა. შესაძლოა მას ამის იმპულსი მისცა პოემის სათაურში გამოვლენილმა გმირთა დაპირისპირებამ. კონტრასტული ხასიათები: გოგოთური და აფშინა ვაჟამ ევფონიურადაც მკაცრად გამიჯნა ერთურთისაგან და თითოეულმათგანს ტექსტში თავ-თავიანთი ფონეტიკური სიმაგრეები გაუჩინა.
როგორც გოგოთური და აფშინა პოემაში შედარებითი მეთოდით არის დახატული, ამავე პრინციპზეა აგებული პოემის ევფონიაც. გოგოთურისა და აფშინას დაპირისპირება, უწინარეს ყოვლისა, მათს სახელებში იჩენს თავს. ამ სრულიად განსხვავებული ჟღერადობის სახელთა აკუსტიკას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს. სიტყვა გოგოთურ ჟღერადია და გმირის სიძლიერე მის სახელშიც არის საგრძნობი, ხოლო ამის საპირისპიროდ აფშინა ყრუდ გამოითქმის.
ეს ორი სახელი პოემაში ორ განსხვავებულ ხაზს ქმნის, თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი აკუსტიკა მიჰყვება.
ერთი და იგივე ხმოვნები და ერთიდაიგივე ან მსგავსი თანხმოვნები ქმნიან ერთიან გამას, რომელიც თან მოაქვს თითოეული გმირის სახელს. პოემის პირველსავე სტრიქონში ა და ბ ბგერები („ამბობენ ბლოელ“) პირდაპირ მიმართებაშია აფშინას აფ კომპლექსთან („ამბობენ,ბლოელ აფშინა"),მსგავსად გოგოთურის ცოლისსიტყვებისა: „ამბობენ, აფშინაის ცხენს“. აფ კომპლექსის გამეორებით იქცევს ყურადღებას მსაზღვრელ საზღვრული: „გადაფითრებულს აფშინას“. შ-ს ალიტერაციაზეა აგე ბული შემდეგი ანაფორა:
აფშინას ბაწარაულის
შუქი შორს გაიფინება.
თანხმოვანი შ, რომელიც სიტყვა აფშინას საყრდენ ბგერას წარ მოადგენს, აქ ალიტერირებულ სამეულს ქმნის (აფშინას... შუქი შორს). როგორც ცნობილია, შ ბგერა ისმის სიტყვაში ვაჟკაცს, მით უმეტეს, თუ იგი შ-ს შემცველ სიტყვასთან მეზობლობს. ამ მხრივ საგულისხმოა შემდეგი ევფონიური გადასვლა:
პირდაპირია აფშინა,
ვაჟკაცს არ უყვარს პარება.
აქ ჰარმონიას ქმნის აგრეთვე პირდაპირის და პარებას პ თან ხმოვანი – აფშინას ფ თანხმოვანთან მიმართებაში. სინტაგმაში – გადაფითრებულს აფშინას, რომელიც ზემოთ აფ კომპლექსის გამეორების ნიმუშად მოვიტანე – თვალში საცემია აგრეთვე ა ხმოვნის გამეორება (ოთხი ა რვა მარცვლის მანძილზე). საერთოდ, აფშინას ა ხმოვანი მდიდარ მასალას იძლევა ასონანსისათვის; სამმარცვლიან სიტყვაში იგი ორ ადგილს იჭერს, ამასთანავე, სიტყვის დამწყები ბგერა არის და მახვილიანია. როცა აფშინას მახვილიანი ა მეზობელი სიტყვების მახვილიანა-ს ეხმიანება, კეთილხმოვანება აშკარა და თვალნათლივია: „აფშინა არი სწორედა", „რა ვქნა, ამოთქვა აფშინამ“.
კიდევ უფრო გამოკვეთილია გოგოთურის ევფონიური პროფილი. ამისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის ამ სიტყვის მდიდარი ფონიკური შედგენილობა. ვაჟა გოგოთურს ჩვეულებრივად, თავის შესატყვის აკუსტიკურ გარემოში ახასიათებს:
გოგოთურს რკინის გული აქვ, გკქ
მკლავი ხომ გადამეტია, კგ
რამდენჯერ მარტომ შაბერტყის დტრ
მტერი ქვიშაზედ მეტია. ტდ
ომში სიკვდილს ჰგავ გოგოთურ კგ
და ა.შ.
ამ სტრიქონებში ალიტერაციას ქმნის სიტყვა გოგოთურის დამახასიათებელი თანხმოვნები: გ, თ, რ თავისი ვარიაციებით: კ, ქ და დ, ტ.
ასევე, თავის შესატყვის აკუსტიკურ გარემოში მოქმედებს გოგოთური:
გაწყრა, გაჯავრდა გოგოთურ,
გულში აეძრა ჟინია.
ხელი გაავლო აფშინას,
დადვა, დაბეგვა ძალიან.
ამ მონაკვეთის აკუსტიკა გ, დ თანხმოვნების მრავალგზისი გამეორების შედეგს წარმოადგენს. კერძოდ, გ თანხმოვანი ოთხ სტრიქონში 7-ჯერ მეორდება, თანაც თითქმის ყველა შემთხვევაში მახვილიანი მარცვლის შემადგენლობაშია შესული (გაწყრა, გაჯავრდა გოგოთურ, გულში, გაავლო).
ევფონიურად არის ხაზგასმული გოგოთურისა და აფშინას კონ ტრასტული ხასიათები, რასაც ვაჟა ხშირად პარალელიზმის ფორმით გვთავაზობს.
ვნახოთ გოგოთურის შემოსვლა პოემაში:
თანაც იტყვიან: გოგოთურს
ჯანით ვერ შაედრებაო,
ნეკით გასტყვარცნის, აფშინა
ხე და ქვათ შაეცხებაო.
აქ ყურადღებას იქცევს პარალელური დაწყვილება: „გოგოთურს შაედრებაო“, „აფშინა შაეცხებაო“. თრ, დრ თანხმოვნების პარალელი ზმის პირველ წევრში, ა ხმოვანი და შ თანხმოვანი მეორე წევრში ევფო ნიურ კონტრასტს ქმნის, რაც პოემის ამ მონაკვეთზე დაპირისპირებ ულთა ერთიანობის ცნობილი კანონის ძალით მოქმედებს.
როგორც ვხედავთ, „გოგოთურ და აფშინას“ ონომასტიკის ალი ტერაციული საფუძველი მყარია. მე მხოლოდ ძირითად მომენტებზე გავამახვილე ყურადღება. მთლიანად კი საგულისხმო სტატისტიკას ვღებულობთ: ამ ორი სახელის 39 გახმიანებიდან 36 აკუსტიკურად შეწყობილია. პოემას თავიდან ბოლომდე მიჰყვება ეს ორი ევფონიური ხაზი, ორი ურთიერთგანსხვავებული ტონალობა, რაც დიდად უწყობს ხელს ამ ორი კონტრასტულისსახის გამოკვეთას.
გმირთა სახელების მიზანდასახული ევფონია სხვა პოემებშიც იგრძნობა.
„ალუდა ქეთელაურში“ უაღრესად ჰარმონიულია გმირის სახე ლისა და გვარის ურთიერთმიმართება. სახელი ალუდა ყველა ბგერით არის შესული გვარის – ქეთელაურის – შემადგენლობაში (ერთგან დ შეცვლილია მისი მონათესავე თ-თი). ეს ჰარმონია დარღვეულია აფშინა მინდოდაურში, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს: ალუდა ქეთელაური ვაჟას იდეალური გმირია, აფშინა მინდოდაური – არა.
ქეთელაურთან დაკავშირებით საინტერესოა ანაფორა – ეპიფორას ერთ სტროფში გაერთიანების ფაქტი:
გამასტყვრა მუცალის თოფი,
ტყვია ჩქამს იზამს მქისესა,
გაუტეხს ქეთელაურსა
საპირის-წამლეს რქისასა.
ქ თანხმოვანი და სა კომპლექსი ფონეტიკურად აკავშირებს უკა ნასკნელ 3 სტრიქონს: მქისესა, ქეთელაურსა, რქისასა (ეპიფორა), ხოლო თანხმოვნები: ტარი და ყარი (მისი მონაცვლე ხარით) – პირველ სამ სტრიქონს: გამასტყერა, ტყვია, გაუტეხს (ანაფორა). ქეთელაურის რ თანხმოვანი, როგორც განსაკუთრებით ძლიერი და ჟღერადი ბგერა, საგანგებოდ არის გამოყენებული დინამიკის გადმოსაცემად, რასაც გაჯავრებული ალუდას მოქმედება ქმნის:
გაჯავრდა ქეთელაური,
ფერი დაიდვა მგლისაო:
ხელი გაიკრა ფრანგულსა,
შუქი ამოხდა მზისაო,
უქნივა მოზვერს ქედზედა.
თავი მიგორავს ძირსაო.
