The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №18


ბიზნესი და კანონმდებლობა №18


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: პაპასქუა იური, მესხიშვილი ანზორ, საკანდელიძე ანზორ, ჭიჭინაძე ბორის, ხორავა ანჟელი, ვარდიაშვილი მარიამ, ჭითანავა ნოდარ, კოღუაშვილი პაატა, ზიბზიბაძე გიორგი, ჯოხაძე ხათუნა, ბებიაშვილი ნატო, ჯიმშელაძე ეკა, შათირიშვილი ჯამლეთ, შათირიშვილი ლეონა, მამუკელაშვილი დავით, გეგენავა ლეილა, ლაჭყებიანი თენგიზ, შოშიაშვილი ლალი, ლაზარიაშვილი თამარ, სამადაშვილი უშანგი, ნოზაძე ლერი
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ივნისი 2010 სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 10-26-28; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.b-k.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი სამეცნიერო საბჭო: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ჯამლეთ შათირიშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, ნატო კაკაშვილი, ნანა შონია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, ნაზირა კაკულია, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე, ლავრენტი ჩიბურდანიძე, მერაბ ვანიშვილი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: ვაჟა შუბითიძე, ავთანდილ ბუცხრიკიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია, მზია ნაჭყებია. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის № 06/4 - 1521ა



1 თვალსაზრისი

▲ზევით დაბრუნება


1.1 გადავადებული გადასახადები...

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იური პაპასქუა,
ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

გადაუდებელი გასაჭირი, თუ თავსმოხვეული პრობლემა

საქართველოში (ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ქვეყანაში) ცალკეული სამეწარმეო სუბიექტები საგადასახადო მიზნებისთვის შემოსავლებსა და ხარჯებს აღრიცხავენ ფასს-ის მოთხოვნებისგან განსხვავებულად. პრაქტიკაში დამკვიდრდა ცნება - გადავადებული გადასახადები, გადავადებული საგადასახადო ვალდებულება (აქტივები). ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი და გასაგები ამ ეკონომიკური კატეგორიების მიღმა იმალება ძალიან რთულად აღსაქმელი არსი, კიდევ უფრო რთულად გასაანგარიშებელი და აღსაღრიცხი ოპერაციები. ფაქტობრივად, სამეწარმეო სუბიექტებს უხდებათ ცალ-ცალკე საგადასახადო და ფინანსური ბუღალტერიის წარმართვა. აქედან, პირველი ადმინისტრაციულ კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, გამოვლენილ დარღვევანაკლოვანებებზე მკაცრია პასუხისმგებლობაც (ჯარიმები, სანქციები, საურავები). მეორე კი - ფასს-ზე დაფუძნებული ფინანსური ანგარიშგება, ჰაერივით სჭირდება პარტნიორებს, არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს, მომწოდებლებს, კრედიტორებს და .. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია გამოიყენება გადაწყვეტილებების მისაღებად. ორივე სახის აღრიცხვა სავალდებულოა, სჭირდება სათანადო კვალიფიკაცია, ადამიანური და დამატებითი მატერიალური რესურსი.

გადავადებული საგადასახადო ვალდებულება ეს არის დასაბეგრი დროებითი სხვაობით გამოწვეული, მომავალ საანგარიშგებო პერიოდებში გადასახდელი მოგებიდან გადასახადის თანხა;

გადავადებული საგადასახადო აქტივები არის მოგებიდან გადასახადების თანხა, რომელიც უნდა აღდგეს მომავალ საანგარიშგებო პერიოდში:

) გამოსაქვითი დროებითი სხვაობებიდან გამომდინარე;

) გამოუყენებელი საგადასახადო ზარალის მომავალ პერიოდში გადატანის გამო;

) გამოუყენებელი საგადასახადო კრედიტის მომავალ პერიოდში გადატანასთან დაკავშირებით.

დროებით სხვაობას უწოდებენ ბალანსში წარდგენილი აქტივის, ან ვალდებულების საბალანსო ღირებულებასა და მის საგადასახადო ბაზას შორის განსხვავების თანხას. დროებითი სხვაობის თანხა შეიძლება იყოს ორნაირი:

) დასაბეგრი დროებითი სხვაობა, რომელიც უნდა დაემატოს მომავალ საანგარიშგებო პერიოდებში საგადასახადო მოგების (საგადასახადო ზარალის) თანხას, როდესაც აქტივის, ან ვალდებულების საბალანსო ღირებულების ამოღება, ან დაფარვა მოხდება;

) გამოსაქვითი დროებითი სხვაობა, რომელიც მომავალ საანგარიშგებო პერიოდებში უნდა გამოიქვითოს საგადასახადო მოგების (საგადასახადო ზარალის) თანხიდან, როდესაც აქტივის ან ვალდებულების საბალანსო ღირებულების ამოღება, ან დაფარვა მოხდება.

სააღრიცხვო მოგება არის საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგების, ან ზარალის თანხა საგადასახადო ხარჯის გამოქვითვამდე;

საგადასახადო (დასაბეგრი) მოგება (საგადასახადო ზარალი) არის შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობის მარეგულირებელი წესებით განსაზღვრული საანგარიშგებო პერიოდის მოგება (ზარალი), რომლის მიხედვითაც ხდება გადასახადის გადახდა (დაბრუნება);

საგადასახადო ხარჯი (საგადასახადო შემოსავალი) არის საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგების, ან ზარალის განსაზღვრისას გამოყენებული მიმდინარე და გადავადებული გადასახადების მთლიანი თანხა;

მიმდინარე გადასახადი არის საანგარიშგებო პერიოდის საგადასახადო მოგებიდან (საგადასახადო ზარალიდან) გადასახდელი (დასაბრუნებელი) მოგებიდან გადასახადის თანხა;

აქტივის, ან ვალდებულების საგადასახადო ბაზას უწოდებენ იმ თანხას, რომელიც გამოიყენება მოცემული აქტივის ან ვალდებულების საგადასახადო მიზნებისათვის.

განმარტებების ასეთი საფეხურებიანი თანმიმდევრობა დაგვჭირდა იმისთვის, რომ გავიგოთ და ერთად ჩამოვყალიბდეთ განსახილველ საკითხზე, რომელიც ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტისთვის, მართლაც, მწვავე პრობლემაა:

ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც წარმოიქმნება გადავადებული საგადასახადო ვალდებულება, ან გადავადებული გადასახადები, საგადასახადო და ფინანსურ აღრიცხვას შორის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი განსხვავების არსებობაა: ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიული პირი (მცირე საწარმოსა და არაკომერციული იურიდიული პირის გარდა) ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების შესაბამისად, რაც პირველყოვლისა, ნიშნავს ბუღალტრული აღრიცხვის ფუძემდებლური პრინციპების, მათ შორის, რეალიზაციის (დარიცხვის) პრინციპის სავალდებულო გამოყენებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს სამეწარმეო სუბიექტის მიერ შემოსავლების აღიარება - ასახვას აქტივის (საქონლის ფლობასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის) მყიდველზე გადაცემის, ან მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მომენტში;

0x01 graphic

ამავდროულად, მოქმედი საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი (გადასახადის გადამხდელი) ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე დარიცხვის მეთოდის გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშგებო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა იმგვარად, რომ ცხადად აისახოს დასაბეგრი შემოსავალი (მოგება);

როგორც აქედან ჩანს, ბასსისა და საგადასახადო კოდექსის მიხედვითაც შემოსავლებისა და ხარჯების აღიარების პრინციპები ემთხვევა ერთმანეთს - ორივე შემთხვევაში დასაბეგრი მოგება (შემოსავალი) უნდა განისაზღვროს დარიცხვის მეთოდის შესაბამისად, თუმცა, საგადასახადო მიზნებისთვის დასაბეგრი შემოსავალი (მოგება) იანგარიშება როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვების თანხებს შორის. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლების გამოსათვლელად გამოიყენება ძირითად საშუალებებზე ცვეთის დარიცხვის განსხვავებული ნორმები; წარმომადგენლობითი, საქველმოქმედო, მივლინების, კრედიტისთვის გადახდილი, ან/და გადასახდელი საპროცენტო, რემონტის და სხვა ხარჯების გამოქვითვის მიმართ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, ხოლო, ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გართობის ხარჯები, საეჭვო ვალები, საგადასახადო ჯარიმები, სანქციები, საურავები, მოგების, ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან განთავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა, მიზნობრიობის მიუხედავად, საერთოდ არ ითვლება გამოსაქვით ხარჯად.

საგადასახადო პოლიტიკა ეფუძნება და ხელმძღვანელობს იმით, რომ გადასახადი არის ბიუჯეტში სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადასახის აუცილებელი, არაექვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

გადასახადის ცნების განმარტებიდანაც ჩანს, რომ ადმინისტრირების ინტერესები გადამხდელის ინტერესებზე უფრო მაღლა დგას და ამ მიდგომას სრულად ესადაგება დარიცხვის მეთოდი: გადასახადის გადახდის ვალდებულება გადამხდელს წარმოეშობა შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების გაწევის მომენტის მიუხედავად. მარკეტინგული მოსაზრებით, თუ კონკურენტულ გარემოში მომხმარებლის მოზიდვის მიზნით, ღირებულების ანაზღაურება ყოველთვის არ ემთხვევა აქტივის მიწოდების, მომსახურების გაწევის, ან სამუშაოს შესრულების დროს. დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას სამეწარმეო სუბიექტზე მთლიანად გადადის ანაზღაურებასთან დაკავშირებული რისკი და ის შესაბამის გადასახადს წინასწარ იხდის მომავალში მისაღებ სარგებელზეც კი, რაც მეწარმეთა ფართო წრის ინტერესს, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება.

ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის უმთავრესი მიზანი მოგების მიღებაა. აქედან გამომდინარეობს გაფართოებული კვლავწარმოების, ინვესტიციების მოზიდვის, ტექნოლოგიების სრულყოფის, კონკურენტიანი პროდუქციის წარმოების, ახალი მოთხოვნების ათვისებისა და დაკმაყოფილების, ბიზნეს-გარემოს პრობლემათა გადაწყვეტის მოტივაცია. ამდენად, მოგების მიღების პრეზუმცია ერთდროულად ბიზნესისა და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებას (ქვეყნის საერთო სოციალური კეთილდღეობის ამაღლებას) ემსახურება.

სამეწარმეო სუბიექტისთვის მოგება მხოლოდ რეალურად მიღებული შემოსავალია და არა ის, რაც შეიძლება მომავალში ვერც მიიღოს. მეწარმე მოგებას მარტივად ითვლის:

მოგება (ზარალი) =
შემოსავლები - ხარჯები

ამაში არის ლოგიკა (მიმზიდველიც და რეალურობაც), თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგადად, საგადასახადო მიზნებისთვის, დარიცხვის მეთოდის პრინციპები და გამოსაქვითი ხარჯების შეზღუდვებიც ეყრდნობა საყურადღებო არგუმენტებს. ძნელი წარმოსადგენია, ვთქვათ, წარმომადგენლობითი ხარჯების ოდენობა არ იყოს შეზღუდული, საწარმოს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მიზნით დაიხარჯებოდა, ყოველშემთხვევაში, პირადი სტუმრის მიღებაც ამ ხარჯს მიეწერებოდა; ან მივლინების ხარჯებში რომ არ იყოს დაწესებული ნორმები - დასასვენებლად გამგზავრებაც ამ ხარჯს ჩამოეკიდებოდა და ა.შ.

ცხადია, არსებობს წარმოების ინტერესები და კონტროლის მექანიზმებიც, მაგრამ რეალობაში, ჩვენში დამკვიდრებული მენტალიტეტიდან გამომდინარე, გადასახადების არ გადახდის (დამალვის) მოტივაცია ხარჯების გაზრდის, მათში პირადი ან ჯგუფური ინტერესების ჩართვის მიმართულებით მუდმივად მუშაობს. ამდენად, შეზღუდვების დაწესებაშიც პრაგმატული მიდგომებია ჩადებული, თუმცა, არის გაუგებარი (არაერთდგვარი) მიდგომაც, მაგალითად, სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის შედეგად გადახდილი ჯარიმები, სანქციები, საურავები გამოსაქვითი ხარჯია, ხოლო გადასახადის გადაუხდელობის, დაგვიანების, ან უნებლიე შეცდომის გამო დაკისრებული ჯარიმები, სანქციები, საურავები კი - მხოლოდ ფინანსურ ხარჯს მიეკუთვნება. ამ ფაქტს შეიძლება მოუძებნო (აქვს კიდევაც) ახსნა, მაგრამ ზოგადად, სახეზეა უფრო არსებითი, რაც ასეთი შეზღუდვებიდან გამომდინარეობს: ეს არის სირთულე, ზოგჯერ - ზომაზე მეტი სიმკაცრე, ცალმხრივი (მხოლოდ ადმინისტრატორისთვის ხელსაყრელი) პირობების დომინირება, რაც გადამხდელს ტვირთად აწვება. საერთოდ, არის კი ასეთი განსხვავების არსებობა მიზანშეწონილი? რამდენად ემსახურება ასეთი დაპირისპირება ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს?

პრობლემის სიმწვავე უფრო მეტად იგრძნობა მრავალპროფილიან სამეწარმეო სუბიექტებში, განსაკუთრებით - სააქციო საზოგადოებებში, რომლებსაც აქვთ საქმიანობის ფართო სპექტრი და სამეურნეო ოპერაციათა დიდი რაოდენობა. ზოგადად, საგადასახადო და ფინანსურ აღრიცხვას შორის განსხვავების და კონკრეტულად, გადავადებული გადასახადის გაუთვალისწინებლობა მიმდინარე პრობლემებსაც წარმოქმნის: იწვევს დაბეგვრის შემდგომი მოგების დამახინჯებას და იმ ვალდებულების აუღიარებლობას, რომელიც გაბერილ მოგებაზე დაფუძნებული, ოპტიმისტური დივიდენდების გადახდას მოჰყვება (საბოლოოდ, გადავადებული გადასახადი მაინც ვალდებულება გახდება). გარდა ამისა, გადავადებული საგადასახადო ვალდებულებების გაუთვალისწინებლობით მოგების გაზრდა განაპირობებს საწარმოს საქმიანობის შედეგების ორი მნიშვნელოვანი მაჩვენებელის: ერთ აქციაზე (წილზე) შემოსავლის მაჩვენებლისა და აქციის (წილის) საბაზრო ფასი/აქციაზე (წილზე) შემოსავალთან კოეფიციენტის დამახინჯებას.

აღნიშნულის მთავარი მიზეზი ისაა, რომ გადავადებული გადასახადის აღიარება მოითხოვება დარიცხვის პრინციპით.

როგორც ჩანს, დარიცხვის მეთოდის პრინციპები სახელმწიფოს ინტერესებთანაც თანხვედრია, რამდენადაც ეს მას შემოსავლების მიღების გარანტირებულ შესაძლებლობას უქმნის და ის, რაც ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის მართლაც ფუნდამენტური კონცეფციაა, საგადასახადო მიზნების რეალიზაციისას მეწარმის წინააღმდეგ მუშაობს: საგადასახადო მოგება ფაქტობრივად არ ემთხვევა (ხოლო, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ის ყოველთვის აღემატება) ფასს-ზე დაყრდნობით განსაზღვრულ სააღრიცხვო მოგებას. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში (მცირედი დაგვიანებით, მაგრამ) შეუფერხებლად მაინც მიიღებს შემოსავლებს და გადამხდელის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაც კი მისთვის უფრო ხელსაყრელია - ამ გზით, ადმინისტრირების მკაცრი მექანიზმის გამოყენება მისაღებ გადასახადებზე ბევრად მეტი თანხის ამოღების შესაძლებლობას უქმნის.

საგადასახადო და ფინანსურ აღრიცხვას შორის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი განსხვავებები შეიძლება გამოწვეულ იყოს მუდმივი, ან დროებითი ფაქტორებით. მუდმივი სხვაობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში ასახული ხარჯი არ წარმოადგენს ხარჯს საგადასახადო მიზნისთვის. დროებით სხვაობებს კი მაშინ აქვს ადგილი, როდესაც საწარმოს ხარჯების გამოქვითვის უფლება აქვს როგორც საგადასახადო, ისე სააღრიცხვო მიზნებისთვის, მაგრამ გამოქვითვის დროა განსხვავებული. ყოველ მათგანს აქვს ახსნა, მაგალითები და შესაბამისი ბუღალტრული გატარებები. მათი განხილვა შორს წაგვიყვანს. (ისინი სახელმძღვანელოებში, ცალკეული ავტორების ნაშრომებში საკმარისად ვრცლად არის წარმოდგენილი).

ბასს-ც აღიარებს ასეთ განსხვავებას. კერძოდ, ბასს 12 - მოგებიდან გადასახადები, განსაზღვრავს მოგებიდან გადასახადების ბუღალტრული აღრიცხვის წესებს. მათში განსაკუთრებით პრინციპული საკითხად წარმოდგენილია მიმდინარე და მომავალი პერიოდის საგადასახადო დაბეგვრის შედეგების ასახვა, რომელიც გამოწვეულია: საწარმოს ბალანსში აღიარებული აქტივების (ვალდებულებების) საბალანსო ღირებულების ამოღებით (გადახდით) მომავალში და საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული მიმდინარე სამეურნეო ოპერაციებითა და სხვა მოვლენებით.

0x01 graphic

როგორც ამ სტანდარტშია აღნიშნული: აქტივებისა და ვალდებულებების აღიარების პროცესში არსებითია ის, რომ ანგარიშვალდებული საწარმო ვარაუდობს აქტივების, ან ვალდებულებების საბალანსო ღირებულების ამოღებას, ან დაფარვას. თუ მოსალოდნელია: აქტივების, ან ვალდებულებების საბალანსო ღირებულების ამოღება, ან დაფარვა მომავალში გამოიწვევს გადასახადების გაზრდას (შემცირებას), იმასთან შედარებით, რომ არ ხდებოდეს აქტივებისა და ვალდებულებების ამოღება-დაფარვის დაბეგვრა, სტანდარტი საწარმოს ავალდებულებს აღიაროს გადავადებული საგადასახადო ვალდებულება (გადავადებული საგადასახადო აქტივი), გარკვეული მცირე გამონაკლისი შემთხვევების გარდა.

მოცემული სტანდარტი მოითხოვს, რომ საწარმომ სამეურნეო ოპერაციებისა და სხვა მოვლენების საგადასახადო დაბეგვრის შედეგები ისევე ასახოს, როგორც თვითონ სამეურნეო ოპერაციები და სხვა მოვლენები. ამგვარად, როგორც კი რომელიმე სამეურნეო ოპერაცია, ან მოვლენა აღიარებული და ასახული იქნება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, მაშინვე უნდა მოხდეს შესაბამისი საგადასახადო დაბეგვრის შედეგების აღიარება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში. იმ ოპერაციებისა და მოვლენებისთვის, რომლებიც პირდაპირ აისახება საწარმოს საკუთარ კაპიტალში, შესაბამისი საგადასახადო დაბეგვრის შედეგებიც პირდაპირ უნდა აისახოს ამავე ანგარიშზე. ანალოგიურად, გადავადებული საგადასახადო აქტივებისა და ვალდებულებების აღიარება საწარმოთა გაერთიანებასთან დაკავშირებით, გავლენას ახდენს ამ საქმიანობიდან წარმოშობილი გუდვილის თანხაზე, ან, იმ თანხაზე, რითაც მყიდველი საწარმოს წილი შეძენილი საწარმოს იდენტიფიცირებადი აქტივების, ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ნეტო რეალურ ღირებულებაში აღემატება საწარმოთა გაერთიანების ღირებულებას.

ამ სტანდარტში განხილულია აგრეთვე გამოუყენებელი საგადასახადო ზარალისა და გამოუყენებელი საგადასახადო კრედიტის შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივების აღიარების წესები, მოგებიდან გადასახადებისა და მასთან დაკავშირებული განმარტებითი ინფორმაციის ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენის საკითხები.

სხვა სტანდარტებს შორის, ეს სტანდარტი, ისევე, როგორც გადავადებული გადასახადების არსის აღქმა, ყველაზე რთულია, თუმცა, ბასს 12 განმარტავს მოგების გადასახადთან დაკავშირებულ ტერმინებს, მასში აგრეთვე დეტალურადაა აღწერილი მოგების გადასახადთან დაკავშირებული ყველა სავარაუდო მაგალითი, თუ შემთხვევა და ბუღალტრული გატარება.

სირთულეს ქმნის არა ის, რომ აქ გადმოცემული შინაარსი (განმარტებები, მაგალითები, გატარებები) გაუგებარია, არამედ, გადავადებული ვალდებულებების (აქტივების) და აქედან გამომდინარე, გადავადებული გადასახადის გამომწვევი ფაქტორებია ბევრი. ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობაში დაუსრულებლად შედის ცვლილებები (იზრდება, მკაცრდება შეზღუდვები, ან თუნდაც მარტივდება სამოქმედო ნორმები), რასაც მუდმივი მიყურადება სჭირდება, მოითხოვს დროს, ენერგიას, გამოცდილებას...

ბასს 12-ის მიღება დაკავშირებული იყო ცალკეული ქვეყნების საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვებთან და მან ფაქტობრივად ხელი შეუწყო საგადასახადო აღრიცხვის თანაარსებობას ფინანსურ აღრიცხვასთან. თავად ეს დოკუმენტი და ცალკეულ ავტორთა მეცადინება მიმართულია იქითკენ, რომ აიხსნას არსებული განსხვავების არსი, კონკრეტულ ოპერაციას მოეძებნოს რაციონალური გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც საჭიროა კვლევის გაგრძელება, თუმცა ვფიქრობ, უფრო მიზანშეწონილია საერთო ძალისხმევა წარიმართოს საგადასახადო და ფინანსურ აღრიცხვას შორის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი განსხვავების აღმოფხვრისკენ, ყოველ შემთხვევაში - განსხვავებათა დაახლოების, ან მინიმიზაციისკენ.

თუ ჩაუკვირდებით, ძირითადი შეუსაბამობა და განსხვავება მხოლოდ ცალკეული სამეურნეო ოპერაციის ხარჯად აღიარების შეზღუდვებში ვლინდება (სწორედ აქ არის პრობლემის დასაწყისი). ერთობლივი შემოსავლი კი საგადასახადო მიზნებისა და სააღრიცხვო მოგებისთვის ერთნაირად იანგარიშება. ამდენად, მთავარი და მნიშვნელოვანია ხარჯად აღიარებაში არსებული განსხვავებების დაძლევის ამოცანის გადაწყვეტა.

მხარეთა ინტერესები იმდენადაა პოლარიზებული, რომ ეს ამოცანა არც ისე მარტივი, თუმცა, მოგვარებადია. მით უმეტეს, მზადდება ახალი რევოლუციური კოდექსი, რომელიც შემომქმედთა მიერ დეკლარირებულია, როგორც გამარტივებისკენ, გადამხდელთა ფართო წრის ინტერესების უზრუნველყოფისკენ მიმართული აქტი. ამდენად, ამ პრობლემის წამოწევა ახალი საგადასახადო კოდექსის შემოღების წინ, ვფიქრობ, დროულია. სწორედ ახლა, ამ აქტში უნდა შევიდეს კონცეპტუალური ცვლილებები, რომელიც მოხსნის ცალკეულ შეზღუდვებს და საგადასახადო აღრიცხვას მნიშვნელოვნად დაახლოებს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან.

საჭიროა ცალკეული ოპერაციის (შეზღუდვის) დადებითი, თუ გვერდითი მოვლენების საფუძვლიანი ანალიზი და დაპირისპირებულ პოზიციათა დაახლოებისკენ მიმართული ნების გამოხატვა. ვფიქრობ, შედარებით მარტივია დროებითი განსხვავებების დაძლევაში კომპრომისების მიღწევა, რამდენადაც აქ დროში მცირედი დაგვიანებით წონასწორობა ისედაც ბალანსდება. ამიტომ, დაახლოების პროცესი სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. მუდმივი განსხვავებების წარმომქმნელი შეზღუდვები კი მეტ დაფიქრებას მოითხოვს, თუმცა, მათი შერბილება (შუალედურ ვარიანტზე შეთანხმება), აუცილებელია და აქედანვე უნდა გადაიდგას ნაბიჯები.

Annotation

Deferr ed taxes...
Emergency trouble, or the pro blem of forced

I.Papasqua,
Academic Doctor of Economic

Deferred tax liability, or defferd taxes for any business subject is the problem of forced, which is created between tax and financial registration, because of differences established by legislative acts.

For the expence recognition of individual agricultural operations limitations established by the Tax Code and deffered tax demand for the recognition of accrual method, which is fundamental concept for the prepararion of financial statements, realizations tax purposes is working against the employer: Tax request disagree (rare exceptions, its always more) with determined accounting profit referenced on IASB.

Is it expedient such existence of differences? How does such confrontation serves the development of economic perspectives?

This article represents the authors opinion about the necessity of solving the task and about the close roads of tax accounting with financial.

2 საქმიანი წინადადებები

▲ზევით დაბრუნება


2.1 რას გვპირდება ახალი საგადასახადო კოდექსი?!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნზორ მესხიშვილი,
პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის მთავარი კონსულტანტი,
დამოუკიდებელი ექსპერტი უძრავი ქონების
(მიწის) საკითხებში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
ბიზნეს უნივერსიტეტის სრული პროფესორი

საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ჩემის აზრით, სერიოზულ დამუშავებასა და სრულყოფას მოითხოვს. პროექტში ბევრი მუხლი და პუნქტი გაუგებარი და ბუნდოვანია, მეტიც, არის ურთიერთსაწინააღმდეგო მუხლებიც. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ყველაფერი შეგნებულადაა გაკეთებული, რომ საგადასახადო ინსპექტორს საშუალება ჰქონდეს ყოველთვის გამოედავოს გადასახადის გადამხდელს.

ახალი საგადასახადო კოდექსი მთელი რიგი საკითხების დადგენას, რომლებიც მოქმედ საგადასახადო კოდექსში ისედაც დადგენილია, ავალებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რაც მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის. სჯობს, არ ავჩქარდეთ დავადგინოთ ის, რაც საჭიროა და პასუხისმგებლობას სხვას ნუ გადავულოცავთ!

სურვილი მაქვს გამოვთქვა საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • პროექტიდან მთლიანად ამოღებულია ადგილობრივი გადასახადების, მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთები და მისი დადგენა დავალებული აქვს საქართველოს მთავრობას, რაც ჩემის აზრით, დიდი დანაკლისი იქნება ახალი საგადასახადო კოდექსისთვის. მიზანშეწონილად მიმაჩნია, მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთები დარჩეს ისე, როგორც ეს მოქმედ საგადასახადო კოდექსშია. თუ გადასახადის საბაზისო განაკვეთების გაზრდა, ან შემცირებაა საჭირო, ეს გაკეთდეს ახალ კოდექსში.

  • მოქმედ საგადასახადო კოდექსში 2009 წლის ივლისამდე მიწა დღგ- მიზნებისთვის არ განეკუთვნებოდა საქონელს. 2009 წლის ივლისიდან კი ფორმულირება შეიცვალა და მიწა მიეკუთვნა საქონელს. ახალ საგადასახადო კოდექსში მიწა მიკუთვნებულია საქონელს, რაც ჩემის აზრით, არასწორია და დღგ- მიზნებისთვის მიწა არ უნდა ეკუთვნოდეს საქონელს. აქედან გამომდინარე, მე-13 მუხლის, მე-2 პუნქტს უნდა დაემატოს სიტყვა მიწა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დღგ- მიზნებისათვის საქონელს არ განეკუთვნება ფული და მიწა

  • მოქმედი საგადასახადო კოდექსის 47 მუხლისა და ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მუხლი 46-ის, პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს განმარტებას არა აქვს იურიდიული ძალა და იგი მხოლოდ რეკომენდაციას წარმოადგენს. ეს მუხლი წარმოშობს დავებს, ხელს უწყობს საგადასახადო მუშაკების თვითნებობას და რაც მთავარია, კორუფციის აშკარა წყარო ხდება. ისმება ლოგიკური კითხვა: რატომ არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო ორგანოს განმარტებას იურიდიული ძალა? აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიმაჩნია საგადასახადო კოდექსის პროექტის 46 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნას შემდეგი წინადადება: აღნიშნული განმარტება წარმოადგენს რეკომენდაციას და მას არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა.

  • მე-18 მუხლი მოითხოვს დაკონკრეტებას (დაზუსტებას), რადგან, გაურკვეველია, როგორ განსაზღვროს ფიზიკურმა პირმა რეალიზაციით მიღებული ნამატი, რომელსაც 1953 წელს მიღებული ჰქონდა ბინა (სახლი) და ახლა ჰყიდის მას?!

  • მე-19 მუხლის, მე-3 პუნქტის, ქვეპუნქტი მოითხოვს გარკვევას, რას ნიშნავს: ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები?, ასევე გაურკვეველია, ამავე მუხლის მე-7 პუნქტში, როგორ უნდა დაამტკიცოს ორმა კომპანიამ, რომ არ არიან ურთიერთ დამოკიდებული პირები?

  • 61- მუხლის, მე-2 პუნქტში, ციფრი 20 შეიცვალოს ციფრი 60-ით, რადგან, საგადასახადოს გადახდის ვადა მცირეა. ეს მაშინ, როცა ზედმეტად გადახდილ თანხას ფიზიკურ პირს, საგადასახადო ორგანო უბრუნებს სამი თვის ვადაში. შესაბამისად, 65- მუხლის, მესამე პუნქტში 20 დღის ნაცვლად დადგინდეს 60 დღე.

  • 70- მუხლის მე-2 პუნქტში გაურკვეველია - რა შემთხვევაში იგულისხმება ახალი ქონების შეძენა. ეს პუნქტი უნდა დაზუსტდეს.

  • 82- მუხლის გაცნობისას, თუ არ გაეცანი 280 მუხლის პირველ პუნქტს, გამოდის, რომ 2010-2012 წლებში საშემოსავლო გადასახადი ტოლია 15%25-ის. სწორი იქნება 82- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე 20%25-ით. 2013 წლის 1 იანვრიდან, 2014 წლის 1 იანვრამდე 18%25-ით. აქედან გამომდინარე, გარდამავალი და დასკვნითი დებულების 280 მუხლის პირველი პუნქტი უნდა ამოღებული იქნას

  • ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის 83- მუხლის შესაბამისად, 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიწოდებით მიღებული ნამეტი იბეგრება. მოქმედი კოდექსის შესაბამისად კი 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიწოდებით მიღებული ნამეტი არ იბეგრება. რა გამოდის? ჩვენ ვამბობთ, რომ გადასახადებს ვამცირებთ, სინამდვილეში ვზრდით. ასეთივე მდგომარეობაა მიწის ნაკვეთის მიწოდების (რეალიზაციის) დროს. მოქმედი კოდექსით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიწოდება არ იბეგრება, ახალი კოდექსის პროექტით კი იბეგრება 2 ჰექტარზე მეტი მიწის მიწოდება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია 83- მუხლის, ვა პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის) მიწოდება მუხლი 83-დან პუნქტები ვბ და ამოღებული იქნას.

  • 83- მუხლის პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვები: 2012 წლის 1-იანვრამდე. რადგან, რაც საგადასახადო კოდექსი იქნა მიღებული ყოველწლიურად შედის ცვლილება და ერთი წლით თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი და დაქირავებული ფიზიკური პირისთვის გაცემული ანაზღაურება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს.

  • ახალ საგადასახადო კოდექსის პროექტში გაურკვეველია ამხანაგობის მიერ მის წევრებზე (თანამფლობელებზე) ქონების გადაცემით მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხი. აქედან გამომდინარე, დასაზუსტებელია 83- მუხლის, პირველი პუნქტის, ქვეპუნქტი.

  • დაზუსტებას მოითხოვს 83- მუხლის მე-4 პუნქტის, ბა ქვეპუნქტი რადგან, აქტივის ფასი, მასზე საკუთრების უფლების წარმოშობის დროს, მისი შეძენის ფასი უმეტეს შემთხვევაში არ არის დადგენილი.

  • გაურკვეველია 83-ე მუხლის „თ“ პუნქტში, რატომ არის შემოტანილი წინადადება: ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება.

  • თავი XII საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები მთლიანად უნდა შეიცვალოს ანზორ საკანდელიძის წინადადებების გათვალისწინებით. (ჟურნალი ბიზნესი და კანონმდებლობა, 2010 წელი, მაისი, ალტერნატიული, მაგრამ ჯერ კიდევ დასახვეწი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რასაც მთლიანად ვეთანხმები).

  • 208- მუხლის, პირველი პუნქტის ქვეპუნქტს უნდა დაემატოს სიტყვა: საძოვარი, რადგან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიებია: სახნავი, მრავალწლიანი ნარგავები, სათიბი და საძოვარიც.

  • მუხლი 208-ე, პუნქტი „ვ“ სიტყვა „საძოვრებისთვის“ უნდა შეიცვალოს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის საშუალო განაკვეთით. რადგან, ლიცენზიების გაცემა ხდება, როგორც საძოვარ მიწებზე, ასევე სახნავზეც და სათიბზეც.

  • მოქმედი საგადსახადო კოდექსით, ფიზიკური პირის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა განთავისუფლებულია მიწაზე ქონების გადასახადისგან, თუ ფიზიკური პირის ოჯახის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით კი ფიზიკური პირის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იბეგრება მიწაზე ქონების გადასახადისგან, რაც ჩემის აზრით, ეს არ არის კოდექსის ლიბერალიზაცია. 211-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტი უნდა დარჩეს მოქმედი საგადასახადო კოდექსის ვარიანტით და ეს პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს.

  • დაზუსტებას მოითხოვს 211-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტი, რადგან გასარკვევია, როდესაც ფიზიკური პირი ცხოვრობს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში (კორპუსი) არის ქონების გადასახადის გადამხდელი - (40000 ლარზე მეტი შემოსავალის მქონე) თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტზე (მიწის ფართობზე, რომელიც 30 კვ.მ.-ზე მეტია) იხდის მიწაზე ქონების გადასახადს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წითელი ხაზების ფარგლებში აქვს საკუთარი ავტოფარეხი, რომელიც სხვა ავტოფარეხებთან ერთად სივრცობრივად დაკავშირებულია მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრების ბინა და მის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი რეგისტრირებულია ერთ მისამართზე საჯარო რეესტრში. ავტოფარეხის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდება თუ არა საგადასახადო კოდექსის 211-ე მუხლის პირველი პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტი? იმ შემთხვევაში თუ ავტოფარეხზე არ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 211- მუხლის პირველი პუნქტის, ქვეპუნქტი, მაშინ როგორ იანგარიშება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კორპუსი) მაცხოვრებლის საკუთრებაში არსებული, წითელ ხაზებში მოქცეული ავტოფარეხის მიწის ფართობი? (ფაქტიურად დაკავებული ფართის მიხედვით, თუ დაკავებული ფართობის პროპორციულად?). მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით და საგადასახადო მუშაკების განმარტებით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, როდესაც მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრებაა, ერთ და იმავე მიწაზე ფიზიკური პირი ორჯერ იხდის გადასახადს. თუ კორპუსის წითელ ხაზებში მოქცეულია ხუთი ავტოფარეხი, ხუთივე მფლობელი არის ქონების გადასახადის გადამხდელი (40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე) გამოდის, რომ ერთ და იმავე მიწაზე ათჯერ (ათმაგად) იხდიან გადასახადს (?!)

0x01 graphic

  • 210-ე მუხლი შეიძლება ისე გავიგოთ, რომ საწარმო მიწაზე გადასახადს იხდის ერთ შემთხვევაში 1 აპრილამდე, ხოლო, მეორე შემთხვევაში 15 ნოემბრამდე. ამდენად, აღნიშნული მუხლი საჭიროა დაზუსტდეს.

  • 211-ე მუხლის, 1 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში სიტყვების: „სათიბები, საძოვრები“ შეიცვალოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რადგან, გამოუყენებელი სახელმწიფო მიწები არის სახნავიც და მრავალწლიანი ნარგავებიც.

  • 276-ე მუხლის, მე-2 პუნქტის სიტყვები ათი დღე შეიცვალოს 30 დღით. რადგან, გადაწყვეტილების გასაჩივრებას ხშირ შემთხვევაში ადვოკატის აყვანა, საბუთების მოძიება და შესწავლა სჭირდება.

  • 205-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტი უნდა შეიცვალოს და დასაბეგრი გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს, როგორც ეს იყო 2009 წლამდე მოქმედ საგადასახადო კოდექსში. 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის-საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.4 პროცენტისა და არა უმეტეს 0.8 პროცენტისა“. არადა, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით არის არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს - 1 პროცენტისა.

  • როგორც მოქმედი საგადასახადო კოდექსის, ასევე, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მთელ რიგ მუხლებში გამოყენებულია კოდექსის სხვადასხვა რამდენიმე მუხლი და სხვადასხვა რამდენიმე პუნქტი, რაც ართულებს კოდექსის მუხლის აღქმასა და გაგებას. ჩემის აზრით, კოდექსის მუხლში დასახელებული სხვა მუხლისა და პუნქტის ნაცვლად დაიწეროს ის, რაც იმ მუხლსა და პუნქტში იგულისხმება. ეს არ გადატვირთავს მუხლს - პირიქით, გაადვილებს კოდექსის მუხლის გაგებასა და გამოყენებას.

3 ექსპერტის კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


3.1 ახალი საგადასახადო კოდექსის შუქჩრდილები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ახალი საგადასახდო კოდექსის პროექტის გაცნობისას, მე, როგორც მცირე მეწარმეთა ინტერესების დამცველს, გარკვეული მოსაზრებები მიჩნდება, რომელსაც მკითხველს მოკლედ შევთავაზებ. კერძოდ: ახალი საგადასახადო კოდექსით 200 ათასამდე ლარის წლიური ბრუნვის მცირე მეწარმეებს ხელისუფლება სთავაზობს ბრუნვის 3%25-იან ფიქსირებულ გადასახადს იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე დაადასტურებს ამ ბრუნვის შესაბამის მინიმუმ 60%25-იან ხარჯს ხელფასების ხარჯის ჩაუთვლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიბეგრება ბრუნვის 5%25- იანი ფიქსირებული გადასახადით.

როგორც წესი, ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეების ხელფასების ხარჯის გარეშე მინიმუმ 60%25-იანი ხარჯების დადასტურება გაუჭირდებათ. მითუმეტეს, ხარჯების დადასტურება-აღრიცხვა აუცილებლად მოითხოვს კვალიფიციური ბუღალტრების დაქირავებას, რომელთა შენახვის საშუალება მათ მწირი შემოსავლების გამო არ ექნება. აქედან გამომდინარე, ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეეები ფაქტობრივად დაიბეგრებიან ბრუნვის 5%25-იანი ფიქსირებული გადასახადით, რაც ძალიან მაღალია და მათი უმრავლესობის გაკოტრების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

0x01 graphic

ხელისუფლებას გვინდა შევახსენოთ, რომ ძველ საგადასახადო კოდექსში უკვე იყო ბრუნვის ასეთი 5%25-იანი ფიქსირებული გადასახადი, რომელსაც ერქვა მცირე ბიზნესის გადასახადი და მოქმედებდა 100 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის საზღვრებში. 2004 წელს მიღებულ საგადასახადო კოდექსში ეს გადასახადი ამოიღეს იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა ფისკალური ეფექტი და წელიწადში დაახლოებით მხოლოდ 1 მილიონი ლარის შემოსავლებს იძლეოდა. აღნიშნული მიზეზით არავინ არ დაინტერესებულა და ვინმეს ეკონომიკური ანალიზი არ გაუკეთებია. ახლა ასეთი ანალიზის გარეშე კვლავ შემოაქვთ ეს. დარწმუნებული ვარ, წლიური ბრუნვის 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე გაზრდის მიუხედავად, ეს გადასახადი მაინც არ იმუშავებს (იმავე მიზეზით, რა მიზეზით ადრე არ იმუშავა). ძირითადი მიზეზია ბრუნვის მაღალი ფიქსირებული 5%25-იანი გადასახადი, რომელიც აშკარად მიუღებელია ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლება ამაოდ ცდილობს შეუთავსებლობის შეთავსებას. არ შეიძლება ბრუნვის ის ფიქსირებული პროცენტი, რაც მისაღებია ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეებისთვის, მისაღები აღმოჩნდეს სამრეწველო და სამომხმარებლო სფეროებში დასაქმებული მცირე მეწარმეებისთვის. ეს თვალნათლივ დაადასტურა 10 წლის წინ ცალ-ცალკე სავაჭრო, სამრეწველო და მომსახურების სფეროებში დასაქმებული მცირე მეწარმეების გამოკითხვა-შესწავლამ, რასაც მთელი 5 თვის განმავლობაში სისტემატურად აწარმოებდნენ ჩვენი ასოციაციის წევრების ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური ჯგუფები. სწორედ ასეთი შრომატევადი სამუშაოების ჩატარებისა და ამ სამუშაოების გაანალიზების შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენს ახალ კანონპროექტში ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეებისთვის შემოგვეღო ბრუნვის 3%25-იანი, სამრეწველო სფეროსთვის ბრუნვის 5%25-იანი და მომსახურების სფეროსთვის ბრუნვის 10%25-იანი ფიქსირებული გადასახადები.

აღსანიშნავია ისიც, რომ 10 წლის წინ ჩვენი ასოციაციის მიერ დაწერილი კანონპროექტი მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯეროვნად ვერ გამოიყენა. კანონპროექტიდან ჯერ ამოგლიჯეს ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეების ბრუნვის 3%25-იანი დაბეგვრა, გაიტანეს პარლამენტში დასამტკიცებლად და კიდევაც მიიღეს პირველი წაკითხვით. ხოლო შემდეგ, საგადასახადო მაფიის ზეწოლით, რომელსაც მფარველები ხელისუფლებაშიც ბლომად ჰყავდა, ეს კანონპროექტი მეორე და მესამე წაკითხვაზე საერთოდ აღარ დაუყენებიათ. არადა, ეს კანონი რომ მიეღოთ, ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეებისა და სალარო-აპარატების დადგმის პრობლემები დღეს უკვე მოგვარებული იქნებოდა. კანონპროექტიდან ასევე ამოგლიჯეს სამრეწველო სფეროს მცირე მეწარმეებისთვის შემოღებული ბრუნვის 5%25-იანი ფიქსირებული პროცენტით დაბეგვრა, რომელიც უნდა გავრცელდეს ყველა სახის მცირე მეწარმეზე. დაარქვეს მას მცირე ბიზნესის გადასახადი და წლიური ბრუნვა ჩამოიყვანეს მიზერულ 100 ათას ლარზე.

ამ კოდექსის ერთადერთი ნათელი შუქია იმ მიკრო მეწარმეთა გათავისუფლება გადასახადებისა და სალარო-აპარატების დადგმისაგან, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 30 ათას ლარს და არ იყენებენ დაქირავებულ შრომას. თუმცა, ამ შუქსაც ჩრდილად ახლავს ის გადაწყვეტილება, რომ ფინანსთა სამინისტროს თვითონ შეუძლია განსაზღვროს წლიური ბრუნვის გამოთვლის წესი.

