The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ამიერკავკასიის თვითმმართველობა
ამიერკავკასიის თვითმმართველობა

რცხილაძე გრიგოლ

საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლიუციო პარტია

ამიერკავკასიის თვითმმართველობა

სტამბა „ქართლი“ ციციშვილისა.

ამიერ კავკასიის თვითმმართველობა

ძველი რეჟიმის დამხობის შემდეგ რუსეთი სარევოლუციო გარდაქმნის ხანაში იმყოფება. რევოლუციამ უარ ჰყო ყოველგვარი პოლიტიკური, სარწმუნოებრივი და ეროვნული შევიწროვება; ეს უარყოფა რევოლუციონური დეკლარაციაა, რომელსაც ლოღიკურად განუყოფელი კავშირი აქვს იმ შემოქმედებითს მუშაობასთან, რომ– ლის მიზანსაც შემდგენს თავისუფლებათა და თანასწორობის რეალიზაცია. რამდენადაც ძველი რუსეთი ავიწროვებდა და ჰბორკავდა ადამიანს, როგორც კერძო პიროვნებას. პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება უკვე განხორციელებულია რევოლუციის გამარჯვების პირველ დღეებიდანვე. ამისათვის სრულიად საკმაო იყო შეწყვეტა ძველ მთავრობის ისეთი დაწესებულაბათა მოქმედებისა, რომელნიც საგანგებოდ საპოლიტიკო და სამოქალაქო თავისუფლების ასალაგმავად იყვნენ დაწესებული. გაცილებით მეტს სიძნელეს შეიცავს თავისუფლების და თანასწორობის რეალიზაცია იქ, სადაც ძველი რეჟიმი ავიწროვებდა სოციალურ კოლეკტივებს და ჯგუფებს. აქ შევიწროვების მექანიზმი მჭიდროდ გადასკვნილ-გადახლართულია სახელმწიფოს მართვა-გამგების საერთო მექანიზმთან. ამიტომ თავისუფლების რეალიზაცია სოციალურ კოლექტივების ცხოვრებაში არ შეიძლება განხორციელდეს მარტოოდენ რევოლუციის გამანადგურებელ და უარყოფითი მოქმედებით. აქ ძველი რეჟიმის მართვა-გამგეობის მექანიზმი უნდა გაუქმდეს, მაგრამ მის მაგიერ გაუქმების უმალ უნდა დაი• წყოს მოქმედება მართვა-გამგეობის ახალმა სისტემამ. მაშასადამე, ეს ახა ლი სისტემა უნდა შემუშავდეს და მოეწყოს, რათა ძველის ადგილი დაიჭიროს. რევოლუციის შემოქმედებითი ძალა სწორეთ ამ ახალ სისტემის შექმნაში უნდა გამოიხატოს.

რუსეთის განაპირა ქვეყნებში ძველი რეჟიმი ზღუდავს არა მარტო პიროვნულ თავისუფლებას, არამედ ამასთანავე ერთად ავიწროვებდა ამ ქვეყნების ადგილობრივ მცხოვრებთა ეროვნულ კილლეკ 5ივებს. ეს შევიწროვება გამოიხატებოდა ერთის მხრივ იმაში, რომ ძველი რეჟიმი სახელმწიფო ბატონობას იყენებდა ადგილობრივ მცხოვრებთა რუსსიფიკაციისთვის, და მეორეს მხრივ იმაში, რომ აკრძალული იყო ეროვნული თვითმართველობა. ამიტომ, ძველი რეჟიმის რევოლუციონური ლიკვიდაცია თხ• ულობს განაპირა ქვეყნებისთვის წინანდელ მართვაგამგეობის ნაცვლად ისეთ წესწყობილების დამყარებას, რომელიც ყოვლის უწინარეს თავისუფალი უნდა იყოს გარუსების პოლიტიკისაგან. ერი მოძრავი სოციალური ერთეუ ლია; ის ან წინ მიდის, ან უკან იწევს. იმის ერთ წერტილზე გაჩერება შეუძლებელია. მარტო ის, რომ უარყოფილ იქმნას, როგორც ერთ-ერთი მიზანი მართვა-გამგეობისა, არა კმარა ერის განვითარებისთვის. ამისთვის საჭიროა ეროვნულ კოლექტივის ეროვნული ორგანიზაცია ე. ი. ეროვნული თვითმმართველობა. როგორ უნდა მოეწყოს ახალ რუსეთში არა რუსთა ეროვნული თვითმმართველობა, რომ განვითარების თავისუფალი გზა მიეცეს რუსეთში მოსახლე ყველა ერს?-აი ეს რთული და მძიმე საკითხი აიმართა რევოლუციის გამარჯვებასთან ერთად როგორც პოლიტიკური პრობლემა, რომელიც უნდა გადასწყვიტოს ახალმა რუსეთმა. ჯერ-ჯერობით რუსეთის სარევოლუციო მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვიტა პოლონეთის და ფინლანდიის საკითხი. პოლონეთი ცნობილ იქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ხოლო ფინლანდიის შესახებ გაუქმებულ იქმნენ ყველა კანონები, რომელნიც 1906 წლიდან გამოსცა რუსეთის ძველმა მთავრობამ სახელმწიფოებრივ მდგომარეობის შესავიწროვებლად და გასაუქმებლად. პოლონეთის და ფინლანდიის საკითხები ყველა სხვა განაპირა ქვეყნის საკითხზე ადვილი გადასაწყვეტი იყო: პოლონეთის საკითხი –იმიტომ რომ იგი ომმა გაამარტივა, ფინლანდიისა— იმიტომ რომ ეს ქვეყანა წინათვე მოწყობილი იყო, როგორც სახელმწიფო, რომელსაც განსაზღვრული კავშირი აქვს რუსეთთან. კავკასიის, უკრაინის, ლიტვის, ციმბირის და სხვა განაპირა ქვეყნების და იქ მოსახლე ერების საკითხები გაცილებით უფრო ძნელი გადასაწყვეტნი არიან. ახალს რუსეთში არა რუსთა ერების ეროვნულმა მოძრაობამ თავის დევიზად თითქმის ყველგან ავტონომია გაიხადა. ავტონომიას თხოულობენ უკრაინის და ლიტვის ყველა პარტიები, ციმბირელები, მოლდაველები, მოლოროსსიელები, ლატიშები, ესტები, ყირგიზები, და სომხების და ქართველების ზოგი პარტიები. საქართველოს ტერიტორიალურ ავტონომიას თხოულობს სხვათა შორის ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია.

ავტონომია ისეთი დამთავრებული ცნება არ არის, რომ იმისი შინაარსი ყველგან და ყველას ერთნაირად ესმოდეს.

