დოჩანაშვილი გურამ მთის გადაღმა
სუფრის თავში კაპიტო იჯდა, ბოლოში – მისი ცოლი,
აქეთ-იქით – ვაჟები და პატარა გოგონა. უხმოდ შეექცეოდნენ ბადრიჯანს. ყველაზე
მადიანად კაპიტო ილუკმებოდა. პურს ნუ გლეჯთ, დაჭერით ხოლმე, – თქვა კაპიტოს ცოლლმა. პატარა ბიჭმა ჯიბის დანა ამოიღო, გულმოდგინეთ გაწმინდა და პურის დაჭრას შეუდგა.
ბიჭს ძალიან მოსწონდა დანა, სამი დღის წინ კარგ ხასიათზე დაბრუნებულმა მამამ რომ
აჩუქა. ამ სამ დღეში ბიჭმა უამრავი ჯოხი გამოთალა, სადილობისას პურს ჭრიდა ხოლმე.
სიამოვნებდა მამის დავალება და მოთმინებით უცდიდა მის სიყვებს: „დაჭერი ბიჭო“! ბიჭი
ძალიან პატარა ნაჭრებად ჭრიდა პურს, მერე დანას ტკაცუნით კეცავდა და ჯიბეში
ინახავდა. ჭამე გოგო, – თქვა კაპიტოს ცოლმა, – რას იციცქნები?! ეს არ მინდა. აბა რა გინდა ? არ მინდა, ვაი… – ვაის მოგცემ მე შენ, – თქვა კაპიტომ, – ჭამე ჩქარა! გოგონამ ლუკმა ჩაიდო პირში. კაპიტომ ჭამა დაამთავრადა ოჯახის წევრებს გადახედა. – დაჩეხე, ბიჭო, შეშა? კი, მამა, – მორიდებულად გაუღიმა უფროსმა ბიჭმა. ბევრიდაჩეხე? კი ბევრი, უთხრა ცოლმა. ყოჩაღ, ძუკუ! – თქვა კაპიტომ, – წყალი მომიტანე, მალაია! გოგონამ წყალი მოურბენინა. ერთიც, – თქვა კაპიტომ. ცოლმა სუფრის ალაგება დაიწყო. დიდი გოგო გაიზარდე! – კაპიტო ტახტზე წამოწვა და ასანთის ღერი კბილებში გაირჭო.
მალაიამ ნახატებიანი წიგნი გადაშალა. თუთუნი მომიტანე, ძუკუ! ეხლავე, – წამოდგა უფროსი ბიჭი. თ… ო… თო… – ჩურჩულით ეპიტინებოდა მალაია მსხვილ ასოებს. უმცროსი ბიჭი ფანჯარაში იყურებოდა . რამ გაგაშტერა, ბიჭო? ბიჭი შეკრთა, გაწითლდა და მალაიასთან მივიდა. გოგონა მსხვილ ასოებს აუჩქარებლად
უმატებდა ერთმანეთს. თო… ხ… თოხ… ი… თოხი! – წამოიძახა მალაიამ და მიმოიხედა. კაპიტომ დაამთქნარა. ხარებს მოვიყვან, მამა. მოიყვანე, ძუკუ. დღეს გაგიძახეს, გოგო? – იკითხა კაპიტომ. არა. შენ, ბიჭო? არა. რავა მისდღემჩი არ გიძახებენ! – გაბრაზდა უცებ კაპიტო. გუშინ არ გამიძახეს? – თქვა ბიჭმა. რაში? გეოგრაფიაში. რავა მარტო გეოგრაფიაში გიძახებენ. ბიჭი ჩუმად იყი. უყვარს გეოგრაფია, -თქვა კაპიტოს ცოლმა. ბიჭმა მორიდებულად გაიღიმა. თ… ი… თი… – ჩურჩულებდა მალაია. ბიჭმა ფრთხილად გააღო კარი და ეზოში გავიდა . ვისწავლე, წამოხტა მალაია. სუ! – თითი ტუჩებთან მიიტანა ქალმა. გოგონამ იშით გაიხედა ტახტისაკენ. კაპიტო
ხვრინავდა. ვითამაშო? – ჩურჩულით იკითხა მალაიამ. დედამ თავი დაუქნია. გოგონა ფრთხილად მივიდა
კართან, კარმა გაიჭრიალა და მალაიას ძალიან მოუნდა გაცინება. კარი მიხურა, ძმასთან