0x01 graphic

მოკლედ, ახალი საგადასახადო კოდექსი მომზადებულია ნაჩქარევად და მისი ამ სახით მიღება ხელს არ შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. რაც მთავარია, მიუღებელია ის მაღალი ჯამური საგადასახადო ტვირთი, რომელიც 13 წელიწადია ფაქტობრივად არ იცვლება და ჩვენი უზარმაზარი ჩრდილოვანი ეკონომიკის მთავარი მკვებავი წყაროა.

ჩემის აზრით, გადასახადები დამოკიდებული უნდა იყოს ბრუნვაზე და განისაზღვროს ბრუნვის ფიქსირებული პროცენტებით.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბოლო მოეღება იმ ეკონომიკურ აბსურდსაც, რომ დღეს მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმე ყველა ერთ ტაფაში იხრაკება და ყველა ერთნაირად იბეგრება. სავაჭრო, სამრეწველო და სამომხმარებლო სფეროების მცირე მეწარმეები დაიბეგრებიან ბრუნვის სხვადასხვა ფიქსირებული პროცენტით. გადასახადების დიფერენცირება-კორექტირება მოხდება რეგიონულ ჭრილშიც და შემოღებული იქნება ადგილობრივი საგადასახადო კოეფიციენტები.

სწორედ ამ პრინციპზეა აგებული ჩვენი კანონპროექტი „ვაჭრობის სფეროს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც კარგა ხანია ოფიციალურად გაეგზავნა ხელისუფლებას და 2010 წლის მაისში გამოქვეყნდა ჟურნალში ბიზნესი და კანონმდებლობა. სპეციალისტთა გამოხმაურება დადებითია. ეს კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებულია ვაჭრობის სფეროს მიკრო მეწარმეთა დაბეგვრა ბრუნვის 1%25-იანი, მცირე მეწარმეების ბრუნვის 2%25-იანი და საშუალო მეწარმეების ბრუნვის 3%25-იანი ფიქსირებული გადასახადებით, ახალ საგადასახადო კოდექსთან შედარებით არის გაცილებით კომპრომისული და მისაღები ორივე დაპირისპირებული მხარისათვის (როგორც მცირე მეწარმეების, ისე ხელისუფლებისთვისაც). გარდა ამისა, ამ კანონპროექტში ჩადებულია ბრუნვის გაზრდასთან ერთად გადასახადების არა ერთბაშად, არამედ თანდათან გაზრდის ეკონომიკური ბერკეტები, აგრეთვე სხვადასხვა საინტერესო ნოვაციები.

ასევე სწრაფად ასამოქმედებელია ჯერ კიდევ 2006 წელს პარლამენტში ოფიციალურად გაგზავნილი და 2010 წლის ივნისის თვეში ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული კანონპროექტი „ახლადგახსნილი სამრეწველო საწარმოებისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია უკვე მრავალგზის გაცხადებულ ჩვენს პრინციპებზე. ეს კანონპროექტი სასწრაფოდ უნდა ავამუშაოთ და აუცილებლად შევიტანოთ ცალკე კარად მომავალ საგადასახადო კოდექსშიც, რადგან კანონპროექტი ეხება მხოლოდ ახლადგახსნილ საწარმოებს და მისი მიღებით არასდროს არავითარი პრობლემა არ შეექმნება არც მიმდინარე და არც მომავალი წლების საბიუჯეტო შემოსავლებს.

ნზორ საკანდელიძე,
საქართველოს თავისუფალ მეწარმეთა
ასოციაციის თავმჯდომარე, აკადემიური დოქტორი

4 თვალსაზრისი

▲ზევით დაბრუნება


4.1 როგორ გამოვასწორებთ „ძველით“ გაფუჭებულს

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბორის ჭიჭინაძე,
სოხუმის აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის
ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის
უფროსი მასწავლებელი

ანუ გამოიყვანს თუ არა ახალი საგადასახადო კოდექსი
ქართულ ბიზნესს ლაბირინთებიდან?!

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე 20 წელი გავიდა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ორიენტირები კვლავ ბუნდოვანია. რაოდენ გასაკვირად არ უნდა მოგვეჩვენოს, ამ ხნის განმავლობაში, მრავალი ათეული .. უცხოელი ექსპერტი მოძღვრავდა, შესაბამის რჩევებს და რეკომენდაციებს აძლევდა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას, თუმცა, საქართველოს ეკონომიკა არა და არ უმჯობესდებოდა!

წარუმატებლობის გამომწვევი მიზეზების ძებნა არ გვიცდია. ე.წ. უცხოელი „კეთილისმყოფელნი“ ხელოვნურად ცდილობდნენ მათი ქვეყნების გამოცდილების ჩვენს ეკონომიკაში ადაპტირებას. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ შენახვაზე საქართველოს ბიუჯეტიდან მრავალი მილიონი დოლარია დახარჯული, რაც დღესაც მძიმე ტვირთად აწვება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს.

მაინც რა არის ძირითადი მიზეზი, რატომ არ გამოვიდა საქართველოს ეკონომიკა ფაქტობრივი კოლაფსიდან? პირველ რიგში უცხოური გამოცდილების გაზიარებისას საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ღრმა ანალიზი და შემდეგ იმ მიღწევების გაზიარება, რომელმაც უცხოეთის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვია. ფაქტია, რომ ვერცერთი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება, თუ მას არა აქვს ნორმალური და ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებული საბაჟო, საგადასახადო და გადასახადებთან მიმართებაში არსებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 1992 წლიდან მოყოლებული არცერთი უცხოელი „კეთილისმყოფელი“, უცხოური გამოცდილების საქართველოში გადმოტანისას არ ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ თავისებურებებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისინი გვკარნახობდნენ ისეთ საგადასახადო და საბაჟო კოდექსებს, რომელთა წაკითხვაც არა თუ ბიზნესმენს, არამედ თვით, ამ კანონების მიმღებ პირებსაც უჭირდათ. ამის ნათელი მაგალითია 1997 წლის ივნისში პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული პირველი საგადასახადო კოდექსი. რატომ იქნა მიღებული აღნიშნული კოდექსი მხოლოდ უცხოელების რეკომენდაციით და რატომ არ გავითვალისწინეთ ქართველი მეცნიერების გამოცდილება? მავანი გვპასუხობდა, რომ უცხოელებს მეტი გამოცდილება გააჩნიათ. სწორედ ასეთმა არაპროფესიონალურმა და ხშირ შემთხვევაში გააზრებულად ცუდად გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყანა უდიდეს ვალებში (საშინაო და საგარეო) ჩააგდო, რომლის შედეგებსაც ეხლა ვიმკით. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ 1997 წელს მიღებულმა საგადასახადო კოდექსმა გააუარესა ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო და იმდროინდელი ქართული ეკონომიკის კლანური დაყოფა გამოიწვია.

ბუნებრივია, ყველა უცხოური ქვეყნის მთავრობები ცდილობენ იქონიონ გავლენის სფეროები სხვა განუვითარებელ და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში, აიძულონ იმ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირები სხვადასხვა გზებით (გრანტები, დაბალპროცენტიანი სესხები, მოსყიდვა და სხვა) მიაღებინონ ისეთი კანონები, რომლებიც დააკნინებს ეროვნულ ეკონომიკას და ამ ქვეყნებს მათ სამომხმარებლო ბაზრად აქცევს. (ამის ნათელი დადასტურებაა ჩვენთან 1997 წელს მიღებული საგადასახადო კოდექსი). მართალია, 2005 წელს მიღებულმა საგადასახადო კოდექსმა მნიშვნელოვნად შეამცირა გადასახადების რაოდენობა, მაგრამ საჭიროა იმის განსაზღვრა, რამდენად პოზიტიურად იმოქმედა მან ეროვნული ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებაზე. ყველა ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობაში მკაფიოდაა განსაზღვრული გადასახადის გადამხდელების უფლებები და მოვალეობები. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში გამორიცხულია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მუხლების ორმაგი აღქმა და სხვადასხვანაირი ინტერპრეტირება. ჩვენთან კი ამ მხრივ საქმე რთულადაა. ხშირ შემთხვევაში საგადასახადო სამსახურებიც სხვადასხვანაირ განმარტებებს იძლევიან ამა თუ იმ მუხლის შესახებ, რაც ამ სფეროში გაუგებრობას და მეწარმეების დაბნევას იწვევს, ეს დასტურდება საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფროსი, ან მისი მოადგილე უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს გადაუგზავნოს წერილობითი განმარტება, რომელიც გამოხატავს საგადასახადო ორგანოს პოზიციას პირის მიერ შესრულებული, ან შესასრულებელი სამეურნეო ოპერაციისას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებაზე. თუმცა აღნიშნული განმარტება წარმოადგენს რეკომენდაციას და მას არ აქვს სავალდებულო ხასიათი. აღნიშნული მუხლის განმარტებიდან სჩანს, რომ განხილულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ცუდ დღეში ვარდება და კანონიც არ იძლევა იმის განმარტებას, თუ ვის უნდა მიმართოს საკითხის საბოლოოდ გასარკვევად გადასახადის გადამხდელმა. უცხოეთში კი საქმე ამ მხრივ სხვანაირადაა - თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების ვალდებულებებს და საგადასახადო ორგანოს განმარტებას აქვს იურიდიული ძალა.

0x01 graphic

კიდევ უფრო რთულად დგას საქმე საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის გამოყენებისას, რომელიც ეხება გადასახადის გადამხდელის მიერ მომხმარებელთან ნაღდი ანგარიშსწორებისას საკონტროლოსალარო აპარატის ჩეკის გაუცემლობის შემთხვევას. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი ნაღდი ანგარიშსწორების განხორციელებისას ჩეკს არ გამოუწერს მომხმარებელს, მაშინ, ის პირველ შემთხვევაში დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით და ყოველი შემდგომი განმეორებისას 2500 ლარის ოდენობით. აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება ევროპულ ქარტიებს (იმ ქარტიებს, რომლებსაც მიერთებულია საქართველო და შესაბამისი რატიფიცირებაც განხორციელებულია პარლამენტის მიერ). დიახ, აღნიშნული მუხლი დისკრიმინაციულია და არღვევს გადასახადის გადამხდელთა მთავარ უფლებას - ჰქონდეთ მათ ბიზნესის კეთების საშუალება. აღნიშნული მუხლი გაუგებარი და ბუნდოვანია იმდენად, რამდენადაც მინიმალური ხელფასი საჯარო სამსახურში ჯერაც 150 ლარია, ხოლო კერძო სექტორში ბოლომდე გარკვეული არ არის, და მას დამქირავებლები თავად განსაზღვრავენ. გასარკვევია ისიც, საიდან შემოდის საქართველოში საკონტროლო-სალარო აპარატები და რა ღირს ის მომწოდებელ ქვეყნებში? ხომ არ აქვს ადგილი სალარო აპარატების იმპორტით დაკავებული პირების მიერ ფასების ხელოვნურ ზრდას და შემომტანების მიერ მათზე კარტერული ფასების დაწესებას?

აქვე უნდა აღვნიშნო საგადასახადო კოდექსის 2801 მუხლის შესახებაც. აღნიშნული მუხლი არეგულირებს ახლადდარეგისტრირებული მეწარმეებისთვის საგადასახადო სესხის გაცემას. როგორც საქართველოში ჩატარებულმა სტატისტიკურმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული საგადასახადო სესხით ფაქტიურად მეწარმეების ძალიან უმნიშვნელო ნაწილმა ისარგებლა. მაშინ, როცა მსურველი ძალიან ბევრი იყო.

ზემოთაღნიშნული საკითხის მოგვარებას ართულებს ისიც, რომ დღეისათვის არ არსებობს კანონი, რომელიც მოახდენდა ბიზნესით დაკავებული პირების დიფერენცირებას - მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესად. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, ყველა მეწარმე მიუხედავად მათი წლიური ერთობლივი შემოსავლისა, ერთნაირი დაბეგვრის რეჟიმშია მოქცეული. (უცხოეთში კი მეწარმეები სხვადასხვანაირი წესით იბეგრებიან მათი წლიური შემოსავლიდან გამომდინარე) თუ საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მოთხოვნებს გამოვიყენებთ მაღალმთიანი რეგიონის რომელიმე სოფელში არსებული წისქვილის, ან ჯიხურის შემთხვევაში, მაშინ აღნიშნული სანქციის გამოყენება (500 ლარი, 1500 ლარი, 2500 ლარი) ბუნებრივია, გამოიწვევს მათი საქმიანობის პარალიზირებას. (მაშინ, როცა, აღნიშნული ჯარიმის ოდენობა თბილისში არსებული მაკდონალდსისთვის, კოკა-კოლასთვის, ან სხვა მსხვილი ბიზნესით დაკავებული პირებისათვის შეიძლება სულაც არ იყოს ტრაგედია). საჭიროა ამ კუთხით საკითხის ღრმად მეცნიერულად შესწავლა და ისეთი კანონის მიღება, რომელიც არ იქნება დისკრიმინაციული. ასეთი გაუაზრებელი და არაეფექტური ჯარიმების შედეგად მეწარმე პირებს უგროვდებათ საბიუჯეტო დავალიანება, რაც საერთო ჯამში ბიზნეს-გარემოს გაუარესებას იწვევს.

ყველა განვითარებული ქვეყნის მთავრობები ზოგჯერ მიმართავს საბიუჯეტო დავალიანებების ჩამოწერის პრაქტიკას, რომელიც ცნობილია საგადასახადო ამნისტიის სახელით. საგადასახადო ამნისტია საყოველთაო ხასიათს ატარებს და მისი გამოცხადება ძირითადად ხდება მწვავე საბიუჯეტო, ეკონომიკური და საბანკო კრიზისის, ან საომარი მოვლენების შემდეგ. ამნისტიის ძირითადი მიზანია, ამ სიკეთით ისარგებლოს ყველა მეწარმემ (მცირე, საშუალო, მსხვილი) მიუხედავად მათი საბიუჯეტო დავალიანების სიდიდისა. არც წინა და არც ახალ ხელისუფლებას არ გამოუცხადებია ტოტალური საგადასახადო ამნისტია, არადა, ამის აუცილებლობა მართლაც არსებობდა. 2004 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა კანონმა „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ, ფაქტიურად 1997 წელს მიღებული კოდექსის შედეგად დაზარებულ მეწარმეებს ვერანაირი შვება ვერ მოგვარა. პირიქით, აღნიშნული კანონის მიღებით დაზარალდნენ ის მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც იმდროინდელი საგადასახადო კოდექსის შედეგად პატიოსნად ახდენდნენ საბიუჯეტო გადასახადების დეკლარირებას, მაგრამ კოდექსის უნიათობიდან გამომდინარე, სრულად ვერ იხდიდნენ გადასახადებს. ამნისტია შეეხო მხოლოდ იმ მეწარმეებს (თუ ამას შეიძლება მეწარმეები დაერქვას), რომლებიც საერთოდ არ ადგენდნენ არანაირ დეკლარაციებს და გაანგარიშებებს საგადასახადო ორგანოებში. გამომდინარე აქედან, ეს კანონი ვერ ჩაითვლება ამნისტიად და მისი მიღებით მცირე მეწარმეების ფართო ფენებმა ვერანაირი სიკეთე ვერ იგრძვნეს.

ამნისტიის პროტოტიპად შეიძლება ჩაითვალოს 2009 წლის 15 დეკემბერს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ, აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულია ის კატეგორია მეწარმეებისა, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ საგადასახადო შეთანხმებით. კერძოდ: საგადასახადო შეთანხმებით შეუძლიათ ისარგებლონ იმ მეწარმეებმა, რომელთა საგადასახადო ვალდებულებების ჯამური ოდენობა აღემატება 10000 ლარს და არ არის აღიარებული გადამხდელის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელს გააჩნია აღნიშნული რაოდენობის საბიუჯეტო დავალიანება, მას უფლება აქვს წერილობით მიმართოს შემოსავლების სამსახურს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გადამხდელმა უნდა შესთავაზოს შემოსავლების სამსახურს იმ თანხის ოდენობა, რომლის გადახდასაც მეწარმე შეძლებს. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახური გადამხდელის წერილს გადაუგზავნის ფინანსთა სამინისტროს, ხოლო, ეს უკანასკნელი კი მიმართავს საქართველოს მთავრობას გადასახადის გადამხდელის წერილის განხილვის მიზნით. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების, ან არგაფორმების შესახებ. თუ მთავრობა თანახმაა საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადამხდელს გაუფორმოს საგადასახდო შეთანხმების აქტი. ერთი შეხედვით, საკითხი მარტივია, თუ ღრმად ჩაუკვირდებით მას, საჭიროა ამ დადგენილების ან გაუქმება, ან მასში ძირეული ცვლილებების შეტანა. კერძოდ: საერთოდ გაურკვეველია რატომ მაინცდამაინც 10000 (ათიათასი) ლარს ზემოთ დავალიანების შემთხვევაშია შესაძლებელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმება და რა დააშავა 10000 (ათიათასი) ლარამდე დავალიანების მქონე მეწარმეებმა (ასეთები კი ძალიან ბევრია). ასევე გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით სარგებლობს საქართველოს მთავრობა საგადასახადო შეთანხმების გაფორმების, ან არგაფორმების დროს (ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ჩვენთვის უცნობია). ბუნდოვანია ისიც, რომ მთავრობის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მაგრამ არა ვალდებული გაუფორმოს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შეთანხმების აქტი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა არ დააკმაყოფილებს გადასახადის გადამხდელის თხოვნას საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, გადასახადის გადამხდელს მისი გასაჩივრების არანაირი იურიდიული უფლება არ გააჩნია. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, 2009 წლის 15 დეკემბერს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ, ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ობიექტურად გამოყენებული, რაც საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მსურველთა სამართლიან გულისწყრომას გამოიწვევს. (ეს ძირთადად გამოწვეულია იმით, რომ არ არსებობს არანაირი კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაიცვას მთავრობამ საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისას. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ხშირად სუბიექტური ფაქტორების გამოყენებით შეიძლება მოხდეს). საქმე იმაშია, რომ ზოგიერთ მეწარმეს შეიძლება გაუფორმდეს საგადასახადო შეთანხმება, ზოგიერთს კი არა. აღნიშნული მიდგომა კი ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის მე-5-ე ნაწილს, რომლითაც აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირების გათავისუფლება გადასახადისგან. აღნიშნული დადგენილების არსებობა ვერ შეუწყობს ხელს ქვეყნის ბიზნეს-გარემოს განვითარებას. (შეიძლება პირიქით, მისი გაუარესება გამოიწვიოს).

ბიზნეს-გარემოს გაუარესების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 სექტემბრის №577 ბრძანება საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ქრონომეტრაჟის შედეგების წინა წელზე გავრცელების წესის მიღების შესახებ. აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა, რომ თუ ქრონომეტრაჟი გამოავლენდა, რომ საშუალო დღიური ბრუნვა მეტი იყო გადამხდელის მიერ წინა წელს დეკლარირებულ საშუალო დღიურ ბრუნვაზე, მაშინ, წინა წლის საშუალო დღიური ბრუნვა განისაზღვრებოდა ქრონომეტრაჟის შედეგად დაფიქსირებული ბრუნვის მიხედვით სხვადასხვა ფაქტებისა და გარემოებების (სეზონურობის, ფორსმაჟორის, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, და სხვა ფაქტორებით) გათვალისწინებით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ივლისის თვეში საგადასახადო სამსახურმა ქრონომეტრაჟით საზოგადოებრივი კვების ობიექტში დააფიქსირა საშუალო დღიური ბრუნვა 500 ლარი, მაშინ, აღნიშნული ბრუნვა უნდა იქნეს გამოყენებული წინა წლის დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებისას. აღნიშნული მიდგომა დაბეგვრის მიზნებისას არაკორექტულია. ამ შემთხვევაში ხშირად მეწარმეები იბეგრებიან მიუღებელ შემოსავალზე, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ვირტუალური შემოსავლის გადასახადით დაბეგვრა. როგორც საგადასახადო სამსახურების მიერ ჩატარებულმა ქრონომეტრაჟების სტატისტიკურმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, შემმოწმებლების მხრიდან ფაქტიურად არ ხდებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 სექტემბრის №577 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, კერძოდ, სეზონურობის, ფორსმაჟორის, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების და სხვა ფაქტორების გათვალისწინება და ყველანაირი მტკიცების ტვირთი გადასახადის გადამხდელს ეკისრებოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ფინანსთა მინისტრის ზემოთაღნიშნული ბრძანება მოქმედებდა სულ რაღაც 3 თვე, 2009 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გააუქმა აღნიშნული ბრძანება და გაუქმება ძალაში შევიდა 2010 წლის 1 იანვრიდან. გაუქმების შემდეგ კი მეწარმეების უმრავლესობას დიდი საბიუჯეტო დავალიანებები დაუგროვდათ. ისმის კითხვა: რა აზრი ჰქონდა აღნიშნული წესის მოქმედებას მხოლოდ 3 თვე? რატომ ღებულობდნენ ამ წესს, თუ ასე მალე აუქმებდნენ? რატომ გაუქმდა აღნიშნული წესი თუ ის დადებითი ეფექტის მომტანი იყო? თუ უარყოფითი ეფექტის მომტანი იყო, მაშინ, რატომ არ ჩამოეწერათ აღნიშნული წესით დაჯარიმებულ მეწარმეებს საბიუჯეტო გადასახადები? ერთი სიტყვით, საკითხი ღრმა შესწავლას საჭიროებს საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა არ დაიჩაგრონ აღნიშნული წესით დაჯარიმებული მეწარმე პირები, რომელთა რაოდენობა არც თუ ცოტაა საქართველოს მასშტაბით.

ქრონომეტრაჟის წინა წელზე გავრცელების წესი მოქმედებდა წინა ხელისუფლების დროსაც, მაგრამ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ აღნიშნული წესი სამართლიანად გაუქმდა. როგორც იმდროინდელი საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავდნენ, ქრონომეტრაჟის ჩატარების იმდროინდელი წესის მოქმედება არაკონსტიტუციური იყო - იგი არსებითად, რომელიც არღვევდა გადასახადის გადამხდელის უფლებას, ჰქონოდა ვაჭრობის ნორმალური უფლება. 2004 წლამდე მოქმედი წესის მოქმედებამ მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის ბიზნეს-გარემო და საბიუჯეტო დავალიანების ხელოვნური ზრდა გამოიწვია. გამომდინარე აქედან, საინტერესოა, რატომ დადგა დღის წესრიგში კვლავ აღნიშნული წესის შემოღება 2009 წლის სექტემბერში? საჭიროა ამ წესის მოქმედების შედეგად დაზარალებული მეწარმეების ბედით დაინტერესდეს საქართველოს მთავრობა და აღნიშნული წესის მოქმედების შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს შეასაბამისად გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ.

სწორედ ასეთი არაპროფესიონალურად (შეიძლება ითქვას, მიზანმიმართულად) მიღებული კანონები იწვევს საბიუჯეტო დავალიანების ზრდას, რაც საერთო ჯამში ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესებას უწყობს ხელს. გამომდინარე აქედან, კი საქართველოს საერთო ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. (ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ამტკიცებს ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალის ზრდაც, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2010 წლის 31 მარტის მდგომარეობით 3 521 775 000 აშშ დოლარია. თუ ამ ტემპით წავიდა საგარეო ვალის ზრდა, მაშინ უახლოეს წლებში ქვეყნის ეკონომიკა სრულ კატასტროფამდე მივა. აღსანიშნავია ისიც, რომ საგარეო ვალის ზრდა ხშირ შემთხვევაში არასწორი საბაჟო და საგადასახადო პოლიტიკითაა გამოწვეული).

თუ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის სტატისტიკით ვიმსჯელებთ, საგარეო ვალის გასტუმრებას იმ შემთხვევაში თუ ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს გადავიხდით, დასჭირდება 30 წელი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ დღეისათვის არსებული საგარეო ვალი კვლავ არ გაიზრდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქვეყნის ეკონომიკის ნორმალურად ფუნქციონირებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გამართულ საგადასახადო და საბაჟო კოდექსს. სწორედ ამ კანონებმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის შიდა ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება და ყველა გადამხდელის ერთნაირ პირობებში ჩაყენება. (საგადასახადო კოდექსით დაუშვებელია გადამხდელის მიმართ ინდივიდუალური შეღავათების დაწესება, თუმცა, ხშირად ეს აკრძალვა ჩვენთან ირღვევა). მიუხედავად ამისა, არც თუ იშვიათად, გადასახადის გადამხდელები არათანაბარ პირობებში არიან, რაც სხვადასხვა საქონელზე კარტერული ფასების დაწესებას იწვევს. აღნიშნული მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის მოსახლეობას. (კარტერული ფასების დაწესებას ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ნავთობპროდუქტების, კომუნიკაციების და სააფთიაქო სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შესაბამისი მარეგულირებელი კომისიები, რომლებსაც ევალებათ ბაზარზე წესრიგის დამყარება).

P.S. ვიდრე სტატია დასაბეჭდად მომზადდებოდა, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმოადგინა საგადასახადო კოდექსის ახალი კანონპროექტი, რომელიც რევოლუციურად მოინათლა. რამდენად რევოლუციურია იგი და შეუწყობს თუ არა ხელს მისი საბოლოო ვარიანტის მიღება ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას და იქნება თუ არა იგი უფრო მოქნილი და გადამხდელისთვის ხელსაყრელი, მომავალი გვიჩვენებს.

ჟურნალი ბიზნესი და კანონმდებლობა მზადაა მონაწილეობა მიიღოს კანონპროექტის განხილვაში, ხოლო კოდექსის მიღების შემდეგ მკითხველებს შესთავაზოს სათანადო განმარტებები.

5 აღრიცხვა-ანგარიშგება

▲ზევით დაბრუნება


5.1 როგორ მოვამზადოთ და წარვადგინოთ ფულადი ნაკადების ანგარიშგება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ანჟელი ხორავა,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აღრიცხვა-ანგარიშების კათედრის მასწავლებელი

ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საწარმოს მიერ ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების გამომუშავების შესაძლებლობების, აგრეთვე, მათი გამომუშავების საიმედობისა და დროულობის შეფასება სჭირდებათ.

ინფორმაცია, რომელიც ეხება გარკვეულ პერიოდში საწარმოს ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების ცვლილებებს, ფულადი ნაკადების კლასიფიცირებას საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობების მიხედვით, აისახება ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში. ეს უკანასკნელი უნდა მომზადდეს ბასს 7 ფულადი ნაკადების ანგარიშგების მოთხოვნათა შესაბამისად და ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის წარდგენილ იქნეს, როგორც, ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილი.

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. ბკ , მაისი, 2010 .)

გადახდილი პროცენტები და დივიდენდები შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საოპერაციო ფულადი ნაკადები, რადგან ისინი მონაწილეობენ წმინდა მოგებისა და ზარალის განსაზღვრაში. ამავე დროს, მიღებული პროცენტები და დივიდენდები შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საინვესტიციო ფულადი ნაკადები, რადგან ისინი წარმოადგენენ ფინანსური რესურსების მოზიდვის დანახარჯებს ან ინვესტიციების უკუგებას. ბასს 7-ის თანახმად, გადახდილი დივიდენდების ასახვა ასევე შესაძლებელია საფინანსო საქმიანობიდან გადინებული ფულადი ნაკადების სახით.

გადახდილი პროცენტების გასაანგარიშებლად ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში მოცემული პერიოდის დასაწყისისათვის არსებული გადასახდელი პროცენტების ნაშთს უნდა დაემატოს მიმდინარე წლის სრული შემოსავლების ანგარიშგებაში აღიარებული საპროცენტო ხარჯი და გამოაკლდეს პერიოდის ბოლოსათვის არსებული გადასახდელი პროცენტების ნაშთი.

რაც შეეხება გადასახდელი დივიდენდების თანხას, მისი გაანგარიშებისათვის საჭიროა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების, სრული შემოსავლების ანგარიშგების, გაუნაწილებელი მოგებისა და გადასახდელი დივიდენდების ბუღალტრული ანგარიშების მონაცემთა გამოყენება. კერძოდ, გამოცხადებული დივიდენდების გასაანგარიშებლად გაუნაწილებელი მოგების ნაშთს პერიოდის დასაწყისში უნდა დაემატოს წლიური წმინდა მოგება და გამოაკლდეს გაუნაწილებელი მოგების ნაშთი პერიოდის ბოლოს. გადახდილი დივიდენდების დასადგენად კი გადასახდელი დივიდენდების ნაშთს პერიოდის დასაწყისში უნდა დაემატოს გამოცხადებული დივიდენდების თანხა და გამოაკლდეს გადასახდელი დივიდენდების პერიოდის ბოლოსათვის არსებული ნაშთი.

საანგარიშგებო პერიოდში გადახდილი პროცენტების მთლიანი თანხა ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში აისახება იმისდა მიუხედავად, აღიარებულია ისინი ხარჯებად სრული შემოსავლების ანგარიშგებაში, თუ კაპიტალიზებულია ალტერნატიული მეთოდის შესაბამისად, ბასს 23-ის - „სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები“ - მიხედვით.

მოგების გადასახადთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები ცალკე აისახება და კლასიფიცირდება როგორც საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადები, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი კონკრეტულად განიხილება საფინანსო და საინვესტიციო საქმიანობად. თუ ამ უკანასკნელს აქვს ადგილი, მაშინ, საგადასახადო ფულადი ნაკადები შესაბამისად საინვესტიციო ან საფინანსო საქმიანობას წარმოადგენს. მაშინ კი, როდესაც საგადასახადო ფულადი ნაკადები განაწილებულია ერთზე მეტი სახეობის საქმიანობაზე, ნაჩვენები უნდა იყოს გადახდილი გადასახადების მთლიანი თანხა.

გადახდილი მოგების გადასახადის გასაანგარიშებლად ვისარგებლოთ ქვემოთ მოტანილი მონაცემებით.

მაგალითი 4. საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების მონაცემებით, 2010 წლის 31 დეკემბრისათვის გადასახდელი მოგების გადასახადის თანხამ 15 ათასი ლარი, 2011 წლის 31 დეკემბრისათვის კი - 11 ათასი ლარი შეადგინა. სრული შემოსავლების ანგარიშგების თანახმად, მიმდინარე წელს დარიცხული მოგების გადასახადი შეადგენს 19 ათას ლარს. მოგების გადასახადის ვალის დასაფარავად გადახდილი ფულის გასაანგარიშებლად გადასახდელი მოგების გადასახადის ბუღალტრულ ანგარიშზე შეიძლება გაკეთდეს შემდეგი ჩანაწერები:

0x01 graphic

საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებულ ფულად ნაკადებში ყველაზე ხშირად გვხვდება გრძელვადიანი აქტივების გაყიდვიდან მიღებული და მათ შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრები. გრძელვადიანი აქტივების შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრების დასადგენად აუცილებელია საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში გასული და გადაფასებული აქტივების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინება. გრძელვადიანი აქტივების თვითღირებულებიდან უნდა გამოირიცხოს გასული აქტივების თვითღირებულება და მათი გადაფასებით მიღებული ნამეტი.

ძირითადი საშუალებების შესაძენად გადახდილი ფული გავიანგარიშოთ ქვემოთ მოტანილი მონაცემებით.

საწარმოს ფინანსური აღრიცხვის მონაცემები 31 დეკემბრის მდგომარეობით

ცხრილი 3

მაჩვენებლები

2010 წ.

2011წ.

ძირითადი საშუალებების
თვითღირებულება

250

278

ძირითადი საშუალებების
დაგროვილი ცვეთა

29

34

ძირითადი საშუალებების
გადაფასების რეზერვი

11

41

შენიშვნა: 2011 წლის განმავლობაში 35 ათას ლარად გაიყიდა ძირითადი საშუალებები, რომელთა თვითღირებულება შეადგენდა 51 ათას ლარს, ხოლო დაგროვილი ცვეთა 9 ათას ლარს. შაწარმოს არ გააჩნია ძირითადი საშუალებების მოწოდებელთა მიმართ დავალიანება.

ფულადი ნაკადების ანგარიშგების საინვესტიციო ნაწილში შესატანი ფულადი ნაკადების გასაანგარიშებლად, საჭიროა გამოყენებულ იქნეს ძირითადი საშუალებების თვითღირებულების ანგარიში.

2100
ძირითადი საშუალებების თვითღირებულება

0x01 graphic

ამრიგად, ძირითადი საშუალებების შესაძენად გადახდილი ფული შეადგენს 49 ათას ლარს და იგი უნდა აისახოს საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადების სახით.

საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გაითვალისწინება მიღებული პროცენტები და მიღებული დივიდენდები. აღნიშნულის გასაანგარიშებლად გამოიყენება მისაღები პროცენტებისა და მისაღები დივიდენდების ბუღალტრული ანგარიშები, სადაც აისახება ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებისა და სრული შემოსავლების ანგარიშგების მონაცემები.

მაგალითი 5. მიღებული პროცენტებისა და მიღებული დივიდენდების თანხის გაანგარიშების საილუსტრაციოდ განვიხილოთ ქვემოთ მოტანილი ცხრილის მონაცემები:

ცხრილი 4

მაჩვენებლები

2010 წ.

2011წ.

მოთხოვნა მისაღებ პროცენტებზე 31
დეკემბრისათვის

8

5

მოთხოვნა მისაღებ დივიდენდებზე 31
დეკემბრისათვის

11

9

საპროცენტო შემოსავალი

25

29

შემოსავალი დივიდენდებიდან

47

59

ამ მონაცემების საფუძველზე მიღებული პროცენტებისა და მიღებული დივიდენდების თანხების გაანგარიშება შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე ასეთ სახეს მიიღებს:

0x01 graphic

ფინანსური საქმიანობიდან მიღებული წმინდა ფულადი ნაკადების გაანგარიშებისთვის, უნდა დავადგინოთ აქციების ემისიიდან მიღებული ფული, რისთვისაც სააქციო კაპიტალის ცვლილებას საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში უნდა დაემატოს საემისიო კაპიტალის ცვლილება ამავე პერიოდში.

მაგალითი 6. საწარმოს სააქციო კაპიტალისა და მასში მიმდინარე ცვლილებების შესახებ მონაცემები ავსახოთ შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე და განვსაზღვროთ აქციების ემისიიდან მიღებული ფულის ოდენობა. (იხ. ცხრილი 5).

ცხრილი 5

საწარმოს სააქციო კაპიტალი 31 დეკემბრისათვის (ათასი ლარი)

მაჩვენებლები

2010 წ.

2011წ.

ჩვეულებრივი აქციები

200

500

საემისიო კაპიტალი

300

430

გაუნაწილებელი მოგება

260

460

წლის განმავლობაში განხორციელდა აქციების ბონუსური ემისია:

საემისიო კაპიტალის ხარჯზე - 20.000 ლარის
გაუნაწილებელი მოგების ხარჯზე - 100.000 ლარის
ამ მონაცემების საფუძველზე ჩვეულებრივი აქციებისა და საემისიო კაპიტალის ანგარიშებზე წარმოებული ჩანაწერები ასეთი სახის იქნება:

0x01 graphic

0x01 graphic

ამრიგად, აქციების ემისიიდან მიღებული ფული შეადგენს
330.000 (180.000+150.000) ლარს.

სესხების, თამასუქებისა და სხვა სავალო ვალდებულებების დაფარვის ან პირიქით, მათი წარმოქმნის დასადგენად საჭიროა განისაზღვროს მათი ცვლილება წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე და წარდგენილ იქნეს ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში ფულადი ნაკადების გადინების ან შემოდინების სახით. ამ ნაწილში ერთ-ერთ მუხლს წარმოადგენს ძირითადი საშუალებების ფინანსური იჯარით აღებიდან წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულება. ასეთი ვალდებულების მიმდინარე ნაწილის დასაფარავად ფულის გადახდა ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების გადინების სახით კლასიფიცირდება.

ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში აისახება უკვე შემოსული ან შემოსასვლელი უცხოური ვალუტის საკურსო სხვაობის გავლენა ფულად სახსრებსა და მათ ეკვივალენტებზე. ეს თანხები აისახება საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადებისაგან განცალკევებულად და შეიცავს საკურსო სხვაობას, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი. ამით პერიოდის დასაწყისში და პერიოდის ბოლოს არსებული ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა ხდება. რაც შეეხება შემოსულობას ან ზარალს, რომელიც წარმოიქმნება გასაცვლელი სავალუტო კურსების ცვლილების შედეგად, ისინი არ ითვლება ფულად ნაკადებად.

ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში ასახული ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები მოიცავს შემდეგ საბალანსო მუხლებს: ნაღდი ფული, ფული საბანკო ანგარიშებზე, მოკლევადიანი ინვესტიციები.

ვალუტის კურსის ცვლილების გავლენის გაანგარიშების ილუსტრირება მოვახდინოთ ქვემოთ მოტანილი მონაცემების საფუძველზე.

მაგალითი 7. საწარმოს ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები შედგება შემდეგი მონაცემებისაგან (იხ. ცხრილი 6).

ხრილი 6.

ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები (ათასი ლარი)

მაჩვენებლები

2010 წ.

2011წ.

1. ნაღდი ფული

50

71

2. ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებზე

210

188

3. მოკლევადიანი ინვესტიციები

135

117

4. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები
კორექტირებამდე ( სტრ.1+2+3)

395

376

5. სავალუტო კურსის ცვლილების შედეგი(ზარალი)

(53)

-

6. კორექტირებული ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები

(სტრ.4-სტრ.5 )

342

376

0x01 graphic

სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ზარალით კორექტირებული, პერიოდის დასაწყისისათვის არსებული ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები შეადგენს 342 (395-53) ათას ლარს. მისი შედარებით პერიოდის ბოლოსათვის არსებულ შესაბამის მაჩვენებელთან დავადგინეთ, რომ ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები წლის განმავლობაში გაიზარდა 34 (376-342) ათასი ლარით.

ფულადი სახსრების მთლიანი ნაკადები, რომელიც წარმოიქმნება შვილობილ საწარმოებსა და სხვა სამეურნეო ერთეულებზე კონტროლის აღებასა და დაკარგვასთან დაკავშირებით, განიხილება, როგორც საინვესტიციო საქმიანობა.

შვილობილ საწარმოზე ან სხვა სამეურნეო ერთეულზე კონტროლის აღების ან დაკარგვის სახით გადახდილი ან მიღებული ფულადი სახსრები ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში აისახება ნეტო თანხით. შვილობილი საწარმოს მფლობელობის წილის ისეთი ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ფულადი ნაკადები, რომელიც არ იწვევს კონტროლის დაკარგვას, კლასიფიცირებული უნდა იყოს საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულად ნაკადად.

ისეთი საინვესტიციო და საფინანსო ოპერაციები, რომლებიც არ საჭიროებენ ფულად სახსრებს ან მათ ეკვივალენტებს, არ აისახება ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში.

ბასს 7-ის თანახმად, ზოგჯერ საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობა პირდაპირ გავლენას არ ახდენს მიმდინარე ფულად ნაკადებზე, თუმცა მოქმედებს საწარმოს კაპიტალისა და აქტივების სტრუქტურაზე. არაფულადი ოპერაციების ამოღება ფულადი ნაკადების ანგარიშგებიდან შეესაბამება ფულადი ნაკადების ანგარიშგების მიზანს, რადგან ამგვარი მუხლები არ გულისხმობს მიმდინარე პერიოდის ფულად ნაკადებს.

საწარმოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა აისახოს ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების შემადგენლობის განსაზღვრისათვის გამოყენებული პოლიტიკა, ხოლო სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება ანგარიშგებაში აისახება ბასს 8-ის სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები - მიხედვით.

საწარმოს განმარტებით შენიშვნებში უნდა აისახოს საწარმოს არსებითი ოპერაციები, რომელთა შედეგად ფულადი სახსრების მოძრაობა არ ხდება, მაგრამ ასეთი ოპერაციების შესახებ ინფორმაციის არსებობა საჭიროა საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ცვლილების სრული სურათის მისაღებად. ასეთი ოპერაციებია:

  • აქტივების შეძენა შესაბამის ვალდებულებათა უშუალო აღებით ან ფინანსური იჯარით;

  • საწარმოს შეძენა აქციათა ემისიით; და

  • სასესხო ვალდებულებების საკუთარ კაპიტალად კონვერტირება.

ფინანსური იჯარა მოიჯარის ბუღალტრულ ჩანაწერებში აისახება მინიმალური საიჯარო გადასახდელების ახლანდელი ღირებულების კაპიტალიზების გზით. ამ დროს ადგილი აქვს აქტივის და შესაბამისად, ვალდებულების წარმოქმნას, მაგრამ სააღრიცხვო პერიოდში ფულადი სახსრების მოძრაობა ამ ოდენობით არ ხდება.

(გაგრძელება იხ. შემდეგ ნომერში).

5.2 არაწარმოებული აქტივების აღრიცხვა საჯარო სამართლის სუბიექტებში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

არიამ ვარდიაშვილი,
ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და
ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვიანობის სრულყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 101 ბრძანებით მოწონებული და სახელმძღვანელოდ მიღებულია აღრიცხვის რეფორმის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის რეფორმის ძირითად მიმართულებებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2007 წლის 28 დეკემბრის 1321 ბრძანებით დამტკიცდა ინსტრუქცია ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, რომლითაც შეიქმნა სამართლებრივი ბაზა სახელმწიფო სექტორის ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვისათვის.

ინსტრუქცია შედგენილია სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით. იგი განსაზღვრავს ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარების, შეფასებისა და აღრიცხვის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს. აღნიშნულ ინსტრუქციაში გამოყენებული ძირითადი ცნებები, კლასიფიკაციები და განსაზღვრებები ეფუძნება ეკონომიკურ განსჯას და პრინციპებს, რომლებიც მიუხედავად იმ გარემოებებისა, რომელშიც ხდება მათი გამოყენება, უნივერსალურ ხასიათს უნდა ატარებდეს და მოქმედების ძალას ინარჩუნებდეს. მაგრამ, ის ფაქტი, რომ საჯარო სექტორში ადგილი აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ეკონომიკურ ნაკადებს, რომელიც გავლენას ახდენს სახელმწიფო აქტივებზე, განაპირობებს იმას, რომ ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ზოგიერთ ტერმინს არ ექნება თანაბარი მნიშვნელობა კერძო სამართლისა და საჯარო სუბიექტისთვის და მხოლოდ ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გამოიყენება.

ეკონომიკური აქტივები წარსულში მომხდარი სამეურნეო მოვლენის შედეგად ინსტიტუციონალური ერთეულების მიერ მიღებული კონტროლირებადი რესურსებია, რომელთა მიმართ ინდივიდუალურად, ან კოლექტიურად ახორციელებენ საკუთრების უფლების რეალიზაციას და მათი გარკვეული დროის განმავლობაში ფლობის შედეგად მოსალოდნელია მომავალი ეკონომიკური სარგებლის, ან მომსახურების პოტენციალის შემოდინება.