რ ბგერით არის შეკრული პირველი ალიტერაციული სამეული (გაჯავრდა ქეთელაური, ფერი), აგრეთვე სტრიქონი: „ხელი გაიკრა ფრანგულსა“ (ერთგან რ-ს მონათესავე ლ ენაცვლება).
გარდა რ ბგერისა, ამ საოცრად მოძრავ სტრიქონებში, რომლის ბადალი მხოლოდ „ვეფხისტყაოსანში“ შეიძლება ვიპოვოთ,ალიტერაციას ქმნის, ერთი მხრივ, გ, ქ, კ თანხმოვნები (გაჯავრდა ქეთელაური, გაიკრა ფრანგულსა), ხოლო, მეორე მხრივ, ზ ბგერა მისი მონათესავე ძ-თი (მზისაო, მოზვერს, ქედზედა, ძირსაო).
დიალექტის ფუნქციური დანიშნულებით გამოყენება, რაც ვაჟას ლექსებსა და პოემებში ჩვეულებრივი მოვლენაა, ზოგჯერ ევფონიასთან არის დაკავშირებული:
ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა.
სინტაგმა მაუნდა ალუდას დიალექტური მაუნდას გამო იმდენად გაკეთილხმოვანებულია, რომ თანამედროვე გაგებით რითმას ქმნის. დიალექტის ამავე მიზანდასახულებით გამოყენება პოემაში სხვა განაც შეინიშნება: მააჭრა მარჯვენა („ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა“). საგულისხმოა, რომ ამ სიტყვას ვაჟა ყოველთვის დიალექტური ფორმით არ ხმარობს. ეგევე სტრიქონი „სტუმარ-მასპინძელში“ მთლიანად ლიტე რატურული ენით არის გამართული: ზვიადაურმა „ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა“. ამ სხვადასხვაობის ახსნა ისევ ევფონიით ხერხდება. „ალუდა ქეთელაურის“ დასაწყისი, როგორც ზემოთაც ვნახეთ, საგანგებო კე თილხმოვანებით გამოირჩევა. კერძოდ, მააჭრა მარჯვენა ევფონიურ კონტექსტშია ჩართული.ზედა სტრიქონი შეიცავს დიალექტურ მაუდის, ქვედა სტრიქონში კი გვაქვს ალიტერაციული წყვილი: ფრანგული ფხი ანი (რომელიც თავის მხრივ, ენათესავება ამავე სტროფის ევფონიურ ცენტრს – საფიხვნოს). ზევითა მაუდის და ქვევითა ფრანგული ფხიანი სტიმულს აძლევს პოეტს, რომ სიტყვა მააჭრა დიალექტური ფორმით იხმაროს და მთელი კომპლექსი შეათანხმოს სიტყვასთან მარჯვენა (მააჭრ//მარჯ).
„სტუმარ-მასპინძლის“ საწყისი თავები კი, სადაც „მოაჭრა მარჯვენა“ გვაქვს, საერთოდ არ გამოირჩევა საგანგებო ევფონიური ჟღე რადობით. კერძოდ, ამ სტრიქონის წერის დროს ვაჟას წინაშე კეთილ ხმოვანების ამოცანა არ იდგა, ამიტომ ამჯობინა კუთხურ მოქცევას გამართული ლიტერატურული ფორმა. ვაჟას დიალექტიზმების მხატ ვრული ფუნქციის გათვალისწინება აუცილებელია ავტორის ენობრივი პოზიციის გარკვევისას.
ტიპიურ შედგენილ რითმას გვაძლევს სიტყვა ალუდასთან შეთან ხმებული არ უნდა:
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
ეს სტროფი საერთოდ გამოირჩევა თავისი დახვეწილი ევფონიით, რასაც, უწინარეს ყოქლისა, ქმნის ალ (არ) კომპლექსის ხშირი გამეორება (ალუდას, არ უნდა, არ აჰყრის, არ ეხარბება, ქალიო, თვალიო).
აღსანიშნავია აგრეთვე დ თ ტ ბგერების მონაცვლეობა („ალუდას თოფი არ უნდა, ატირდა"). თუ ამას დავუმატებთ -ა-ს ანაფორას, ხმოვნის გამეორებას ოთხივე სტრიქონის თავში, რაც გამდიდრებულია რ, ლ თანხმოვნებით, აგრეთვე, ზოგიერთ სხვა ბგერწერით ნიუანსს (ებ - კომპლექსი და ყ, ხ-ს დაწყვილება ბოლო ორ სტრიქონში), დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სტროფი ჰარმონიული ჟღერადობის მწვერვალზეა.
ორიოდე საინტერესო ევფონიურ წყვილს ქმნის სახელი მუცალი, რომლის ცენტრალური ბგერა არის ც. „ვაჰ, ცდასა მუცალისასა“. „იმ ცხონებულსა მუცალსა“, „მუცალს არ სნადის სიკვდილი“ და სხვ.
„ალუდა ქეთელაურის“ მსგავსად, ევფონიის თვალსაზრისით მდიდარ მასალას იძლევა „სტუმარ-მასპინძლის“, „გველის მჭამელის“ და ნაწილობრივ „ეთერის“ ონომასტიკა. ზვიადაურის, ჯოყოლას, მინდიას დამახასიათებელი თანხმოვნები: ჯ, ზ, დ, თ არა ერთი და ორი მომხიბლავი ალიტერაციის წყარო ხდება:
კერის ჰირს იჯდა ჯოყოლა.
წავიდნენ, ზვიადაური
ზეზე გაწირეს ტიალად.
წამოდგა ქალი ეთერი,
მთვარე ამოჰყვა პირზედა.
არა თუ ცენტრალურ გმირთა, თვით შემთხვევით შემოსულ პჰერ სონაუთა სახელებიც კი ისეა ჩამაგრებული სტრიქონებში, რომ მათი ამოღება ან სხვა სახელით შეცვლა შესაბამისი ადგილის სერიოზულ რეკონსტრუქციას მოითხოვს. ერთი ასეთი პერსონაჟია აპარეკა, რომელიც „სტუმარ-მასპინძელში“ ხევსურთა სალაშქროდ მზადების დროს გამოჩნდება, ორ სიტყვას იტყვის და მიიმალება:
იძახის აპარეკაი:
„საგძალი გინდათ კვირისა!“
ძნელი სათქმელია, რომელმა რომელი გამოიწვია: აპარეკამ კვირა თუ პირიქით. ის კი ცხადია, რომ ეს ეპიფორა საგანგებოდ არის შერ ჩეული.
საყურადღებოა „ბახტრიონის“ ონომასტიკასთან დაკავშირებული ალიტერაციებიც. პოემის გმირთა სახელები (კვირია, ხოშარაული, წიწოლა, ლუხუმი, ზეზვა), თითქოსდა, ბგერათა კაუჭებით არის ჩამაგრებ ული სტრიქონებში. ალიტერაცია ვლინდება მათს ურთიერთობაში მე ზობელ სიტყვასთან ან მეზობელი სტრიქონის თანმხვედრ სიტყვასთან. გმირის სახელს თავისი გამაც თან მოაქვს: „კაცნო, კვირია რა გვექნა“, „ხოშარეული ხარია“ „წიწოლას დანაშაული აწეულია ცამდინა“.
ზეზვას ხსენება ამ სიტყვის მეზობლობაში ზ ბგერის მსგავსი ძ-ს გაჩენას იწვევს: „ზეზვაი, ძმაო, ზეზვაი“, „წინ უძღვის ზეზვაი“.
პოემაში ხშირად ისმის ლუხუმის სახელი და მას თან სდევს ხანისა და უნის გაძლიერებული ჟღერადობა: „აღარა ხუმრობს ლუხუმი“.
„სტუმარ-მასპინძლის" გმირთა სახელები ჯაჭვისებური ალიტე რაციითაა ერთმანეთს გადაბმული: „ჯოყოლა-აღაზა, აღაზა-ზვია დაური.
გმირთა ამგვარი დაწყვილება, რომლის შესანიშნავი ნიმუში „ვეფხისტყაოსანშია" (ტარიელი//ნესტანი; ავთანდილი//თინათინი), ცხადია, ქვეცნობიერია, თუმცა არა შემთხვევითი.
აღაზა შემაკავშირებელია ამ ორიპიროვნებისა,როგორც სულიერად და ფიზიკურად, სააქაოში თუ საიქიოში („იმათ ჰმასპინძლობს აღაზა“), ისე თავისი სახელების ფონეტიკური მიმართებითაც.
