The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მდუმარე ლაშქარი

ნიშნიანიძე შოთა

მდუმარე ლაშქარი

– ჰეი, საით მიდის მდუმარე ლაშქარი,
სისხლიან აბჯარში მჯდარი,
არაგვის ტოტივით დამშრალი,
ფეხქალამნიანთა ჯარი?
– ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა
და ლაშქარს მედროშედ ვინ უდგას თავში?
– სამასნი არიან… და სამას ლეგენდას
შავი ანგელოზი მიუძღვით ცაში…
მამულო, ეგების საფლავშიც ფხიზლობდნენ
ლაშარის, ლომისის, გუდანის ყმები,
შეგუებულნი მარადისობას,
როგორც ქარქაშებს ხმლები…