ნონეშვილი იოსებ
შემოდგომა
ხილით, ლხენით, ზეიმით
შემოდგომა მოვიდა.
- შემოდგომავ, გვითხარი,
მობრძანდები შორიდან? - არა ჩემო კარგებო,
შორი მგზავრი როდი ვარ,
მე თვენს ვენახებიდან,
ბაღებიდან მოვდივარ. - გვითხარ, ასე ბარაქით
ნეტავ ვინ დაგამშვენა?
- ვინა? თქვენი მშობლების
დაუღლელმა მარჯვენამ. - გვითხარ, რა მოგვიტანე,
აგრემც შემოგევლებით?
- პაპის ხელით მოწვდილი
დაშაქრული მტევნები, მოსავალი ულევი,
თვალით ჯერ არ ნახული
ნარინჯები კოლხური,
ჩურჩხელები კახური. - ჩვენგან რაღას მოითხოვ,
შემოდგომავ, ლამაზო?
- მინდა კარგად ისწავლოთ,
მინდა, არ იზარმაცოთ. მემრის, როცა ოქროსფრად
კვლავ მოგირთავთ ვენახებს,
შემდეგ კლასში ხუთებზე
გადასული მენახეთ! |
|
|