The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ვაჟკაცის შესაფერია
ვაჟკაცის შესაფერია

ხალხური

ვაჟკაცის შესაფერია

მტერსა რომ მტრობას უწევდეს
ვაჟკაცის შესაფერია.
ვისაც მტრის მტრობა აშინებს,
ქვეყნად ის არაფერია.
არც მაუხდება აბჯარი,
არც ომში წასასვლელია.
არც ვაჟკაცებში ხსენდების,
არარად ჩასათვლელია.
უნდა გაზარდოს დედამა
ვაჟი მტრის გამჯავრებელი,
აუგის მთქმელი არ იყოს,
არც ფეხის დამწყნარებელი.
არც აშინებდეს სიკვდილი,
სიცოცხლის გამმწარებელი.