The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა

სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა




1 სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა

▲ზევით დაბრუნება


1500
ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს:
ღმერთი კარგსა მოავლინებს, აწ ბოროტსა არ დაჰბადებს,
ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,
თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.

1501
ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,
თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,
ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი,
მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე-სინაზენი.

1502
იგი მზე უჯდა კუბოსა და ეგრე არონინებდეს;
მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს;
სადაცა დაჰხვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს,
მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.

1503
მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა;
იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა;
შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა,
სად ყოფილიყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.

1504
ტარიელ ბრძანა: „მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;
მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;
მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,
მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა“.

1505
მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა.
ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა.
ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა,
ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

1506
მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,
პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,
ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;
არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.

1507
უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები,
კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.
აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათ თანა ნარები,
მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა კაც-დაუკარები.

1508
ფრიდონს უთხრა: „ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების,
მაგრა თქმულა: „კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“;
აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,
შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების“.

1509
ფრიდონ მდაბლად თაყვანის-სცა, ჰკადრა მადლი მეტის-მეტი:
„მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი,
ჩემი ლხინი მუნამდის-ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!“

1510
ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად,
სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად;
აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად,
ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.

1511
მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალი ხანები.
დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად, თანის-თანები,
მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1512
ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა,
შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა;
მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა,
გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.

1513
მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა,
ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;
მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,
და დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.

1514
აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,
შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.
ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი სპანია,
ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია“.

1515
რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა,
ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა;
თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა,
ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

1516
ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა.
ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა.
დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა,
შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.

1517
მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი.
ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი.
ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლეს მათნი ხმანი,
თქვეს: „ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენთვის მზანი!“

1518
რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა,
ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა:
„აგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა?
და ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.

1519
ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა.
იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა,
ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა,
რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა“.

1520
ტარიელ უთხრა: „კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა.
აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმმცა უჩემოდ ხალვასა.
მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა,
ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა“.

1521
მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი.
ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი,
მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი,
წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1522
ფრიდონ წაჰყვა. განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა,
ცნა მეფემან, ტარიელ-ა, მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა;
გარდახდა და თაყვანის-სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა,
სდებს პატივსა ინდოთ მეფე მართ მამისა შესაგვანსა.

1523
ტარიელცა თაყვანის-სცა, მივა კოცნად, სასალამოდ;
მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ,
გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ:
„შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა დასაღამოდ“.

1524
გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა,
პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა;
კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანის-სცა მან მეფესა,
მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1525
მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების.
ტარიელ ეტყვის: „მეფეო, აწ გული შენ გემონების;
მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების!
რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?

1526
ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა!
მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა,
გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ-მოტანისა,
ვიაჯი რასმე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა“.

1527
დასხდეხ მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა.
ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა;
ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა;
და დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1528
„მეფეო, თავი მემცრობის ამისად მოსახსენებლად,
მაგრა მოსრული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად, მქენებლად;
თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად,
ვინ არის ჩემად სინათლედ და ბნელთა გამათენებლად.

1529
აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით:
ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით,
დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით;
არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1530
თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა,
მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა;
მუხლ-მოყრილი გაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, -
რომე მისცეთ ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.

1531
ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა“.
ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა იგი ყელსა,
ადგა, მუხლნი დაუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა.
გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბვისა მომსმენელსა.

1532
რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა,
შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა,
მოახსენა: „ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა,
თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1533
ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს,
ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს;
გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს;
სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გა-ცა-ფრინდეს!

1534
მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა;
თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა;
ვარდი ახლად იფურჭვნების, მე ყვავილი დამებერა,
რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასცა ოდენ იგი სჯერა!

1535
თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა.
ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვინ მოგმდურდა!
თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?
დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა“.

1536
რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა,
დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედა დაეფინა.
კვლა მეფემან თაყვანის-სცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა,
ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1537
ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა,
ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა!
წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა,
მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1538
მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა;
ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა.
მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა,
მაგრა მისსა შვენებასა რა-მცა ვითა დაჰფარვიდა?!

1539
მეფე კოცნასა ჰლამოდა, აღარა ცრემლნი სდენიან;
ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან;
უბრძანა: „ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან;
და რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, გაე, რასაღა გრცხვენიან!“

1540
მოეხვია, გარდაჰკოცნა მან პირისა არე-მარე:
„დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე;
ვინ გიშერი დააჯოგა და წამწამი არემა-რე,
გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე, მარე“.

