The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ადამიანის უფლებები საქართველოში: კრიტიკული ანალიზი


ადამიანის უფლებები საქართველოში: კრიტიკული ანალიზი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი გაეროს განვითარების პროგრამის სადისკუსიო გამოცემათა სერია
საავტორო უფლებები: © გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
თარიღი: 1998
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გაერო-ს განვითარების პროგრამა - საქართველო; გელა ნიკოლაიშვილი სადისკუსიო გამოცემათა სერია; თბილისი 1998; სადისკუსიო წერილებთან დაკავშირებული შეკითხვებით, ან მათი შეძენის სურვილის შემთხვევაში, მიმართეთ გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისს, თბილისი 380079, ერისთავის 9, ტელ. 25-11-26/28/29/31, პროგრამის ოფიცერი ნანა ღიბრაძე. UDC: 341.231.14 + 342.7(479.22) K 231.551/3 - საერთო ფონდი K 231.552/3 - საერთო ფონდი 342.7(47922)/ნ-635 - საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება F 75.378/3 - ხელუხლებელი ფონდი



1 გამოცემის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ამ გამოცემაში გამოხატული აზრები მხოლოდ ავტორისეულია და სრულიად არაა აუცილებელი ისახავდეს გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.

ამ გამოცემაში გამოყენებული აღნიშვნები და მასალის მოწოდების წესი არანაირად არ გულისხმობს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ რაიმე თვალსაზრისის გამოხატვას რომელიმე ქვეყნის, ტერიტორიის, ქალაქის, რეგიონის ან მათი უფლებამოსილების შესახებ, ან მათი საზღვრების დადგენის შესახებ.

გამრავლების უფლება ეკუთვნის გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისს. მოკლე ნაწყვეტები ამ გამოცემიდან შეიძლება შეუცვლელი სახით იქნას მოყვანილი ნებართვის გარეშე წყაროს მითითების პირობით. გამრავლების ან თარგმნის უფლებისათვის მიმართეთ გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისს, თბილისი, 380079, ერისთავის ქ. 9. გაეროს განვითარების პროგრამა მიესალმება ასეთ მიმართვებს. გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის პუბლიკაციები ამავე მისამართზეა ხელმისაწვდომი.

1998 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღნიშნავს ადამიანის უფლებეთა საყოველთაო დეკლარაციის 50 წლისთავს. 1994 - 2005 წლები გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა შესახებ საზოგადოების განათლების დონის ამაღლების დეკადად.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციით (რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 50 წლის წინ მიიღო) აღიარებული პრინციპები გამიზნულია ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის აღსაკვეთად. ამ დოკუმენტის შექმნით გაცხადებული იქნა ის ფაქტი, რომ დემოკრატიული წესების სესაბამისად არჩეული უმრავლესობა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვას. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის არსებობის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდებში განვითარებულმა მოვლენებმა.

ამ ისტორიულმა დოკუმენტმა 50 წლის მანძილზე გაუძლო დროის გამოცდას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სხვა საერთაშორისო დოკუმენტებსაც დაუდო საფუძველი. დღეს საერთაშორისო საზოგადოებრიობაში ქვეყნის ადგილსა და ავტორიტეტს განსაზღვრავს ქვეყნის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებთან.

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პოსტკომუნისტური ქვეყანაა. დღეს იგი ცდილობს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცივილიზებულ სამყაროში.

ბუნებრივია, რომ ტოტალიტარულ სისტემაში განვითარებული და ჩამოყალიბებული საქართველოს საზოგადოება ადვილად ვერ შეეგუებოდა ცხოვრების დემოკრატიულ წესს. მიუხედავად ამისა, საქართველო, თუმცა ნელა და გარკვეული სიძნელეებით, მაინც მიიწევს წინ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. ეს წინსვლა შეუქცევად და წარმატებულ პროცესად რომ იქცეს, ორი პირობა უნდა იქნას დაკმაყოფილებული: 1) ქვეყნის მოსახლეობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების შეგნება და 2) ხელისუფლებაში არჩეულ პიროვნებათა ნება.დღევანდელ საქართველოში ორივე ეს პირობა არსებობს. ერთი მხრივ, არის საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია დემოკრატიულ ღირებულებაზე - საზოგადოება, რომელიც ცდილობს საკუთარი მისწრაფებების რეალიზებას არასამთავრობო ორგანიზაციების, თავისუფალი პრესისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით, მეორე მხრივ, ამჟამინდელ ხელისუფლებაში მოღვაწეობს აქტიურ რეფორმატორთა ჯგუფი.

კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოს მოსახლეობისთვის ადამიანის უფლებები მხოლოდ დეკლარაციას (ყოველგვარი განსაზღვრის გარეშე) წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ იჩენს პოსტკომუნისტური საზოგადოება ცხოველ ინტერესს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხისადმი. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვა აღარ მოიხსენიება მხოლოდ რამდენიმე უშიშარი დისიდენტის მოღვაწეობის კონტექსტში. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობენ, სწრაფად იზრდება. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებული ყველა პრობლემა გადაიჭრა. დღევანდელი პრობლემები განსხვავდება კომუნისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პრობლემებისგან. ამ სფეროში მომუშავე ყველა ექსპერტმა უნდა გაითვალისწინოს ახალი პრობლემების სპეციფიკა.

ამჟამად საქართველოს საზოგადოება ადამიანის უფლებათა დაცვას ერთ-ერთ მნისვნელოვან და აქტუალურ საკითხად მიიჩნევს. ქვეყანაში რეგისტრირებულია და მოქმედებს ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია. სხვადასახვა საერთაშორისო ფონდი, გარანტების სახით, აფინანსებს რიგ პროგრამებს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებატა დაცვის საკითხებს.

3 პოსტტოტალიტარული რეჟიმები და ადამიანის უფლებები

▲ზევით დაბრუნება


პოსტკომუნისტურ ქვეყნებში (საქართველოს ჩათვლით) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს საკმაოდ სპეციფიკური ხასიათი აქვს; ისინი განსხვავდებიან კომუნისტურ ეპოქაში არსებული პრობლემებისგან. დღეს აღარც ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი იზოლირებული სამთავრობო პრესა არსებობს და აღარც ხელისუფლებას დაქვემდებარებული პრესა. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზეა და დემოკრატიული ნორმები დაცულია. სინამდვილეში, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები კვლავ პრობლემების წინაშე დგანან და ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე მრავალი დაბრკოლება ეღობებათ. შეიცვალა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის ფორმებიც.

სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის არც ისე ადვილია პოსტტოტალიტარული სამყაროს პრობლემების გაგება, ვინაიდან მათ ხშირად მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, ან, მაგალითად, კომუნისტური რეჟიმის გამოცდილებას შეუძლიათ მიმართონ, სამწუხაროდ, დასავლელ ექსპერტებს ხშირად არასრულყოფილი წარმოდგენა აქვთ პოსტტოტალიტარული ქვეყნების თავისებურებათა შესახებ. ამ თავისებურებების გასაგებად ადამიანმა ჯერ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და მხოლოდ შემდეგ სცადოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გაანალიზება.

დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში არსებობს სისტემა, რომელიც პირამიდის სახით შეიძლება გამოიხატოს.პირამიდის წვერზე მოქცეულია კანონი. ამ პირამიდის საფუძველს ორი მძლავრი ელემენტი, ხელისუფლება და საზოგადოება, წარმოადგენს.

0x01 graphic

ამ პირამიდის მიხედვით, ხელისუფლება (სახელმწიფო) და საზოგადოება (ინდივიდი) თანასწორი უფლებებით სარგებლობენ კანონის წინაშე. მოქალაქე, რომლის უფლებებიც ირღვევა, მიმართავს სასამართლოს. მოქალაქეს შეუძლია სარჩელი ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით შეიტანოს, მაგრამ, ამავე დროს, დარწმუნებულია, რომ საქმის განხილვისას სასამართლო არ იქნება მიკერძოებული ხელისუფლების ინტერესებისადმი. ასეთი რამ კიდევაც რომ მოხდეს, მოქალაქეს საკუთარი უფლებების დასაცავად სხვა საშუალებებიც გააჩნია: თავისუფალი პრესა, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები და, რაც მთავარია, საზოგადოებრივი - ანუ ყველა ის იარაღი, რომელსაც ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

პოსტკომუნისტურ ქვეყნებში კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული არ შეცვლილა ურთიერთდამოკიდებულება ხელისუფლებას (სახელმწიფო), საზოგადოებასა (ინდივიდი) და კანონს შორის. ამ ურთიერთდამოკიდებულებას საკმაოდ განსხვავებული ფორმა აქვს პოსტკომუნისტურ ქვეყნებში:

ხელისუფლება (სახელმწიფო)

კანონი

საზოგადოება (ინდივიდი)

კანონი არ წარმოადგენს დამოუკიდებლად მოქმედ სტრუქტურას. იგი არის იარაღი, რომელსაც ხელისუფლება (სახელმწიფო) იყენებს საზოგადოებაზე (ინდივიდზე) ზეწოლის მოსახდენად. ასეთი პრაქტიკა იარსებებს, სანამ არ შეიცვლება საზოგადოების ცნობიერება. სანამ - მოქალაქეები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კანონის დარღვევას ბუნებრივ მოვლენად არიქვამენ, არაფერი შეიცვლება.

კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. საზოგადოების დემოკრატიულ ნაწილს მეტი საშუალება გაუჩნდა საკუთარი მოსაზრებების გამოსახატად, მაგრამ სახელმწიფო კვლავ უპირისპირდება მათ, ზოგჯერ მანიპულირებს კიდეც ამ საშუალებებით. მაგალითად, საქართველოს ტელევიზიის ყველაზე პოპულარული არხები საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მძლავრ იარაღს წარმოადგენენ, მათ კი ფლობს და აკონტროლებს სახელმწიფო.

1996 წელს საქართველომ მიიღო კონსტიტუცია და იურიდიული აქტები, მაგრამ მას შემდეგ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ახალი კანონმდებლობის ცხოვრებაში გატარება პოსტკომუნისტურ ქვეყნებში არც ისე ადვილია. იმ დროს, როდესაც დღის წესრიგში საკუთრების უფლების, საბაზრო ეკონომიკის მშენებლობასა და ამ სფეროში განათლების მიღების აუცილებლობის საკითხები დგას, ბევრი რამ არის დამოკიდებული ქვეყნის მმართველ ძალებზე. მთავრობამ შეიძლება აირჩიოს მშენებლობის ჭეშმარიტად დემოკრატიული გზა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისას ეგალიტარულ მიდგომას მიმართოს; ანდა შეიძლება აირჩიოს ავტორიტარული მიდგომა და სისტემა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად გამოიყენოს.მოვლენები, უფრო ხშირად, ამ უკანასკნელი სცენარით ვითარდება იმ ქვეყნებში, რომელთათვისაც უცხოა დემოკრატიული სისტემა.

საქართველოში, ერთი შეხედვით, დემოკრატიული პრინციპები დაცულია. თუმცა, სინამდვილეში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების რეალიზება ვერ მოხდება, სანამ არ შეიცვლება საზოგადოებრივი აზრი და, შესაბამისად, არსებული სიტუაცია. სამწუხაროდ, ასეთი დამიკიდებულება არ შეიმჩნევა - საზოგადოებრივი აზრი და რეალობა ერთმანეთს მოწყვეტილია. მთავრობის თვითნებური პოლიტიკა საზოგადოების მიმართ კვლავ ასეთია: რამდენი რამეც არ უნდა სეიტყოთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, ჩვენ მაინც იმის კეთებას გავაგრძელებთ, რაც ჩვენს ინტერესებშია.

4 ხელისუფლება და ტოტალიტარული მენტალიტეტი

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო თავისუფლებათა დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედია. ყოფილი საბჭოთა საზოგადოებისთვის არ არის ადვილი დემოკრატიის უმთავრესი პინციპების, მაგალითად, ყველას თანასწორუფლებიანობის, აღიარება. ბევრ მოქალაქეს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შეუძლიათ დაარღვიონ კანონი და არ დაისაჯონ ამისთვის. თანამედროვე ქართული რეალობა ხელს უწყობს ასეთი რწმენის გამყარებას.

საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის საქართველოს ხელისუფლება ხშირად მიმართავს ისეთ მეთოდებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს ახასიათებდა. უფროს თაობას ემახსოვრება 1920-იან წლების ანალიტიკური მოძრაობა, რომელმაც მდიდარი მოსახლეობა ,,საზოგადოების მტრად“ გამოაცხადა. ბევრი შეძლებული ფერმერი გაუსამართლებლად იქნა დამნაშავედ გამოცხადებული; წინასწარი გამოძიება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. 1930-იან წლებში ასეთივე კამპანია იქნა წამოწყებული ტროცკისტებისა და სხვა ,,იმპერიალიზმის აგენტების“ წინააღმდეგ. აგენტომანია კიდევ უფრო გაძლიერდა 1940-იან და 1950-იან წლებში, როდესაც ყოველ საბჭოთა მოქალაქესი ჯაშუშს ხედავდნენ, ხოლო ტყვეობაში ნამყოფებს მოღალატეებად აცხადებდნენ. 1960-იან წლებში პოლიტიკური ზეწოლა შენელდა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ მაინც წამოიწყო ,,კუდიანებზე ნადირობისას“ კამპანია. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანს ხშირად ,,ანტისაბჭოთა“ ელემენტის იარლიყს აკრავდნენ. უცხოეთის რადიოს მოსმენა, ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელება და არსებული რეჟიმის პოლიტიკა საკმარისი მიზეზი იყო ადამიანის დასადანაშაულებლად. ისეთი პიროვნება, რომელიც არ შეუშინდებოდა დისიდენტის გამოქომაგებას, მიჩნეული იყო არა ადამიანის უფლებათა დამცველად, არამედ სახელმწიფოს მტრად.

,,პერესტროიკის“ შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელ ქვეყნებად იქცნენ, აღიარებული იქნა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა უპირატესობა, მაგრამ ტოტალიტარული მენტალიტეტიუცვლელი დარჩა, მარტო დეკლარირებით მისი შეცვლა შეუძლებელია. ხელისუფლება არ მიიღებს მონაწილეობას საზოგადოებრივი ღირებულებების პროცესში, დიდი დრო დაიკარგება.

5 ადამიანის უფლებათა დარღვევის საფუძვლები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა დარღვევის დონე საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე კანონმორჩილ ქვეყანაშია დასაშვები. ამის ძირითადი მიზეზებია:

1) პრაქტიკულად უმოქმედო საკანონმდებლო ბაზა, რომლის ტრანსფორმირების პროცესი ახლახან დაიწყო, და ინკვიზიტორული სასამართლო სისტემა, რომელიც არ აძლევს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების გამოყენების (ყოველ შემთხვევაში, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად) საშუალებას;

2) სამართალდამცავი ინსტიტუტები, რომლებშიც კომუნისტური რეჟიმის შემდეგ თითქმის არანაირი ცვლილება არ მომხდარა და რომელთა უპირველეს მიზანს წარმოადგენს არსებული რეჟიმის, და არა მოქალაქეობის დაცვა;

3) სუსტი სამოაქალაქო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებათა შესახებ საზოგადოების განათლების დაბალი დონე;

4) კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც კვლავ საბჭოთა მენტალიტეტი აქვთ, რაც უარყოფითად მოქმედებს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაზე, სადაც ისეთი მოხელეები უშუალოდ აკონტროლებებნ ინდივიდის ღირსებას, თავისუფლებას და სიცოცხლეს;

და

5) საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ცხოვრების ძალიან დაბალი დონე, რაც ბოლო წლების მანძილზე მომხდარი შინაური კონფლიქტებითა და გარდამავალი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური სიძნელეებით არის გამოწვეული.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოს საზოგადოებრიობამ და ხელისუფლების რეფორმისტულად მოაზროვნე ნაწილმა ამ მნიშვნელოვან საკითხთა თითქმის ყველა ასპექტი წამოაყენა განსახილველად, რასაც მოჰყვა: ცვლილებები, ოღონდ ეს ცვლილებები უფრო კანონმდებლობას შეეხო და არა პრაქტიკულ ცხოვრებას. საქართველოში შემორჩენილია ადამიანის უფლებათა დარღვევის ორი ძირითადი წყარო: ხელისუფლების გადაჭარბებული უფლებები და მოქალაქეთა შეზღუდული უფლებები.

უფლებათა დარღვევას ხელს უყობს ხელისუფლების ადმინისტრაციული სტრუქტურა. საქართველოს სახელმწიფო მოხელეები ძალიან დაბალ ხელფასს იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი სახელმწიფო მოხელე განიცდის ეკონომიკურ გაჭირვებას და თავის სარჩენად, ხსირად, იძულებულია ბოროტად გამოიყენოს თანამდებობრივი უფლებები.

ხელისუფლების მარეგულირებელი სტრუქტურა ძალიან სუსტია. საქართველოს კონსტიტუციის მიღებამდე რეგულირებას, არცთუ ძალიან მკაცრად, გენერალური პროკურატურა ახორციელებდა, რაც, ჩვეულებრივ, ზოგადი მეთვალყურეობით გამოიხატებოდა. ძალიან ხშირად ეს მეთვალყურეობა თანამდებობრივი უფლების ბოროტად გამოყენების წყარო ხდებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გენერალური პროკურატურა მნიშვნელოვან სამუშაოსაც ასრულებდა; ხსენებული უწყების ამ ფუნქციის გაუქმების შედეგად წარმოიშვა ვაკუუმი, სადაც არაფრის რეგულირება არ ხდებოდა, რამაც კორუფციის აყვავებას შეუწყო ხელი.

აშკარაა ახალი ადმინისტრაციული კოდექსისა და ადმინისტრაციული სამართლის საპროცესო კოდექსის საჭიროება, ანუ საჭიროება ისეთი იურიდიული აქტებისა, რომლებიც გაამარტივებენ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრების პროცედურას. ეს სერიოზულ ბარიერებს შეუქმნის თავაშვებულ ბიუროკრატიას.

6 სასჯელის განსაკუთრებული ზომის - სიკვდილით დასჯის გაუქმება

▲ზევით დაბრუნება


ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ XII საუკუნეში, თამარის მეფობის დროს, საქართველოში გაუქმდა სასჯელის უმაღლესი ზომა. ამრიგად, ფაქტია, რომ ბევრ დიდ ქართველ მოაზროვნეს უარყოფითი მოსაზრება გააჩნდა სიკვდილით დასაჯის შესახებ.

1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. 15.2-ე მუხლში ნათქვამია: ,,სასჯელის განსაკუთრებული ზომა - სიკვდილით დასჯა, მის სრულ გაუქმებამდე, შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ორგანული კანონით სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ამ სასჯელის შეფარდების უფლება მხოლო უზენაეს სასამართლოს აქვს“.

ამრიგად, თუმცა კონსტიტუციამ უკიდურესად შეზღუდა სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენება, ის მაინც ძალაში დარჩა.

90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლი ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულისთვის. იმ დროს საზოგადოებრივი აზრი სიკვდილით დასჯის მომხრე იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავისუფალმა პრესამ და მმართველობაში არსებულმა რეფორმისტულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საზოგადოებრივი აზრის შემობრუნებაში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. მათი ძალისხმევით საქართველოში ეტაპობრივად იქნა მიღწეული საზოგადოებრივი კონსენსუსი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.

თავდაპირველად გამოცხადდა მორატორიუმი. სასამართლოებს კვლავ გამოჰქონდათ სიკვდილით დასჯის განაჩენი, მაგრამ მათი აღსრულება არ ხდებოდა. ასეთი მდგომარეობა იყო 1995 და 1996 წლებში. 1996 წლის 12 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა დაარსა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც მრავალი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდა. რამდენიმე თვეში ცენტრმა საქართველოში წამოიწყო სიკვდილით დასჯისსაწინააღმდეგო მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია. მან მოაწყო სხვადასხვა ღონისძიება, პრესკონფერენციები, დაბეჭდა სტატიები, გამოვიდა რადიოთი და ტელევიზიით. ამ კამპანიას მას-მედიის წარმომადგენლებმაც აქტიურად აუბეს მხარი. ასეთმა მეცადინეობამ საშუალება მისცა მმართველობაში მყოფ რეფორმატორებს, პარლამენტში გაეაქტიურებინათ ბრძოლა სიკვდილით დასჯის გასაუქმებლად ახალი კანონმდებლობის მიღებისათვის. მათი პირველი წარმატება იმ მუხლების შემცირება იყო, რომლებიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდნენ - 13 მუხლიდან დატოვებული იქნა მხოლოდ ოთხი. ეს მოხდა 1996 წლის მიწურულს; ამავე პერიოდში გამოცხადდა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე.

ამის შემდეგ იგივე ორგანიზაციები და კერძო პირები მთელი წლის განმავლობაში ატარებდნენ კამპანიას იმ კანონის სრულიად და საბოლოოდ გასაუქმებლად, რომელიც საქართველოში სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. მათმა მეცადინეობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამიღო. 1995 წლის ბოლოს და 1996 წლის დასაწყისში, მთელი ქვეყნის მასთაბით გამართული კამპანიის წამოწყებისას, მოსახლეობის მხოლოდ 10-20 პროცენტი გამოდიოდა სასჯელის ამ განსაკუთრებული ზომის წინააღმდეგ. 1997 წლის მიწურულს კი, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, ასეთ ადამიანთა რაოდენობამ 50-55 პროცენტს მიაღწია.

1997 წლის 11 ნოემბერს პარლამენტმა საბოლოოდ გააუქმა სიკვდილით დასჯა. ეს მოძრაობა წარმატებული და სამოქალაქო საზოგადოების შესაქმნელად გადადგმული სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა. საქართველო მეორე პოსტსაბჭოთა - ქვეყანა იყო (მოლდოვას შემდეგ), რომელმაც წერტილი დაუსვა სასჯელის ამ განსაკუთრებული ზომის გამოყენებას. ბევრის შიში, რომ ამ სასჯელის გაუქმება გაზრდიდა დანაშაულთა რაოდენობას, უსაფუძვლო აღმოჩნდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1997 წლის ნოემბრის შემდეგ საქართველოში მძიმე დანაშაულების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველთა უმრავლესობა ამ ნაბიჯს პროფესიულ მოვლენად მიიჩნევს კიდევ ერთი მიზეზის გამო. სასჯელის ამ ზომის გაუქმებით სახელმწიფომ აღიარა, რომ ერთპიროვნულად არ აკონტროლებს პიროვნების ბედს. სახელმწიფოს არა აქვს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის უფლება.

7 საკანონმდებლო რეფორმა

▲ზევით დაბრუნება


პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო მიჩნეულია ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად რეფორმების განხორციელების საქმეში. დღეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას სურს კომუნისტური ელფერის კანონმდებლობის ახალით შეცვლა; მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, რეალური ცხოვრება ვერ უწყობს ფეხს სურვილს. ამიტომ შეიქმნა ისეთი ვითარება, როცა სასურველი კანონები ქაღალდზე არსებობს, ხოლო ხელისუფლება და საზოგადოება არ არიან მზად მათ განსახორციელებლად. ასეთი ვითარება საქართველოსთვისაც არის დამახასიათებელი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პარლამენტმა მრავალი ძირეული კანონი მიიღო, რომელთა მართებული განხორციელება მნიშვნელოვანი წინწადგმული ნაბიჯი იქნება სამოქალქო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში. მაგალითად, ახლახან მიღებული სამოქალქო კოდექსი ადგენს, რომ სახელმწიფო და პიროვნება თანაბარი უფლებებით სარგებლობენ კანონის წინაშე. ამ კოდექსის მიღებამდე სახელმწიფო სრული უპირატესობით სარგებლობდა. სახელმწიფოს ინტერესები ძალიან ზღუდავდნენ მოქალქეთა უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების, რეალიზების საშუალებას. ახალი კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქის ინტერესები ხელშეუხებელია. თუ არსებობს კერძო საკუთრების სახელმწიფო საკუთრებად გადაქცევის აუცილებლობა, სახელმწიფო ვალდებულია, სრულად აუნაზღაუროს მოქალქეს ამ უფლების შეზღუდვით გამოწვეული ზარალი. სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ეს ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარეობს.

  1. „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

  2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

  3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დაგეგმილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას ან მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.“

1997 წელს სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებამ დიდი მღელვარება გამოიწვია პოლიტიკურ წრეებსა და ზოგადად, საქართველოს საზოგადოებაში. ეს დოკუმენტი, ცხადია, არ არის სრულყოფილი. იგი შედეგია იმ კომპრომისისა, რომელიც მიღწეულ იქნა, ერთი მხრივ, მმართველობაში მყოფ რეფორმატორებს, მათ მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პრესას და მეორე მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტის კონსერვატიულ წევრებს შორის.

