ეჰა, ჩემო ოცნებავ ეჰა, ჩემო ოცნებავ, კვლავ რად წარმომედგინე
ნუ მიტევებ, ოცნებავ, მომეც ძველნი ხილვანი,
და დასი მცნობთ ჩვენებათ უბრალოდ რად მომფინე?
რად მიჩვენებ სახესა წარსულთა მათ ნუგეშთა, -
ერთხელ ჩემის სიცოცხლის ნაზად დამატკბობელთა,
რომელნიცა მე ბედმან უწყალოდ დამითრგუნა
და გლახ მე მარად მტირალს მცირედიც არ მიბრუნა.
მომეც მე ძველნი ცრემლნი და ძველნიცა ოხრვანი;
წარსულისა სიცოცხლის ნიავი კვლავ დამქროლე
და დამაშვრალს სულსა ჩემს სიტკბო მით განუახლე.
გვედრებ, ნუღა მშორდები, განმიგრძე სიხარული,
რომე ხსოვნითა ოდენ დავიტკბო წყლული გული.