ავტონომია აუცილებლად გულისხმობს ერთგვარ დამოუკიდებლობას, მაგრამ ხარისხი ამ დამოუკიდებლობისა ისე, როგორც კომპეტენცია ავტონომიურ მმართველობისა სხვა და სხვა ნაირი შეიძლება იყოს. ავტონო . მიას ეძახიან ინგლისის კოლონიების თვითმმართველობასაც, რომელიც თითქმის არაფრით არ განსხვავდება სრულიად დამოუკიდებელ მმართველობისაგან საკონსტიტუციო მონარქიებში; მაგრამ ავტონომიას ეძახიან აგრეთვე სოფლების (კომუნების) და ქალაქების თვითმმართვ ლობას, რომელიც მხოლოდ ადგილებრივ სოფლის ან ქალაქის საქმეებს სწყვეტს. ავტონომიას ეძახიან ტერიტორიალურ ერთეულებს, მაგრამ ხშირად ავტონომიას ეძახიან აგრეთვე უტერიტორიო კავშირების და ორგანიზაციების თვითმმართველობასაც. ამ გვარად, ავტონომია მეტად ფართო ცნებაა, რომელსაც სხვა და სხვა აზრით ხმაურობენ. თავის თავად ცხადია, რომ პრაქტიკულად წამომდგარ ეროვნულ საკიოხის გადასაწყვეტად საკმაოდ ვერ ჩაითვლება ავტონომიის მოთხოვნა, თუ ამ ცნებას გარკვეული შინაარსი და მნიშვნელობა არ მიეცა.

ყველა იმ ერებს, რომელთა წრეებიდანაც ავტონომიის მოთხოვნა გაისმის, განსაზღვრული ტერიტორია უჭირავთ. თუმცა არც ერთი ისეთი ცოტად თუ ბევრად მოზრდილი კუთხე არ მოიპოვება მთელ რუსეთის სივრცეზე, რომ იმისი მოსახლეობა მთლად ერთს რომელსამე ერს შეადგენდეს, თუმცა ყველგან ეროვნულად შერეული მოსახლეობაა, მაგრამ მაინც ყველგან ერთის რომლისამე ერის მოსახლეობა თვალისაჩინო უმრავლესობას შეადგენს.

თანამედროვე ეკონომიურ პირობებში იქ, სადაც კაპიტალისტური წესი წარმოებისა თვალსაჩინოდ არის გაბატონებული, ადგილობრივ მცხოვრებთა სრული ეროვნული ერთსახეობა არსად არ არის დაცული. ამიერ-კავკასიაში მოსახლეობის ეროვნული შერევა გამოწვეულია აგრეთვე ერთის მხრივ იმ პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებდა რუსეთის ძველი რეჟიმი, და მეორეს იმ გარემოებით, რომ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში სპარსეთიდან და მცირე აზიიდან ამიერ კავკასიის მკვიდრთ უცხო ხალხთა ახალ-ახალი ტალღა აწვებოდა და ადგილობრივ მცხოვრებთა ეროვნულ აჭრელებას იწვევდა.

ყველა ამის მიუხედავად ამიერკავკასიაც რამდენსამე ისეთ ტერიტორია ლურ ნაწილად განიყოფება, რომლის მცხოვრებთა თვალსაჩინო უმრავლესობაც ერთს ეროვნებას შეადგენს. ეროვნულ პრობლემის სისტემატიურ განხილვისთვის ადგილობრივ მკვიდრთა წრეებში მოქცეული ეროვნული უმცირესობანი დროებით ჩვენი გულისყურის გარეშე უნდა დავტოვოთო და პრინციპიალურად გამოვარკვიოთ ისეთი ფორმა სახელმწიფოს მოწყობისა, რომელიც ადგილობრივ ეროვნულ უმრავლესობის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს და სრულიად რუსეთის საყოველთაო საჭიროებასაც საკმაოდ გაუწევს ანგარიშს. ხოლო შემდეგ, როცა ამ მიზნის შესაფერ პოლიტიკურ ფორმას აღმოვაჩენთ, უნდა გამოირკვეს ის ზომები, რომლებიც უზრუნველჰყოფენ ადგილობრივ ეროვნულ უმცირესობას შევიწროვებისა და დაჩაგვრისაგან ეროვნულ უმრავლესობის მხრივ.

