The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ხალხში დარჩენილი „ტარიელის ამბავი“ და შოთას „ვეფხის-ტყაოსანი“

ხახანაშვილი ალექსანდრე

ხალხში დარჩენილი „ტარიელის ამბავი“ და შოთას „ვეფხის-ტყაოსანი“

იხ. ვაჟა-ფშაველას პასუხი

ხალხში დარჩენილი ტარიელის ამბავი ჯერ-ჯერობით ვიცით ხუთ ვარიანტად. ვრცელი და დამთაერებული ხალხური „ეეფხის-ტყაოსანი“ ჩაწერილია ფშავეთში დ. ხ-—ლის* მიერ. ამას გარდა ნაწყვეტები ამ პოემისა შეგვხდა „ივერიის“ მე-45 ნომერში (1898 წ.) და მე-224 ნომერში (1887 წ.); ორი ვარიანტიც მე ჩავწერე ყიზლარში (№ 131, 1888 წ.) და ბიწმენდში (№ 165, 1888 წ.) დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ გვარი ვარიანტები კიდევ აღმოჩნდება, თუ გულ-მოდგინედ მოეკიდებთ ხელს საერო ნაწარმოების შეკრებას. გადაწყვეტილს სიტყვას საერო და სალიტერატურო „ვეფხის-ტყაოსნის“ შესახებ ჯერ ვერ წარმოსთქვამს მწერლობა. ამ ხანად არ შეიძლება გარდაწყვეტილ იქმნას, რა ურთიერთობაა ხელოვნებით დაწერილ პოემასა და ხალხში დარჩენილ ტარიელის ამბავს შორის.

მაინცა და მაინც ეს საგანი იმდენად საინტერესოა, რომ ვბედავ რამდენიმე მოსაზრება განვუზიარო მკითხველს თუ არ დაიზარებთ და გადაათვალიერებთ ცნობილს ვარიანტებს, დარწმუნდებით, რომ ვრცელის და ნაწყვეტ ვარიანტებს შორის დიდი მსგავსება და კავშირი სჩანს. მოგეხსენებათ, რომ ლექსს უფრო ადვილად და დიდხანს იხსომებს ხალხი, ვიდრე ამბად ნათქვამს, ანუ პროზას. ეს ჭეშმარიტი აზრი მართლდება ტარიელის ზღაპრის შესახებაც. აი ის ლექსი, რომლითაც იწყება ხალხური „ეფხის-ტყაოსანი":

 

„ტარიელა დაგსვი ვეზირად,
სატყვა შენ გაგაბჭობინე;
თუ ჩემი ქალი გინდოდა*,
რატომ არ შემატეობინე“.

* „გიყვარდა ნესტან, დარეჯედან“

სხვა ვარიანტებში:

თუ ჩემი ქალი გინდოდა,
რად არა შემაგებინე.

ვეფ. ტყაოსანი, ტ. ფოტ.

 

ერთი და იგივეა ზემოხსენებულ ვარიანტებში ნაწყვეტ ვარიანტების შინაარსის შეერთება უნდა იმ მოთხრობით, რომელიც ვრცელ ვარიანტში იპოვება. მაშინ მიეცემა აზრი და მნიშვნელობა იმ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლექსებსაც. კავშირი ლექსთა შორის პროზით ყველგან არ დარჩენილა,


ან ჯერ არ აღმოგვიჩენია, როგორც როსტომის შესახებ ლექსი სულ ყველგან გვესმის, მაგრამ ერცელი და დამთავრებული ვარიანტი ორია ამ ჟამად — სვანური და ფშაური ნაწყვეტები ტარიელისა და როსტომის ამბისა იმდენად ახლოა ერთმანეთზედ, რომ საკმარისია შემაერთებელ ძაფის პოვნა მათ შინაარსის აღსადგენად.