ეკონომიკური აქტივები ღირებულების დაგროვების საშუალებებს წარმოადგენენ და სარგებელი მოაქვთ მათი საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოყენების შედეგად, ან ქონებასთან დაკავშირებული შემოსავლების სახით (პროცენტები, დივიდენდები და ფინანსური აქტივების, მიწის, წიაღისეული აქტივების და სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი აქტივების იჯარიდან მიღებული რენტა).

აქტივების კლასიფიკაცია

სახელმწიფო მმართველობის ორგანოები აქტივების უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე, კერძო საწარმოების საკუთრებაში მყოფი აქტივები. სახელმწიფო მმართველობის ორგანოები შეიძლება ფლობდნენ კოლექტიური, ან ინდივიდუალური მომსახურების საწარმოებლად განკუთვნილ აქტივებს აგრეთვე, აქტივებს, რომელთა მომსახურებაც უშუალოდ საზოგადოების მიერ მოიხმარება და აქტივებს, რომლებიც მათი ისტორიული, ან კულტურული მნიშვნელობის გამო დაცვას საჭიროებენ. გამოყენების მიხედვით სახელმწიფო მმართველობის ორგანოების აქტივები სამ ჯგუფად იყოფა (იხ. ნახ. 1):

ზოგადი დანიშნულების აქტივები გამოიყენება კოლექტიური, ან ინდივიდუალური მომსახურების საწარმოებლად.

ინფრასტრუქტურული აქტივების გამოყენებიდან მიღებულ სარგებელს მოიხმარს საზოგადოება.

ეროვნული მემკვიდრეობის აქტივებს სახელმწიფო მმართველობის ორგანოები ინახავენ განუსაზღვრელი დროით მათი უნიკალური ისტორიული, კულტურული, საგანმანათლებლო, მხატვრული, ან არქიტექტურული მნიშვნელობის გამო.

0x01 graphic

სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის მიზნებისთვის, მოქმედი ინსტრუქციით, აქტივები კლასიფიცირდება არაფინანსურ და ფინანსურ აქტივებად და სხვა დებიტორულ დავალიანებად (იხ. ნახ. 2):

არაფინანსური აქტივები შეიძლება შეიქმნას წარმოების პროცესის შედეგად, იყოს ბუნებრივად წარმოქმნილი, ან წარმოადგენდეს საზოგადოებრივი მოწყობის პროდუქტს.

წარმოებული აქტივებია:

  • ძირითადი აქტივები;

  • სასაქონლო მატერიალური მარაგები;

  • ფასეულობები.

ბუნებრივად წარმოქმნილ, ან საზოგადოებრივი მოწყობის პროდუქტებს, რომლებზეც არსებობს საკუთრების უფლება და რომლისგანაც მოსალოდნელია ეკონომიკური სარგებლის შემოსვლა, ეწოდება არაწარმოებული აქტივები არაწარმოებული აქტივები მოიცავს:

  • ბუნებრივად წარმოქმნილ მატერიალურ აქტივებს, და

  • არაწარმოებულ არამატერიალურ აქტივებს.

ბუნებრივად წარმოქმნილი აქტივები მოიცავს მიწას, წიაღისეულ აქტივებს და სხვა ბუნებრივად წარმოქმნილ აქტივებს, რომელთა საკუთრების უფლება ძალაშია შესული.

მიწა, თავისთავად, წარმოადგენს გრუნტს ნიადაგის საფარით და მასთან დაკავშირებული ზედაპირული წყლების და მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ჩათვლით, რომელთა მიწისგან ფიზიკური განცალკევება შეუძლებელია, შემდეგი ობიექტების გამოკლებით:

) მიწაზე, ან მიწის ქვეშ აშენებული შენობანაგებობები, როგორიცაა: გზები, საოფისე შენობები და გვირაბები;
) კულტივირებული ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა პლანტაციები;
) მარცვლეული კულტურები და ცხოველების გასამრავლებელი ადგილები;
) წიაღისეული;
) არაკულტივირებული ბიოლოგიური რესურსები;
) მიწისქვეშა წყლის რესურსები.

წიაღისეულ რესურსებს განეკუთვნება ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ნახშირის, ლითონის მადნისა და სასარგებლო არამადნეული წიაღისეულის დადასტურებული მარაგები.

სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი აქტივები მოიცავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს, რომლებიც გაიცემა 10 წლის ვადით, არაკულტივირებული ბიოლოგიური რესურსებს, და ელექტრომაგნიტური სპექტრს.

ლექტრომაგნიტურ სპექტრში აღირიცხება რადიოსიხშირეების ნაკრები, რაც ხმის, მონაცემებისა და სატელევიზიო სიგნალების გადაცემისას გამოიყენება.

არაკულტივირებულ ბიოლოგიურ რესურსებში აღირიცხება ცხოველები და მცენარეები, რომლებზეც შეიძლება სარგებლობის უფლების დაწესება და რომელთაც გააჩნიათ ეკონომიკური ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბუნებრივი განახლება რომელიმე ინსტიტუციონალური ერთეულის უშუალო კონტროლის, პასუხისმგებლობისა და მართვის ქვეშ არ იმყოფება. მაგალითად, გაუვალი ტყეები და თევზის მარაგები, რომელთა კომერციულად გამოყენებაც შესაძლებელია

ამასთან, არაკულტივირებული ბიოლოგიური რესურსები მოიცავს მხოლოდ იმ რესურსებს, რომლებიც შედიან მასთან დაკავშირებული მიწის ღირებულებაში.

წყლის რესურსებში აღირიცხება გრუნტისა და სხვა მიწისქვეშა წყლების რესურსები, რომლებიც:

) საკმაოდ დეფიციტურია იმისათვის, რომ მათზე სარგებლობის უფლებების დაწესებისა და გამოყენების უზრუნველყოფა გამართლებული იყოს;

0x01 graphic

) ეკონომიკური მიზნებისთვის მათი გამოყენების საშუალებას იძლევა და ასეთი ექსპლუატაცია უახლოვეს მომავალში შესაძლებელია;

) გააჩნიათ ეკონომიკური ღირებულება, რომელიც მიწის ღირებულებაში არ შედის

არამატერიალური არაწარმოებული აქტივები წარმოადგენს საზოგადოებრივი მოწყობისთვის განკუთვნილ პროდუქტებს რომელთა არსებობაც დადასტურებულია სამართლებრივი, ან ბუღალტრული ქმედებებით. ისინი მფლობელებს უფლებას აძლევენ წარმართონ ესა თუ ის კონკრეტული სახის საქმიანობა, ან, აწარმოონ კონკრეტული სახის საქონელი ან მომსახურება. ამასთან, სხვა ერთეულებს აუკრძალონ მსგავსი საქმიანობის წარმართვა მესაკუთრეების ნებართვის გარეშე. არამატერიალური არაწარმოებული აქტივებია: დაპატენტების ობიექტები, ლიზინგის და სახვა ხელშეკრულებები, აგრეთვე სეძენილი გუდვილი.

ატენტი არის არაწარმოებული არამატერიალური აქტივი, რომელიც უზრუნველყოფს გამოგონებების სამართლებრივად დაცვას.

იზინგი და სხვა ხელშეკრულებები, რომელთა კლასიფიცირებაც ხდება ეკონომიკურ აქტივებად, მოიცავს - ლიზინგის ხელშეკრულებებს მიწაზე, შენობა- ნაგებობებზე და მანქანა-დანადგარებზე; ელექტრომაგნიტური სპექტრის, ან სასარგებლო წიაღისეული საბადოების გამოყენების ექსკლუზიურ უფლებებს; ხელშეკრულებებს სპორტსმენებსა და ავტორებთან; აგრეთვე, უფლებებს ჯერ კიდევ არაწარმოებული მატერიალური აქტივების შეძენაზე.

შეძენილი გუდვილი მოიცავს სხვაობას მოქმედი საწარმოსთვის გადახდილ ღირებულებასა და მისი აქტივების ღირებულებას შორის, ვალდებულებების გამოკლებით.

არაწარმოებული აქტივების მიღების ოპერაციები

არაწარმოებული აქტივების მიღების სხვადასხვა გზა არსებობს, ესენია; ეკონომიკურ აქტივად აღიარება, შეძენა, მიღება გრანტით, შექმნა.

შესაძლებელია არსებობდეს არაწარმოებული ობიექტები, რომლებიც არ არის ასახული ბალანსში, ვინაიდან, შეუძლებელია განისაზღვროს მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლის შემოდინება. იმისათვის, რომ ობიექტი აღიარებული იქნეს ეკონომიკურ აქტივად, აუცილებელია მასზე საკუთრების უფლებათა ამოქმედება და ეკონომიკური სარგებლის მიღების განსაზღვრა.

თუ ობიექტი, რომლის არსებობაც ცნობილია, ხდება ეკონომიკური აქტივი, მაშინ მისი აღიარება და ბალანსზე დამატება უნდა აისახოს სხვა მოცულობითი ცვლილებებში.

ბუნებრივად წარმოქმნილი არაწარმოებული აქტივების ეკონომიკურ აქტივებად აღიარების აუცილებლობა შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა მოვლენებმა მაგალითად:

მეზობელ რაიონებში საერთო ეკონომიკურმა განვითარებამ შეიძლება უკაცრიელი მიწის ფართობები გადააქციოს ისეთ ადგილებად, სადაც შესაძლებელი იქნება საკუთრების უფლებათა ამოქმედება და მისი ეკონომიკურად გამოყენება.

ასეთ შემთხვევაში მიწის ეკონომიკურ აქტივად აღიარება ბუღალტრულად აისახება გატარებით:

დებეტი - მიწა
კრედიტი - აქტივების სხვა მოცულობითი ცვლილებები

არაწარმოებული აქტივების სააღრიცხვო სისტემაში ასახვის შემდეგ ოპერაციები, რომლებიც მათი საკუთრების შეცვლასთანაა დაკავშირებული, აისახება ისევე, როგორც ძირითადი აქტივებით ოპერაციები.

არაწარმოებული აქტივების სხვა ერთეულებისგან შეძენა, ან გრანტით გადაცემა, შესაბამისად აისახება:

დებეტი - არაწარმოებული აქტივები
კრედიტი - ფულადი ანგარიშები, ან ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან, ან/და
კრედიტი - გრანტები

ერთი დონის სახელმწიფო ერთეულებს შორის არაწარმოებული აქტივის გადაცემა, მიმღებ ორგანიზაციაში აისახება ბუღალტრული მუხლით:

დებეტი - არაწარმოებული აქტივები
კრედიტი - წმინდა ღირებულება

მმართველ ერთეულს შეუძლია შექმნას ეკონომიკური აქტივები ბუნებრივად წარმოებულ აქტივებზე საკუთრების უფლებათა ამოქმედების გზით, როგორიცაა: მაგალითად, ელექტრომაგნიტური სპექტრი. ასეთი სახის აქტივის მიღება აისახება:

დებეტი - სხვა ბუნებრივი აქტივები
კრედიტი - აქტივების სხვა მოცულობითი ცვლილებები

არაწარმოებული აქტივის აღიარება უნდა შეწყდეს მისი გასვლისას; ან/და როდესაც აქტივის გამოყენების, ან შემდგომი გასვლისას ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლებელია.

აქტივის გასვლა შეიძლება მისი გაყიდვით, ან უსასყიდლოდ გადაცემით.

არაწარმოებული აქტივის გაყიდვისას საბალანსო ღირებულებასა და გაყიდვის ღირებულებას შორის სხვაობა, როდესაც საბალანსო ღირებულება მეტია გასაყიდ ფასზე, და ადგილი აქვს ზარალს, აისახება ანგარიშის მოგება/ ზარალი ფლობიდან დებეტში. ხოლო, როდესაც საბალანსო ღირებულება ნაკლებია გასაყიდ ფასზე, და ადგილი აქვს მოგებას, სხვაობა აისახება ანგარიშის მოგება/ ზარალი ფლობიდან კრედიტში.

არაწარმოებული აქტივების უსასყიდლოდ გადაცემა აისახება გრანტების, სხვადასხვა კაპიტალური ხარჯების, ან წმინდა ღირებულების (ერთი დონის სახელმწიფო მმართველობის ერთეულებს შორის გადაცემის შემთხვევაში) ანგარიშების დებეტსა და არაწარმოებული აქტივების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.

არაწარმოებული აქტივი, რომელსაც აღარ გააჩნია ეკონომიკური ღირებულება, უნდა ჩამოიწეროს ბალანსიდან. მაგალითად, მინერალური რეზერვების, მიწის, ტყის, თევზის მარაგის და სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი აქტივების კომერციული ექსპლოატაცია შეიძლება არარეალური გახდეს მათი ამოწურვის, ან გამოფიტვის გამო. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული აქტივის ჩამოიწერა აისახება;

დებეტი - სხვა მოცულობითი ცვლილებები
კრედიტი - არაწარმოებული აქტივები

არაწარმოებული აქტივების მთლიანი, ან ნაწილობრივი განადგურება სტიქიური უბედურების შედეგად, ანალოგიური გატარებით, სხვა მოცულობითი ცვლილებების დებეტსა და არაწარმოებული აქტივების კრედიტში აისახება.

არაწარმოებული აქტივების ღირებულებითი
შეფასება და აღრიცხვაში ასახვის დრო

არაწარმოებული აქტივების ღირებულება განისაზღვრება პირვანდელი, ან შეძენის ღირებულებით, რომელიც კორექტირებულია ყველა იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა მათი შეძენის შემდეგ.

არაწარმოებული აქტივების შეძენის შემთხვევაში ღირებულებითი შეფასება ხდება გადახდილ ფასზე აქტივების საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით გაწეული ნებისმიერი დანახარჯის დამატებით.

მიწა და შენობები მათი ერთად შეძენის შემთხვევაში აღირიცხება ცალ-ცალკე, როგორც დამოუკიდებელი აქტივები. ღირებულებითი შეფასების საფუძვლად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შეფასების გზით დადგენილი მიწის ღირებულებასა და მასზე არსებული ნაგებობების ღირებულების თანაფარდობა.

მიწა არაამორტიზირებადი აქტივია, გააჩნია შეუზღუდავი მომსახურების ვადა და შესაბამისად მას ცვეთა არ დაერიცხება.

მიწის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე გაწეული დანახარჯები, რომლებიც იწვევენ მიწის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლებისა და მიწის პროდუქტიულობის ზრდას, ან ეწინააღმდეგებიან მისი ხარისხის დაცემას, ემატება მიწის საბალანსო ღირებულებას და აღირიცხება, როგორც არაწარმოებული აქტივის მიღება.

არაწარმოებულ არამატერიალურ აქტივებს მოქმედების ვადის განმავლობაში ერიცხება ამორტიცაზია სასარგებლო მომსახურების ვადის პროპორციულად, თუ სასარგებლო მომსახურების ვადის დადგენა შეუძლებელია წლიურად 10%25-ის ოდენობით.

წიაღისეული და სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი აქტივების ღირებულებითი შეფასება ხდება მათი კომერციული გამოყენებიდან მოსალოდნელი წმინდა შემოსავლების მიმდინარე ღირებულებით.

ბუნებრივად წარმოქმნილი აქტივის ბალანსზე აღების მომენტის განსაზღვრისთვის გამოიყენება პირველი მასშტაბური კომერციული გამოყენების, ან იმ ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, რომელიც იძლევა უფლებას მის კომერციულ გამოყენებაზე.

ამრიგად, არაწარმოებული აქტივები სამეურნეო ოპერაციის შედეგს კი არ წარმოადგენს, არამედ, ბუნებრივად წარმოებული აქტივებია, რომლის აღიარება ხდება მათზე საკუთრების უფლების ძალაში შესვლის შემდეგ. არაწარმოებული აქტივების აღრიცხვისას მათი სწორი კლასიფიკაცია, ღირებულებითი შეფასება და დროული აღიარება ინსტიტუციონალური ერთეულის ეკონომიკური მდგომარეობის და ქვეყნის მასშტაბით არსებული ეკონომიკური აქტივების რეალური შეფასების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

6 თვალსაზრისი

▲ზევით დაბრუნება


6.1 უნდა ავირჩიოთ პრიორიტეტები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნოდარ ჭითანავა,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის
სამეცნიერო საბჭოს წევრი

საქართველოს მთიანეთის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების თავისებურებანი და პერსპექტივები

მსოფლიოში აღიარებულია (ციურიხის კარტოგრაფიული ინსტიტუტი) დედამიწის რელიეფის შემდეგი სურათი: ხმელეთის თითქმის 50%25 ზღვის დონიდან 500 მეტრზე მაღლაა, მათ შორის 27%25 - 1000 მეტრზე, 1%25 - 2000 მეტრზეა, 5%25 - 3000-ზე და 2%25 - 4000 მეტრზე მდებარეობს [1. 11].

ეს მონაცემები ადასტურებს, რომ დედამიწაზე მთის ტერიტორიებს ხვედრითი წონით მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. სავარაუდოდ, მომავალში მათი როლი კიდევ უფრო გაიზრდება და ისინი შეიძენენ კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობა- ფაქტორის ფუნქციას.

ცნების მთიანეთის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტები (მსოფლიო გამოცდილება)

მსოფლიოს მთიანი რეგიონები ერთ-ერთი კლასიფიკაციით დაყოფილია 4 კატეგორიად (ზონად) ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით: ზღვის დონიდან ტერიტორიის სიმაღლე და რელიეფის ვარდნა (300 მეტრით 5 კმ ორთოგონალურ პროექციაში). ასეთი მიდგომით გაანალიზებულია და დახასიათებული მსოფლიოს 199 ქვეყანა და განსაზღვრულია მთის ტერიტორიების შემდეგი წილები: 0-10%25, 10-25%25, 25-50%25, 50-100%25. დასახელებული კლასიფიკაციით საქართველო წარმოდგენილია IV კატეგორიაში (ზონაში), რომელშიც სხვა 51 ქვეყანაც ერთიანდება (მათ შორისაა სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, საბერძნეთი, იტალია, შვეიცარია, ყირგიზეთი, იაპონია და სხვ.). თითოეული ქვეყანა თავად განსაზღვრავს საკუთარი ტერიტორიის ვერტიკალურ ზონებს. ამიტომ ჩამოყალიბდა განსხვავებული მიდგომები. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, პოლონეთში მთიანეთად ითვლება ტერიტორია, თუ იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 350 მეტრზე, საფრანგეთში მიღებულია 600 მეტრი, ბულგარეთში - 600, საბერძნეთში - 800, უკრაინაში - 500 მ და სხვ. [1. 11-12].

რაც შეეხება საქართველოს, მისი ზონალობის მაჩვენებელი განისაზღვრა საქართველოს კანონით მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ (1999 წ. შემდგომი დამატებებით).

ამ კანონის მე-4-ე და მე-5-ე მუხლები განმარტავს მაღალმთიანი რეგიონის ცნებას:

მუხლი 4.

ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით მაღალმთიან რეგიონად ითვლება დასახლებული ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე და მის ზევით, მაგრამ სხვადასხვა პარამეტრების (მთის ფერდობების და ზეგნების დახრილობა, გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი გარემო, ეთნოგრაფიული და ეკონომიკური თავისებურებები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული ტევადობა, გამწვავებული მიგრაციული პროცესები, დაცლილი ტერიტორიების ეკონომიკური თვალსაზრისით დაკარგვის საფრთხე) გათვალისწინებით მისი ქვედა ზღვარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე განლაგებულ რაიონებში და აჭარა-გურიის მთიანეთში მცირდება 1000 მეტრამდე (გამონაკლის შემთხვევაში - 800 მეტრამდეც კი), ხოლო სამხრეთ საქართველოს მთიან რაიონებში რჩება 1500 მეტრი.

მუხლი 5.

ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მთლიანად მხოლოდ მთიულეთზე და გუდამაყრის ხეობებზე, ფშავ-ხევსურეთზე და თუშეთზე, რომლებიც დემოგრაფიული რეაბილიტაციის მწვავე ზონებად ითვლება [2, 4-5].

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიის 26,7%25 - 500 მეტრზეა ზღვის დონიდან, 21,7%25 - 500-დან 1000 მეტრზე, 19,1 - 1000 - 1500 მეტრზე, 31,5 - 1500-3000, 1,5%25 - 3000 მეტრზე ზევით მდებარეობს [3, 35].

ვერტიკალური ზონალობის ეს თავისებურება უდევს საფუძვლად ეკონომიკის გადაადგილებასა და სპეციალიზაციას.

0x01 graphic

თანამედროვე პირობებში, განსაკუთრებით რიო-დე-ჟანეიროს სამიტის შემდეგ (1992 წ.) თვისებრივად შეიცვალა დამოკიდებულება მთიანეთის განვითარების პრობლემის მიმართ. მთიანეთის განვითარების მრავალმხრივი პრობლემების სხვადასხვა ფორუმებზე განხილვის (ინდონეზიაში კონფერეცია საერთაშორისო თანამშრომლობა მთიან რეგიონებში თანამშრომლობისათვის (2002 წ.), იოანსბურგის სამიტი (2002), ბიშკეკში მთიანეთის მსოფლიო სამიტი (2002) შემდეგ მათ მიმართ მეცნიერების მიდგომები დაუახლოვდა ერთმანეთს და მიღწეულია კონსენსუსი: მთიანეთი განიხილება როგორც უნიკალური ფუნქციურ-ტერიტორიული წარმონაქმნი, რომელიც განმსაზღვრელ როლს ასრულებს მსოფლიოს (შესაბამისად ქვეყნების) განვითარების პროცესში. დაკონკრეტებულია მთიანეთის როლი და მნიშვნელობა გლობალური მასშტაბით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. მიჩნეულია, რომ მსოფლიოს ბიოსფერული რეზერვატების 45%25-მდე მთიან ზონაშია განთავსებული. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მთის რეგიონებს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-განმტკიცების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ურთიერთობათა არსებულ მოდელებს, ცხოვრების წესს, მეურნეობრიობის ტრადიციებს, ფოლკლორის მრავალფეროვნებას, გარემოს დაცვის დაგროვილ გამოცდილებას და სხვ.

დღეს მსოფლიოში მთიანეთის განვითარების ფუძემდებლურ კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ ბაზად აღიარებულია მდგრადი განვითარების კონცეფცია, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს სამიტმა მიიღო (1992 წ.).

მდგრადი განვითარების კონცეფციის არსი

თავად ცნება „მდგრადი განვითარება მოიცავს რთულ საზოგადოებრივ პროცესებს, რადგანაც იგი მიჩნეულია სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების მაგისტრალურ მიმართულებად. იგი უნდა პასუხობდეს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ამავდროულად მომავალი თაობების განვითარების ინტერესებსაც უნდა ითვალისწინებდეს. ასეთია მდგრადი განვითარების გაეროს ყოვლისმომცველი შეფასება [4. 128].

რიო-დე-ჟანეიროს დეკლარაციამ აღიარა საზოგადოებრივი განვითარების მეთოდოლოგიური სამერთიანობა: სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარება. ეს მიდგომა განმსაზღვრელია საზოგადოების შემდგომი პროგრესისთვის. ჯერ-ერთი, იგი რეალურად გამოხატავს სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთმოქმედების სრულიად ახალ პრინციპებს და, მეორე, შეესაბამება, როგორც გლობალურ, ასევე ეროვნული და რეგიონული ეკონომიკის საერთო ინტერესებს. ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე პირობებში გარემოს დაცვისადმი დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდება ადრე არსებულისგან. ეს გამოწვეულია მსოფლიოში ეკოლოგიური მდგომარეობის კატასტროფული ხასიათით.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მოსახლეობის (დაახლოებით 6,5 მლრდ) დიდი ნაწილიდან (ამასთან, 1,5 მლრდ ადამიანი ხარისხიანი წყლის გარეშეა) წყალზე მოთხოვნილებას ვერ იკმაყოფილებს სოფლის მოსახლეობის 75%25. ექსპერტთა აზრით, თუ ასე გაგრძელდა XXI საუკუნის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მტკნარი წყლის რესურსების ამოწურვა [5. 69]. მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო მიწების 25%25 დეგრადირებულია. ოზონის ფენა, რომელიც ისრუტავს ბიოლოგიურად საშიშ რადიაციას, ინტენსიურად იშლება. მისი ფენის შემცირების სიჩქარე წელიწადში 1-2%25- შეადგენს. XX საუკუნეში დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ ერთი პროცენტით მოიმატა. მიწის, წყლის, ატმოსფეროს გაჭუჭყიანებამ, მათ შორის რადიაციამ ფართო მასშტაბები მიიღო [6. 46].

როგორც ჩანს, ეკონომიკის განვითარებამ მწვავე, საყოველთაო მნიშვნელობის ეკოლოგიური პრობლემები შექმნა, რომლებიც გამოირჩევიან სიმძაფრით, მასშტაბებით, წინააღმდეგობრივი ხასიათით. კაცობრიობის ბუნებისადმი პრაგმატული მიდგომა, მაღალი ტექნოლოგიებით, მტაცებლური დამოკიდებულებისა და შესაბამისად, მოგების მაქსიმიზაციის პრინციპებით შექმნა სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიურ პრობლემათა რთული კვანძი. ეს მოსაზრება მკვეთრად დაფიქსირდა რიო-დე-ჟანეიროს სამიტზე.

მაგალითად, კონფერენციის გახსნისას მისმა თავმჯდომარემ . სტრონგმა განაცხადა: ეკონომიკური ზრდის პროცესებს, რომლებმაც შექმნეს მდიდარი უმცირესობის კეთილდღეობისა და ძლიერების უპრეცედენტო დონე, საზოგადოება მიჰყავს ერთდროულად რისკებისკენ და დისბალანსისკენ, რომლებიც ერთნაირად ემუქრება მდიდრებსაც და ღარიბებსაც. განვითარების ასეთი მოდელი და მისი შესაბამისი მოხმარების ხასიათი არ არის მდგრადი მდიდრებისათვის და არ შეიძლება განმეორებულ იქნას ღარიბების მიერ [7. 127].

ბიზნესი და ეკოლოგია კონფლიქტში აღმოჩნდნენ ჩათრეული. თვითონ ბიზნესმა შექმნა მწვავე ეკოლოგიური პრობლემები. ამიტომ, ლოგიკურად დადგა ამოცანა: ბიზნესმა ეკოლოგიური პრობლემები უნდა გადაწყვიტოს. ეს შეუძლია მხოლოდ ეფექტიან ეკონომიკას. ასეთი ეკონომიკა საქართველოს სამწუხაროდ, დღეს არ გააჩნია, იგი სისტემურ კრიზისში იმყოფება. ამასთან, ჩვენთან, ისე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში (განსაკუთრებით პოსტსოციალისტურ სივრცეში) ორი უმწვავესი პრობლემა ერთ კვანძად შეიკრა და ერთდროულად გლობალურად დაისვა მოსახლეობის სიღარიბესთან ორგანიზებული ბრძოლისა და გარემოს დაცვისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიული ამოცანა. აღსანიშნავია, რომ ორი უმწვავესი ზოგადსაკაცობრიო პრობლემა ზედმიწევნით ეროვნულიც გახდა. ეს თავისებურება როგორც გლობალურ, ასევე, ეროვნულ დონეზე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

აქვე უნდა ითქვას იმ ტენდენციაზე, რომელმაც მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავებას. საქმე გვაქვს პარადოქსთან: მეცნიერება საერთოდ (როგორც ასეთი) მწყობრი სისტემის ჩამოყალიბების ნაცვლად, რომელსაც შეეძლო გარკვეულწილად შეემცირებინა გარემოზე ადამიანის აგრესიული ზემოქმედება და აეცდინა ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გამწვავება, უფრო დამდგარ, ან ფორმირებად შედეგებს (ტენდენციებს) აფიქსირებდა, აფასებდა და დიდი დაგვიანებით იძლეოდა საერთო რეკომენდაციებს. ამიტომ, სამეურნეო პრაქტიკა ყოველთვის წინ უსწრებდა ეკოლოგიური საფრთხის მიმართ მეცნიერული ცოდნის ზრდას და ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

0x01 graphic

იმისათვის, რომ სწორად გავიცნობიეროთ სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობა, სამივე პრობლემა ერთ მთლიან სისტემა-პროცესად უნდა წარმოვიდგინოთ. ისინი ერთმანეთთან უშუალოდ არიან დაკავშირებული და ურთიერთგანპირობებულობის მაღალი ხარისიხთ გამოირჩევიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხოლოდ ეროვნულ საზღვრებში არ არიან განთავსებული - მათ ძლიერი ინტერნაციონალური ბუნებაც აქვთ.

ამიტომ მართებულად არის მიჩნეული, რომ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარება ყოველთვის განხილულ იქნას როგორც ერთიანი გლობალური (და ლოკალურიც) პროცესი, თავისი პროცეს-შენაკადებით, მათი როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. ეს კი სისტემურ მიდგომებს და შესაბამისად, კვლევის მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდოლოგიას უნდა დაეფუძნოს!

მდგრადი განვითარების პროცესისადმი სისტემური მიდგომის მაგალითად გამოდგება გაეროს მიერ შემუშავებული ინდიკატორთა სისტემა, რომელიც შემოღებულია 1995 წლიდან და მოიცავს 130 ინდიკატორს [8. 87-91]. მათ საფუძველზე ქვეყნებს საშუალება აქვთ ადგილობრივი პირობების მიხედვით თვითონ განსაზღვრონ ორიენტირები. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული კლასიფიკაციით ინდიკატორები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით; სოციალური ინდიკატორები (სიღარიბის დაძლევა, დემოგრაფიული მდგრადობა, განათლება, ჯანმრთელობა, დასახლების მდგრადი განვითარება და სხვა); ეკონომიკური ინდიკატორები (მშპ, მოხმარების მოდელების შეცვლა, ფინანსური რესურსები, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები, შრომის ნაყოფიერება); ეკოლოგიური ინდიკატორები (წყლის რესურსები, მიწის რესურსები, მთის ზონაში მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარება, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ატმოსფეროს დაცვა და სხვ.).

იმისათვის, რომ ინდიკატორების შესაბამისი პრობლემები (ამოცანები) გადაწყდეს შემოთავაზებულია ინსტიტუციური ინდიკატორების გამოყენება. იგულისხმება მდგრადი განვითარების სტრატეგიების შემუშავება, გარემოზე ეროვნული სტატისტიკის პროგრამების შექმნა, მილიონ მოსახლეობაზე პოტენციური მეცნიერებისა და ინჟინრების რაოდენობის განსაზღვრა, მდგრად განვითარებაში მეცნიერების როლი და სხვ.

ინდიკატორების განსაზღვრის ზემოთ აღნიშნული მეთოდოლოგია გვიჩვენებს, რომ კაცობრიობა დადგა არჩევანის წინაშე: დარჩეს ორიენტირებული როგორც დღემდე წარმოების განუსაზღვრელ ზრდაზე, თუ ეს ზრდა იყოს განსაზღვრული ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის უნარის რეალური შესაძლებლობებით, თანაც სოციალური განვითარების როგორც უახლესი, ასევე, შორეული მიზნების განხორციელების გათვალისწინებით.

გაეროს რეკომენდაციების მიხედვით, მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად საჭიროა მსოფლიოში განხორციელდეს რამდენიმე მოთხოვნა. პირველი, დაჩქარდეს ეკონომიკის განვითარება. 2050 წლისათვის მიღწეულ იქნას ეფექტიანობის ზრდა 5-10-ჯერ, რათა დაკმაყოფილდეს საზოგადოების მზარდი მოთხოვნილებანი და მოისპოს სიღატაკე (2000 წელს მსოფლიო მოსახლეობის 42%25 სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა).

0x01 graphic

მეორე, მსოფლიოში უნდა შენელდეს მოსახლეობის ზრდა. იგულისხმება, რომ აზიისა და აფრიკის მოსახლეობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე, ამის შესაძლებლობას რეგიონების ეკოლოგიური სიტუაცია იძლევა.

მესამე, ძირითადი ბიოლოგიური კაპიტალის შემცირების შეწყვეტა. იგულისხმება ბიოლოგიური რესურსების ოპტიმალური ხარჯვა, რათა მან არ გადააჭარბოს ბუნებრივ აღწარმოებას.

მეოთხე. წარმოების ხასიათის რადიკალური ცვლილება. ენერგიის მაქსიმალური დაზოგვით იგულისხმება ენერგიის ხარჯვის სტაბილიზირება და შემცირება.

მეხუთე. ინვესტიციების ზრდა გარემოს დაცვაში და მისი შემცირება შეიარაღებაში. XX საუკუნის ბოლოს ყოველწლიურად მსოფლიოში შეიარაღებაზე ერთი ტრილიონი დოლარი იხარჯებოდა, ეს ბევრად მეტია, ვიდრე გარემოს დაცვისთვის გამოყოფილი თანხები. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში გარემოს დაცვის ხარჯები ეროვნული შემოსავლის 1,5-3%25-ს შეადგენდა, ხოლო, შეიარაღების ხარჯები - 5-6%25-ს.

მდგრადი განვითარების კონცეფციაში მოცემულია ფუნდამენტური მოთხოვნები, მათ შორის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლება - იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში; გარემოს დაცვა, როგორც მდგრადი განვითარების განუყოფელი ნაწილი; წინააღმდეგობის შემცირება მსოფლიო ხალხებსა და მდიდარ და ღარიბ ფენებს შორის. ბუნების დაცვითი კანონმდებლობის სრულყოფა, უარის თქმა მდგრადი განვითარების ხელისშემშლელ ტექნოლოგიებზე და სხვა. ყველა ეს მოთხოვნა ქმნის კონცეპტუალურ, მეთოდოლოგიურ ბაზას ნებისმიერ ქვეყანაში მდგრადი განვითარების პრინციპებზე ეროვნული ეკონომიკის გადაყვანის სახელმწიფო პროგრამების შედგენისა და განხორციელებისათვის [9. 565].

მთიანი რეგიონების (მთიანეთის) განვითარების რეგულირების
მსოფლიო გამოცდილება

მსოფლიოში გამოიკვეთა რეგიონების დისპროპორციული განვითარების პრობლემა. ამჟამად ერთმანეთისგან განასხვავებენ შემდეგი სახის ტერიტორიებს: დეპრესიული რეგიონი (სადაც განვითარების ტემპები მკვეთრად დაეცა), სტაგნაციური (სადაც განვითარება ნელი ტემპებით, ან საერთოდ არ ხდება), პიონერული (ყამირი), რომლებიც ახალ ათვისებას ექვემდებარება. მიკრორეგიონები, ეკონომიკური რეგიონები, პროგრამული, უნიკალური (პროექტული), პრობლემური [10. 62].

ნებისმიერი ქვეყანა თვითონ განსაზღვრავს ცენტრისა და მისი ტერიტორიის (რეგიონის) ურთიერთობებს, ხელს უწყობს მათი ინტერესების დაბალანსებას და ერთიანი სტრატეგიით ცდილობს ქვეყნის კომპლექსურ განვითარებას. ამ მიზნით გამოიყენება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თავისებურებებს მისადაგებული კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომები.

ჩვენთვის საინტერესოა მთიანეთის განვითარების მსოფლიო გამოცდილების კონტექსტში გავეცნოთ ჩვენივე ზონის (IV ზონა) ქვეყნების გამოცდილებას. უპრიანია განვიხილოთ თუნდაც ორი ქვეყნის, შვეიცარიისა და იაპონიის გამოცდილება.

შვეიცარიაში სხვადასხვა დროს ეტაპობრივად განხორციელდა სახელმწიფო რეგიონული პოლიტიკა. პირველ რიგში მთის ზონის ფერმერებისა და მეტყევეებისთვის სუბსიდიები გამოიყო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნა. ამჟამად ადგილობრივი მოსახლეობა (კომლი) სახელმწიფოსგან იღებს დოტაციას, ასევე, მიზნობრივ სუბსიდიებს. მთიანი რეგიონის ათვისების თვალსაზრისით, ქვეყანაში განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტები: სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა; ტრანსპორტის განვითარება; მიზნობრივი (წერტილოვანი) დაფინანსება. შეღავათიანი გადასახადების დაწესება. გამოიყენება მცირე პროექტებისთვის შეღავათიანი სესხების გაცემის პრაქტიკაც. დროთა განმავლობაში, შეძენილი გამოცდილების ფონზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა მთიანი რეგიონის განვითარების ფედერალური კონცეფციის შემუშავება და ფედერალური კანონის მიღება (1974 წ.), რომლის შესაბამისად ხორციელდება სახელმწიფო პოლიტიკა.

რაც შეხება იაპონიას. ამ ქვეყანაში გამოიყენება პრობლემების გადაწყვეტის მიმართ პროგრამული მიდგომა. მაგალითად, 1965 წელს მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის მთიანი რეგიონების განვითარების აქტი (პროგრამა), რომელშიც ხაზი გაესვა ქვეყნის მთიანეთის განვითარების სპეციფიკურ ნიშნებს და განისაზღვრა შემდეგი მიზნები: - საგზაო-სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, რესურსების (განსაკუთრებით წყლისა და მიწის) ადგილობრივი პირობების შესაბამისად ეფექტიანი გამოყენება. ადგილობრივი წარმოების განვითარება და დასაქმება, სოციალური ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრიორიტეტებით განვითარების პოლიტიკას მთავრობა ახორციელებდა სექტორული (დარგობრივი) პროგრამებით. ასეთი მიდგომით ხაზი გაესვა სახელმწიფოს როლს პრობლემის გადაწყვეტაში.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების განზოგადების საფუძველზე მსოფლიოში შემუშავებულია და პრაქტიკულად ხორციელდება შემდეგი სახის რეკომენდაციები [1. 65-68].

  • მთიანეთის (როგორც ქვეყნის ტერიტორიის) აღიარება ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან და სპეციფიკურ კომპონენტად (ეს ნიშნავს, რომ პრობლემა დაფიქსირებულია სახელმწიფოს პოლიტიკაში);

  • მთიანეთის მდგრადი განვითარების აღიარება (გულისხმობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომის ამოსავალი საწყისის განსაზღვრას);

  • მთიანეთის ეკონომიკური განვითარების დივერსიფიკაცია (გულისხმობს ეკონომიკურ განვითარებაში დიფერენცირებული მიდგომის გამოყენებას);

  • სოციალური და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება (გულისხმობს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას);

  • სექტორული (დარგობრივი) პოლიტიკის განხორციელება (გულისხმობს მთიანეთის ათვისების პროცესების კოორდინირებულად რეგულირებას);

  • ადგილობრივი პოტენციალის გამოყენება ინოვაციური განვითარებისთვის (გულისხმობს მეცნიერულ-ტექნიკურ სიახლეთა დანერგვით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას);

  • ადგილობრივი კულტურული თავისებურებების შენარჩუნება-განმტკიცება (გულისხმობს ფართო გაგებით ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი კომპონენტის ახალ რეალობასთან ადაპტირებას და შემდგომ განმტკიცებას);

  • მთიანი რეგიონების ეკოლოგიური სისტემების კონსერვაცია (გულისხმობს ტერიტორიაზე ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებაგანმტკიცებას);

  • მთიანეთის მდგრადი განვითარების ინსტიტუციონალიზაცია (გულისხმობს შესაბამისი სტრუქტურების და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნას);

  • მთიანეთში განსახლების სისტემებისა და რაიონული დაგეგმარების პროექტების (სქემების) წინმსწრები შემუშავება (გულისხმობს პრევენციული ზომების მიღებას).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მთიანი რეგიონების (მთიანეთის) განვითარების წინააღმდეგობრივი ხასიათი ლოგიკურად აისახა სხვადასხვა კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ მიდგომებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების მიღებას.

განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი. 1991 წელს მიღებულ იქნა ალპების დაცვის კონვენცია, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდა 6 ქვეყანა. ეს დოკუმენტი გამოირჩევა მასშტაბური ხედვით და მთიანეთის განვითარების პრობლემების მიმართ კომპლექსური მიდგომით. აღნიშნული დოკუმენტით მთიანეთის განვითარების 12 ძირითადი მიმართულება გამოიყო:

  • მოსახლეობა და კულტურა (მიზანი: მათი საცხოვრებელი სტანდარტების უზრუნველყოფა, სოციალურ-კულტურული დამოუკიდებლობა. ეკონომიკური განვითარების სტიმულირება).

  • ტერიტორიული დაგეგმარება (მიზანი: მიწისა და სხვა რესურსების რაციონალური გამოყენება).

  • ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება (მიზანი: ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება);

  • ნიადაგის შენარჩუნება (მიზანი: შემცირდეს მისი დაზიანება);

  • წყლის რესურსების მართვა (წყლის ჯანმრთელი სისტემების შენარჩუნება);

  • ბუნებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვა (ცხოვრების დონის მატერიალური საფუძვლის შენარჩუნება-განმტკიცება);

  • სოფლის მეურნეობა (მიზანი: ადგილობრივი პირობების შესაბამისად სოფლის მეურნეობის სისტემის განვითარება);

  • სატყეო მეურნეობა (მიზანი: ტყის დამცავი მნიშვნელობის შენარჩუნება);

  • ტურიზმი და დასვენება (მიზანი: მოსახლეობის შემოსავლების ზრდა);

  • ტრანსპორტი (მიზანი: სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური განვითარებისათვის ხელის შეწყობა);

  • ენერგია (ელექტროენერგიის გამომუშავების გამოყენებისა და განაწილების პროგრესული მეთოდების დანერგვა. მიზანი: დასაქმებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება);

  • ნარჩენების უტილიზაცია (მიზანი: შეგროვების, უტილიზაციის სისტემის შექმნა, რათა თავიდან აცილებულ იქნას გარემოს გაჭუჭყიანება).

გარკვეული დროის შემდეგ, კონკრეტულად 2003 წელს, მიღებულ იქნა კარპატების დაცვისა და მდგრადი განვითარების ჩარჩო-კონვენცია, რომელშიც ცალკე გამოიყო სივრცითი დაგეგმვა, მასში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხაზგასმით აღნიშნულია, რომ სივრცითი დაგეგმვისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მიმართულებებს:

  • ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სატელეკომუნიკაცო ინფრასტრუქტურას;

  • ბუნებრივი რესურსების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებას;

  • რაციონალურ ქალაქდაგეგმარებასა და რაიონულ დაგეგმარებას საზღვრისპირა ზონებში;

  • გარემოს დაბინძურების ტრანსსასაზღვრო გავლენის პრევენციას;

  • მიწათსარგებლობის დაგეგმვასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების შეთანაწყობას.

როგორც ჩანს, აღნიშნული დოკუმენტი აკონკრეტებს რეგიონის სასაზღვრო პირობა-ფაქტორების მნიშვნელობას მდგრადი განვითარებისთვის. ამ ხაზგასმას დიდი დატვირთვა აქვს და ყოველმხრივ გასათვალისწინებელია ტერიტორიებს შორის ურთიერთდამოკიდებულების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ახსნისას.