ტერრიტორიალურად შემოხაზულ ერის ძირითადი ინტერესები, რამდენადაც ამ ინტერესების დაკმაყოფილება დაკავშირებულია სახელმწიფოებრივ აგებულებასთან თხოულობენ: რომ 1) ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სამოსამართლო დაწესებულებში საქმის წარმოება ადგილობრივ ნაკიონალურ ენაზე ხდებოდეს, რომ მატერიალური კანონმდებლობა, რომელიც შეიცავს ადგილობრივ ცხოვრების მომწესრიგებელ ნორმებს, შეგუებული იყოს და გამომდინარეობდეს ადგილობრივ მცხოვრებთა უფლებრივ შეგნებიდან და ადგილობრივ საზოგადოებრივ ძალთა ურთიერთობისაგან და 3) რომ სახელმწიფო ხელს უწყობდეს ადგილობრივ ეკონომიურ ცხოვრების განვითარებას და ადგილობრივ ნაციონალურ კულტურის აყვავებას. თანამედროვე ნაციონალური კოლლექტივები ჩვენს დროში ყოველგან სამს უმთავრეს სოციალურ ჯგუფის ანუ კლასს შეიცავენ: 1) მსხვილ ბურჟუაზიას და მსხვილ მემამულეებს, 2) წვრილ ბურჟუაზიას და გლეხობას და 3) პროლეტარიატს. ეს კლასიური დიფერენციაცია ყველა ერის წიაღში ერთნაირად ძლიერი არ არის და ერის შემადგენელი პიროვნებანი რაოდენობის მხრივ ერთნაირად არ არიან განაწილებული სოციალურ ჯგუფებად, მაგრამ იმ საგნისთვის, რომელსაც ჩვენ ვარკვევთ, ამ სხვა და სხვაობას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. არსებითი მნიშვნელობა იმასა აქვს, რომ ყველა დამორჩილებუ-. ლი ერის უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ან წვრილ ბურჟუაზიას და გლეხობას, ან პროლეტარიატს ე. ი. დემოკრატიას. მახვილ ბურჟუაზიის და მსხვილ მემამულეების კლასი ენის საკითხს სრულიად გულცივად უცქერის. ამ კლასის წარმომადგენელთ თავისი მშობლიური ენა, ან უკვე მთლად დავიწყებული აქვთ ან თანდათან ივიწყებენ. იმათ ცხოვრების პირობები და მატერიალური ღონისძიება გზას აძლევს ბავშვობიდანვე ისე საფუძვლიანად შეისწავლონ უცხო სახელმწიფო ენა, რომ შემდეგ ამ ენის საშუალებით დაიკმაყოფილონ თავისი სულიერი მოთხოვნილებანი და სრულიად შესწყვიტონ თავისი კავშირი ნაციონალურ კულტურასთან. ამ კლასის წარმომადგენელთათვის არავითარ შევიწროებას არ წარმოადგენს უცხო ენის გაბატონება ადგილობრივ დაწესებულებებში, რადგან თვით მათ უმეტეს შემთხვევაში ეს უცხო ენა უფრო ემარჯვებათ, ვიდრე თავისი ნაციონალური ენა. გარდა ამისა ეკონომიური ინტერესები ამ კლასის წარმომადგენელთათვის საჭიროდ ჰქმნის ურთიერთობის დაჭერას სხვა და სხვა პირებთან ნაციონალურ ტერიტორიის გარეშე და ამისთვის კი მათ უცხო სახელმწიფო ენა უფრო ესაჭიროებათ, ვიდრე თავისი ნაციონალური ენა. ამიტომ ადგილობრივ დაწესებულებებში ნაციონალურ ვნის შემოღებას მსხვილ ბურჟუაზიის და მსხვილ მემამულეების კლასისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. პირიქით, წვრილი ბურჟუაზია, გლეხობა და პროლეტარიატი უამისოდ ყოველთვის დიდ გასაჭირს განიცდის. უცხო ენის შესწავლა იმდენად, რომ მან სამშობლო ენის მაგიერობა გაუწიოს, მათთვის შეუძლებელია, და ამიტომ ისინი სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუ იქ ნაციონალური ენა არ იქნა შემოღებული ისეთ მონაწილეობას ვერასოდეს ვერ მიიღებენ, რომ სრულად ისარგებლონ თავის პოლიტიკურ და მოქალაქურ უფლებებით. ნაციონალურ კულტურის სისუსტე და განუვითარებლობა ერის შეძლებულ კლასსებს ადგილად შეუძლიათ შეავსონ თავისთვის უცხო კულტურით, დემოკრატიისთვის ეს მიუწდომელია. უცხო ენას დემოკრატიის ფართო მასსა ვერასოდეს ვერ შეისწავლის მ იმდენად, რომ ამ ენის საშუალებით დაიკმაყოფილოს თავისი პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ესთეტიური, მეცნიერული და ფილოსოფიური ინტერესები. ამ გვარად ადგილობრივ ნაციონალურ ენის შემოღება სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში და ნაციონალურ კულტურის აყვავება დემოკრატიის აუცილებელი მოთხოვნაა. - რაც უფრო წინ მიდის საზოგადოების დანაწილება ეკონომიურ კლასსებად, მით უფრო იზრდება კანონმდებლობის გავლენა ხალხის ცხოვრებაზე. კანონმდებლო'ა თანდათან აფართოვებს იმ საქმეებს, რომელთა მოწესრიგებასაც იგი აღარ ანდობს ბუნებრივ სოციალურ ერთეულებს ან კერძო პირების ნებაყოფლობას. კანონმდებლობა სახელმწიფოებრივი ბატონობის მთელის სიძლიერით თხოულობს, ყველა მოქალაქე დაემორჩილოს მის მიერ დაწესებულ ცხოვრების ნორმებს, და ვინც თავის სურვილით არ ემორჩილება მას, იმათ ძალით იმორჩილებს. დემოკრატიულ სახელმწიფოში თვით საკანონმდებლო აპარატი ისეა მოწყობილი, რომ კანონად ცნობილი ნორმა წარმოადგენს სახელმწიფოს მცხოვრებთა უმრავლესობის უფლებრივ შეგნების გამოხატულებას. სადაც კანონმდებლობა მცხოვრებთა უმრავლესობის შეგნებას არ შეეგუება, იქ დაკანონებულ ნორმების ასასრულებლად სახელმწიფოს ესაჭიროება რთული მექანიზმი მეთვალყურეობისა და ძალდატანებისა. პირიქით, სადაც დაკანონებული ნორმები თვით ხალხის შეგნებიდან გამომდინარეობენ, იქ თვით ხალხი უდგა დარაჯად კანონის ასრულებას. კანონის და უფლებრივი შეგნების უთანხმოება შინაარსის მხრივ გულისხმობს სახელმწიფოსა და ხალხის მოპირდაპირეობას და აქედან გამომდინარე ბრძოლას მათ შორის. ამიტომ, სადაც კანონის შინაარსი არ ეთანხმება ხალხის უფლებრივ შეგნებას, იქ სახელმწიფოს მოქმედებას დემოკრატიული ხასიათი არა აქვს, იქ სახელმწიფო ყოვლის უწინარეს საპოლიტიკო რეჟიმის დამცველია. თავის თავად ცხადია, რომ ერის დემოკრატიულ ელემენტები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან,  რომ არსებითად კანონმდებლობის შინაარსი მათ უფლებრივ შეგნებას ეთანხმებოდეს და მათ ძალთა საზოგადოებრივ მნიშვნელობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დემოკრატია ერის უმრავლესობას შეადგენს.

რაც შეეხება ადგილობრივ ეკონომიურ ცხოვრების განვითარებას, ამ საგნითაც ერის ყველა სოციალური კლასი და ჯგუფი დაინტერესებულია. განსაკუთრებით კი პროლეტარიატი და გლეხობა. მსხვილ ბურჟუაზიისთვის ეროვნული საზღვრები არ არსებობს და, თუ ადგილობრივ ხელშემწყობი პირობები არ იქმნა ეკონომიურ დაწინაურებისთვის, ის ადვილად დასტოვებს თავის ქვეყანას და იქით გაეშუ– რება, სადაც ის ასეთ პირობებს შეაგულებს. პროლეტარიატს და განსაკუთრებით გლეხობას კი უცხო ადგილას წასვლა ისე არ ეადვილება, რადგან უცხო კულტურის ქვეყანაში ის აუცილებლად შევიწროვებული იქნება უცხო ენის უცოდინარობის გამო. თუ გლეხი ან მუშა თავის ქვეყანას სტოვებს და სხვაგან მიდის შრომის ფასის ასაღებად, ეს მხოლოდ მაშინ, როცა ის თავის სამშობლოში უკიდურეს ეკონომიურ გაჭირებას განიცდის. ამიტომ ეკონომიური წარმატება ყველა კლასსის საერთო ინტერესია, უმთავრესად კი მშრომელი ხალხისა.

