ნინოწმინდის ღამე
1926 წლის 26 მარტი. |
||
ნინოწმინდა... პალატები მეფეთა... გალავანში ― ჯამი აქაფებული, შენი სახე რისთვის შემომეფეთა, ხატი იყავ ― ვეფხვი დაქალებული... |
ნინოწმინდა - სოფელი კახეთში, საგარეჯოს რაიონში. ნინოწმინდის გალავნიანი სამონასტრო კომპლექსი მე-6 საუკუნეშია ნაგები. მონასტრის უმდიდრეს ბიბლიოთეკაში მოღვაწეობდა ექვთიმე ათონელის თანამოსაგრე არსენ ნინოწმინდელი (XI ს.) პალატი - დიდებულთა საცხოვრებელი შენობა, სასახლე; სასახლის დარბაზი. | |
საზანდარმა
ღამე ააცახცახა, ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა, ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა, და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა... |
საზანდარი - 1. მესტვირე; 2. თარზე, ჭიანურზე, დაირასა და საზზე დამკვრელ მუსიკოსთა დასი. | |
ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები... ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ! |
||
როგორც ხმალი, ძმებო,
ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია! მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს და სიყვარულს ათაბაგის ქალისას; |
ტამერლანი - თემურ-ლენგის სახელის რუსული (ევროპული) ტრანსკრიფცია. | |
ძუძუები ოქროს კალმახებია, წამწამები აქვს თავთუხის ყანისა... წინანდალის ვაზი აყვავებული, ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა, |
||
აფრენილი
ბაზიერის დაფითა, დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული! ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები... ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ |
ბაზიერი (სპარს.) - ქორ-შავარდენთა დამგეშველი. დურაჯი - ქათმისებრთა ოჯახის პატარა, ლამაზი ფრინველი. |