The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა




1 რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

▲ზევით დაბრუნება


513
„დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;
ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;
ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა,
რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

514
„გვიბრძანეს, თუ: „ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია;
ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;
ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,
ყმისა არ-სმა არა გვგავა, ამათ ზედა წაგვითვლია.

515
„აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ,
რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,
სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,
არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ“.

516
ვთქვით: „თქვენი ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების,
მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების;
ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების,
სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების“.

517
დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია;
ვთქვი: „ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!“
მეფემან ბრძანა: „ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია,
თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრი არ-რომელია“.

518
რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;
ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.
ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა,
ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.

519
დედოფალმან თქვა: „ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი,
მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!“
შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი!
მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

520
გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი;
შესთვალეს: „გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;
არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი,
თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი“.

521
კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,
გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;
ებრძანა: „მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა!
თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!“

522
კვლა გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად,
დაავედრეს: „ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად“.
მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად,
გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად“.

2 რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


მაზანაშვილი თამარ
0x01 graphic

მაზანაშვილი ლიზი
0x01 graphic

ბაზიარი მერი
0x01 graphic

კილაძე მაკა
0x01 graphic

მაზანაშვილი ნოდარ
0x01 graphic

აღაპიშვილი ნინო
0x01 graphic

არდაშელია ციალა
0x01 graphic

ბაზიარი მარინა
0x01 graphic

ამაშუკელი ლევან
0x01 graphic

ფიფია თემურ
0x01 graphic