ამგვარად, ადგილობრივ სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში ნაციონალურ ენის შემოღება, ნაციონალურ კულტურის აყვავება, ადგილობრივი ეკონომიური წარმატება და კანონმდებლობის თანხმობა ადგილობრივ მცხოვრებთა უფლებრივ შეგნებასთან —ყველა ეს ადგილობრივ მოსახლე ერის ყველა კლასსის და ჯგუფის საერთო ინტერესს წარმოადგენს იმ მცირედის გამოკლებით, რომ მსხვილი ბურჟუაზია და მსხვილი მემამულეები გულგრილნი არიან ნაციონალურ ენის და კულტურის საქმეებში. ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია კი, რომელიც რეალურად უზრუნველჰყოფს ზემოდ დასახელებულ ინტერესებს, არის მხოლოდ ნაციონალურ ტერიტორიაზე მოწყობილი სახელმწიფო. ამიტომ ეროვნული პრობლემების რადიკალური გადაწყვეტა რუსეთში შეიძლება მხოლოდ ნაციონალურ სახელმწიფოების დაარსებით.

გარდა იმ ინტერესებისა, რომელნიც მოითხოვენ ნაციონალურ სახელმწიფოთა დაარსებას, არსებობს მეორე რიგი ინტერესების, რომელნიც თხოულობენ, რომ ამ ნაციონალურ სახელმწიფოებს ძირითად რუსეთთან და ერთმანეთთან განსაზღვრული კავშირი ჰქონდეთ. უპირველესი ამ გვარი ინტერესი არის მოქალაქეთა თავისუფალი მიმოსვლა ახლანდელ რუსეთის მთელს ტერიტორიაზე, თანასწორობა ყველგან პირად უფლებათა მხრივ კანონის წინაშე და უფლება სავაჭრო, სამრეწველო და ყველა სხვა გვარ მუშაობისა. ამ ინტერესის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით საჭიროა რუსეთის მწარმოებელ კლასებისთვის, მრეწველების და მუშებისთვის, რათა ნაციონალურ სახელმწიფოთა საზღვრები ისეთ ზღუდეებად არ გადიქცნენ, რომელნიც ქვეყნის ეკონომიურ დაწინაურებას შეუღობავენ გზას. ამ ინტერესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული მეორე ინტერესი, რომელიც თხოულობს, რომ მთელს რუსეთის ტერიტორია შეადგენდეს მთელს თავის სივრცეზე ერთს საბაჟო ერთეულს, რათა რუსეთის არც ერთს ნაწილს არ შეეძლოს საბაჟო გადასახადების დაწესებით ეკონომიური ექსპლოატაცია აწარმოვოს და მით ხელი შეუშალოს ხალხის ფართო მასების ქონებრივ წინმსვლელობას. ხელოვნურად ეკონომიურ კონკურენციის გაწევა რომ არ ხდებოდეს რუსეთის სხვი და სხვა ნაწილის შუა, საჭიროა აგრეთვე, რომ სარკინიგზო კანონმდებლობა საერთო იყოს მთელი რუსეთისათვის თითოეული ნაციონალური სახელმწიფო ცალკე, რა თქმა უნდა, გაცილებით სუსტი იქნება საომარ ძალებით, ვიდრე მთელი რუსეთი ერთად, და იმიტომ საჭიროა რუსეთის ყველა ნაწილები გაერთიანებულ იქმნენ სამხედრო და საერთაშორისო საქმეებისთვის. იმ ინტერესების სია, რომელნიც რუსეთის ნაწილების ერთმანეთთან დაახლოვებას და კავშირს თხოულობენ, შეიძლება შეივსოს კიდევ სხვა საქმეთა ჩამოთვლით, მაგრამ აქ ამ საქმეთა სრულს ჩამოთვლას არავითარი საჭიროება არ მოითხოვს. ჩვენი გულისყური აქ იმას უნდა მივაქციოთ, რომ ერთი რიგი ინტერესებისა მოითხოვენ რუსეთის ტერიტორიაზე ნაციონალურ სახელმწიფოების დაარსებას, ხოლო მეორე რიგი ინტერესებისა მთელი რუსეთისთვის ზოგიერთ საქმეთა საერთო გამგებლობის და კანონმდებლობის დაწესებას. საუკეთესო პოლიტიკური ფორმა კი, რომელიც ამ ორთავე რიგის ინტერესებს სრულად დააკმაყოფილებს, არის ნაციონალურ სახელმწიფოთა ფედერაცია რუსეთის ფედერატიულ რესპუბლიკა. ამ ფედერაციის სიმტკიცისა და ძლიერებისთვის საჭიროა რუსებისაგან შედგება. ციმბირისაგან ცალკე სატერიტორიო ერთგულის შექმნა აკმაყოფილებს თვით ციმბირელების საზოგადოებრივ აზრს და შეეთანხმება იმ ინტერესთა სხვა და სხვაობას, რომელსაც ციმბირის ადგილობრივი ცხოვრება წარმოადგენს” ძირითად რუსეთთან შედარებით.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ რუსეთში არსად ისეთი ტერიტორიალური კუთხე. არ მოიძებნება, რომ ყველა მისი მცხოვრებნი ერთს ეროვნულს კოლექტივს შეადგენდნენ. პირიქით ყველგან სხვა და სხვა ერის წარმომადგენელნი სცხოვრობენ ერთ. მანეთის მეზობლად. ნაციონალურ სახელმწიფოს ტერიტორია ეტნოგრაფიულ მოსახლეობის მიხედვით შემოიფარგლება, მაგრამ მაინც ამ ტერიტორიაზე გარდა იმ ერისა, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა მიეკუთვნება, აღმოჩნდებიან სხვა ერების წარმომადგენელნი. თუმცა ეს უკანასნელნი ნაციონალურ სახელმწიფოს მცხოვრებთა უმცირესობას შეადგენენ, მაგრამ ამ უმცირესობის ნაციონალური კულტურული ინტერესები მაინც უზრუნველყოფილ უნდა იქმნენ. ეს უზრუნველყოფა უნდა გამოიხატებოდეს ერთის მხრივ იმაში, რომ ნაციონალურ უმცირესობის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ უფლება ეროვნულ-კულტურულ კავშირების დაარსებისა და თავის საკუთარი ძალებით ეროვნულ განათლების და კულტურულ საქმეების გამგებლობისა, მეორეს მხრივ კი მათი ინტერესების უზრუნველყოფა უნდა გამოიხატოს იმაში, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ უფლება თავის სამშობლო ენის ხმარებისა. ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ ინტერესების უზრუნველყოფა ისეთი წესით უნდა მოხდეს, რომ რაიმე გარანტია ჰქონდეს ამ უმცირესობას უმრავლესობის წინააღმდეგ. ამისთვის იმ კანონების ასრულება, რომელნიც შეიცავენეროვნულ უმცირესობათა ინტერესების მფარველობას, უზრუნველყოფილ უნდა იყოს ნაცინალურ სახელმწიფოთა ფედერაციის მიერ: ან რუსეთის ფედერატულ რესპუბლიკის კონსტიტუციაშიუნდა არინიშნოს დაწვრილებით ნაციონალურ უმცირესობათა უფლებები, რომელთა გარანტიასაც თვით ფედერაცია იძლევა, ან ნაციონალურ სახელმწიფოთა იმ ძირითად კანონებში, რომელთა შეცვლა ფედერაციის თანხმობის გარეშე შეუძლებლად იქნება აღიარებული.