მიუხედავად კომპრომისებისა, ამ დოკუმენტში შეტანილია სერიოზული ცვლილებები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომუნისტური ვერსიის ძირითად მიზანს სამართალდამცავ სტრუქტურაში მოვალეობების განაწილება წარმოადგენდა, რისი დანიშნულებაც იყო ამ სტრუქტურის მუშაობის გაადვილება. საქართველოს ახალმა საპროცესო კოდექსმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, სტრუქტურის მოვალეობად სახელმწიფოს მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან მოქალაქის დაცვა აქცია. წინამორბედისაგან საგრძნობლად განსხვავებული ახალი საპროცესო კოდექსი არც სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს და არც მათ სამუშაოს აადვილებს.

ასეთმა მიდგომამ, ბუნებრივია, მწვავე კრიტიკა გამოიწვია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ახალი საპროცესო კოდექსი გააძნელებდა კანონის ცხოვრებაში გატარებას და შეასუსტებდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. სინამდვილეში, ახალმა საპროცესო კოდექსმა გააძნელა მხოლოდ უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება.

ტრადიციულად, ეჭვმიტანილი, უდანაშაულობის დამტკიცებამდე, დამნაშავედ ითვლებოდა. ეჭვმიტანილი პატიმრობაში იმყოფებოდა (რაც ძალიან ადვილი იყო კომუნისტური რეჟიმის დროს), სანამ პოლიცია მის დანაშაულს დაამტკიცებდა. ახალი კოდექსის თანახმად, დაკავების პერიოდი შემცირდა 10-დან 3 დღემდე, რამაც გააძნელა უკანონო გზებით სამხილის მოპოვება. შეიცვალა სასამართლო პროცედურაც - თუ ადრე სასამართლო მოსმენაზე მხოლოდ პროკურორი წარმოადგენდა საქმეს, ახლა ამის უფლება ორივე მხარეს აქვს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებათა უმრავლესობა სასამართლო სისტემას ეხება. ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით შესაძლებელი გახდა წინასწარი გამოძიების ეტაპზე უფრო მძლავრი მექანიზმების გამოყენება, თუმცა კვლავ არსებობს სერიოზული სირთულეები საპროცესო ნორმების შესრულების სამართლებრივ რეგულირებაში. ახალი საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოში არ მიიღება უკანონო გზით მოპოვებული მტკიცებები. თუ ახალი სასამართლოები დაიცავენ ამ სტანდარტს, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეტაპი დაიწყება.

წინა კოდექსი, რაოდენ ირონიული არ უნდა გეჩვენოს ეს გარემოება, შეიცავდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის რიგ ნორმატივებს, თუმცა მათი განხორციელება ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან მოსამართლეები არ იყვნენ დამოუკიდებლად მოქმედი პიროვნებები. მათ ეშინოდათ ნებისმიერი მაღალჩინოსნისა. აქედან გამომდინარე, სასამართლო განაჩენის გამოტანა ხდებოდა სატელეფონო ზარის ან ზემოდან მიღებული მითითების შესაბამისად. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა შემორჩენილია და დღესაც არის გავრცელებული. უმრავლეს შემთხვევაში განაჩენი არ ეფუძნება სასამართლო საქმის წარმოებას, სამხილს ან დანაშაულის სიმძიმის ხარისხს. მას მაღალი ჩინოსნის სურვილი ან მოსამართლის მიერ აღებული ქრთამის ოდენობა უფრო განსაზღვრავს არაადექვატური განაჩენი, ხშირად, შეუფერებლად მაღალი ან შედარებით დაბალი თანხით ,,იბეგრება“.

არსებული დემოკრატიული საზოგადოება იმედით უყურებს მიმდინარე სასამართლო რეფორმის და მოსამართლეთა შესარჩევად ახალი კრიტერიუმების გამოყენებას. გარდა ამისა, იგი იმედოვნებს, რომ მოსამართლეთა ახალი კორპუსი უფრო დამოუკიდებელი და ღირსეული იქნება და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდება. 1997 წელს მიღებულმა კანონმა საერთო სასმართლოების შესახებ სასამართლო სისტემა ადმინისტრაციის ყოველდღიური ზედამხედველობისგან გაანთავისუფლა. ეს იყო სწორი მიმართულებით გადადგმული ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რამაც დაგვანახა, რომ დაცვა ყველაზე მეტად მთავრობის წარმომადგენლებისგან არის საჭირო. კანონმა მაღალი შეფასება მიიღო გაერო-ს, ევროსაბჭოსა და მსოფლიო ბანკის ანგარიშებში. მსოფლიო ბანკმა საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა აღმოსავლეთ ევროპაში ,,ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ რეფორმად“ მიიჩნია.

მაგრამ, სამწუხაროდ, რეფორმა ქაღალდზე იწყება, ხოლო აღმასრულებელ ორგანოებში, ჩვეულებრივ, მისი კონსერვაცია ხდება. ნებისმიერი რეფორმის განხორციელება სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდება. ამიტომ ჯერ ნაადრევია საქართველოს რეფორმის წარმატებაზე საუბარი. ამიტომ ჯერ ნაადრევია საქართველოს რეფორმის წარმატებაზე საუბარი. მარტო კანონები, მიუხედავად მათში გათვალისწინებული გარანტიებისა, მინიმალურადაც ვერ იცავენ ადამიანის უფლებებს. გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრი და მისი უნარი, აქციოს ეს საკითხი სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად. სასამართლო რეფორმა ითვალისწინებს სასამართლო სისტემის ისეთ მოდელს, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს წინასწარი გამოძიების პროცესის გაფილტვრა, რათა გამომჟღავნდეს ადამიანის უფლებათა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევა. მაგრამ ეს ფილტრი არ იქნება საკმარისი. ეს ფუნქცია ვერ განხორციელდება, თუ რეფორმაში არ იქნა გათვალისწინებული ორგანიზებული საგამოძიებო ქვეგანყოფილების დამატება, რომელიც იმოქმედებს ახალი საპროცესო კოდექსის შუალედური წესებით დადგენილი საპროცესო ნორმებისაგან დამოუკიდებლად. ეს ფუნქცია ვერ განხორციელდება წარმატებით, სანამ პენიტენციალური სისტემა, საგამოძიებო იზოლატორების კონტროლისა და მართვის ჩათვლით, არ გადავა შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამ სისტემის დატოვება შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში სრულ ანაქრონიზმად გვევლინება. ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევის გაგრძელების უმთავრესი მიზეზი. სამწუხაროდ, პარლამენტს არც კი დაუწყია პენიტენციალური სისტემის იუსტიციის სამინისტროს იურისდიქციაში გადაცემის საკითხზე მსჯელობა.

სხვადასხვა სამთავრობო ორგანოებში კვლავ გაბატონებულია აზრი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა ასუსტებს სახელმწიფოს. ფაქტობრივად, სამართალდამცავი ორგანოების მკაცრი რეგულირბა მხოლოდ აამაღლებს ამ ორგანოთა წარმომადგენლების პროფესიონალიზმი, რომელსაც ამჟამად მკვეთრად აუარესებს უკანონო მეთოდების გამოყენება. თუმცა საზოგადოებაში, სადაც სასურველი აღიარების მისაღებად გამომძიებელს ყოველგვარი რეგულირების ან რეპრესიის წინაშე შიშის გარეშე შეუძლია გამოიყენოს წამების მეთოდები, სულაც არ არის საჭირო პროფესიული ზრდა. ტოტალიტარული აზროვნების ერთ-ერთ უმთავრეს ატრიბუტს წარმოადგენს არასწორი მოსაზრება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა ძირს უთხრის სახელმწიფოს. ის ფაქტი, რომ მმართველობის უმეტესი ნაწილი ამ მოსაზრებას იზიარებს, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ტოტალიტარული ინსტიტუტები.

საქართველოში ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი არასწორად აშუქებს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს კონტექსტიდან მათი მოწყვეტისა და ინდივიდთა უსაფუძვლო შიშითა და გრძნობებით მანიპულირების საშუალებით. ამისთვის ხელსაყრელ თემას წარმოადგენს პატიმართა უფლებები. პატიმრები ცუდ ადამიანიებად არიან მიჩნეულნი. არავის უნდა, რომ მისი ქმედება, როგორც პატიმართა დამცველისა, არასწორად იქნას ინტერპრეტირებული. ხელისუფლების მოხელეთა მტკიცებით, პატიმართა უფლებები ეწინააღმდეგება საზოგადოების კეთილდღეობას - პატიმრებს მეტი პატივისცემით ეკიდებიან, ვიდრე საშუალო, კანონმორჩილ მოქალაქეს.პატიმართა მიმართ ისეთი ,,ლოიალური“ დამოკიდებულება, როგორსაც მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვა დემოკრატიული წრეები გამოხატავენ, არღვევს ყველა უდანაშაულო ადამიანის უფლებებს.

სამწუხაროდ, კონსერვატორი პოლიტიკოსები დემოკრატიისა და რეფორმის წინააღმდეგ იყენებენ ყველა არგუმენტს, მიუხედავად იმისა, სწორია ის თუ არა. ერთ-ერთ არგუმენტად მათ მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირე მოჰყავთ და დემოკრატებს დასავლეთის აგენტების იარლიყს აკრავენ. საუბედუროდ, ეს პოლიტიკოსები ჯერ კიდევ ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობენ მთავრობასა და საზოგადოებაში.

8 საქართველო და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები

▲ზევით დაბრუნება


ამ ბოლო წლებში საქართველოში მოხდა ადამიანის უფლებათა შესახებ არსებული მრავალი საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიცირება. რატიფიცირებით საქართველომ იკისრა ადამიანის უფლებათა მსოფლიო საზოგადოების მიერ აღიარებული ნორმების დაცვა.

იმ მრავალ საერთაშორისო პაქტსა და კონვენციას შორის, რომლებსაც საქართველო შეუერთდა, არის: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო ხელშეკრულება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო ხელშეკრულება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ სასჯელის გამოყენების წინააღმდეგ. ზემოხსენებული საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი ნორმები ის ორიენტირია, რომლის გათვალისწინებითაც ხდება საქართველოს საკანონმდებლო აქტების მიღება. მაგალითად, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-19 მუხლში ნათქვამია: ,,ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის თავისუფლება; ეს უფლება მოიცავს ყველა სახის ინფორმაციისა და აზრის ძიების, მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას ზეპირად, წერილობით, ხელოვნების ნიმუშის სახით თუ სხვა საინფორმაციო საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა.“

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი შეესაბამება ამ სტანდარტს:

  1. ,,ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

  2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვასთავისი შეხედულება მათ შესახებ.

  3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.“

სიტყვის თავისუფლების პრინციპი საკმაოდ განვითარებულია საქართველოში. გამოდის ათობით დამოუკიდებელი გაზეთი, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ხელისუფლება არ აწესებს პირდაპირ ცენზურას ან სხვა სახის შეზღუდვებს პრესაზე. სამწუხაროდ, თავისუფალი პრესა ვერ ახერხებს საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ინფორმირებას. ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს: 1) გამომცემლებს არ გააჩნიათ თანხები გაზეთების შემდგომი ტირაჟირებისთვის. მათი შაშუალო ტირაჟი 3-5 ათასია, ხოლო მაქსიმალური - დაახლოებით 12-15 ათასი. თუ გაითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონს აღემატება, ტირაჟი უმნიშვნელოა; 2) მიუხედავად ასეთი შეზღუდული ტირაჟისა, ვერ ხერხდება გაზეთების გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არა აქვს გაზეთის ყოველდღიურად ყიდვისთვის საკმარისი ფული. მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის ამსახველი ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ქვეყნის მინიმალური წლიური ხელფასი თუ საშუალო წლიური პენსია საკმარისია თვის განმავლობაში მხოლოდ დღეში ერთი გაზეთის შესაძენად (საშუალო პენსია = მინიმალური ხელფასი = 13-14 ლარი; ერთი გაზეთის საშუალო ფასი - 0,5 ლარი).

ვინაიდან მთავრობა არ აკონტროლებს თავისუფალ პრესას, იგი არ ვრცელდება მთელ საქართველოში; ამიტომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ინფორმაციის გარეშე რჩება. დღეს გაზეთები ძირითადად ქვეყნის დედაქალაქში - თბილისში ვრცელდება.

