ლეონიძე გიორგი
შინმოსულისა გიორგი ნატროშვილს ათჯერ ვემთხვიე შენს მიწას, თითქოს ლამპრები კი არა, მე დავინახე შენი ცა, კვლავ მიბრუნდება სიცოცხლით მე მოვდიოდი შორიდან, ვით საჩუქარი შენდამი, ბევრგან ვიბრძოდი და ყველგან გესმოდა ჩემი ნასროლი,
ასჯერ სიცოცხლე მანატრე,
თბილისო
შენმა ლამპრებმა
როდესაც შემომანათეს!
ენთო ვარდები ბდღვრიალა,
მე დავინახე მთაწმინდა
და გულმა შეიფრთხიალა.
სინაზით გადამხუროდა,
მუჭით ავიღე მტკვრის წყალი,
ვეწაფე, როგორ მწყუროდა!
მე შენი სუნთქვა, თბილისო.
დამწვას, დამდაგოს შენმა მზემ,
ოცნება დამითილისმოს!
იერიშიდან მოველი,
შენ დაგიბრუნდი პირნათლად,
მე, შენი ძუძუს მწოველი.
მომაქვს მე ჩემი ჭრილობა,
მეც შევაჩერე ამ წყლულით
მტრის დიდი შემოჯრილობა.
შენთვის ვიბრძოდი, თბილისო,
შენი ქედები მახსოვდა
და ფერი ყარამფილისო.
შენი მზის სასახელოდა?! ―
მტრედო, შემიძეხ თბილსში,
აქ დედის ძუძუ მელოდა...