ამ ზოგად განმარტებათა შემდეგ საჭიროა გამოირკვეს, როგორ უნდა მოეწყოს განახლებულ რუსეთში კერძოდ ამიერ-კავკასიის ერების ცხოვრება. ერთის მხრივ ამიერ-კავკასია ტერიტორიალური ერთეულია, რომელიც დღემდე საადმინისტრაციო ერთეულსაც შეადგენდა, ხოლო მეორეს მხრივ იგი დაშორებულია ერთმანეთისაგან ენით, კულტურით და სარწმუნოებით განსხვავებული ერებით, ქართველებით, სომხებით, თათრებით და მთიელებით (უმთავრესად ლეკებით). ტერიტორიალური მთლიანობა გულისხმობს ერთ რიგს ინტერესებს, რომელნიც საერთო არიან ამიერ-კავკასიის ყველა ერებისთვის, ხოლო მოსახლეობის ეროვნული სხვა და სხვაობა გულისხმობს მეორე რიგის ინტერესებს, რომელნიც განსხვავებული არიან თითოეულ ერისთვის. პირველი რიგის ინტერესები ლოღიკურად მო..თხოვენ ამიერ-კავკასიის გადაქცევას ერთ თვითმმართველ ტერიტორრიალურ ერთეულად, მეორე რიგის ინტერესები მოითხოვენ ამიერ-კავკასიის დანაწილებას რამდენსამე ნაციონალურ თვითმმართველ ერთეულად. მაშასადამე იბადება საკითხი, ამიერკავკასიის თვითმმართველობა თუ საქართველოს, სომხეთის, მუსულმანების და დაღესტნის თვითმმართველობა? შესაძლებელია აგრედვე დაარსდეს ამიერ-კავკასიის ერების თვითმმართველობანი და ამ თვითმმართველობათა კავშირი ანუ ფედერაცია მთელს ამიერ-კავკასიაში. იმის გამოსარკვევად, თუ რომელი კომბინაცია უფრო ხელსაყრელია, ყოვლის უწინარეს საჭიროა გავითვალისწინოთ ის საერთო ამიერ-კავკასიური ინტერესები, რომელთაც აუცილებლად ანგარიში უნდა გაეწიოს.

წმინდა საერთო ამიერ-კავკასიური ინტერესები არსებობენ იმდენად, რამდენადაც ამიერ-კავკასიის ტერიტორიალური მთლიანობა თხოულობს საერთო სატერიტორიო საქმეების საერთო გამგებლობას. ამ გვარ საერთო (აქმეებად უნდა ჩაითვალოს ამიერ-კავკასიის წყოების, ტყეების და მიმოსვლის საქმეები. სარწყავ წყლებს ამიერ-კავკასიის მეურნეობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ. სარწყავი წყლები ამიერ-კავკასიის მრავალ ადგილას, მაგალითად განჯის გუბერნიაში, პირდაპირ ადგილობრივ მეურნეობის ამამოძრავებელი ძალაა. სარწყავი მდინარეები კი მომეტებულ ნაწილად დიდ მანძილზე მიმდინარეობენ და სხვა და სხვა ერით დასახლებულ ადგილებს გადასჭრიან. ამიერ-კავკასიის (დაღესტნის გამოკლებით) 3, ნაწილი ეკუთვნის მტკვრისა და იმის შესართავის აუზის წყალთა ბასეინს; მტკვარს სათავე ყარსის ოლქში აქვს, არდაგანის მახლობლად, სადაც მუსულმანები და სომხები მოსახლეობენ, მომდინარეობს ახალქალაქის, ახალციხის, გორის, ტფილისის და ბორჩალოს მაზრებზე და შემდეგ განჯისა და ბაქოს გუბერნიებზე კასპიის ზღვამდე. მტკვრის ეს გრძელი გზა სჭრის ჯერ სომხებით, შემდეგ ქართველებით და ბოლოს მუსულმანებით დასახლებულ ადგილებს. ამიერ-კავკასიისთვის აღმოსავლეთ ნაწილისთვის მტკვარი უმთავრესი სარწყავი ძარღვია. განსაკუთრებით დიდი საირრიგაციო მნიშვნელობა ექნება მტკვარს ამიერ-კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილისთვის, როცა იმის ურწყავ მინდვრებისკენ მტკვრიდან არხებს გაიყვანენ სარწყავად. ეჭვს გარეშეა, ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილის მცხოვრები მუსულმანები და სომხები დაინტერესებული არიან, რომ ამ მდინარეს მათდა საზიანოდ წყლის სიმცირე არ ეტყობოდეს. მდინარეების წყლის სიუხვე დამოკიდებულია სხვათა შორის ტყეების დაცვაზე მთიან ადგილებში. მაშასადამე ტყის საქმეც ამიერ-კავკასიის მცხოვრებთა ერთგვარ საერთო ინტერესს წარმოადგენს. ამიერ-კავკასიის ყველა მცხოვრებთა საერთო ინტერესს წარმოადგენს აგრედვე იმ გზების შენახვა, რომელნიც აერთებენ ამიერ-კავკასიას ერთის მხრივ ცენტრალურ რუსეთთან და მეორეს მხრივ უცხო ქვეყნებთან შავი ზღვით და რაოდენადმე კასპიის ზღვით.