საქართველოს ბევრ რეგიონში არ გამოდის დამოუკიდებელი ადგილობრივი გაზეთი. გამონაკლის შემთხვევებში ადგილობრივი აქტივისტები ცდილობენ ადგილობრივი პერიოდული გამოცემის დაარსებას; მაგრამ ისინი მძლავრ წინააღმდეგობას აწყდებიან ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენელთა მხრიდან, როგორც ეს ადგილობრივი გაზეთის ,,ორიონის“ შემთხვევაში მოხდა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ახალციხეში იბეჭდებოდა: ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა დააშინეს ჟურნალისტები.

დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ზემოქმედების მსგავსი შემთხვევები შეიძლება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეგვხვდეს. შედარებისთვის, დღეს თბილისში პრაქტიკულად ვერც ერთი თანამდებობის პირო ვერ გაბედავს ასეთი ქმედების ჩადენას, თუ არ უნდა პოლიტიკური კარიერის უარყოფითი შეფასებით დასრულება. მაგრამ ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის ცენტრში გადაიდგა დემოკრატიისა და სამოქალქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, მოშორებულ რეგიონებშიც უნდა გადაიდგას.

9 ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო მექანიზმები

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლში ნათქვამია:

  1. ,,საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც 5 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

  2. სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებსა და პირებს. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.“

საქართველოსთვის ახალი, სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელიც პარლამენტმა 1996 წლის მაისში მიიღო, ფუნქციონალური ინსტიტუტი გახდა. თუმცა ომბუდსმენის (სახალხო დამცველის) არჩევა წელიწადნახევრის მანძილზე არ მომხდარა. ბოლოს, 1997 წლის მიწურულს, რამდენიმე კანდიდატურის განხილვის შემდეგ, საქართველოს პირველ სახალხო დამცველად არჩეულ იქნა დავით სალარიძე. ადრე იგი პოლიციის გენერალი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სანამ სახალხო დამცველად აირჩევდნენ, მას საქართველოს საშემოსავლო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. სალარიძის სამსახურებრივი ისტორიის გამო, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად შეხვდნენ მის არჩევას. მართალია, დავით სალარიძემ გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სურვილი და დღეს ასეთი თანამშრომლობა არსებობს, მაგრამ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველს კვლავ ორ პრეტენზიას უყენებენ. პირველი, თავის საქმიანობაში სახალხო დამცველი ზედმეტ ყურადღებას უთმობს სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს და ნაკლებად არის დაკავებული სამოქალქო და პოლიტიკური უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხებით. მეორე, სახალხო დამცველი საჭიროზე მეტად მონაწილეობს პოლიტიკის სფეროში და არასაკამრისად - ადამინის უფლებათა სფეროში. სახალხო დამცველი თავისი მოვალეობის შესრულებას 1998 წლის დასაწყისში შეუდგა.

1997 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ შემოიღო ახალი თანამდებობა - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ამ თანამდებობაზე დაინიშნა 1992-1995 წლების პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან ბერიძე. მდივნის მოადგილეს ევალება კონტროლის განხორციელება ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებული პრეზიდენტის რეზოლუციებისა და განკარგულებების შესრულებაზე სამართალდამცავ და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და სამხედრო სტრუქტურებში. მის ფუნქციებში შედის ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების გამომჟღავნება როგორც მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე, ასევე პირადი ინიციატივით. მოვალეობის შესრულებისას იგი უფლებამოსილია: 1) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლისგან; 2) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ადმინისტრაციის უწყებებში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სამხედრო ქვედანაყოფში, ციხეებსა და საპატიმროებში; და 3) მიიღოს და განიხილოს წერილობითი განმარტებები აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლისგან ან პირადად მიმართოს ორგანოს და/ან თანამდებობის პირს, რომელიც შემჩნეულია ადამიანის უფლებათა დარღვევაში.

საქართველოს მოსახლეობა მიესალმა პრეზიდენტის მიერ ამ თანამდებობის შემოღებას. ეს გახლდათ პრეზიდენტის რეაგირება კრიტიკაზე, რომელიც მოდიოდა ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, მას-მედიისა და ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ექსპერტებისაგან.

პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის რეზოლუციით შეწყნარებული იქნა ყველა სიკვდილმისჯილი (სულ 54 ადამიანი); სასჯელი შეიცვალა 20 წლის პატიმრობით.

პარლამენტში ფუნქციონირებს ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტი, რომელსაც თავმჯდომარეობს კონსტანტინე კოკოევი. კომიტეტის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ყველა იმ კანონპროექტის გადასინჯვა, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს. კომიტეტმა, სოროსის ფონდის ფინანსური დახმარებით, მოამზადა და გამოსცა ,,სამახსოვრო წიგნის“ 20 000 ეგზემპლარი - ბროშურა საშუალო მოქალაქისთვის, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ უნდა მოიქცეს უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქე დაკავების პირველ წუთებში საკუთარი უფლებების დასაცავად. გარდა ამისა, ბროშურაში მოცემულია იმ ორგანიზაციათა მისამართები და ტელეფონის ნომრები, რომლებსაც უნდა მიმართონ მოქალაქეებმა მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტში მოქმედებს პენიტენციალური რეფორმისა და მსჯავრდებულთა საკითხების ქვეკომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს ძალზე აქტიური და ენერგიული ქალი, ელენე თევდორაძე. საკუთარი აქტიური მოღვაწეობის შედეგად მან საზოგადოებაში პატიმართა უფლებების ჭეშმარიტი დამცველის სახელი მოიხვეჭა.

1998 წლის 4 თებერვალს მიღებული კანონის საფუძველზე პარლამენტმა, პრეზიდენტის წინადადებით, 1998 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის წლად გამოაცხადა; ამ წელს დააგვირგვინებს 10 დეკემბერს გამართული ზეიმი.

10 სამართალდამცავი ორგანოები და საზოგადოება

▲ზევით დაბრუნება


ტოტალიტარული რეჟიმის დროს რეპრესიული სისტემის უმთავრეს საყრდენს წარმოადგენდნენ სამართალდამცავი ორგანოები, რომელთა მეშვეობითაც მმართველ რეჟიმს შეეძლო ნებისმიერი უკანონო და ადამიანის უფლებათა დამრღვევი ქმედების ჩადენა. ბუნებრივია, საზოგადოება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ შიშსა და უნდობლობას განიცდიდა. დღეს ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებში თითქმის იგივე ადამიანებს ვხვდებით, რომლებითაც წარსული რეჟიმის დროს იყო ეს უწყებები დაკომპლექტებული. ამიტომ საზოგადოების დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არ შეცვლილა.

საზოგადოების აზრით, პოლიციისადმი შიშისა და უნდობლობის მიზეზი სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მუშაობის სტილია. სამწუხაროდ, საქართველოში დღესაც ხშირია სამართალდამცავი ორგანოების წარმოადგენელთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. ადგილი აქვს უკანონოდ დაკავების შემთხვევებს. ვერ ვიტყვით, რომ ეს ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ თითოეული ასეთი შემთხვევა ადამიანის უფლებათა დამცველების შეშფოთებას იწვევს. მოქალაქის უკანონოდ დაკავება განგებ მოწყობილი სამხილით, მაგალითად, ნარკოტიკით ან ცეცხლსასროლი იარაღით, ძირითადად, ფულის გამოძალვის მიზნით ხდება. ასეთი რამ, თუმცა იშვიათად, პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრებასაც ემსახურება.

საზოგადოებრივი აზრის ამ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პოლიცია საქართველოში ყველაზე კორუმპირებული ინსტიტუტია. საჭირო სამხილის მოსაპოვებლად დაკავების ადგილებში, განსაკუთრებით წინასწარი გამოძიების ეტაპზე, პატიმრებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ხშირი შემთხვევებია აღნიშნული. ასეთი ზეწოლა პოლიციის პირად ინტერესებს ემსახურება. ზეწოლის შედეგად პატიმრისგან მიღებული ,,აღიარების“ შემდეგ პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა დადანაშაულებულს, მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ფასზე მოელაპარაკოს; ანდა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ამ საქმეს ,,იძიებდა“, თავს მოაწონებს უფროსობას, რომ გახსნა საქმე, რამაც შეიძლება მის სამსახურებრივ წინსვლას შეუწყოს ხელი.

დაკავების ადგილებში ასეთი ზეწოლა ხშირად იმ დანაშაულებათა აღიარებით მთავრდება, რომლებიც სხვებმა ჩაიდინეს. ხშირად დადანაშაულებულს უხდება სასამართლო პროცესამდე ლოდინი, იმის განსაცხადებლად, რომ მისი აღიარება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული. მას სასამართლოსთვის წამების შედეგად სხეულის დაზიანებათა ჩვენებაც კი შეუძლია; მაგრამ სასამართლო, ჩვეულებრივ, არ ითვალისწინებს ასეთ სამხილს. ხშირ შემთხვევაში ექსპერტი, სხეულის შემოწმების შემდეგ, აცხადებს, რომ არ შეუძლია დაადგინოს, თუ როდის იყო დაზიანება მიყნებული - დაპატიმრებამდე თუ მის შემდეგ. იმ თხვევაშიც კი, როდესაც ხდება პოლიციის მიერ პატიმართა წვალების გამოვლენა, პოლიციელი დაუსჯელი რჩება. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მხოლოდ 2 თუ 3 შემთხვევა იყო, როდესაც ასეთი ქმედების გახმაურების შემდეგ რამდენიმე პოლიციელი დაისაჯა, ისიც ძალიან მსუბუქად - მათ 3-დან 4 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ხონში არსებობს საჯარიმო კოლონია, რომელშიც მხოლოდ ყოფილი პოლიციელები იხდიან სასჯელს (იხილეთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი). ხონში პატიმართა უმრავლესობა დადანაშაულებულია ქრთამის არებაში თუ სხვა თანამდებობრივ დარღვევებში, მაგრამ იქ არ არის არც ერთი პოლიციელი, პატიმართა ფიზიკურ წამებაში ეომ ედებოდეს ბრალი.

პოლიციის უეფექტო მუშაობის მიზეზი, ტოტალიტარული რეჟიმის გადმონაშთების გარდა, ცუდი სამუშაო პირობებია. პოლიციის შემადგენლობა გამიზნულად იქნა გაბერილი 70 000 წევრამდე. პოლიციელთა დაბალი ხელფასები არ არის საკმარისი არსებობისთვის. პოლიციის ნორმალურ ფუნქციონირებას მატერიალური საშუალებების ნაკლებობაც აფერხებს. შტატების სემცირებისა და სხვა ტიპის რეალური ცვლილებების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პოლიციის მუშაობის გაუმჯობესება.

1998 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს შრომა-გასწორების კოლონიებში 10 348 პატიმარია. მათ შორის წინაწარი პატიმრობის ადგილებში 2 016 ადამიანია, რომლებიც სასამართლო პროცესს ელოდებიან და რომელთა დანაშაულიც ჯერ არ დამტკიცებულა. დანარჩენ 8 832-ს უკვე მისჯილი აქვს სასჯელი. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს 15 კოლონია დამნაშავეთათვის და 5 საგამოძიებო იზოლატორი წინასწარი გამოძიების პროცესში მყოფ ეჭვმიტანილთათვის. ჩვენს მიერ მოყვანილი ცხრილი ასახავს საქართველოს პენიტენციალურ სისტემასი 1998 წლის ივნისისთვის არსებულ მდგომარეობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომა-გასწორების კოლონიებში 1998 წელს არსებულ პატიმართა მთლიანი რაოდენობა

კოლონიის №

კოლონიის ადგილმდებარეობა

რეჟიმი

ადგილთა მაქსიმალური რაოდენობა

პატიმართა ფაქტიური რაოდენობა

1

რუსთავი

გაძლიერებული

1 205

1 659

2

რუსთავი

გაძლიერებული

1 410

1 675

3

საგარეჯო

მკაცრი

1 005

695

3/1

საგარეჯო

საგანგებო

510

-

4

მუხროვანი

სასჯელის მოხდის

520

104

5

თბილისი

საერთო

700

182

6

თბილისი

საერთო

250

64

7

თბილისი

მკაცრი

1 010

677

8

ქსანი

მკაცრი

1 015

361

9

ქსანი

საავადმყოფო

500

351

10

გეგუთი

საერთო

1 200

706

11

საგარეჯო

სასჯელის მოხდის

550

114

12

ხონი

შერეული

550

176

14

თბილისი

გაძლიერებული

510

673

15

თბილისი

საავადმყოფო

350

295

დამნაშავეები, სულ

11 285

8 332

საქართველოში არსებულ 5 საგამოძიებო იზოლატორს შორის ყველაზე ,,დისკრედიტირებულია“ იზოლატორი №5, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში მდებარეობს. გარდა იმისა, რომ აღნიშნული იზოლატორის პირობები არ შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებს, გასულ წელს მე-5 იზოლატორის პატიმრები ჩიოდნენ, რომ აღიარების მისაღებად მათ სცემდნენ და აწამებდნენ. თუმცა ამ ბოლო ხანს, ექსპერტთა აზრით, მდგომარეობა იზოლატორში გაუმჯობესდა.