1541
მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა,
ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა;
იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა.
მაშინღაა ლხინი ამო, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1542
ყმა მეფესა მოახსენებს: „მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ!
რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ?
მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ,
შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ“.

1543
ტარიელსცა მოახსენა. შესხდეს, ქალსა მიეგებნეს,
მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,
მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს,
ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1544
მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან.
დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან;
გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან,
და დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხდომილმან.

1545
ეტყვის: „მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!
შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,
მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,
თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო“.

1546
გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა;
ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა;
მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა,
სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკე რბენასა.

1547
შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად,
ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად,
არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად,
და ადრე მივიდეს მეფისა სახლად საყოფად, არებად.

1548
შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა;
სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა,
მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა;
შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.

1549
ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს,
მოეგება, აკოცეს და საუბარი დააამეს,
იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,
ბროლ-ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1550
თინათინ ზედა აწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა,
ტარიელ უთხრა: „შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა,
დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა,
და მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა“.

1551
ორთავე ხელი მოჰკიდეს, დასვეს ტახტსავე თავისსა,
გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა;
უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა,
ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1552
ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა,
ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე- და გამო- გულმან კრთომა.
მეფე ეტყვის: „შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა,
ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ-წახდომა“.

1553
აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა,
სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა!
ცა-მცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა!
თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!“

1554
მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება:
„ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,
დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე - სიბერე ვითა სნება,
ჩემად სწორად ჰმსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!“

1555
ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს,
მოახსენეს: „მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს,
მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,
მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს“.

1556
ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გადიდება;
ქალსა ეტყვისა: „შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება,
ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს ეგრევე შენი დება,
ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება“.

2 სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


პატარიძე რამაზ
0x01 graphic

ლოლაძე ეველინა
0x01 graphic

შუბითიძე ნანული
0x01 graphic

აბჟანდაძე ნინო
0x01 graphic

ინწკირველი თ.
0x01 graphic

დავლაშერიძე ლალი
0x01 graphic

დავითაშვილი თამთა
0x01 graphic

ყაჭეიშვილი თამუნა
0x01 graphic

ცირამუა გიორგი
0x01 graphic

ცირამუა თეონა
0x01 graphic

თოლორდავა რაია
0x01 graphic

შათირიშვილი ზაზა
0x01 graphic

პაიჭაძე მაია
0x01 graphic

მოლაშვილი ქეთი
0x01 graphic

ელიზბარაშვილი მარიამ
0x01 graphic

ტურძძე როდამ
0x01 graphic

დავითელაშვილი ნარგიზი
0x01 graphic

ცინცაძე მშიკო
0x01 graphic

გონგლაძე მ.
0x01 graphic

ბასილაშვილი კახა
0x01 graphic

ტატიშვილი თამუნა
0x01 graphic

რიკაძე იზო
0x01 graphic

კუხალეიშვილი ნათელა
0x01 graphic

კერესელიძე დიმიტრი
0x01 graphic

კერესელიძე თორნიკე
0x01 graphic

კერესელიძე ლევან
0x01 graphic

ავალიანი თემო
0x01 graphic

რატიანი ნინო
0x01 graphic

აბულაძე მანანა
0x01 graphic

მჭედლიშვილი ნ.
0x01 graphic

დუგლაძე სანდრო
0x01 graphic

კერესელიძე მადინა
0x01 graphic

სულაძე თინათინ
0x01 graphic

სარალიძე ალექსანდრე
0x01 graphic

სარალიძე ვერა
0x01 graphic

აბუსერიძე ილია
0x01 graphic

სულაძე თამაზ
0x01 graphic

აფრიდონიძე გიორგი
0x01 graphic

ბარბაქაძე დათო
0x01 graphic

ცერცვაძე გიორგი
0x01 graphic

კარგარეთელი კონსტანტინე
0x01 graphic

ჯაბუა მადონა
0x01 graphic

ქარცხია მარინა
0x01 graphic

ასათიანი ხათუნა
0x01 graphic

ნოზაძე გიორგი
0x01 graphic

ქარჩ ნიცა
0x01 graphic

თოფურიძე თამარ
0x01 graphic

ბარამიძე ნინო
0x01 graphic

თურმანიძე თამთა
0x01 graphic

ესებუა მაია
0x01 graphic

საჯაია მალინა
0x01 graphic

მექვაბიშვილი ლელა
0x01 graphic

დადალაური მელანო
0x01 graphic

აფხაძე ნოდარ
0x01 graphic

მაჭარაშვილი თეონა
0x01 graphic

კუტუბიძე დავით
0x01 graphic

ჭუმბურიძე ნინო
0x01 graphic