The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართველი ხალხის მომზადება მაცხოვრის მისაღებად


ქართველი ხალხის მომზადება მაცხოვრის მისაღებად


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ანანია [ჯაფარიძე] (მიტროპოლიტი)
საავტორო უფლებები: © მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
თარიღი: 2014
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



8

1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ეზეკიელი და იმჟამინდელი სხვა წინასწარმეტყველები ქრისტეშობამდე VII-VI ს-ში როგორც რჩულ (ებრაელებს), ასევე სხვა ერებსაც ღვთისაგან მოწეულ მძიმე სასჯელთა შესახებ უწინასწარმეტყველებდნენ.

უფალმა, მისი სახელი რომ ეცნოთ, ჩრდილოეთის ხალხები და მათ შორის ქართველთა წინაპრებიც, როგორც აღვნიშნეთ, ისრაელის ქვეყნის წინააღმდეგ წაიყვანა და მათში თავისი სიწმიდე გამოავლინა. წინასწარმეტყველი ეზეკიელი თუბალსა და მეშექს ახსენებს სხვა ჩრდილოელ ხალხებთან ერთად, რომელნიც ისრაელზე გალაშქრების გამო დაისაჯნენ. ეზეკიელზე ადრე ისრაელის მეზობლად მცხოვრებ დიდ ხალხთა დასჯის შესახებ იერემია წინასწარმეტყველიც წერდა. საქმე ის იყო, რომ წინასწარმეტყველებანი უშუალოდ შეეხებოდა ისრაელს, უფლის ერს, რომელიც აღთქმულმი წაზე დასახლებას ეღირსა, მაგრამ ცოდვების გამრავლებით უფლისთვის მიცემული აღთქმა დაარღვია. ამიტომ გადასახლებითა და სხვა ერის მონობაში ყოფნით უნდა დასჯილიყო.

იერემია ქადაგებ და: „აჰა მოგისევ ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო, ამ ბობს უფალი, მაგარ ხალხს, ძველისძველ ხალხს, ხალხს, რომლის ენა არ გეცოდინება და ვერ გაიგებ, რას ლაპარაკობს,... ძლიერი ვაჟკაცები არიან ყველანი“ (იერემია, 5:15-16). „რას დააკლებს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს? შენს დოვლათს და განძეულობას... დავატაცებინებ ყველა შენი ცოდვის გამო“ (იერემია, 15:12-13). „აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე“ (იერემია, 25:9).

წინასწარმეტყველების მიხედვით ისრაელიანებს ქალდეველთა მეფე ნაბუქოდონოსორი ბაბილონში გადაასახლებდა და უფალი ამით ქალდეველებსაც და სხვა ჩრდილოელ ხალხებსაც დასჯიდა. ეს დასჯა, როგორც აღინიშნა, შემდეგ მიზანს ემსახურებოდა: როგორც ღვთისგან რჩეულ, ისე სხვა ერებს, რომელთაც მასთან ურთიერთობა ჰქონდათ, ჭეშმარიტი ღმერთი უნდა ეცნოთ, ხსნის არსს უნდა ჩასწვდომოდნენ და გასჩენოდათ სასოება უფლის მიერ გადარჩენისა, მანამდე კი ხალხების ჭეშმარიტი ღმერთისაკენ მოქცევა იყო საჭირო. უფალი ბრძანებდა: „ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებასა და განადგურებას, მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისაგან, რომლის გამო ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი“ (იერემია, 18:7-8).

ცხადია, უნდა აღსრულებულიყო ქართველთა წინაპრების მიმართაც გამოთქმული წინასწარმეტყველება.