საგამოძიებო იზოლატორები

დაწესებულების №

დაწესებულების ადგილმდებარეობა

ადგილის მაქსიმალური რაოდენობა

პატიმართა ფაქტიური რაოდენობა

ს.ი. №1

თბილისი

2 2 020

1 319

ს.ი. №2

ქუთაისი

80 800800800800

339

ს.ი. №3

ბათუმი

250

178

ს.ი. №4

ზუგდიდი

395

124

ს.ი. №5

თბილისი

100

58

ეჭვმიტანილები, სულ:

3 565

2 016

პატიმრები, სულ:

14 850

850

თითქმის ყველა საგამოძიებო იზოლატორისა და კოლონიის შენობა ძველია და მნიშვნელოვან შეკეთებას საჭიროებს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ გააჩნია საჭირო სახსრები.

სიძნელეების მიუხედავად, გასულ წელს პენიტენციალური სისტემის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ, რომლის თავმჯდომარეა გივი ყვარელაშვილი, აქტიური სამუშაოები ჩაატარა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შემცირდა ციხეში პატიმართა შორის მომხდარ დანაშაულთა რაოდენობა. 1998 წელს პრაქტიკულად არ ყოფილაგაქცევის მცდელობა.

დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს წარმომადგენლებთან, მაგალითად, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, 1996 წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის 1 350-მა პატიმარმა მიიღო პირობითი სასჯელი, 852 შეწყნარებული იქნა, ხოლო 144-ს ამნისტია შეეხო.

ამას წინათ პენიტენციალური სისტემის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ჩაატარეს პროგრესული და ჰუმანური ღონისძიებების მთელი რიგი:

  • ჩატარდა პატიმართა საუკეთესო მხატვრული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა;

  • გამოქვეყნდა პატიმართა ლექსებისა და ნოველების კრებული;

  • ჩატარდა კონკურსი რელიგიურ თემაზე შექმნილი ხელოვნების საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად;

  • მოეწყო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი-გამოფენა არასრულწლოვანთა კოლონიაში;

  • გაიმართა სილამაზის კონკურსი ქალთა კოლონიაში; და

  • მოეწყო კოლონიათაშორისი ოლიმპიადა.

პენიტენციალური სისტემა, რასაკვირველია, ჯერ კიდევ მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჯერ კიდევ არ არსებობს თანამედროვე საკანონმდებლო ბაზა. ეს სისტემა უკეთ ფუნქციონირებს, ვიდრე საბჭოთა კავშირის კანონმდებლობა. მაგრამ ისევ შეუძლებელია პატიმართათვის დახმარების გაწევა სამუშაო ადგილის პოვნაში; მოსაგვარებელია გარე სამყაროსთან პატიმართა კავშირის საკითხიც - მაგალითად, ტელეკომუნიკაციის, ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და პრესის მიღების საკითხები.

საქართველოს პრეზიდენტი ღიად საუბრობს პატიმართა ცემისა და წამების შემთხვევებზე. ბოლო რეზოლუციაში (№284) მან დაწერა: ,,კვლავ ბევრი საჩივარი არსებობს პიროვნების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაზე. გამომჟღავნებული იქნა ფიზიკური შეურაცხყოფია და წამების ფაქტები. კვლავ მძიმე ვითარებაა სამართალდამცავ ორგანოებში. პატიმართათვის ჯერ კიდევ არ არის შექმნილი აუცილებელი პირობები“.

არასამთავრობო ორაგანიზაციები, რომელთა რაოდენობა საქართველოში ბოლო წლებში იზრდება, ცდილობენ საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობს მას-მედიაც. მართალია, მენტალიტეტი ჯერ სრულად არ შეცვლილა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება არცთუ ისე შორი მომავლის საქმეა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეუქცევადი იქნება დემოკრატიული პროცესი და ადამიანის უფლებათა დაცვის რამდენად სტაბილური სისტემა შეიქმნება საქართველოში.

11 პოლიტპატიმართა საკითხი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში კამათობენ იმაზე, არიან თუ არა აქ პოლიტიკური პატიმრები. საქართველოს პრეზიდენტმა საჯაროდ უარყო პოლიტპატიმრების არსებობა. ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს საპირისპირო შეხედულება აქვთ.

იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ პოლიტპატიმართა საკითხზე, უნდა არსებობდეს მათი საყოველთაოდ შეთანხმებული განსაზღვრა. საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი განსაზღვრა არ არსებობს. ზოგი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის (მაგალითად, ,,Amnesty International”-ის) განსაზღვრის თანახმად, „პოლიტიკური პატიმარი“ შეიძლება იყოს პიროვნება, რომელმაც დანაშაული პოლიტიკური მიზეზებით ჩაიდინა. ,,Amnesty International” მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების დროულ, საჯარო და თანასწორ გასამართლებას. ამ განსაზღვრის მომხრეთა აზრით, პოლიტპატიმრობა არ გულისხმობს რაიმე პრივილეგიას ან განსაკუთრებულ სტატუსს. პოლიტპატიმრები კრიმინალები არიან; მაგრამ, ვინაიდან მათ დანაშაული პოლიტიკური მიზეზების გამო ჩაიდინეს, სასჯელი, ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების გამო, არ უნდა იყოს შეუფერებლად მკაცრი.

„Amnesty International” განასხვავებს ,,სისნდისის პატიმრებს“, როგორც პიროვნებებს, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან მათი რწმენის, შეხედულების ან ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამო. ადამიანის უფლებათა დამცველები მოითხოვენ „სინდისის პატიმართა“ უპირობო გათავისუფლებას.

დღეს საქართველოში არც „სინდისის პატიმართა“ არსებობას აღიარებენ. რამდენიმე პიროვნება, რომელმაც რელიგიური მოსაზრებით თქვა უარი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, მიჩნეული იყო ,,სინდისის პატიმრად“. მაგრამ დღეს ეს პირები ციხეებიდან განთავისუფლებულნი არიან. არსებობს სერიოზული დამამტკიცებელი საბუთი, რომ ლეილა ცომაია და კლარა შუკვანი, რომლებიც დღეს დაპატიმრებულები უნდა იყვნენ, პოტენციურ ,,სინდისის პატიმრებად“ ითვლებიან, თუმცა სასამართლომ, რომელმაც ისინი დამნაშავეებად ცნო საზოგადოების თავშეყრის ადგილას საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის გამო, მათ პატიმრობა მიუსაჯა. ორივე შემთხვევაში განაჩენში დანაშაული კვალიფიცირებული იქნა, როგორც ხულიგნური ქმედება; თუმცა აშკარაა, რომ ისინი დაისაჯნენ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

„Amnesty International“-ის განსაზღვრის მიღებით საქართველოს მოუხდებოდა იმის აღიარება, რომ ქვეყნის ციხეებში რამდენიმე ათეული პოლიტპატიმარი ჰყავს. მაგალითად, 1992 წელს მთავრობის წარმომადგენლების - რომან გვენცაძის, სანდრო კავსაძისა და დავით სალარიძის მძევლად აყვანა, ისევე, როგორც 1998 წლის 19 თებერვალს გაერო-ს წარმომადგენელთა მძევლად აყვანა, პოლიტიკური მიზეზებით ჩადენილი კრიმინალური ქმედება იყო. იგივე შეიძლება ითქვას იმ შვიდ პირზე, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ 1998 წლის 9 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობისათვის და რომლებიც ჯერ არ გაუსამართლებიათ.

საქართველოში კიდევ ერთი პრობლემა არსებობს. დღევანდელ დღეს იშვიათია პოლიტიკური შეხედულებისათვის სამსახურიდან დათხოვნა თუ საზოგადოებიდან გარიყვა, მაგრამ ამ მიზეზით სამსახურიდან დათხოვნა და სხვა დისკრიმინაციული ქმედებები ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა 90-იანი წლების დასაწყისში. წარსულის დისკრიმინაციული ქმედებების გამოსწორება და გარიყულთა ხელახლა ინტეგრირება საზოგადოებაში ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ვერ ხერხდება ვერც სამუშაო ადგილების და/ან ბინების დაბრუნება იმ ადამიანთათვის, რომლებიც იყვნენ, დაეტოვებინათ ისინი ეროვნული წარმომავლობის გამო.

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ასეთი სახის პრობლემასაც ვაწყდებით: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამართალდამცავი ორგანოები აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომლებიც მათი პოლიტიკური ოპონენტები არიან. პროცედურას შემდეგნაირი ხასიათი აქვს: პოლიტიკური ოპონენტი საჯაროდ ცხადდება დანაშაულში ეჭვმიტანილად; თუ ასეთი განცხადების შემდეგ ოპონენტი წყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას, მას ბრალდება ეხსნება, ხოლო თუ განაგრძობს ან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ უბრუნდება პოლიტიკურ სარბიელს, სამართალდამცავი ორგანოები ანახლებენ ბრალდებას და აპატიმრებენ ,,ეჭვმიტანილებს“.

ფორმალურად ასეთი პატიმრების დაკავება ბოროტმოქმედების ბრალდების წაყენებით ხდება (და მათ უმრავლესობას, ალბათ, ჩადენილი აქვს დანაშაული); მაგრამ რეალურად ყოველი მათგანის დაპატიმრების მიზეზი პოლიტიკური შეხედულება და საქმიანობაა.

12 საქართველოს მოსახლეობის ეროვნული სტრუქტურა და მიგრაციის მოდელები

▲ზევით დაბრუნება


1989 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, საქართველოში ცხოვრობდნენ ან კვლავ ცხოვრობს 437 211 სომეხი (8,1%25), 341 720 რუსი (6,3%25), 307 556 აზერბაიჯანელი (5,7%25), 164 055 (3%25), 100 324 ბერძენი (1,9%25), 52 443 უკრაინელი (0,7%25), 33 333 ქურთი (0,6%25), 24 795 ებრაელი (0,5%25) და სხვა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ცხოვრობდა.

იმავე აღწერის მონაცემების თანახმად, ეთნიკური და ენობრივი უმცირესობები შემდეგ რეგიონებში იყვნენ კონცენტრირებულნი: ჯავახეთში ჭარბობდა სომხური მოსახლეობა (90%25-ზე მეტი); ქვემო ქართლი ძირითადად აზერბაიჯანელებით იყო დასახლებული (42%25-დან 85%25-მდე რეგიონის სხვადასხვა რაიონის მიხედვით); წალკის რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობას ბერძნები წარმოადგენდნენ(61%25), ხოლო სამხრეთ ოსეთში - ოსები (67%25). სხვა ეთნიკური და ენობრივი უმცირესობების მცირერიცხოვანი დასახლებები მიმოფანტული იყო რამდენიმე რეგიონში. არსებობდა კიდევ სხვა უმცირესობათა კონცენტრირებული დასახლებები, რომლებიც რაოდენობრივად რეგიონის საერთო მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდნენ, მაგალითად, ავარები ყვარლის რაიონში (0,5%25) და ქურთები თბილისში (1,9%25), საქართველოში მცხოვრებ ყველა უმცირესობას, გარდა ასირიელებისა და ქურთებისა, გააჩნდა ისტორიული სამშობლო.

საქართველოში მორწმუნე ადამიანთა უმრავლესობა მართლმადიდებელია. ზოგი ქრისტიანი აღიარებს კათოლიციზმს, გრეგორიანიზმს ან პროტესტანტიზმს. ისლამის მიმდევრები არიან როგორც ქართველები (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში), ასევე ზოგიერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები (მათ შორის აზერბაიჯანლები). საქართველოსი არსებობს ებრაელთა დიასპორა.

