The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მწუხრისა ზარი

გიორგი მთაწმინდელი

მწუხრისა ზარი 

დაწერილი ბერძნულად

(გარდათქმა კოზლოვისა, თარგმანი განდეგილისა)

მწუხრისა ზარი, მწუხრისა ზარი!
რაოდენ ზრახვათა აღმძვრელი არი!
იგი მაგონებს სიჭაბუკის დღეს,
სამშობლო მხარეს, მშობელთ სავანეს.
როს სამუდამო განშორების ჟამს,
უკანასკნელად ვისმენდი ამ ზარს...

--------------------
ვეღარ ვიხილო მე დღე ნათელი,
სიყმაწვილისა ჩემის მხიბვლელი,
და რამდენია აწ მიწად ქმნილი,

იმ დროინდელი ტურფა ყმაწვილი.
მათ ღრმა ძილსა ჰფარავს შავი სამარი,
მათ არ ჩაესმით მწუხრისა ზარი!..

----------------------

დაე, მეც ვიწვე ცივსა სამარეს!
ჩემს საფლავზე თქმულს მწუხარე ჰანგებს,
ხეობათ შორის გაჰფანტავს ქარი.
იქ კი გაივლის სხვა მომღერალი
და, მე-კი არა, იგი იმღერებს
დაფიქრებული მწუხრის ზარის ხმებს.