ალიტერაცია რომ ვაჟას შინაგანი მუსიკალური მოთხოვნილების შედეგია და არა ბგერათა შემთხვევითი თანხვედრისა, ეს „ეთერის“ ონომასტიკის მაგალითზეც იჩენს თავს. სახელი გოდერძი უფრო ჟღერადი და მუსიკალურია, ვიდრე განსახილველ პოემათა რომელიმე სხვა პერსონაჟის სახელი, მაგრამ ხშირი გამოყენების მიუხედავად იგი პოემაში არც ერთ საინტერესო ევფონიურ გამას არ ქმნის. ევ ფონიას ვაჟა მხოლოდ და მხოლოდ ზეშთაგონების პროცესში მიმარ თავს, ხოლო „ეთერის“ პერსონაჟი გოდერძი არ არის დიდი შემოქ მედებითი შთაგონებით შექმნილი სახე. ვაჟას გმირთა გალერეაში მას მოკრძალებული ადგილი უჭირავს.
ალიტერაცია აქტიურად მონაწილეობს მხატვრულისსახის შექმნაში. გოგოთურის „დიდი სხეულის“ და დინჯი ხასიათის წარმოდგენას უთუ ოდ ხელს უწყობს ალიტერაცია: „მაიზლაზნება ზოვივით“. ზ ბგერის გამეორება დასამახსოვრებელს ხდის ამ გამოთქმას, რომელსაც ავ ტორმა გმირის პორტრეტული დახასიათების ფუნქცია დააკისრა.
გოგოთურის სახის ჩვენებას პოემის ამ მონაკვეთში აფშინას გარეგნობის აღწერა მოსდევს. რამდენიმე სტრიქონის შემდეგ, რაც ავტორმა „მაიზლაზნება ზოვივით“ გვითხრა, თვალსა და ყურს ხვდება აფშინას მისამართით თქმული – „მაეზაყება ცხენზედა“. ერთისა და იმავე ბგერის მომარჯვება ორი განსხვავებული ხასიათისა და სიტუაციის საჩვენებლად კონტრასტულ პარალელიზმს ქმნის, რაც საგანგებო დანიშნულებით არის ნაკარნახევი.
ევფონიურად გამართული მეტყველება უფრო რელიეფურად წარმოგვიჩენს გმირის ხასიათსა და მოქმედებას. გავიხსენოთ საუბარი გოგოთურზე:
შემოღამდება, შინ მოდის,
ჩამაუჯდება კერასა,
დაიწყებს შესაქცევრადა
დიდის ყალივნის ნევასა,
ფანდურსაც შააჟღარუნებს,
თითს ააჩქამებს ბერასა.
ამ ნაწყვეტის პირველი სამი რიტმული ერთეული („შემოღამდება, შინ მოდის, ჩამაუჯდება“) შ(ჩ), მ, დ თანხმოვნებით არის შეკრული. შემდეგ ყურადღებას იქცევს ი-ს მაღალი, დახშული ტონალობიდან ა-ს გაშლილ ჟღერადობაზე გადასვლა: „დაიწყებს შესაქცევრადა დიდის ყალივნის წევასა, ფანდურსაც შააჟღარუნებს, თითს ააჩქამებს ბერასა“.
ანაფორა დაიწყებს და დიდის დ თანხმოვანთან ერთად ი ხმოვნის გამეორებასაც ემყარება, რაც მომდევნო სტრიქონში კიდევ ორი ი-თ არის გაძლიერებული (დიდის ყალივნის) და ასონანსის ერთი გარ კვეული ტონალობა გმირის ერთ გარკვეულ მდგომარეობასთან არის შეფარდებული.
მდგომარეობის შეცვლას მომდევნო სტრიქონებში ტონალობის ცვლა უნდა გამოეწვია და, მართლაც, 10 ა თექვსმეტი მარცვლის მანძილზე, განსაკუთრებით კი მისი ერთმანეთზე გადაბმული ხმოვანება (შააჟღარუნებს), თითქოსდა, სათანადო სიტყვიერი მასალის გარეშეც გვაგრძნობინებს, რომ გოგოთურმა ფანდურს მოჰკიდა ხელი.
ბგერწერითი ხერხის მომარჯვებით არის დახატული აფშინას სურათიც:
უხდება წითელს ჩოხაზე
ფარი და დაშნა რწეული.
აფშინას ჩოხის ფერს – წითელს, ჩოხაზე რწეულ ფარსა და დაშნას, რამდენიმე სტრიქონის შემდეგ ერთვის ხმლის სახელწოდება – ბაწა რაული და წ, ლ ბგერებისაგან იქმნება ერთი საერთო გამა, რომელიც თავისებურ იერს აძლევს აფშინას გარეგნულსახეს. სიტყვები: რწეული და ბაწარაული აფშინას ჩოხის სიწითლის გამაძლიერებელი ეპითეტე ბია. აშკარაა, რომ ხმლის სახელწოდება – ბაწარაული აქ საგანგებოდ არის მოტანილი – კეთილხმოვანების მიზნით, ისევე როგორც „ალუდა ქეთელაურში“ თოფის სახელწოდება – ძეგლიგი:
თავით დაუდვა ხანჯალი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
გულზედ ძეგლიგი დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
ძვალიო – გულზედ – ძეგლიგი – მიზანდასახული ევფონიური სამეულია.
ალიტერაციული წყვილეულები და სამეულები ვაჟას ენაში ჩვეულებრივი მოვლენაა. იგი თავისთავად მოაქვს მეტყველების კილოს და მუსიკას. წყვილეულების წყარო, საფუძველი მრავალზე მრავალია. აღსანიშნავია რუსთველური ვერბალიზმი: სახელისა და მისი გაზმნავე ბული ფორმის სინტაგმირება („სანთლებს უნთებენ“, „ხვნით ჰხნავს“, „სთესავს თესითა“, „აკვესებს კვესითა“).
ზოგჯერ ერთმანეთს მიჰყვება ერთი თანხმოვნით ალიტერირებული ოთხი სიტყვა: „მაგრამ ნაგრძნობსა გულითა გონებით ჰშველენ ვერასა“ („გველის მჭამელი“). ზოგჯერ კი ერთ პატარა მონაკვეთში ალიტერაცია ასონანსის რამდენიმე სახეობა ერთიანდება:
მოვიდა მოყურიადე,
ლაქარდიანის ენითა,
სახელს ულოცავს ჯოყოლას,
ლაღობს, არ არის წყენითა,
ხალბათობს, ამბობს ამბებსა,
ენას აკვესებს კვესითა.
ვინ იცის, გული სავსე აქვს
გველის შხამით თუ გესლითა.
ივახშმეს...
(„სტუმარ-მასპინძელი“)
პირველ სამ სიტყვაში დ თანხმოვანი ქმნის ევფონიურ სურათს. დამატებით მ, რ ბგერები აბამენ ალიტერაციის ჯაქვს (მ თანხმოვანი: პირველ ორსიტყვაში, რ თანხმოვანი – მეორე-მესამეში). მესამე-მეოთხე სტრიქონების გასაყარზე ფონეტიკურად შეუღლებულია სიტყვები: ჯოყოლას, ლაღობს. მეხუთე სტრიქონში ბთანხმოვანი 6-ჯერ მეორდება („ხალბათობს, ამბობს ამბებსა"). მაგრამ ეს სტრიქონი განსაკუთრებით საყურადღებოა მომდევნო სტრიქონთან მიმართებაში: ალიტერირებულ ბ-ს (კვლის 4 სანი. მე-6 სტრიქონს სასიამოვნო იერს აძლევს აგრეთვე ალიტერაციული წყვილი: აკვესებს კვესითა. ალიტერაციული განსხვავებულობის გვერდით აღსანიშნავია ასონანსური სხვაობა: 5 ა – მეხუთე სტრიქონში, 4 ე – მეექვსეში.
უკანასკნელ ორ სტრიქონში ყურადღებას იქცევს ორი ევფონიური წყვილი: გველის გესლითა და შხამით... ივახშმეს, რომელშიც ალი ტერირებული სიტყვები ჯვარედინად კავშირდებიან:
გველის შხამით თუ გესლითა.
ივახშმეს...
საბოლოოდ, ამ რიტმულ პერიოდში, რომელიც ერთი რითმით არის შეკრული და ერთი კონკრეტული სიტუაციის გამომხატველია, ამბების რიგითი მსვლელობა ბგერწერითი ხელოვნების წყალობით მაღალმხატვრული მეტყველების ხარისხშია აყვანილი.
იქ, სადაც ვაჟა ხატოვანების პრინციპს არ მიმართავს, ბგერათ გამეორების ხერხით ცდილობს, მეტყველებას გაუბრალოების საფრთხე ააცილოს. ერთი შეხედვით, ძალზე მშრალი და პროზაულია გოგოთურის საუბარი ცოლთან:
ნეტავ, რას ამბობ, დიაცო:
ჭკვას რად არ ატან სიტყვასა?
საქმე თუ გამოგლევია,
რატუ არ იტყვი იმასა?!
მაგრამ ტ თანხმოვნის ალიტერაცია (ნეტავ, ატან,სიტყვასა,რატუ, იტყვი) და ა-ს ასონანსი მეორე სტრიქონში (შვიდი ა რვა ხმოვნიდან) ამ სტროფს მოწესრიგებული პოეტური თხრობის სახეს აძლევს.