ქართველი ხალხის ყველაზე გამოჩენილი ტომები დაამარცხა და მათი ერთი ნაწილი უკან, უფრო ჩრდილოეთით, კავკასიაში, გადაასახლა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა. ამრიგად, უფალი ნაბუქოდონოსორის ხელით არა მხოლოდ ებრაელებს, არამედ იბერიელებსაც შეხებია, როგორც ამას იერემია წინასწარმეტყველებდა

როგორც ითქვა, ამ საკითხს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის მამად წოდებულმა ევსევი კესარიელმაც მიაქცია ყურადღება და თავის „ქრონიკებში“ ჩართო ცნობა ნაბუქოდონოსორის მიერ იბერიელთა დამარცხების, დატყვევებისა და გადასახლების შესახებ. (გეორგიკა, I, 1961, გვ. 30).

ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია ცნობა ევსევი კესარიელისა, ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის მეცნიერულად შესწავლის ფუძემდებლისა. იგი ეყრდნობოდა ძველ ავტორს, ძვ.წ. IV-III სს-თა ისტორიკოს მეგასთენეს.

ევსევი კესარიელი დაახლოებული პირი იყო მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინესთან. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის ძველი დროის მეორე ცნობილი ისტორიკოსი, ასევე ეპისკოპოსი, თეოდორიტე კვირელი იმავეს წერს ქართველთა წინაპრების შესახებ. კერძოდ, იგი ქართველთა წინაპრებს ეხება წინასწარმეტყველ ეზეკიელის ტექსტის განმარტებისას, სადაც ამ ბობს: „გოგ და მაგოგ სკვითური ტომებია, ხოლო მოსოხ, ამბობენ კაბადოკიელები არიანო, თობელ კი იბერებიო... სახლი თოგარმისა (ვარიანტი: თორგამასი) ის ამბობს, რომ ესენი ფრიგიელები არიანო... ფრიგიელები და გალატები, იბერები და სპარსელები და ეთიოპიელები, ამბობს წინასწარმეტყველი, სკვითებთან ერთად ლაშქრობდნენ... იძულებული გახადეს მონაწილეობა მიეღოთ ომში“ (გეორგიკა, I, გვ. 223).

ეზეკიელი ნაბუქოდონოსორის ეპოქაში თობელისა და მოსოქის დასჯის შესახებ წერს, ძველი ბერძნული წყაროები და ქრისტიანი ისტორიკოსები ნაბუქოდონოსორის მიერ იბერების დამარცხების შესახებ გვაუწყებენ, ამიტომაც უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი აღწერენ ერთსა და იმავე ამბავს, რომელიც ქართველთა წინაპრებს შეეხება. არსებობს სხვა, თანამედროვე ისტორიული მეცნიერების მონაცემებიც, რომლებიც ამასვე ადასტურებენ.

მეშექისა და თუბალის ძველი დიდების მოსპობა და მათი უმნიშვნელო ტომებად ქცევა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ისტორიკოსებს. პირველ ქართველთა დიდებულება, მათი სახელმწიფოები, ქალაქები, კულტურის ბრწყინვალება აჩრდილად იქცა. ქრისტეშობამდე ხუთი-ოთხი საუკუნით ადრე ქართველთა დაცემის შესახებ ივანე ჯავახიშვილი წერს: „თუმცა ასურულ წყაროებში ჩვენი ერის მაშინდელი მდგომარეობა დაწვრილებით არ არის აღწერილი, მაგრამ IV ს-ის ქართველი ტომების ყოფა-ცხოვრებას თუ იმდროინდელ მდგომარეობას შევადარებთ, შეუძლებელია, მაინც არ შევამჩნიოთ, რომ ჩრდილოეთისაკენ წაწეულ ქართველებს ცხადი დაქვეითება ეტყობათ... სადღა იყო წინანდელი სიმდიდრე, სასახლეები, აურაცხელი განძი და ქონება, რომლის ხელში ჩაგდებას თავის დროზე ასურეთის ბატონები კვეხულობდნენ ხოლმე. წინათ მათ ქალაქები ჰქონდათ, IV ს-ში კი სალაპარაკოდაც არ ღირდა... წინათ ქართველები ძლიერ და მდიდარ ერად ითვლებოდნენ, აღებ-მიცემობისათვის შორეულ ქვეყნებში მიდიოდნენ და ყველგან სახელი ჰქონდათ გავარდნილი. IV ს-ში კი ისინი პატარ-პატარა ტომებად იყვნენ დანაწილებულნი, მამაცობის პატივი მეზობლებშიღა ჰქონდათ შერჩენილი, მსოფლიოში კი მათი სახელი აღარ ისმოდა“ (ივ. ჯავახიშვილი, ტ. I, გვ. 70). ს. ჯანაშიას სიტყვით რომ ვთქვათ, ერთ დროს ვრცელ მიწა-წყალზე მცირე აზიასა, სამხრეთ ევროპასა, კავკასიასა და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მცხოვრები ქართული გვარტომობის ხალხები, ძვ.წ. IV ს-ისათვის მხოლოდ კავკასიაში შეყუჟულ ტომებად იქცნენ, მაგრამ უფალ ღმერთს ისინი არათუ დაუვიწყებია, არამედ მიანიჭა მადლი და მისცა ძალა, რათა ჩამოეყალიბებინათ ერთიანი, „ქართლის სამეფოდ“ ცნობილი სახელმწიფო. ამით უფალმა დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ერთიან ერად შეკრა.