მდინარეების მოვლა, ტყეების დაცვა და გზების შენახვა–აი ის უმთავრესი საქმეები, რომელნიც ამიერკავკასიის ტოპოგრაფიული მთლიანობის გამო ამიერ კავკასიის ყველა მცხოვრებთა საერთო ინტერესს შეიცავენ. უეჭველია, რომ ამ საერთო ინტერესის საქმეებს ჯეროვანი ანგარიში უნდა გაეწიოს, მაგრამ ამისათვის რომ აუცილებელი იყოს ამიერკავკასიის თვითმმართველობას უპირატესობა მიეცეს კავკასიაში მცხოვრებ ერების თვითმმართველობის წინაშე— ამისი თქმა გადაჭარბება იქნებოდა. 1909 წელს ყოფილ მეფის ნაცვლის ვორონცოვ-დაშკოვის ინიციატივით კავკასიის ყველა გუბერნიებსა და ოლქებში გაიმართა საგუბერნიო და საოლქო თათბირი საერობო თვითმართველობის შესახებ. ამ თათბირზე არკვევდნენ სხვათა შორის საერობო ერთეულების საკითხს საერთოდ და კავკასიის საერთო საერობო დაწესებულებათა საჭიროების საკითხს კერძოდ. დიდი უმრავლესობა თათბირზე მიწვეულ საზოგადო მოღვაწეებისა და ადმინისტრატორებისა მაშინ ამიერკავკასიის საერთო საერობო ერთეულის დაარსების წინააღმდეგი იყო, ასევე უარყოფით შეჰხედეს ამ საკითხს 1916 წელს ყოფილ მეფის ნაცვლის ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის ინიციატივით გამართულ თათბირზე. და მართლაც, თუ ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ ამიერ-კავკასიის მცხოვრებნი მხოლოდ ხელოვნურად იყვნენ მოქ ცეული ერთ საადმინისტრაციო ერთეულში, არსებითად კი კავკასიელი ერები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთესაგან როგორც კულტურის, აგრეთვე სამეურნეო ცხოვრების პირობებით. შეუძლებელია ამიერ კავკასის თვითმმართველობას მსხვერპლად შეეწიროს იმის ერების თვითმმართველობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამიერ-კავკასიის ერებს საერთო ენა არა აქვთ და, თუ ამიერ კავკასიის საერთო წარმომადგენლობითი დაწესებულება და, წესდა, იქ ქართველები, თათრები, სომხები და მთიელები ერთმანეთს რუსული ენით უნდა ელაპარაკონ. იმ მდინარეების, ტყეების და გზების მოვლა - გამგებლობისთვის, რომელნიც ამიერ-კავკასიელებისთვის საერთო ინტერესს წარმოადგენენ, სრულიად საკმაოდ უნდა ჩაითვალოს ისეთი დროებითი ანუ მუდმივი კავშირის დაწესება, რომლის საგანიც სწორედ ამ საქმეების მოვლა იქნება. ორიოდე საერთო საქმის მიზეზით მთელ ამიერკავკასიის გაერთიანება ერთს თვით ულში, არსებითად კი კავკასიელი ერები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთესაგან როგორც კულტურის, აგრეთვე სამეურნეო ცხოვრების პირობებით. შეუძლებელია ამიერ კავკასის თვითმმართველობას მსხვერპლად შეეწიროს იმის ერების თვითმმართველობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამიერ-კავკასიის ერებს საერთო ენა არა აქვთ და, თუ ამიერ კავკასიის საერთო წარმომადგენლობითი დაწესებულება და, წესდა, იქ ქართველები, თათრები, სომხები და მთიელები ერთმანეთს რუსული ენით უნდა ელაპარაკონ. იმ მდინარეების, ტყეების და გზების მოვლა - გამგებლობისთვის, რომელნიც ამიერ-კავკასიელებისთვის საერთო ინტერესს წარმოადგენენ, სრულიად საკმაოდ უნდა ჩაითვალოს ისეთი დროებითი ანუ მუდმივი კავშირის დაწესება, რომლის საგანიც სწორედ ამ საქმეების მოვლა იქნება. ორიოდე საერთო საქმის მიზეზით მთელ ამიერკავკასიის გაერთიანება ერთს თვით მმართველ ერთეულად ისეთ ანორმალურ მდგომარეობას დაამყარებდა, რომ ყოველ საქმეში თითოეული ამიერ-კავკასიელი ერი თავის საკუთარ ნაციონალურ თვალსაზრისით იხელმძღვანელებდა და ყოველ საქმის გადაწყვეტას თავისდა სასარგებლოდ მოი. სურვებდა. ამ სეპარატიულ ინტერესების თვალსაზრისით შესაძლო იქნებოდა არა ოფიციალური შეერთება ერებისა ერთმანეთის წინააღმდეგ და თითქმის ყოველი საკითხი გადაწყდებოდა ერთი ან ორის ერის სასარგებლოდ სხვა ერების საზიანოდ. თუ ამიერ კავკასიის ერთეული დაარსდა, რა თქმა უნდა იმას საერთო ფინანსებიც ექნება. უმთავრესი ან თვალსაჩინო ნაწილი ამ ფინანსებისა მომხმარდება ისეთ საქმეებს, რომელთაც იმდენად საერთო ამიერ-კავკასიური მნიშვნელობა არა აქვთ, რამდენადაც ადგილობრივი. მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ სხვა და სხვა აგრონომიულ დაწესებულებათა მოწყობა, რომელთა საერთო მიზანიც სასოფლო მეურნეობის დაწინაურებაა იმისდამიხედვით, თუ სახელდობრ სად გაიმართება ასეთი დაწესებულებანი და რა შინაარსი ექნებათ მათ, ამ საქმეებზე დახარჯული საერთო თანხა ამიერკავკასიის ერთი ნაწილისთვის სასარგებლო იქნება, სხვებისთვის კი ხშირად სრულიად უმნიშვნელო. ჭაობების ამოშრობას, მაგალითად, დიდი მნიშვნელობა აქვს ამიერ კავკასიის დასავლეთ ნაწილისთვის როგორც ჯანმრთელობის მხრივ აგრეთვე მეურნეობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილისთვის კი ამას შედარებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ამიერ კავკასიის უწყლო მინდვრების სარწყავად საირიგაციო არხების გაყვანას პირიქით დიდი მნიშვნელობა ექნება ამიერ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილისთვის და უმნიშვნელო იქნება დასავლეთ ნაწილისთვის. ამ ინტერესთა სხვადასხვაობის და წინააღმდეგობის ნიადაგზე ამიერკავკასიის ერთეულში აუცილებლად გაჩნდება ბრძოლა, რომელიც დიდს ენერგიას დაახარჯვინებს ამიერ-კავკასიის ყველა ერებს სრულიად უსარგებლოდ და უნაყოფოდ. ყველა ამ მოსაზრებით ამიერ-კავკასიის გადაქცევა ერთ თვითმმართველ ტერიტორიალურ ერთეულად უარყოფილ უნდა იქმნას და უნდა დაარსდეს იმის მაგიერ რამდენიმე ერთეული ნაციონალურ მოსახლეობის მიხედვით, რომელნიც შემდეგ შეიძლება ერთმანეთს დაუახლოვდნენ მდინარეების, ტყეების და გზების საერთო საქმეების მოსაწყობად ან მუდმივის ან დროებითის კავშირის შეკვრით. ყველა ის საკითხები, რომელნიც აუცილებლად იბადებიან ყოველ ნაციონალურად შერეულ მოსახლეობის ერთეულში და სასტიკ ბრძოლას იწვევენ ერთა შორის, ამით თავიდან ასცილდებათ ამიერ კავკასიის მკვიდრთ და საშუალება მიეცემა თითოეულ მათგანს მთელი თავისი ძალღონე თავის ქვეყნის მყუდრო კულტურულ განვითარებას მოახმაროს.

