აფხაზთა გულის სიმებს ფრთხილად უნდა შევეხოთ!
კითხულობს: პედაგოგი მონიკა ჭანტურია
ამას წინათ შოთა ნიშნიანიძის ლექსი "აფხაზური
კანტატა" წავიკითხე. ჩემი
ბავშვობა, ყმაწვილკაცობა, კარგადმყოფობა და ავადმყოფობა გამახსენდა. ლექსმა
ჯერ სიხარულით ამავსო, შემდეგ სევდა მომგვარა, სულ ბოლოს – შური. დიახ,
კეთილი შურით ვწერ ამ წერილს. |
|
კანტატა - აქ: რაიმე საზეიმო შემთხვევის გამო
დაწერილი ლექსი. |
"ჩემი
მორდუ აფხაზეთში |
მორდუ - ძიძისშვილი, ძუძუმტე. |
|
ჩაუქად და რაინდად, |
ჩაუქად - მარდად, მამაცურად (ჩაუქი - მარდი, მკვირცხლი, მამაცი). ურაიდა რაიდა - აფხაზური ხალხური სიმღერის მისამღერი. |
|
|
||
ეს ხომ ჩემზეა დაწერილი, ეს ხომ მე ვარ?! ნესტორ ლაკობა, მისი ლამაზი მეუღლე სარია და მათი მერცხალივით ბიჭი რაუფი გამახსენდა. ჩემზე უფროსი იყო ცოტათი რაუფი. ფეხბურთის თამაშს მასწავლიდა ქუჩაში. ასფალტზე მუხლგადაყვლეფილს იოდს როგორ მასხამდა შეწუხებული სარია, ის მახსოვს. ისიც მახსოვს, როგორ მითათუნებდა ლოყაზე ხელს ნესტორი და როგორ მაწყნარებდა – გაჩუმდი, ვაჟკაცის ტირილი ვინ გაიგონაო. რაუფის დამნაშავე თვალებიც მახსოვს. |
ნესტორ ლაკობა - აფხაზი სახელმწიფო მოღვაწე XX ს-ის 20-30-იან წლებში. |
|
|
||
აფხაზი ბიძაჩემის, ზოსიმეს ხმამაღალი სიცილი და დეიდაჩემის, მაროს საყვედურიანი ხმა მესმის: ბიჭო, სულ სარა ბარაბზია ბზბოიტი, როდემდე უნდა იძახო, სხვა რამეც ისწავლე აფხაზურადო. თავად, ქმრის ხათრით ისეთი აფხაზური ისწავლა, რომ აფხაზურად საბავშვო მოთხრობა დაწერა და გამოაქვეყნა.
ცოდვას ვერ ვიტყვი, ბიძაჩემიც კარგი მოქართულე გახლდათ და აფხაზს ვერ
ნახავთ, მეგრული რომ არ იცოდეს. |
სარა ბარა ბზია იზბოიტ (აფხ.) - მე შენ მიყვარხარ (როცა ამ
სიტყვებით |
|
|
||
ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი |
ამორძალი - მეომარი ქალები, რომლებსაც, ბერძნული თქმულების მიხედვით, მოჭრილი ჰქონდათ ცალი მკერდი. ამავე თქმულების მიხედვით, მათ საკუთარი სამეფო ჰქონდათ შავი ზღვის სანაპიროზე. |
|
|
||
მკვდარი მიმიტანეს სოხუმის მეორე საავადმყოფოში. თვალს ვახელ: ებრაელი,
ბერძენი, სომეხი, რუსი, აფხაზი, ქართველი – ყველა ერთად მადგას თავზე. არ
მეგონა, სიკვდილი თუ ასეთი
ინტერნაციონალისტი იყო. ბურანში წასული გულიებს
ვხედავ, შინკუბებს ვხედავ, პაპასკირებს ვხედავ, თარბებს ვხედავ…
ლასურიების, ახუბების, ლომიების, კაპბების, ანჩაბაძეების, გოგუების ხმებს
ვარჩევ… თბილისიდან გადმოცვენილ ექიმებს ვხედავ, ნათესავებს ვხედავ,
სისხლსა და ხორცს ვხედავ ჩემსას, ვიცი, ამათი ბახალა ვარ და ამათ უნდა
მიტირონ, მაგრამ ამათ რაღა უნდათ, უზარმაზარ
ამრასავით ამრასავით რომ მადგანან თავზე
და მათბობენ?! ცოტა რომ მოვიკეთე, მოწყალების დები მიამბობდნენ რიგრიგობით: |
ინტერნაციონალისტური - საერთაშორისო.
|
|
|
||
|