უფალმა ქართველ ერს მისცა სხვა, ჭეშმარიტი დიდებაც - გადაუხსნა გული და მასში ჩაუნერგა სიყვარული ყოვლად წმიდა სამებისა, შეცნობა უფლის სახელისა, საბოლოოდ კი მის შვილებს ასწავლა გზა სულის ცხონებისა ანუ სულიერი გადარჩენისა, საუკუნო სიცოცხლის მოპოვებისა. კერძოდ, I ს-ში ქრისტეს აღდგომის შემდეგ, დედა ღვთისას მიეცა აღთქმა ქართველი ერის ღვთისაგან „არაუგულებელყოფის“ შესახებ. ჩვენ მამაცხოვარმა იესო ქრისტემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მისი წილხვდომილი ერის შესახებ უბრძანა: „ჰოი, დედაო, ჩემო, არა უგულუბელვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებით შენითა მათთვის“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. I, გვ. 38). ღვთისმშობლისადმი მიცემული ამაღთქმით ქართველი ერი ყველა ქრისტეს მოყვარე ერის მსგავსად უფლის რჩეულერად იქცა. ამ სიყვარულის ნიშნად პირველ საუკუნეშივე ქართველმა ერმა მიიღო ზეცით ქსოვილი კვართი უფლისა, ერთიანი, მთლიანი და დაუნაწევრებელი, ნიშნად იმისა, რომ „საზეპურო ქართველი ერი“ მის წიაღში შენახული კვართის მსგავსად მთლიანი და დაუნაწევრებელი დარჩებოდა, თუკი ქრისტიანობას დაიცავდა.

ელოდნენ თუ არა საქართველოში მესიის მოსვლას, ჰქონდათ თუ არა ქართველთა წინაპრებს ცოდნა მხსნელის შესახებ ანდა მისი მოლოდინი?

როგორც ძველ ქართველ საეკლესიო მწერალთა თხზულებებიდან ჩანს, როგორც I, ასევე III-IV სს-ში ჩვენში არამარტო ასეთი სახის ცოდნა, არამედ მისი სარწმუნოებრივი განცდაც არსებობდა. ამაზე Iს-ში ელიოზის დედის, ხოლო შემდეგში პირველი ქრისტიანი მეფის, მოციქულთა სწორ მირიანის მაგალითიც მეტყველებს.