მთიანეთის რეგიონების განვითარების თავისებურებანი არსებითად განაპირობებენ საზოგადოებისა და განსაკუთრებით სახელმწიფოების მხრივ მათი პრობლემების მიმართ ყურადღებას და შესაბამისად პოლიტიკის შემუშავებას. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სტრატეგიულ მიდგომებში (პოლიტიკა) უპირატესობა ეძლევა სამ მთავარ პრინციპს: სახელმწიფოს მიერ მთიანი რეგიონის თანაბარ პარტნიორად აღიარებას, მთიანეთის განვითარების თავისებურებების აღიარებას, ქვეყნის დარგობრივი პოლიტიკის მისადაგებას მთიანეთის თავისებურებების მიმართ. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პრინციპები? თანაბარ პარტნიორად აღიარება ჯერ-ერთი, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო პოლიტიკაში პრობლემა დაფიქსირებულია და ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოინახოს (თანაც გრძელვადიან პერიოდში) მისი გადაწყვეტის გზები. მეორე, ქვეყნის პასუხისმგებელი ხელისუფლება ყოველთვის შეეცდება ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიით იხელმძღვანელოს თუ იგი მოცემულ მომენტში არ არის, თავად შეიმუშაოს. ასეთი სტრატეგია სახელმძღვანელო უნდა იყოს ხელისუფლების მომავალი თაობებისთვის. რას ნიშნავს მთიანი რეგიონის განვითარების თავისებურებების აღიარება? იმას, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში ვიხელმძღვანელოთ პროგრამული მიდგომებით, რაც იძლევა საშუალებას მიზნისა და რესურსების, ურთიერთდამოკიდებულება შეფასდეს ობიექტურად, ძირითადი სპეციფიკური ნიშნებისა და ტენდენციების გათვალისწინებით. რაც შეეხება სექტორულ პოლიტიკას, მასში იგულისხმება მიზნების (ამოცანების) დიფერენცირება და ცალკეული რგოლების ერთიანი სტრატეგიული მიდგომით კოორდინაცია.

ზემოთ დასახელებული მიდგომებით შემუშავდება ქვეყნების (რეგიონების) განვითარების სტრატეგია, იგულისხმება, რომ მთავარი რგოლების (პრიორიტეტების) გამოყოფით და კომპლექსური მიდგომებით განისაზღვრება განვითარების ძირითადი მიმართულებანი. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. უკანასკნელ წლებში საქართველოში ხელმძღვანელობენ რა მსოფლიოში რეგიონების განვითარების საერთო პრობლემების კლასიფიკაციით ხშირად ანგარიშს არ უწევენ ქვეყნის შიდა ტერიტორიის თავისებურებებს, მეურნეობრიობის ტრადიციებს, მოსახლეობის უნარ-ჩვევებს და პრიორიტეტად ასახელებენ ისეთ მიმართულებას, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს ან ნაკლებეფექტურია. ის, რაც ჩვენი ქვეყნის ერთი რეგიონისათვის, თუნდაც ერთნაირი ბუნებრივსაწარმოო პირობებით, პრიორიტეტულია, შეიძლება მეორისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი იყოს.

ჩემის აზრით, რეგიონების (ჩვენს შემთხვევაში მთის რეგიონები) განვითარების ამჟამინდელი მდგომარეობის ყოველმხრივი ანალიზი უნდა დაედოს საფუძვლად პრიორიტეტების არჩევას და მათ გათვალისწინებას სოციალურეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების პროგრამებში.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

7 SOS!

▲ზევით დაბრუნება


7.1 ვმო-ს „რაუნდები“ და საქართველოს სატარიფო პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ
ერთის გზით თავისი ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს
და აუცილებელ საჭიროებას დღემუდამ ჰგრძნობდეს, და
მეორეს გზით - მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ
შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა
შეძლება ვერ გაწვდება“.

ილია ჭავჭავაძე

0x01 graphic

თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკის ყველაზე რეგულირებადი დარგი სოფლის მეურნეობაა, რის გამოც, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ეგიდით ჩატარებულ რაუნდებში სოფლის მეურნეობა საერთოდ არ განიხილებოდა. თითოეული ქვეყანა, თუ ქვეყანათა ჯგუფი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ამაღლების, მოსახლეობისთვის შესაბამისი ცხოვრების დონისა და მისაღები ფასებით სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით, თავად აწესებდა საკუთარი თამაშის წესებს.

ასე მაგალითად, ევროკავშირში სადღეისოდ სოფლის მეურნეობის იმპორტზე საბაჟო მოსაკრებლების საშუალო მაჩვენებელი 62%25-მდეა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ კავშირის წევრ ქვეყნებში ზედმეტად დაცული შიდა ბაზარია შექმნილი. ანალოგიურ მდგომარეობაა განვითარებული ეკონომიკის მქონე ბევრ ქვეყანაში (იაპონია, შვეიცარია და ა.შ.), განვითარებად ქვეყნებში, შეიძლება ითქვას, საპირისპირო ვითარებაა. ამ კონტექსტში გასაგებია, რომ განვითარებული აგრარული სექტორის მქონე ქვეყნებში დღეისათვის ძირითადი აქცენტი ექსპორტის ფინანსურ მხარდაჭერაზე კეთდება, რისთვისაც ევროგაერთიანების ბიუჯეტის ნახევარზე მეტი იხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შეამცირა ექსპორტის სუბსიდირებაზე გამოყოფილი თანხების მოცულობა, ამ მხრივ გაწეული ხარჯები კვლავაც მაღალია და ის რამდენიმე მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს. ამ მასშტაბით ექსპორტის სახელმწიფო მხარდაჭერა ხელოვნურად ამაღლებს ეროვნული აგრომწარმოებლების კონკურენტუნარიანობას საგარეო ბაზარზე, ამახინჯებს საერთაშორისო ვაჭრობას და არსებით გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასებზე.

საყოველთაო აზრით, მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე დასავლეთის სახელმწიფოებში ფერმერთა სუბსიდირების სისტემა მართალია, ეხმარება შედარებით ღარიბ იმპორტიორ ქვეყნებს იმპორტის გაიაფებაში, მაგრამ დაბალი (სუბსიდირებული) ფასები სურსათზე ბევრ განვითარებად ქვეყანას აიძულებს ხელი აიღოს საკუთარი სურსათის წარმოებაზე, რაც საბოლოო ანგარიშით, მსოფლიოში სურსათის წარმოების შემცირებას და მასზე ფასების გარდუვალ ზრდას განაპირობებს.

სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა GAT-ის „ურუგვაის რაუნდის“ მარათონულ მოლაპარაკებაზე (1986-1994 წწ.), სადაც პირველ მრავალმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმებაში განსაზღვრული იყო ვმო-ს წევრი ქვეყნების ვალდებულებები საექსპორტო სუბსიდიების შემცირებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრებზე თავისუფლად დაშვების შესახებ. ეს შეთანხმება შეფასდა, როგორც წარმატება, რადგან პირველად გახდა შესაძლებელი აგრარული სექტორის ჩართვა ვაჭრობის მსოფლიო სისტემაში. მიუხედავად ამისა, დღეისათვის ბარიერები აგრარული პროდუქციით ვაჭრობაში კვლავ ძალზე მაღალია.

სოფლის მეურნეობაში პროტექციონიზმის დონის განსაზღვრისთვის გამოიყენება მეწარმეთა მხარდაჭერის მაჩვენებელი (PSE), რომელიც აბსოლუტურ გამოხატულებაში გვიჩვენებს მომხმარებლისა და გადასახადის გადამხდელების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებისთვის გადახდილი თანხების მოცულობას. PSE როგორც ინდიკატორი მოიცავს ყველა ეკონომიკურ-პოლიტიკურ ღონისძიებას მიუხედავად მათი მიზნებისა და გავლენისა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოცულობასა და მეწარმეთა შემოსავლებზე.

პროტექციონისტური ღონისძიებებით (ყველა სახის პროდუქციაზე) ევროკავშირს წამყვანი ადგილი უკავია შვეიცარიისა და იაპონიის შემდეგ. აქ ცალკეული პროდუქტები მნიშვნელოვნადაა სუბსიდირებული, მაშინ, როდესაც ზოგ პროდუქტზე პროტექციონისტური ღონისძიებები თითქმის არ ვრცელდება. ასე მაგალითად, ევროკავშირში პროცენტული PSE 2001 წელს შეადგენდა: პირუტყვის ხორცზე 73%25-ს, შაქარზე - 44%25-ს და რძეზე - 41%25-ს. ამავე დროს ეს მაჩვენებელი ღორის ხორცზე მხოლოდ 20%25-ის ტოლი იყო, ხოლო ალკოჰოლური პროდუქცია და კარტოფილი საერთოდ არ სუბსიდირდებოდა.

0x01 graphic

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ურუგვაის რაუნდზე მიღწეული მრავალმხრივი შეთანხმებისა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიხედვით PSE-ს მოცულობა 1986-2001 წლებში ძალიან უმნიშვნელოდ შემცირდა.

ურუგვაის რაუნდზე ვმო-ს წევრი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ 2000 წლისათვის დაეწყოთ ახალი მოლაპარაკებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრის შემდგომი ლიბერალიზაციაზე. ასეთი მოლაპარაკება მართლაც დაიწყო 2001 წელს (ყატარი, დოჰა, 9-14 ნოემბერი, 2001)., რომელიც დოჰას რაუნდის სახელითაა ცნობილი. მიღებული დეკლარაციის გრძელვადიანი მიზანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზარზე სამართლიან კონკურენციაზე დამყარებული სავაჭრო სისტემის ჩამოყალიბება გახდა. რაც ობიექტურად მოითხოვს ბაზარზე შესვლის თავისუფლების ხარისხის ამაღლებას, საექსპორტო პროდუქციის სუბსიდირების თანდათანობით შემცირებას (ან სრულად გაუქმება) და ვაჭრობის დამმახინჯებელი შიდა მხარდაჭერის ღონისძიებათა შემცირების გაგრძელებას.

ასეთი მიზანსწრაფვა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისთვის ერთნაირად მისაღები არ აღმოჩნდა. ასე მაგალითად, ევროკავშირი (მასზე მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების სტიმულირებისთვის გაცემული სუბსიდიების 90%25 მოდის), როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის მეორე მსხვილი ექსპორტიორი (ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ) დაინტერესებულია საგარეო ბაზრებზე შესვლის თავისუფლებითა და მსოფლიო ვაჭრობაში თავისი წილის შენარჩუნებით. აქედან გამომდინარე, დოჰას რაუნდის მოლაპარაკებაზე ევროკავშირი მოითხოვდა საერთო საბაჟო მოსაკრებლები შეემცირებინათ 36%25-ით, მაგრამ არაუმეტეს 15%25-სა თითოეული სატარიფო ხაზის მიხედვით (ცხადია, რომ უფრო მეტი მასშტაბით შემცირება გამოიწვევს დიდ პრობლემებს ევროკავშირის მაღალპროტექციონისტურ ბაზრებზე, განსაკუთრებით - რძისა და შაქრის ბაზარზე). ამის საპირისპიროდ განვითარებადი ქვეყნები მოითხოვდნენ საბაჟო განაკვეთების უფრო მეტად შემცირებას, რადგან მაღალი განაკვეთები განვითარებად ქვეყნებს არ აძლევს შესაძლებლობას განავითარონ ექსპორტზე ორიენტირებული დარგები - კერძოდ, კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობა.

დოჰას რაუნდზე ცხარე დისკუსიის საგანს ბაზრებზე თავისუფალი დაშვებისა და საექსპორტო სუბსიდიების გაუქმებასთან ერთად, ასევე, სოფლის მეურნეობისადმი შიდა მხარდაჭერის საკითხი წარმოადგენდა. ევროკავშირი მოითხოვდა შენარჩუნებულიყო ე.წ. ლურჯი ყუთის სისტემა (სახელმწიფო პირდაპირი დახმარებები, რომლებიც არ იწვევს ვაჭრობის დამახინჯებას, ან თუ იწვევს, უმნიშვნელოდ), რადგან, მისი გაუქმება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის შესაძლებლობას მინიმუმამდე შეამცირებდა.

განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ინტერესთა მკვეთრი სხვადასხვაობის გამო, დოჰას რაუნდის მოლაპარაკებები 2002 წელს ჩიხში შევიდა.

ვმო-ს წევრი ქვეყნების მინისტრების მე-5 კონფერენციაზე (კანკუნი, 10-14 სექტემბერი 2003 წ.) მართალია დასაწყისშივე აღინიშნა აგრარულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის დიდი მნიშვნელობა, მაგრამ კონფერენციის მიმდინარეობის ხუთი დღის განმავლობაში პოზიციების დაახლოება განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის მაინც ვერ მოხერხდა.

ვმო-ს ბოლო რაუნდების პერსპექტივები ასე დეტალურად იმიტომ განვიხილეთ, რომ მისგან გაგვეკეთებინა შემდეგი ობიექტური დასკვნები:

  • ბაზარზე თავისუფალი დაშვებისა და საექსპორტო სუბსიდიების გაუქმების საკითხზე საეჭვოა რომ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების (ანუ მდიდრებისა და ღარიბების) ინტერესები ოდესმე თანხვედრაში მოვიდეს. ინტერესთა შეუთანხმებლობა მათ შორის ყოველთვის იყო და უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთად დარჩება პერსპექტივაშიც.

  • პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ ინტეგრირებულ თანამედროვე მსოფლიოში ცალკე აღებული განვითარებადი ქვეყნების აგრარული სექტორის აღორძინება (განსაკუთრებით იმ ქვეყნებში რომელთა ეკონომიკის ღიაობის კოეფიციენტი მეტისმეტად მაღალია) სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

  • საექსპორტო სუბსიდიების შემცირება, როგორც წესი, ეკონომიკური თვალსაზრისით გაუმართლებელი მოცულობით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას შეზღუდავს სურსათის ყველა ექსპორტიორ ქვეყანაში. იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ადგილობრივი წარმოების სურსათის სუბსიდირება, ფასების მეშვეობით შიდა და გარე ბაზრებზე კონკურირების საშუალება მიეცემათ, მაგრამ სხვა მხრივ, აღნიშნული პროცესი გაზრდის სურსათზე მოთხოვნას (შესაბამისად ფასებს), რაც სურსათის იმპორტიორ ქვეყნებს მძიმე ტვირთად დააწვება. გასათვალისწინებელია მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორიც, კერძოდ, ბიომეურნეობის მასშტაბების გაფართოება, რაც, ასევე სურსათის რაოდენობის შემცირებას და მასზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

  • განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, პირველ რიგში, უნდა ითვალისწინებდეს საკუთარი აგრარული პოტენციალის სრულად ამოქმედებას სასურსათო უსაფრთხოების მიღწევადი დონის უზრუნველყოფის მიზნით (ეს სტრატეგია შესაბამის საკანონმდებლო აქტებსა და სახელმწიფოს მიერ დამუშავებულ მიზნობრივ პროგრამებში უნდა აისახოს).

დღეს მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში ასეთი დასკვნების ობიექტურობა, ვფიქრობთ, საეჭვო აღარ უნდა იყოს. საკამათო შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული პოზიცია სურსათის მწარმოებელი დარგების განვითარებისა და სასურსათო პრობლემის მოგვარების მიმართ. მით უფრო იმ სიტუაციაში, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტები ღიად აფიქსირებენ საგანგაშო პროგნოზს, 2010-2015 წლებში მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის შესახებ.

ასეთ ვითარებაში შეუძლებელია მთავრობამ არ დაითვალოს ეკონომიკური თუ სოციალური ზარალი, რომელსაც განაპირობებს ის არარაციონალური პოლიტიკა, რომელიც უკვე ორი ათეული წელია ხორციელდება საქართველოში. მით უფრო, რომ პრეცედენტი თუ როგორი ეკონომიკური (მათ შორის აგრარული) პოლიტიკა უნდა გატარდეს ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოში მრავლად არსებობს. ამ მხრივ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება. კერძოდ, ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ევროპის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობაში აღმოჩნდა დასაქმებული. თუმცა, მალე გაირკვა, რომ მატერიალური წარმოების სხვა დარგებში არსებული მაღალი ხელფასები და ცხოვრების შედარებით უკეთესი პირობები მის უმრავლესობას ქალაქისკენ უბიძგებდა. ეს იყო ფრიად ავის მომასწავებელი ვითარების სიგნალი, რომელსაც საბოლოო ანგარიშით, შესაძლოა სოფლების დაცარიელება და ქალაქების სურსათით მომარაგების სრული მოშლა გამოეწვია. საჭირო გახდა მრეწველობის დარგებსა და აგრარულ სექტორში დასაქმებულთა შემოსავლების გარკვეული გამოთანაბრება. რისთვისაც ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს ფერმერებისთვის საჭირო ისეთი საბრუნავი საშუალებების სუბსიდირება როგორიცაა: საწვავ-საცხები მასალები, მინერალური სასუქები, მცენარეთა ქიმიური დაცვის საშუალებები და სხვ. ეს პრაქტიკა ცოტაოდენი ცვლილებებით ევროპის ქვეყნებში ფაქტობრივად დღესაც შენარჩუნებულია. თუ რას მიაღწია ამ ქვეყნებმა ასეთი აგრარული პოლიტიკით, საყოველთაოდაა ცნობილი (შენარჩუნებული სოფლები, კულტურული, თუ ველური ლანდშაფტები, განვითარებული ინფრასტრუქტურა, ყოფაცხოვრების მაღალი დონე, სასურსათო პროდუქციის მზარდი ექსპორტი, სასურსათო უშიშროების გარანტირებული დონე), ხოლო, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ, ეს შეიძლება ყველასათვის (მათ შორის მთავრობისთვისაც) არ იყოს ცნობილი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის: ახალგაზრდობისგან დაცლილი სოფლები და სამუშაოს არაკვალიფიციური მაძიებლებით გადატვირთული დედაქალაქი; ათასობით ჰექტარი მიტოვებული მაღალპროდუქტიული მიწა (უცხოელ ექსპერტთა შეფასებით, დაახლოებით დამუშავებაში არსებული ინტენსიური სავარგულის 1/3, ანუ, 350.0 ათას ჰა-მდე); პრაქტიკულად ყველა დასახელების სურსათის დიდი ოდენობით იმპორტი (.. ისეთიც კი, რომელიც ახლო წარსულში ექსპორტის საგანს წარმოადგენდა); დაკარგულია არა მარტო საგარეო, არამედ, საშინაო ბაზარიც კი (შიდა ბაზარზე ადგილობრივი წარმოების სურსათის ფარდობა იმპორტირებულ სურსათთან 1/4-ნაა, რაც ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს არის გადაცილებული). დაბოლოს, ყველა ჩამოთვლილი სიკეთის შედეგი საგარეო ვაჭრობის ბალანსის უზარმაზარ დეფიციტსა (რომელიც ძირითადად სურსათის იმპორტითაა განპირობებული) და ქვეყნის საგარეო ვალშია აკუმულირებული (რომელიც უკვე 2 მლრდ. აშშ დოლარს აჭარბებს).

როგორ მივაღწიეთ ასეთ შედეგებს? საყოველთაოდ ცნობილია, რომ უმჯობესია ქვეყანას ჰქონდეს არასწორი აგრარული პოლიტიკა, ვიდრე, ის საერთოდ არ გააჩნდეს! საქართველო კი სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც საერთოდ აგრარული პოლიტიკა არ გააჩნია. აგრარული სექტორი მთლიანად საბაზრო სტიქიაზეა მიშვებული და მთავრობის აზრით, საბაზრო კონკურენციაში ეს სფერო სწორედ ასე უნდა იყოს წარმოდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა შევნიშნოთ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა უკვე ისტორიის საკუთრებაა. დღეს მისი პრინციპებით მოქმედება მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ მას ყველა პოტენციური კონკურენტი დაიცავს და დაემორჩილება. (რეალურ სინამდვილეში, თუ როგორ იცავენ მას, ანუ, როგორ ასრულებენ ვმო-ს მოთხოვნებს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, ზემოთ დაწვრილებით აღვწერეთ). ფაქტია, რომ როცა პრაქტიკულად ყველა ქვეყანა საკუთარ აგროწარმოებას ეხმარება აქტიურად (ფინანსურად, მორალურად, მატერიალურად და ა.შ.) ქართველი აგროსაქონელმწარმოებელი ვერ იქნება დაცული და ყოველთვის დაჩაგრული აღმოჩნდება კონკურენტულ ბრძოლაში. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ის მუდამ არაკონკურენტუნარიანი დარჩება, როგორც შიდა, ისე, გარე ბაზრებზე.

ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება, რომელიც საქართველომ ვმო-ში შესვლისას აიღო (2000 წლის 14 მაისი) წინასწარ შეთანხმებული ე.წ. ბმული ტარიფების შემოღება იყო. მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ბმული ტარიფები საქართველომ მართალია დაკარგა შიდა ბაზრის დაცვის ერთერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი (თავისუფალი საბაჟო ტარიფების სახით, რომლის მოქმედება 2005 წლამდე გრძელდებოდა), მაგრამ, მას ამ მხრივ კვლავაც გააჩნია არანაკლებ მნიშვნელოვანი ბერკეტები. კერძოდ, ჩვენს ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს ანტიდემპინგური გადასახადი ისეთი იმპორტის მიმართ, რომელიც იყიდება თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში, ან როცა საექსპორტო ფასი უფრო დაბალია, ვიდრე იგივე პროდუქციაზე ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე არსებული ფასი. ასეთი გადასახადი გამოიყენება საბაჟო გადასახადთან ერთად დამატებითი გადასახადის დაწესების გზით 0-დან 30%25-მდე ფარგლებში. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. დამცავი ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება ისეთი სწრაფად მზარდი იმპორტის მიმართ, რომელიც ზარალს აყენებს ადგილობრივ მწარმოებელს, ან ქმნის ზარალის მიყენების საფრთხეს. დამცავი ღონისძიებები აისახება პროდუქციის კონკრეტულ სახეობაზე საბაჟო ტარიფის გადიდებაში, ან, საიმპორტო ქვოტის დაწესებაში.

მთავრობას, მის ხელთ არსებული ეკონომიკური, თუ ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით, რა თქმა უნდა შეუძლია, ქვეყნის აგრარული სექტორი კონკურენტუნარიანად აქციოს, თუ მას ელემენტარულად ამის ნება ექნება. როცა ხელისუფლების ნებაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს ის უფლებები და მექანიზმები რომლებიც მან, როგორც ვმო- წევრმა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს როგორც დარგის სუბსიდირებაზე, ისე შიდა ბაზრის დაცვისთვის.

დღეს საქართველოს არა მარტო პოსტსაბჭოურ სივრცეში, არამედ, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სატარიფო პოლიტიკა გააჩნია. თუმცა ასეთ პოლიტიკას ეკონომიკური სიკეთე არ მოუტანია. მხედველობაში გვაქვს ის უტყუარი აქსიომა, რომლის თანახმად, ლიბერალურ სატარიფო პოლიტიკას მაშინ ახლავს ეკონომიკური ეფექტი, როცა ამ გზით მიღებული მოგებით შეიძლება დაიფაროს ის ზარალი, რომელიც იმპორტულ პროდუქციაზე სატარიფო განაკვეთების შემცირებითაა გამოწვეული. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ეფექტის ერთ-ერთ ძირითად განმსაზღვრელ მაჩვენებელს კონკურენტუნარიანი დარგების აღორძინება და შემდგომი განვითარება წარმოადგენს. თუ ამ მაჩვენებლით შემოვიფარგლებით, უნდა ითქვას, რომ ვმო-ში გაწევრიანების შემდეგ, არა თუ კონკურენტუნარიანი დარგების შემდგომ განვითარებაზე, არამედ, მათ გადარჩენაზე გვიწევს საუბარი.

თანამედროვე მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ამა თუ იმ ფორმით (საგადასახადო განაკვეთების შემცირება, შეღავათიანი კრედიტები და საბაჟო განაკვეთები, დაგროვილი საბიუჯეტო დავალიანების ჩამოწერა და ა.შ.) კონკურენტუნარიანი დარგების უპირატესი განვითარების ფინანსური მხარდაჭერის პოლიტიკა ხორციელდება. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში შიდა ბაზარზე აგროსექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მხარდაჭერის ისეთი პოლიტიკის გატარებით, რომელიც ადგილობრივ საქონელმწარმოებელს ჩააყენებს არა „სათბურის“ პირობებში, არამედ, თანაბარ სასტარტო მდგომარეობაში. სხვაგვარად ქართველ ფერმერებს არასოდეს არ შეეძლებათ კონკურენციის გაწევა სუბსიდირებულ იმპორტთან.

0x01 graphic

ვმო-ში გაწევრიანების პერიოდში ექსპერტთა მხრიდან იყო გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ სოფლის მეურნეობის რიგ პროდუქტებზე დაწესებული ბმული ტარიფების დონე ვერ უზრუნველყოფდა შიდა ბაზრის დაცვას სუბსიდირებული იმპორტისგან, რაც არ იქნა გათვალისწინებული. უფრო მეტიც, გაწევრიანების შემდგომ პერიოდში ბმული ტარიფების განაკვეთები (თავდაპირველად იყო სამი დონე 0, 12 და 30%25) მნიშვნელოვნად შემცირდა (ორი დონე 0 და 12%25). ასე მაგალითად, თავდაპირველად ბოსტნეულზე ბმული ტარიფი 20%25- შეადგენდა, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფდა იაფფასიანი და შედარებით დაბალხარისხიანი თურქული, ირანული, ბულგარული და სხვა ქვეყნების ბოსტნეულისგან ბაზრის დაცვას, მაგრამ დღეს ბოსტნეულზე საბაჟო ტარიფი მხოლოდ 12%25- შეადგენს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მზა ჩაის პროდუქციაზე დაწესებული ბმული ტარიფი, რომელიც თავიდან 20%25-იანი საბაჟო ტარიფით შემოიფარგლა. იმპორტირებული ჩაის დაბეგვრის ეს დონე პრინციპში საკმარისი იყო შიდა ბაზრის დასაცავად და ქვეყნის მეჩაიეობის აღორძინება-განვითარებისთვის. მაგრამ დღეს, როცა საბაჟო ტარიფი ჩაის მზა პროდუქციაზე მხოლოდ 12%25- შეადგენს, ქართული ჩაის წილი ადგილობრივ ბაზარზე 15%25-მდე დაეცა და იგი ფაქტობრივად აზერჩაიმ, მარიამ-ჩაიმ, ლიპტონმა და სხვა დასახელების ჩაიმ ჩაანაცვლა. ასეთ ვითარებაში ქვეყნის მეჩაიეობა ერთ დონეზეა გაყინული და მას ძველი დიდების დაბრუნების რაიმე ნიშან-წყალი არ ეტყობა. ანალოგიურ მდგომარეობაში არაერთი დარგია საქართველოში.

როცა მთავრობა თავს იწონებს იმით, რომ საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა საბაჟო ტარიფების სისტემის ლიბერალიზაციით, ლოგიკურია დაისვას კითხვა - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში აგრარული სექტორის განვითარების დონით? როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ აგრარული სექტორის განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტების ჩამონათვალშია შეტანილი, უპრიანია დაისვას კითხვა - რაში გამოიხატება დარგის პრიორიტეტულობა? შეიძლება თანამედროვე მსოფლიოში პრიორიტეტული დარგის განვითარება მოხერხდეს ფერმერისთვის ერთჯერადად დარიგებული ნახევარი ტომარა სასუქით, ან 20 ლიტრი დიზელის საწვავით? უფრო მეტიც, მთავრობა თვლის, რომ მაღალმოსავლიან წლებში წარმოებული აგრარული პროდუქცია მიწოდების კანონის თანახმად, უფრო იაფი იქნება, მაგრამ იმას აღარ კითხულობს, როგორ მოახერხოს მაღალი მოსავლის მიმღებმა ფერმერმა მომავალ წელს აგროპროდუქციის აღწარმოება, ანუ, როგორ შეიძინოს პერმანენტულად გაძვირებადი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, მინერალური სასუქები, მცენარეთა ქიმიური დაცვის საშუალებები, მანქანა-იარაღები და სხვა მასალები.

მიუხედავად საკმაოდ მძიმე მდგომარეობისა ქვეყნის აგროსექტორს გააჩნია რეალური შანსი კრიზისის დაძლევისთვის, ოღონდ, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ მთავრობა ბოლომდე გაიცნობიერებს შექმნილ სიტუაციას და დაუყოვნებლივ შეიმუშავებს აგროსასურსათო სექტორის განვითარების ისეთ სტრატეგიასა და მიზნობრივ პროგრამას, რომელიც დაეფუძნება არსებული მდგომარეობის კრიტიკულ ანალიზს, აგროსექტორის განვითარების შეფარდებით უპირატესობას და იმ რეალურ შესაძლებლობას, რომელიც ქვეყანას მოცემულ ეტაპზე გააჩნია.

როცა აგროსექტორის განვითარების შეფარდებით უპირატესობაზე ვმსჯელობთ, მხედველობაში გვაქვს ის უნიკალური ბიოგეოკლიმატური პირობები, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ვაწარმოოთ უვნებელი, მაღალხარისხოვანი, გემური და სხვა თვისებებით გამორჩეული ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქცია. ეს კომპონენტები კი თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია, როგორც შიდა, ისე, საგარეო ბაზრებზე. არის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა დროული ამოქმედება საქართველოს მრავალდარგოვანი აგროსექტორის დაჩქარებული აღორძინებისა და შემდგომი განვითარების მყარი საფუძველი შეიძლება გახდეს.

რა უნდა გაკეთდეს ამ მიზნით? როგორც უკვე ითქვა, პირველ ყოვლისა, შესამუშავებელია აგრარული სექტორის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება სოფლად საქონელმწარმოებელთა ეკონომიკური სტიმულირების ზრდა (შემოსავლების გაზრდა) და ქვეყნის სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე.

აღნიშნული ამოცანის რეალიზაცია სახელმწიფოს მხრიდან ობიექტურად მოითხოვს აგრარული რეფორმის შედეგად მცირე ნაკვეთებად დანაწევრებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციისა და სხვადასხვა ტიპის კოოპერატივების დაფუძნებისთვის სათანადო პირობების შექმნას; სოფლად საწარმოო და არასაწარმოო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას, საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სერტიფიცირებული ორგანული მიწათმოქმედების განვითარებისთვის ხელშეწყობას; ვმო-ს მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას შიდა ბაზრის დასაცავად. ამავე მიზნით უნდა აღსდგეს საბაჟო შეღავათების არსებული პრაქტიკა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღწარმოების საშუალებებზე (ელიტური სათესლე მასალა, ჯიშიანი პირუტყვი, სანაშენე კვერცხი და ა.შ.) ვრცელდებოდა. ვმო-ს ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მიეცა უფლება გამოიყენოს აგრარული სექტორის მხარდასაჭერად 150-200 მლნ. დოლარის ექვივალენტური საშუალებები, ვმო-ში გაწევრიანების წლისათვის ქვეყანაში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით და ა.შ.

ეს ეკონომიკურ-ორგანიზაციული და სამართლებრივი ხასიათის ღონისძიებები საჭიროა განხორციელდეს ერთიან კომპლექსში, რომლის საერთო სინერგიული (ეკონომიკურ-სოციალური) ეფექტი, საბოლოო ანგარიშით, აგრარული სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, საექსპორტო პროდუქციის ზრდაში და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული დარგების აღორძინებასა და განვითარებაში უნდა აისახოს. აგროსექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი ფინანსური სახსრების ოდენობა, ჩვენი გათვლებით, ბევრად ნაკლები იქნება იმ სავალუტო რესურსებზე რომლითაც ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად აფინანსებს სურსათის ექსპორტიორი ქვეყნების აგრარულ მეურნეობას. ამასთან, აღორძინებული სოფელი და აგრარული პროდუქციის ზრდა არის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღწარმოებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების (მინერალური სასუქები, მანქანა-იარაღები და ..) მწარმოებელი ქარხნების საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ნედლეულის პირველადი და მეორადი გადამუშავების საწარმოთა სრული დატვირთვა და .. ყოველივე ეს ბუნებრივია, ზრდის მოსახლეობის საერთო დასაქმების დონეს, აუმჯობესებს მათ საყოფაცხოვრებო პირობებს და ხსნის სოციალური დაძაბულობის ფონს ქვეყანაში. ამდენად, სოფლის მეურნეობის აღორძინების მულტიპლიკაციური ეფექტი ეჭვს არ უნდა იწვევდეს. საჭიროა მხოლოდ მთავრობის ნება მისი განხორციელებისთვის.

აატა კოღუაშვილი,
თსუ, პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

გიორგი ზიბზიბაძე,
აეი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

8 ბიზნესი

▲ზევით დაბრუნება


8.1 ბიზნესის განვითარების პირობები და პერსპექტივები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ხათუნა ჯოხაძე,
ფილოსოფიის აკადემიური დოქტორი
ეკონომიკაში

საქართველოში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება და განვითარება ერთადერთი გზაა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში, ისე მის რეალურ ეკონომიკურ აღორძინებას. საბაზრო ეკონომიკას, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის უდიდეს მიღწევასა და ფენომენს, ზოგად კანონზომიერებებთან ერთად ახასიათებს თავისი გამოვლინების სპეციფიური ფორმები თითოეული კონკრეტული ქვეყნის მიხედვით. ამდენად, არ იქნება მართებული, რომ საქართველოში მექანიკურად გადმოვიტანოთ უცხოეთიდან რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი მოდელი.

სავსებით სწორია მოსაზრება, რომ საქართველოში არ გამოგვადგება არც აშშ-ის, არც შვეიცარიის, ან სხვა რომელიმე განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის მზა მოდელი. ცივილიზირებულ დასავლეთში ბაზრის იმდენი მოდელი არსებობს, რამდენი ეროვნული ბაზარიცაა. საბაზრო ეკონომიკის მზა მატრიცების, სტერეოტიპების ბრმა მიბაძვა უნაყოფო იქნება. საბაზრო ეკონომიკის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს ქართული რაკურსით უნდა დანახვა და გააზრება.

საბაზრო ეკონომიკის ქართული მოდელი ითვალისწინებს, საქართველოს ეკონომიკაში საკუთრების მრავალფორმიანობას. უპირველეს ყოვლისა, კერძო საკუთრების წამყვან როლს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ობიექტურად აუცილებელია გადავიდეს საბაზრო ეკონომიკაზე, თავისუფალ მეწარმეობაზე, ისეთ ეკონომიკურ სისტემაზე, სადაც საზოგადოებრივ პროგრესში გადამწყვეტ როლს კერძო საკუთრება, მისი შეუფერხებელი განვითარება შეასრულებს.

საბაზრო ეკონომიკის ქართული მოდელი აგრეთვე ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის რთული პროცესის რეგულირებას, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის ეფექტიანობის სტიმულირებას, სოციალური სამართლიანობის დაცვას, მაკროეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობისთვის ხელშეწყობას.

გარეგნულად ბიზნესი და სახელმწიფო შეიძლება მოწინააღმდეგეებად მოგვეჩვენოს, სინადვილეში კი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ბიზნესის აყვავების ხელშეწყობაა. ეს იმით აიხსნება, რომ საზოგადოების კეთილდღეობა დამოკიდებულია ცალკეული საწარმოების წარმატებაზე, რის გამოც სახელმწიფო გვევლინება ბიზნესის მეგობრად, პარტნიორად და დამკვეთად, ბიზნესისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა შეიძლება გამოისახოს სხვადასხვა ფორმით.

  • კონომიკური ზრდის წახალისება (მონეტარული პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკა და სხვა);

  • ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერა (ბიზნესის უზრუნველყოფა აუცილებელი ინფორმაციით, სპეციალისტების მომზადება, პირდაპირი სესხის მიწოდება, საკრედიტო გარანტია, სუბსიდია და სხვა);

  • ინფრასტრუქტურის შექმნა (გზების, ხიდების, აეროპორტის და ა.შ. მშენებლობა, ენერგიის მიწოდება და სხვა);

  • საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (სახელმწიფო მოხმარება მოიცავს მრავალ სახეობას - სამხედროს, სამოქალაქოს და ა. შ.);

  • სამართლებრივი ბაზის უზრუნველყოფა, ეკონომიკური თამაშის წესების შემუშავება, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკურ აგენტებს შორის;

  • სახელმწიფოს მოვალეობაა აგრეთვე ეროვნული მეურნეობის დარგებში აღკვეთოს გაბატონებული მონოპოლიური ძალა, რომელიც აფერხებს თავისუფალი კონკურენციის მოქმედებას.

თანამედროვე პირობებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებას, რომელმაც არსებითი ზეგავლენა უნდა იქონიოს ეკონომიკის სტაბილიზაციასა და მის ზრდაზე. საქართველოს პირობებში მცირე ბიზნესი არის ის სისტემა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს აუცილებელი საბაზრო სტრუქტურების შესაქმნელად.

საქართველოში ცივილიზებული მეწარმეობის განვითარებისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ეროვნული შემოსავლის მწარმოებელი უფრო მაღალი დონის მქონე დარგების პრიორიტეტული განვითარების სტიმულირება. რაც უზრუნველყოფს დარგობრივი სტრუქტურის ძირეულ გარდაქმნას ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მისაღწევად.

საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას, ძირითად, მცირე საწარმოები ეწევიან, რომელთა წილი საწარმოთა საერთო რაოდენობაში 89,8%25-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებს უტოლდება, მაგრამ ჩამორჩება პროდუქციის გამოშვებასა და დასაქმებაში ხვედრითი მაჩვენებლით. საქართველოში მცირე სექტორს 9,5%25 (პროდუქციის გამოშვებაში) და 24,3 %25 (დასაქმებაში) უჭირავს მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებლები ევროკავშირის ქვეყნებში შესაბამისად 35-71%25-ია და 40-70%25-ის ფარგლებში მერყეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ევროკავშირის ქვეყნებში ყოველ 1000 მცხოვრებზე 30 მცირე საწარმო მოდის, საქართველოში იგი - 4-5 ერთეულს შეადგენს.

0x01 graphic

ეს ფაქტები მოწმობენ, რომ ჩვენთან ჯერაც არ არის შექმნილი ის აუცილებელი პირობები (ორგანიზაციული, საკანონმდებლო, საგადასახადო და სხვა), რომლებიც აქტიურად ხელს შეუწყობდნენ მცირე მეწარმეობის წინსვლას. სამწუხაროდ, მცირე საწარმოთა ეკონომიკური მაჩვენებლების ბოლო წლების დინამიკაც არ იძლევა ამის იმედს.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მცირე სექტორის მუშაობის მაჩვენებლები 1998-2009 წლებში საგრძნობლადაა გაუარესებული. მართალია, საქართველოში მცირე საწარმოთა რიცხვი 2009 წლის დასაწყისისათვის 1998 წელთან შედარებით 13104 ერთეულითაა გაზრდილი, მაგრამ შემცირებულია მცირე სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა 101,6 მლნ ლარით, საქონელბრუნვა - 94,7 მლნ ლარით, დასაქმება კი - 26 243 ადამიანით.

დღევანდელი საქართველო კრიზისული და კრიმინალური ეკონომიკით, ბაზრის მონოპოლიზაციით, უმუშევართა დიდი არმიითა და მოსახლეობის შემოსავლების დაბალი დონით ხასიათდება. საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილია, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და მისი ეკონომიკის გაძლიერება მცირე მეწარმეობის განვითარებით მიიღწევა, რომლის ნათელსაყოფად „აზიის ვეფხვების“ მაგალითიც კმარა. მცირე ბიზნესი ეკონომიკის სწორედ ის სექტორია, რომელიც ხელს უწყობს „საშუალო ფენის“ ჩამოყალიბებას და ქვეყანა სტრესული მდგომარეობიდან გამოჰყავს.

ვფიქრობთ, რომ უკვე დადგა დრო პოლიტიკური ამბიციების გარეშე ღრმად გავაანალიზოთ საქართველოს ეკონომიკის ახლანდელი მდგომარეობა, შევაფასოთ მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები და შევიმუშაოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ეკონომიკის განვითარების ობიექტური სტრატეგია და ტაქტიკა. კურსი უნდა ავიღოთ არა მომხმარებლურ, სავაჭროკომერციულ ეკონომიკურ მოდელებზე, არამედ, მწარმოებლურსაექსპორტო ეკონომიკაზე, რომელიც მყარ გარანტიას შექმნის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

საქართველოს ეკონომიკის პრობლემათა შორის უმნიშვნელოვანესია აგრობიზნესის განვითარება. დღეს საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 16,2%25-ია გამოყენებული სახნავსა და მრავალწლიანი ნარგავებისათვის. მოსახლეობის ერთ სულზე 0,15 ჰა სახნავი მოდის. სახნავი მიწების (783 ათასი ჰა) 39%25, ანუ, 310 ათასი ჰა განლაგებულია ზღვის დონიდან 500მ. სიმაღლეზე, სადაც შესაძლებელია მიწათსარგებლობის შედარებით მაღალი კულტურის დონის მიღწევა, ხოლო 230 ათასი ჰა სახნავი, ანუ, მისი მთლიანი რაოდენობის 29%25 განლაგებულია ზღვის დონიდან 500-1000 მეტრ სიმაღლეზე, სადაც მოსავლიანობა და შესაბამისად რენტაბელობა დაბალია, 174 ათასი ჰა, ანუ, 22%25 - 1000-დან 1500მ-მდეა, ხოლო 79 ათასი ჰა, ანუ, 10%25 - 1500-დან 2000 მეტრამდე და უფრო მეტ სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც სასოფლო-სამეურნეო წარმოება მეტად შეზღუდულია

გარდა რთული ვერტიკალური ზონალობისა რელიეფის დახრილობისა და ნიადაგის შედგენილობის განსხვავებულობისა, სახნავი მიწების დიდი ნაწილი განსაკუთრებით მთის ზონაში წარმოდგენილია მცირე კონტურებად დიდი ქანობის ფერდობებზე, სადაც გაძნელებულია მექანიზმების გამოყენება. საქართველოს სახნავი მიწების 17%25, ანუ, 135 ჰა განლაგებულია 10-120 -ზე მეტი დახრილობის ფერდობებზე, რომელიც ხელით და ცოცხალი გამწევი ძალით მუშავდება. ასეთ პირობებში ქვეყანაში მთლიანად უგულებელყოფილია კოლხეთის დაბლობის (225 ათ. ჰა ფართობის) გამოყენების შესაძლებლობა.

საჭიროა მეცნიერულ საფუძველზე შემუშავდეს კოლხეთის დაბლობზე სხვადასხვა მიმართულების მეურნეობების (კლასიკური ტიპის ფერმების) ორგანიზაციულ-სამეურნეო მოწყობის გეგმები. ამ საკითხის გადაჭრას სათანადო სახელმწიფოებრივი ორგანოები უნდა ჩაუდგეს სათავეში.