ზემოხსენებულ უმცირესობათა უმეტესი ნაწილი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობს საქართველოში. ბოლო მიგრაცია, რომელსაც შედეგად საქართველოს მოსახლეობის სტრუქტურული ცვლილება მოჰყვა, გამოწვეული იყო ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის ფაქტორებით. მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად (მიღებული იქნა 1993 წლის 25 მარტს), ყველა ადამიანი, რომელიც კანონის მიღების დროისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ ითვლება.

მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-4 მუხლში ნათქვამია: ,,საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი თანასწორნი არიან კანონის წინაშე განურჩევლად მათი წარმოშობისა, სოციალური კუთვნილებისა, რასისა და ეროვნებისა“.

კონსტიტუციის 38-ე მუხლი უზრუნველყოფს ეთნიკურ უცირესობათა უფლებებს: ,,საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ“.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე და 75.2-ე მუხლებით იკრძალება ომის და ეროვნული, რასობრივი და რელიგიური სიძულვილის პროპაგანდა. ადრეც და დღესაც ეს მუხლები ფორმალურ ხასიათს ატარებს. ხელისუფლება არ იყენებს მათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკური სეპარატიზმის გაღვივების აღსაკვეთად.

კანონმა მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შესახებ (მიღებულია 1994 წლის 14 ივნისს) თავისი წვლილი შეიტანა უმცირესობათა იურიდიული გარანტიების გაძლიერებაში. ამ კანონის თანახმა, საქართველოში ჩამოყალიბდა და აქტიურად მოქმედებს სომეხთა, აზერბაიჯანელთა, რუსთა, ბერძენთა, ებრაელთა, ასირიელთა, უკრაინელთა და სხვა ეროვნების წარმომადგენელთა კულტურული და ეთნიკური საზოგადოებები. მოქალაქეთა ამგვარი გაერთიანებები მონაწილეობას ღებულობენ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქველმოქმედებაში, ადამიანის უფლებათა დაცვასა და კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში, რათა შეინარჩუნონ და განავითარონ საკუთარი ტრადიციები. მათ დამყარებული აქვთ კავშირები თავიანთ სამშობლოსთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და ფონდთან კანონი მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ ითვალისწინებს ეთნიკური ნიშნით შექმნილი გაერთიანებებისათვის პოლიტიკური ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას.

1994 წლის 14 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება №122 (განკარგულება 44, გვ. 7). ამ ბრძანების თანახმად, პიროვნებას, რომელიც იღებს პასპორტს, აქვს უფლება, აირჩიოს ერთ-ერთი მშობლის გვარი და ეროვნება, რაც ეროვნული თვითგამორკვევის უფლების უკეთ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

1992 წლის 22 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო რეზოლუცია №648 საქართველოში მცხოვრებ გერმანელი წარმოშობის პიროვნებათა ეროვნების აღდგენის შესახებ; ეს ღონისძიება გათვალისწინებულია იმ გერმანელებისათვის, რომელთაც თავიანთი ეროვნება გასაიდუმლოებული ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის დროს და ომის შემდეგ ჩატარებული რეპრესიების თავიდან ასაცილებლად.

1941-1944 წლებში ეთნიკურ გერმანელთა (რომლებიც საქართველოში XIX ს-ის შუა წლებში დასახლდნენ) უმრავლესობა დეპორტირებული იქნა, საქართველოდან დეპორრირებულნი იქნენ მესხეთის მუსლიმანებიც (ე.წ. ,,თათრები“), რომელთა უმრავლესობასაც გამაჰმადიანებული ქართველები წარმოადგენდნენ. 1949 წელს ასეთივე ბედი ეწია შავი ზღვისპირა ქალაქებში მცხოვრებ პონტოელ ბერძნებს.

ეს დეპორტაციები (,,არანებაყოფლობითი პოლიტიკური მიგრაციები“) შეეხო 120 000-ზე მეტ ადამიანს. ცხადია, არავითარი გამართლება არა აქვს იმ არაჰუმანურ ქმედებებს, რომლებიც კრემლის ტოტალიტარულმა რეჟიმმა განახორციელა. იმავე მთავრობის განკარგულებით ის რაიონები, საიდანაც მოხდა მოსახლეობის დეპორტაცია, დასახლებული იქნა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსახლებული ადამიანებით. ამან შეუძლებელი გახადა დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაცია თავიანთ სახლებში. მათი დაბრუნება გამოიწვევს იმ ადამიანთა გამოსახლებას და უფლებების შელახვას, რომლებიც იძულებით იქნენ ჩამოსახლებულნი ამ რაიონებში. ეს ადამიანები იგივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან იმ რაიონებში, რომლებიდანაც ჩამოასახლეს.

1999 წლისათვის დაგეგმილი ახალი აღწერის ჩატარებით შესაძლებელი გახდება საქართველოში ბოლო ათასწლეულში მიმდინარე მიგრაციის შესახებ მონაცემების მოპოვება. ამ ინფორმაციის მიღებამდე კი, რომელიც, ალბათ, 1999 წლის მიწურულს ან 2 000 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება, უახლესი ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემები ის ციფრებია, რომელიც მიღებულია 1997 წლამდე არსებული „პროპისკისა“ და რეგისტრაციის ახალი - 1997 წლის დასაწყისში შემოღებული - პირადობის მოწმობის სისტემის შედეგად.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკური დეპარტამენტის მიერ მოგროვებული მიგრაციის ამსახველი მაჩვენებლები.

მიგრირებულთა რაოდენობა 1990-1996 წლებში (ათასი კაცი)

წელი

იმიგრირებული

ემიგრირებული

წმინდა მიგრაცია

(+ -)

1990

20.0

59.0

-39.0

1991

16.6

60.6

-44.0

1992

8.0

49.6

-41.6

1993

12.6

42.9

-30.3

1994

12.7

44.2

-31.5

1995

5.7

25.9

-20.2

1996

1.2

12.9

-11.7

სულ

76.8

295.1

-218.3

როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, ემიგრაციის ყველაზე დიდი ტალღა 1990-1991 წელზე მოდის. ამის მიზეზი იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები. საბჭოთა კავშირის დაშლის წინ საქართველოს მართავდა ახლადმოსული პოლიტიკური ძალა, გამოუცდელი ელიტა, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრებას პატრიოტული ლოზუნგებით ცდილობდა, რაც პოპულარობის იოლად მიღწევის საშუალება იყო. ქმ ელიტის ზოგმა გავლენიანმა წარმომადგენელმა შეძლო ლოზუნგებისათვის შეუზღუდავი ნაციონალიზმის ელფერი მიენიჭებინა. დღევანდელი გადასახედიდან, ლიდერთა ნაციონალისტური რიტორიკა ადვილად ასახსნელი და უწყინარი ჩანს. მაგრამ მაშინ პოლიტიკური ფიგურების მიერ გაკეთებულმა რიგმა განცხადებებმა არაადგილობრივი წარმოშობის მოსახლეობის შესახებ, რომლებმაც საზოგადოების დიდ ნაწილზე მოახდინა გავლენა, ბევრ ადამიანს გაუჩინა განცდა, რომ საქართველოში შემწყნარებლობის ბარომეტრი მკვეთრად ეცემოდა. შეშინებულმა და შეშფოთებულმა სხვადასხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც თავს ,,ადგილობრივებად“ არ გრძნობდნენ, გადაწყვიტეს ემიგრირება.

სიმართლე რომ ითქვას, საქართველოში მოსახლეობის უმრაველსობას, ანუ ქართველებს, და უმცირესობას, ანუ რუსებს, უკრაინელებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ბერძნებს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის არ მომხდარა არაფერი ისეთი, რასაც შეიძლება ,,ეთნიკური კონფლიქტი“ ვუწოდოთ. ამ უცირესობათა თქმით, არც ერთს არ განუცდია პირდაპირი ,,შევიწროება“ საქართველოში, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველ წლებშიც კი, როდესაც თეორიულად მოსალოდნელი იყო მსგავსი პრობლემები. მაგრამ მოუსვენრობის განცდა მაინც არსებობდა.

1993 წლის აპრილში საქართველოდან რუსული მოსახლეობის ემიგრირების ძირითადი დასახელებული მიზეზები

1

ეკონომიკური კრიზისი საქართველოში

55%25

2.

უმუშევრობის მაღალი დონე საქართველოში

47%25

3.

დანაშაულებათა მაღალი დონე საქართველოში

41%25

4.

შიში, რომ ოჯახის ახალგაზრდა წევრს გაიწვევდნენ საქართველოდან ჯარში და აფხაზეთში საომრად გაგზავნიდნენ

36%25

5.

სახელმწიფო ენის (ქართლის) არცოდნა

35%25

6.

უკეთესი ეკონომიკური პირობები რუსეთში

34%25

7.

საქართველოს ახალი კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომელიც კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას

27%25

8.

შიში, რომ რუსი ეროვნების ბავშვებს არ ექნებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება (უმაღლესი სასწავლებლის ჩათვლით)

26%25

9.

რუსული მოსახლეობის დისკრიმინაცია საქართველოში

11%25

მოყვანილ ციფრებს თუ დავეყრდნობით, რეგისტრირებულ ემიგრანტთა რაოდენობა 1990-1996 წლებში დაახლოებით 295 000-ს აღწევდა. ამ მონახემის მიხედვით, წმინდა მიგრაცია 6 წლიდან პერიოდში 580 000-სა და 680 000-ს შორის მერყეობს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დაახლოებით 700 000-მა ადამიანმა დატოვა საქართველო, ხოლო 80 000 შემოვიდა საქართველოში, ამრიგად, წმინდა მიგრაცია დაახლოებით 620 000-ა. მიგრაციის ნებისმიერი გაანგარიშება, არასრულყოფილი სტატისტიკური აღრიცხვის გამო, უხეშ ვარაუდებს ემყარება.

ამავე პერიოდში შიდა ემიგრანტთა უდიდესი ტალღა წამოვიდა აფხაზეთიდან, სადაც სეპარატისტებმა (რომლებიც მოსახლეობის ერთ მეხუთედზე ნაკლებს შეადგენდნენ) წარმატებას მიაღწიეს 1992-1993 წლების სეპარატისტულ მოძრაობაში, ისარგებლეს რა საქართველოში პოლიტიკური არეულობითა და უცხოეთიდან მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებით. აფხაზმა სეპარატისტებმა შეძლეს მოსახლეობის სისტემური ეთნიკური წმენდის ჩატარება და ამ რეგიონიდან ადგილობრივი მოსახლეობის (ძირითადად, ქართველების) ნახევარზე მეტი გამოდევნეს. დევნილი მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს ცენტრალურ რეგიონებში გადმოსახლდა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა. ამ რეგიონიდან ემიგრირება ეკონომიკურმა ფაქტორებმაც განაპირობეს.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 1997 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში 284 261 იძულებით გადაადგილებული პირი იყო. მათგან 270 000 აფხაზეთიდან დევნილი იყო. თუ ამ ციფრებს დავეყრდნობით, აფხაზეთში მცხოვრები თითქმის ყველა ქართველი (240 000 1989 წელს) და ბევრი სხვა ეროვნების წარმომადგენელი იძულებულნი იყვნენ საქართველოს სხვა მხარეებში ემიგრირებულიყვნენ.

სინამდვილეში, ზოგი ქართველი ქვეყანაში დარჩა, ზოგი კი საზღვარგარეთ, ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში, წავიდა. ამრიგად, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა საქართველოში შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს. და მაინც, მათი არსებობა სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის ამ ახალგაზრდა, გარდამავალ პერიოდში მყოფ სახელმწიფოს.

აფხაზეთიდან დევნილთა 43%25 დროებით აფხაზეთთან მოსაზღვრე სამეგრელოს რეგიონში დასახლდა, ხოლო 27%25 (დაახლოებით 60-70 000) - საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, რითაც შეივსო ემიგრაციის შედეგად ქალაქის მოსახლეობის კლუბის წილი.

სამეგრელოსა და თბილისის გარდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალრიცხოვანი ჯგუფები დასახლდნენ რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და წყალტუბოში, სადაც მათ ნება დართეს, დაეკავებინათ უწინ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სანატორიუმების შენობები, რომლებიც აღარ ფუნქციონირებდნენ.

1998 წლის მაისის ბოლოს კონფლიქტი გალის რაიონში განახლდა. ამ ბრძოლის შედეგი 40 000 დევნილია, რომლებმაც სამეგრელოს რეგიონსა და საქართველოს სხვა რაიონებს შეაფარეს თავი.

