The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტარიელის ტირილი და დაბნედა

ტარიელის ტირილი და დაბნედა




1 ტარიელის ტირილი და დაბნედა

▲ზევით დაბრუნება


503
აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების;
თქვა: „მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!“
იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,
პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

504
ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,
ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;
ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,
კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

505
ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა;
ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
თქვა: „ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!“

506
ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად.
ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად.
დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,
დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

507
ავთანდილს უთხრა: „ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,
გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა:
ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა,
მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

508
„ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა.
წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა.
მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა,
იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა“.

2 ტარიელის ტირილი და დაბნედა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


ივანისელი ირინე
0x01 graphic

ქურციკიძე ალექსანდრე
0x01 graphic

კეკელიძე დათო
0x01 graphic

ქურციკიძე ბექა
0x01 graphic

ჩუბინიძე ლალი
0x01 graphic

ჩიტაიშვილი ლანა
0x01 graphic