ანალოგიურია მინდიას სიტყვები „გველის მჭამელიდან“:
ყევარი ხარი კიდევ მყავ.
ანდა ჯოყოლას ცნობილი პასუხი ცოლისადმი:
მე რა გამგე ვარ მაგისა.
იმ ორ თვეს,რომელიც ვაჟამ ჯოყოლას პასუხზე ფიქრს მოანდომა, არც სტრიქონის ევფონიური დახვეწისთვის ჩაუვლია ამაოდ. განსა კუთრებით აღსანიშნავია „გამგე მაგისა“.
საგანგებო მსჯელობის ღირსია „ბასტრიონის" ალიტერაცია ასონანსები. პოემის დასაწყისში ერთი რითმით შეკრული პირველი ექვსი სტრიქონი ერთგვაროვან ბგერათა ჟღერადობით არის გაძლიერებული. განსაკუთრებით თვალში საცემია სინტაგმების ალიტერაციული თანხმობანი: დღემ დაიხურა, მთებმა თვალები, ქარი ქვითინებს, ზარი... შესაზარები. ამასთან ერთად, ნიშანდობლივია მეზობელ სტრიქონებში და ზმნისწინისა და ფ თანხმოვნის განმეორება (დაიხურა, დახუჭეს, შფოთობენ საფლავში,ოფლის). გარდა მუსიკალური კეთილხმოვანებისა, აქ ალიტერაცია ემსახურება მხატვრულისახის შექმნის ამოცანას („ზარი თქვეს შესაზარები“; შდრ. „მოსთქვამს ზარს ზარიანადა“). რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც ის გარემოება, რომ ალიტერირებულია პოემის პირველივე სიტყვის ბგერები (დღ), რითაც თითქოს ნიშანი ეძლევა პოემის საერთო ჰარმონიას. ეს ხერხი ვაჟასთვის საერთოდ დამახასიათებელია. მოვიგონოთ „ღრეობას იყვნენ ხევსურნი“ („გველის მჭამელი“).
„ბახტრიონის“ ევფონია ქართული მეტყველების ბუნებრივ ჟღერა დობას ემყარება და აბსოლუტურად დაზღვეულია რაიმე თვითმიზნურო ბისა და ხელოვნურობისაგან.
ყურადღებას იქცევს ძირისეული ბგერების განმეორება: დღეს დღეობაა, აუნთავ სანთლები, დაუკლავ საკლავი, მოაკმიოს საკმელი, წყლად ამორწყეული. ანდა „შაიხდომებენ შანასა", „მოიხსენიეს მხე დარნი“, „აუწყველს უწყავებითა“, „ლურჯაის დანაბიჯებო".
სიტყვათა წყვილების ალიტერაციასთან ერთად არაიშვიათია სამეულების ალიტერაცია: „ძნელადა ბნელა, დედილამ", „შავი ვეშაპი შქენითა“ და სხვ.
ზოგჯერ პოეტი ალიტერაციით შეკრულისამი სიტყვის ფარგლებსაც სცილდება. „ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ“.
ერთი და იმავე თანხმოვნის მრავალგზისი განმეორებისას ხშირად ალიტერაცია მეორე სტრიქონშია გადასული:
მაშ, არა თქვაა შანშემა,
ჩამეეშველოს ლაშქარსა
და სხვ.
სტრიქონიდან სტრიქონზე ალიტერაციულ გადასვლას ვაჟა მათი ურთიერთდაკავშირების მიზნითაც იყენებს. ერთი სტრიქონის ბოლო მეორის დასაწყისთანაა შეხამებული. თანხმოვანი კიბური წესით აკავშირებს ორ სიტყვას. კიბური ალიტერაციის ნიმუშებია:
რომ არ წაიღეს საფლავში
ლაფით მოსერილი პირები.
გვეყო, რაც მტერთან ბრძოლაში
ძვალები გადაგვიყრია.
დიაცთღა დაჰრჩათ მარტოთა
მატყლის სართავად კერანი.
ესა სთქვა განაცრებულმა,
ცრემლებიც ჩამეედინა.
წიწოლამ ლაფით გაგვთხიფა,
გაგვექცა სირბილიანი.
და სხვ.
მოსაზღვრე სტრიქონთა თავში ან ბოლოში მოქცეული ალიტე რირებული თანხმოვნები მუსიკალურად ათანხმებენ ტაეპთა საწყის ან ბოლო ნაწილებს (ანაფორა და ეპიფორა).
ანაფორის ნიმუშებია:
თავმოხდით სდგანან მხედარნი
თავის ბატონის კარზედა.
ხალხში როგორღა გამოვა,
ხატში როგორღა მოდგება?
გაწოლილიყო ხეზედა,
წიოდა გულჯავრიანი.
და სხვ.
ეპიფორის ნიმუშებია:
„ცრემლი სდით ალაზნიანი;
ჩარეცხეს, ჩაალამააზეს.
ჩამოსხდენ, ბეღელს, საჯარეს
ალყად მოევლო ჯარია.
აღსანიშნავია სტრიქონთა ალიტერაციული მსგავსება-განსხვა ვებანი. ალიტერაციის წესითაა გამართული მხოლოდ სარითმო, ე.ი. ლუწი ტაეპები. პირველ სარითმო ტაეპში ც ბგერის განმეორება გვაქვს, ბოლო ორ სარითმო ტაეპში კი – მასთან აკუსტიკურად ახლო მდგომი ს ბგერისა:
ათრთოლებულის ხმით ჰკითხავს
უცნობი უცნობს დიაცსა:
ვინა ხარ, ნეტარ, დედილო?
ვისას რას მოსთქვამ ზიანსა?
ამის გვერდით „ბახტრიონისთვის" ნიშანდობლივია ალიტერაციული განსხვავებანი: ერთ ტაეპში ერთი თანხმოვანი ქმნის ალიტერაციას, მომდევნო ტაეპში – სხვა თანხმოვანი.
ალიტერაციის ეს სახეობა საერთოდ იშვიათია.
იზიარებდა ბებრის დარდს
სახის შაჭმუხვნით ხმელითა.
პირველი ტაეპის სამივე სიტყვა რ თანხმოვანს შეიცავს, მეორე ტაეპის სამივე სიტყვა კი – ხ თანხმოვანს. ტაეპთა ალიტერაციულ სხვაობას თანხმოვანთა მკვეთრი დაპირისპირებაც აძლიერებს: რ მუღე რი თანხმოვანია, ხზ კი – ყრუ (ეს მაგალითი ადრეც მოვიტანე).
ალიტერაციული განსხვავებულობის სხვა ნიმუშებიდან აღსანიშ ნავია რ,მ თანხმოვანთა მონაცვლეობა:
ვფიქრობ, დროება დამდგარა
იმ მეორმოსვლის წამისა.
„ბახტრიონში“ გვაქვს ჯაჭვისებური ალიტერაციაც. პირველი სიტყვა მეორესთან ერთი რომელიმე თანხმოვნით არის დაკავშირებული, მეორე სიტყვა მესამესთან – სხვა თანხმოვნით:
არ ვარგა მაგათი გვარი.
აქ პირველი ორისიტყვა რ თანხმოვანს შეიცავს,მეორე და მესამე გ თანხმოვანს, რაც შემდეგ მესამე გ-თი არის გაძლიერებული (გვარი).
კვირიას სიზმარში ყურადღებას იქცევს სტრიქონი – „სამი დაენთო სანთელი“, რომელიც გაბმული ალიტერაციის საინტერესო ნიმუშია (პირველი სიტყვა – მესამესთან, მეორე – მესამესთან).
თანხმოვნების გამეორებასთან ერთად ევფონიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხმოვანთა გამეორებაც.
ცხადია, ხმოვანთა სიმცირის გამო, ასონანსი უფრო იშვიათია, ვიდრე ალიტერაცია. ამასთან, ასონანსი სტრიქონს გაბმულ ჟღერა დობას აძლევს და ისეთ აკუსტიკურ მრავალფეროვნებას ვერ ქმნის, როგორსაც ალიტერაცია.
„ბახტრიონის“ სალექსო სტრიქონს ამშვენიერებენ, გრაციოზულს ხდიან ასონანსები. განსაკუთრებით ხშირია ა ხმოგნის გამეორება:
მაშ, არა თქვაა შანშემა
(ეს სტრიქონი სხვა მიზნით ზემოთაც მოვიტანე).
მეორდებიან სხვა ხმოვნებიც:
ი: ვინ გიჟი იტყვის იმასა.
ე: ხმალი წელს ერტყა წნელითა.
თო: ორის ობოლის ძმისასა.
უ: აღარა ხუმრობს ლუხუმი.
