The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მბობა ტარიელისგან ლომ-ვეფხის დახოცისა

მბობა ტარიელისგან ლომ-ვეფხის დახოცისა




1 მბობა ტარიელისგან ლომ-ვეფხის დახოცისა

▲ზევით დაბრუნება


915
რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

916
იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მომეარნეს;
ერთი ლომი ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს,
ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

917
ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი მოვიდეს ორგნით რებულნი,
სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი,
შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი,
ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

918
პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს;
გამოჰრიდნა ვეფხმან გული, - დედათა-მცა გამოჰრიდნეს!
ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

919
ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: „არა ხარ ცნობასა,
შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!“
ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა,
თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა.

920
ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;
მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;
მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა,
ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

921
რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,
გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;
მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
სულნი სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, თუ ცრემლთა ვჰღვრიდე!

922
აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა?
სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა“.
ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა.

923
ავთანდილცა მას თანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა;
უთხრა: „დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი, და-!
ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;
თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

924
სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს;
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს“.

2 მბობა ტარიელისგან ლომ-ვეფხის დახოცისა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


წერეთელი ლია
0x01 graphic

მარსიანი
0x01 graphic

ამაღლობელი დ.
0x01 graphic

ოთიაშვილი თამარ
0x01 graphic

ჩიხლაძე თამარ
0x01 graphic

ლურსმანაშვილი ნინო
0x01 graphic

მგალობლიშვილი გიორგი
0x01 graphic

დეფი დავით
0x01 graphic

გუგუშვილი გია
0x01 graphic

ჩაბრაძე ელენე
0x01 graphic