ნათქვამიდამ სჩანს, რომ ლექსები ტარიელის შესახებ ყიზლარში, ფშავეთში, კახეთში, ქართლში შყუცვლელად, ანუ შინაარსის შეურყეველად გადასხვაფერებულია. თუ მიიღებთ მხედველობაში საერო და სალიტერატურო „ვეფხის-ტყაოსნის“ დედააზრს, იგი ერთი და იგივეა. ტარიელს უყვარს ნესტან-დარეჯანი*, რომელსაც სხვას აძლევენ ცოლად. ტარიელი ბრუნდება გამარჯვეებული ომიდგან, საცა დაამარცხა ხატაველები და ნესტან-დარეჯანის მამიდასაგან შეიტყობს, რომ იმისი სატრფო უნდათ ხვარაზმას მიათხოვონ. ხალხური პოემაში მეფე, მამა ნესტან-დარეჯანისა, უბძანებს ხუროებს: კიდობანი შეჰკრან, ჩასვან ქალი და წყალს მისცენ, რომ ტარიელს არ დაანებოს თავისი ასული.

შოთას „ვეფხის-ტყაოსანში“ ტარიელი ჰკლავს ნესტან დარეჯანის რჩევით თავის მოქიშპეს. ნესტან-დარეჯანი ჩაუვარდებათ ხელში ქაჯებს, ამათგან იხსნის „ბიძა“ (ბიწმენდულა, ვარიანტით დეიდაშვილი) ტარიელისა, ავთანდილი, როგორც ჰხედავთ, ამ მოკლედ ნაამბობიდგან ღერო, რომელზედაც ასხმულია რუსთავლისა და საერო „ვეფხის-ტყაოსანი", ერთი და იგივეა. გეოგრაფიული სახელები— არაბეთი, ქაჯეთი, ხოროსანი, ანუ მომქმედნი პირნი — ტარიელი, ავთანდილი, ნესტან-დარეჯან, ფრიდონ და მის მამიდა (საერო პოეზიაში უსახელო, შოთას მიერ დავარად სახელდებული) საერთოა ორივე პოემაში.


ყოველ ამის გამო კაცი უნებლიედ ეკითხება თავის თავს, როგორ აიხსნას ეს ერთ-გვარობა დედა- აზრისა და გასხვავება მის ფორმალურ შემუშავებისა? შოთას პოემამ იმოქმედა ერის მესხიერებაზედ და დაასწავლა, როგორც ერისგანვე შედგენილი მოთხრობა, თუ საეროდ გავრცელებულმა ვეფხის-ტყაოსანმა მისცა მასალა პოეტს ტარიელის ამბავი სალიტერატურო, ხელოვნებით აგებულ ნაწერად გადაექცია?! თუ შოთას „ვეფხის-ტყაოსანმა" დააჩნია თვის ზედ მოქმედების კვალი საერო ლექსებს, მაშინ რად არის შინაარსით საკვირველი მსგავსება და ფორმით დიდი განსხვავება მათ შორის? აზრი, მოკლედ გამოთქმული ხალხის პოემაში, ხელოენურ ნაწარმოებში შევსებულია და განდიდებულ-განზვიადებულია ღეთ ზოვით მოხსენებული ტაეპებიშოთასი:

 

„ხვარაზმშას სისხლი უბრალო
სახლად რად დამადებინე,
თუ ჩემი ქალი გინდოდა,
რად არა შემაგებინე.
მე ბერსა შენსა გამზრდელსა
სიცოცხლე მაარბებინე,
დღედ სიკვდილამდე შენიცა
თავი არ მაახლებინე“.

* დარეჯანი ერთ გმირულ პოემაშიაც გვხდება: ამირან დარუჯანიძე. ეს სახელი დარეჯანი ამ გვარად ორ პოემასთან არის დაკავშირებული.

 

საერო „ვეფხის-ტყაოსანი“ მოჭრით გვაცნობებს:


„ტარიელ დაგსვი ვეზირად,
სიტყვაა შენ გაგაჭობინე;
გიყკარდა ნესტან დარეჯან,
რატომ არ შემატეობინე?

ანუ კიდევ

რა დავარ გასძღა ცრემლითა,
მისითა დალურჯებითა,
წარმოსდგეს ორნი მონანი
პირითა მით ქაჯებითა;
მათ კიდობანი მოქონდათ,
ეუბნეს არ აჯებითა,
მას შიგან ჩასვეს იგი მზე,
გავს იქა დარაჯებითა.
ურძანა: წადით, დაკარგეთ
მუნ, სადა ზღვის ჭიპია,
რომ წმინდა წყალი ვერ ნახოს
მეინვარე, ვერცა ლიპია“.