სტრიქონთა ალიტერაციული განსხვავებულობის პარალელურად „ბახტრიონისათვის“ უცხო არ არის ასონანსური განსხვავებულობაც. პოემის უკანასკნელ სტროფში პირველი ტაეპი ახმოვნის განმეორებით იქცევს ყურადღებას, მეორე ტაეპი – ე ხმოვნის განმეორებით. სიტყვათმახვილი განმეორებელ ხმოვნებს მოუდის:
ამბობენ, შააძლებინა
სნეულსო ფეხზე დადგომა.
საერთოდ, ალიტერაცია-ასონანსი გაცილებით უფრო ეფექტურია, როცა მეორდებიან მახვილიან მარცვლებში შემავალი ბგერები. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ზმნისწინებისა და პრეფიქსების განმეორებას.
ერთ-ერთი დამახასიათებელი მხატვრული შტრიხი „ბახტრიონის“ დასაწყისში, რასაც იმთავითვე გადააქვს მკითხველის ყურადღება პოემის ევფონიაზე, სწორედ ზმნისწინების განმეორებაა:
დღემ დაიხურა პირბადე,
მთებმა დახუჭეს თვალები.
ანდა:
ჩარეცხეს, ჩაალამაზეს.
ან კიდევ:
მოგესალმებით, ქედებო,
მომაქვს სალამი გვიანი.
ყველას შავტირებ ჩემს დარდსა.
ვისაც შავხვდები გზა-ველთა.
ზმნისწინების სიხშირე ზმნის სიმრავლის შედეგია, რაც, თავის მხრივ, თხრობის დინამიკას აძლიერებს.
ზოგჯერ ალიტერაცია-ასონანსი რითმითაც არის გაძლიერებუ ლი. სტრიქონთა შიგნით ბგერათა მსგავსი კომპლექსების განმეორება სარითმო სტრიქონთა ბოლოებშიაც არის გასული:
ობლობის, ბეჩაობისა
დღესაც ზედ მაძე ობია.
სარითმო ერთეული ობი მთლიანად არის შესული სიტყვებში: ობლობის, ბეჩაობისა.
ევფონია ერთ-ერთი საშუალებაა ფრაზის შინაარსობრივი გამახ ვილებისა, საგულისხმო მომენტებზე აქცენტის გადატანისა და, ამ დენად, მას აზრობრივი ფუნქციაც გააჩნია.
ვაჟა არაერთგზის მიმართავს ალიტერაციას საგანთა და მოვლე ნათა მხატვრული დახასიათებისას. ამ კატეგორიისაა, კერძოდ, ალი ტერაცია მსაზღვრელ-საზღვრულში: თუშები თექიანები.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევფონია ვაჟას ტროპულ მე ტყველებაში. მეტაფორა, შედარება ხშირად ალიტერაცია-ასონანსით არის გაკეთილხმოვანებული. ამის დამადასტურებელი მრავალი ფაქტიდან რამდენსამეზე გავამახვილებ ყურადღებას. „ალუდა ქეთელაურის“ ცნობილ მეტაფორაში:
გათენებისას ჭიუხში
შურთხმა დარეკა ზარიო.
სასიამოვნო ბგერით შეგრძნებას იწვევს ევფონიური გადასვლა: ჭიუხში შურთხმა. ამავე თვალსაზრისით საინტერესოა „გველის მჭამელის“ შედარება:
ველებზე ბზინვენ ყვავილნი –
თამარ დედოფლის თვალები.
შედარების თითოეულ წევრს ცალკე სტრიქონი ეთმობა („ყვავილნი“ და „თვალები“ თაგთავიანთი ჯგუფებით) და თავისი თანმხლები ალიტერაცია აქვს. ალიტერაციული განსხვავებულობა ორ სტრიქონად გაყოფილ შედარებაში, ორი სხვადასხვა მოვლენის ცალ-ცალკე წარმოდგენა შედარების პირველ ეტაპზე აძლიერებს მოულოდნელობის განცდას, ამძაფრებს ურთიერთდაშორებულსსაგანთა შეხვედრის მოლოდინს. ეს შეხვედრა კი ევფონიურად ხაზგასმულია: სტრიქონთა ბოლოებში გასული სიტყვები – ყვავილნი და თვალები, გილ(ვალ) კომპლექსების მონაცვლეობით, ეპიფორას ქმნიან.
ვაჟა ხშირად მიმართავს ევფონიის ხერხს ბუნების სურათების ხატვის დროს. ვაჟასეულ პეიზაჟში ფერთა მეტყველებასთან ორგანულად არის შერწყმული ბგერათმეტყველება:
მწვანის ქათიბით კოხტაობს
მთების კალთები ტყიანი;
ბექ-ბუქში თოვლი დამდნარა,
მიწა გამხდარა წვნიანი,
მწვანეს ეწვდება ფოთოლსა
ხარი-ირემი რქიანი.
(„გოგოთურ და აფშინა“)
გაზაფხულის სურათში, რომელიც აქ არის წარმოსახული, ბგერ წერის საშუალებით აქცენტირებულია სიტყვები: მწვანე და კოხტაობს. პირველი ქმნის მიჯრით მიწყობილ განმეორებად კომპლექსს წვ (წვნიანი, მწვანეს ეწვდება), ხოლო მეორე – ეპიფორას (კოხტაობს, ტყიანი).
მხატვრულ სახეებთან ერთად ალიტერაცია არაიშვიათია აფო რიზმებში, ფილოსოფიურ განზოგადოებებსა და დასკენებში, რაც ვაჟას პოემებში ძნელი საპოვნი არ არის. ქისტების პასუხი ჯოყოლასადმი –
თემს რაც სწადიან, მას იზამს,
თავის თემობის წესითა,
რასაც ერთგვარი ლოგიკური ფორმულის სახე აქვს, ალიტერაცი ულად შეკრული წინადადებაა. ამასთან თ-ს განმეორება სტრიქონში „თავის თემობის წესითა“ გაძლიერებულია ანაფორით: ოთხი სტრიქონი ზედიზედ თ-ს შემცველი სიტყვებით იწყება (ერთად, თემს, თავის, მთელის). თქმა არ უნდა, თან-ის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური განმეორებანი ამ გამოთქმას მეტ ძალასა და სიმტკიცეს აძლევს, უფრო სასიამოვნოს, თვალსაჩინოსა და დასამახსოვრებელს ხდის.
მაგრამ ალიტერაცია არსად არ იძენს ისეთ დიდ გამომსახველო ბით ძალას, არსად არ გვევლინება ისეთ აქტიურ როლში, როგორც ეს „სტუმარ-მასპინძლის“ ფინალშია:
მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ
კურუმად შავის ფერითა,
დაეფარება სანახავს
წერამწერელის წერითა.
ზედ აწევს ჯადოსავითა,
არ დაიმტვრევა კვერითა.
ფშაურ მითოლოგიაში გავრცელებული გამოთქმა წერამწერელი (რუსთველისეული განგების სინონიმი), რომელიც ალიტერაციის პრინციპით არის გამართული, ვაჟამ ამავე ხერხით გააძლიერა და წერ ძირის სამმაგი გამეორებით დიდ მუსიკალურ ეფექტს მიაღწია („წერამწერელის წერითა“).
ისეთი მოულოდნელი, მძლავრი და გამორჩეულია ეს ჟღერადობა, რომ ერთბაშად მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება და ალიტერაციის ექო მომდევნო სტრიქონშიც არის გადასული (ზედ აწევს). წერ (წევ) ფუძის თამაშში ბედისწერის გარდუვალობის შინაარსია ჩადებული. ჯანღი, რომელიც წერამწერელის წერით დააწვება სანახავს, იგივე სიკვდილის ფარდაა.
ვაჟას მუსიკალურ ენაში უცხო არ არის თანხმოვანთა სიხშირე, თავმოყრა.
თანხმოვანთა შეყრის დროს აქცენტი უმეტესად ძლიერი ჟღერა დობის, თანაც განკერძოებული წარმოთქმის ბგერებზეა გადატანილი; ამგვარი სიტყვები, როგორც კლდის უხეში ნატეხები, ისეა ჩამაგრებული სტრიქონებსა და ფრაზებში.
ეს ხორკლიანობა ვაჟას ევფონიას გამოარჩეგს ქართული ლექსის საერთო ჟლერადობისაგან. კერძოდ, აკაკის ბგერათა ჰარმონია ხმოვანთა და საშუალო ჟღერადობის თანხმოვანთა აკუსტიკაზეა დაფუძნებული. სტრიქონებში თანხმოვანთა სიხშირე მინიმუმამდეა დაყვანილი. ამ პრინციპს იზიარებს და შემდგომ ავითარებს გალაკტიონი.