როგორც ცნობილია, უფლის ჯვარცმას საქართველოდან ებრაელები ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი დაესწრნენ. იერუსალიმში უფლის ჯვარზე მიმსჭვალვა, წერს ჩვენი მემატიანე, მცხეთაში ელიოზის დედამ განიცადა და ხმამაღალი მოთქმით წარმოთქვა სიტყვები, რომლებიდანაც ჩანს, რომ მხსნელის მოლოდინი იმჟამინდელ საქართველშიც ჰქონდათ: „მშვიდობით, მეფობაო ისრაელისაო, რამეთუ უგუნურებით მოკალით უფალი და მაცხოვარი ყოველთა და იქმენით ბოროტად მკვლელ შემოქმედისა თქუენისა“ („ქართლის ცხოვრება“, I. გვ. 37). მხსნელისგანც და ჰქონია არა მხოლოდ ელიოზის დედას, არამედ მის დას, მთელ მის ოჯახსა და საერთოდ საქართველოში ძველი აღთქმის მიმდევარ მთელ საზოგადოებას. ისე ძლიერი ყოფილა ეს განცდა, რომ ელიოზ მცხეთელის მიერ მცხეთაში ჩამოსვენებული უფლის კვართი მისმა დამ მკერდში ჩაიკრა და სული განუტევა - „მეყვსეულად სულნი წარხდეს ნეტარსა მას დედაკაცსა სამ-სახეთა მათ მიზეზთათვის: პირველ უკუე უფლისა სიკუდილისა და ვნებისა მისისათვის, მეორედ რამეთუ ეზიარა ძმა იგი მისი სისხლსა უფლისასა, ხოლო მესამე, ვინაითგან მოეხსენა დედისაცა თვისისა სიკუდილი“ (იქვე, გვ. 37).

მცხეთაში და საერთოდ საქართველოში, სადაც ინახებოდა ძველი აღთქმის უდიდესი სიწმიდე - ილია წინასწარმეტყველის ხალენი და სადაც იყო დიდი კოლონია ებრაელები სა, ცხადია უნდა არსებულიყო ცოდნა მესიის შესახებ და მისი მოლოდინი.

გარდა ამისა, საქართველოში გარკვეულწილად გავრცელებული ყოფილა ცეცხლთაყვანისმცემლობა ანუ ზოროასტრიზმი და მისი განშტოება მითრაიზმი. ეს იყო მსოფლიოში ერთადერთი რელიგია, რომელიც იცნობ და მესიანიზმს (იგულისხმება ბიბლიის გარე სამყარო). ისრაელის წინასწარმეტყველთა გარდა მხოლოდ მაზდეანობას სწამდა მომავალი სუფევა უფლისა და მოელოდა ამქვეყნად მსოფლიოს მხსნელის მოსვლას. ამიტომაც მიიჩნევა, რომ „სულიწმი და, რომელიც ჰქრის იქ, სადაც სურს“, ბიბლიის გარე სამყაროშიც ამზადებდა ხალხებს მაცხოვრის მისაღებად. მართლაც, ამქვეყნად ჩვენი მაცხოვრის მოვლინების შემდეგ ზარატუშტრას მოძღვრებამ მისია ამოწურა და რამდენიმე საუკუნის მანძილზე მხოლოდ ინერციით არსებობდა, საქართველოში მან ადგილი ქრისტიანობას დაუთმო. მხსნელის მოლოდინის გამო ზარატუშტრას ქურუმები - მოგვები - მივიდნენ პირველნი ჩვენი მაცხოვრის იესოს შობისას მის თაყვანსაცემად.

ყოველივე ზემოთქმული საინტერესოა „ქართლის ცხოვრების“ ერთი ადგილის განსამარტებლად, საიდანაც ჩანს, რომ მეფე მირიანი და, ცხადია, ქართული სამყარო III-IV სს-ში მესიის მოსვლის შესახებ განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ.