კოლხეთის დაბლობის სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციისა და კომპლექსური განვითარების საკითხების სწორად გადაჭრას დამოუკიდებელი საქართველოსათვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება. ამდენად, საჭიროა მისი ამოშრობისა და ათვისების პროექტის ხელახალი შედგენა, რომელიც მეცნიერულ საფუძველზე იქნება შემუშავებული და გადაწყვეტილი. ყოვლად გაუმართლებელია ესოდენ დიდი სახალხო მეურნეობრივი მნიშვნელობის საქმის გადაწყვეტის მინდობა წვრილი გლეხური მეურნეობისათვის.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებაა ტურიზმი. საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულიად ათვისების შემთხვევაში სავარაუდოდ შეუძლია წელიწადში 5-6 მილიონი ტურისტის მიღება. ამის მიღწევა შესაძლებელია სახელმწიფოს ხელშეწყობითა და ტურიზმის სფეროში ბიზნესის განვითარებით, რაც მთავარია, ტურიზმის სფეროს სათანადო დაფინანსებით.

საჭიროა სათანადოდ შეუწყოთ ხელი ტურისტული ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს. სწორედ აქეთ უნდა იქნეს მიმართული სახელმწიფოს ძალისხმევა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელია მცირე მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების შექმნა - განვითარება, რომლის ერთ-ერთი ფორმა სახელმწიფო პროგრამების და პროექტების რეალიზებაში (განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვებში და დაკვეთებში) მცირე მეწარმეობის სუბიექტთა მასობრივი მოზიდვაა.

არსებული მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარე, საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების უზრუნველყოფისთვის საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, სამეწარმეო საქმიანობის დაფინანსების, დაკრედიტებისა და დაზღვევის განვითარებული სისტემის შემდგომი სრულყოფა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნათა განხორციელებას და საბოლოოდ, მეწარმეთა ცივილიზებული ფენის შემდგომ განვითარებას.

Annotation

Conditions and persp ectives of business development in Geor gia

Khatuna Jokhadze
Academic PhD in Economics

Establishment and development of market relations is the only way to reach the economic development of the country and its real economic revitalization.

In order to shift to the market economy, we need to adopt free entrepreneurship with the private property playing the decisive role.

In modern Georgia, particular attention is to be paid to the development of small business. It is necessary to develop the objective strategy and tactics to develop the country's economy by considering the national interests of the country. Production and export economy should be the target. The development of production and export of mechanical engineering, aircraft construction, electrical equipment, IT, new materials, semiconductors, macroelectrical engineering and other high-technological production should be stimulated by all possible means.

Besides, agriculture and food industry should be developed in Georgia in the first instance. Particular attention should be paid to the resort economy and tourism development.

9 ფინანსები

▲ზევით დაბრუნება


9.1 ფირმის ფინანსური დიაგნოსტიკა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნატო ბებიაშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ფირმის დიაგნოსტიკისას არსებობს ანალიზის ორი უმთავრესი ობიექტი: საწარმოს საქმიანობის შედეგები პერიოდის განმავლობაში და მისი მდგომარეობა მიმდინარე მომენტში და საწარმოს ძირითადი ბიზნეს-პროცესები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფირმის მდგომარეობის ფინანსური დიაგნოსტიკისას აუცილებელია არა მარტო ფინანსური ანალიზის ჩატარება და შესაბამისი კოეფიციენტების გამოთვლა, არამედ, მენეჯერებმა ფინანსური მაჩვენებლები უნდა განიხილონ სხვა არაფინანსურ მაჩვენებლებთან ერთიან კომპლექსში.

არსებობს ფინანსური კოეფიციენტების ფართო სპექტრი, ამიტომ მენეჯერები ყურადღებით უნდა მოეკიდონ იმ მაჩვენებლების შერჩევას, რომლებიც გამოყენებული იქნება ფირმის მდგომარეობის შეფასებისას. არასწორმა არჩევანმა შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ შრომატევადი ფინანსური ანალიზი არ მოუტანს საწარმოს არანაირ სარგებლობას.

სწორედ ამიტომ ფინანსურმა მენეჯერმა უნდა შეარჩიოს ის მაჩვენებლები, რომლებიც წარმოადგენენ საინფორმაციო საფუძველს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისათვის.

ფირმის ფინანსური დიაგნოსტიკისას გამოყენებული უნდა იქნას:

  1. ფინანსური ანგარიშგების მონაცემები;

  2. ფინანსური ანგარიშგების ჰორიზონტალური და ვერტიკალური ანალიზი;

  3. ფინანსური კოეფიციენტები.

ფინანსური დიაგნოსტიკისას პირველ რიგში, აუცილებელია ფინანსური მონაცემების მოწესრიგება, რათა ეს არ იყოს უბრალოდ სხვადასხვა მონაცემები, არამედ, სასარგებლო ინფორმაცია. ფინანსური ანგარიშგება შედგება სამი ძირითადი ფორმისაგან: ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება. ფინანსური ინფორმაციის მოწესრიგების შემდეგი სტადიაა ფინანსური ანგარიშგების ჰორიზონტალური და ვერტიკალური ანალიზი. ჰორიზონტალური ანალიზის დროს ხდება ბალანსის, მოგება-ზარალის და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის ძირითადი პუნქტების შედარება (აბსოლუტური და პროცენტული შეფარდებები), ხოლო, ვერტიკალური ანალიზის დროს ფინანსური ანგარიშგებების ყველა მონაცემი წარმოდგება შეფარდებით (პროცენტულ) გამოხატულებაში. მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა. ფინანსური მაჩვენებლები გადაწყვეტილების მიღებისთვის უსარგებლოა, თუ მენეჯერი არ მოახდენს მათ შედარებას.

მნიშვნელოვანია შესადარისობის პრინციპის დაცვა, ანუ, მენეჯერმა ფირმის მაჩვენებლების შედარება უნდა მოახდინოს. შედარებისთვის არსებობს ორი სახის მაჩვენებლები:

  • ამავე საწარმოს მაჩვენებლები წინა პერიოდებში;

  • ამავე დარგის სხვა საწარმოების (კონკურენტების) ანალოგიური მაჩვენებლები.

ანუ, ფინანსური დიაგნოსტიკის შედეგად შეგვიძლია გავაკეთოთ ორი დასკვნა:

  1. როგორ შეიცვალა საწარმოს მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით - გაუმჯობესდა, თუ გაუარესდა?

  2. რამდენად წარმატებულად მუშაობს საწარმოო კონკურენტებთან შედარებით.

  3. ფინანსური კოეფიციენტები.

ფინანსური დიაგნოსტიკისას მნიშვნელოვანია გასაანალიზებელი ფინანსური კოეფიციენტების სწორი შერჩევა. ამისათვის საჭიროა ჯერ გაანალიზდეს ფირმის სტრატეგია და ის მიზნები, რომელთა მიღწევასაც ესწრაფვის, ხოლო შემდეგ გამოვლინდეს კოეფიციენტები, რომელთა გამოთვლაც სავალდებულოა.

ფირმის საქმიანობის შეფასებისას შეიძლება გამოყენებული იქნას 200 ფინანსური მაჩვენებელი, მაგრამ ეს რასაკვირველია, მიზანშეწონილი არ არის. მთლიანი, მსხვილმასშტაბიანი დიაგნოსტიკა სავალდებულოა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ. ხოლო თვეში ან კვარტალში ერთხელ - ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი. ტიპიური, პრაქტიკულად გამოყენებადი კოეფიციენტები მოგვყავს ცხრილის სახით (იხ. გვ. 80).

თუ საწარმო სააქციო საზოგადოებაა და არსებობს ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზარი, მაშინ, უნდა გაანალიზდეს საბაზრო მაჩვენებლებიც, როგორიცაა: მოგება 1 აქციაზე და სხვა.

ფინანსური დიაგნოსტიკის ბოლო პრინციპია დასრულებადობა, რაც გულისხმობს, რომ მას შემდეგ, რაც გაანგარიშებულია ყველა ფინანსური კოეფიციენტი, ჩატარებულია ფინანსური ანგარიშგების ჰორიზონტალური და ვერტიკალური ანალიზი და აღწერილია გასაანალიზებელი პერიოდის ყველა თავისებურება, აუცილებელია დასკვნების გაკეთება. ასეთი დასკვნები უნდა იყოს ლაკონური და კონსტრუქციული, ანუ მიმართული ფირმის საქმიანობის გაუმჯობესების გზების საძიებლად. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია SWOT - ანალიზის გამოყენება. ფირმის საქმიანობის ყველა ფაქტორი 4 ნაწილად ჯგუფდება:

საწარმოს მართვისათვის გამოყენებადი ფინანსური
მაჩვენებლების (კოეფიციენტების) ცხრილი

მაჩვენებელი

გაანგარიშების ალგორითმი

ლიკვიდობის

მიმდინარე ლიკვიდობის

მიმდინარე აქტივების შეფარდება
მოკლევადიან ვალდებულებებთან

აბსოლუტური ლიკვიდობის

ყველაზე ლიკვიდური აქტივების
შეფარდება მოკლევადიან
ვალდებულებებთან

ფინანსური მდგრადობის

ავტონომიურობის
კოეფიციენტი

საკუთარი კაპიტალის შეფარდება
აქტივებთან

ფინანსური
დამოკიდებულების
კოეფიციენტი

ნასესხები და საკუთარი კაპიტალის
თანაფარდობა

პროცენტების დაფარვის
კოეფიციენტი

საოპერაციო მოგების შეფარდება
პროცენტებზე დანახარჯებთან

ძირითადი საქმიანობის
ეფექტიანობა

გაყიდვების მომგებიანობა

მოგების შეფარდება ამონაგებთან

პროდუქციის რენტაბელობა

მოგების შეფარდება
ღირებულებასთან

კაპიტალის გამოყენების
ეფექტიანობა

აქტივების რენტაბელობა RO

წმინდა მოგების შეფარდება
აქტივების საშუალოწლიურ
სიდიდესთან

მიმდინარე აქტივების
რენტაბელობა

წმინდა მოგების შეფარდება
მიმდინარე აქტივებთან

საკუთარი კაპიტალის
რენტაბელობა ROE

წმინდა მოგების შეფარდება საკუთარ
კაპიტალთან

საქმიანი აქტივობის

აქტივების ბრუნვადობის
კოეფიციენტი

ამონაგების შეფარდება აქტივების
საშუალო ღირებულებასთან
პერიოდის განმავლობაში

მარაგების ბრუნვადობის
კოეფიციენტი

პერიოდის განმავლობაში
რეალიზებული პროდუქციის
თვითღირებულების შეფარდება
მარაგების საშუალო
ღირებულებასთან იმავე პერიოდში

საბრუნავი კაპიტალის
ბრუნვადობის კოეფიციენტი

ამონაგების შეფარდება საბრუნავი
კაპიტალის საშუალო სიდიდესთან
პერიოდში

S - ძლიერი მხარეები ფირმის საქმიანობაში;

W - სუსტი მხარეები ფირმის საქმიანობაში;

O - შესაძლებლობები, გაუმჯობესდეს ფირმის მდგომარეობა;

T - საფრთხეები, რომლებიც შეიძლება შეხვდეს ფირმას, თავისი საქმიანობის გაუმჯობესების გზაზე.

SWOT ანალიზის პრაგმატული მიზანშეწონილობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ცდილობს კონსტრუქციულად გააუმჯობესოს ფირმის საქმიანობის შედეგიანობა. SWOT ანალიზის ძირითადი პოზიციების საფუძველზე საწარმოს მენეჯმენტმა უნდა ჩამოაყალიბოს რეკომენდაციები საქმიანობის გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებების მიხედვით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ფინანსური დიაგნოსტიკა დამთავრებულად.

ყველა ზემოთმოყვანილ პრინციპს აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა. ამ პრინციპებს უნდა მისდიოს ფინანსურმა ანალიტიკოსმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური დიაგნოსტიკის შედეგები იქნება უსარგებლო შემდგომი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისათვის, რომლებიც მიმართულია ფირმის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის.

Aнотация
Финансовая диагностика фирм

Нато Бебиашвили

В статье проанализированы те основные показатели, которые должны использоваться при финансовой диагностике предприятия. В финансовом анализе существуют почти 200 показателей, из которых менеджер должен выбрать только те, которые необходимы для принятия управленческих решений. Также необходимо проводить SWOT - анализ и делать правильные выводы на основе финансовых показателей.

10 ბიომეურნეობები

▲ზევით დაბრუნება


10.1 დავით ჩაჩანიძე: სჯობს მოსავალი უფრო ნაკლები და ხარისხიანი იყოს, ვიდრე, ბევრი და ჯანმრთელობისთვის საშიში!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

არაფრის გემო არა აქვს... ხშირად გვსმენია გარეგნულად ლამაზი ხილისა თუ ბოსტნეულის მიმართ დანანებით წარმოთქმული სიტყვები... მართლაც, ქიმიური საშუალებებითა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით წარმოებული პროდუქტი ნატურალურად მოყვანილს ვერც გემოთი შეედრება და ვერც არომატით, სასარგებლო თვისებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ცხოვრების აჩქარებულ რიტმს აყოლილი ადამიანი ხშირად არც კი უფიქრდება, როგორი ხარისხის პროდუქციით იკვებება ყოველდღიურად. ფასტ ფუდი, ანუ სწრაფი კვება ლამის ცხოვრების წესად გვექცა, ბახჩაში მოწყვეტილი არომატული კიტრი, თუ პომიდორი კი - ეგზოტიკად. არადა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების საკვებად გამოყენება ცივილიზაციის სიკეთეებისგან ისედაც გამოფიტული და ენერგიაგამოცლილი ადამიანისთვის მალამოს დარი იქნებოდა...

ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება. საქართველოში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უკვე აცნობიერებენ ქიმიური ნივთიერებების გარეშე მოყვანილი ნაყოფის სიკეთეს. არადა, ჩვენს პატარა ქვეყანას ბიომეურნეობების განვითარების უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ბევრმა არც იცის, რომ მათაც კი, ვისაც ჯერჯერობით მოსავალი მხოლოდ ვირტუალურად, სოციალური ქსელის - „Facebook“-ის ფერმაში თუ მოუწევია, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ იგემონ „ქიმიაშეუხებელი“ პროდუქტი პირდაპირ ბოსტნიდან, ბაღიდან, თუ ტყიდან, დააგემოვნონ უგემრიელესი ახალი კამეჩის მაწონი, თხის რძე, თუ სოფლის კვერცხი, კურდღლისა თუ იხვის ხორცს კი შეუდარებელი კახური ბიო-ღვინო მიაყოლონ...

უმჯობესია, ამ თემაზე იმ ადამიანმა მოგითხროთ, ვინც ასფალტსა და ბეტონში დატყვევებულ ქალაქელებს ნამდვილი ქართული სოფლის არომატი გაახსენა.

ცნობილი ჰომეოპათი დავით ჩაჩანიძე ერთ დროს ხის სოკოს ბიზნესით იყო დაკავებული. გაჩნდა დიდი რაოდენობით სოკოს ნარჩენი, რომლის განადგურება საცოდაობა იქნებოდა... ფიქრმა და ძიებამ შედეგი გამოიღო: თურმე, არსებობდა მეთოდიკა, რომლის დახმარებითაც შეიძლებოდა ამ ნარჩენების გადამუშავება და სასუქად ქცევა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მშრალი სასუქის წარმოება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და ფერმერისთვისაც მისი შეძენა და მეურნეობაში გამოყენება ფუფუნებას უდრიდა. თავისთავად მოვიდა შემდეგი ეტაპი: მშრალი სასუქის თხევად მასაში გადაყვანა. ეს მარტივად... უფრო დაწვრილებით კი:

დავით ჩაჩანიძე: - თხევადი სასუქის მომზადების პროცესში ნარჩენები ბაქტერიებით მუშავდება, რასაც ბაქტერიულ ინოკულაციას ეძახიან. ბაქტერიებში იგულისხმება ნიადაგის მაცხოვრებლების მთელი სპექტრი: აქტინოვიცეტები, ანუ სოკოები, პრიმიტიული ამებები, ნემატოდები, ჭიაყელები... ეს საკმაოდ დიდი ჯგუფი გახლავთ. ვეცადეთ, მაქსიმალურად შეგვევსო ამ ბინადრებით ნარჩენები, რომ ნიადაგის ბუნებრივი შრის - ნეშომპალას მსგავსი ბიოცენოზი, ანუ, სამყარო შექმნილიყო. ის პროცესი, რაც ბუნებაში წლების მანძილზე მიმდინარეობს, ჩვენ რამდენიმე თვეში, შემდეგ კი რამდენიმე კვირაშიც მოვახდინეთ. შედეგი, ანუ, ნაჟური.

ნაჟური სიყვარულითა და მადლიერებით შერქმეული მეტსახელი გახლავთ, რომელსაც ფერმერები თხევად ორგანულ სასუქს ეძახიან. თავად შემქმნელებმა სასუქს ორგანიკა 1 (BioPower Georgia) უწოდეს. იგი ადვილად შესათვისებელი ფორმით შეიცავს: ნიადაგის მიკროორგანიზმებს, ჰუმატის მჟავებს, ენზიმებს, ფულვინის მჟავებს, მიკრო- და მაკროელემენტებს, ვიტამინებს, ბუნებრივ ფიტო ჰორმონებს. ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური სასუქი ადამიანისა და გარემოსათვის სრულიად უსაფრთხოა. იგი ხელს უწყობს მცენარის ზრდაგანვითარებას, ნივთიერებათა ცვლას, ფოტოსინთეზს. თხევადი სასუქი სრულად იხსნება წყალში და მისი ხმარება ძალიან მარტივია: საკმარისია გააზავოთ 1:100 პროპორციით. შედეგად კი რას მივიღებთ? - სასუქი ზრდის თესლის აღმოცენებადობას, ხელს უწყობს მცენარის ფესვთა სისტემის, ღეროს, ფოთლის მაქსიმალურ ზომამდე ჩამოყალიბებას, კალმის დაფესვიანებას, აჩქარებს მცენარის ზრდა-განვითარებას და ახანგრძლივებს ვეგეტაციის პერიოდს. ამასთან, იგი აძლიერებს მცენარის იმუნიტეტს დაავადებებისადმი, იცავს სტრესისგან, ხელს უშლის ნაყოფში რადიონუკლიტებისა და მძიმე მეტალების შეთვისებას. ნიშანდობლივია ისიც, რომ სასუქი ზრდის ყვავილობასა და მსხმოიარობას, ნაყოფში შაქრის, ცილებისა და ვიტამინების შემცველობას, მოსავლის ხარისხს და შენახვის ვადას. მწიფობას კი საშუალოდ 10 დღით აჩქარებს. ასევე, ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის აღდგენას, იცავს მას გამოფიტვისაგან, ამდიდრებს ბაქტერიებით, რომლებიც შემდგომში ნიადაგის გაჯანსაღებასა და მიკრო- და მაკროელემენტებით გამდიდრებას იწვევენ.

საქართველოს კლასიკური ჰომეოპათიის ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით ჩაჩანიძემ ჰომეოპათიური საშუალებები სოფლის მეურნეობაშიც დანერგა და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. ჰომეოპათიური საშუალებები ამ შემთხვევაში ბაქტერიული სტიმულატორების როლს ასრულებენ. ამ გზით შესაძლებელია კომპოსტირების პროცესის კონტროლი და მართვა კალიუმის, ფოსფატისა, თუ აზოტის რაოდენობის დადგენისა და კორექტირების კუთხით. ჰომეოპათიას სოფლის მეურნეობაში სხვაგანაც იყენებენ, მაგრამ ეს მაინც უნიკალური შემთხვევაა, რადგან, ყველაფერს თავად ბატონი დავითი და მისი ჯერ მხოლოდ მცირერიცხოვანი თანამოაზრეები იგონებენ და აკეთებენ.

სასუქი შემოწმებას ანასეულში მდებარე სახელმწიფო ლაბორატორიაში გადის. ენთუზიასტთა პარტნიორები არიან ყანჩაველის სახელობის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი, სადაც სასუქი რეცენზირებას გადის, ანასეულში მდებარე ჩაისა და სუბტროპიკული მცენარეების ინსტიტუტი და წეროვანში მდებარე ერთწლიანი კულტურების ინსტიტუტი, სადაც მოწმდება სასუქის ზემოქმედება მარცვლოვან კულტურებსა და ბოსტნეულზე. წინასწარი მონაცემებით, სასუქს საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემები გააჩნია. მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში მდებარე მეურნეობის სათბურებში ნიადაგი მესამე წელია არ გამოცვლილა, მხოლოდ თხევადი სასუქით ირწყვება, შედეგი კი, მართლაც, განსაცვიფრებელია.

დავით ჩაჩანიძეს ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ სოფლის მოსახლეობამ უკვე აქტიურად დაიწყო ორგანული სასუქის გამოყენება: ყოველ სეზონზე იგრძნობა, რომ მოთხოვნა მატულობს. საერთოდ, ფერმერები და გლეხები, ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავენ შედეგს, რთულია მათი დარწმუნება.

რაც შეეხება ფასს: 1 ჰექტარი მარცვლოვანი კულტურის დამუშავება დაახლოებით 60-90 ლარი ჯდება. ქიმიურ ანალოგში კი ფერმერმა ამისათვის 120 ლარამდე უნდა გადაიხადოს. შემოდგომაზე თესლი და ნიადაგი მუშავდება, გაზაფხულზე კი, როცა მცენარე 10-15 სანტიმეტრს მიაღწევს, საჭიროა სასუქის კიდევ ერთხელ მისხურება.

- საინტერესოა, მაინც რატომ ინერგება ჩვენში ბიომეურნეობა ასეთი ნელი ტემპით, როცა მსოფლიოში ბიო-ბუმია?

- ჩვენი დაკვირვებით, ამ საკითხისადმი ორმაგი მიდგომა არსებობს: მეურნეების უმეტესობას საკარმიდამო ნაკვეთში ყველა სახის პროდუქტი ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთად მოჰყავს, მაგრამ, როცა საუბარია დიდ მასშტაბებზე, ფერმერი რატომღაც ვერ რისკავს და ისევ ქიმიურ საშუალებებს მიმართავს. ბიოლოგიურად სუფთად მოყვანის წესი მხოლოდ ორგანული სასუქის შეტანა არ გახლავთ. ეს არის ასევე, მცენარეთა დაცვა ბიოლოგიური მეთოდებით. ამიტომ, მესმის ფერმერის, რომელსაც სპეციალური ცოდნის გარეშე მართლაც გაუჭირდებოდა მცენარის დაცვა მწერებისგან, თუ ავადმყოფობისგან. ყველაფრის საწყისი კი მაინც ნიადაგია. ამიტომ აქვს ჩვენს ფირმას ასეთი სლოგანი: სუფთა ნიადაგი - ჯანსაღი მცენარე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პარადიგმა, ბაზისი, ამაზეა აგებული ჩვენი საქმიანობაცა და, საერთოდ, ბიო-მეურნეობაც. თუ ნიადაგში ყველაფერი წესრიგშია, ეს იგივეა, როდესაც მშობელი ბავშვს ოჯახში განვითარებისთვის კარგ პირობებს შეუქმნის. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ძლიერი იმუნიტეტი უყალიბდება და ავადმყოფობა რომც შეხვდეს, მას იოლად გადაიტანს. იგივე ეხება მცენარეს. სპეციალიზებული ცოდნის მისაღებად კი არსებობს ლიტერატურა, მაგრამ, უმთავრესად, ინტერნეტში და ისიც ინგლისურ ენაზე (კომპიუტერი და ინგლისური თურმე მაინც საჭიროა...). ჩვენ ფერმერებს ამ მხრივაც ვეხმარებით და კომპლექსურ მიდგომას ვთავაზობთ მათ: ვუხსნით, როგორი თესლის შერჩევა სჯობს, როგორ უნდა დამუშავდეს ნიადაგი, როგორ დავიცვათ მცენარე ბიოლოგიური მეთოდებით (უმთავრესად, ჰომეოპათიური საშუალებებით).

- დავუშვათ, ადამიანმა გარისკა და ბიომეურნეობის მოწყობა გადაწყვიტა. რით უნდა დაიწყოს?

- უპირველესად, უნდა გაარკვიოს, რა სახის კულტურები მოდის ბუნებრივად იმ რეგიონში, სადაც მეურნეობა გაშენდება. ნაკვეთის 9/10 სწორედ კლასიკურ კულტურას უნდა დაუთმოს, 1/10-ზე კი ექსპერიმენტის სახით უცხო ჯიშების გახარებაც მოსინჯოს. შემდეგი ეტაპი გახლავთ კონსულტაცია ჩვენთან. ადგილზე გასვლისას შევისწავლით ტერიტორიას, მის დაშორებას საწარმოებისგან და სავალი გზიდან... (არანაკლებ 4-5 კილომეტრისა). აუცილებელია რელიეფის გამოკვლევა, ქარის მიმართულების დადგენა, მზით განათების ხანგრძლივობის გამოთვლა კონკრეტულ ტერიტორიაზე... ფერმერს კონკრეტული კულტურების მიხედვით მივცემთ რჩევებს. ბიომეურნეობაში ჩვენ ვიყენებთ კოლხურ ბაზოს - მაღალ აწეულ ნიადაგს, სადაც დათესილი და ჩარგულია სხვადასხვა სახის მცენარე, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან: ერთი მცენარე იცავს ძირითად კულტურას გარკვეული მწერებისგან და დაავადებისგან. მაგალითად, პეკინურ კომბოსტოს ხახვი შესანიშნავად არიდებს კომბოსტოს რწყილს. ზაფრანასა და რეჰანს კარგი ურთიერთობა აქვთ პომიდორთან და ა. შ. კოლხური ბაზოები მოსავლელადაც უფრო იოლია, მეტ მოსავალსაც იძლევა. მხოლოდ თავიდან მოუწევს ფერმერს ფიზიკური შრომა და გარჯა ბაზოს გასაკეთებლად: მისი სიმაღლე 20 სანტიმეტრია, სიგანე კი - 1,20 ან 90. სიგრძე 5-დან 15 მეტრამდე მერყეობს. თუმცა, კახეთში ჩვენს მეურნეობაში 30 და 50 მეტრიან ბაზოებსაც შეხვდებით. ბაზო ნოყიერდება კომპოსტით, ანუ, ორგანული ნარჩენით, ან ჩვენივე ორგანული თხევადი სასუქით გაჯერდება. მომდევნო ეტაპებია თესლის დამუშავება, ჩითილის გამოყვანა და კონკრეტული მეთოდიკით ჩარგვა, რომელსაც ინტენსიურ ბიო-თესვას ეძახიან. მცენარეებს შორის მანძილი საკმაოდ შემცირებულია, ვიდრე, ეს ჩვეულებრივ მინდორში თესვისას ხდება. ამ მეთოდით 3-4-ჯერ მეტი მოსავლის მოყვანა შეიძლება. ამის შემდეგ ხდება მულჩირება - ნიადაგის დაფარვა ორგანული ნარჩენებით. ეს შეიძლება იყოს ნახერხი, ნამჯა, ჩალა (ჩვენს პარტნიორებს ჩალას ვურჩევთ). მერე კი იწყება ზრუნვა მცენარის დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე. უმთავრესად, პროფილაქტიკაზე, რადგან, გაფრთხილებული კაცი შეიარაღებულიცაა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი კონსულტაცია აბსოლუტურად უფასოა.

- როგორ გესახებათ ბიომეურნეობების მომავალი საქართველოში?

- არსებობს ძალიან საინტერესო ევროპული სტატისტიკა: კრიზისის ფონზე ევროპაში ერთადერთ მზარდ ბიზნესად ბიოლოგიური პროდუქციის წარმოება დარჩა. პარადოქსია: თითქოსდა, ადამიანს უფრო უნდა უჭირდეს, ამ დროს კი იგი პრაგმატულად ფიქრობს და მიიჩნევს, რომ სჯობია იყიდოს ძვირი პროდუქტი, მიირთვას ნაკლები, მაგრამ ხარისხიანი, ვიტამინებით სავსე, ვიდრე იყიდოს ბევრი და უხარისხო. დიდია მოწამლვის რისკიც. რასაკვირველია, ხარისხიანი პროდუქტი ნიშნავს ჯანმრთელობას, უხარისხო - ექიმთან ვიზიტს, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში საკმაოდ ძვირი ჯდება. სტრატეგიულად და გლობალურად კი ეს ნიშნავს კაცობრიობის გადარჩენას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ: მიწიდან მოვდივართ და მიწაში მივდივართ. თუ მას არ გავუფრთხილდებით და მკვდარი ინსტრუმენტივით მოვეპყრობით, არაფერი არ გამოგვივა... მიწა არის ცოცხალი არსება! არ შეიძლება ცოცხალ არსებას მიუდგე აგრესიულად, გულგრილად... ჩვენი მცირემიწიანი ქვეყნისთვის, სადაც თითოეული მტკაველი გასათვალისწინებელია, სადაც არის უნიკალური ჰავა, მოსახლეობა, სხვა მეთოდით მცენარეების გაზრდა, უბრალოდ, არც შეიძლება... ყველაზე დიდი ძვირფასეულობა ადამიანისა და ქვეყნის ცხოვრებაში არის მიწა, რისი გულისთვისაც ადამიანი სისხლს, ოფლს ღვრის. თუ მიწას გაუფრთხილდები, ის გაჭმევს, გასმევს, ბუნებასთან აბსოლუტურ ჰარმონიაში გამყოფებს...

ყველაზე დიდი მნიშვნელობა ბიომეურნეობის წარმატებაში (ისევე, როგორც სხვა სახის საქმიანობაში) აქვს არა ინვესტიციის მოცულობას, არა სახელმწიფოს მიერ შექმნილ პირობებს, არამედ ადამიანურ ფაქტორს... 90 პროცენტით მაინც... ჩემი სურვილია, პარტნიორად მყავდეს განათლებული, ინიციატივიანი ფერმერი და არა გლეხი, რომელიც უწინ ბატონის წყალობას ელოდებოდა, დღევანდელ პირობებში კი მთავრობის სუბსიდირების იმედად დარჩენილა და წუწუნებს, რომ ცხოვრება მძიმე და რთულია... არადა, გლეხი რომ ფერმერად იქცეს, მხოლოდ განათლებაა საჭირო. ჩვენში ადამიანი სოფლიდან ქალაქში ჩადის განათლების მისაღებად, უკან კი აღარ ბრუნდება. ეს კატასტროფაა! სოფლად აგრონომი უკვე სანთლით უნდა ეძებო! გლეხები, უმთავრესად, დამოკიდებულები არიან შხამქიმიკატების მაღაზიაზე: ვინც რას შემოიტანს, იმას ყიდულობენ და აყრიან მიწას. სამწუხაროდ, ქართველთა უმეტესობას საქართველო მხოლოდ სუფრასთან უყვარს, ქართულ მიწასთან მუშაობას კი თავს არიდებს. როგორ შეიძლება, კაცს სოფელში მიწა ჰქონდეს და ქალაქში გარბოდეს? აქ ფასეულობის შეცვლაზეა საუბარი. ქალაქი არის ილუზია, მირაჟი... ადამიანი კი გაურბის იმას, რაც სიცოცხლის საწყისია - მიწას...

- ბუნებრივად ისმება კითხვა: რამდენად თვალსაჩინო შედეგებს მივაღწიეთ ამ ბოლო წლების მანძილზე?

- ორგანულ თხევად სასუქს ჩვენი ძირითადი ფირმა - Bioorganic georgia აწარმოებს. როდესაც სასუქი შევქმენით, აღმოჩნდა, რომ ის არავის სჭირდებოდა - ვერ ვიპოვეთ ფერმერები, რომლებიც ბიო-მეთოდებით დაინტერესდებოდნენ. ამიტომ დავიწყეთ ფერმერების გაზრდა. ამჟამად ორი აქტიური ბიო-ფერმერი გვყავს: კახა ბერიშვილი ართანაში და ლევან მჭედლიშვილი უფლისციხეში. ისინი აგვყვნენ და მთელი თავიანთი მიწები ბიო-საწყისებზე გადაიყვანეს. ამირან ზექალაშვილი კი კონფლიქტურ რეგიონში ცხოვრობს და ბიო-თხებს ზრდის, რომლებსაც ჰომეოპათიური საშუალებებით ვუვლით. სწავლების გარდა ჩვენ მათ პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებაც შევთავაზეთ. აი, აქ ერთვება საქმეში ჩვენი მეორე ფირმა - ბიოფოოდ. გე. ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების წარმოებული ბიო-პროდუქცია ვებ-გვერდზე www.biofood.ge. გვიკვეთავს ქართველი მოსახლეობაც და საელჩოების თანამშრომლებიც. საქმე აშკარად პერსპექტიულია, რადგან, კლიენტები თანდათან გვემატება. ამით ვრწმუნდებით, რომ სწორ გზაზე ვდგევართ. დიდ რეკლამას არც ვეწევით: ჩვენი კლიენტები თავად ეპატიჟებიან ერთმანეთს, ერთად აგემოვნებენ პროდუქტს და რწმუნდებიან მის ხარისხში.

0x01 graphic

ფერმერებისთვის განკუთვნილი წიგნის გამოცემასაც ვაპირებთ. უკვე დავუკავშირდით ამერიკელ და ინგლისელ ავტორებს, გამომცემლებს. გვსურს ჩვენი სპეციალისტების ჩართვაც... ბიო-ტურების მოწყობასაც ვგეგმავთ. გვსურს, შეფობა გავუწიოთ სკოლებს, ბავშვებს თავადვე დავათესინოთ მცენარეები და მიწის სიყვარული გავუღვივოთ... თანაც, რეგიონებშიც გავდივართ, რეალიზაციაზე, მარკეტინგზე და მენეჯმენტზეც ვფიქრობთ. არ ვიცი, როგორ უნდა მოვასწროთ ეს ყველაფერი ოთხმა კაცმა.... მეურნეობაში ხომ დილის 6 საათიდან ამოვდივართ! სახლში ხანდახან ვერც კი ვბრუნდებით.... მაგრამ ენერგიას ისევ მიწა გვაძლევს: რაც სოფელში დავიწყე მუშაობა, მის გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმომიდგენია...

0x01 graphic

ეკა ჯიმშელაძე

11 PR

▲ზევით დაბრუნება


11.1 „ამბოლი“ - ხარისხიანი ავტონაწილების გარანტი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტომობილის მფლობელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავი ხარისხიანი საავტომობილო ნაწილებისა თუ საბურავების მისაღებ ფასში შეძენაა. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საიმედო ადგილსა და ფართო ასორტიმენტს. საქართველოში ავტოსალონებისა და ავტონაწილების მაღაზიების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით. თუმცა, ზოგიერთმა კომპანიამ ავტომობილების მფლობელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. დღევანდელ ნომერში ერთ-ერთ მათგანს წარმოგიდგენთ.

კომპანია ამბოლი 2003 წელს დაარსდა და საქმიანობის პირველსავე წლებში წამყვანი კომპანიის სახელი დაიმკვიდრა ავტომობილის ფარების, ალუმინის დისკებისა და აქსესუარების ბაზარზე. კომპანია ავტონაწილებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტის იმპორტსა და რეალიზაციას ახორციელებს როგორც საბითუმოდ, ასევე, საცალოდ საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით, რომლის გაფართოებაზე ამბოლი დაარსების დღიდანვე ზრუნავდა. დღეისათვის კომპანიის ქსელი შვიდი მაღაზიისგან შედგება, რომელთაგან ექვსი თბილისში, ერთი კი ქუთაისში მდებარეობს. უახლოეს მომავალში „ამბოლი“ მაღაზიას ბათუმშიც გახსნის.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტონაწილების მწარმოებელ ქარხნებთან პირდაპირი კავშირი და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები, იმპორტირებული საქონლის უშუალოდ მომხმარებელზე რეალიზაცია საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით ამბოლის მაღაზიებში წარმოდგენილ პროდუქციაზე ყველაზე დაბალ ფასებს განაპირობებს. ავტონაწილების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქციისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზეც კომპანია მუდმივად მუშაობს.

კომპანია პროდუქციის იმპორტს გერმანიიდან, იტალიიდან, ტაივანიდან, ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, სამხრეთ კორეადან - აწარმოებს. ამბოლი ავტომობილების მფლობელებს წელს პირველად სთავაზობს იაპონური ფირმა NITO-ს საბურავებს, რომელიც მსოფლიოში საბურავების წარმოების სფეროში ერთერთ ლიდერადაა აღიარებული.

ამბოლის მაღაზიებში ავტომანქანის ნათებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროდუქციას შემოგთავაზებენ: აქ სისტემატურად იყიდება უმაღლესი ხარისხის ფარები, ჰალოგენის, ქსენონისა თუ დიოდის ნათურები. ამბოლი მსოფლიოში საუკეთესოდ მიჩნეული გერმანული ავტონათურების მწარმოებლის - ოსრამის ოფიციალური დილერია. ამბოლის მაღაზიებში ქსენონის სისტემებიცაა წარმოდგენილი, რომლებიც ავტომანქანის ნათების საშუალებებში ტექნიკის ბოლო სიტყვად მიიჩნევა.

ამბოლის მაღაზიებში მინტექსის წარმოების შესანიშნავი სამუხრუჭე ხუნდების, ულამაზესი ალუმინის დისკების (OZ RACING, MOMO, ALUTEC), ზეთების, ფილტრების, ავტომობილისთვის საჭირო თითქმის ყველა ნაწილის შეძენა შეგიძლიათ. სულ ახლახან ამბოლმა ავტომანქანის ძარის თუნუქისა და პლასტმასის ნაწილებიც შემოიტანა. კიდევ ერთი სიახლე: მუდმივი კლიენტებისთვის ამბოლი შემოდგომაზე სპეციალური ფასდაკლების ბარათების შემოღებას გეგმავს.

ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ამბოლი მომხმარებელს საზაფხულო საბურავების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის დირექტორი დავით ჭანტურია ავტომოყვარულებს სეზონურ სასარგებლო რჩევებსაც აძლევს:

დავით ჭანტურია: ზამთრის საბურავების ზაფხულში მოხმარება არაგონივრულია, უმთავრესად, უსაფრთხოების თვალსაზრისით: ზამთრის საბურავები სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ სამუხრუჭე მანძილის, მოცურების საწინააღმდეგო თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებლებს მხოლოდ ზამთრისთვის დამახასიათებელ ტემპერატურაზე ავლენს. სწორედ ამიტომ მათი სიცხეში გამოყენება მაღალი რისკის მატარებელია. თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ზამთრის საბურავები ძალიან სწრაფად ცვდება ზაფხულში მზისგან გაცხელებულ ასფალტზე, რადგან +7 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი. საბურავი, რომელმაც, როგორც წესი, 2-3 ზამთარი უნდა გაატაროს, თუკი მისთვის შეუფერებელ სეზონზე არ შეცვლიან, ერთი ზაფხულის გადატანის შემდეგაც კი უვარგისი გახდება. სწორედ ამიტომ ვურჩევ ავტომობილის მფლობელებს: საბურავების სეზონურად შერჩევის შემთხვევაში უსაფრთხოდაც ივლიან და საგრძნობ ეკონომიასაც გააკეთებენ.

0x01 graphic

საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავედ დგას ფალსიფიცირებული ავტონაწილებით ვაჭრობის საკითხი. ხშირ შემთხვევაში, კლიენტის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ფალსიფიცირებული პროდუქცია ორიგინალზე ძვირადაც იყიდება.

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ამბოლის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დაცულია უხარისხო, ფალსიფიცირებული პროდუქციისგან. ქსელში მხოლოდ ცნობილი ბრენდების უმაღლესი ხარისხის ორიგინალი ავტონაწილები იყიდება, რადგან, ამბოლი ოფიციალური იმპორტიორია. მეორე უპირატესობა კი ხარისხიანი პროდუქციის დაბალ ფასად შეძენის შესაძლებლობა გახლავთ, რაც ნამდვილად ამართლებს ამბოლის სლოგანს: ხარისხი საუკეთესო ფასად!

დაინტერესების შემთხვევაში ამბოლის მაღაზიებს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართებზე:

თბილისში:
აკაკი წერეთლის გამზირი №40 ტელ.: 8(90) 121 001;
ელიავას ბაზრობა (სამი მაღაზია) ტელ.: 8(90) 121 002, 8(90) 121 003, 8(90) 121 009;
ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა №15 ტელ.: 8(90) 121 004;
ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა №7 (ავტობაზრობა), ტელ.: 8(90) 121 005;
დიღმის ხიდთან, მტკვრის მარჯვენა სანაპირო ტელ.: 8(90) 121 007.

ქუთაისში:
ქუთაისი, სოფელი ქვიტირი, ავტომაგისტრალზე, ავტონაწილების ბაზრობასთან.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ამბოლის
ვებ-გვერდს: www.amboli. ge

11.2 „ელგასი“ მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები

▲ზევით დაბრუნება


ჩვენში სხვადასხვა სახის დაცვითი სისტემები დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუკი რამდენიმე წლის წინათ მათ, უმთავრესად, ორგანიზაციებში ამონტაჟებდნენ, დღეისათვის თითოეული მოქალაქე ცდილობს შეძლებისდაგვარად დაიცვას თავისი საკუთრება მოსალოდნელი საფრთხეებისაგან.

შპს ელგასი სულ რაღაც ერთი წლის წინ დაფუძნდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული ურთიერთობები დაამყარა უცხოელ პარტნიორებთან და უახლოეს მომავალში დაცვითი სისტემების წარმოების სფეროში მსოფლიოში აღიარებული პროდუქციის ოფიციალურ დისტრიბუტორადაც მოგვევლინება სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ელგასი დაცვით სახანძრო სიგნალიზაციას, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებს, შეზღუდული შეღწევის სისტემებს, აუდიო და ვიდეო დომოფონებს, ფარულ კამერებს ამონტაჟებს ორგანიზაციებში, კერძო სახლებსა თუ მრავალსართულიან კორპუსებში. „ელგასის“ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებიდან შუამავლის გარეშე შემოდის, რაც, ბუნებრივია, ფასზეც აისახება. როგორც „ელგასის“ მენეჯერი ლევან მინაძე განმარტავს, მათი კონკურენტებიც საკმაოდ მაღალი ხარისხის საქონელს სთავაზობენ კლიენტს, თუმცა, „ელგასის ფასებს, პროდუქციის ხარისხსა და მომსახურების დონეს თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე დაბალია. გარდა ამისა, პროდუქციის უმეტეს ნაწილზე ელგასი ორწლიან გარანტიას იძლევა. ელგასის მომსახურებით საქართველოში მოქმედი წარმატებული კომპანიებიც სარგებლობენ.

0x01 graphic

ლევან მინაძის ინფორმაციით, თუ აქამდე ყველაზე დიდი პოპულარობით დაცვითი სიგნალიზაციის სისტემები სარგებლობდა, ბოლო ხანებში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა სამეთვალყურეო თვალზე, რომელიც ვიდეო ჩანაწერის სახით აფიქსირებს ყველაფერს 24 საათის განმავლობაში, ერთიდან ოთხი თვის პერიოდში. პოპულარული პროდუქციის ნუსხაშია გაზის და სხვა მხუთავი აირის დეტექტორებიც. თანამედროვე ტიპის, 2010 წლის მოდელები 60 კვადრატულ მეტრზეა გათვლილი. ამავე ფართობზე მოქმედებს სახანძრო დეტექტორებიც. „ელგასის“ ჩამონათვალშია რადიოგადამცემები, უკაბელო სიგნალიზაცია, ვიბრაციული სენსორები... ამ უკანასკნელს, უმთავრესად, ბანკებში იყენებენ. აღნიშნული ტიპის ხელსაწყო კედლის დანგრევისას ვიბრაციაზე რეაგირებს.