ვაჟა საგანგებოდ არ ზრუნავს იმაზე, რომ თანხმოვანთა სიმცირით სტრიქონი ადვილად წარმოთქმადი გახადოს, გამოთქმას სირბილე და სინაზე მისცეს, განსხვავებული ტონალობით საერთო ჰარმონია არ დაარღვიოს. პირიქით, ბგერათა კეთილხმოვანება ვაჟას ესმის როგორც დაპირისპირებულთა ერთიანობა. იგი აკუსტიკური მოულოდნელობის მომხრეა. ერთიმეორის მიყოლებით ალაგებს ურთიერთსაპირისპირო ჟღერადობის სტრიქონებს:
რამდენს ფრაშ-ფრაშში არიან,
ცას ვერ გაავლეს კვალია.
(„ალუდა ქეთელაური")
ვაჟა არ ერიდება აკუსტიკურ სიმძიმეს, გართულებებს, პირიქით, ეს თავისი ვაჟკაცური ენის თვისებად მიაჩნია: „არ ვიცი, იქნებ აკლია ამ ლომს სინაზე ქალისა“.
ვაჟას ევფონიაზე საუბრისას კიდევ ერთ გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება. ალიტერაციის გაბმული ჟღერადობიდან ჩვეულებრივად გამოთიშულია სარითმო სიტყვა. ორტაეპედის მანძილზე გაშლილი ბგერათა ჰარმონიული თანხმობა სარითმო ტაეპის კადენციასთან, რითმის მისადგომზე წყდება:
ახველდებიან ხევები,
ვით ავადმყოფნი ჭლექითა.
(„გველის მჭამელი“)
აკუსტიკურად ასეთ თვალსაჩინო სარითმო სიტყვას ჭლექითა ამ ორ ტაეპში ვერავითარ ევფონიურ საყრდენს ვერ ვუპოვით, მაშინ როცა სხვა სიტყვები საინტერესო ევფონიურ წყვილებს ქმნიან („ახველდებიან ხევები“, „ვით ავადმყოფნი“). მიზეზი? – სარითმო სიტყვას სხვა გამართლება ელის, მას თავისი უღლის ცალი ჰყავს (ჭექითა – ჭლექითა). იმის მოლოდინი, რომ სარითმო სიტყვის ევფონია სადმე სტრიქონის ბოლოში თავის გამოძახილს უთუოდ იპოვის, გამორიცხავს სტრიქონის შიდა ხმოვანებასთან მისი დაკავშირების აუცილებლობას.
მაგრამ ვაჟას პოეზიაში შეინიშნება საპირისპირო ტენდენციაც: სტრიქონის ევფონიაში ჩართულია სარითმო სიტყვაც, რასაც რითმის გაძლიერების ფუნქცია აქვს დაკისრებული:
მიწაზე როგორ ვიარო,
მზე როგორ ვსინჯო ცისაო?
ჯალაბნი არ მეტყვიანა:
„ჰაი, შე ტყლაპო მტრისაო?!“
შემხვედრი სარითმო ერთეულის ისეთი შესამჩნევი თანხმოვანი, როგორიც არის ტ (მტრისაო) განაღდებას ვერ პოულობს მის ცალში (ცისაო), სამაგიეროდ იგი ალიტერირებულია ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც: ევფონიური წყვილი (ტყლაპო მტრისაო) და ეპიფორა (მეტყვიანა... მტრისაო) ახალი ელემენტით ავსებენ და აძლიერებენ რითმას.
ალიტერაცია-ასონანსი, ანაფორა-ეპიფორა, რითმა ერთი და იმავე მოვლენის სამი სხვადასხვა მხარეა და ურთიერთკოორდინირებული მოქმედებით მრავალი მხატვრული ეფექტის შემქმნელია.ევფონია ზრდის და აწესრიგებს ბგერათა ჰარმონიას, ხვეწს და ალამაზებს მეტყველებას, აძლიერებს სახოვანებას, მონაწილეობს გმირთა ხასიათის გამოკვეთაში, ხელს უწყობს ავტორისეული ჩანაფიქრის განხორციელებას, ამაღლებს ნაწარმოების ესთეტიკურ-შემეცნებით ღირებულებას. ასეა ეს საერთოდ და კერძოდ ვაჟა-ფშაველას თხზულებათა მაგალითზე.
![]() |
5.1.4 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ლექსის ევფონია - ალიტერაციის ინტენსივობა |
▲ზევით დაბრუნება |
4) ალიტერაციის ინტენსივობა
ალიტერაციის სიძლიერე, ინტენსივობა არაერთი ფაქტორით არის განპირობებული.
აღსანიშნავია, თუ რა და რა თანხმოვნები მეორდებიან (მჟღერი, ფშვინვიერი, მკვეთრი) და რამდენად შეესაბამება მათი ჟღერადობა ნაწარმოების ხასიათს, მის ვოკალურ ბუნებას, პოეტის „მე"-ს საზოგადოდ თუ კონკრეტულ ვითარებას, რაც ნაწარმოებში აისახა. ალიტერაცია მახვილთანაც არის დაკავშირებული.
შეიძლება ვიფიქროთ: მახვილი ხმოვანს ეცემა და ალიტერაცია რა შუაშიაო? ჯერ კიდევ კოტე დოდაშვილი მიუთითებდა: „ხმის ამაღლება ხმოვანისა სიტყვაში გადაეცემა იმ თანხმოვან ბგერასაც, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებით მიმოსდევს ხმოვანსა“ (109, 104) მახვილი არა მარტო ხმოვნის ამაღლებას იწვევს, არამედ, აგრეთვე, იმ თანხმოვნებისას, რომლებიც ხმოვანს ახლავს და მასთან ერთად მარცვალს ქმნის. ამიტომ არსებობს გამოთქმა – მახვილიანი მარცვალი, უმახვილო მარცვალი.
თუმცა ეს დაკვირვება მარცგლით არ იფარგლება. თანხმოვა ნი ზოგჯერ მომდეგნო მარცვალს ეკუთვნის, მაგრამ მახვილიანი ხმოვნის გვერდით დგომა მის აქცენტირებასაც იწვევს. მაგალითად, „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონში – „მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა“ – ალიტერირებული ქ თანხმოვანი სიტყვების – „საქებრად“ და „ლექსებისა“ თავკიდურ (მახვილიან) მარცვლებში არ არის მოთავსებული, მაგრამ მახვილიან ხმოვნებზე უშუალოდ მობ მული, იგი თითქმის ხმის ისეთივე ამაღლებით გამოითქმის, როგორც ერთმარცვლიან სიტყვაში „თქმა“. ასევე, გალაკტიონის სტრიქონებში – „ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უშორეს ზღაპრად“ („ვერხვები“) სამივე სიტყვის შ თანხმოვანი მახვილით არის ამაღლებუ ლი. ალბათ, ამიტომაც შეცვალა პოეტმა „უძველესი ზღაპარი“ „უშორეს ზღაპრად".
როგორც ვხედავთ, მახვილი ალიტერაციის სამსახურშია ჩაყენე ბული. იგი თავისი აწეული ტონით სიტყვათა სხვა თანხმოვნებიდან გამოარჩევს ალიტერირებულ თანხმოვნებს, მათზე გადაიტანს მკითხ ველის თუ მსმენელის ყურადღებას. ალიტერაციის ინტენსივობა იზ რდება.
გალაკტიონის სამსიტყვიან სტრიქონში: „აყვავილებულ ველებს სალამი“ ლ თანხმოვანი 4-ჯერ მეორდება. მაგრამ მისი განმეორება ნა კლებად შესამჩნევია, რადგან იგი მახვილით არ არის აქცენტირებული. ალიტერაცია მიჩუმებულია. ამავე დროს, რუსთველის ნახევარტაეპში, რომელიც ოთხი სიტყვისგან შედგება, ლ მხოლოდ 3-ჯერ მეორდება, მაგრამ ალიტერაცია უფრო საგრძნობია: „ლამის ლექსთა უნდა ვლენა“. მიზეზი ერთადერთია: სამივეგან ლ თანხმოვანი სიტყვათა საწყისი მარცვლების შემადგენლობაშია და მახვილით არის გაძლიერებული.
„ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტროფის მეოთხე ტაეპში ალიტერი რებულისს თანხმოვანი სიტყვების თავკიდურ მარცვლებშია („მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა"), 29-ე სტროფის მესამე ტაეპში კი იგივე თანხმოვანი – სიტყვათა უმახვილო მარცვლებში („არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს“). თუმცა ალიტერირებული თანხმოვანი ორივეგან ოთხ-ოთხჯერ მეორდება, პირველ შემთხვევაში იგი ბევრად უფრო შესამჩნევი და გამორჩეულია, ვიდრე – მეორე შემთხვევაში.
უფრო მეტიც შეიძლება ითქვას: გიორგი ლეონიძის სტრიქონში „გულში გაარტყავს ტყვიასა" გ თანხმოვნის განმეორება („გულში გაარტყავს“) უფრო თვალნათლივია, ვიდრე ბგერათა მთელი კომპლექ სისა – ტყვ („გაარტყავს ტყვიასა“). მიზეზი აქაც იგივეა: გ თანხმოვანი ორსავე შემთხვევაში სიტყვის თავშია და გამახვილებულია, ტყვ კომ პლექსი კი ერთგან სიტყვის ბოლოშია და, დაღმავალი კადენციის გამო, შეუმჩნეველია.