დევნილებს გაუძნელდათ დასახლების ახალ ადგილებში სოციალური ადაპტაცია. ბევრი მათგანი ნათესავებსა და მეგობრებთან ცხოვრობს, მაგრამ ნახევარზე მეტი სასტუმროებში, საერთო საცხოვრებლებსა და სანატორიუმებშია განთავსებული. უმეტეს შემთხვევაში, მათ არ დაუკარგავთ ცალკე საზოგადოებისადმი კუთვნილების განცდა. ერთი მხრივ, ეს არ არის ნეგატიური მოვლენა, რადგან დევნილებს შენარჩუნებული აქვთ საერთო სურვილი თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებისა. მეორეს მხრივ, დასახლების ასეთი მოდელი (ახალი სოციალური გარემოსგან იზოლირება) ასრულებს ამ ჯგუფების ასიმილაციის პროცესს ადგილობრივ მოსახლეობასთან. პირველი შიდა მიგრანტები, რომლებიც აფხაზეთიდან თბილისსა თუ ქუთაისში გადმოსახლდნენ, უფრო გაფანტულები აღმოჩნდნენ ურბანისტულ საზოგადოებაში.

თითქმის ყველა დევნილი ამჟამინდელ ადგილზე თავს დროებით მოსახლედ მიიჩნევს და ელის სახლში დაბრუნების შესაძლებლობას. ამ შეხედულებას მთელი მოსახლეობა და ხელისუფლება იზიარებს. მაგრამ ასეთი მიდგომა აფერხებს დევნილთა დასაქმებას. თუკი საერთოდ შოულობენ სამუშაოს, ის ჩვეულებრივ, არაკვალიფიციურ შრომას ან ქუჩასა და ბაზარში წვრილ ვაჭრობას არ სცდება. დევნილებს უჭირთ საკუთარი შევილებისთვის განათლების მიცემა. დევნილთა შორის იკლო შობადობის მაჩვენებელმა, ხოლო სიკვდილიანობამ - იმატა.

დევნილთა შინ დაბრუნების საკითხი საქართველოს უნიშვნელოვანესი პრობლემაა. მათი სახლები აფხაზეთში, უმეტეს შემთხვევაში, ან დაიწვა, ან სეპარატისტებმა დაიკავეს. ეს კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთში მათ ხელახლა დამკვიდრებას; ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფოს მთელი ძალების მობილიზება მოუხდება.

13 საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში

▲ზევით დაბრუნება


1994 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ ქალთა დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის რატიფიცირებით ქვეყანამ თავის თავზე კონვენციის ყველა დებულების განხორციელების ვალდებულება აიღო.

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლებში ნათქვამია:

  1. ,,საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.

  2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ...

სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავიუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“.

საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი მოიცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივი აქტის ძირითად ნორმებს. კონსტიტუცია არ უარყოფს ინდივიდისა და მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ სხვა უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც, შესაძლოა, არ იყოს საგანგებოდ გაცხადებული, მაგრამ ბუნებრივად გამომდინარეობს კონსტიტუციაში შემავალი პრინციპებიდან.

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და უზრუნველყოფს შემდეგ უფლებებსა და თავისუფლებებს:

  • ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“ (მუხლი 15).

  • „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“ (მუხლი 16).

  • „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია... დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“ (მუხლი 17).

  • „ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება... დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ“ (მუხლი 19).

  • „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, მიღებული შეტყობინებანი ხელშეუვალია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“ (მუხლი 20).

  • ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“ (მუხლი 21).

  • „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება... ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოდან. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში“ (მუხლი 22).

  • „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით... მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია“ (მუხლი 24).

  • „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციის და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გაერთ“ (მუხლი 25).

  • ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება“ (მუხლი 26).

  • „შრომა თავისუფალია“ (მუხლი 30).

  • „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“ (მუხლი 35).

  • „ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“ (მუხლი 42).

პარლამენტმა აიღო ვალდებულება, რომ 1998 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს მიერ მიღებული ყველა ახალი საკანონმდებლო აქტი სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის იურიდიულ ნორმებთან და მსოფლიო სტანდარტებთან. ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში პოზიტიური ძვრები აღინიშნება. მაგალითად, მიღებული იქნა და ამოქმედდა ისეთი მნიშვნელოვანი კანონები, როგორიც არის სამოქალაქო კოდექსი, საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, საზღვაო და საჰაერო კოდექსები.

ქალთა დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის რატიფიცირებამდე და მის შემდეგ ქვეყანაში მიღებული იქნა რიგი მნიშვნელოვანი კანონებისა:

  • კანონი მოქალაქობის შესახებ (1993 წლის მარტი)

  • კანონი პოლიციის შესახებ (1993 წლის ივლისი)

  • კანონი იმიგრაციის შესახებ (1993 წლის ივლისი)

  • კანონი ემიგრაციის შესახებ (1993 წლის ივლისი)

  • კანონი სახელმწიფო უწყებებში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში სარჩელის შეტანისა და გასაჩივრების პროცედურის რეგულირების შესახებ (1993 წლის დეკემბერი)

  • კანონი მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ (1994 წლის ივნისი)

  • კანონი ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ (1994 წლის ივნისი)

  • კანონი შიდს-ის პროფილაქტიკის შესახებ (1995 წლის მარტი)

  • კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ (1995 წლის მაისი)

  • კანონი სახალხო დამცველის შესახებ (1995 წელი)

  • კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ (1996 წლის იანვარი)

  • კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ (1996 წლის მარტი)

  • კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ (1996 წლის მარტი)

  • კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ (1996 წლის ივნისი)

  • კანონი მოქალაქეთა და უცხოეთში მცხოვრებთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესების შესახებ (1996 წლის სექტემბერი)

  • კანონი საარსებო მინიმუმის შესახებ (1997 წლის აპრილი)

  • კანონი განათლების შესახებ (1997 წლის ივნისი)

  • კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შესახებ (1997 წლის ივნისი)

  • კანონი საერთო სასამართლოების შესახებ (1997 წლის ივნისი)

  • სამოქალაქო კოდექსი (1997 წლის ივნისი)

  • სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (1997 წლის ნოემბერი)

  • კანონი გაშვილების შესახებ (1997 წლის ოქტომბერი)

დედათა და ბავშვთა უფლებების საპარლამენტო კომიტეტი მონაწილეობას იღებს ქალთა საკითხებთან დაკავშირებული კანონპროექტების შემუშავებაში.

ქალთა უფლებების დაცვის სფეროში საქართველოში დაახლოებით 60 არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. მათი საქმიანობა ძალზე მნიშვნელოვანია. XXI საუკუნის მიჯნაზე ქალები კვლავ იბრძვიან დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის წინაარმდეგ.

პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფი სპეციალური ზომების შესახებ (1997 წლის ივნისი) ერთ-ერთი პირველი იურიდიული აქტია, რომლითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქალთა უფლებების, სფეროში საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. პრეზიდენტის ბრძანებულებით შემოღებული იქნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივის მოადგილის თანამდებობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებულ დაინტერესებას ამ სფეროთი. ამ თანამდებობის ეგიდით საქართველოში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის საორგანიზაციო ზომების შემუშავების კომისია და გამოქვეყნდა ქალთა დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის არაოფიციალური ქართული თარგმანის 500 ეგზემპლარი.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სახვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“ (მუხლი 14). „საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ, თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ“ (მუხლი 38).

„საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა... საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, საქართველო თავშესაფარს აძლევს უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს... დაუშვებელია, სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება“ (მუხლი 47).

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (მუხლი 146) აწესებს სანქციებს ჯარიმისა ან ორ წლამდე პატიმრობის სახით იმ ქმედებებისათვის, რომლებიც უშუალოდ არღვევს მოქალაქეთა თანასწორ უფლებებს. ასეთი ქმედება, რომელიც ჩადენილია თანამდებობრივი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ან რომელსაც მძიმე შედეგი მოსდევს, ისჯება თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთით. ასეთი ქმედების ჩამდენს შეიძლება ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება ხუთ წლამდე ვადით.

განათლების შესახებ კანონის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება (მუხლი 3) და მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს განათლების თანაბარი პირობები მთელ ქვეყანაში (მუხლი 39.2). თანასწორი უფლებების პრინციპები საქართველოს სხვა კანონებითაც არის უზრუნველყოფილი.

იურიდიული დაცვის სისტემაში უპირატესობა ენიჭება სასამართლოს და სასამართლო განხილვას.საერთო სასამართლოების შესახებ კანონის თანახმად, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების დებულებებისა და შესაბამისი სამთავრობო იურიდიული დებულებების დარღვევის შემთხვევები განიხილება საერთო წესით.

არსებობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტი რომლის სახელწოდებაა „ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერება“ (GEO/95/AHB/13); ამ პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქალთა უფლებების, დაცვის სფეროში მომზადება გაიარეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

14 ქალთა უფლებები

▲ზევით დაბრუნება


,,ლეკვი ლომისა საწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“.
შოთა რუსთაველი

საქართველოს ისტორიაში ქალი ტრადიციულად განიხილება ოჯახის, საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ღირებულებების დამცველად. ითვლება, რომ საქართველოში ქალისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რაც ასახულია სხვადასხვა ეპოქებში შექმნილ ისტორიულ ძეგლებსა და ხელოვნების ნიმუშები. ქართველი ქალი არ წარმოადგენს პასიურ ფიგურას, იგი საზოგადოების აქტიური სოციალური წევრია.

ამავე დროს, საქართველოს საზოგადოებაში ჩამოყალიბდა არა ქალის, არამედ დედის კულტი, რაც ბევრ ქართულ სიტყვაშია გამოხატული: დედოფალი, დედამიწა, დედააზრი; ამ სიტყვების ფუძეა ,,დედა“. ქალთა დღეს, რომელსაც საქართველოში 3 მარტს აღნიშნავენ, ,,დედის დღე“ ჰქვია.

მაგრამ, ასევე ტრადიციულად, ქართულ საზოგადოებაში დომინირებულ როლს მამაკაცები თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს არც ერთი დისკრიმინაციული დებულება ქალების მიმართ, ქალთა და მამაკაცთა როლების ასიმეტრია, განსაკუთრებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, თვალშისაცემია. ამრიგად, სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, დასაქმებულ ქალს გაცილებით ნაკლები თავისუფალი დრო აქვს, ვიდრე მამაკაცს, ვინაიდან ქალების თავისუფალი დროის უდიდესი ნაწილი საოჯახო საქმეების შესრულებას ეთმობა.

საქართველოში ფუნქციონირებენ ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელდობრ, საქართველოს ქალთა საბჭო და ქალთა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო.

საქართველოს სტანდარტიზებულ საგანმანათლებლო სისტემაში არ არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც გამიზნულია ოჯახსა და საზოგადოებაში ქალის როლის ნეგატიური სტერეოტიპის შესაცვლელად, რადგან ჩამოყალიბებული ტრადიციული შეხედულება, რომ ქვეყანაში ასეთი პრობლემა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში არ დგას სახელმწიფოს ანდა კერძო პირის მიერ დაფინანსებული სახელმძღვანელოების გადასინჯვის საკითხი, რათა ამოღებულ იქნას სქესობრივი სტერეოტიპებიდა ჩამოყალიბდეს ამასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მიდგომა.

სხვადსხვა სამთავრობო სტრუქტურებში ქალთა დაწინაურების უზრუნველსაყოფად რაიმე სპეციალურ ზომებს, როგორც წესი, არ იღებენ, რადგან კანონმდებლობა აღიარებს ქალთა და კაცთა თანასწორობას და არა ერთი სქესის უპირატესობას მეორეზე.

გამონაკლისს წარმოადგენს კვოტების გამოყოფა შრომის ბირჟაზე არაკონკურენტუნარიანი პირებისათვის (მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, ინვალიდები, საპენსიო ასაკს მიახლოებული ალები და ა.შ.). ვინაიდან ამ კატეგორიაში შემავალთა უმრავლესობა ქალია, ამ ზომების განხორციელება შეიძლება მიჩნეულ იქნას „პოზიტიურ დისკრიმინაციად“ - ეს არის ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გამიზნული ზრდა. იგივე მდგომარეობაა ქალთა ჯანმრთელობისა და შრომის დაცვის სფეროში. თუმცა სხვა სფეროებში გადამწყვეტია მხოლოდ პროფესიული გამოცდილება, კომპეტენტურობა და სხვა უნივერსალური კრიტერიუმები, რომლებიც სქესთან არავითარ კავშირში არ არის.