0x01 graphic

სამომავლოდ ელგასი დიდი მაღაზიის გახსნას აპირებს, სადაც დაცვითი სისტემების სფეროში მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს შემოგვთავაზებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი,
ვახუშტი ბაგრატიონის .54
ტელ.: 34-54-03, 8(99) 56-36-22.

12 თვითმმართველობა

▲ზევით დაბრუნება


12.1 თვითმმართველობის პროექტის პლიუსები და მინუსები

▲ზევით დაბრუნება


ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სახელმწიფო სტრატეგია (პროექტი), რომელიც შემუშავებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) - ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური ხელშეწყობით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სამართლებრივი დოკუმენტია.

აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ფაქტობრივად წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საშუალოვადიან კონცეფციას.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენა-განხილვა-დამტკიცება, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა მისი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, რაც სრულად შეესატყვისება „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით დადგენილ ადგილობრივი თვითმმართველობის ფისკალური ავტონომიის პრინციპებს.

სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის ევროპულ ქარტიასთან თეორიული შესაბამისობის მიუხედავად, სინამდვილეში, როგორც ეს სტრატეგიის პროექტშიც ხაზგასმითაა მითითებული, ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ფაქტობრივი საფინანსო-ეკონომიკური ავტონომიურობის ხარისხი საკმაოდ დაბალია, რასაც, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს: თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო შემოსავლების მცირე მოცულობა და მასში საკუთარი შემოსავლების დაბალი ხვედრითი წილი; საჯარო ხელისუფლების ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებს შორის საბიუჯეტო შემოსავლების არაადეკვატური პროპორციით განაწილება; ადგილობრივი ბიუჯეტების სათანადოდ დახვეწილი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმების გარეშე შედგენა და სხვ.

რეფორმის სტრატეგიით, ძირითად მიმართულებად დასახულია ისეთ ღონისძიებათა განხორციელება, როგორიცაა:

  • იმ გადასახადებისა და მოსაკრებლების ნუსხის გაზრდა, რომელთა შემოღებისა და მათზე განაკვეთების დაწესების უფლება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კომპეტენციაში იქნება. ამასთან, საჭიროდაა მიჩნეული .. გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის რეგულარულად გადასინჯვა იმ მიზნით, რომ ტრანსფერტის გამოანგარიშება დაეფუძნოს ობიექტურ კრიტერიუმებს;

  • სტრატეგიის პროექტით გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობისათვის სასწავლო-მეთოდური დახმარების გაწევა სრულფასოვანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმების შემუშავებაში. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში გადაცემას, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის მატერიალური, ტექნიკური და მეთოდური დახმარების გაწევას მათზე გადასაცემი ქონების აღწერა-ინვენტარიზაციის პროცესში.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სახელმწიფო სტრატეგიაში ფისკალურ დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს ბიუჯეტების ფორმირების პრობლემისადმი უფრო ღრმა და პრინციპულ მიდგომებს. კონკრეტულად საქმე ეხება ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობის მოწესრიგებას და სხვადასხვა დონის ბიუჯეტების ფორმირება - აღსრულებისთვის გამოთანაბრებული პირობებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის დაახლოებით თანაბარი ფინანსური შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას უნდა ემსახურებოდეს შემოსავლების განაწილების წესის შესახებ საქართველოს კანონის პერიოდულად გადახედვის საჭიროება და აუცილებლობა.

სამწუხაროდ, ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობისა და ფისკალური დეცენტრალიზაციის პრობლემა გარკვეულ სისტემურ ხასიათს ატარებს. ამას ის გარემოება განაპირობებს, რომ საბაზრო პრინციპებზე მუშაობის უკვე მრავალწლიანი პრაქტიკის მიუხედავად, არ მომხდარა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ტერიტორიული მართვის ორგანოებს შორის ფინანსების (ბიუჯეტების) ფორმირებასა და გამოყენებაში ცენტრისა და ტერიტორიული ერთეულების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლეობის მკვეთრი და მკაფიო გამიჯვნა.

ბიუჯეტთაშორის ურთიერთობაში ჩამოყალიბებული გაურკვევლობა, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია მმართველობის სახელისუფლებო დონეებს შორის უფლებამოსილებათა და პასუხისმგებლობათა გაუმიჯნაობაში, თვალნათლივ მიუთითებს იმაზე, რომ დღეისათვის არ არსებობს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს მორგებული, ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობის მომწესრიგებელი პოლიტიკა, რაც, თავისთავად განაპირობებს ოპტიმალური სატრანსფერტო პოლიტიკის არარსებობას.

მოუწესრიგებელ ბიუჯეთაშორის ურთიერთობებზე და მისგან გამომდინარე ოპტიმალური სატრანსფერტო პოლიტიკის უქონლობაზე აშკარად მიუთითებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში ფინანსური რესურსების უკმარისობას განიცდის და ცენტრალური ბიუჯეტიდან სისტემატურ ფინანსურ დახმარებას ითხოვს ქვეყნის პრაქტიკულად ყველა ტერიტორიული დანაყოფი (რეგიონი) და მათში შემავალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების უმრავლესობა. შექმნილი ვითარების მთავარი მიზეზი კი უნდა ვეძიოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებიდან საბიუჯეტო შემოსავლების მაქსიმალური მოცულობით ამოღების და ადგილზე მხოლოდ მცირე ნაწილის დატოვების გაუმართლებელ პოლიტიკაში.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობის გართულებას და ცენტრსა და ტერიტორიულ ერთეულებს შორის ფინანსური რესურსების არაოპტიმალურ განაწილებას იმთავითვე ხელი შეუწყო სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის საგადასახადო შემოსავლების განაწილების არასწორი პოლიტიკის გატარებამ, კერძოდ, დროისა და ვითარების მიხედვით, მარეგულირებელი გადასახადების არასწორად განსაზღვრამ.

ეს იმაში გამოიხატა, რომ მარეგულირებელი გადასახადების ფუნქციას 1990-2000-იანი წლების პირველ ნახევარში ასრულებდა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და მათი სიდიდე საგადასახადო შემოსავლებში ერთეული პროცენტობით იზომებოდა. ხოლო, როცა ამ სახის გადასახადებიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ ოპერატიულად (კანონმდებლურად) დაკარგეს მარეგულირებელი ფუნქცია, რაც, ვფიქრობთ, გამართლებული არ იყო, რადგან ამით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები, ფაქტობრივად, ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ფინანსური რესურსების მუდმივ მთხოვნელებად (თუ არა მათხოვრებად) გადაიქცნენ.

ამასთან დაკავშირებით, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობის, ანუ ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხი უფრო უკეთესად იყო მოწესრიგებული გეგმიანი ეკონომიკის პირობებში, სადაც სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის რეგულატორის ფუნქცია დაკისრებული ჰქონდა ე.წ. ბრუნვის გადასახადს (დღგ-ს ნაირსახეობას), რომელიც ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე გადასახადის სახეს წარმოადგენდა და გარანტირებულად უზრუნველყოფდა ბიუჯეტებს შორის საგადასახადო შემოსავლის დადგენილი პროცენტული წილის მიხედვით განაწილებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სწორი ფისკალური დეცენტრალიზაციის პოლიტიკის განსახორციელებლად, საგადასახადო შემოსავლების სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის განაწილებასა და ცენტრალური ადგილობრივი ბიუჯეტების შესრულებაში დაახლოებით გამოთანაბრებული პირობების შესაქმნელად მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საბიუჯეტო რეგულირების (ფისკალური დეცენტრალიზაციის) პოლიტიკა, ერთი მხრივ, ეფუძნებოდეს ბიუჯეტებს შორის საგადასახადო შემოსავლების წყაროების ოპტიმალური და სამართლიანი განაწილების პრინციპებს, ხოლო, მეორეს მხრივ, ადგილობრივ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სიდიდე დაკავშირებული იყოს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მუშაობის შედეგებთან.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეული ახორციელებს სამი სახის უფლებამოსილებას, სახელდობრ

1. ექსკლუზიური უფლებამოსილება, ანუ, უფლებამოსილებათა ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლება თვითმმართველ ერთეულს მინიჭებული აქვს ორგანული კანონით.

2. დელეგირებული უფლებამოსილება, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თავის კომპეტენციაში არსებული გარკვეული უფლებამოსილების ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადაცემას. როგორც წესი, უფლებამოსილებათა გადაცემა (დელეგირება) უნდა განხორციელდეს სათანადო საკანონმდებლო აქტის, ან ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემას.

3. ნებაყოფლობითი უფლებამოსილება, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ ნებისმიერი საქმიანობის განხორციელების უფლებას, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალული არ არის და არ განეკუთვნება ავტონომიური წარმონაქმნების უფლებამოსილებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა რეგულირების დახვეწის მიზნით პროექტით გათვალისწინებულია საჯარო უფლებამოსილებათა მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების თვითმმართველობის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში (ჰარმონიაში) მოყვანის საჭიროება და მათი კუთვნილებადობის ზუსტად განსაზღვრა. ამ მიზნით, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ცალკეული საკანონმდებლო აქტის კუთვნილებადობის გადასინჯვისას მკაფიოდ უნდა გამიჯნოს, ესა თუ ის კონკრეტული საჯარო კომპეტენცია უნდა გადაეცეს თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობებს ექსკლუზიურ გამგებლობაში, უნდა მოხდეს თვითმმართველ ერთეულებზე მისი დელეგირება, თუ იგი უნდა მიეკუთვნოს სახელმწიფო ხელისფლების უფლებამოსილებათა სფეროს.

ამასთან, უფლებამოსილებათა გამიჯვნა აუცილებლად უნდა მოხდეს სუბსიდირების პრინციპის შესაბამისად, ანუ, იმდაგვარად, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის მომსახურებების გაწევის და ხარჯების ანაზღაურების კომპეტენცია დაეკისროს სახელმწიფო (ცენტრალური) მმართველობის შესაბამის ორგანოებს, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობისა - ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ვფიქრობთ, ბუნდოვანი და გაუგებარია, ვინ ან რა იგულისხმება „თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში და ვინაა მუნიციპალური ხელისუფლება, რომლის მიმართაც ამ ორგანოებმა უნდა შეასრულოს ადგილობრივ მოქალაქეთა დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია?!

რეფორმის სახელმწიფო სტრატეგიაში ასევე წამოყენებულია წინადადება, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეგიონების დონეზე მოქმედი კვაზიდეკონცენტრირებული მმართველობის სრულფასოვან მმართველობად გარდასაქმნელად. გაფართოვდეს გუბერნატორების უფლებამოსილებათა წრე და მათ მომავალში მიენიჭოს დამატებითი კომპეტენციები, უპირველეს ყოვლისა, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის სფეროში.

უნდა ვაღიაროთ რომ, რეალურად, „კანონმდებლობით რეგიონების გუბერნატორისათვის მინიჭებულ ერთადერთი კონკრეტული სახის უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობაა“. თუმცა, ჩვენი ღრმა რწმენით, ამას ხელი არ შეუშლია, რომ დღეს გუბერნატორებად წოდებული პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები თავიანთ რეგიონებში გამხდარიყვნენ „ერთხელისუფალნი“, რომელთა წინაშე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები, შეიძლება ითქვას, უფლებრივად შეუიარაღებელ (რა თქმა უნდა, რეალური უფლებამოსილების კუთხით) ჯარისკაცებს წარმოადგენენ.

აქედან გამომდინარე, ალბათ, უფრო სწორი იქნება, ვიმსჯელოთ არა .. გუბერნატორების უფლებების გაზრდაზე, არამედ, მითვისებული (და არა კანონით მინიჭებული) რეალური უფლებამოსილების შესატყვისად რეგიონის სოციალურეკონომიკურ განვითარებაში მათი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმალური საქმიანობისთვის საჭიროა ინფორმაციულობის გარკვეული დონე. მაგრამ დღეისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები არასათანადოდ არიან აღჭურვილი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით და სხვა საჭირო აპარატურით, რის გამოც მათში სუსტადაა განვითარებული ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, დამუშავებისა და გადაცემის კომპიუტერული სისტემები. დეფიციტია შესაბამისი კადრების მხრივაც.

განსახილველი რეფორმის სახელმწიფო სტრატეგიაში ჯეროვანი ყურადღებაა გამახვილებული ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და მუნიციპალურ მომსახურებაზე, რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულების ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში შედის. თუმცა, ასეთი ხარჯების დაფინანსებისთვის სათანადო მატერიალური რესურსების არქონის გამო, ამ მიმართულებით საქმიანობა არასახარბიელო დონეზე ხორციელდება.

ვფიქრობთ, ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრება-წინადადების განსჯა-ანალიზი და მათი გათვალისწინება ხელს შეუწყობს საჯარო განხილვისთვის წარმოდგენილი „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სახელმწიფო სტრატეგიის“ (პროექტის) შინაარსობრივ-ხარისხობრივ გაუმჯობესებას და მის უფრო დახვეწილ და სრულყოფილი დონის საკანონმდებლო აქტად წარმოჩენას.

ჯამლეთ შათირიშვილი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი;

ლეონა შათირიშვილი,
საქართველოს პარლამენტის სტაჟიორი

АНОТАЦИЯ

Проблемные вопросы Государственн ой стратегии
реформирования местного самоуправления

Джамлет Шатиришвили, доктор экономических наук, профессор
Леона Шатиришвили, Парламент Грузии, стажер

Местное самоуправление является важнейшей составной частью единой системы государственного управления. Под местным самоуправлением подразумевается децентрализация системы государственного управления в разрезе административно- териториальных единиц страны с присвоением им полного правомочия управления (в пределах их компетенции) и возложения на них ответственности за результаты их деятельности.

В статье достаточно глубокосодержательно проанализированы вопросы фискальной децентрализации и межбюджетных отношений, указано на нечеткое разграничение прав и обязанност центральной власти и териториальных единиц в формировании и испоьзовании финансовых (бюджетных) ресурсов, что отрицательно отражается на трансфертную политику государства.

Исходя из создавшейся ситуации, нами предложено: фискальная децентрализация (бюджетное регулированые) обязательно основываться на оптимальное и правильное распределение источников налоговых поступлений между бюджетами разных уровней и, в тоже время, объем налоговых поступлений в местных бюджетах определяться по итогам работы органов местного самоуправления в мобилизации бюджетных доходов.

В научной статье при рассмотрении вопроса реформирования децентрализации и делегирования правомочий, нами обращено внимание на то, что разграничение правомочий между центральной властю и органами местного самоуправления должно осуществляться с учетом принципа субсидирования, т.е. с указанием компетенции обслуживания и оплаты связанных с ними расходов.

Что касается сферы административно-териториальной реформы, по нашему соображению, речь должна идти не об увелечении полномочий т.н. „губернаторов“ (как это указано в проекте реформы местного самоуправления), которые, в действительности, стали „единовластниками“ в своих регионах, а наоборот, думать о повышении их ответственности в социально-экономическом развитии региона в соответствии с не присвоенными им по закону полномочиями, а реально ”прихваченными” ими правомочиями.

13 აგრარული სექტორი

▲ზევით დაბრუნება


13.1 თემის სამეწარმეო მობილიზაცია - სოფლის სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მექანიზმი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ვენ გვიყვარდა ვენი მამული, ვენი მიწა-წყალი,
უმისოდ ვენი თავი ვერც კი წარმოგვედგინა, და ამ
სიყვარულმა, ამ მიკერებამ მიწაზედ, თუ შეიძლება
ასე ვთქვათ, შეჰქმნა თვით ვენი ისტორიაც. ვენი
ძალ-ღონე, ვენის ცხოვრების და ვინაობის ბურჯი,
ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ვენი
სიკეთე და სიმდიდრე მიწა და გუთანია“.

ილია ჭავჭავაძე

საქართველო უძველესი აგრარული კულტურის ქვეყანაა. ქართველები სამიწათმოქმედო ცივილიზაციის შექმნის სათავეებთან იდგნენ და მიწათმოქმედება მათთვის არა მხოლოდ უბრალო სამეურნეო საქმიანობა, არამედ, ერთგვარი ღვთისმსახურება იყო. ყოველივე ამან განაპირობა მათი განსხვავებული ჩვევები, სურვილები და მისწრაფებები ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, რაც მიწასთან მარადიული ურთიერთობის თავისებურებებიდან გამომდინარეობს და რამაც უზრუნველყო ქართველთა უმთავრესი საქმიანობის - სოფლის მეურნეობის გადაქცევა ქართული სახელმწიფოს წარმოქმნის საძირკველად.

მიწა ქართველი გლეხკაცისთვის არა მარტო წარმოების საშუალებაა, არამედ მისი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და ეროვნული სუბიექტის, არსის განმსაზღვრელი ორგანული ნაწილია. მიწისაგან მისი მოწყვეტა არა მარტო ტრადიციული აგრარული კულტურის მოსპობას, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სოფლის როგორც ეროვნული კულტურის საფუძვლის, ყოფა-ცხოვრების წესის შემოქმედის, შემნახველისა და განმაახლებლის ფუნქციის მოშლასაც გამოიწვევს.

საქართველოში ბოლო წლებში შექმნილი მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმან, რომ არ განხორციელდა მიზანმიმართული ეკონომიკური და სოციალური რეფორმები. ყველაზე დიდი რეზერვი, რომლის ამოქმედება უნდა გამხდარიყო მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესების საფუძველი, უყურადღებოდ იქნა მიტოვებული.

დღეს, როდესაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურისთვის დახმარების გაწევა, მოსახლეობის რეალური შესაძლებლობების გამოკვეთას და რეალიზაციას განსაკუთრებული ადგილი ენიჭება. სწორედ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ორგანულად შერწყმულ სათემო ორგანიზაციებს ხელეწიფებათ თემის (სოფლის) მოსახლეობის თანამონაწილეობის ღრმად გააზრებული პროექტების საშუალებით მოახდინონ ადგილებზე რეალურად არსებული ინტელექტუალური, ორგანიზაციული და სამეურნეო რესურსების მთლიანი წარმოჩენა და გამოყენება, რის შედეგადაც გარედან ფინანსურ დახმარებასა და სხვა სახის ღონისძიებებს შეექმნებათ წარმატებით განხორციელების ობიექტური საფუძველი.

სათემო ორგანიზაციებს შეუძლიათ გაააქტიურონ საზოგადოებრივი აქტივობა იმ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და სადაც ამგვარი აქტივობის ინტენსიური განვითარება სხვადასხვა პირობების გამო ბუნებრივად, ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი. მათი მუშაობის სტილი მოქნილია და დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისი. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ძალა, როგორც რეალურად მოქმედი ძლიერი ელემენტი და სანდო პარტნიორი მწვავე პრობლემების გადაჭრაში.

თემის მობილიზაციის მიმართულებებს შორის განსაკუთრებული ადგილი ენიჭება ეკონომიკურ ნაწილს, რადგან სწორედ ეკონომიკური ეფექტიანობის პრინციპზე დამყარებულ პროექტებს გააჩნიათ რეალური სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადი განვითარების ძლიერი გარანტიები. აქ თემის მობილიზაცია შეიძლება გახდეს ტრადიციული ეკონომიკური დარგების ახლებური ორგანიზაციული მოწყობის, მათი ეფექტურობის ამაღლებისა და, შესაბამისად, თემის წევრთა შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის რეალური მექანიზმი (რაც თავის მხრივ წარმოადგენს მოსახლეობის სოციალური განვითარების ძლიერ საფუძველს). ამის თვალსაჩინო მაგალითია სოფლის მეურნეობის ის დარგები, სადაც არსებობს აგროპროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ჩამოყალიბებული ტრადიციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენენ. ასეთებია: მევენახეობა-მეღვინეობა, ხილის (.. ციტრუსი), ბოსტნეულის, ჩაისა და საკონსერვო პროდუქციის წარმოება და სხვა. დღეისათვის ისინი განიცდიან მწვავე კრიზისს, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, პროდუქციის რეალიზაციისა და ამ დარგებში დაგროვილ სხვა პრობლემებთან ერთად, სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოთა ინტერესების გათიშულობა წარმოადგენს.

სასოფლო-სამეურნეო დარგები წარმოადგენენ მთლიანობით სისტემას, რომლის ეფექტურობა დამოკიდებულია როგორც მისი შემადგენელი ძირითადი ელემენტების იმანენტურ თვისებებზე, ასევე ამ რგოლებს შორის არსებულ ურთიერთკავშირებზე. რაც უფრო მჭიდროა (ორგანულია) ეს ურთიერთკავშირები, მით მეტად სრულყოფილი და ეფექტურია ეს სისტემა. შესაბამისად, ამ კავშირების დარღვევა ხდება მიზეზი ამ დარგების პარალიზებისა, რომლის შედეგებიც სახეზეა.

სოფლის მეურნეობის პროდუქცია ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:

) პროდუქცია (ნედლეული), რომელსაც გადამუშავების გარეშე გააჩნია სასაქონლო სახე. იგი ფერმერის მიერ უშუალოდ მიეწოდება ბაზარს, ან, მოიხმარება პირადი ინტერესებისთვის. ასეთებია: ხილი, ბაღჩეული, ბოსტნეული, ციტრუსი, ნაწილობრივ - ხორცისა და რძის პროდუქტები და სხვა. ამ ტიპის პროდუქციის წარმოება, მრავალი სირთულის მიუხედავად, შედარებით მოწესრიგებულია და ამას ძირითადად ის გარემოება განაპირობებს, რომ გლეხი უშუალოდაა დაკავშირებული სარეალიზაციო ბაზრებთან და კონტროლს უწევს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციიდან სასურველი კომერციული შედეგის მიღებას.

) ნედლეული, რომელიც განკუთვნილია გადამუშავებისთვის. ასეთებია: ჩაი (ჩაის ფაბრიკებისთვის), ყურძენი (ღვინის ქარხნებისთვის), ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული (საკონსერვო წარმოებისთვის), ხორცი და რძე (ხორცისა და რძის კომბინატებისათვის) და სხვა. სწორედ ეს არის ის სფერო, სადაც ფერმერი იზოლირებულია სარეალიზაციო ბაზრისგან, რადგან, ასეთი პროდუქციის ერთადერთი მომხმარებელია შესაბამისი გადამმუშავებელი საწარმო. ამდენად, ამ ტიპის პროდუქციის წარმოება მთლიანად დამოკიდებულია გადამმუშავებელი საწარმოს ფუნქციონირების ეფექტურობაზე. აღსანიშნავია, რომ დარგებზე მოდიოდა ქვეყნის შიდა ეროვნული პროდუქტის ძირითადი ნაწილი და ამიტომ ისინი ეკონომიკის მთავარ ბაზისს წარმოადგენდნენ.

მათი მდგომარეობა მიმდინარე პერიოდში ხასიათდება, როგორც კრიზისული, რომლის გამომწვევ მიზეზებს შორის ძირითადია:

  1. არაკონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და სარეალიზაციო ბაზრების დაკარგვა.

  2. ინტერესთა კონფლიქტი გადამმუშავებელ საწარმოსა და პროდუქციის (ნედლეულის) მწარმოებლებს (ფერმერებს) შორის.

ბოლო წლებში განვითარებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გადამმუშავებელ საწარმოებს ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე დააკისრა “წამყვანის” როლი აგროსასურსათო სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საწარმოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულია ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა და შემოსავლები, გადამმუშავებელ საწარმოთა მესაკუთრენი, როგორც კერძო იურიდიული პირები, ამ საწარმოთა მუშაობის გაჩერებისა და, შესაბამისად, ამა თუ იმ სასოფლოსამეურნეო დარგის პარალიზების შემთხვევაში პასუხს აგებენ არა ამ დარგებში დასაქმებული ათასობით ადამიანის, არამედ, მხოლოდ თავიანთი ბიზნესის წინაშე. სწორედ ეს არის სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელ საწარმოთა გათიშულობისა და ინტერესთა კონფლიქტის ძირითადი მიზეზი.

გადამმუშავებელი საწარმოები საკუთარი დანახარჯების შემცირების მიზნით ახდენენ ფერმერებისგან პროდუქციის შესყიდვას რაც შეიძლება დაბალი ფასებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებს ამ პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი. ფერმერი, თავის მხრივ, დაინტერესებულია, რომ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით დაფაროს დანახარჯები და მიიღოს გარკვეული მოგება კვლავწარმოებისა და პირადი მოხმარების მიზნით, მაგრამ, იმის გამო, რომ მისი პროდუქციის ჩაბარება მხოლოდ შესაბამის გადამმუშავებელ საწარმოშია შესაძლებელი, იგი იძულებულია დათანხმდეს პროდუქციის შესყიდვის დისკრიმინაციულ ფასს. ეს კი იწვევს ფერმერების ინტერესის (მოტივაციის) დაკარგვასა და მათ გაუცხოებას ძირითადი პროდუქციის წარმოების მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ხდება უმნიშვნელოვანესი დარგების განადგურების საფუძველი, რისი შედეგებიც სახეზე გვაქვს: პრაქტიკულად აღარ არსებობს საკონსერვო წარმოება, თითქმის განახევრდა ვენახებისა და ხეხილის ფართობი, ჩაის პლანტაციებით გაშენებული ათასობით ჰექტარი ტყედ არის ქცეული და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ გადამმუშავებელი საწარმოების მესაკუთრეთა შორის არსებობენ ერთეული გამონაკლისები, რომლებმაც ნაწილობრივ შეძლეს წარმატებების მიღწევა, უნდა ითქვას, რომ მათი წილი უმნიშვნელოა და ეს ქვეყნისათვის საჭირო დარგები გაჩერებულია, რაც ავტომატურად იწვევს აგრარულ სექტორში დასაქმებული ასიათასობით ადამიანის სამეურნეო საქმიანობის პარალიზებას. ისინი იძულებულნი ხდებიან ეძებონ შემოსავლის მიღების ალტერნატიული გზები, სწყდებიან მიწას, სოფელს, ოჯახს და ძირითადად (უკეთეს შემთხვევაში) ეძალებიან დიდ ქალაქებში არსებულ წვრილ ვაჭრობას, რისი გამოცდილებაც მათ არ გააჩნიათ, ამიტომ მათი პერსპექტივა სრულიად არაპროგნოზირებადი და ბუნდოვანია ასეთი „ახალი საქმიანობა“ უმრავლეს შემთხვევაში კრახით მთავრდება.

როგორია ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა?

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის განვლილმა პერიოდმა უკვე აშკარა გახადა, რომ ქვეყნის არსებული ბიუჯეტის შესრულებაზე ზრუნვა მხოლოდ ადმინისტრირების გამკაცრებით და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციით (რასაც თავის მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება) ვერ გახდება სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძველი. აუცილებელია სამეწარმეო საქმიანობის დამხმარე კომპლექსური და მიზნობრივი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, რის თვალსაჩინო მაგალითსაც სწორედ თემის სამეწარმეო მობილიზაციის პროგრამა წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ეფექტური ფუნქციონირების, ბალანსირებული განვითარების, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტის მოგვარებისა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელ ფაქტორებს შორის ძირითადია:

  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მიზნით სოფლის მოსახლეობის (თემის) წევრთა კოოპერირება;

  • სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ინტეგრაცია, რაც პირდაპირ კავშირშია შესაბამისი დარგების ახლებურ ორგანიზაციულ მოწყობასთან თემის სამეწარმეო მობილიზაციის საფუძველზე;

  • გადამმუშავებელ საწარმოთა ტექნიკურ-ტექნოლოგიური მოდერნიზაცია, რაც უნდა განხორციელდეს თვით ამ საწარმოთა ახლებური საკუთრებითი და ორგანიზაციული მოწყობით;

  • მზა პროდუქციის რეალიზაცია.

0x01 graphic

სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელი პირობა მათი ინტეგრაციაა. ინტეგრირების ოპტიმალური ფორმისა და მასზე დამყარებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეფექტური მოდელის ძიებას, საბოლოო ანგარიშით, თემის სამეწარმეო მობილიზაციის აუცილებლობასთან მივყავართ. იქ, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტად აირჩევს სოფლის მეურნეობის შესაბამისი დარგის განვითარებას, სწორედ თემის სამეწარმეო მობილიზაცია გახდება მათი ინტეგრირების ეფექტური მექანიზმი. სათემო ორგანიზაციის ეგიდით მოსახლეობა (თემი) აწარმოებს პროდუქციას, რომელსაც ხელშეკრულების საფუძველზე გადასამუშავებლად აძლევს გადამმუშავებელ საწარმოს. გადამუშავებული პროდუქცია თემის საკუთრებაა. მისი რეალიზაცია და კომერციული შედეგის მიღება კი თემის პრეროგატივაა. მიღებული მოგებიდან ფერმერები ერთობლივად განსაზღვრავენ შესაბამისი სახსრების სოციალურ ღონისძიებებზე მიმართვის საკითხს.

თემის მობილიზაციის სამეწარმეო ინიციატივაზე დამყარებული შესაბამისი დარგების შიდაორგანიზაციული მოწყობის ახლებურად გააზრებული მოდელი გახდება საფუძველი პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნისა, სადაც თითოეული სამეწარმეო რგოლი დანარჩენებთან ორგანულად ინტეგრირებული ნაწილია. თემის თითოეული წევრი შემოსავლების გაზრდის მიზნით დაინტერესებული იქნება აწარმოოს უფრო მეტი რაოდენობისა და მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამავე დროს თავისი წარმომადგენლების საშუალებით აქტიურად ჩაერთოს გადამმუშავებელი წარმოების პროცესის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ სრულყოფაში და საბოლოო პროდუქციის რეალიზაციაში.

გადამმუშავებელ საწარმოთა ტექნიკურ-ტექნოლოგიური მოდერნიზაცია უშუალოდაა დაკავშირებული ამ საწარმოთა ახლებურ საკუთრებით და ორგანიზაციულ მოწყობასთან. აღსანიშნავია, რომ ინტერესთა გათიშულობის ფონზე აგრარული სისტემის არაეფექტური ორგანიზაციული მოწყობა განაპირობებს იმას, რომ ყველა ინვესტიცია, თუ დახმარება, გაწეული ცალკე - სოფლის მეურნეობაზე და ცალკე - გადამმუშავებელ საწარმოზე, არაეფექტურია. ახლებური საკუთრებითი და ორგანიზაციული მოწყობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გადამმუშავებელ საწარმოში ახალი ტექნოლოგიების შეტანა ხდებოდეს მასთან ფუნქციონალურად დაკავშირებული რგოლის - სათემო კავშირის მიერ, რომელიც აწვდის მას ძირითად ნედლეულს. ამ მეთოდით გადამმუშავებელი საწარმოების ბაზაზე, ან მისგან დამოუკიდებლად შეიქმნება ახალ საკუთრებით ურთიერთობაზე დამყარებული ტექნოლოგიურად განახლებული ახალი სამეწარმეო სუბიექტი, სადაც თემი, როგორც იურიდიული პირი, გახდება გადამმუშავებელი საწარმოს თანამესაკუთრე. მისი წილი საწესდებო ფონდში იქნება მასში შეტანილი ტექნიკური აღჭურვილობის ღირებულების შესაბამისი.

ეს პროცესი გამოიწვევს:

  • თემის წევრთა შემოსავლების ზრდას უშუალოდ გადამმუშავებელი საწარმოს მოგებიდან;

  • გადამმუშავებელი საწარმო პასუხისმგებელი ხდება მასთან ფუნქციონალურად დაკავშირებული რგოლის - თემის წინაშე, რომელიც თავისი წარმომადგენლების საშუალებით კონტროლს გაუწევს როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ნედლეულის) წარმოების, ასევე, მისი გადამუშავებისა და რეალიზაციის პროცესს.

0x01 graphic

დღეს გადამმუშავებელ საწარმოთა მნიშვნელოვანი ნაწილის ძირითადი საშუალებები მოცდენილია, მოძველებულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეპატრონეებს არ გააჩნიათ ან სახსრები, ან, ინტერესი როგორც მათი ტექნიკური განახლების, ასევე ნედლეულის, ენერგომატარებლების და სხვა კომპონენტების შეძენის მიმართ. ისინი თანახმანი იქნებიან ასეთ პროექტებში მონაწილეობის მიღებაზე, თუ:

  • მათგან დამოუკიდებელი ან ერთობლივად მოპოვებული სახსრებით მოხდება მათი საწარმოების ტექნიკურ-ტექნოლოგიური გადაიარაღება, საბრუნავი საშუალებების მოპოვება, კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოება, სარეალიზაციო ბაზრების მონახვა და, შესაბამისად, მაღალი კომერციული შედეგის მიღება;

  • ისინი მიიღებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას (ნედლეულს) ღირებულების ანაზღაურების გარეშე, რადგან თემი თავის შემოსავალს მიიღებს საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან მის მიერ წარმოებული ნედლეულის ღირებულებისა და გადამმუშავებელი საწარმოს საწესდებო ფონდში მისი საკუთარი წილის შესაბამისად. საწყის ეტაპზე, აუცილებელი იქნება აგრომწარმოებლებზე ნედლეულის გარკვეული ნაწილის (30-50%25) ღირებულების ანაზღაურება, რაც სათემო კავშირისთვის ავანსის სახით დამატებითი სახსრების მოზიდვასთანაა დაკავშირებული და პროექტის დაფინანსების ერთერთი კომპონენტია;

  • თემის სამეწარმეო მობილიზაციისა და გადამმუშავებელ საწარმოთა ახალი ორგანიზაციული და საკუთრებითი (თემის საკუთრება, შერეული ტიპის საკუთრება) მოწყობის გამო გაიზრდება ფერმერების დაინტერესება აგროპროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც გადამმუშავებელ საწარმოთა წარმადობას, ასევე, მათ მესაკუთრეთა მოგებასაც.

ამ პროგრამის განხორციელებით მიიღება ე.წ. სინერგიული ეფექტი შემდეგი ძირითადი კომპონენტების (ეფექტების) ერთობლიობის საფუძველზე:

1. ეკონომიკური ეფექტი - მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრი ზრდა, აგრარული დარგების ინტენსიური და ბალანსირებული განვითარება.

2. სოციალური ეფექტი - სოციალური სოლიდარობა და სამართლიანობა, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება.

3. მოსახლეობის დასაქმება - მოხდება სოფლების მოსახლეობის მასიური დასაქმება, სადაც დაფინანსების მოცულობა ერთ დასაქმებულ პირზე შეადგენს საშუალოდ 1000 ლარს, რაც 8-10-ჯერ აღემატება ამ კუთხით კერძო ბიზნეს-პროექტებში განთავსებული ინვესტიციების ეფექტიანობას, რომელიც შეადგენს დაახლოებით 50 000 აშშ დოლარს (85 000 ლარი) ერთ დასაქმებულ პირზე.

4. ეკონომიკური თვითმმართველობა - თვითანაზღაურება, თვითრეგულირება, თვითკონტროლი.

საქართველოში თემის სამეწარმეო მობილიზაციის განხორციელების მიზნები და მოსალოდნელი შედეგებია:

  • თემის მოსახლეობის თითოეული წევრის შრომითი და სამეურნეო რესურსების შერწყმა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, სახელმწიფო სტრუქტურებში და არასამეწარმეო სექტორში დაგროვილ შესაბამისი დარგების კვლევისა და განვითარების მდიდარ გამოცდილებასთან და მათი კაპიტალიზაცია.

  • თემის თითოეული წევრის სამეწარმეო ინიციატივის განვითარებაზე და არა დაქირავებულ შრომაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ფორმირება;

  • მოსახლეობის რეალური შესაძლებლობებისა და პრიორიტეტული პრობლემების გამოკვეთა და ამ ფონზე სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გასაწევი ხელშემწყობი ღონისძიებების ქმედითუნარიანობის ამაღლება;

  • სამეწარმეო საქმიანობის მართვისა და ფუნქციონირების ცივილიზებული ფორმების დანერგვა და განვითარება;

  • თემის წევრების მიერ რეალური თვითმმართველობის ყველა კომპონენტის: თვითანაზღაურების, თვითრეგულირებისა და თვითკონტროლის განხორციელება;

  • მოსახლეობის მასობრივი დასაქმება;

  • საქართველოს მხარეების ეკონომიკური და სოციალური განივითარება;

  • საზოგადოებაში სოციალურეკონომიკური პოლარიზაციის დონის შემცირება;

  • საერთო აგროპროდუქციის წარმოების მიზნით თემის წევრთა კოოპერირება;

  • თემის მოსახლეობის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა და აქედან გამომდინარე, მათი საერთო სოციალური პრობლემის მოგვარება;

  • პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების ინტეგრირებული სისტემების შექმნა;

  • მოსახლეობის სამეწარმეო კულტურისა და განათლების დონის ამაღლება;

  • კერძო მეწარმის და თავისუფალი მოქალაქის შესაბამისი აზროვნებისა და ქცევის ლოგიკის დამკვიდრება.

თემის სამეწარმეო მობილიზაციის განხორციელების შედეგად მოხდება ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შემოსავლების მკვეთრი ზრდა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამიტომ, ამ პროექტებს ექნება მაგალითის ძალა სხვა თემებისთვისაც. თავის მხრივ, სათემო ორგანიზაციის ეფექტური ფუნქციონირება განისაზღვრება იმ მატერიალური რესურსებით, რომელიც წარმოიშობა კონკრეტული სამეურნეო პროექტების განხორციელებით. სწორედ ამიტომ თემის სამეწარმეო მობილიზაციის პროექტებს შეექმნებათ რეალური სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადი განვითარების ობიექტური საფუძვლები

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუტი საზოგადოებრივი (კორპორაციული) ბიზნესის განვითარების მიმართულებებს მხოლოდ კერძო ინიციატივათა ჭრილში განიხილავს, რაც უაღრესად აკნინებს ასეთი პროექტების რეალურ მნიშვნელობას მიმდინარე პერიოდის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი გაჯანსაღებისთვის. არსებულ ვითარებაში ისევე, როგორც აუცილებელია მკვეთრად იყოს გამიჯნული სახელმწიფო და კერძო სექტორის ფუნქციები, არც საზოგადოებრივი (კოოპერაციული) სექტორის ცალსახად მოაზრებაა მართებული მარტოდენ საკუთრივ კერძო ბიზნესის ჭრილში. რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესის განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას აქვს უდიდესი მნიშვნელობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ, თუ არსებობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვა, უფრო ძლიერი მოტივები და, შესაბამისად, პროგრამები, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების მრავალრიცხოვანი წევრების, როგორც სამეწარმეო სუბიექტების განვითარებაზე და, მით უმეტეს, თუ ეს ხდება ჩვენი ქვეყნის ტრადიციული დარგების რეაბილიტაციის საფუძველზე, მაშინ, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებათა იგნორირება, ან მათი განხილვა ტიპიური კერძო ბიზნეს-პროექტების პარიტეტულად, უნდა ჩაითვალოს სერიოზულ მეთოდოლოგიურ შეცდომად.

ჩვენი პოზიცია არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ეკონომიკურ პროექტებში სოციალური სოლიდარობისა და სამართლიანობის წინა პლანზე წამოწევით რამდენადმე ვზღუდავდეთ სამეურნეო სისტემის განვითარების წმინდა ეკონომიკურ ასპექტს. პირიქით, სწორედ ეკონომიკური მექანიზმების პრიორიტეტი იძლევა მატერიალური დოვლათის განაწილების ორი ძირითადი პრინციპის - ეკონომიკურისა და ეთიკურის - ოპტიმალური სინთეზის საშუალებას. ამიტომ, ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიცნობიეროს, რომ სოციალური პოლიტიკის ყველაზე ძლიერი ფუნდამენტი სწორედ ეკონომიკური პოლიტიკაა და მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრის კერძო სამეწარმეო ინიციატივის განვითარებასა და სამეურნეო სისტემის სრულყოფაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება გახდეს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და საშუალო ფენის ჩამოყალიბების ერთადერთი მყარი საფუძველი.

ვინაიდან საქმე ეხება ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას დარგების ორგანიზაციული მოწყობის ცვლილებათა საფუძველზე, ქვეყანაში თემის სამეწარმეო მობილიზაციის პროგრამის განხორციელება გახდება ეკონომიკური რეფორმა, რომელიც განუზომლად დიდ წვლილს შეიტანს საქართველოში უმუშევრობის შემცირების, სიღარიბის დაძლევისა და სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის ეროვნულ საქმეში. დასასრულ, ხელისუფლების ნების პირობებში თემის სამეწარმეო მობილიზაციის პროგრამა შესაძლებელია განხორციელდეს მთავრობის მიერ დეკლარირებული პროექტის ასი გადამმუშავებელი საწარმო სოფლად ფარგლებში.

დავი მამუკელაშვილი,
მევენახეთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე

პაატა კოღუაშვილი,
თსუ პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

Annotation

Community Entrepr eneurial Mo bilization - A Mechanism of Accelerated
Socio-Economic Develop ment

D. Mamukelashvili, P. Koguashvili

„The Community Entrepreneurial Mobilization Program“ concerns the development of cooperative relations and inter-branch integration in rural areas. Under the aegis of the community unions, the most important locally available resources of the intellectual, economic and organizational arrangement will be fully highlighted as well as a single cycle of production, processing and marketing of agricultural products will be created. The community population will be in full ownership of the income from sales of the final product and it will itself decide on earmarking the respective funds for reproduction and/or handling of common social problems. Implementation of the Community Entrepreneurial Mobilization Program will bring forth a substantial growth of incomes of the major portion of the country's population and dynamic improvement of its socio-economic situation.

13.2 საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების ძირითადი ორიენტირები ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, საქართველოს მეტად გაუძნელდება საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტური სასურსათო პროდუქტების შესყიდვა. ამდენად, ქვეყანამ აქედანვე უნდა აირჩიოს აგრარული სექტორის შემდგომი განვითარების ორიენტაცია.

დიახ, საქართველომ უნდა აირჩიოს აგრარული სექტორის განვითარების ისეთი ორიენტაცია, რომელიც პირველ რიგში პასუხობს საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპს - ქვეყანამ გამოავლინოს თავისი კონკურენტუნარიანი უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით და აწარმოოს საექსპორტო პროდუქცია, რითაც ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზარზე. ამავე დროს, აგრარულმა სექტორმა უნდა უზრუნველყოს თავისი უპირველესი ამოცანა - ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება.

გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2010-15 წლებისთვის მსოფლიოში სურსათზე მოთხოვნილება 50%25-ით, ხოლო, 2050 წლისთვის კი 3-ჯერ და მეტად გაიზრდება. მეტიც, შესაძლებელია უკვე 2015 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით უმწვავესი სასურსათო კრიზისი დაიწყოს.