მიირბინა და აკისკისდა. რა გაცინებს, გოგო? – გაუღიმა ძმამ. ზურა, დამსვი რა… ზურამ გოგონა საქანელაზე დასვა. გამაქანე. ბიჭმა გააქანა. უფრო! – დაიყვურა მალაიამ. არ შეიძლება. რატომ? გადმოვარდები მალაია. არ გადმოვარდები. მიდი რა… არ შეიძლება. მალაია ჩამოხტა და გაიბუტა. სახლიდან დედა გამოვიდა. წადი, შვილო, ინდაურები მოიყვანე. ბიჭმა რაღაც წაიბუზღუნა, მერე ჰკითხა: სად არიან? ჭალაში იქნებიან. სად მიდიხარ? წიგნს წავიღებ. წაიღე, შვილო… ჭალა, სადაც ინდაურები ბალახს წიწკნიდნენ, პატარა მდინარესთან თავდებოდა. მდინარის
იქით მინდორი იყო, მერე – ეკლიანი ბუჩქებით დაფარული მთა. ბიჭი მოწყენით უყურებდა ნაცნობ ადგილებს. უმზერდა მთას და არ იცოდა, რა იყო ამ
მაღალი მთის გადაღმა. გეოგრაფიის სახელმძღვანელო რუკებით იყო აჭრელებულ. ბიჭი ფურცლავდა წიგნს და ეძებდა
ყველაზე წვრილი ასოებით დაბეჭდილ სტრიქონებს. ამ სტრიქონებში ბევრი რამ იყო საინტერესო. ბიჭი კითხულობდა წიგნს და სტრიქონებს
შორის ხედავდა უზარმაზარ ქალაქებს, უზარმაზარი სახლებითა და ქუჩებით. სტრიქონებს
შუა მიედინებოდნენ დიდი მდინარეები და იდგნენ მარადი თოვლით დაფარული მწვერვალები.
ჩანდა გაუვალი ტყეები და მამაცი მოგზაურები… ვულკანები შავად ბოლავდნენ ოკიანეში აისბერგები ტიტვტივებდნენ… მწვანე
ჯუნგლებში ვეება სპილოები მოაბოტებდნენ. მზეზე ლაპლაპებდა მკვდარი ტბები,
იგრძნობოდა ზღვის სუნთქვა და განმარტოებით იდგაუზარმაზარი ხე – სეკვოია… ბიჭმა გაიხედა. ჭალა პატარა მდინარესთან თავდებოდა. გაღმა მინდორი იყო, მერე – ეკლიანი ბუჩქებით
დაფარული მთა… ბიჭი კითხულობდა. ვენეცია ყურადღებას იპყრობს თავისი მდებარეობით, – ეწერა წიგნში წვრილი ასოებით. –
იგი გაშენებულია მრავალ (ასზე მეტ) პატარა კუნძულზე, სადაც სახლები წყალში დგას;
ქუჩების მაგივრად არხებია; არხებზე ნაოსნობა გონდოლებით – ბრტყელძირიანი ნავებით
წარმოებს; ნიჩბიანი მეგონდოლე ნავის ბოლოში – კიჩოსთან დგას“. მერე მსხვილი ასოებით ეწერა ,,იტალიის მთავარი ნიშნები“. ბიჭმა გაიხედა და დაინახა: ისევ ის მდინარე. იგივე ჭალა. ისევ ის ეკლიანი ბუჩქებით დაფარული მთა. კაპიტომ კარგ ხასიათზე გამოიღვიძა. – წყალი დამალევინე, გოგო… მალაიამ წყალი მოურბენინა. გაიზარდე! კაპიტო აივანზე გამოვიდა და ცოლს შეხედა. მერე ვენახს მოავლო თვალი და გაიღიმა: წელს კარგი მოსავალი გვექნება. ზურამ ეზოში ინდაურები შემოიყვანა. ისე მოწყენილი იყო, კაპიტო შეშფოდთა. ინდაურები ხომ არ დაკარგე, ბიჭო? არა. ორი, ოთხი, შვიდი, ათი… – დათვალა კაპიტომ. – სწორია, კარგად მოუარე შვილო! ზურა სკოლიდან მეზობლის ბიჭთან ერთად ბრუნდებოდა. ორივე მეექვსე კლასში სწავლობდა. სანამ სკოლაში შეიყვანდნენ, ზურა ეზოდან იშვიათად გადიოდა; მამას და ძმას უკან