კონსტიტუციის თანახმად, ქალსაც და კაცსაც აქვთ უფლება, აირჩიონ შრომითი მოღვაწეობის სფერო. არც ერთ დამქირავებელს არ შეუძლია დაიწუნოს კანდიდატი სქესის საფუძველზე. სქესის სპეციფიკა მხოლოდ მაშინ მიიღება მხედველობაში, როცა საუბარია ქალისთვის აკრძალულ შრომით საქმიანობაზე. ასეთი შრომითი საქმიანობების სია დადგენილია შრომის კოდექსით. ანაზღაურების მოცულობა, დაწინაურება და სხვა სამუშაოზე გადაყვანა შეიძლება მოხდეს მხოლოდ პიროვნების კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების საფუძველზე. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ქალთან სქესობრივი კავშირის იძულებით დამყარება, მათ შორის სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებით, ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

არსებული მონაცემების თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჟურნალისტთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ. ამ ბოლო ხანებში გაიზარდა იმ ქალთა რაოდენობა, რომლებიც ხელმძღვანელობენ საინფორმაციო (ბეჭდვით და ელექტრონულ) სააგენტოებს ან რომელთაც ამ სააგენტოებში წამყვანი თანამდებობები უკავიათ. ასეთივე რამ შეინიშნება რეკლამის სფეროში, სადაც ახალგაზრდა ქალები გვევლინებიან სხვადასხვა სამუშაოს შემსრულებლად - დიზაინერებად, სარეკლამო აგენტებად და სხვა.

საქართველოში არ არსებობს პოლიგამია, საცოლის ყიდვა, ქმრის მიერ ცოლის უარყოფა; გამონაკლისს წარმოადგენს ის რაიონები, რომლებშიც ისლამის მიმდევრები ცხოვრობენ. სამწუხაროდ, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ამ რაიონებში ასეთ შემთხვევათა და ზოგადად ქალის სტატუსის შესახებ.

კონსტიტუციის 36.3-ე მუხლში ნათქვამია: „დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით“.

საქართველოში პროსტიტუციის გავრცელების ძირითად მიზეზად 1991 წლიდან სოციალური და ეკონომიკური პირობების მკვეთრი გაუარესება უნდა ჩაითვალოს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროსტიტუცია არ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულოად. მიუხედავად ამისა, გათვალისწინებულია სხვადასხვა სიმძიმის სისხლის სამართლის სასჯელი საროსკიპოების მოწყობისათვის, გარყვნილებაში ქალების ჩათრევისათვის და ქალებით მაჭანკლობისთვის. 1997 წელს რეგისტრირებული იქნა 10 ასეთი შემთხვევა. სამწუხაროდ, იზრდება პროსტიტუცია არასრულწლოვანთა შორის. 1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირებული იყო პროსტიტუციაში შემჩნეული 50 გოგონა.

ბოლო ხანებში საქართველოში გავრცელდა ე.წ. „სექს-ტურიზმი“. ინტერპოლის 1997 წლის მონაცემების თანახმად, თურქეთში პროსტიტუციისათვის დააკავეს 98 ქართველი ქალი, ხოლო ორი ქალი მაჭანკლობისათვის პასუხისგებაში მისცეს. საბერძნეთში პროსტიტუციისათვის ოთხი ქართველი ქალი დააკავეს.

1997 წლის აპრილიდან ჯანმრთელობის სამინისტრო ახორციელებს სექსუალური გზით გადაცემული დაავადებების პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ დაავადებათა ძირითადი გამავრცელებლები მეძავები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნილ მეძავთა დაახლოებით ნახევარი სიფილისით აღმოჩნდა დაავადებული. ყოველი მეხუთე გონორეით იყო დაავადებული. მარტო 1997 წელს აღრიცხული იყო სიფილისის 1 842 (აქედან 756 ქალი) და გონორეის 940 (აქედან 194 ქალი) შემთხვევა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, პორნოგრაფიული მასალის დამზადება, გავრცელება და გაყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

საქართველოს მთავრობას არ გააჩნია მეძავების მიმართ ძალადობის ამსახველი სტატისტიკა. მაგრამ 1997 წელს რეგისტრირებული იყო გაუპატიურების მცდელობის 18 შემთხვევა, რაც 13%25-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მონაცემებზე.

1995 წლის აგვისტოდან ჯანმრთელობის სამინისტრო ახორციელებს შიდს-ის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამას. პროგრამა შემუშავდა შიდს-თან ბრძოლის გლობალური პროგრამის (ახორციელებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) რეკომენდაციების საფუძველზე.

საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს დებულებებს, რომლებიც ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით უზრუნველყოფს. კონსტიტუციის 28-ე მუხლში ნათქვამია: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“. კონსტიტუციის 49.2-ე მუხლი ადგენს: ,,პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან“. თუმცა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ქალთა მხოლოდ მცირე რაოდენობას უკავია საპასუხისმგებლო თანამდებობები. მხოლოდ 16 ქალია პარლამენტის წევრი (6.4%25). ერთი მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციათა კოალიციას ხელმძღვანელობს, მეორე გარემოს დაცვის მინისტრია. ხუთი ქალია მინისტრის (კულტურის, განათლების, კავშირგაბმულობის, ფინანსთა და ჯანდაცვის) მოადგილე, ხოლო ერთი რაიონის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. ქვეყანაში 70 ქალია მოსამართლე, რაც მოსამართლეთა მთელი კორპუსის დაახლოებით 48%25-ს შეადგენს.

ხელფასების რეგულირების მიზნით, მინისტრთა კაბინეტმა შეიმუშავა სახელმწიფო ორგანიზაციების დაბეგვრის საერთო განრიგი. 1994 წელს მიღებული იქნა ახალი რეზოლუცია №631 „სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომის ახალი პირობები“. დაბეგვრის საერთო განრიგი განსაზღვრავს სახელმწიფო (საგანმანათლებლო, კულტურულ და ჯანდაცვის) ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასის განაკვეთს. იგი არ ითვალისწინებს საკანონმდებლო და სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავეთა ხელფასებს.

სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების განსაზღვრა ცენტრალიზებული მეთოდით, შემოსავლის რაციონალიზაციისა და მართვის სტრუქტურების გათვალისწინებით ხდება. არასახელმწიფო ორგანიზაციებსა და საწარმოში ხელფასების საკითხის რეგულირება შრომითი და კოლექტიური შეთანხმების საფუძველზე ხდება. ხელფასის განაკვეთის განსაზღვრისას შემდეგი პრინციპი გამოიყენება: თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის. დაუშვებელია ხელფასში დისკრიმინაცია ეროვნული, სქესობრივი ან სხვა კრიტერიუმის საფუძველზე.

შრომის კანონმდებლობის თანახმად, ქალის შრომა დაცულია დეკრეტულ შვებულებაში მისი ყოფნის პერიოდში.

ქალები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ პარტიებში და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში; მაგალითად, ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ პარტიას, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, ქალი ხელმძღვანელობს. ქალები სხვადასხვა სფეროში მომუშავე მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობენ.

საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას დიპლომატიურ თანამდებობაზე ქალის დანიშვნასთან დაკავშირებით. ქალები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ დიპლომატიური ვაკანსიის დასაკავებლად. ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროში 332 დიპლომატი მუშაობს; მათ შორის 89 ქალია. საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 120 დიპლომატი მოღვაწეობს, მათგან 16 ქალია.

სამინისტროს 16 დეპარტამენტიდან სამს ქალი ხელმძღვანელობს. ორი ქალბატონი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეა, ერთი - სრულუფლებიანი ელჩი. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაო ადგილების დასაკავებლად კანდიდატების შერჩევას, ეს პროცედურა, როგორც წესი, ამ ორგანიზაციების მიერ საერთო კონკურენციის პრინციპით ტარდება. ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს ქალის დანიშვნა საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ გაგზავნილი დელეგაციის ხელმძღვანელად.

15 საქართველოს მოქალაქეობის მიღების პირობები

▲ზევით დაბრუნება


მოქალაქეობის საკითხებს საქართველოში არეგულირებს კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქეობის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების და უარის თქმის და მოქალაქეობის აღდგენის ან შეწყვეტის საერთო წესებს. კანონი არ ითვალისწინებს რაიმე დამატებით პირობას ან მოთხოვნას სქესთან დაკავშირებით. კანონის თანახმად, პიროვნებას, რომელიც საქართელოს მოქალაქეზეა დაქორწინებული, შეიძლება მიეცეს მოქალაქეობა, თუ იგი თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მეუღლის ქვეყანაში ბოლო სამი წლის მანძილზე და იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, ისტორია და კანონმდებლობა.

უცხოელზე დაქორწინება არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად შეცვლას. მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში თავად განმცხადებლის მიერ. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, შეუძლიათ ასეთი განაცხადი გამოუგზავნონ საქართველოს დანიშნულ წარმომადგენელს ან უშუალოდ პრეზიდენტს. მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის სამინისტროს საბჭო; ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება ხდება პრეზიდენტის შესაბამისი იურიდიული დოკუმენტის (ბრძანებულების ან ედიქტის) საფუძველზე. შესაძლებელია პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოსი. მოქალაქეობის საკითხი ერთი წლის ვადაში უნდა განიხილოს.

კანონი მოქალაქეობის შესახებ არეგულირებს ბავშვის მოქალაქეობის საკითხს. ბავშვი, ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქედ ითვლება, მიუხედავად მისი დაბადების ადგილისა. საქართველოში ნაპოვნი ბავშვი, რომლის მშობელთა ვინაობა უცნობია, ითვლება საქართველოს მოქალაქედ. თუ ბავშვის მხოლოდ ერთი მშობელია საქართველოს მოქალაქე, ბავშვი საქართველოს მოქალაქედ ითვლება, თუ იგი საქართველოშია დაბადებული. თუ ბავშვის მხოლოდ ერთი მშობელია საქართველოს მოქალაქე, ხოლო ბავშვი სხვა ქვეყანაში დაიბადა, ბავშვი ითვლება საქართველოს მოქალაქედ, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. იმ პირთა ბავშვები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებად ითვლებიან, თუ საქართველოში არიან დაბადებულები.

ორივე მშობლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა ავტომატურად ცვლის ბავშვის მოქალაქეობასაც, თუ ბავშვი ჯერ არ არის 14 წლის. 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვმა თანხმობა უნდა განაცხადოს მოქალაქეობის შეცვლაზე. როდესაც ერთ-ერთი მშობელი იცვლის მოქალაქეობას, ბავშვი საქართველოს მოქალაქე რჩება, თუ იგი საქართველოში აგრძელებს ცხოვრებას. თუ ერთ-ერთი მშოებლი უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე და საზღვარგარეთ გაემგზავრება თავის 14 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად, ბავშვიც დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას. მოქალაქეობის დაკარგვა ერთი მშობლის მიერ არ იწვევს აუცილებლად ბავშვის მოქალაქეობის შეცვლასაც. თუ ერთ-ერთი მშობელი იღებს საქართველოს მოქალაქეობას, ხოლო მეორე არა, ბავშვს მაინც შეუძლია საქართველოს მოქალაქე გახდეს.

თუ საქართველოს მოქალაქე იშვილებს ბავშვს, რომელიც არ იყო საქართველოს მოქალაქე, ეს ბავშვი საქართველოს მოქალაქე ხდება. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე იშვილებს საქართველოს მოქალაქე ბავშვს, იგი რჩება საქართველოს მოქალაქედ, სანამ მისი მშვილებლები არ წარადგენენ განაცხადს მისი მოქალაქეობის შეცვლის შესახებ. ბავშვის მოქალაქეობის შესაცვლელად (რაც შეიძლება მისი მშვილებლების მოქალაქეობის შეცვლის შედეგი იყოს) საჭიროა ბავშვის თანხმობა, თუ იგი 14 - 18 წლისაა. მშობელთა განსხვავებული მოქალაქეობის შემთხვევაში ბავშვს შეუძლია მოქალაქეობის არჩევა, როდესაც სრულწლოვანი გახდება.

16 ავტორის შესახებ:

▲ზევით დაბრუნება


გელა ნიკოლაიშვილი არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.

გელა ნიკოლაიშვილმა 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1984-1985 წლებში დაპატიმრებული იყო „ანტისაბჭოთა პროპაგანდის“ ბრალდებით. 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.