საქართველოში ევროგაერთიანების TACIS-ის პროექტის საერთაშორისო ექსპერტთა მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველსაყოფად, საქართველომ აგრარული სექტორის განვითარების სამი ძირითადი მიმართულება შეიძლება აირჩიოს:

  1. სურსათზე მოთხოვნილების სამამულო წარმოების პროდუქციით დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული პოლიტიკა;

  1. სურსათზე მოთხოვნილების იმპორტული პროდუქციით დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული პოლიტიკა;

  1. შერეული (სურსათზე მოთხოვნილების როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე, იმპორტული პროდუქციით დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული) პოლიტიკა.

საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის საწყის ეტაპზე, საქართველოსთვის ყველაზე უფრო მისაღები გზაა მოსახლეობის სურსათზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე, იმპორტული პროდუქციით - ამ ორი მიმართულების რაციონალური დაბალანსებით, ხოლო, პერსპექტივაში ორიენტაციის აღება თვითუზრუნველყოფასა და საექსპორტო პროდუქციის წარმოების გაფართოებაზე. ეს მოსაზრება განპირობებულია მრავალი ფაქტორით: საქართველოს ჯერ-ჯერობით არ ძალუძს მთლიანად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილება ძირითად სასურსათო პროდუქტებზე - მარცვლეულზე და აქედან გამომდინარე, ხორცისა და რძის პროდუქტებზე. ამასთან, დღეისათვის ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია შესაბამისი ტექნოლოგიური და საწარმოო პოტენციალი, რათა მხოლოდ სამამულო წარმოების პროდუქციით უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილება ყველა სახის სურსათზე. საქართველოს მთავრობისა და ქართველ მეცნიერთა მიერ ერთობლივად შემუშავებული „მარცვლეულის წარმოებისა და გადამუშავების სახელმწიფო პროგრამის“ თანახამად, მარცვლეულზე საქართველოს მინიმალური მოთხოვნილება შეადგენს 2 მილიონ 280 ათას ტონას, ხოლო, ოპტიმალური კი - 2 მილიონ 820 ათას ტონას. ქვეყანაში დღემდე ფაქტიურად მიღწეული ყველაზე მაღალი მოსავლიანობის პირობებშიც კი (26,2 ც/ჰა - 1988 წელს), ჩვენი ქვეყნის მიერ მინიმალური მოთხოვნილების მარცვლეულის საწარმოებლად საჭირო იქნება 900 ათასი, ხოლო ოპტიმალური მოთხოვნილების მარცვლეულის საწარმოებლად კი - 1130 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული. მარცვლეულის საწარმოებლად ამ რაოდენობით სათესი ფართობების გამოყოფა კი მცირემიწიანი საქართველოსთვის შეუძლებელია. ამდენად, სამამულო წარმოების სურსათით ქვეყნის თვითუზრუნველყოფისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაცია და პრაქტიკაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვა.

თუმცა, ამავე დროს, საქართველოს აგრარულ სექტორს შეუძლია აწარმოოს ბევრი ისეთი სახეობის საექსპორტო პროდუქცია, რომელთა ექსპორტირებისგან მიღებული სავალუტო შემოსავლებით შესაძლებლობა შეიქმნება არა მარტო დეფიციტური მარცვლეულის, არამედ, სხვა სასურსათოO პროდუქციის იმპორტირებისაც.

ეროვნული აგრარული პოლიტიკის თანახმად, ქართველ აგრარიკოს-მეცნიერთა გაანგარიშებით, პერსპექტივაში, ქვეყნის გარედან სურსათის შემოტანის გარეშე შესაძლებელი იქნება ერთ სულ მოსახლეზე მინიმალური და მაქსიმალური ვარიანტის შესაბამისად ვაწარმოოთ: შაქრის ფხვნილი - 6,4 და 7,3 კგ (ფიზიოლოგიური ნორმა 37 კგ), ხორცი და ხორცის პროდუქტები - 35 და 38,1 კგ (75 კგ), რძე და რძის პროდუქტები - 129,3 და 190,6 კგ (338 კგ), თევზი - 1,8 და 3,3 კგ (11 კგ), მცენარეული ზეთი - 3,8 და 4,9 კგ (7,3 კგ), კარტოფილი - 98 და 100,4 კგ (58 კგ), ბოსტნეული - 140 და 143 კგ (131 კგ), ხილი და კენკრა - 92 და 96,5 კგ (138,5 კგ).

გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ საქართველოში არსებული რესურსების შესაბამისად წარმოებული სურსათის უმეტესი ნაწილი ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დაკმაყოფილებას და საჭიროა მათი შემოტანა ქვეყნის გარედან. სურსათზე მოსახლეობის მრავალფეროვანი მოთხოვნა შეიძლება დაბალანსდეს საგარეო ვაჭრობაში აქტიური ჩართვით და საექსპორტო შემოსავლების გადიდებით. საქართველოში არის საშუალება იწარმოოს მრავალი ისეთი სახის პროდუქცია, რომლებიც იძლევიან საშუალებას გატანილ იქნას ექსპორტში და ამ პროდუქციის რეალიზაციით მიღებული თანხა მოხმარდეს შემოსატანი კვების პროდუქტებისა და აგროსამრეწველო კომპლექსისთვის საჭირო მასალების შეძენას. ასეთი საექსპორტო პროდუქციაა: ბაიხისა და ნატურალური ჩაი, ყურძნის ღვინო, შამპანური, კონიაკი, არაყი და ლიქიორი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, მინერალური წყლები, უალკოჰოლო სასმელები, პაპიროსი და სიგარეტი, ეთერზეთები, პარფიუმერია-კოსმეტიკის ნაწარმი, თაფლი, საადრეო კარტოფილი, ციტრუსები და ზოგიერთი სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ამ პროდუქტების წარმოების შესაძლებლობა განსაზღვრავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობას და ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის მაქსიმალურად გამოყენებას.

რაც შეეხება ორიენტაციის აღებას სურსათზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე მთლიანად იმპორტირებული პროდუქციით, ჩვენის აზრით, ეს საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა მთლიანად გახდება დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე და მსხვილ, იმპორტიორ ქვეყნებზე, რაც არასასურველია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისიდან გამომდინარე.

ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარების ორიენტირის განსაზღვრისას არ შეიძლება მხედველობაში არ მივიღოთ თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ძირითადი თეორია - კონკურენტუნარიანი უპირატესობის თეორია. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობა, მსოფლიო ბაზარზე სხვა ქვეყნებთან კონკურენტუნარიანი პაექრობაა.

ქვეყნებს შორის კონკურენციული ხასიათი სრულად გამორიცხავს, რომ ერთი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა სხვა ქვეყნების ხარჯზე მოხდეს.

მოცემული თეორიის თანახმად, ეკონომიკური აყვავება თანამედროვე ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში ქვეყნებს შორის კონკურენციას მოაქვს. ყველა ქვეყანას აქვს შესაძლებლობა განავითაროს ეკონომიკის კონკურენტუნარიანი დარგები. ამის მკაფიო მაგალითია ბუნებრივი რესურსებით ისეთი არამდიდარი ქვეყნების დაწინაურება, როგორიცაა: იაპონია, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, ავსტრია, ნიდერლანდები, დანია, ბელგია და სხვა. მსოფლიოს ყველაზე მაღალგანვითარებულ, ე.ი. კონკურენტუნარიან ქვეყნებს შორის ეს ქვეყნები მყარად ინარჩუნებენ მოწინავე ადგილებს.

აქედან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ნებისმიერ განვითარებად ქვეყანას, მათ შორის ისეთსაც, რომელსაც არახელსაყრელი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, თავისი თავისებურებებიდან გამომდინარე, შეუძლია განავითაროს ეკონომიკის დარგებს შორის ისეთი პრიორიტეტული სფეროები, რომელიც საშუალებას მისცემს ამ ქვეყანას აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია, ჩაერთოს საერთაშორისო კონკურენციის გლობალურ პროცესში, დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო ბაზარზე და მიაღწიოს ეკონომიკურ კეთილდღეობას.

საქართველოს გააჩნია ისეთი პრიორიტეტული სფერო, როგორიცაა აგროსამრეწველო და სასურსათო კომპლექსი, რომელსაც შეუძლია აწარმოოს ისეთი კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც მტკიცედ დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ბაზარზე.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველომ უნდა აირჩიოს აგრარული სექტორის განვითარების ისეთი ორიენტაცია, რომელიც პირველ რიგში პასუხობს საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპს - რომ ქვეყანამ გამოავლინოს თავისი კონკურენტუნარიანი უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით და აწარმოოს საექსპორტო პროდუქცია, რითაც ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზარზე. ამავე დროს, აგრარულმა სექტორმა უნდა უზრუნველყოს თავისი უპირველესი ამოცანა - ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება.

ამრიგად, საექსპორტო პროდუქციის წარმოების გაფართოება და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება, ამავე დროს, სამამულო პროდუქციის სურსათით ქვეყნის თვითუზრუნველყოფა საქართველოს აგრარული სექტორის ძირითადი ორიენტირია.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ნათლად იკვეთება ის უმნიშვნელოვანესი ამოცანები, რომელიც საქართველოს აგროსასურსათო სექტორმა უნდა გადაჭრას ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მისაღწევად: პირველ რიგში, აწარმოონ კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებას და საექსპორტო შემოსავლების ზრდას, რაც სურსათზე ადგილობრივი მოთხოვნილების დასაბალანსებლად იმპორტული პროდუქციის შესყიდვის საშუალებას იძლევა. ამავე დროს, აწარმოონ მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვანი პროდუქცია, რომელიც ყოველმხრივ დააკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებას სურსათზე.

ლეილა გეგენავა,
ასისტ. პროფ. სსაუ;
თენგიზ ლაჭყეპიანი,
ასოც. პროფ. სსაუ;
ლალი შოშიაშვილი,
მასწავლებელი სსაუ.

Annotation

THE GOALS OF DEVELOPMENT OF GEORGIA'S AGRICULTURAL
SECTOR
FOR THE COUNTRY'S FOOD SAFETY

LEILA GEGENAVA asist. prof., TENGIZ LACHKEPIANI asoc. prof.,
LALI SHOSHIASHVILI teacher Agricultural University of Georgia

On account current World Market circumstances, it won't be easy for Georgia to buy scarce goods on the international market. The country should aim the future development orientation of its own agricultural sector.

Georgia should choose such development orientation of agricultural sector which answers the main principle of the market economy the country should expose its superiority in comparison with other countries and produce its own export production to get a place on the international market. At the same time the agricultural sector should secure its main purpose the country's food safety.

13.3 მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამარ ლაზარიაშვილი,
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ასისტენტ-პროფესორი

საქართველოს ეროვნულ ეკონომიკაში მევენახეობა-მეღვინეობა ყოველთვის თვალსაჩინო როლს ასრულებდა. ყურძნის ადგილობრივი ჯიშების შესანიშნავი ფონდით, საუკუნეების გამოცდილებაზე დაფუძნებული საუკეთესო ღვინოების გამოყვანით, მრავალფეროვანი ღვინის პროდუქციის წარმოების ორიგინალური წესებით, საქართველოს რეფორმამდელ პერიოდში ღირსეული წვლილი შეჰქონდა მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში.

ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ მევენახეობა ძველ საქართველოში უაღრესად განვითარებული უნდა ყოფილიყო, რადგან ისეთი მაღალი ღირსების ვაზ-ყურძნის ჯიშების შექმნა საფერავი, რქაწითელი და სხვა ჯიშები, ქართველ მევენახეს მხოლოდ ხანგრძლივი და შეგნებული მზრუნველობით აღსავსე მუშაობით შეეძლო.1

საქართველოსათვის ისტორიულად განმსაზღვრელ დარგებს წარმოადგენდა მევენახეობა და მის საფუძველზე აღმოცენებული მეღვინეობა. სხვადასხვა მხარის ბუნებრივი პირობების შესაბამისად, საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა ზვრების ჯიშობრივი შემადგენლობა. იგი მდიდრდებოდა ახალი სელექციური უხვმოსავლიანი და მაღალი ხარისხის ღვინოების მომცემი ჯიშებით, რამაც საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო დონის მევენახეობას და მეღვინეობას.

საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი განუყოფელი ნიშან-თვისებაა ხარისხი. მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეობის მხარის თანავარსკვლავედში (რომლებიც განვითარებული ხარისხიანი მეღვინეობით გამოირჩევიან), საქართველოს დამსახურებულად უჭირავს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი. განვითარებული მევენახეობამეღვინეობის ქყეყნებს შორის საქართველო გამოირჩევა მნიშვნელოვანი უპირატესობებით. ამას ძირითადად ორი გარემოება განაპირობებს: ჯერ ერთი, მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და დაგროვილი უნიკალური გამოცდილება, ვაზის კულტურის გაშენებისა და ღვინის წარმოების მდიდარი ჩვევები, ორიგინალური ჯიშობრივი შემადგენლობა; მეორე, საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნება, რაც განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით და რელიეფის ხასიათით. სწორედ, ამ ორი ფაქტორის ოპტიმალური შეხამების გავლენით ყალიბდებოდა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებული ნიშან-თვისებები, რომლებმაც ღირსეული ადგილი და როლი მიუჩინეს მას მსოფლიო მეღვინეობაში.

ეროვნულ ეკონომიკაში მევენახეობა-მეღვინეობის სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და განვითარების შესაძლებლობებიც გააჩნია. 2009 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაში მემცენარეობის წილად მოდიოდა მთლიანი შიდა პროდუქტის 41%25, მეცხოველეობის წილად 56%25, მომსახურების წილად მხოლოდ 3%25. მემცენარეობაში წამყვანი ადგილი მევენახეობას უკავია. 2009 წლის მონაცემებით, ვენახების ფართობმა 25 ათასი ჰექტარი, ხოლო მოსავალმა 149,9 ათასი ტონა შეადგინა.2 ქვეყანაში შემცირებულია უმეტესი სასურსათო პროდუქტების, მათ შორის, ყურძნისა და ღვინის წარმოება. 1980-2008 წლებში ყურძნის ღვინოების წარმოების მაჩვენებელი 19257 ათასი დკლ-ით შემცირდა. მნიშვნელოვნად შემცირდა შამპანურის (1049 ათასი დკლ-ით), არყისა და ლიქიორის წარმოებაც (559 ათასი დკლ-ით), იგივე პერიოდში ყურძნის წარმოება 795,6 ათასი ტონით შემცირდა.

0x01 graphic

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, აგრარული სფეროდან მევენახეობა-მეღვინეობის სექტორი ყველაზე მეტადაა ორიენტირებული ბაზარზე. საქართველოს შეუძლია მსოფლიო ბაზარს მიაწოდოს მაღალხარისხოვანი სუფრის სამარკო და უნიკალური ნახევრადტკბილი ღვინოები. დიდი მოთხოვნილებაა ქართულ სამარკო შამპანურზე და კონიაკზეც. საქართველოს გააჩნია მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მდიდარი ტრადიციები, რომელთა მიხედვითაც, დღეს ამ სექტორის რეაბილიტაციის ეროვნული პროგრამა უნდა დაიხვეწოს. ასეთი სტრატეგია უზრუნველყოფს ამ სექტორის პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.3 მიზანშეწონილია შეიქმნას საერთაშორისო ბაზარზე ღვინისა და კონკურენტუნარიანი ღვინომასალის გასატანად უცხოური ჯიშების, მაგ. შარდონე, კაბერნე სავინიონი, პინო შავი და სხვა კონკურენტული წარმოებისა და გადამუშავების ხელსაყრელი პირობები. აქედან გამომდინარე, მევენახეობის რეაბილიტაციის ეროვნული სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს მევენახეთა სტიმულირებაზე მაღალმოსავლიანი დაბალხარისხიანი ყურძნის წარმოებიდან გადავიდნენ დაბალმოსავლიანი მაღალხარისხიანი ყურძნის წარმოებაზე. შესაბამისი ვაზის ჯიშის შერჩევით და მოწინავე აგროტექნიკით შეიძლება მოსავლიანობის გადიდების და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების საკითხის გადაწყვეტა. ვენახის ფართობების ზრდასთან დაკავშირებით ისმება ჯიშის სწორი განლაგების, სუფრის, შამპანური, სადესერტო ღვინოების, კონიაკების გამოშვების შემდგომი გადიდებისა და მათი ხარისხის არსებითი გაუმჯობესებისათვის მიწის მასივების რაციონალურად გამოყენების საკითხი. პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მაშასადამე, ბაზარზე მეტი ხვედრითი წილის მოპოვებისათვის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისა და სურსათის სფეროში სასურსათო საქონლის მარკეტინგული სამსახურის განვითარება. რაც მეტი იქნება ბაზრის ხვედრითი წილი, მით მეტი იქნება ეკონომიკური ეფექტიანობა. დღეისათვის საკმაოდ დიდი პრობლემაა მევენახეებისთვის ყურძნის მოსავლის რეალიზაცია. ღვინის დასაყენებლად დაკრეფილი ყურძენი ადვილად ფუჭებადია, მისი ტრანსპორტირება შორს მანძილზე შეუძლებელია. ამით სარგებლობენ ღვინის ქარხნის მეპატრონეები და მოსავლის მიმღები ბიზნესმენები, ქმნიან მონოპოლიურ კავშირებს და ერთობლივად ადგენენ ყურძნის შესასყიდ ფასს, რომელიც ძალიან მცირეა. ამით ისპობა მოსახლეობის ინტერესი ამ სფეროში და შეიძლება ითქვას ვაზის გადარჩენა ბოლო წლებში მხოლოდ მევენახის ტრადიციებისადმი სიყვარულმა განაპირობა. 2003 წლიდან დღემდე მაქსიმალურად შეიზღუდა უცხოური ყურძნის შემოდინება, რითაც შედარებით გაიზარდა შესასყიდი ფასი. კერძოდ, საფერავის ჯიშის 1 კილოგრამის ფასმა 1,5 ლარიდან 1,8 ლარამდე აიწია, თეთრი ყურძნის ფასმა კი 0,40-დან 0,90 ლარამდე, რაც შედარებით ხელსაყრელია გლეხებისა და ფერმერებისათვის.4 რეფორმების გაგრძელების სტრატეგია უნდა იყოს აგროსასურსათო სფეროს პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება კერძო სექტორის გააქტიურების, საკუთრების და მეურნეობრიობის ფორმების ოპტიმალური შეთანაწყობის, წარმოების მასშტაბების გაზრდისა და სხვათა გზით, ასევე საზღვარგარეთული პროდუქტების იმპორტზე ტარიფებისა და ქვოტების გამოყენებით. საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული აგროსასურსათო სექტორის განვითარების საფუძველი უნდა იყოს ორი მთავარი პრინციპის გათვალისწინება: 1. საშინაო ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის დამკვიდრება; 2. ღია საერთაშორისო ბაზრის რეჟიმის მტკიცე დაცვა. მევენახეობის სანედლეულო რესურსებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სხვა ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას. კერძოდ, შინამრეწველობის განვითარებას და მის შეთანაწყობას მევენახეობასთან. ქვეყანაში ვენახის ოპტიმალური ფართობი უნდა განისაზღვროს 80-90 ათასი ჰექტარით. მხარეების მიხედვით ფართობის 65-68%25 და წარმოებული ყურძნის 65-70%25 მოვა კახეთის მხარეზე, შესაბამისად, იმერეთში და დასავლეთ საქართველოში 18-20%25, ქართლში 14-15%25, ვენახებში ასაკობრივი თანაფარდობის დაცვისა და ამორტიზაციის ნორმის ფარგლებში 2.5%25 არსებული ნარგავების 90-92%25 უნდა იყოს სრულ მოსავლიანი. ახალშენი (4 წლიანის ჩათვლით) ვენახის ნარგაობაში არ უნდა აღემატებოდეს 8-10%25-ს.5 გრძელვადიან პერსპექტივაში ღვინის მრეწველობის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას მისი მუშაობის კონკრეტული პირობები, ნედლეულის რესურსების ზრდის, პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის შესაძლებლობები და ამ პროდუქციაზე საშინაო და საგარეო ბაზრის მოთხოვნა.

0x01 graphic

ამრიგად, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. დღეს დარგის აღორძინება თითქმის ნულიდან იწყება. საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესება, ქართული ღვინოების დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე უნდა იქცეს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებად, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.

Annotation

OPPOR TUNITIES FOR DEVELOPMENT OF VITICULTURE
AND WINE-MAKING IN GEORGIA

Tamar Lazariashvili, Assistant Professor
of Tbilisi State University, Faculty of Economics and Business

On the base of analysis of opportunities for development of viticulture and Wine Making in Georgia the article has evaluated its importance in the country economics.

Has been substantiated that the national strategy of viticulture rehabilitation should be directed towards encouragement of wine-makers in order to raise competitive ability and therefore to obtain more specific weight in the market it is important to develop marketing service of commodities of agricultural raw material and products sphere.

On the grounds of generalizing of matertial has been concluded that development of viticulture and wine-making sector is one of the foremost factor for improvement of social state of population. Acceleration of the export potential, introduction of Georgian wines in the international market should become the strategic direction of viticulture and wine-making of Georgia that will perform the important role in the economic boost of Georgia.

___________________

1 ჯავახიშვილი ი. მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, ნაწ. II, თბილისი, „ფედერაცია“, გვ 308, 1935.

2 www.geostat.ge

3 ხარაიშვილი ე. სურსათის რესურსული პოტენციალი და სასურსათო ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი „მოამბე“, თბ .N 15, 2006.

4 ოზბეთლაშვილი გ. საქართველოს აგრარული სექტორის განვითარება განსახელმწიფოებრიობის პირობებში,თბ. გვ.145. 2009.

5 ლაზარიაშვილი თ. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პრობლემები კახეთის მხარეში.თბ.,გამომცემლობა „უნივერსალი“, გვ.79. 2007.

14 მეცნიერება

▲ზევით დაბრუნება


14.1 გზა საქართველოს ეკონომიკის ლარიზაციიდან „გლობომდე“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

უშანგი სამადაშვილი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი

სახელმწიფოს სიძლიერე იზომება არა ჯარისკაცების
რაოდენობითა და ზარბაზნების საცეცხლე
სიმძლავრეებით, არამედ, ეროვნული ვალუტის
სიმყარით. სერგეი ვიტე (1849-1915)-რუსი ეკონომისტი,
რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი.

გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეროვნული ეკონომიკების დოლარაზაცია ერთ-ერთი უმწვავესი და აქტუალური პრობლემაა. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის.

ეს იმიტომ, რომ დოლარიზაციის მაღალი დონის პირობებში, ანუ, როდესაც საბანკნოტო დოლარიზაცია აღემატება 30%25-ს (საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 100%25-ის ტოლია), ხოლო, სადეპოზიტო და საკრედიტო დოლარიზაცია - 50%25-ს (საქართველოში ეს მაჩვენებელი 75%25-ია), ქვეყანა კარგავს არა მხოლოდ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მეშვეობით ეკონომიკის რეგულირების შესაძლებლობას, არამედ, აპრიორი (ავტომატურად) ღებულობს ვალუტის ემიტენტი ქვეყნის ყველა პრობლემას. სხვა სიტყვებით, დოლარიზაციას მივყავართ იქამდე, რომ დოლარის საბეჭდი დაზგის მეპატრონის (ანუ, აშშ-ის) პრობლემები გადაიქცევა დოლარის მფლობელთა პრობლემებად. ასე, მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის დოლარებში დენომინირებული დანაზოგების ღირებულებაზე უშუალო გავლენას ახდენს კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატებში საიპოთეკო ბაზარზე, საპროცენტო განაკვეთი, ინფლაციის დონე და მრავალი სხვა და პლიუს საქართველოში არსებული ვითარება. ამიტომაა, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო დოლარის ყიდვისუნარიანობა საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე, აშშ-ი. სხვაგვარად, დოლარი აშშ-ი მყარია, მის ფარგლებს გარეთ კი შედარებით გაუფასურებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისმის კითხვა - რა არის ეკონომიკის დოლარიზაცია და საჭიროა თუ არა მის წინააღმდეგ ბრძოლა? ამ კითხვაზე პასუხისთვის საჭიროა პასუხი გავცეთ მორიგ კითხვაზე - გვინდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა? თუ კი, მაშინ, დოლარიზაციასთან ბრძოლა აუცილებელია, რამდენადაც მისი დონის შემცირება ამაღლებს ქვეყნის ფინანსური დამოუკიდებლობის ხარისხს, უზრუნველყოფს ეკონომიკის პრობლემების გადაწყვეტას და ქვეყნის მდგრად პოზიციას გარე ფინანსური შოკების მიმართ. მეტიც, დოლარიზაციის დაბალი დონე მონეტარულ ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს უფრო ეფექტიანად გაატაროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

რა არის დოლარიზაცია? დოლარიზაცია არის „გაქცევა“ ეროვნული ვალუტისგან დოლარის, ან სხვა უცხოური ვალუტისკენ საზღვრების გადაუკვეთავად. ეს მოვლენა თავს იჩენს მაშინ, როდესაც დოლარი უფრო სტაბილური და კონვერტირებადია, ვიდრე, ეროვნული ვალუტა. დოლარიზაციაში მოიაზრება დოლარის მიერ ეროვნული ვალუტის (ლარის) როგორც მიმოქცევის საშუალების, ღირებულების საზომისა და დაგროვების საშუალების შეზღუდვა, ან, მთლიანად განდევნა ბრუნვიდან. სხვა სიტყვებით, დოლარიზაცია არის ლარის დოლარით ჩანაცვლების პროცესის მასშტაბების ზრდა. უფრო მარტივად, დოლარიზაცია არის დოლარის მიერ ლარის ფუნქციებისა და გავრცელების არეალის უზურპაციის (მიტაცების) პროცესი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეროვნულ ვალუტას შეიძლება ავიწროებდეს არა მხოლოდ აშშ დოლარი, არამედ ევრო, ავსტრალიური, ახალზელანდიური დოლარი და რუსული რუბლიც კი. მაღალი დოლარიზაციის პირობებში უცხოური ვალუტა ფაქტიურად ავიწროებს ეროვნულ ფულის ნიშანს, დაბალი დოლარიზაციის დროს კი ფუნქციონირებს ეროვნულ ვალუტასთან ერთად.

რა არის ეკონომიკის დოლარიზაციის ამოსავალი ისტორიული მიზეზი და რა განაპირობებს მას? დოლარიზაციის ამოსავალი ისტორიული მიზეზია სადოლარე ხელისუფლების პოლიტიკა. ეს მოვლენა შეინიშნება მსოფლიო წესრიგის დამყარების შემდეგ, რომელიც საჯაროდ იქნა დეკლარირებული აშშ-ის საკურორტო ქალაქ ბრეტონ-ვუდსში 1944 წელს და რომელიც მიზნად ისახავდა დოლარის ზონის გაფართოებას. დოლარიზაციის ძირითადი ეკონომიკური მიზეზი ისაა, რომ აგენტები ეროვნულ ვალუტასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ დოლარს. ეს მოვლენა თავს იჩენს იმ შემთხვევაში, როდესაც დოლარი უფრო სტაბილური და კონვერტირებადია, ვიდრე, ეროვნული ვალუტა. ეკონომიკის დოლარიზაციის უშუალო მიზეზი კი არის ხელისუფლების სუსტი კონტროლი ფულის მიწოდებაზე, რის გამოც ეროვნული ვალუტა მუდმივად უფასურდება. ამიტომ, აგენტებს არ სურთ აქტივების გაჩერება ეროვნულ ვალუტაში და თავიანთი აქტივების პორტფელის ოპტიმიზებას ახდენენ დოლარის სასარგებლოდ. უფრო კონკრეტულად, ეკონომიკის დოლარიზაციას განაპირობებს ქვეყანაში არსებული ობიექტური და სუბიექტური მიზეზები: ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა; ინფლაცია; ვალუტის კურსის რყევები; ლიკვიდური სასაქონლო მასით ეროვნული ვალუტის არასაკმარისად უზრუნველყოფა; მოსახლეობის დაბალი ნდობა საკუთარი ვალუტისადმი და მრავალი სხვა. აქვე შევნიშნავთ, რომ საშიშია არა უბრალოდ დოლარიზაცია (რამეთუ დოლარიზაცია მეტნაკლებად არსებობს ყველა ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნაში), არამედ, ზომას გადაცილებული დოლარიზაცია. ამიტომ, აქტუალურია არა საერთოდ დოლარიზაციის 100%25-ით აღმოფხვრა, არამედ, მისი შეზღუდვა და ზომის ფარგლებში მოქცევა.

ისმება კითხვა: დოლარიზაციის რა სახეობები არსებობს მსოფლიო პრაქტიკაში? საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, დოლარიზაცია ეკონომიკის მოცვის მიხედვით შეიძლება იყოს ნაწილობრივი და სრული. ნაწილობრივი დოლარიზაცია შეინიშნება ინდონეზიაში, თურქეთში, მოლდოვაში, რუსეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში და აზიის ქვეყნებში. სრულად დოლარიზებულია ქვეყნები, რომლებმაც მაღალი ინფლაციისა და ქვეყანაში დაგროვილი პრობლემების მოუგვარებლობის გამო უარი თქვეს საკუთარ ეროვნულ ფულზე (პანამა, ეკვადორი, სალვადორი).

იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, არსებობს, ასევე: გადახდების დოლარიზაცია, რაც გულისხმობს ქვეყნის შიგნით დოლარის, ან ნებისმიერი უცხოური ვალუტის გამოყენებას სავაჭრო ანგარიშსწორებისთვის. ფინანსური დოლარიზაცია, რომელიც ვლინდება იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მოსახლეობა თავის დანაზოგს აკეთებს უცხოურ ვალუტაში, ხოლო, სავაჭრო ოპერაციის დროს, უპირატესობას ანიჭებს ეროვნულ ფულის ნიშანს. მესამე მეთოდია რეალური დოლარიზაცია, რომლის დროსაც ხელფასი გაიცემა დოლარებში, სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების უმრავლესობის ღირებულება გამოისახება უცხოურ ვალუტაში და მათზე ანგარიშსწორების უდიდესი ნაწილი, ასევე, უცხოურ ვალუტაში ხორციელდება.

საქართველოსთვის ცნობილია დოლარიზაციის ზემო ხსენებული სამივე სახეობა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰიპერინფლაციისა და ეკონომიკის სტაგნაციის პირობებში გავრცელებული იყო შიდა დოლარული ანგარიშსწორება პლიუს ხელფასებისა და ფასების მიბმა დოლარებზე. მაშინ, დოლარიზაცია კუპონის ღირებულების დაცემის გამო ინფლაციის რისკების გარკვეულ ნიველირებას ახდენდა და იცავდა მოსახლეობის დანაზოგებს. ასე, რომ იმდროინდელი დოლარიზაციის მიზეზები უნდა ვეძიოთ ბიუჯეტის ქრონიკულ დეფიციტში, რაც იფარებოდა საბეჭდი მანქანის ამოქმედებით, რასაც შედეგად მოჰყვა ფასების თავშეუკავებელი ზრდა და ეროვნული გარდამავალი ფულის (კუპონის) გაუფასურება. ლარის შემოღებამ და მისმა სტაბილურმა კურსმა კი გარკვეულწილად ხელი შეუწყო დოლარიზაციის შემცირებას: შიგა გადახდები თანდათანობით გადავიდა ლარებში, საქონელზე და მომსახურებაზე დიდი ხანია ფასები გამოისახება ლარებში. აგრეთვე, თუ 2002 წელს სადეპოზიტო და საკრედიტო დოლარიზაცია შეადგენდა 85%25-ს, ამჟამად ეს მაჩვენებელი 75%25-ის ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ დოლარიზაცია არ არის ცალსახად უარყოფითი მოვლენა. დოლარიზაცია, ანუ, სუვერენული სახელმწიფოს ფულის მიმოქცევაში უცხოური ვალუტის გამოყენება, ეკონომიკაზე ახდენს როგორც დადებით, ისე, უარყოფით გავლენას. დოლარიზაციის დადებითი მხარე ის არის, რომ ამცირებს ინფლაციას, ხელს უწყობს სავალუტო ოპერაციებს, ეროვნული ეკონომიკის ღიაოობას და ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკასთან და სხვა. მისი სუსტი მხარე კი ის არის, რომ დოლარიზაცია ართმევს ეროვნულ ფინანსურ ხელისუფლებას საემისიო შემოსავლის ანუ სენიორაჟის მნიშვნელოვან ნაწილს; ცენტრალური ბანკი კარგავს ბოლო ინსტანციის კრედიტორის ფუნქციას; ძნელდება დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება და ილახება ქვეყნის სუვერენულობა, რამეთუ ეროვნული ფული სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია ჯართან, დროშასთან, ღერბთან და ჰიმნთან ერთად. ამასთან, მწვავდება საბანკო სისტემის ლიკვიდობის პრობლემა.

როგორია დოლარიზაციის ბიოგრაფია და გეოგრაფია? დოლარიზაცია 1999 წლამდე არსებობდა დე-ფაქტო მრავალ განვითარებად ქვეყანაში, ასევე, პოსტსოციალისტურ სივრცეში, მაგრამ ეროვნული ვალუტის იურიდიული გაუქმება წარმოადგენდა ნაკლებშესაძლებელს. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ პანამამ ჯერ კიდევ 1904 წლიდან დაიწყო კოლუმბიის პესოს მაგიერ აშშის დოლარის გამოყენება. ასევე, ეკვადორი (ნავთობის მსხვილი ექსპორტიორი), რომელმაც 2000 წლიდან დაიწყო ეკვადორიის სუკრეს მაგიერ აშშ-ის დოლარის გამოყენება; სალვადორი, რომელიც 2001 წლიდან სალვადორის კოლონის გამოყენებიდან გადავიდა დოლარზე და მისი წყალობით გახდა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებს შორის. XX საუკუნის 90-იან წლებში კი დოლარიზაციამ მოიცვა მთელი პოსტსაბჭოური სივრცე.

როგორ ზომავენ დოლარიზაციას? დოლარიზაციის მაჩვენებლებს ზომავენ რამდენიმე მეთოდით. ყველაზე მარტივია-უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების პროცენტული ფარდობა მთლიან საბანკო დეპოზიტებთან. ან კიდევ, უცხოური სავალუტო დეპოზიტების პროცენტული ფარდობა ფულად მასასთან. თუმცა, ორივე მეთოდი მხოლოდ ნაწილობრივ გამოხატავს ეკონომიკის დოლარიზაციას, რამდენადაც უცხოური ვალუტის ნაწილი ხელზე აქვს მოსახლეობას ბანკნოტების სახით და გვევლინება საბანკნოტო დოლარიზაციით.

ჩვეულებრივ, სუვერენული სახელმწიფოების ეკონომიკების დოლარიზაცია ხორციელდება ეტაპობრივად, ესაა: 1. სუვერენული სახელმწიფოს ეკონომიკაში აშშ-ის ნაღდი დოლარებით ღირებულების საზომისა და მიმოქცევის საშუალების ფუნქციის შესრულება; 2.ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სადოლარე ანგარიშების გახსნა კომერციულ ბანკებში; 3.მეურნე სუბიექტების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ფორმირება აშშ-ის დოლარებში; 4.სავალუტო მართვა; 5.სრული დოლარიზაცია, ანუ, აშშ-ის დოლარის, როგორც კანონიერი გადახდის საშუალების მიმოქცევა სუვერენული სახელმწიფოს ეკონომიკაში.

კონკრეტულად რა იგულისხმება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციაში? საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციაში იგულისხმება: 1. საბანკნოტო დოლარიზაცია, ანუ, საქართველოს შიგნით საბანკო სისტემის მიღმა არსებული ნაღდი დოლარის მოცულობა; 2. სადეპოზიტო დოლარიზაცია, ანუ, საქართველოს ბანკებში დოლარში დენომინირებული დეპოზიტები; 3. საკრედიტო დოლარიზაცია, ანუ, საქართველოს ბანკების მიერ დოლარებში გაცემული კრედიტები; 4. საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთის ბანკებში დოლარებში დენომინირებული დეპოზიტები.

0x01 graphic

რა პრობლემებსა და უხერხულობებს ბადებე დოლარიზაცია საქართველოში? ქართულ სამეურნეო ორგანიზმში უცხოური სისხლის (დოლარის) დომინირება, ანუ ეკონომიკის ლარიზაციის დაბალი დონე წარმოშობს რიგ სირთულეებსა და პრობლემებს, კერძოდ: 1. გაძნელებულია მიმოქცევაში არსებული ფულის მასის განსაზღვრა; 2. გაძნელებულია ეკონომიკური პროგნოზირება და ქმედითი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება; 3. შეზღუდულია ლარის მიმოქცევისა და დაგროვების ფუნქცია და სტიმულირდება ჩრდილოვანი ეკონომიკა; 4. გაძნელებულია ეროვნული ბანკის მიერ ლარის მასის გაზრდით (ან შემცირებით) საკრედიტო განაკვეთზე ზემოქმედება და ამის საფუძველზე ინვესტიციური აქტიურობის წახალისება (ან შეზღუდვა); 5. გაზრდილია ეკონომიკური საფრთხეები და შელახულია ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტი;. 6. საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო კარგავს ფულის ემისიიდან შემოსავალს, ანუ, სენიორაჟს (ემიტირებული ფულის ნომინალურ ღირებულებასა და მის გამოცემაზე გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა) და სხვა.

ჩამოთვლილი და სხვა უხერხულობების თავიდან აცილება ეკონომიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი საზრუნავია. ამის გამოა, რომ მონეტარიზაციის პრობლემატიკის მიმართ შეინიშნება დიდი ინტერესი, როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნულის მიუხედავად, ეკონომიკის მონეტარიზაციის (ლარიზაციის) ზრდის პრობლემა გარდამავალი პერიოდის, საერთოდ და, კერძოდ, საქართველოს თავისებურებების გათვალისწინებით მაინც ნაკლებად შესწავლილ სფეროდ ითვლება.

რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაცია, ანუ, ლარიზაცია? - უწინარეს ყოვლისა, ლარისადმი ჭეშმარიტი ნდობის ფორმირებას, ლარის თავის ფუნქციებში აღდგენას, მოქმედების არეალის გაფართოებასა და ეროვნულ ფულში დეპოზიტებისა და კრედიტების ზრდას. ლარიზაცია იძლევა ახალ შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც რისკების შემცირება სურს, რადგან, არაა დამოკიდებული ვალუტის კურსის ცვალებადობაზე. შესასბამისად, დეპოზიტი ლარში გაცილებით არა სარისკო, მომგებიანი და პროგნოზირებადია, ვიდრე, დოლარი. თუმცა, ლარის კურსის ბოლოდროინდელი რყევები ნამდვილად არახელსაყრელ ფონს ქმნის ლარიზაციაზე სასაუბროდ. 1

წინამდებარე ნაშრომის მიზანი სწორედ ეროვნული ეკონომიკის ლარიზაციის მდგომარეობის შესწავლა-ანალიზი, მისი დაბალი დონის გამომწვევი მიზეზებისა და ფაქტორების გამოვლენა, ასევე, ნეგატიური შედეგების გამოკვეთა და მათი გადაჭრისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაა.

დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე სამეურნეო პრაქტიკის გაცნობამ დაგვანახა, რომ ეკონომიკის დედოლარიზაციას აფერხებს ეროვნულ ფულზე, ლარზე დაბალი ოპერაციული და სპეკულაციური მოთხოვნა, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია რიგი მიზეზებითა და ფაქტორებით. ესაა:

  1. არამდგრადი და არაპროგნოზირებადი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა. ბუნებრივია, როცა გარედან აგრესიის საფრთხე არსებობს, მოსახლეობაც და ფირმებიც ცდილობენ თავიანთი ფულადი რესურსები ისეთ აქტივებში განათავსონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი მიიღონ. ცხადია, ამ მიმართებით აშშ-ის მთავრობისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის გარანტიები უფრო ძლიერია, ვიდრე, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკისა;

  1. საქართველოს მშპ-ის მცირე მოცულობა და მოსახლეობის დაბალი შემოსავლები (ასე მაგალითად, საქართველოში 2008 წელს წარმოებული იქნა 19069 მლნ ლარის ნომინალური მშპ-ი, რაც მოსახლეობის ერთ სულზე შეადგენს 2923 აშშ დოლარს); საქართველოში საშუალო ხელფასი რუსეთის ფედერაციის ანალოგიური მაჩვენებლის დაახლოებით 60%25-ია. ამის გამოა, რომ საქართველოს მოსახლეობის 41%25 სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ე. ი. მათი შემოსავლები საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ასეთ შემთხვევაში რაიმე დანაზოგზე ლაპარაკი ზედმეტია. არადა, ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორებიდან გამომდინარე, ქვეყანა მყარად ვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საარსებო მინიმუმს დაბლაა მოსახლეობის მაქსიმუმ 10%25-ის შემოსავლები და მისი მოქალაქეები გამოიმუშავებენ იმდენ შემოსავალს (მოსახლეობის ერთ სულზე არა ნაკლებ 5000 აშშ დოლარი), რომლითაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფენ ბაზარზე მდგრად მოთხოვნას და, მეორეს მხრივ, ქმნიან დანაზოგებს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მათი მფლობელების სასარგებლოდ და ეროვნული ეკონომიკის განვითარების დასაფინასებლად;

  1. სამომხმარებლო კალათაში ქართული პროდუქციის 25%25-იანი წილი და სამამულო ექსპორტზე დაბალი მოთხოვნა. საქართველოს მცირე შიდა ბაზარი აქვს და ამიტომ მისი ეკონომიკური ზრდა ბევრად არის დამოკიდებული საგარეო მოთხოვნაზე ანუ, ექსპორტზე. ამიტომ, საჭიროა: ექსპორტის სტიმულირება, ოპტიმიზება (რესურსების შემცირება და მზა პროდუქციის ზრდა), დივერსიფიკაცია და იმპორტჩამნაცვლებელი პოლიტიკის წარმოება;

  1. ლარისადმი დაბალი ნდობა. ელემენტარულია, რომ ფული მაშინ არის სანდო, როდესაც მზად ხართ გრძელვადიანი დანაზოგი მასში განათავსოთ. სტატისტიკური მონაცემებით, ფიზიკური და იურიდიული პირების გრძელვადიანი დეპოზიტების 90 პროცენტზე მეტი აშშ დოლარსა და ევროშია განთავსებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა მოსახლეობაში ნდობის ძალზე დაბალი კოეფიციენტით სარგებლობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო სისტემის მთლიანი დეპოზიტების 71%25 დოლარებშია დენომინირებული, ხოლო სესხების 76%25 დოლარებშია გაცემული.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ლარისადმი დაბალ ნდობას აქვს ობიექტური საფუძველი, რამეთუ ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ ორჯერ იწვნია ჰიპერინფლაციის მწვავე შედეგები. გავიხსენოთ, 1992 წელს ჯერ რუსული რუბლის დევალვაცია, ხოლო, 1994 წელს საქართველოს გარდამავალი ფულადი ერთეულის - კუპონის გაუფასურება. საანალიზო პერიოდში ერთდროულად ტრიალებდა აშშ დოლარი, რუსული რუბლი და კუპონი. აშშ დოლარზე იყიდებოდა უძრავი ქონება (ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი, ავტომობილი და სხვა), რუსულ რუბლზე - ხანგრძლივი მოხმარების საგნები და კუპონებზე - ნორმირებული საქონელი (პური, კარაქი, ხორცი). 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ვითარება იცვლება. ლარი გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალებაა საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევბისა). ლარმა ჩაინაცვლა კუპონისა და რუბლის გადახდის ფუნქციები. სამომხმარებლო ბაზარზე, რაც ადრე კუპონებსა და რუბლებში იყიდებოდა, ახლა ლარში იყიდება. ლარმა გაიფართოვა თავისი პლაცდარმი დოლარის, ანუ, დაგროვების მიმართულებითაც, თუმცა, ეს წარმატება ჯერ-ჯერობით საკმაოდ მოკრძალებულია, რამეთუ, U საბანკო სისტემის მთლიანი დეპოზიტების მხოლოდ 29%25-ია ლარებში, ხოლო დანარჩენი 71%25 კი დოლარებშია დენომინირებული;2

  1. ქვეყნის ერთობლივი მოთხოვნის დიდი ნაწილი მის ფარგლებს გარეთ იქმნება. საქმე ისაა, რომ ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში, საქართველოს, როგორც უმუშევრობის მაღალი დონის და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყანას, საერთაშორისო ბაზარზე იაფი სამუშაო ძალის მიმწოდებლის როლი აკისრია, რაც ქვეყანაში ლეგალური და არალეგალური სავალუტო შემოსავლების მოდინებას იწვევს;

  1. თითქმის ყველა კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს. ბანკების უმეტესობაში უცხოური კაპიტალის წილად მოდის აქციების საკონტროლო პაკეტი. ე.ი. ფაქტობრივად საქართველოში საბანკო რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი გარედან მოზიდული რესურსების ხარჯზე ყალიბდება, რაც დიდწილად განაპირობებს იმას, რომ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების დეპოზიტები და კომერციული ხასიათის კრედიტები დოლარებშია დენომინირებული;

  1. არარაციონალურია კერძო სექტორზე გაცემული მთლიანი სესხების დარგობრივი სტრუქტურა. ასე მაგალითად, 2010 წლის 1 აპრილის მონაცემებით, საბანკო სექტორის მიერ გაცემული კრე დიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი 47%25-იანი წილი ვაჭრობის სფეროზე მოდის. არსებითად ეს არის ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები .. ჩემოდნის ბიზნესისთვის, რაც ხელს უწყობს იმპორტის დაფინანსებას, ანუ, სავალუტო ნაკადის გადინებას და სამუშაო ადგილების შექმნას არა საქართველოში, არამედ, იმ ქვეყნებში, სადაც იწარმოება ეს იმპორტული პროდუქცია; მრეწველობაზე მოდის გაცემული სესხების 22%25, მშენებლობაზე კი - 11%25. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აგროსექტორის დაკრედიტების კუთხით. იმის გათვალისწინებით რომ, აღნიშნული სფერო მაღალი რისკებითა და არარენტაბელობით ხასიათდება, ბანკები სოფლის მეურნეობის საწარმოებზე სესხების გაცემისგან თავს იკავებენ. ეს მაშინ, როცა სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს (უნდა წარმოადგენდეს!) და მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია გადამამუშავებელი მრეწველობისთვის. დაკრედიტების დარგობრივი სტრუქტურიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, რომ ქართული ბანკების ამჟამინდელი საკრედიტო პოლიტიკა ცალსახად ემსახურება ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, რამეთუ, როგორც დავინახეთ, გაცემული სესხების თითქმის ნახევარი კვლავ ვაჭრობაზე, ანუ, იმპორტის დაფინანსებაზეა ორიენტირებული;

0x01 graphic

  1. მაღალი დოლარიზაციის ქვეყნები კრიზისის პირობებში რისკის წინაშე დგანან, რადგან მოსახლეობას შემოსავალი ლარში აქვს, კრედიტის გადახდა კი დოლარში უწევს. აქედან გამომდინარე, სავალუტი რისკები მაღალია. სწორედ ამიტომ ქვეყანაში ოპერირება ეროვნული ვალუტით - ლარით უნდა მოხდეს.

