The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წერილი ლუარსაბ ბოცვაძისადმი
წერილი ლუარსაბ ბოცვაძისადმი

ჭავჭავაძე ილია

წერილი ლუარსაბ ბოცვაძისადმი

მარტი-აპრილი, [1898 წელი].

ბატონო ლუარსაბ!

დიდი სიამოვნებით ვბეჭდავთ თქვენს წერილს ჟურნალ „ჯეჯილზედა“. ასეთი მიმოხილვები დიდად და დიდად საჭიროა ჩვენთვის. საბავშვო მწერლობის გაჯანსაღება და მკვიდრ საფუძველზე დამყარება დიდი მნიშვნელობის საქმეა ჩვენი ყმაწვილების გონივრულად აღზრდისათვის. უმორჩილესადა გთხოვთ ნუ მოაკლებთ თქვენს ფხიზელს ყურადღებას ჩვენს საბავშვო მწერლობასა და ხშირად გამოგვიგზავნეთ თქვენი კალმის ნაღვაწი.

დავშთები მუდამ თქვენი პატივისმცემელი

ილია ჭავჭავაძე

 

ლუარსაბ ბოცვაძისადმი

ხელნაწერი: ავტოგრაფი D დაცულია ლუარსაბ ბოცვაძის საოჯახო არქივი.

ნაბეჭდი: ი. ჭავჭავაძე, წერილები, ი. ბოცვაძის რედ., 1949, გვ. 91.

თარიღი: [მარტი-აპრილი], 1898 წ.

ხელმოწერა: ილია ჭავჭავაძე.

პირობითი თარიღი მიღებულია ი. ბოცვაძის მიერ გაზეთ „ივერიაში“ 1898 წელს დაბეჭდილი „ჯეჯილის“ რეცენზიის მიხედვით (იხ. ი. ბოცვაძის კომენტარი, იქვე, გვ. 182-183). თარიღი დაზუსტებულია მანანა კვატაიას მიერ (იხ. მ. კვატაია, ილია ჭავჭავაძის პირადი წერილების დათარიღებისათვის, „ლიტერატურული ძიებანი“, 1989, გვ. 469).