ლეონიძე გიორგი
არ დაიდარდო, დედაო... 1949 წ. ნოემბერს, ტამანის ნახევარკუნძულზე
ვინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი.
სამშობლოს დროშა მეჭირა,
დავკარი, ვიყავ მართალი, დღეო, გადიდდი, გადიდდი,
მე შენი ძუძუს ნათელი სამშობლოსათვის დავთხიე სანამდის საქართველოში თუ მტერმა გკითხოს, უთხარით, იქ ვდგევარ, სადაც ნათობენ
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს, დღეო, გადიდდი, გადიდდი,
ლევანი რქმეოდა...
ღიმილის ბიჭი ვიყავი,
ბეჭზედ არწივი მეხატა,
ცხრამეტი წლისა შევსრულდი,
ოცი არ გადამეხადა,
მტერს ვეცემოდი მეხადა!
ვისაც უნდოდა, ქართველი
რომ გამხდარიყო ხიზანი,
ვით ჩემი ტყვიის მიზანი...
ნუ დაიდარდებ, დედაო,
მწარე სიკვდილის სევდასა.
შვილი ეყრება დედასა!
არ დაიდარდო, დედაო,
რაც მე სიკვდილით გაწყინე;
საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.
მე გაგიხუნე ლეჩაქი,
მაგრამ დაგხურე შუქური,
სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.
მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი,
იწურებოდეს მტევანი...
მტერთან ჩემ სიკვდილს ნუ იტყვით,
დამალეთ ჩემი სამარი,
კრემლშია, სტალინთან არი!
და თუ სტალინმა მიკითხოს,
უთხარ, არ ვიყავ ჯაბანი,
სტალინის მამაპაპანი!
ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს,
პირზე მაყარეს ვარდები,
დამხურეს მუზარადები.
თუ გაუჭირდა სამშობლოს,
კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.
არ დაიდარდო, დედაო,
ნუ მიეცემი სევდასა.
შვილი ეყრება დედასა!