The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წიგნი ავთანდილისა ფრიდონს თანა

წიგნი ავთანდილისა ფრიდონს თანა




1 წიგნი ავთანდილისა ფრიდონს თანა

▲ზევით დაბრუნება


1327
დაწერა: „ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო,
ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო,
მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

1328
ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა,
კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა;
მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა,
დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.

1329
იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია.
მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია.
ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია,
ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.

1330
გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების,
სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების;
რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების,
არ თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.

1331
აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე,
გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე;
ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე,
ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.

1332
ამა მონათა ჩემ ზედა გარდაუხდელი გულია:
ამოდ მმსახურეს, თქვენი-მცა გული ამათთვის სრულია!
ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენ თანა ხან-დაზმულია?

მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია“.

1333
ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან,
მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან;
შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა სრულად, მართ ვითა ჰგია, მან,
მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1334
მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა,
გამოემართა იგი მზე პირია სავსე მთვარისა,
მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მდუღარისა;
მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.

1335
ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა,
იტყვიან: „მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა!
რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა?
და-ცა-გვმარხენო ხელითა, ჩვენითა დამმარხველითა?"

2 წიგნი ავთანდილისა ფრიდონს თანა (ხელნაწერი)

▲ზევით დაბრუნება


პოღოსოვა ლუბა
0x01 graphic

პაქსაშვილი ნინო
0x01 graphic

შალაშვილი დალი
0x01 graphic

ყაველაშვილი ლალი
0x01 graphic

გასვიანი ლაშა
0x01 graphic

ებრალიძე გიორგი
0x01 graphic

სოსელია მაია
0x01 graphic

გაბელაია ნატო
0x01 graphic

კილაძე ნიკოლოზ
0x01 graphic