დასდევდა და ფეხებში ებანდებოდა. ისინი ბუზღუნებდნენ. დედა ეფერებოდა, იშვიათად თუ
გაუწყრებოდა ხოლმე. მასთან მეზობლის ბიჭი მოდიოდა და თამაშობდნენ. ხანდახან ჩრდილში წამოწვებოდნენ,
ღრუბლებს უყურებდნენ ხოლმე. ზზურას ღრუბელი რბილი, ნაზი და თბილი ეგონა. დედის
ალერსი ღრუბლებში ყოფნას ჰგავდა. ირგვლივ ბევრი რამ უცნობი იყო. მამა, იმას რა ქვია? რა ქვია და ჭადი. ცისარტყელაა, შვილო, – ეტყოდა დედა. მამას აღარაფერს ეკითხებოდა. ერთხელ მეზობლის ბიჭთან ერთად მაღალ ხეზე აცოცდა და შინ ტანსაცმელშემოხეული
დაბრუნდა. კაპიტომ მკლავში წაავლო ხელი. სად დაიხიე ხალათი ბიჭო? ხეზე ავედი. პაკიტომ თავში წაჰკრა. ბიჭმა წყენით შეხედა მამას. ეზოში ხალხი შეგროვილიყო. აივანზე თოფიანი კაპიტო იდგა და სახეზე ბრაზნარევი
სიხარული ეტყობოდა. ზურამ წრე გაარღვია და ძირს დაიხედა. მიწაზე ქორი ეგდო. ქორი ნაღვლიანად იყურებოდა. სისხლი წვეთავდა მოტეხილი ფრთიდან. მოკაუჭებული
ნისკარტი მიწაზე დაედო; ბრიალა, სისხლიანი თვალები ჰქონდა. მზერა არ გამოხატავდა
ტკივილს;ქორის თვალებში ნაღველი ჩანდა. მალაია შეშინებული თვალებით უყურებდა ქორს. კაპიტოს ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ზურამ მამას ახედა, კაპიტომ შვილს თვალი აარიდა და ხალხისაკენ გაიხედა. – მავნე ფრინველია, – თქვა კაპიტომ. ზურას შეეცოდა სისხლში ამოსვრილი ქორი. – გადარჩება? – იკითხა ვიღაცამ. კაპიტომ თოფი მოიმარჯვა. – გამოიწიე, ბიჭო. – ნუ მოკლავ, მამა… – გამოიწიე, ვის ვეუბნები მე! – ნუ მოკლავ, მამა, ცოდვაა… – მაინც მოკვდება, – თქვა ვიღაცამ. – ტყუილა ნუ გააფუჭებ ვაზნას, კაპიტო… კაპიტო დაფიქრდა… – როგორ მოარტყი, კაცო, იმ სიმაღლეზე! კაპიტომ გაიღიმა. – სადმე გადააგდე, ბიჭო… ზურამ ქორი ხის ყუთში ჩასვა. ზემოდან ფიცარი გადააფარა და დიდი ქვები დაალაგა.
სახლიდან პური გამოიტანა და ყუთში ჩააგდო. ყუთი თივის ზვინს ამოაფარა, მამას რომ არ
შეემჩნია. ქორმა ნაღვლიანად დახედა პურის ნატეხებს. მოტეხილი ფრთა სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. ბიჭი იჯდა და ქორს უყურებდა. საიდანღაც მოფრინდნენ დიდი, მწვანე ბუზები და ჭრილობებზე დაასხდნენ. ქორმა თავი
მიაბრუნა და ფრთა შეარხია. ბიჭს გაეღიმა.