The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მწუხრის ზარი

სულაკაური არჩილ

მწუხრის ზარი 

მამის ხსოვნას

ყველაფერს ერქვა თავის სახელი:
წყურვილს - წყურვილი, ტკივილს - ტკივილი.
ოღონდ ტკივილებს მე ვერ ვამხელდი,
ვმალავდი ჩემი მწარე ღიმილით.
და ნისლი, როგორც ფიქრი დაღლილი,
გაცვეთილ ბილიკს სიზმრებში ხვევდა.
ყველაფერს ერქვა თავის სახელი:
დუმილს - დუმილი და სევდას - სევდა.
უეცრად მწუხრმა დარეკა ზარი,
ბინდში დუმილი უკან იხევდა
და მერმე ზეცას გაუჩნდა ბზარი,
ბზარიდან ღმერთმა გადმოიხედა.
შენი ტაძრისთვის მთაში ვეება
ქვისგან გათლილი ამქონდა კარი
და უპატრონოდ მიტოვებული
იალაღებზე ბღაოდა ცხვარი.