წმიდა ნინოს ქადაგებითა და სასწაულთა აღსრულების შემდეგ „მირიან მეფე განკვირდა და იწყო გამოძიებად სჯულისა ქრისტესსა და მრავალგზის ჰკითხავნ ჰურიაყოფილსა მას აბიათარს ძუელთა და ახალთა წიგნთასა და იგი აუწყებდა ყოველსა. და წიგნიცა, რომელი ჰქონდა მირიან მეფესა ნებროთისი, მას წიგნსა შინა პოვა წერილი ესრეთ: „...უკანასკნელთა ჟამთა მოვიდეს მეუფე იგი ცისა... მან გიხილოს ჭირსა შინა და გიხსნეს შენ“ („ქართლის ცხოვრება“. I, გვ. 105). „ჰურია-ყოფილი“ ეწოდება აბიათარს, რომელიც წმიდა ნინოს მიერ გაქრისტიანებულა და იუდაური სარწმუნოება დაუტოვებია. მას, როგორც ძველი აღთქმის მღვდელს, ცოდნია ძველი აღთქმის წიგნები, მაგრამ გაქრისტიანების შემდეგ ახალი აღთქმის იმ დროს არსებულ წიგნებსაც გასცნობია. ამიტომაც მეფემ მისგან მრავალჯერ გამოიკითხა ცნობები „ძუელთა და ახალთა წიგნთასა“. მეფე მირიანს, რომელიც მანამდე ცეცხლთაყვანისმცემელი ყოფილა, „ნებროთის წიგნიც“ ჰქონია. ეს უნდა ყოფილიყო არა ძველი აღთქმის აპოკრიფი, არამედ სწორედ ზოროასტრიზმის სულიერი ცოდნის შემცველი „სპარსების წმიდა წიგნი“ ავესტა, რომელსაც ზოგჯერ ირანულ ბიბლიასაც უწოდებენ. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეულ ვარიანტში ქართველთა ცხოვრების აღმწერელ თხზულებას წინ უძღვის მსოფლიო ისტორიისადმი მიძღვნილი ნაკვეთი, რომელშიც ნებროთი ცეცხლთაყვანისმცემლად და მის ერთ-ერთ მოძღვრადაა გამოყვანილი.

მაშასადამე, წმიდა ნინოს სასწაულთა შემდგომ მეფე მირიანისაგან საგანგებოდ გაეცნო ძველი და ახალი აღთქმის უმთავრეს იდეას და იგი ცეცხლთაყვანისმცემლური სარწმუნოების ძირითად თვალსაზრისთან შეადარა. ამის შემდგომ, წერს მემატიანე, „გულისხმაყო მეფემან მირიან, რამეთუ ძუელნი წიგნნი და ახალნი ეწამებოდეს და ნებროთის წიგნიცა დაამტკიცებდა და შეექმნა სურვილი ქრისტეს სჯულისა“ („ქართლის ცხოვრება“, I. გვ. 105).

რას „ეწამებოდნენ“, ანუ ამტკიცებდნენ „ძუელნი და ახალნი წიგნნი“? რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველებას მესიის მოსვლის შესახებ, რომელსაც „დაამტკიცებდა“, ანუ ეთანხმებოდა „ნებროთის წიგნი“. ამან სულიერად შეძრა მეფე მირიანი და ხელი შეუწყო მის გაქრისტიანებას.

სამეფო ოჯახში „ნებროთის წიგნის“ არსებობის შესახებ მოგვითხრობს არა მხოლოდ ლეონტი, მროველი ეპისკოპოსი, არამედ სხვა ისტორიკოსიც - ჯუანშერიც, რომელიც ვახტანგ გორგასლის მატიანეში მეფე ვახტანგს ათქმევი ნებს- „მამათა ჩვენთა ფარულად ეპყრა წიგნი ესე“. უნდა დავასკვნათ, რომ III-IV სს-ში ქართველი ერის საუკეთესო ნაწილს გაგებული ჰქონდა მესიის მოსალოდნელი მოსვლის შესახებ.

ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს, დაბარა, ქვები მოაცალა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა“ (ესაია, 5:1-2).

ვ ზის „სავსე მტევნებში“ ის იგულისხმება, რომ უფლის ამქვეყნად მობრძანების ჟამს იგი მის ერს ვითარცა ღმერთი და მესია უნდა მიეღო, მაგრამ „სავსე მტევნების“ გამომღებნი ქართველი და სხვა ქრისტიანი ერები აღმოჩნდნენ, რომელთაც შეიყვარეს ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე, და დაიცვეს სარწმუნოება საუკუნეთა მანძილზე.