რა ნაციონალურ-ტერიტორიალურ ერთეულებად შეიძლება გაიყოს ამიერ-კავკასია?—ეს მეტად რთული საკითხია, რომლის გადასაწყვეტადაც მხედველობაში უნდა იქმნას მიღებალი მოსახლეობის სტატისტიკა, ეკონომიურ ინტერესების მთლიანობა, ტერიტორიალური გაერთიანება და სხვა. 1915 წლის სასტატისტიკო ცნობებით ამიერ-კავკასიის მცხოვრებთა საერთო რიცხვი 7.865,676 სულს შეადგენს. ამათგან უდიდეს ეტნოგრაფიულ ჯგუფს შეადგენენ სხვა და სხვა აზიურ მოდგმის მუსულმანები, შემდეგ სომხები, მერე ქართველები, მთიელები და ბოლოს

 რუსები მუსულმანები ითვლებიან   .2.411,797
სომხები   1.966,665
ქართველები   1.881,112
მთიელები   713,651
რუსები   608,185
სხვები   284,266
სულ   7,474,794

რუსები ამიერ-კავკასიას არც ერთ ნაწილში კომპაკტურ მოსახლეობას არ წარმოადგენენ. ისინი უმთავრესად დიდ ქალაქებში, ბაქოს და ტფილისში სცხოვრობენ. ამიერ-კავკასიელ რუსების დიდი ნაწილი მოხელეები არიან და სამსახურის გამო სცხოვრობენ აქ. რუსების გამოკლებით ოთხი დიდი ეტნოგრაფიული ჯგუფი: მუსულმანები, სომხები, ქართველები და მთიელები. უდიდეს ეტნოგრაფ ულ ჯგუფს, მუსულმანებს, შეადგენენ ადერბეიჯანელი თათრები, თურქები, თურქმენები, ყარაპალახები, ნოგაელები, ყუმისები, ყარაჩაელები, ტრუხმენები და სხვანი. თუმცა ამ მუსულმანებს ერთმანეთისაგან ენის, ჩვეულებების, ხასიათის და სამეურნეო ცხოვრების მხრივ განსხვავებაცა აქვთ, მაგრამ საერთო რელიგია მათ ერთმანეთთან აახლოვებს და აკავშირებს. ადერბიეჯანული თათრული ენა თითქმის ყველა ამ მუსულმანებს საკმაოთ ესმით და ამიტიმ ეს ჯგუფი ერთ ნაციონალურ ერთეულად შეიძლება ჩაითვალოს, მით უმეტეს რომ ასე უცქერიან თვით ისინი თავის თავს. ეს მუსულმანები უმთავრესად ამიერ-კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში მოსახლეობენ, უმთავრესად ბაქოს და გაქჯის გუბერნიებში. ბაქოს გუბერნიის ექვსსავე მაზრაში მუსულმანები მცხოვრებთა საერთო რიცხვის დიდს უმრავლესობას შეადგენენ; ამ გუბერნიის მხოლოდ ორ მაზრაში, გეოგჩაის და შემახის მაზრაში, მოსახლობის თვალსაჩინო უმცირესობას შეადგენენ სომხები და ერთ მაზრაში, სახელდობრ კუბის მაზრაში მთიელები. სომხები ირიცხებიან გეოგჩაის მაზრაში 17,218 სული და შემახის მაზრაში 21,720 სული. კუბის მაზრაში კი 195,688 მცხოვრებიდან მთიელები შეადგენენ 50,444 სულს. განჯის გუბერნიის შვიდს მაზრაში (არეშის, ჯევანშირის, ელისავეტპოლის, ზანგეზურის, ყაზახის, კარიაგინის და ნუხის მაზრებში) მცხოვრებთა უმრავლესობას იგივე მუსულმანები შეადგენენ, თუმცა ამ მაზრებში ყველგან სომეხთა საკმაოდ - თვალსაჩინო რიცხვი სცხოვრობს; ელიზავეტპოლის მაზრაში, მაგ. საერთო რიცხვი მცხოვრებლებისა არის 273,216, ამათში მmსულმანებია 185,554 სომეხი 61,610; მაშასადამე აქ სომხები მუსულმანთა რიცხვის ერთ მესამედს შეადგენენ. ჯევანშირის მაზრაში სომხები მუსულმან მცხოვრეათა ნახევარზე ცოტა მეტს შეადგენენ, ზანგეზურის მაზრაში მუსულმანები 185,553 მცხოვრებია, სომეხი 103,096, ე. ი. მუსულმანების საერთო რიცხვის ნახევარზე მეტი. ყაზახის მაზრაში მუსულმანები არიან 66,880 და სომხები ცოტა ნაკლები. 61,190. ერევნის გუბერნიის შვიდი მაზრიდან მუსულმანები მცხოვრებთა უმრავლესობას შეადგენენ ოთხ მაზრაში, ნახიჩევანის, სურმალინის, შარუხო-დარალაგეზის და ერევნის მაზრებში. ყველა ამ მაზრებში მცხოვრებთა თვალსაჩინო უმცირესობას შეადგენენ სომხები. ტფილისის გუბერნიის ერთ მაზრაში, სახელდობრ ბორჩალოს მაზრაში. მცხოვრებთა უმრავლესობას იგივე მუსულმანები შეადგენენ. და აქაც თვალსაჩინო უმცირესობას სომზები შეადგენენ. ამ გვარად, მუსულმნები შეადგენენ მცხოვრებთა უმრავლესობას მთელს ბაქოს გუბერნიაში, მთელს განჯის გუბერნიაში შუშის მაზრის გამოკლებით, ერევნის გუბერნიის ოთხ მაზრაში ნახიჩევანის, სურმილინის, შარუხო-დარალაგეზის და ერევნის მაზრაში და ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში. მთელს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთა საერთო რიცხვი შეადგენს 2 571,102*, აქედან მუსულმანები არიან 1.907,586 და თვალსაჩინო უმცირესობას შეადგენენ სომხები, რომელთა რიცხვიც არის 713,134. ამ ტერიტორიას შეიძლება შეუერთდეს განჯის გუბერნიის შუშის მაზრა, სადაც 91,018 სომეხი მოსახლეობს და 78,226 მუსულმანი, და გამოეკლოს ერევნის გუბერნიის ერევნის მაზრა, სადაც 89,948 მუსულმანი მოსახლეობს და 75,324 სომეხი ამ შემთხვევაში შესდგება მთლიანი ტერიტორია ბაქოს და განჯის გუბერნიების, ბორჩალოს მაზრისა და ერევნიის გუბერნიის სამი მაზრისაგან (სურმალინის, ნახიჩევანის და შარდრო-დარალაგეზის მაზრებისაგან). ამ ტერიტორიის მცხოვრებთა საერთო რიცხვი იქნება 2,557,855, რომელთაგან მუსულმანები იქმნებიან 1.895,864 და სომხები 728,828,