საერო პოემაში:

„მართალს, შვილო ტარიელ,
ღალატსა გაგაგებინებ,
არც მაგათ მივცემ, არც სხვათა,
შენცა ხელს აგაღებინებ;
ქაჯუეთელსა ხუროებს
კიდობანს ავაგებინებ,
შიგ ჩავსვამ ნესტარ დარეჯანს
ზღვას მივცემ, წავაღებინებ“.

ხალხური პოემის სიტყვები „ზღვას მივცემ, წავაღებინებ“ შოთას გაერცელებული აქეს: „წადით, დაკავეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია, რომ წმინდა წყალი ვერ ნახოს, მყინვარე ვერცა ლიპია“.
შეადარეთ აგრეთვე

„ნახეს უცხო პოყმე ვინმე,
ჯდა მტირალი წყლისა პირსა“ და სხვ.

საერო „ვეფხის-ტყაოსნის“ მოთხრობას:

„ერთი კაცი ზღვისა პირსა
ნამტარალი გავდა გმირსა“ და სხვ.


შოთას უფრო დაწვრილებით აქვს აწერილი პირი-სახე, ტანი, ჩასაცმელი, იარაღი ტარიელისა, ვიდრე საერო პოემაში ვხედავთ. პოეტი აძქლევს სისრულეს, ხელოვნება თხოულობს აზრის განსაზღვრულ დამთავრებას. ნაწყვეტი ლექსები ხალხისა გარდაქმნილა ლიტერატურულ პოემად. პოეტს შეუტანია კაცის ამამაღლებელი და განმასპეტაკებელი გრძნობა სიყვარულისა, თავიდგან ბოლომდე გაუტარებია ეს აზრი და ამით შეუერთებია დაწყვეტილ საერო ლექსები. შოთას გაუმშვენებია ხალხური პოემა ფილოსოფიურის მოსაზრებით, მეტყველის ენით, პოეტურის აღმაფრენით.

 

ეს საეროვნობო, ნაციონალური მოტივის სახალხო მოთხრობის სალიტერატურო ქმნილებად გარდაქცევა ამაღლებს ჩვენს თვალში შოთა რუსთაველს. იგი უყურებს ხალხურ პოეზიას მონოზონივით-კი არა, რომელიც საერო ნაწარმოებს უკუ აგდებს და ხელს ჰკიდებს სასულიერო ისტორიის შინაარსის შემუშავებას, არა, შოთა ბევრად უფრო მაღლა სდგას, ვიდრე იმის დროინდელი საზოგადოება. იგი დაჰმღერს საერო ჰანგს, ნაციონალურს მოტივს, ამბობს თავის ნიჭით ხალხში დარჩენილ ამბავს. მსოფლიო. ისტორიაში* ამ გვარი შემთხვევა მე XVII საუკ. გვხვდება: მოლიერი თავის ტარტიუფს სწერს საერო გარდმონაცემთა მიხედვით ((Тартюфъ мо-льера. Изслѣдованіе Алексѣя Веселов скаго). ამ გვარადვე იქცევა და აჩენს ლესინგი - ნატან ბრძენს, შექსპირი - ჰამლეტს და სხვებს, გიოტე–ფაუსტს (Куно фишерѣ. Фаусѣ.).ჩვენი შოთაც, ვგონებ, ამ გზას ადგია. თუ არ ასე, მაშ როგორ აიხსნას, რად გადააკეთა ასე შესამჩნევად ხალხმა შოთას „ვეფხის-ტყაოსანი“ და შოთას პოემაში, რატომ არ არის ზოგზოგი ეპიზოდი, რომელიც ხალხ ში დარჩენილა. ეს აიხსება მით, რომ პოეტმა უყურადღეოდ დასტოვა რაც მის დედააზრს არ ასურათებდა, ან ძალას დაუკარგავდა.

 

* არ მინდა ჰომიროსი მოვაგონო მკითხველს.

