The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბრძანება №4698


ბრძანება №4698




ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმითგათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.ვ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ,,ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის N537 დადგენილებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად:

1 თარიღი

▲ზევით დაბრუნება


27/08/2019

4698-0-4-201908271031

2 ბრძანება

▲ზევით დაბრუნება


ვბრძანებ

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ,,ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) შარაშენიძე კონსტანტინე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი - ჯგუფის ხელმძღვანელი;

ბ) სურგულაძე ალექსანდრე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - ჯგუფის წევრი;

გ) მამაკაიშვილი გია - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი - ჯგუფის წევრი;

დ) თავაძე ლაშა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - ჯგუფის წევრი;

ე) მამეშვილი ალეკო - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი - ჯგუფის წევრი;

ვ) ინწკირველი გიორგი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსი - ჯგუფის წევრი;

ზ) მგელაძე ეკატერინე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი - ჯგუფის წევრი;

თ) ყავრელიშვილი ეთერ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშეწე - ჯგუფის წევრი.

3 დავალება

▲ზევით დაბრუნება


2. დროებით სამუშაო ჯგუფს დაევალოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე საკრებულოს წარუდგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

3. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებად, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულნი იქნან ,,ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4 დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა

▲ზევით დაბრუნება


4. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 7 ნოემბრამდე.

5 სამუშაო ჯგუფის ანგარიშვალდებულება

▲ზევით დაბრუნება


5. სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

6 გასაჩივრება

▲ზევით დაბრუნება


6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მისამართზე ქ. ოზურგეთი ი. სიორიძის ქუჩა №14, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“-ს VIII თავის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

7 ამოქმედება

▲ზევით დაბრუნება


7. ბრძანება ძალაშია მხარეთა გაცნობისთანავე.

8 ხელმოწერა

▲ზევით დაბრუნება


კონსტანტინე შარაშენიძე

მუნიციპალიტეტის მერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

9 ბმული

▲ზევით დაბრუნება