The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წერილი ლუარსაბ ბოცვაძისადმი
წერილი ლუარსაბ ბოცვაძისადმი

ჭავჭავაძე ილია

წერილი ლუარსაბ ბოცვაძისადმი

ენისთვეს, 1897 წ. ქ. თბილისი.

მოწყალეო ხელმწიფევ,

ლუარსაბ გერასიმეს ძევ!

წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების გამგეობამ, მოისმინა რა თავის სხდომაზე 9 ამ თვისას მოხსენება მდივნისა იმის შესახებ, რომ თქვენ გამგეობის მინდობილობისამებრ დაესწარით ამ ზაფხულს ტფილისში სამრევლო სკოლათა მასწავლებელთათვის გამართულს პედაგოგიურს კურსებზე და აძლევდით სამაგალითო გაკვეთილებს, დაადგინა, გამოგეცხადოსთ მადლობა შრომისათვის.

საზოგადოების თავმჯდომარე: ილია ჭავჭავაძე

მდივანი: დავით კარიჭაშვილი

 

ლუარსაბ ბოცვაძისადმი

ხელნაწერი: ასლი D ლუარსაბ ბოცვაძის საოჯახო არქივი.

ნაბეჭდი: ი. ჭავჭავაძე, წერილები, ი. ბოცვაძის რედ., 1949, გვ. 88-90.

თარიღი: 13 ენკენისთვეს, 1897 წ., ქ. თბილისი.

ხელმოწერა: საზოგადოების თავმჯდომარე: ილია ჭავჭავაძე. მდივანი დავით კარიჭაშვილი.

წერილის ადრესატია ლუარსაბ ბოცვაძე (1866-1919) – პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, რედაქტორი სამეცნიეროპედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალისა „განათლება“.

წერილი გაგზავნილია „ქშწ-კგ საზოგადოების“ სახელით, დაწერილია შტამპიან ქაღალდზე. ასეთივე სამადლობელი ტექსტი დაეგზავნა „საზოგადოების“ ყველა წევრს.