The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა




1 შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

▲ზევით დაბრუნება


286

ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
„არ ეწყინაო“, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,
ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით, მთვარე მოსავანებლად;
იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

287

გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,
ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,
რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგ იყო ხედ არად,
ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვი მე და რად!

288

მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოებით არ დაჰრიდეს,
ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს,
ყელი ყელსა გარდააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,
ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.

289

მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,
ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
„თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა“.

290

ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული;
ყმასა უთხრა: „მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული,
ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური სად მოსრული?
მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა გაწირული“.

291

ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:
„ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია,
მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,
მიჯნურობითა დამწვარ ვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

292

მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.
თუცა არ მიცნობ, გინახავ, თუ ვითა გიაზრებია,
გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?

293

შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,
პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,
გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,
შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა კი დენით.

294

ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,
ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ,
ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

295

ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია.
მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,
ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია;
აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

296

მიბრძანა: „მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა,
მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა“.
სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!

297

აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;
ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა;
მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ ა“.

298

ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,
იტყვის: „მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი;
ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

299

რას მაქმნევდით, რად გინდოდი, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით?
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვჰბანდით.
რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,
აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.

300

მოვიხედენ, მომეწია რა პატრონი შენი, ვნახე,
ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,
თვალთა წინა გამოგექეც, მეტი არა შევუზრახე.
ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასმცა რას ვასახე!

301

კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,
მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება;
მათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,
ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

302

აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა!
ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,
გარჯილ ხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!“

303

ავთანდილ უთხრა: „ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?
მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!
სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,
რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

304

ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;
დამიგდია სამსახური მისი, იქმნას, რაცა გინდა;
იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,
შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!“

305

ტარიელ უთხრა: „მე შენი გული აწ მემხურვალების;
მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,
შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების!

306

წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილ ხარ მამაცურად.
მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად!
მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად“.

307

ასმათ უთხრა: „ლომო, ცრემლით მაგა ცეცხლსა რა ერგების!
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!
ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,
ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას რა, ღონე აეგების.

308

მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
ნუ უყოს ღმერთმან, გაძლება მემცა ვით მივეც ენასა?!
თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა“.

309

ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული;
ასმათს უბრძანა: „მას აქათ შენ ხარ ჩემ თანა ხლებული;
რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!
კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

310

მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა
ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
პირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,
კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა“.

311

ყმასა უთხრა: „ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს;
ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!
შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცღა გინდა წამეკიდოს“.

312

ასმათს უთხრა: „მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე,
დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;
მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე,
მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე“.

313

ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;
ვერ გაახვნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა,
მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

314

მოსთქვამს: „ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,
ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!

ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!“

2 შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


მუკბანიანი ნატო
0x01 graphic

ბასიაშვილი ლალი
0x01 graphic

ჭოჭუა ირინა
0x01 graphic

ასლამაზიშვილი ლაურა
0x01 graphic

ჯაფარიძე ივანე
0x01 graphic

აბაშიძე ლელა
0x01 graphic

სიმონიშვილი მაია
0x01 graphic

მუმლაძე ნათია
0x01 graphic

გორძამაშვილი ხათუნა
0x01 graphic

ყვავილაშვილი ასმათ
0x01 graphic

ბარათელი ეკატერინე
0x01 graphic

გოგუაძე ნელიკო
0x01 graphic

ძამუკაშვილი ირინკა
0x01 graphic

კობახიძე ნათია
0x01 graphic

ბირკაძე ნანა
0x01 graphic

შუბითიძე ნონა
0x01 graphic

ბაჩი
0x01 graphic

იოსავა თეა
0x01 graphic

წაქაძე რუსუდან
0x01 graphic

ქოქოსაძე ნინო
0x01 graphic

ქავთარაძე ნანა
0x01 graphic

ღარიბაშვილი მაია
0x01 graphic

ბიძინაშვილი ეკატერინე
0x01 graphic

დარჩაშვილი გიორგი
0x01 graphic

სააკაშვილი კახაბერ
0x01 graphic

პატარქლიშვილი მარინა
0x01 graphic

ჯიბლაძე დავით
0x01 graphic

გიორგობიანი მარიამ
0x01 graphic

ხორნაული ვაჟა
0x01 graphic