კითხულობს: მწერალი გიგა ნასარიძე
„იყო არაბეთს“
„იყო არაბეთს“... არაბეთს მგოსანიც გვყავდა - პირველი „იყო არაბეთს“... ო, ღმერთო! და საქართველოს მაგიერ, რამ წაიყვანა უცხოეთს? რომ კაცი, ცამდე მართალი „იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ!
საქართველოში იმხანად
ხელმწიფედ გვყავდა თამარი.
წარჩინებულთა სიაში,
მაგრამ ეს კაცი რატომღაც
ცხოვრობდა... პალესტინაში!
რისთვის დასჭირდა ქარაგმა?
ვეფხვივით აულაგმავი,
ნეტავ რა ძალამ ალაგმა.
(ისეთი რა შეეფეთა?)
რამ ათქმევინა ქართველ კაცს:
„ინდოეთს შვიდთა მეფეთა“?!
ვინ აუბნია გზა-კვალი?
ისეთი მტერი ვინ ჰყავდა
ულმობელი და მზაკვარი.
ღვთისა და ერის წინაშე,
გადააგდეს და დაკარგეს
შორეულ პალესტინაში?!
არა ყოფილა არავინ:
საქართველოში იმხანად
მეფობდა დ ი დ ი თ ა მ ა რ ი!