ალბათ ვიკითხავთ: ქართული ენის სუსტ სიტყვათმახვილს საიდან აქვს ასეთი ძალა?! – ამ ძალას მახვილი ალიტერაციის დროს იძენს.
როცა თვალი სიტყვათა თავკიდურ მარცვლებში განმეორე ბად თანხმოვნებს იჭერს, ჰარმონიის კანონთა საფუძველზე, სმენა აძლიერებს მათს ბუნებრივ სუსტ მახვილს. ლექსი, როგორც სმენითი კატეგორია, ამ მიზნით საგანგებო გახმოვანებას არ საჭიროებს. თვალ ით, ჩუმად კითხვის დროსაც კი სიტყვათა თავში მოქცეული ალიტერი რებული თანხმოვნები მათი თანმხლები ხმოვნებით განსაკუთრებით აქტიურნი ხდებიან.
საკმარისია ერთმანეთს შევადაროთ იმ თავკიდური მარცვლე ბის ტონის სიმაღლე, რომლებშიაც განმეორებადი თანხმოვნები მონაწილეობენ და არ მონაწილეობენ, ე.ი. სადაც ალიტერაცია გვაქვს და არ გვაქვს, რომ ნათლად დავრწმუნდეთ ზემოთქმულის ჭეშმარიტე ბაში. ექსპერიმენტი ალბათ დაადასტურებს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მე-3 სტროფის მე-4 ტაეპის პირველ ნახევარსა და მეორე ნახევარს შორის ამ მხრივ დიდი სხვაობაა. პირველ ნახევარში, სადაც სიტყვათა საწყისი მარცვლების თანხმოვნები ალიტერირებული არ არის („მისთა მჭვრეტელთა ყანდისა“), ამ მარცვლების ტონი უფრო დაბალია, ვიდრე მეორე ნახევარში, სადაც მ თანხმოვნის ალიტერაცია გვაქვს: „მირთმა ხამს მართ მი შერისა“. ასეთია ალიტერაციის ძალა.
გრძნობენ რა ქართული აქცენტუაციის ამ თვისებას (მახვილის ადგილსამყოფელისიტყვათა თავკიდურ მარცვლებზე) პოეტები ხშირად სწორედ სიტყვათა საწყისი თანხმოგნების ალიტერირებას მიმართავენ: „წამების წყნარი წარმავალობა" (გალაკტიონი), „ნისლის ნაკვთი ნარნარ ნიავს ჩამქრალ შუქად ჩაკვდომოდა“ (ა. აბაშელი), „სიტყვა მზის ნაღმით ნარიყალის ნაშთზე ნატყორცნი“ (ი. გრიშაშვილი). ამას ქართული ენის ბუნებაც უწყობს ხელს (პრეფიქსებისა და ზმნისწინების სიმრავლე).
ზემოთ მოტანილ მაგალითებში ალიტერაცია ასონანსით, ერთი და იმავე ხმოვანთა განმეორებითაა გაძლიერებული.
ნათქვამის საილუსტრაციოდ, ე.ი. იმის ნათელსაყოფად, რომ ქართულ ლექსში უმეტესწილად მახვილით გაძლიერებული, სიტყვათა საწყის ბგერებში მოთავსებული თანხმოვნებია ალიტერირებული, მივ მართოთ „ვეფხისტყაოსანს“ – ალიტერაციის უშრეტ წყაროს.
ჩვენ გავაანალიზეთ პოემის პროლოგი (1966 წლის მეცნიერული გამოცემის მიხედვით), აღვნუსხეთ ალიტერაციის ასე თუ ისე ყველა თვალსაჩინო შემთხვევა. ცალ-ცალკე გამოვყავით ალიტერაცია სიტყვა თა თავკიდურ მარცვლებში (ან მახვილიანი ხმოვნის მეზობლობაში), ერთდროულად მახვილიან და უმახვილო მარცვლებში და მხოლოდ უმახვილო მარცვლებში.
სტატისტიკის შედეგები ასეთია: პროლოგის 32 სტროფში ალიტე რაციათა საერთო რაოდენობა 185-ს აღწევს. აქედან 84 სიტყვების თავშია, ე.ი. ალიტერირებული თანხმოვნები თავკიდურ მარცვლებშია. 76 შემთხვევაში ალიტერირებული თანზმოვანი ხან სიტყვის თავშია, ხან კი – არა. ე.ი. ზოგჯერ მახვილიანი მარცვლის შემადგენლობა შია, ზოგჯერ კი – უმახვილო მარცვლისა. ალიტერაციის მხოლოდ 25 შემთხვევა (დაახლოებით 13%) მოდის უმახვილო მარცვლებზე. რადგან 76-ჯერ ალიტერაცია მახვილიან და უმახვილო მარცვლებზე ნაწილ დება, უფლება გვაქვს, აქედან ნახევარი მახვილიანებს მივაკუთგნოთ, ნახევარი – უმახვილოებს. ვღებულობთ შეფარდებას 122:63-ზე. ე.ი. ალიტერირებულ თანხმოვანთა ორი წილი სიტყვების თავშია და მახვი ლიანია, ერთი წილი კი უმახვილოა.
მაგრამ ეს მონაცემები მაინც რაოდენობრივია. გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხობრივ მონაცემებს.
ჩვენ მიერ აღნუსხული ალიტერაციებიდან ზოგი მარტივია, უბრა ლო, ზოგი კი – ძლიერი და გამორჩეული. მაგალითად, სად მ ბგერის განმეორება მე-1 1 სტროფის მეორე ტაეპში: „მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი“ და სად ამავე ბგერისა – 22-ე სტროფის პირველ ტაეპში: „მიჯნური შმაგსა". პირველი ალიტერაციის თვალსაჩინო ნიმუშია: ოთხ სიტყვაში ზედიზედაა, მეორე – მარტივი, ჩვეულებრივი, მხოლოდ ორ სიტყვაშია. მივმართეთ სტატისტიკას და წარმოდგენილი მასალის ამ თვალსაზრისით შესწავლამ შემდეგი სურათი მოგვცა: გამყოლი ალიტე რაცია,ერთიდაიმავე თანხმოვნის მრავალგზისი განმეორება მახვილიან მარცვლებში 19-ჯერ აღინიშნა, მახვილიანსა და უმახვილო მარცვლებში ერთდროულად – 21-ჯერ, უმახვილო მარცვლებში –7-ჯერ. თუ აქაც,ზე მოაღნიშნული წესით, მახვილიან და უმახვილო მარცვლებში ერთდროუ ლად მოქმედ ალიტერაციას თანაბრად გავანაწილებთ მახვილიანებსა და უმახვილოებში ცალ-ცალკე, გვექნება შეფარდება–30:17-ზე.
როგორც ვხედავთ, ხარისხობრივი მონაცემებითაც სიტყვათა საწყის ბგერებში მოქმედი ალიტერაცია მნიშვნელოვნად სჭარბობს უმახვილო მარცვლებში შემავალი თანხმოვნების ალიტერაციას.
საეჭვო აღარაფერია. „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის მიხედვით, ალიტერაციები გაცილებით მეტია და თვალსაჩინო სიტყვათა თავში, ე.ი.მახვილიან მარცვლებში, ვიდრე უმახვილო მარცვლებში. ვფიქრობ, ასეთსავე სურათს მოგვცემს ნებისმიერი დიდი პოეტის ალიტერაციული ხელოვნების ანალიზი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ (ვუბრუნდებით ზემო თქმულს!) ქართულ ლექსში ალიტერაციები მეტწილად სიტყვათა თავ კიდურ, მახვილიან მარცვლებშია და მახვილით არის გაძლიერებული; ალიტერაციის ინტენსივობის განმსაზღვრელი მახვილია.
![]() |
5.1.5 ქართული ლექსის ისტორია და თეორია - ლექსის თეორია - ლექსის ევფონია - ევფონიის სემანტიკური ფუნქცია |
▲ზევით დაბრუნება |
5) ევფონიის სემანტიკური ფუნქცია
ევფონია არ არის სალექსო ფორმის იმგვარივე კომპონენტი, როგორც მეტრი, რითმა და სხვ.
ბგერწერა თავისთავად მოაქვს სალექსო ფრაზის შინაარსს. შეიძ ლება პოეტი სსაგანგებოდ ეძებდეს ლეესის საზომს, რითმას,მეტაფორას, მაგრამ იგი არასგზით არ ეძებს ალიტერაციებს, ასონანსებს, სიტყვებს, რომელთა შორის ეგფონიური თანხმობაა. ცალკეული შემთხვევები ამგვარი ძიებისა ხელოვნურია, რაც ჭეშმარიტ პოეზიად არ ჩაითვლება.