სომეხთა მოსახლეობა უმრავლესობას შეადგენს ერევნის გუბერნიის ალექსანდროპოლის, ახალბაიაზეთის და ეჩმიაძინის მაზრებში, უკანასკნელ ორ მაზრაში თვალსაჩინო უმცირესობას შეადგენენ მუსულმანები (101.831), ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში, ყარსის ოლქში და განჯის გუბერნიის შუშის მაზრაში. ამ ტერიტორიას რომ გამოვაკლოთ შუშის მაზრა და მიუმატოთ ერევნის მაზრა, მივიღებთ საკმაოთ დიდს მთლიანს ტერიტორიალურ ერთეულს, რომლის მცხოვრებთა უმრავლესობასაც სომხები შეადგენენ. მთელს ამ ტერიტორიაზე (ახალქალაქის მაზრა, ყარსის ოლქი, ალექსანდროპოლის, ახალბაიაზეთის, ეჩმიაძინის და ერევნის მაზრები) მცხოვრებთა საერთო რიცხვი შეადგენს 1.098,322 ამათგან უმრავლესობას შეადგენენ სომხები 685,201* თვალსაჩინო უმცირესობას მუსულმანები 236,965 და ნაკლებს უმცირესობას ქართველები 42,140. 0

კავკასიის მთიელების ერთი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობს, მეორე ნაწილი ამიერ-კავკასიაში, უმთავრესად დაღესტნის ოლქში. ამიერ-- კავკასიელ მთიელების ჯგუფს შეადგენენ ჩეჩნები, ქისტები, ინგუშები და ლეკები; ეს უკანასკნელნი თავის მხრივ განიყოფებიან ავარგებად, ანდიელებად, ქურინელებად, ლაკებად, უდინებად და სხვა. დაღესტნის და ზაქათალის ოლქებიდან, სადაც მი:იელები მცხოვრებთა უმრავლესობას შეადგენენ, შეიძლება შესდგეს ერთი ტერიტორიალური ერთეული. ამ ერთეულის მცხოვრებთა საერთო რიცხვი იქნება 785,987, ამათგან 672,916 შეადგენენ მთიელები და 21,544 მუსულმანები.

უმრავლეს მოსახლეობას ქართველები შეადგენენ ბათომის ოლქში, ქუთაისის გუბერნიაში, სოხუმის ოლქში და ტფილისის გუბერნიის ყველა მაზრებში ახალქალაქის და ბორჩალოს მაზრების გამოკლებით. ყველა ეს ადგილები ერთად შეადგენენ მთლიან ტერიტორიას, რაჭის სივრცეც უდრის 54.916,40 კვ. ვერსტს. მცხოვრებთა საერთო რიცხვი შეადგენს 2.560,945, მათგან უმრავლესობას (70°/2) შეადგენენ ქართველები* 1,791.634, უმცირესობას–ქართველი ებრაელები 31,059 (1,210/), აფხაზები—103,164 (4,02°/გ), სომხები—281,719 (117) რუსები 172.869 (6,756/) ოსები 49,100 (16,640/) მაჰმადიანი სუნიტები 42,215 (1,68°/) და მაჰმადიანი შიიტები 18,965 (0,749/5). საქართველოს შეიძლება შეუერთდეს აგრედვე ზაქათალის ოლქის სამხრეთი ნაწილი, სადაც მოსახლეობენ 4370 ქართველი ქრისტიანენი და 8,000 ინგილო, და ბორჩალოს მაზრის ნაწილი, სადაც აგრედვე 10,022 ქართველი მოსახლეობს და ტფილისის მაზრას ეკვრის. ამ გვარად ამიერ-კავკასიაში, ჩვენის აზრით, შეიძლება დაარსდეს ოთხი ტერიტორიალურ ერთეული საქართველო, სომხეთი, ადერბეიჯანი და დაღესტანი. ჩვენ მიერ ზემოდ ნაჩვენები საზღვრები ამ ერთეულებისა შეიძლება რაოდენადმე შეიცვალოს, თუ ცვლილება მეტს სამართლიანობას შეიტანს ამიერ-კავკასიის ერების ტერიტორიალურ გამიჯვნის საქმეში, ამ გამიჯვნის შესახებ საჭიროა ყველა კავკასიელ ერების წინასწარი შეთანხდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი უთანხმოებით ისარგებლებენ ისინი, ვინც პრინციპიალურად წინააღმდეგნი არიან, რომ ამიერ-კავკასიაში მცხოვრებ ერებს ნაციონალურ-კულტურულ განვითარებისთვის თავისუფალი გზა გაიხსნას. შეთანხმება უნდა მოხდეს სამართლიანობის მიხედვით და დათმობის საშუალებით. არ შეიძლება დავმალოთ, რომ ამიერკავკასიის დასავლეთი ნაწილი ამ მხრივ უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე აღმოსავლეთი ნაწილი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან სომხები, რომელთა 50% მეტი სომხეთის გარეშე რჩებიან და უმეტეს ნაწილად ადერბეიჯანის ერთეულში მოექცევიან. მაგრამ ყველა ამიერ-კავკასიელ ერს განვითარებისთვის მაინც გაცილებით უკეთესი პირობები ექნება, ვიდრე უამრეფორმოდ. ნაციონალურ-ტერიტორიალურ ერთეულების შექმნის შემდეგ ერთის მხრივ ბუნებრივად და უმტკივნეულოდ მოხდება თანდათან ეროვნებათა შეგროვება თავთავის ერთეულში, ხოლო მეორეს მხრივ ყველასათვის უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ფედერატიულ რესპუბლიკის ძირითადი კანონით ის უფლებები, რომლებიც კი შესაძლოა მიეცეს ნაციონალურ უმცირესობას სახელმწიფოში, უფლება ეროვნულ ნაციონალურ კავშირებისა, პირველდაწყებით განათლების მიღებისა სამშობლო ენაზე და სამშობლო ენის ხმარებისა დაწესებულებებში.