როგორ შევებრძოლოთ დოლარიზაციას? მსოფლიო პრაქტიკაში ეკონომიკის დედოლარიზაციის მიზნით გამოიყენება როგორც საბაზრო, ისე, ეკონომიკის რეგულირების სახელმწიფოებრივი მეთოდები. უნდა აღინიშნოს, რომ დოლარის ლარით ჩანაცვლება, ანუ, ლარიზაცია არ არის ხელის ერთი დაკვრით გადაწყვეტადი პრობლემა. იგი გარკვეულ დროსა (ოცი და მეტი წელი) და სახსრებს მოითხოვს. ამ მხრივ პოზიტიური გამოცდილება აქვს ისრაელს. ასე მაგალითად, ისრაელში დოლარიზაცია 1995 წელს 80%25-ს შეადგენდა. მის 40%25-მდე შემცირებას კი 20 წელი დასჭირდა.

საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციის, ანუ, ლარიზაციისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია:

  • მდგრადი და პროგნოზირებადი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, ლარისადმი ნდობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უკანასკნელი, ტრანზიტული ფუნქციის გაფართოებასთან ერთად, ხელს შეუწყობს თანამედროვე ეკონომიკაში დომინირებადი მესამეული სექტორის (მომსახურება, ტურიზმი) განვითარაბას, რაც მოგვცემს დაახლოებით 100000 ახალ სამუშაო ადგილს და გაზრდის ლარზე მოთხოვნას. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე შინამოსამსახურეა უცხოეთში. სჯობს მათ იგივე საქმე თავის სამშობლოში აკეთონ და თან ოჯახს მიხედონ;

  • კონკურენტუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და ჩრდილოვანი ეკონომიკის შეზღუდვა;

  • არა ის, რომ ეკონომიკას რაც შეიძლება მეტი ლარი მიეწოდოს, არამედ, მხოლოდ იმდენი მიეწოდოს, რამდენზეც მოთხოვნაა. წინააღმდეგ შემთხვევაში წახალისდება ინფლაცია, რაც გამოიწვევს ლარზე მოთხოვნის შემცირებას და დოლარიზაციის ზრდას;

  • საქართველოს საბანკო სექტორის ეკონომიკის განვითარების შემაფერხებლიდან საწარმოთა ძირითად ფინანსურ აგენტებად გადაქცევა. მათ თავიანთი მოგება უნდა გაზარდონ ერთობლივად. აქ საჭიროა გამოირიცხოს დაპირისპირება და ჩამოყალიბდეს პარტნიორული ატმოსფერო, რომელიც განვითარების ძირითადი გარანტიაა;

  • საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობა, როგორც გეოგრაფიული, ისე დარგობრივი თვალსაზრისით, ასევე, იაფი სესხების მიმართვა ეროვნული მეურნეობის ისეთი პრიორიტეტული დარგებისაკენ, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა, რამეთუ დღეს სწორედ ამ დარგებს ესაჭიროებათ ყველაზე მეტად ფინანსური მხარდაჭერა!

  • გირაოს ბაზის გაფართოება, ანუ ე.წ. მეორადი გადაგირავება. კერძოდ, კომერციული ბანკი ეროვნული ბანკისგან მისაღები საკრედიტო რესურსის უზრუნველყოფაში დებს საკუთარ აქტივს, სესხს, რომლის გაცემისას მას შესაბამისი ქონება აქვს უზრუნველყოფაში მიღებული;

  • ეროვნული ფინანსური ბაზრების განვითარება, ეროვნულ ვალუტში გამოხატული ახალი ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვა, კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და სხვა. ეკონომიკურ სუბიექტებს უნდა ჰქონდეთ ეროვნულ ვალუტის დანაზოგების ფორმირებისთვის ალტერნატივა.

0x01 graphic

ამგვარად, ლარიზაცია არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც სერიოზულ სახსრებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, რაციონალურ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ხელისუფლების სამივე შტოსა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულ საქმიანობას მოითხოვს.

და ბოლოს, ლარიზაცია თვითმიზანი კი არ არის, არამედ, საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა. ჩვენის აზრით, ლარიზაცია ამავდროულად არის, არც ისე შორეულ მომავალში ზენაციონალური ემიტენტის მიერ გამოშვებული, გლობალური ინტერესებისთვის მომუშავე, ახალი კლასის ერთიან მსოფლიო ვალუტაზე (შეიძლება ეს იყოს „გლობო“ - „ევროს“ ანალოგიურად) გადასვლის საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამჟამინდელი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის (დოლარის) გენეტიკური დეფექტებისგან. დოლარის დეფექტურობა ვლინდება მის გლობალურ არალეგიტიმურობაში, არადემოკრატიულობაში და მის ემისიაზე გარკვეული ფინანსური ჯგუფის პასუხისმგებლობაში. როგორც, ცნობილია 1971 წლიდან გაუქმდა დოლარის მიბმა ოქროს შინაარსზე, რაც უზრუნველყოფილი იყო აშშ-ს ოქროს მარაგით. მას აქეთ, არსებითად, აღარ არსებობს დოლარის ემისიის მოცულობაზე რაიმე კონტროლი - თავად განსაჯეთ, თვით აშშ-ის მთავრობას არა აქვს ეს უფლება. აღნიშნულ უფლებას ფლობს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (ცენტრალური ბანკი), რომელიც, როგორც კორპორაციული სტრუქტურა, ეკუთვნის ოც კერძო ბანკს. საქმე ისაა, რომ ასეთი ვითარება ხელს აძლევს ფედერალური სარეზერვო სისტემის მესაკუთრეებს, რამაც მათ საშუალება მისცა მინიმუმ 37 წლის განმავლობაში დოლარის მასის მოცულობა გაეზარდა ასჯერ. აშშ-ის ეპ- შეადგენს მსოფლიოს მეპ-ის 20%25-, ხოლო, თავად აშშ- მოიხმარს მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული დოვლათის 40%25-. ეს სხვაობა ვინმემ ხომ უნდა დაფაროს? აი, ეს ვიღაც არის დანარჩენი მსოფლიო, რომელიც არაფრით უზრონველყოფილ მწვანე ქაღალდებში იძლევა თავის საქონელს. ცნობილია, რომ თანამედროვე 100 დოლარიანი კუპიურა აშშ- უჯდება 2 ცენტი, ანუ 5 000 ჯერ იაფი, იმასთან შედარებით, რაც ასახულია კუპიურაზე. მოკლედ, აშშ-ის მხრიდან მთელ მსოფლიოს მიეწოდება არაფრად ღირებული მწვანე ქაღალდები“, ხოლო იქიდან იგი ღებულობს-სრულფასოვან, 5 000 ჯერ მეტი რეალური ღირებულების საქონელს.

Annotation

THE WAY FROM LARIZATION OF GEORGIAN EKONOMY TO THE „GLOBO“

Ushangi Samadashvili,
Doctor of Economic Science, Professor

In The work: „The way from larization of Georgian ekonomy To The „Globo“ is stated: The analysis of the limiting factors of viability of national currency (Lari); the large attention is given to thouse basic problems, which prevent effective performance of functions of Lari and expansion its distributed areals; the concrete offers and recommendations of their exception are simultaneously stated. In Georgia, dollarization is currently 75%25; An equally important issue that determines the high level of dollarization is that the authorized capital of almost all existing commercial banks in Georgia involved foreign capital. In most banks, the share of foreign capital has a controlling stake. In fact, in Georgia, much of the bank's resources are formed by exogenous resources, which largely determines that deposits and loans of commercial character of both natural and legal persons are denominated in dollars. Larizatsiya is a new opportunity for those who want to reduce the risks, as GEL does not depend on exchange rate variability. The analysis of the limiting factors of viability of national currency (Lari); the large attention is given to thouse basic problems, which prevent effective performance of functions of Lari and expansion its distributed areals; the concrete offers and recommendations of their exception are simultaneously stated.

___________________

1. ვითარება საბანკო სექტორში უკეთესობისკენ იცვლება. „ბიზნესი და ფინანსები“. 2010 წ. №64

2. მანანა ვარდიაშვილი, ლარი დოლარის წინააღმდე. გაზეთი „24 საათი“, 2 მაისი, 2010 წელი.

15 ინფორმაციული ივნისი - 2010 სისტემები

▲ზევით დაბრუნება


15.1 საწარმოთა ბიზნეს-პროცესების მართვის ინფორმაციული სისტემები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ქართულ ნაწარმს ევროპულთან კონკურენცია უჭირს; ჩვენთან იმდენად განვითარებული ტექნოლოგიები არაა, რომ ჩვენმა პროდუქციამ ხარისხით ევროპული წარმოშობის ანალოგებს აჯობოს.

ამის მიზეზად მიგვაჩნია ის, რომ მმართველობაში ჩვენ უკიდურეს შემთხვევაში ორ მნიშვნელოვან პრობლემას შევეჯახეთ, კერძოდ:

აღმოჩნდა, რომ მაჩვენებლები და პროცედურები, რომლებსაც საწარმოო მოღვაწეობის დაგეგმვასა და ანალიზში ვიყენებდით (მაგ. წარმოებული პროდუქციის მოცულობა), წარმატებული კონკურენციის საშუალებას არ იძლევა;

კონკურენტების გამოჩენა არა მარტო აფერხებს შეგუებული ზემოგებების მიღებას, არამედ ნულამდეც კი დაჰყავს იგი.

თანამედროვე პირობებში ეფექტური მართვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს ფინანსურ, მატერიალურ, ადამიანურ და სხვა რესურსებთან ერთად. ცხადია, სამმართველო მოღვაწეობის ეფექტიანობის ამაღლება გვევლინება მთლიანად საწარმოო მოღვაწეობის სრულყოფის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. შრომის პროცესის მიმდინარეობის ეფექტიანობის ამაღლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი მისი ავტომატიზაციაა. თუმცა მკაცრად ფორმალიზებული საწარმოო პროცესისათვის, სრულიადაც არაა ნათელი, თუ რა არის ამ სფეროში იმაზე უფრო მეტად თვალსაჩინო და მიმზიდველი, როგორიც მართვაა.

განვითარებადი ინფორმაციული სისტემა დანერგვის სხვა ატრიბუტებთან ერთად, უნდა მიისწრაფვოდეს ბიზნესის საწარმოო ასპექტის გაუმჯობესებისკენ, უნდა ქმნიდეს არა მხოლოდ ინფორმაციის პრიმიტიულად შეგროვებისა და ბიზნესის პროცესის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას, არამედ უზრუნველყოფდეს ინფორმაციის ანალიზურ დამუშავებას პროდუქციის ხარისხის დონეზე, ტექნოლოგიაზე, რესურსებზე და ა. შ.

უკვე აღარაა დაფარული ავტომატიზაციისადმი ნაწილობრივ ასეთი მიდგომაც: გვსურს ყველაფრის ავტომატიზაცია, ვყიდულობთ მძლავრ ინტეგრირებულ სისტემას და ვახდენთ მოდულის მოდულზე დანერგვას. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ მიღებული ეფექტი ძალზე შორსაა მოსალოდნელისგან და ტყუილა დავიხარჯეთ. ზოგჯერ საჭიროა დაინერგოს მხოლოდ რამდენიმე სპეციალიზებული და ნაკლებად ძვირი გამოყენებანი და მივუკავშიროთ ისინი ინტეგრაციული ბაზის პლატფორმას, ან იქ, სადაც საჭიროა, გამოვიყენოთ ERP(Enterprise Resources Planning-საწარმოს რესურსების მართვა) სისტემის ფუნქციონალურობა. ყველა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პროექტირების ეტაპზე, ანუ გონივრულად უნდა მივუდგეთ ავტომატიზაციის საშუალებების შერჩევას; შევადაროთ დანახარჯები მოსალოდნელ ეფექტიანობას. ამ შემთხვევაში პრინციპის „რაც მეტი აქვს ფუნქცია, მით უკეთესია“ - დაცვა და შენარჩუნება არ ღირს. რაც „უფრო მეტი იცის“ სისტემამ, მით უფრო მეტი ღირს და არის ალბათობა იმისა, რომ მისი ყველა ფუნქციონალური შესაძლებლობა არ იქნას გამოყენებული და თვითგამოსყიდვა ვერ შესძლოს.

დღეისათვის ინტენსიურად გვთავაზობენ კორპორაციული ინფორმაციული სისტემების დანერგვას. ჟურნალების ფურცლებზე, ინტერნეტის ქსელში უამრავი მასალაა, რომელიც მონსტრი-სისტემების შესახებ ათას დეტალებს გვამცნობს. ამიტომ გაბნევის დიაპაზონი ძალზე დიდია როგორც ფასისა და სამუშაოთა შესრულების ვადის, ასევე გაწეული მომსახურების მიხედვით. ყველაფერ ამასთან ერთად დამატებით საჭიროა ბიზნესის მართვის სხვადასხვა იდეოლოგიების: MRP (Manufacturing Resources Planning-საწარმოო რესურსების მართვა), MRP2, ERP და ა.შ. გათვალისწინებაც.

ყველაზე ძნელია ერთიანი სისტემის აგება, რომელიც უპასუხებს ყველა ქვეგანყოფილების თანამშრომელთა მოთხოვნას. ყოველ ქვეგანყოფილებას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თავისი სამუშაოს თავისებურებების ოპტიმიზებას ახდენს.

საწარმოს მართვის გამარტივებისათვის, პირველ რიგში ფინანსურად, აუცილებელია გვქონდეს ეფექტიანი ინფორმაციული სისტემა, რომელიც მოიცავს დაგეგმვის, მართვის და ანალიზის ფუნქციებს. ინფორმაციული სისტემის დანერგვა განაპირობებს:

საწარმოს საერთო დანახარჯების შემცირებას მომარაგების ჯაჭვში საქონელბრუნვის სიჩქარის ამაღლებას; სასაქონლო მარაგების ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებას; პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და გართულებას; პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას; შეკვეთების შესრულების ვადების დაცვას და მომსახურების საერთო დონის ამაღლებას.

კორპორაციული ინფორმაციული სისტემები ასრულებენ ინფორმაციის დაგროვების, შენახვის, გადაცემის და დამუშავების ტექნოლოგიურ ფუნქციებს. მისი ჩამოყალიბება და ფუნქციონირება ხდება სამმართველო მოღვაწეობის მეთოდებითა და სტრუქტურით განსაზღვრულ რეგლამენტში, რომელიც კონკრეტული ეკონომიკური ობიექტისთვის არის მისაღები და ახდენს მის წინაშე მდგარი მიზნებისა და ამოცანების რეალიზებას.

საწარმოს მოღვაწეობის ავტომატიზაციის ძირითადი მიზნებია: საწარმოს მოღვაწეობისა და გარე სამყაროს შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, შენახვა და წარდგინება სამმართველო გადაწყვეტილებებისათვის მისაღები ფორმით; ბიზნეს-ოპერაციების შესრულების ავტომატიზაცია, რომელიც საწარმოს მიზნობრივ მოღვაწეობაში შედის; პროცესების ავტომატიზაცია, რომელიც ძირითადი მოღვაწეობის შესრულებას უზრუნველყოფს.

განასხვავებენ ინფორმაციული სისტემების სამ კლასს:

). ტექნოლოგიური ობიექტების და/ან პროცესების მართვის სისტემები (ქვესისტემები);
). საწარმოო მოღვაწეობის მომზადებისა და აღრიცხვის სისტემები (ქვესისტემები);
). საწარმოო მოღვაწეობის დაგეგმვისა და ანალიზის სისტემები (ქვესისტემები).

საწარმოში ინფორმაციული სისტემების (ქვესისტემების) დანერგვის მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის წინაშე დგება არჩევანის პრობლემა: თავად დაამუშავოს, თუ - იყიდოს და - თუკი უნდა იყიდოს, - რა? თანამედროვე მართვის სისტემის დამოუკიდებლად დამუშავების ობიექტურად შეფასების ალბათობა, შეიძლება თამამად ითქვას, ნულის ტოლია. ის, რაც დამუშავებულია, ან ახლა მუშავდება საქართველოში, წარმოადგენს სამმართველო პერსონალის მოძველებული შეხედულებების გარდასახვას და მუდმივ დამუშავებას თხოულობს. და ეს სულაც არ არის მართვის ავტომატიზებული სისტემების განყოფილების „ბრალი“, - ეს ობიექტური პროცესია.

0x01 graphic

თუ დაწესებულებამ გადაწყვიტა მზა სისტემებზე ორიენტაცია, მანვე უნდა განსაზღვროს, ვისთან ითანამშრომლოს, როგორი სისტემა შეარჩიოს; ადგილობრივი კადრების გამოცდილებას მიენდოს, თუ წამყვანი მწარმოებლები მოიწვიოს სხვა ქვეყნებიდან. ჩვენი სპეციალისტებისადმი სრული პატივისცემის აღიარების მიუხედავად, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, მათ შესძლონ საწარმოს მართვის სისტემის დამუშავება, ამას დასჭირდება საკმარისად დიდი დრო. თანამედროვე მართვის სისტემების განვითარების ისტორია 25 წელზე მეტს და ათასობით პროფესიონალს მოიცავს და ყოველი სისტემის დაყენება - ეს მარტო ფული და ახალი დამუშავება კი არაა, ის პირველ რიგში კლიენტის მოთხოვნილებასთან უკუკავშირსაც გულისხმობს. და ჩვენის აზრით, ჩვენი შემსრულებლები ჯერ კიდევ შორს დგანან სრულფუნქციონალური სისტემების დონიდან, მათ ჯერ კიდევ გამოჰყვათ საბჭოური ავტომატიზებული სამუშაო ადგილების პროექტირების კვალი. მაგ. ბუღალტერიის ავტომატიზაციის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ პოზიტიური სვლაა წარმოების მიმართულებით, მაშინ როცა ეს ამოცანა უფრო გლობალური და გაცილებით დიდი მოცულობისაა. ჩვენის აზრით, სხვადასხვა ფორმატის საწარმოო დაწესებულებებმა ორიენტაცია უნდა აიღონ დასავლურ სისტემებზე. და აქვე ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, რომელიც პასუხს დაუყოვნებლივ თხოულობს: - რომელი დასავლური სისტემა შევარჩიოთ? ჩვენთვის ასეთი არჩევანი შეზღუდულია. არც ისე ბევრ დასავლურ ფირმებთან გვაქვს მჭიდრო კავშირები. რეალურად, ისეთი გიგანტები, როგორიცაა: Sap, Orecle, Microsoft, რომლებიც გვთავაზობენ კომპლექსურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომსახურებას, ცდილობენ სრულად უპასუხონ საწარმოთა მოთხოვნებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან.

მოთხოვნები ინფორმაციული სისტემის მიმართ. ინფორმაციულ სისტემას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ინსტრუმენტს, უნდა ჰქონდეს თავისი მახასიათებლები და მოთხოვნები, რომელთა შესაბამისად შეიძლება განისაზღვროს მისი ფუნქციონალურობა და ეფექტიანობა. ცხადია, კონკრეტული საწარმოსთვის ინფორმაციული სისტემისადმი მოთხოვნები განსხვავებული იქნება, რადგან მასში ცალკეული ორგანიზაციის სპეციფიკა უნდა იყოს გათვალისწინებული; ამის მიუხედავად, გონივრულად მიგვაჩნია რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა, რომელიც საერთოა ყველა „მომხმარებლისათვის“:

0x01 graphic

  1. ინფორმაციული სისტემის ლოკალიზება. იმასთან დაკავშირებით, რომ ინფორმაციული სისტემის ყველაზე მსხვილ შემქმნელებად საზღვარგარეთული კომპანიები ითვლებიან, შესაძლებელი უნდა იყოს სისტემის ჩვენს პირობებთან მისადაგება. ამასთან, აქ მხედველობაში გვაქვს როგორც ფუნქციონალური (საქართველოს კანონმდებლობისა და აღრიცხვის სისტემის თავისებურებების გათვალისწინება), ასევე ლინგვისტური (დახმარების სისტემა ქართულ ენაზე) ლოკალიზება.

  1. სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ინფორმაციის საიმედო დაცვას, რისთვისაც საჭიროა სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელთა შეღწევისთვის შემზღუდავი პაროლები, მონაცემთა დაცვის მრავალდონიანი სისტემა და ...

  1. რთული ორგანიზაციული სტრუქტურის მქონე მსხვილ ორგანიზაციაში სისტემის დანერგვის შემთხვევაში აუცილებელია დისტანციური შეღწევის რეალიზება იმისათვის, რომ ინფორმაციით სარგებლობა შეეძლოს ყველა სრტუქტურულ დანაყოფს. სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მუშაობას ერთიანი ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზით.

  1. შინაგანი და გარეგანი ფაქტორების გავლენის მიმართ (ბიზნესის მიმართულების შეცვლა, ცვლილებები კანონმდებლობაში და . .), სისტემა უნდა იყოს ადაპტური. ამ თვისების განხილვა ძალზე საჭიროა, რადგანაც ჩვენთან აღრიცხვის წესებსა და კანონებში ცვლილებები უფრო ხშირადაა მოსალოდნელი, ვიდრე სტაბილური ეკონომიკის ქვეყნებში.

  1. აუცილებელია ინფორმაციის კონსოლიდაციის შესაძლებლობა საწარმოს დონეზე (ფილიალების და შვილობილი კომპანიების ინფორმაციის გაერთიანება და ..), ცალკეული ამოცანების დონეზე, დროითი პერიოდების დონეზე და . .

საკმაოდ რთულია კორპორაციული ინფორმაციული სისტემის დანერგვის ეფექტიანობის საკითხი, რადგან სოლიდური დანახარჯები საფუძვლიან დასაბუთებას საჭიროებენ. თეორიულად, შესაძლებელია სრულყოფილი პროექტის წარმოდგენა, რომელიც თავის თავში მოიცავს სიტუაციის შეფასებას (მოდელირებას) ისე, როგორც არის, სისტემის დანერგვის შედეგად შესაძლო ცვლილებების შეფასებას, თუ როგორი იქნება, ორივე მოდელის შედარებას და შედეგების ცვლილებების გამოვლინებას ფინანსური შეფასებების გზით. ასეთი პროექტი დაბანდების დასასაბუთებლად იდეალური იქნებოდა, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივია და ძვირად ღირებული.

გარდა ამისა, ასეთი პროექტის გასატარებლად საჭიროა ინფორმაციულ სისტემებში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დანერგვის შედეგების შეფასებისათვის; ამიტომ სხვათა დახმარების გარეშე ასეთი პროექტის რეალიზება შეუძლებელია. რეალურად, დანერგვის შედეგიანობის შეფასება ხდება „საშუალო დარგობრივი მაჩვენებლების“ მიხედვით, ხოლო საშუალო ტიპიური მაჩვენებლები ასეთია: მწარმოებლობის გაზრდა 15-25%25-ით; სასაწყობო მარაგების შემცირება 10-20%25-ით; შეკვეთების შესრულების ვადის შემცირება 20-50 %25-ით.

ლერი ნოზაძე,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი

Annotation

The ruling of infirmational systems of bus iness process es in the factor ies

Leri Nozadze

The branch informational technology though it is rather young then others, is already formed in world market, produced by brands and leading productions. There is quite a wide spreading of productions nowadays, which are appealed to satisfy different deamands of customec's of little as well es great companies.

The program products wholly cover all the parts of the factories` activities from lojistics, marketing, produce, sale to the book- keeping and personal management.

At first the predisigning investigations and then real formation of the managemant's structure will have a proper result for the company, as for customers also for the volunteers of systematic integration.

16 კორპორაციული ბუმი

▲ზევით დაბრუნება


16.1 სინერგიული ეფექტები ეკონომიკაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნელი სესაძე,
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა
სახელმწიფო უნივერსიტეტი

2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა კიდევ უფრო დააჩქარა კომპანიათა შერწყმისა და შთანთქმის, კონსოლიდაციის პროცესი ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამ ტენდენციის გაძლიერებას ხელი შეუწყო ეკონომიკის ლიდერი კომპანიების საინვესტიციო გააქტიურებამ ბაზრის წვრილი მოთამაშეების გაუფასურებული აქტივების შეძენის მიმართულებით. მსოფლიო კრიზისით გართულებულ ეკონომიკურ პირობებში ფინანსური სიძნელეები შეექმნათ ვიწრო სპეციალიზირებულ მცირე კომპანიებს, რის გამოც ისინი ბაზრის მსხვილი მოთამაშეთათვის ადვილად ხელში ჩასაგდებ ნადავლად გადაიქცნენ. თავის მხრივ, ფინანსური რესურსების მქონე კომპანიებს კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ახალ ბაზრებზე გასვლის საუკეთესო შესაძლებლობები შეექმნათ

სპეციალისტთა პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკას უახლოეს ხანებში არ ემუქრება ამერიკული და დასავლეთის მასშტაბების მსგავსი კორპორაციულ შერწყმათა ბუმი. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კომპანიათა შერწყმისა და შთანთქმის პროცესების და კონსოლიდაციის თანამედროვე მსოფლიო ტალღის ანალიზი.

XX საუკუნის დასაწყისში ყალიბდებიან კომპანიები, რომელთაც მონოპოლიური პოზიციები უკავიათ. საბაზრო ფასებზე ზეგავლენის, წარმოებისა და მოწოდების მანიპულირების უნარი უზრუნველყოფდა ამ კომპანიებს უზარმაზარი მოგებით და საბოლოოდ კი ძირს უთხრიდა საბაზრო ეკონომიკას, რომელიც ამ დრომდე თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს ეფუძნებოდა. კონგლომერატიული შერწყმის ბუმი გასული საუკუნის 60-იან წლებს უკავშირდება, რასაც წმინდა კომერციული ხასიათი ჰქონდა. 70-იან წლებში კომპანიათა დივერსიფიკაციის პროცესები უკავშირდება ელექტრონიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში აქტივების შეძენას. 80-იან წლებში კონგლომერატებმა არასახარბიელო ეკონომიკური შედეგები აჩვენეს დამოუკიდებელ საწარმოებთან შედარებით. მაიკლ პორტერის გათვლებით, ამ ტიპის გაერთიანებათა 74%25 მთავრდებოდა კრახით. უპირატესობა ენიჭებოდა კონკურენტთა შთანთქმას აქციების შესყიდვის გზით. ასე მაგალითად, Northwest-ის საავიაციო კომპანიამ 1986 წელს ჩაყლაპა ფირმა Republic.

გასული საუკუნის 80-იანი წლების მსხვილ კომპანიათა განვითარების ძირითადი პრინციპები- ეკონომია, მოქნილობა, მანევრირება და კომპაქტურობა, ზრდისა და ექსპანსიის ახლებური ორიენტაციით შეიცვალა. 90-იან წლებში კომპანიათა შერწყმის ერთ-ერთი მიზეზი ცვალებადი ბაზრის პირობებში სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა გახდა. ფოლადჩამომსხმელ მრეწველობაში პროდუქციის ჭარბი მიწოდების გამო დარგში საწარმოთა რიცხვი შემცირდა. იგივე შეიძლება ითქვას იმ საწარმოთა შესახებ, რომლებიც სთავაზობენ მომხმარებელს ინტერნეტით მომსახურებას. ამ დარგში მოხდა ფირმების America Online და CompuServe შერწყმა. 1997-1998 წლებში შერწყმის პროცესმა მოიცვა ფინანსური ინსტიტუტები, რაზეც ზეგავლენა მოახდინა მოთხოვნის ზრდამ ამ ფირმათა მომსახურებაზე, აგრეთვე საბანკო და დაზღვევის დარგების დაახლოებამ, რომლებიც ადრე პრინციპულად განსხვავებული ბაზრის სექტორებს წარმოადგენდნენ. შერწყმისა და შთანთქმის პროცესები დამახასიათებელი გახდა საავტომობილი მრეწველობისთვისაც. ჰენრი ფორდი ორჯერ სთავაზობდა საკუთარ კომპანიას General Motors 1909 წელს 8 მლრდ. დოლარად, მაგრამ General Motors-მა ვერ შეძლო მოთხოვნილი თანხის ნაღდზე გადახდა, რის გამოც ორი უზარმაზარი ავტომობილმშენებელი კვლავ დამოუკიდებელ საწარმოებად დარჩნენ.

კომპანიათა შერწყმის ცნებას განსხვავებული განმარტება აქვს საზღვარგარეთულ თეორიასა და საქართველოს კანონმდებლობაში. საზღვარგარეთულ ლიტერატურაში შერწყმაში იგულისხმება სამეურნეო სუბიექტების ნებისმიერი გაერთიანება, რის შედეგადაც იქმნება ერთიანი ეკონომიკური ერთეული ადრე არსებული ორ ან მეტი სტრუქტურისგან. საქართველოს კანონმდებლობით კი შერწყმაში იგულისხმება იურიდიული პირის რეორგანიზაცია, რომლის დროსაც თითოეული მათგანის უფლებები და მოვალეობები გადადის ახლად შექმნილ იურიდიულ პირზე, გადასაცემი აქტის შესაბამისად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს, თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ. საზღვარგარეთულ პრაქტიკაში კი შერწყმაში იგულისხმება რამდენიმე ფირმის გაერთიანება, რომლის შედეგადაც ერთი მათგანი ცოცხლობს, ხოლო დანარჩენი კი კარგავს დამოუკიდებლობას, წყვეტს არსებობას. ქართულ კანონმდებლობაში ეს შემთხვევა ხასიათდება ტერმინით მიერთება. საზღვარგარეთულ პრაქტიკაში შერწყმა და შთანთქმა არ არის მკაფიოდ გამიჯნული, როგორც ეს ჩვენს კანონმდებლობაშია.

თანამედროვე კორპორაციულ მენეჯმენტში გამოიყოფა კომპანიათა შერწყმისა და შთანთქმის მრავალფეროვანი ტიპები, რომელთა კლასიფიკაციის მნიშვნელოვანი ნიშნებია: კომპანიათა ინტეგრაციის ხასიათი; გაერთიანებულ საწარმოთა ეროვნული კუთვნილება; შერწყმისადმი კომპანიის მიდგომა; პოტენციალის გაერთიანების წესი; შერწყმის პირობები; შერწყმის მექანიზმი.

პოტენციალის გაერთიანების წესის მიხედვით, არის კორპორაციული ალიანსი - ეს ორი, ან მეტი კომპანიის გაერთიანებაა, რომელიც კონცენტრირებულია ბიზნესის კონკრეტულ მიმართულებაზე, რაც უზრუნველყოფს სინერგიულ ეფექტს მხოლოდ აღნიშნული მიმართულებით. სხვა დანარჩენში ფირმები დამოუკიდებელნი არიან. ამ მიზნისთვის კომპანიებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ერთობლივი სტრუქტურები, მაგალითად, ერთობლივი საწარმოები - კორპორაცია - ამ დროს სრულად ერთიანდება ფირმათა აქტივები. წარმოებითი შერწყმის დროს ერთიანდება ორი, ან მეტი კომპანიის საწარმოო სიმძლავრეები სინერგიული ეფექტის მიღწევისათვის საქმიანობის მასშტაბების ზრდის ხარჯზე. ფინანსური შერწყმისას გაერთიანებული ფირმები არ წარმოადგენენ ერთიან მთელს, ადგილი აქვს ფინანსური პოლიტიკის ცენტრალიზაციას, რაც მიზნად ისახავს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას, ინოვაციური პროექტების დაფინანსებას.

კომპანიათა შერწყმისა და შთანთქმის პროცესებს მრავალი მიზეზი აქვს, მათგან მნიშვნელოვანია:

  • სინერგიული ეფექტის მიღება, ანუ ორ ან მეტ საწარმოთა აქტივების გაერთიანება, რომელთა ერთობლივი შედეგი ბევრად აჭარბებს ცალკეულ კომპანიათა შედეგების ჯამს. სინერგიული ეფექტი უკავშირდება:

  • მასშტაბის ეკონომიას;

  • ურთიერთშემავსებელი რესურსების კომბინირებას;

  • ტრანსაქციური ხარჯების შემცირების შედეგად მიღებულ ფინანსურ ეკონომიას;

  • კონკურენციის შემცირების შედეგად გაზრდილ საბაზრო ძალაუფლებას;

მასშტაბის ეფექტი მიიღწევა მაშინ, როცა საშუალო ხარჯები ერთეულ პროდუქციაზე მცირდება გამოშვებული პროდუქციის მოცულობის ზრდასთან ერთად. ეკონომიის ერთ-ერთი წყაროა მუდმივი ხარჯების განაწილება გამოშვებული პროდუქციის მეტ ერთეულზე. შერწყმის შემთხვევაში მიიღება ეკონომია მარკეტინგის ცენტრალიზაციის ხარჯზე, მაგალითად, შესაძლებელია შესაძლებლობათა გაერთიანებისას დისტრიბიუტორებს შესთავაზონ პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტი, გამოიყენონ საერთო სარეკლამო მასალები. საქმიანობის მასშტაბით მიღებული ეკონომია უფრო მეტად დამახასიათებელია ჰორიზონტალური ინტეგრაციისთვის. ეკონომია შესაძლებელია მიღწეულ იქნას კონგლომერატის შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაში ეკონომიის მიღწევა უკავშირდება რიგი მომსახურებების ცენტრალიზაციას, (ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსური კონტროლი, საქმეთაწარმოება, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, კომპანიის საერთო სტრატეგიული მართვა.), დუბლირებულ სამუშაოთა აღმოფხვრას.

შერწყმა შესაძლებელია ეფექტური იყოს მაშინ, როდესაც ორი ან რამდენიმე კომპანია ფლობს ურთიერთშემავსებელ რესურსებს. გაერთიანების შემდეგ ეს კომპანიები იღებენ ძალიან იაფად იმ რესურსს, რის ნაკლებობასაც ისინი ადრე განიცდიდნენ. უმსხვილეს კომპანიათა მხრიდან შერწყმის ობიექტად ხშირად გამოდიან მცირე საწარმოები, რომელნიც ფლობენ მსხვილ კომპანიათა წარმატებისთვის საჭირო კომპონენტებს. მცირე საწარმოები ქმნიან უნიკალურ პროდუქტებს, თუმცა, მათ არ გააჩნიათ საწარმოო, ტექნიკური და საგამსაღებლო სტრუქტურები მსხვილმასშტაბიანი წარმოების ორგანიზებისთვის, პროდუქციის რეალიზაციისთვის.

შერწყმამ შესაძლოა გააუმჯობესოს გაერთიანებულ კომპანიათა ეფექტურობა, თუმცა, შესაძლოა გააუარესოს მისი მიმდინრე საწარმოო საქმიანობის შედეგები, გააძლიეროს ბიუროკრატიის ბორკილი. ხშირად შეუძლებელიც კი ხდება განისაზღვროს ცვლილებათა სიდიდე, რაც შესაძლოა მოჰყვეს შერწყმას და შთანთქმას.

მშთანთქმელი კომპანია ზოგჯერ არარეალურად აფასებს საინტერესო კომპანიის აქტივებს და ვალდებულებებს. მაგალითად, შესაძლოა არასათანადოდ შეფასდეს კომპანიის მოწყობილობების მოდერნიზაციისთვის საჭირო სახსრები, ან წუნიანი პროდუქციის კომპანიის საგარანტიო მომსახურებების ვალდებულებები. შერწყმის ეფექტურობაზე საგ რძნობლად მოქმედებს შთანთქმული კომპანიის გარემოს დაცვითი ვალდებულებები. თუ ამ კომპანიის საქმიანობა იწვევს გარემოს დაბინძურებას, მაშინ მისი ხარჯები მთლიანად გაერთიანებულ კომპანიას დააწვება მხრებზე. ხშირად შერწყმის დანახარჯების შეფასებაც არარეალურია. შეცდომები მომავალი გარიგების ღირებულების შეფასებაში შესაძლოა ძალზე შთამბეჭდავი იყოს. (BMW კომპანიის მიერ Rovers შთანთქმის მიახლოებითი ღირებულება შეადგენდა 800 მლნ. ფუნტს, შემდგომ 5 წელიწადში კი აუცილებელი ინვესტიცია გაუტოლდა 3,5 მლრდ-ს.). ხშირად შეუძლებელი ხდება იმ სიძნელეების გადალახვა, რაც უკავშირდება განსხვავებული საწარმოო პროცესის, ბუღალტრული აღრიცხვის, კორპორატიული კულტურის კომპანიათა ინტეგრირებას. მრავალი კომპანიის ფასი უკავშირდება ისეთ სპეციფიკურ აქტივებს, როგორიცაა: ადამიანური რესურსი, - მენეჯერთა პროფესიონალიზმი, მუშათა, ინჟინერთა კვალიფიკაცია. მეპატრონის შეცვლა იწვევს პერსონალის შეფასებისა და კარიერის დაგეგმვის ტრადიციის დადგენილი კრიტერიუმების გადასინჯვას, სახსრების ხარჯვის პრიორიტეტების, მართვის ცალკეული ფუნქციის მნიშვნელობის ცვლილებას.

0x01 graphic

შერწყმის ანალიტიკური კვლევები საინტერესო შედეგებს იძლევა: უფრო ხელსაყრელია კომპანიის გაყიდვა, ვიდრე სხვა კომპანიის ყიდვა. ეს შესაძლოა აიხსნას ორი მიზეზით 1. მშთანთქმელი კომპანია ყოველთვის უფრო მსხვილია, ვიდრე, შთანთქმული, შერწყმის შედეგების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თითოეული კომპანიის აქციონერი მიიღებს ერთნაირ მოგებას აბსოლუტურ გამოსახულებაში, პროცენტულად კი შთანთქმული კომპანიის მოგება აღმოჩნდება უფრო მაღალი. 2. ამ პროცესებზე ზეგავლენას მოახდენს კონკურენცია მყიდველთა შორის. თითოეული შემდგომი მყიდველი შესთავაზებს კომპანიას უფრო უკეთეს პირობებს, ვიდრე, წინა მყიდველის შეთავაზებაა. მომავალი გარიგების სარგებლის დიდი ნაწილი ერგება შთანთქმული კომპანიის აქციონერებს.

დღეს მსოფლიო ეკონომიკას შერწყმისა და შთანთქმის ახალმა ტალღამ გადაუარა.

ნიშანდობლივია, რომ 2009 წელს კონსოლიდაციის პროცესი მრავალ უცხოურ ფირმას შეეხო.

ბიზნესის კონსოლიდაციის მაგალითები საქართველოს ბაზარზე ძალიან ცოტაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიათა უმრავლესობისთვის ეს სამომავლო თემაა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ კომპანიათა შერწყმისა და შთანთქმის პროცესი არის რთული და მრავალმნიშვნელოვანი. თუმცა, საქართველოში ბაზრის მონაწილეები ავლენენ კორპორატიული კულტურის მრავალფეროვნებას, ადამიანთა მენტალობა ერთიანია, ეს ნიშნავს, რომ წარმატებული კონსოლიდაციისთვის ველი მაინც არსებობს.

Annotation
SYNERGIAN EFFECTS IN ECONOMICS

Neli Sesadze

World financial crisis has served as stimulus to consolidation of many branches of economy. Development of the given tendency in 2009 in many respects was promoted by strengthening of investment activity of leaders of the market, directed on acquisition of the fallen in price actives of smaller players.

Process of merge of the companies is a modern line of development of economic.