მას დიდი როლი აქვს დაკისრებული მხატვრული სახის შექმნის რთულ პროცესში.
მაგრამ არც ბგერწერის შემთხვევითობაზე შეიძლება ლაპარაკი. მას დიდი როლი აქვს დაკისრებული მხატვრული სახის შექმნის რთულ პროცესში.
გალაკტიონის ლექსი „ჭარხალი“ ჭარბად შეიცავს იმერიზმებს,რაც საერთოდ არარის დამახასიათებელი პოეტისთვის.თანაც იმერიზმების გამოყენება ევფონიურად მოწესრიგებულია: „ბობრი ბელაედა კახამ ბალს“, „შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო", „ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა“, „აბლაბუდას კრებს ბობორიკა“ და სხვ.
რამ განაპირობა იმერიზმების სიჭარბე და მათი ბგერწერული ჰარმონია? ლექსის ფინალში ვკითხულობთ: „ეჰ, სიყმაწვილევ, აწი არასდროს იმგვარად აღარ ამეტყველდები“.
პოეტი ბავშვობას იგონებს და იგონებს იმ სიტყვებითა და გამოთქმებით, რომლებიც მაშინ ესმოდა. იგონებს იმ ჰარმონიას, რომელიც მაშინ მის ირგვლივ სუფევდა. ნაჩვენებია კონტრასტი პოეტის ახლანდელ განცდაში არსებულ დარღვეულ სამყაროსა და ბავშვის თვალით დანა ხულ დაწყობილ ქვეყანას შორის (48ა, 1 13-114).
გ. ლეონიძე ყივჩაღების დახასიათებას ბგერითი დიფერენცი რების გზით აწარმოებს. მათი შემართება ტ, რ მჟღერი ბგერების ალიტერაციითაა გადმოცემული – „როგორ გატორეს ერთხელ ტრა მალი, როგორ ამტვრევდნენ გულის ფიცარსა", ხოლო მინორული გან წყობილება – წ ბგერის განმეორებით: „მაგრამ ვერ ჰპოვეს ქვეყნად წამალი და გამწარებით ხრავენ მიწასა“ („ყივჩაღური ღამე“).
ბგერწერა რომ შემთხვევითი არ არის, იქიდან ჩანს, რომ ლექ სების ახალ ვარიანტებზე მუშაობისას პოეტები ხშირად ალიტერაციის მეშვეობით აკეთილხმოვანებენ ტექსტს.
პუშკინის ერთი სტრიქონი თავდაპირველ ვარიანტში ამ სახით ყოფილა: „Тассовых октав“ (საუბარია ტორკვატო ტასოს ოქტავებ ზე), შემდეგ კი ასეთი სახე მიუღია: „Торкватовых октав“. უკანასკნელი ვარიანტი ალიტერირებულია და უფრო კეთილხმოვანი.
ბარათაშვილის სტრიქონში – „ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა“, ნაცვლად სიტყვისა ნელად, თავდაპირველად ყოფილა – ლურჯად. ნელად მოღელავს ევფონიური წყვილია,ლურჯად მოღელავს კი – არა.
აკაკის პოემა „ნათელას“ ადრე „პირიმზისა" რქმევია და, ამის შესაბამისად, მთავარ გმირსაც პირიმზისა (აკაკის უყვარდა ეს სახელი!). ავტოგრაფში ვკითხულობთ:
დიახ, მსურს დავდნე და გავქრე,
რომ მას მოვფინო ნათელი,
პირიმზისაა იმისი,
ვისაც მე ვამკობ, სახელი.
შემდეგ პირიმზისა ნათელათი შეუცვლია. ადვილი შესაძლებელია, ამ ევფონიურმა გადასვლამ – ნათელი ნათელა – ითამაშა გარკვეული როლი გმირის გადასახელებაში და პოემის სათაურის გამოცვლაში.
ვაჟას „გოგოთურ და აფშინაში“ გოგოთური ფშაველია, აფშინა – ხევსური. თავდაპირველად პოემის დასაწყისი ასე იკითხებოდა: „ამბობენ, ხევსურ აფშინას“, მაგრამ სტრიქონის გაკეთილხმოვანე ბის მიზნით ვაჟამ სიტყვა ხევსური, რასაც დისჰარმონია შეჰქონდა მის ჟღერადობაში, შეცვალა სიტყვით ბლო (სოფელია ხევსურეთში). სტრიქონი ალიტერაციით გაიმართა – „ამბობენ, ბლოელ აფშინა“. არც ერთი სხვა თვალსაზრისით აუცილებელი არ იყო აფშინას წარ მომავლობის ასეთი დაკონკრეტება (არ ვიცით, გოგოთური რომელი სოფლიდანაა).
ამგვარი ჩასწორებანი ტექსტში ნათლად მეტყველებს, თუ რო გორ ცდილობს პოეტი, ლექსი ევფონიურად უფრო სრულყოფილი გახადოს.
თავსამტვრევი პრობლემაა ევფონიის აზრობრივი დანიშნულების საკითხი. ცნობილია ორი თეორია: ბგერითი ავტონომიისა და ბგერითი სიმბოლიზმისა.
ბგერითი ავტონომიის მიხედვით, ლექსის ბგერით მხარეს არა ვითარი კავშირი არა აქვს მის შინაარსთან. იგი ეთიშება ლექსის შინაარსს და მისგან დამოუკიდებლად, ავტონომიურად არსებობს. პოეტის მსო ფლმხედველობა ლექსის ევფონიაში შინაარსისაგან იზოლირებულად ცხადდება.
ბგერითი სიმბოლიზმი ბგერის სემანტიზაციას ახდენს. ბგერა ნი შანი, სიმბოლოა ამა თუ იმ აზრის, განცდისა და ფერის (48ა, 14-19). სიმბოლისტი არტურ რემბო წერს ლექსს „ხმოვნები“, რომელშიაც ესა თუ ის ხმოვანი ბგერა ამა თუ იმ ფერის მანიშნებელია (ა – შავია, ე – თეთრი,ი – წითელი,უ – მწვანე).
ორივე თეორია, განსაკუთრებით ბგერითი ავტონომიისა, გარ კვეული უკიდურესობით ხასიათდება, მაგრამ ბგერათა ჰარმონიას რომ აზრობრივ-ემოციური დატვირთვა აქვს, ეს სადავო არ არის. ზოგჯერ უსემანტიკო სტრიქონში ევფონიურად მოწესრიგებული ბგერითი ერთეულების სემანტიზაცია ხდება. ამის კარგი ნიმუშია გალაკტიონის „დოვინ-დოვენ-დოვლი“, რომელიც დალალგადაყრილი ლურჯა რაშის ქროლვის გამაძლიერებელია: „დედოფალო, ლურჯარაში... მიჰქრის და ლალგადაყრილი, დოვინ-დოვენ-დოვლი" („მოვა, მაგრამ როდის?“).
„სტუმარ-მასპინძელში“ აღაზას თვითმკვლელობის სცენა ამ სტრიქონებით იწყება: „ღამეა ბნელი, დელგმაა, დგანდგარებს არე მარეო“.
სურათის შავი ფონი გაძლიერებულიამისი შესატყვისი აკუსტიკით. ხმოვანება ნელა იწყება და თანდათან ძლიერდება. ბნელი დელგმასთანაა შეწყვილებული, დელგმა – დგანდგართან, დგანდგარი – არემარესთან.
ღამეა ბნელის ნაცვლად რომამ სინტაგმის პირდაპირი წყობა ყოფილიყო – ბნელი ღამეა, ეს იერარქია შეფერხდებოდა (ღამეა დელგმასთან აკუსტიკურად საერთოს ვერ პოულობს). პირველი წყვილი ელ კომპლექსის განმეორებით ხმაურიანი არ არის. მაგრამ სიტყვა დელგმა თანხმო ვანთა ხასიათით უკვე გვამზადებს უფრო ძლიერი და მოულოდნელი ჟღერადობისათვის. და აი, ისიც: დგანდგარებს. დელგმა დგანდგარებს. საოცრად ყრუ, დაგუბებული, შემზარავი ხმაური ისმის ამ სიტყვებიდან. ბოლოს რ ბგერის გახსნილი ჟღერადობით – დგანდგარებს არემარეო, ყველაფერი ლაგდება. ტრაგიკული ფინალი გარდაუვალია. აღაზა თავს იკლავს,
ბგერათა ძლიერი და უჩვეულო ჟღერადობით, სტრიქონთა შინაარ სის გათვალისწინების გარეშეც გვაგრძნობინა ვაჟა-ფშაველამ ის, რისთვისაც ასე გულმოდგინედ გვამზადებდა.
ევფონია საიმედო ძალაა დიდი პოეტის ხელში აზრობრივი გამ ძაფრების, მხატვრული ეფექტის მისაღწევად.