ერს იმიტომ მოსწონს და უყვარს შოთა, რომ იმის გულიდგან ამოიღო შინაარსი თვის პოემისა“. შეიძლება ეს შინაარსი აზიიდამ იყოს გადმოსული და ერში გავრცელებული. ამ შემთხვევაში ერთი მოსაზრება უნდა წარმოითქვას: შემოტანა ტარიელის ამბისა პირადად შეიძლებოდა, რადგანაც ვერ ვხედავ ამ შემთხვევაში ლიტერატურულ გავლენას სხვა ერისას ქართველებზედ.თუ ამაზედ გამოითქმის აზრი ჩვენის ლიტერატურის მცოდნეებისა, მაშინ ვეცდები უფრო დაახლოებით შევადარო საერო და სალიტერატურო ვეფის-ტყაოსანი. შეიძლება აზრი შეიერო და სალიტერატურო ვეფხის-ტყაოსნისა ეკუთვნოდეს იმ ციკლის ნაწარმოებთა, რომელიც აგებულია ესრედ წოდებულ (перехожiе сказанiе) მოსიარულე, ანუ მოარულ სიუჟეტზედ, როგორც მაგალითად ჩვენი სოლომონ ბრძენი, სიბრძნე ბალავარისა (Варлаамѣ и Iосафатѣ) ამ მოსიარულე ამბავთა შესახებ იხილე ამ საგნის მცოდნესი, აკადემიკოსის ვესელესკის სხვა-და-სხვა თხზულებანი- (Сказанія о Соломонѣ и Кимоврась, разысканія въ области русскихъ духовнихъ стиховъ. По- вѣсти и романы და სხვ.).

რომ საერო ტარიელის ზღაპარი უფროსია ხნით თავის სალიტერატურო მოძმეზედ, ამას ამტკიცებს კიდევ ერთი საბუთი, ჩვენის აზრით, ფრიად საყურადღებო. აქამდის ცნობილ ყველა ვარიანტებში გამოუკლებლად იპოვება ერთი ლექსი. იმ ლექსში დასახელებულია ორი კაცი: ედემ და ომარე.

„ადექით, აიყარენით,
ძმანო: ედემ და ომარე,
ის კაცი აქ მომიყვანეთ,
ვინ არის ველთა მდგომარე“

„ედემ და ომარე“ შოთას პოემაში არ იპოვება. პოეტმა იმათის სახელების აღნიშვნა საჭიროდ არ იცნო. ამით, რასაკვირველია, იმის ქმნილებას არა აკლდება-რა, მაგრამ შესადარებლად-კი გვაძლევს გამოსადეგ ღონეს. „ედემ და ომარე“ ქართული სახელები არ არის; საცა ტარიელი, ფარსადანი და სხვა იპოება, იქეც უნდა მოიძებნოს ამ ორ „ძმათა“ სახელიც. თუ შოთას პოემა გავრცელდა ხალხში, მაშინ იმისი სამი უსახელო ძმა უსახელოდ დარჩებოდნენ საერო გარდმონაცემშიაც. მსგავსება ვარიანტების ორი ძმა და კოჭლი მონის შესახებ უეჭვოდ ჰყოფს იმ აზრს, რომ იგი ეკუთვნის იმ წყაროს, რომელმაც მისცა საზრდო საერო ტარიელის ზღაპარს.

ეს საერთო წყარო ვარიანტები ხშირად ამღვრეულია სხვა-და-სხვა მომდინარე ტოტების შერევით. ასეთია უკანასკნელად დაბეჭდილი „ივერიაში“ ტარიელის ზღაპარი, გაგონილი ქართლში. იმერეთის მეფისა და „ერის ქართველი ქალის“ ჩარევა სულ სხვა ციკლიდგან . მაინც ამ ვარიანტს დიდი მნიშვენელობა აქვს და ნათელს ჰფენს წინანდელ (ბიწმენდიულ) ვარიანტს.

ამ ვარიანტების ერთმანეთის შედარებას შვეუდგებიშემდეგ წერილში.

მანამ კი ვთხოვ მცოდნეთ თავიანთი აზრი წარმოსთქვან ამ საგნის შესახებ.